• ინტერვიუ

    გო­ლუეი კი­ნე­ლი

    ­­­­­­­“პოეზია – უსაზღვრო ხოტბაა”

    ­­­­­­­­­­­­ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილ­მა

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­გოლუეი კინელის ლექსი “კოშკების დამხობა” ჟურნალ “ნიუ იორკერში” დაიბეჭდა 2002 წლის 9 სექტემბერს. კინელს ჟურნალის პოეტური განყოფილების რედაქტორი – ელის ქუინი ესაუბრება მისი ელეგიური ლექსის წერის პროცესის, სტრუქტურისა და გავლენების შესახებ; ასევე – იმ სირთულეებზე, რაც თან ახლავს გასული სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას.

    ე.ქ. – რო­ცა ჩვენ პირ­ვე­ლად ვი­სა­უბ­რეთ ამ ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­ხებ, ვა­პი­რებ­დი თქვენ­თ­ვის მე­კითხა, რო­გორ მი­ა­გე­ნით ამ ლექ­სის და­წე­რის მე­თო­დი­კას. ეს, ჩე­მი შე­ფა­სე­ბით, წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბია. თუმ­ცა თქვე­ნი ად­რე­უ­ლი ლექ­სე­ბის გა­და­კითხ­ვის შემ­დეგ მივ­ხ­ვ­დი, რომ მთე­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის მან­ძილ­ზე ხში­რად მი­მარ­თავ­დით სხვა პო­ეტ­თა ხმებს – თქვენს კონ­კ­რე­ტულ სა­გან­თან მი­სა­და­გე­ბულ, შემ­თხ­ვე­ვით გა­გო­ნილ სიტყ­ვებს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ითქ­მის 1971 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი “კოშ­მა­რე­ბის წიგ­ნის” იმ ნა­წილ­ზე, რო­მელ­საც “მკვდრე­ბი უხრ­წ­ნე­ლად აღს­დ­გე­ბი­ან” ჰქვია. ამ­ა­ვე კრე­ბულ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­უ­ბა­რი გაქვთ შე­ტა­ნი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლექ­ს­შიც “ბუ­ზე­ბი”, რო­მე­ლიც 1994 წელს გა­მოჩ­ნ­და “ნიუ იორ­კერ­ში”, ბევ­რი პო­ე­ტის ცი­ტა­ტა გქონ­დათ ჩარ­თუ­ლი. ასე რომ, კო­ლა­ჟის ტექ­ნი­კა იმ­თა­ვით­ვე გქონ­დათ ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

    გ.კ. – ასეა, მაგ­რამ ამ ლექ­ს­ში კო­ლა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ნამ­დე არ მი­ფიქ­რია, სა­ნამ ერთხელ ვი­ი­ო­ნის ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბი არ ამ­ო­მი­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში. ეს მა­შინ, რო­ცა ვცდი­ლობ­დი იმ სხვა­დას­ხ­ვა ჯუ­რის ად­ა­მი­ან­თა აღ­წე­რას, რომ­ლე­ბიც თავ­თა­ვი­ანთ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­დ­ნენ იმ დღეს სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რის შე­ნო­ბებ­ში.

    “…povres et riches,

    Sages et folz, prestres et laiz,

    Nobles, villians, larges et chiches,

    Petiz et grans et beaulx et laiz“.

    “…მდიდ­რე­ბი და ღა­რი­ბე­ბი,

    ჭკვი­ა­ნე­ბი თუ შეშ­ლი­ლე­ბი, მღვდლე­ბი, ერ­ის­კა­ცე­ბი,

    დი­დე­ბუ­ლე­ბი, მე­მა­მუ­ლე­ნი, ძუნ­წე­ბი და კე­თილ­შო­ბილ­ნი,

    მაღ­ლე­ბი – დაბ­ლე­ბი, ლა­მა­ზე­ბი – შე­უ­ხე­დავ­ნი“.

    იმ­ა­ვე ხა­ნებ­ში ერთ ნა­შუ­ად­ღევს სტენ­ლი კუ­ნიც­თან მოვ­ხ­ვ­დი, რო­მე­ლიც ცე­ლა­ნის “სიკ­ვ­დი­ლის ფუ­გის” თარ­გ­მა­ნებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და – მათ­ზე უნ­და ეს­ა­უბ­რა ვა­შინ­გ­ტო­ნის ჰო­ლო­კოს­ტის მუ­ზე­უმ­ში და­გეგ­მი­ლი სე­მი­ნარ­ზე. მას­თან სა­უ­ბარ­მა კი­დევ და­მი­დას­ტუ­რა ის აზ­რი, რომ “სიკ­ვ­დი­ლის ფუ­გა” ად­ა­მი­ა­ნუ­რი სუ­ლის ერთ–ერ­თი უდ­ი­დე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

    მე­რე ვი­ღა­ცამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა მი­ლო­შის “პო­ე­ზი­ის მოწ­მის” ერთ–ერ­თი თა­ვი­სი ას­ლი, სა­დაც ავ­ტორს მო­ტა­ნი­ლი აქვს ალ­ექ­სან­დერ ვა­ტის ცი­ტა­ტე­ბი: ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქ­მის წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლად მო­მე­ცა გა­რე­მო­ე­ბა­თა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით და მეც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

    – ასე რომ, ცე­ლა­ნი და ვი­ი­ო­ნი იმ­თა­ვით­ვე გქონ­დათ გო­ნე­ბა­ში, აღ­ა­რა­ფერს ვამ­ბობ კრე­ინ­სა და უიტ­მენ­ზე, რო­მელ­თა სიტყ­ვე­ბი გა­მუდ­მე­ბით თან გდევთ, თქვენ­ში ცხოვ­რობს უკ­ვე იმ­დე­ნი ხა­ნია, რომ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბის დრო­საც გახ­სენ­დე­ბათ ხოლ­მე.

    – ჩე­მი აზ­რით, უიტ­მენს სურ­და, ხალ­ხის მე­სიტყ­ვე გამ­ხ­და­რი­ყო, მაგ­რამ რო­ცა კი სცა­და ამგ­ვა­რი ლექ­სის და­წე­რა – სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­უ­ვი­და. თუმ­ცა ის ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მან სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გად­მო­სა­ცე­მად შექ­მ­ნა, ფაქ­ტი­უ­რად, სწო­რედ ხალ­ხის სა­ხე­ლით მეტყ­ვე­ლებს. პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ხალ­ხი არ უს­მენ­და მათ. ასე რომ, ვი­ფიქ­რე, ჩე­მი ლექ­სის შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბო­და, თუ მას­ში უიტ­მენს ვათ­ქ­მე­ვი­ნებ­დი ერთ–ერთ ბო­ლო სიტყ­ვას.

    – მა­ინ­ტე­რე­სებს, ხომ არ ღე­ლავ­დით, ოდ­ნავ ში­შის გრძნო­ბა ხომ არ გე­უფ­ლე­ბო­დათ, რო­ცა ამ­დე­ნი ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის ცდი­ლობ­დით ელ­ე­გი­ის და­წე­რას?

    – მარ­თ­ლა არ მიგ­რ­ძ­ვ­ნია არ­ა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, ალ­ბათ იმ­ი­ტომ, რომ მე ის “სა­ხალ­ხო” ლექ­სად არ მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი – ის­იც კი არ ვი­ცო­დი, ჩე­მი ნა­წე­რი სა­ერ­თოდ თუ იქ­ცე­ო­და ლექ­სად. რო­ცა შე­ვატყ­ვე, რომ რა­ღაც გა­მო­დი­ო­და, ერ­თა­დერ­თი, რაც მაშ­ფო­თებ­და, იყო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლე­ბის წი­ნა­შე – მა­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის, მე­უღ­ლე­ე­ბის, შვი­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის რე­აქ­ცია.

    მინ­დო­და, ჩე­მი პო­ე­ტუ­რი ან­გა­რი­ში ჩე­მი­ვე გრძნო­ბე­ბის ად­ეკ­ვა­ტუ­რი გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ იმ­ა­საც ვგრძნობ­დი, რომ მო­ვა­ლე ვი­ყა­ვი, ეს ოჯ­ა­ხე­ბი და­მეც­ვა ყო­ველ­გ­ვა­რი შემ­დ­გო­მი ტენ­დენ­ცი­ის­გან, რა­საც ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად გა­ვუ­კე­თებ­დი პრო­ვო­ცი­რე­ბას ლექ­სის საგ­ნის უკ­ი­დუ­რე­სი სიმ­ძაფ­რით გად­მო­ცე­მი­სას. შეზ­ღუ­დუ­ლად არ მიგ­რ­ძ­ვ­ნია თა­ვი, უფ­რო იმ­ას ვში­შობ­დი, შორს არ შე­მე­ტო­პა. თუმ­ცა, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლექ­სი, რო­მე­ლიც შორს შე­ტო­პავს, სწო­რედ ამ სიღ­რ­მის გა­მო უფ­რო მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე, ვიდ­რე ის, რო­მე­ლიც ზე­რე­ლე აღ­წე­რას ამ­ჯო­ბი­ნებს.

    – მახ­სენ­დე­ბა ფროს­ტის გან­საზ­ღ­ვ­რე­ბა: “ყო­ველ­გ­ვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბი მხო­ლოდ იმ­დე­ნა­დაა კარ­გი, რამ­დე­ნა­დაც დრა­მა­ტუ­ლია“. თქვენს ლექსს გა­მოკ­ვე­თი­ლად დრა­მა­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რა აქვს, მი­სი ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი კრეშ­ჩენ­დომ­დე მაღ­ლ­დე­ბა, რაც ერთ­გ­ვარ შიშ­ნა­რევ მიხ­ვედ­რას გუ­ლის­ხ­მობს, რო­მე­ლიც რა­ღა­ცის და­დას­ტუ­რე­ბით უნ­და დაგ­ვირ­გ­ვინ­დეს, შემ­დეგ კი თე­მის ძი­ე­ბით და გაშ­ლით; გზე­ბის მო­სინ­ჯ­ვით გრძელ­დე­ბა.

    – მი­ხა­რია, რომ შე­ამ­ჩ­ნი­ეთ ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, თუმ­ცა მათ არ აღ­ვიქ­ვამ, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტო­ბის შე­დეგს, აქ ჩე­მი მცდე­ლო­ბა ჩანს – უფ­რო გა­სა­გე­ბი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­მე­ხა­და სათ­ქ­მე­ლი. ეს ლექ­სი შედ­გე­ბა სეგ­მენ­ტე­ბის­გან და ვცდი­ლობ­დი, ეს სეგ­მენ­ტე­ბი თუ მო­მენ­ტე­ბი ისე და­მე­ლა­გე­ბი­ნა, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­რა­ტი­უ­ლი წეს­რი­გი მი­მე­ღო. ამ­ი­ტომ არ მი­ვიჩ­ნიე სა­ჭი­როდ სეგ­მენ­ტე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის გა­მოკ­ვე­თა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ფი­კუ­სი­რე­ბა მთლი­ა­ნად ამ ძი­რი­თად მო­მენ­ტებ­ზე მო­მეხ­დი­ნა.

    – კრა­კოვ­ში ჩ.კ.უილ­ი­ამ­ს­მა გა­იხ­სე­ნა თა­ვი­სი ად­რე­უ­ლი ლექ­სის – “ანა ფრან­კის დღის” წე­რის პრო­ცე­სი და გა­ნაცხა­და, რომ ამ ლექ­ს­ზე ის­წავ­ლა, რო­გორ უნ­და ეწ­ე­რა. ეს მან იმ­ით ახს­ნა, რომ “ლექ­სის ერთ­დ­რო­უ­ლად გა­ნუ­საზ­ღ­ვ­რელ­სა და სრუ­ლი­ად გარ­კ­ვე­ულ სა­გან­ზე” მუ­შა­ო­ბი­სას მო­უხ­და გა­მო­ე­ცა­და რა­ღაც­ნა­ი­რი სიმ­ტ­კი­ცის შეგ­რ­ძ­ნე­ბა. თქვენც ხომ არ გაგ­ჩე­ნი­ათ ამგ­ვა­რი გრძნო­ბა, რო­ცა ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეთ?

    – მე ვიც­ნობ იმ გრძნო­ბას, რა­ზეც ჩარ­ლი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ჩემს ლექ­ს­ში სხვა­ნა­ი­რად მოხ­და – ში­ნა­გა­ნად დიდ­ხანს ვჭოჭ­მა­ნობ­დი და სიტყ­ვე­ბი სუ­ლაც არ მო­ე­დი­ნე­ბო­და წყა­ლი­ვით. ეს მა­ნამ­დე, სა­ნამ მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან კარ­გა ხნის მე­რე ცხა­დად გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და ლექ­სის სვლა–გე­ზი და მეც შევ­წყ­ვი­ტე ბორ­ძი­კი. და­მეხ­მა­რა ერ­თი რამ – გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ეს ლექ­სი არ იყო მომ­ხ­და­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტის აწ­ონ–და­წონ­ვის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ­კი ამ­ას შევ­ძ­ლებ­დი. ჩე­მი პირ­ვან­დე­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი სავ­სე იყო ის­ე­თი კითხ­ვე­ბით, რო­გო­რი­ცაა: “რო­გორ მოხ­და ეს?”, “რა მოყ­ვე­ბა ამ­ას?”, “ვინ ჩა­ი­დი­ნა?”, “რა­ტომ მოხ­და?”, “რა წვლი­ლი მიგ­ვიძღო­და ჩვენ ის­ე­თი სამ­ყა­როს შექ­მ­ნა­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ას­ე­თი რამ მომ­ხ­და­რი­ყო?” თუმ­ცა, რო­ცა კი შე­ვე­ცა­დე ეს კითხ­ვე­ბი ლექ­ს­ში ჩა­მეს­ვა, რა­საც პირ­ველ ხა­ნებ­ში ხში­რად ვა­კე­თებ­დი – მთე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ერ­თი ხე­ლის მოს­მით მი­წას­თან გას­წორ­და. ბო­ლოს­და­ბო­ლოს მივ­ხ­ვ­დი, რომ ლექ­სი უნ­და შე­ხე­ბო­და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის შე­ჯა­ხე­ბას, სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბას, ად­ა­მი­ა­ნე­ბის ტან­ჯ­ვა­სა და წუ­ხილს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და, იქ­ნე­ბო­და მას­ში გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ნუ­გე­შის­ცე­მაც, გა­მოწ­ვე­უ­ლი მომ­ხ­დარ­თან ახ­ლოს ყოფ­ნი­სა და თა­ნა­გან­ც­დის­გან. მას შემ­დეგ, რაც ამ­ას მივ­ხ­ვ­დი, ლექ­სი შე­იკ­რა.

    ლექ­სი იგ­ე­ბა წვრილ­მა­ნებ­სა და დე­ტა­ლებ­ზე, სა­ხე–ხა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და მას იშ­ვი­ა­თად აქვს საქ­მე გან­ზო­გა­დე­ბებ­თან. მი­სი თვი­სე­ბაა – უს­აზ­ღ­ვ­რო ხოტ­ბა. შე­იძ­ლე­ბა იფ­იქ­როთ, რომ ის ხოტ­ბის შეს­ხის ხე­ლოვ­ნე­ბაა. ზო­გი­ერ­თი ლექ­სი, მარ­თ­ლაც ბრწყინ­ვა­ლე ლექ­სი, ძი­რის­ძი­რო­ბამ­დე ერთ­გუ­ლია თა­ვი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნი­სა, მაგ­რამ მათ ამ­ა­ვე დროს გა­აჩ­ნი­ათ უნ­ი­ვერ­სა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბა, რაც მათ სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს თვით ყვე­ლა­ზე შე­უ­ფე­რე­ბელ პი­რო­ბებ­შიც კი.

    – პო­ე­მის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც ლა­პა­რა­კია თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის საწ­ვავ­ზე, აფ­ეთ­ქე­ბულ გრა­ნიტ­სა და შხა­მი­ან გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვებ­ზე, ანუ წვის მთელ მა­ტე­რი­ა­ლურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­სა და თვი­თონ კა­ტას­ტ­რო­ფა­ზე, სტრო­ფის ბო­ლო ბწკა­რებ­ში (“Freighted air too foul to take in but we take it in,/ too gruesome… to breathe but they breathe it and you breathe it“), მე შე­სამ­ჩ­ნევ ცვლი­ლე­ბას ვგრძნობ – ესაა აუც­ი­ლე­ბელ თან­ხ­მი­ე­რე­ბა­ში (თუ კე­თილ­ხ­მო­ვა­ნე­ბა­ში) ჩა­ძირ­ვა, რაც ერ­თობ მი­მე­ტუ­რი ნი­შან–თვი­სე­ბაა. ეს შე­ნაც­ვ­ლე­ბა, ჩე­მი აზ­რით, ზო­მი­ე­რად და ოს­ტა­ტუ­რად გათ­ვ­ლი­ლი სვლაა.

    – ეს ერთ-ერ­თი იმ ად­გილ­თა­გა­ნია, სა­დაც და­ღუ­პულ­თა ოჯ­ა­ხე­ბის გა­მო ვღე­ლავ­დი – ამ ჰა­ერ­ში არ­სე­ბობ­და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც გარ­დაც­ვ­ლილ­თა­გან დარ­ჩა. ეს იყო სა­ხი­ფა­თო. ვფიქ­რობ, სწო­რად შე­გი­ნიშ­ნავთ – ამ ად­გი­ლას ლექ­სი მარ­თ­ლაც ხდე­ბა უფ­რო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი, რამ­დე­ნად­მე პი­რა­დუ­ლიც. სწო­რედ აქ ვცა­დე ცო­ტა სიღ­რ­მე­ში შე­მეღ­წია და მომ­ხ­და­რის ში­ნა­გა­ნი მხა­რე და­მე­ნა­ხა.

    – რო­ცა ცე­ლან­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ის შემ­დეგ თა­ვი­სი მშვე­ნი­ე­რი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი ლექ­სე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, კონ­კ­რე­ტუ­ლად “სიკ­ვ­დი­ლის ფუ­გა” მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, ის გა­აკ­რი­ტი­კეს. ად­ორ­ნოს სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, იმ­ის გა­მო, რომ ოს­ვენ­ცი­მის შემ­დეგ პო­ე­ზი­ის წე­რა შე­ეძ­ლო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, “სიკ­ვ­დი­ლის ფუ­გა” გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნი­ხი­ლეს მსუ­ბუ­ქი ემ­ო­ცი­უ­რი ლექ­სის კრი­ტე­რი­უ­მით და ეს იყო ყვე­ლა­ზე შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი პო­ე­ტი­სათ­ვის. ღე­ლავთ თუ არა, რო­გორ მი­ი­ღე­ბენ თქვენს ლექსს?

    – რო­ცა ამ­ბო­ბენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პო­ე­ზია იწ­ე­რე­ბო­დეს ოს­ვენ­ცი­მის შემ­დეგ (თუმ­ცა ბო­ლო დროს ეს ფრა­ზა არ­სად გა­მი­გო­ნია), ჩე­მი აზ­რით, ავ­იწყ­დე­ბათ, რომ პო­ე­ზია სი­ცოცხ­ლი­სა და სიკ­ვ­დი­ლის – თვით ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი სიკ­ვ­დი­ლის – მი­მართ ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. 11 სექ­ტემ­ბ­რის მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი ჩვე­ნი რე­აქ­ცი­ის ჩახ­შო­ბა მხო­ლოდ ამ მოვ­ლე­ნე­ბის და­ვიწყე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ჩემ­თ­ვის ცე­ლა­ნის “სიკ­ვ­დი­ლის ფუ­გა” ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძა­ლის­მომ­ცე­მი ლექ­სია – ტან­ჯ­ვის გზის გავ­ლის გა­რე­შე, სა­ერ­თოდ, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ გა­დარ­ჩე­ნა, არ მეს­მის?! ცე­ლა­ნის ეს ლექ­სი ძალ­ზე კომ­პაქ­ტუ­რი ფორ­მით იძ­ლე­ვა უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბელ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, რაც სხვა­ნა­ი­რად სიტყ­ვის უთქ­მე­ლად ჩა­ი­ლე­ქე­ბო­და ჩვენ­ში.

    – ჩე­მი ერთ-ერ­თი უს­აყ­ვარ­ლე­სი ესე 70-იან წლებ­ში ტედ ჰი­უზ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა არ­აჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუგ­ოს­ლა­ვე­ლი პო­ე­ტის, ვას­კო პო­პას ომ­ის­შემ­დ­გო­მი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბად. ჰი­უ­ზი აღ­წერს პო­პას (ას­ე­ვე ჰერ­ბერ­ტის, ჰო­ლუ­ბის და მი­ლო­შის) გახ­ს­ნი­ლო­ბას “ყო­ვე­ლი­ვე იმ­ის მი­მართ, რაც გარ­შე­მო ხდე­ბა”, მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ თუ არა მომ­ხ­დარ­ში. ჰი­უ­ზი მი­უ­თი­თებს ას­ე­ვე მათ “მო­ზო­მილ უარ­ზე – არ­აფ­რის­დი­დე­ბით თა­ვი შორს არ და­ი­ჭი­რონ იმ ძა­ლის­გან, რაც მარ­თავს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს”.

    – იც­ით, ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რა­მაც ამ ლექ­სის შექ­მ­ნა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, ანუ მი­სი მე­ო­რე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გარ­და­ტე­ხის მო­მენ­ტი იყო, რო­ცა კა­ტას­ტ­რო­ფის ად­გილ­ზე წა­ვე­დი და “მაკ­დო­ნალ­დ­სის” გარ­შე­მო დავ­ბო­რი­ა­ლობ­დი. იქ 24-სა­ა­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა ჰქონ­დათ და იქ­ვე იყო მე­ხან­ძ­რე­თა შეკ­რე­ბე­ბის მუდ­მი­ვი ად­გი­ლი. ჩე­მი პა­ტა­რა ბლოკ­ნო­ტით მი­ვე­დი და რამ­დე­ნი­მე მე­ხან­ძ­რეს გა­ვე­სა­უბ­რე, მე­რე მათ ერთ­მა­ნეთ­ში ლა­პა­რაკ­საც მო­ვუს­მი­ნე. მე მომ­ნუს­ხა მა­თი სა­უბ­რის სწო­რედ ამ “გახ­ს­ნი­ლო­ბამ”, რო­ცა ყვე­ბოდ­ნენ სა­კუ­თარ და სხვა­თა მტკივ­ნე­ულ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე. მა­თი სა­უბ­რი­დან წარ­მო­იშ­ვა ჩე­მი ლექ­სის ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თის ენ­ობ­რი­ვი პლას­ტი.

    – რო­ცა ამ ლექსს ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი, თქვე­ნი მე­ო­რე ლექ­სი გა­მახ­სენ­და – “მკვდრე­ბი და ცოცხ­ლე­ბი”, რო­მე­ლიც ორი წლის წინ და­ი­ბეჭ­და ჩვენს ჟურ­ნალ­ში. გა­მახ­სენ­და თქვე­ნე­უ­ლი ხედ­ვა იმ­ი­სა, თუ რო­გორ იქ­ცე­ვი­ან გარ­დაც­ვ­ლი­ლე­ბი მი­წა­ში არ­ა­რა­ო­ბად და რომ “ძვე­ლი ცხოვ­რე­ბი­დან სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლის გა­დას­ვ­ლა ახ­ალ­ში – სა­შუ­ა­ლე­ბაა დე­და­მი­წა­ზე მა­რა­დი­სო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად”. ამ­ის მი­ხედ­ვით, ად­ა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ჰა­ერ­ში აფ­ეთ­ქე­ბა იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ის­ი­ნი ვე­რა­სო­დეს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან დე­და­მი­წას.

    – ჰო, ამ­ას გაქ­რო­ბა ჰქვია. ეს იგ­ი­ვეა, რაც ვი­ი­ონ­მა აღ­წე­რა – “ზე­ცა­ში გა­და­სახ­ლე­ბა, რო­ცა ჯერ კი­დევ ცოცხა­ლი ხარ”. გაქ­რო­ბა­საც იგ­ი­ვე შე­დე­გი მოს­დევს, რაც ცეცხ­ლის და­უ­ჯე­რებ­ლად მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას. ხში­რად ვფიქ­რობ იმ ად­ა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბე­ბი­დან გად­მოხ­ტ­ნენ. რამ­დე­ნად სა­ზა­რე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გა­დარ­ჩე­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა, რომ მი­სი ში­შით ამ­დენ­მა ად­ა­მი­ან­მა არ­ჩია პირ­და­პირ გად­მომ­ხ­ტა­რი­ყო მე­ოთხე­დი მი­ლის სი­მაღ­ლი­დან?!

    – ლექ­ს­ში შე­მო­გაქვთ ორი ად­ა­მი­ა­ნის სა­ხე, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი გა­დახ­ტე­ბი­ან, თით­ქოს იმ­ი­სათ­ვის, რომ “მა­თი ვერ­ტი­კა­ლუ­რი სხე­უ­ლე­ბი ცის თავ­დაღ­მარ­თ­ზე უფ­რო მსუ­ბუ­ქად დაშ­ვე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ”.

    – აქ დან­ტე­ზეა მი­ნიშ­ნე­ბა. ჯო­ჯო­ხე­თის მე­ო­რე კა­რიბ­ჭე­ში დან­ტე ხე­დავს, რო­გორ მი­ა­ცუ­რებს ქა­რი პა­ო­ლო­სა და ფრან­ჩეს­კას “სხე­უ­ლით შემ­ცო­დე­თა სამ­ყო­ფე­ლის­კენ”. ის ვირ­გი­ლი­უსს ეუბ­ნე­ბა: “პო­ე­ტო, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი იმ წყვილს, რო­მე­ლიც, ჩანს, რა მსუ­ბუ­ქად მი­ა­ბი­ჯებს ქა­რის ტალ­ღებ­ზე”. რა თქმა უნ­და, ის ორი, რო­მე­ლიც კოშ­კი­დან ხე­ლი­ხელ­ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი გად­მოხ­ტა, ალ­ბათ უფ­რო ამ­ხა­ნა­გე­ბი იყვ­ნენ ერთ­მა­ნე­თის­თ­ვის, ვიდ­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, სა­ერ­თო­დაც არ იც­ნობ­დ­ნენ ერთ­მა­ნეთს და მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, მა­თი ხე­ლის ჩა­კი­დე­ბა ჩემ­თ­ვის სიმ­ბო­ლოა ერთ­გ­ვა­რი ხან­მოკ­ლე ნიშ­ნო­ბი­სა, რა­მაც ორ­ი­ვე სიკ­ვ­დი­ლის წინ სიმ­ხ­ნე­ვით აღ­ავ­სო.

    – რო­გო­რი იყო აუდ­ი­ტო­რი­ის რე­აქ­ცია ამ ლექ­სის მოს­მე­ნი­სას?

    – წე­რის პრო­ცეს­ში ამ ლექსს ხში­რად ვკითხუ­ლობ­დი ხმა­მაღ­ლა. პირ­ვე­ლად აუდ­ი­ტო­რი­ის წი­ნა­შე კი სტუ­დენ­ტურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში წარ­ვ­დე­ქი. რა თქმა უნ­და, ლექ­ს­მა სა­შინ­ლად ააღ­ელ­ვა სტუ­დენ­ტე­ბი. ზო­გი ამ ახ­ალ­გაზ­რ­და მწერ­ლე­ბი­დან შორს, კან­ზას­სა და ვა­შინ­გ­ტონ­ში ცხოვ­რობს და ისე და­ემ­თხ­ვა, რომ კა­ტას­ტ­რო­ფის დღეს მათ პირ­ვე­ლი ვორ­ქ­შო­ფი უწ­ევ­დათ. მე­რე მა­თი ერთ-ერ­თი სუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რებ­ლის ევ­ა­კუ­ა­ცი­აც გახ­და სა­ჭი­რო. ვა­პი­რებ­დი შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი იმდ­ღე­ვან­დე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­ე­წე­რა და იმ­ის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი ან უხ­ა­რის­ხო გა­მო­ვი­დო­და მა­თი პირ­ვე­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი, მე თვი­თონ თა­ვი მო­ვუ­ყა­რე ნაჩ­ქა­რე­ვად ლექ­სის­მაგ­ვარ სვე­ტე­ბად შე­კო­წი­წე­ბულ ჩე­მი ლექ­სის პირ­ველ სტრი­ქო­ნებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი სულ არ უკ­ავ­შირ­დე­ბო­და ერთ­მა­ნეთს და სტუ­დენ­ტებს ასე გა­ვა­ცა­ნი ლექ­სის პირ­ვე­ლი ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლი ვერ­სია.

    ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წა­კითხ­ვის­თ­ვის ლექ­სის ის ვა­რი­ან­ტი მიმ­ქონ­და, რა­ზეც იმ ეტ­აპ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. რო­ცა სა­ხალ­ხოდ კითხუ­ლობ, მსმე­ნე­ლი ლექ­სის სრულ­ყო­ფილ ვა­რი­ანტს ით­ხოვს, ამ­ი­ტომ თვალ­ში ეჩ­ხი­რე­ბათ და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად აფ­იქ­სი­რე­ბენ იმ მო­მენ­ტებს, რაც გა­უ­მარ­თა­ვად ჟღერ­და. ამ წა­კითხ­ვე­ბის შემ­დეგ, სას­ტუმ­რო­ში, ჩემს ოთ­ახ­ში, სწო­რედ ამ გა­უ­მარ­თავ მო­ნაკ­ვე­თებს ვა­მუ­შა­ვებ­დი. ხში­რად, რამ­დე­ნი­მე დღის ან კვი­რის შემ­დეგ, ყო­ველ წა­კითხ­ვას ის­ევ ხე­ლა­ხა­ლი შეს­წო­რე­ბა მოს­დევ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და ათი თვის მან­ძილ­ზე. ლექ­სის სრულ­ყო­ფის ამ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის თი­თო­ე­ულ ეტ­აპ­ზე ვკითხუ­ლობ­დი ნა­მუ­შევ­რის ახ­ალ ვა­რი­ანტს და ეს ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ბო­ლოო სა­ხის გა­მოკ­ვე­თა­ში.

    – ჩე­მი აზ­რით, თქვენ იმ პო­ეტ­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ეთ­აყ­ვა­ნე­ბი­ან და ამ­ა­ყო­ბენ თა­ვი­სი ფეს­ვე­ბით. ტყუ­პე­ბი თქვე­ნი მხედ­ვე­ლო­ბის არ­ე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თით­ქ­მის ორ ათ­ე­ულ წელ­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხომ ასეა?

    – დი­ახ, მე ოც­და­მერ­ვე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ და ჩე­მი ფან­ჯ­რე­ბი სამ­ხ­რე­თის­კენ იყ­უ­რე­ბა. კოშ­კე­ბი ჩე­მი სახ­ლის შო­რი­ახ­ლოს იდ­გა და მარ­თ­ლაც ყო­ველ­დ­ღე ვხე­დავ­დი. ყვე­ლა­ზე კარ­გად ნიუ-იორ­კის ამ ნა­წილს ვიც­ნობ­დი. რა თქმა უნ­და, კა­ტას­ტ­რო­ფა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში რომ მომ­ხ­და­რი­ყო, ამ ლექსს ვერ დავ­წერ­დი.

    ნიუ-იორ­კე­ლებ­თან სა­უბ­რი­სას მე ძა­ლი­ან ბე­რი რამ შე­ვიტყ­ვე მომ­ხ­დარ­ზე. ჩე­მი კა­რის მე­ზობ­ლე­ბი სახ­ლ­ში იყვ­ნენ სწო­რედ იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა შე­ტა­კე­ბა მოხ­და; მათ გა­ი­გეს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ხმა, რო­მელ­მაც თურ­მე ჩვენს შე­ნო­ბას ჩა­უფ­რი­ნა და ფან­ჯ­რებს მი­აწყ­დ­ნენ, რომ გა­ე­გოთ, რა ხდე­ბო­და. ამ დროს და­ი­ნა­ხეს, რომ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი კოშკს შე­ე­ჯა­ხა. მე­ზობ­ლებ­მა დე­ტა­ლუ­რად მი­ამ­ბეს მთე­ლი ეს ამ­ბა­ვი. უამ­რავ­მა ად­ა­მი­ან­მა მო­მიყ­ვა თა­ვი­სი იმდ­ღე­ვან­დე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. მე თით­ქოს ყვე­ლა შემ­ხ­ვედ­რი გა­მოვ­კითხე და თი­თო­ე­ულს რა­ღაც თა­ვი­სი ჰქონ­და სათ­ქ­მე­ლი.

    – არ­სე­ბო­ბენ თუ არა ის­ე­თი პო­ე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ლექ­ს­ში არ ჩა­ნან უშ­უ­ა­ლოდ, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი გავ­ლე­ნა და შთა­გო­ნე­ბა მო­ახ­დი­ნეს თქვენ­ზე ამ ლექ­ს­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?

    – ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ზე ყო­ველ­თ­ვის დი­დი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ჰარტ კრე­ინს. ერ­თი შე­ხედ­ვით არ ჩანს, მაგ­რამ ეს ასეა. კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ ლექ­ს­ზე მუ­შა­ო­ბი­სას კი და­მეხ­მა­რა კრე­ი­ნის ღრმა სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვის მქო­ნე ნა­წარ­მო­ე­ბი ნიუ-იორ­კის თე­მა­ზე.

    მე­ო­რე პო­ე­ტი, ვინც ამ ლექ­ს­ზე მო­ახ­დი­ნა ფა­რუ­ლი გავ­ლე­ნა, იყო ემ­ი­ლი დი­კინ­სო­ნი. კერ­ძოდ, მი­სი უნ­ა­რი – წარ­მო­სახ­ვა­ში და­ი­ნა­ხოს თა­ვი­სი გზა, თვი­თონ­ვე გა­ნი­ცა­დოს ის, რა­ზეც წერს და შე­ეძ­ლოს, სამ­ყა­როს სხვი­სი თვა­ლით უყ­უ­როს. მი­სი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ლექ­სი – “მეს­მო­და ბუ­ზის ბზუ­ი­ლი, რო­ცა ვკვდე­ბო­დი”, მო­მაკ­ვ­და­ვი ად­ა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ არ­ის და­წე­რი­ლი. ამ ად­ა­მი­ანს, შე­იძ­ლე­ბა, პო­ე­ტი იც­ნობ­და კი­დეც და უნ­ა­ხავს მო­მაკ­ვ­და­ვი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ ის თა­ვის პერ­სო­ნაჟ­ში შე­დის და მე­რე წარ­მო­სახ­ვით მას­თან ერ­თად კვდე­ბა და, რად­გან კვდე­ბა, ხე­დავს იმ­ას, რა­საც ეს ად­ა­მი­ა­ნი ხე­დავ­და, ალ­ბათ, სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წუ­თებ­ში – ოთ­ა­ხის ბუზს. ჩემ­თ­ვის ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლია ის, რაც დი­კინ­სონს შე­უძ­ლია – სხვა ად­ა­მი­ა­ნად იქ­ცეს და მი­სი თვა­ლით უყ­უ­როს სამ­ყა­როს, არა მარ­ტო უყ­უ­როს, არ­ა­მედ წარ­მა­ვა­ლი რე­ა­ლო­ბი­დან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ცოცხა­ლი არ­სე­ბის სა­ხით ერ­თი დე­ტა­ლი გა­მო­არ­ჩი­ოს და პო­ე­ტუ­რი ენ­ით ჰიმ­ნი უძღ­ვ­ნას ამ ჩვე­უ­ლებ­რივ, არ­აფ­რით გა­მორ­ჩე­ულ არ­სე­ბას – ოთ­ა­ხის ბუზს. თა­ნაც, ჰიმ­ნი მის­თ­ვის გა­სა­გებ ენ­ა­ზე უმ­ღე­როს – “მო­ლურ­ჯო, ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვე­ტი ზუ­ზუ­ნით”.

    © ”არილი”

  • ინტერვიუ

    პიტერ აკროიდი

    “პო­ე­ზი­ი­დან პრო­ზა­ზე გა­დავ­ხ­ტი, რო­გორც კა­ლია…”

    პი­ტერ აკ­რო­ი­დი – სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ინგ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი, ავ­ტო­რი წიგ­ნე­ბი­სა, “გო­ლე­მი ლა­იმ­ჰა­უ­სი­დან” (“ელ­ი­ზა­ბეტ კრის პრო­ცე­სი”), “ოს­კარ უაილ­დის დღი­უ­რე­ბი”, “დოქ­ტორ დის სახ­ლი”; გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს დი­კენ­სის, ტო­მას სტერნზ ელ­ი­ო­ტის, ეზ­რა პა­უნ­დის და სხვა­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. ცხოვ­რობს ლონ­დონ­ში.

    თარგმნა ნიკა ჯანიკაშვილმა

    – თქვე­ნი წიგ­ნე­ბის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი გმი­რი ლონ­დო­ნია. რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის ეს ქა­ლა­ქი?

    – მე აქ და­ვი­ბა­დე და ჩე­მი პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბიც ლონ­დონ­ში გა­მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ლონ­დო­ნი ჩე­მი წარ­მო­სახ­ვის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი პე­ი­ზა­ჟია. რო­ცა მის ის­ტო­რი­ა­ში ვერ­კ­ვე­ვი, სა­კუ­თარ თავ­საც უკ­ეთ ამ­ო­ვიც­ნობ ხოლ­მე.

    – თქვე­ნი აზ­რი ის­ეთ ცნე­ბა­ზე, რო­გო­რიც “ის­ტო­რიაა”?

    – ის­ტო­რია ესაა მოთხ­რო­ბა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც აწმ­ყოს აღვ­წერ. ვცდი­ლობ გა­ვი­გო და ავხ­ს­ნა აწმ­ყო. ჩემს ბევრ წიგ­ნ­ში მოქ­მე­დე­ბა ერთ­დ­რო­უ­ლად ორ დრო­ით პლას­ტ­ში ვი­თარ­დე­ბა. ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი უბ­რა­ლოდ გვეხ­მა­რე­ბა გა­ვი­გოთ ის, რაც ახ­ლა ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, ვერ ვხე­დავ გან­სა­კუთ­რე­ბულ სხვა­ო­ბას წარ­სულ­სა და აწმ­ყოს შო­რი­საც.

    – რო­გო­რია თქვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი “გან­ც­და” წარ­სუ­ლი­სა აწმ­ყო­ში?

    – ეს, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ჩე­მი წიგ­ნე­ბია. რო­ცა ის­ტო­რი­ა­ში ვი­ქე­ქე­ბი, მის გა­თა­მა­შე­ბას ვახ­დენ ხოლ­მე. მის ენ­ა­ზე ვიწყებ ლა­პა­რაკს. ვცდი­ლობ შე­ვიგ­რ­ძ­ნო ის, რა­საც იმ ეპ­ო­ქის ად­ა­მი­ა­ნე­ბი გრძნობ­დ­ნენ და ა.შ. რას გა­ნიც­დი­და ოს­კარ უაილ­დი, რო­ცა პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და, ან დოქ­ტო­რი დი. უც­ხო ტყავ­ში მოქ­ცე­ვით, წარ­სულს უკ­ეთ აღ­იქ­ვამ, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მი­სი აღ­წე­რი­სას.

    – თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი წარ­სულ­ში? გიყ­ვართ თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი­მე ეპ­ო­ქა?

    – არა. საყ­ვა­რე­ლი ეპ­ო­ქე­ბი ჩემ­თ­ვის არ არ­სე­ბობს. მე ვწერ­დი ბლე­იკ­ზე, მილ­ტონ­ზე, დი­კენ­ს­ზე, უაილდ­ზე და ტ.ს.ელ­ი­ოტ­ზე. ასე რომ, თა­ვა­დაც ხე­დავთ, რამ­დენ ეპ­ო­ქა­სა ვარ მო­დე­ბუ­ლი. არც ერთს არ ვა­ნი­ჭებ უპ­ი­რა­ტე­სო­ბას – მე პრო­ცე­სი მა­ინ­ტე­რე­სებს, დრო­თა კავ­ში­რი და არა მი­სი ცალ­კე­უ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი.

    – რო­გო­რია თქვე­ნი ის­ტო­რია?

    – და­ვი­ბა­დე ლონ­დო­ნის და­სავ­ლეთ­ში კა­თო­ლი­კურ ოჯ­ახ­ში, დავ­დი­ო­დი კა­თო­ლი­კურ სკო­ლა­ში, და­ვას­რუ­ლე კემ­ბ­რი­ჯი, შემ­დეგ იელი. რის შემ­დე­გაც ვმუ­შა­ობ­დი რე­დაქ­ტო­რად ჟურ­ნალ “The Book Spectator“-ში, შვი­დი წე­ლი. მე­რე რო­მა­ნე­ბის წე­რა და­ვიწყე და დღემ­დე რო­მა­ნე­ბით ვცხოვ­რობ.

    – არ გსურთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა?

    – არც არ­ას­დ­როს მი­მი­ტო­ვე­ბია ეს სა­მუ­შაო – ხში­რად ვწერ ხოლ­მე ლონ­დო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი­სათ­ვის, ასე რომ, თქვენს წი­ნა­შე, ჯერ კი­დევ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია.

    – თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი?

    – არც ერ­თი. და­წე­რის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ, ვი­ვიწყებ წიგ­ნებს და მორ­ჩა. თუ­კი წარ­მა­ტე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ – დი­დე­ბა “ოს­კარ უაილ­დის დღი­ურ­მა” და ელ­ი­ო­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ამ მო­მი­ტა­ნა.

    – რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ და­გე­წე­რათ ელ­ი­ო­ტის ბი­ოგ­რა­ფია ისე, რომ პო­ე­ტის არც ერ­თი ცი­ტა­ტა არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ? მემ­კ­ვიდ­რე­ებ­მა, რო­გორც ვი­ცი, აგ­იკ­რ­ძა­ლეს ცი­ტა­ცია?

    – ამ­ა­ში არ­ა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. გარ­წ­მუ­ნებთ. ცუ­დია, რომ წე­რი­ლე­ბის ცი­ტი­რე­ბა არ შე­მეძ­ლო, მაგ­რამ… ბი­ოგ­რა­ფია მე შე­მიკ­ვე­თეს და სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბამ­დე არც ვი­ცო­დი, რა სირ­თუ­ლე­ებს შე­ვე­ჯა­ხე­ბო­დი. რო­ცა აკრ­ძალ­ვის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ვი­ფიქ­რე უარს ვიტყ­ვი-მეთ­ქი შეკ­ვე­თა­ზე. შემ­დეგ კი პი­რი­ქით, ამ აკრ­ძალ­ვამ ჩემს სა­სი­კე­თოდ იმ­ოქ­მე­და. რად­გან ცი­ტი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ელ­ი­ო­ტის იმ­ი­ტი­რე­ბა და­ვიწყე – ალ­ბათ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად, მაგ­რამ მა­ინც მის სტილ­ში ვწერ­დი (მის პრო­ზა­სა და წე­რი­ლებს ვგუ­ლის­ხ­მობ). სწო­რედ ეს ხერ­ხი იქ­ცა ჩემს მე­თო­დად, რო­ცა სხვა თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქი.

    – არ­ის თუ არა ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ელ­ი­ო­ტის შე­მოქ­მე­დე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა?

    – ინგ­ლი­სურ ლი­ტე­რა­ტუ­რას კემ­ბ­რიჯ­ში ვსწავ­ლობ­დი. ამ­ი­ტო­მაც კლა­სი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ ჩე­მი აზ­რი გა­მაჩ­ნ­და, მაგ­რამ საქ­მე ამ­ა­ში არ გახ­ლავთ, არ­ა­მედ იმ­ა­ში, რომ ეს არც მთლად კრი­ტი­კა გახ­ლ­დათ; უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ­დი, პრო­პორ­ცი­უ­ლად მო­მერ­გო ერთ­მა­ნე­თის­თ­ვის ცხოვ­რე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ისე, რომ მათ ერთ­მა­ნე­თი გა­ნე­მარ­ტათ.

    – რო­გორ უყ­უ­რებთ ელ­ი­ო­ტი­სა და ოდ­ე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას?

    – ელ­ი­ო­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რაა ინგ­ლი­სურ კრი­ტი­კა­ში, მას­ზე დღემ­დე წე­რენ წიგ­ნებს. ოდ­ენს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მეტს კითხუ­ლო­ბენ სხვა პო­ე­ტებ­თან შე­და­რე­ბით, მი­სი ხმა, რა უც­ნა­უ­რიც არ უნ­და იყ­ოს, დღემ­დე “ჟღერს”. მაგ­რამ არ­ა­ნა­ირ, გან­სა­კუთ­რე­ბულ, გრძნო­ბე­ბით ამ ავ­ტო­რე­ბის მი­მართ არა ვარ გამ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი.

    – ვი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის და­წე­რას აპ­ი­რებთ ამ­ჯე­რად?

    – არა, მე მგო­ნი არ­ა­ვი­სი… თუმ­ცა მო­ი­ცათ… ჰო, მარ­თ­ლა, შექ­ს­პი­რის ბი­ოგ­რა­ფია შე­მიკ­ვე­თეს! ასე რომ, ხუ­თი წლის შემ­დეგ… თუმ­ცა, მე მგო­ნი, ეს ჩე­მი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ბი­ოგ­რა­ფია იქ­ნე­ბა.

    – გვითხა­რით რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა “ლონ­დო­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის” შე­სა­ხებ.

    – ეს ქა­ლა­ქის ის­ტო­რიაა. მაგ­რამ არ­ატ­რა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მი­თაა და­წე­რი­ლი – იგი არაა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი თხრო­ბა მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. გა­დავ­წყ­ვი­ტე ლონ­დო­ნის ის­ტო­რია თე­მა­ტუ­რად და­მე­წე­რა – სურ­ნე­ლის, ბგე­რე­ბის, სუქ­სუ­ა­ლო­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ის­ტო­რია.

    – რო­გორ აფ­ა­სებთ თქვე­ნი თა­ო­ბის ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას: ბარ­ნ­სი, კო­ე­ძი, მა­კი­უ­ე­ნი? არ­ის თუ არა თქვენს შო­რის რა­ი­მე სა­ერ­თო, რო­გორ ფიქ­რობთ?

    – არა, ჩვენს შო­რის არ­ა­ფე­რია სა­ერ­თო, თა­ნაც მათ­ზე ცო­ტა­თი უფ­რო­სიც კი ვარ. ერ­თა­დერ­თი კავ­ში­რი ისაა, რომ ჩე­მი რო­მა­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რ­მა გა­და­ი­ღო ის­ტო­რი­უ­ლი თხრო­ბის ჩე­მე­უ­ლი მა­ნე­რა. ანუ მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზის ელ­ე­მენ­ტე­ბი შეჰ­ქონ­დათ ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­ს­ტ­ში. ასე ვთქვათ, ფიქშნს დო­კუ­მენ­ტებ­ზე გა­და­ა­წერ­დ­ნენ ხოლ­მე. ასე რომ, კავ­ში­რი მათ უფ­რო აქვთ ჩემ­თან, ვიდ­რე მე.

    – თქვენ დიდ დროს ატ­ა­რებ­დით ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სას?

    – ად­რე ძა­ლი­ან ბევრ დროს ვხარ­ჯავ­დი, ყვე­ლა­ფერს ვკითხუ­ლობ­დი, რაც ჩემს თე­მას შე­ე­ხე­ბო­და – ას­ე­უ­ლო­ბით წიგნს. ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვნა­ხავ­დი. ამ­ო­ცა­ნა იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ მთე­ლი ეს მა­სა­ლა თავ­ში გა­და­მე­ხარ­შა და მის­გან ჩე­მი მე­ო­რე ნა­ტუ­რა შე­მექ­მ­ნა, რა­თა ინს­ტინ­ქ­ტუ­რად მე­წე­რა. ახ­ლა მა­სა­ლებს ჩემ­თ­ვის ას­ის­ტენ­ტე­ბი აგ­რო­ვე­ბენ.

    – სარ­გებ­ლობთ თუ არა ინ­ტერ­ნე­ტით? ხე­ლით წერთ თუ კომ­პი­უ­ტერ­ზე ბეჭ­დავთ?

    – ინ­ტერ­ნე­ტით არ ვსარ­გებ­ლობ და ხე­ლით ვწერ: ეს ჩემს ნა­წერს სუნ­თ­ქ­ვას ან­ი­ჭებს, რა­ღაც ელ­ექ­ტ­რო­ო­ბით მუხ­ტავს.

    – წერ­დით თუ არა ოდ­ეს­მე ლექ­სებს?

    – ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბა­ში გა­მო­ვე­ცი რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი. მა­შინ ძა­ლი­ან მინ­დო­და პო­ე­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბით ვკითხუ­ლობ­დი ჯონ ეშ­ბე­რის და ვბა­ძავ­დი კი­დეც მას. კი­დევ ო’ჰა­რა მომ­წონ­და. შემ­დეგ კი რო­ცა პო­ე­ზია მომ­ბეზ­რ­და, პრო­ზა­ზე გა­დავ­ხ­ტი, რო­გორც კა­ლია. ახ­ლაც იქა ვარ.

    © ”არილი”

  • ინტერვიუ

    რევაზ ინანიშვილი

    ­­­­­­­ვსაუბრობთ მხოლოდ ლიტერატურა­ზე

    ”ესაუბრა” ნუგზარ შატაიძე


    რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლი წამ­და­უ­წუმ მა­მუ­ნა­თებ­და “ბა­ტონ რე­ზოს” ნუ მე­ძა­ხიო. აბა, რა და­გი­ძა­ხო-მეთ­ქი?! უბ­რა­ლოდ – რე­ზოო. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე, მარ­თ­ლაც ასე მი­მე­მარ­თა, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. ბო­ლოს იმ­ა­ნაც ჩა­იქ­ნია ხე­ლი.

    კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ერ­თად ვმსა­ხუ­რობ­დით. ხელ­ფა­სის დღეს წა­მო­ვი­დო­დით დი­დუ­ბე­ში – გა­მო­ფე­ნის გად­მოს­წ­ვ­რივ ერ­თი უხ­ე­ი­რო სა­სა­უზ­მე იყო, იმ სა­სა­უზ­მე­ში შე­ვაწ­ვე­ვი­ნებ­დით ორ მწვადს, ავ­ი­ღებ­დით ცო­ტა ყველს, მწვა­ნილს, ორ ბოთლ “კა­ხეთს”, დავ­დ­გე­ბო­დით მარ­მა­რი­ლოს­ქუ­დი­ან მა­ღალ მა­გი­დას­თან და თან ვსვამ­დით, თან ვსა­უბ­რობ­დით. სწო­რედ იქ მოგ­ვი­ვი­და აზ­რად, წავ­სუ­ლი­ყა­ვით ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­რ­ძალ­ში, მაგ­რამ ოც­ნე­ბა აუხ­დე­ნე­ლი დაგ­ვირ­ჩა.

    გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მა­შინ­დელ ჩვენს სა­უბ­რებს არ ვი­წერ­დი.

    მახ­სოვს, ვლა­პა­რა­კობ­დით სო­ფელ­ზე – ვე­ნახ­ზე, წის­ქ­ვილ­ზე, სა­ქო­ნელ­ზე… ძა­ლი­ან ხში­რად ვი­გო­ნებ­დით გა­ზაფხუ­ლის თვა­ლუწ­ვ­დე­ნელ, გაშ­ლილ მინ­დ­ვ­რებს. შო­რი­დან ვინ­მეს ყუ­რი რომ ეგ­დო, თოხს გა­მოქ­ცე­უ­ლი გა­ქა­ლა­ქე­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ლე­ბი ვე­გო­ნე­ბო­დით.

    ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­უ­ბარს გა­ვურ­ბო­დით, არც გა­მოგ­ვ­დი­ო­და.

    ახ­ლა, რო­ცა რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლი აღ­არ არ­ის და მე მის “სა­მა­გი­დო რვე­უ­ლებს” ვკითხუ­ლობ, სურ­ვი­ლი მიჩ­ნ­დე­ბა ეს და­ნაკ­ლი­სი რა­მე­ნა­ი­რად ავ­ი­ნაზ­ღა­უ­რო. ამ, ცო­ტა არ იყ­ოს, ხე­ლოვ­ნურ “ინ­ტერ­ვი­უ­საც” ამ­ი­ტომ გთა­ვა­ზობთ.

    – ბა­ტო­ნო რე­ზო, რას იტყ­ვით, მა­ინც რა­ტომ უჩნ­დე­ბა ად­ა­მი­ანს წე­რის სურ­ვი­ლი?

    – ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბის უდ­ი­დე­სი ნა­წი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მო­დის ჟან­რ­თა ფორ­მებ­ში გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და ამ ფორ­მე­ბით ნა­ბიძ­გე­ბი, რომ ის­ი­ნიც შეს­ძ­ლე­ბენ ამგ­ვარ რა­მე­ე­ბის კე­თე­ბას. მათ ჯერ სათ­ქ­მე­ლი კი არ აწ­უ­ხებთ, ყო­ფი­დან ამ­ო­მა­ვა­ლი რა­ი­მე მოძღ­ვ­რე­ბა კი არ აწ­უ­ხებთ, აწ­უ­ხებთ მხო­ლოდ სხვა­თა მი­ერ უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი ფორ­მა და ეს წუ­ხი­ლი აძ­ებ­ნი­ნებს სათ­ქ­მელს. ამ­ი­ტო­მა­ცაა ფორ­მა­თა ეს­ო­დე­ნი მოზ­ღ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა და სათ­ქ­მე­ლის სიმ­წი­რე…

    ვი­ღაც კა­ცი ეუბ­ნე­ბო­და ვი­ღაც კაცს: – გა­სა­ო­ცარ მოთხ­რო­ბებს წერს ჩე­მი გო­გო­ნა. ჯერ თორ­მე­ტი წლი­საა და, თუ არ სჯობს მი­სი ნა­წე­რე­ბი “ცის­კარ­ში” რომ იბ­ეჭ­დე­ბა, იმ მოთხ­რო­ბებს, არ­აფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა, ძმაო.

    ცივ­მა ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა სხე­ულ­ში, – თვალ­წინ და­მიდ­გა, რო­გორ დგას გა­უთხოვ­რად დარ­ჩე­ნი­ლი, ყბე­ბა­ბუ­სუ­სე­ბუ­ლი ქა­ლი თვა­ლებ­გა­დაწყა­ლე­ბულ რე­დაქ­ტორ­თან და რო­გორ და­ე­ძებს ის რე­დაქ­ტო­რი სიტყ­ვებს მა­გი­და­ზე…

    მე გეტყ­ვით, რა­ტომ ვწუხ­ვარ, ბავ­შ­ვებს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­კენ რომ უბ­იძ­გე­ბენ მშობ­ლე­ბი ე.ი. უნ­დათ გა­ზარ­დონ მხატ­ვ­რე­ბად, მუ­სი­კო­სე­ბად, მწერ­ლე­ბად. თუ ის­ი­ნი კარ­გი ხე­ლო­ვან­ნი არ გა­მოვ­ლენ, სა­ცო­და­ვე­ბი იქ­ნე­ბი­ან სხვე­ბის თვალ­ში, თუ კარ­გე­ბი – მა­შინ ტან­ჯულ­ნი ცხოვ­რე­ბა­ში.

    აი, ბეთ­ჰო­ვე­ნი: “ჩე­მი ტან­ჯ­ვი­სა­გან ვქმნი სხვა­თა სი­ხა­რულს”.

    ად­რე, ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ძა­ლი­ან მშვე­ლოდ­ნენ წიგ­ნე­ბი. წა­ვი­კითხავ­დი კარგ რა­მეს და მეც გა­მიჩ­ნ­დე­ბო­და იმგ­ვა­რი წე­რის სურ­ვი­ლი. ახ­ლა, სი­ბე­რის კა­რიბ­ჭეს­თან, თით­ქოს­და მრა­ვალ­ჯერ მსმე­ნია ყო­ველ მათ­გან­ში ნა­უ­ბა­რი და მოწყე­ნა მიპყ­რობს. მირ­ჩევ­ნია, ქუ­ჩა­ში გა­ვი­დე და, უბ­რა­ლოდ, ფოთ­ლე­ბის ციმ­ციმს ვუ­ყუ­რო. ის­ი­ნი უფ­რო მეტს მე­უბ­ნე­ბი­ან, ვიდ­რე წიგ­ნე­ბი.

    – “სამ­ყა­როს პო­ე­ტუ­რი აღქ­მა” – რა არ­ის ეს, ად­ა­მი­ა­ნის თვი­სე­ბა თუ გა­მორ­ჩე­ულ­თა ხვედ­რი? ამგ­ვა­რი აღქ­მა ხელს ხომ არ გვიშ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში?

    – “სამ­ყა­როს პო­ე­ტუ­რი აღქ­მა” წყა­როა ტკი­ვი­ლე­ბი­სა. სხვა­ზე რომ არ­ა­ფე­რი ითქ­ვას, მშვე­ნი­ე­რე­ბა ხომ თვი­თონ შე­ი­ცავს ტკი­ვილს. მაგ­რამ იგ­ი­ვე აღქ­მა წყა­როა სიმ­ტ­კი­ცი­საც. ესაა სწო­რედ ის, რა­იც მშვე­ლის, რომ არ გავ­ბო­როტ­დე. მა­მა­და­ვი­თის თავ­ზე ხე­ე­ბის კენ­წე­რო­ზე წა­მო­დე­ბულ ნისლს შე­უძ­ლია ბევ­რი რამ მა­პა­ტი­ე­ბი­ნოს ბევ­რის­თ­ვის.

    ლი­რი­კის, ლი­რიზ­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ლაშ­ქ­რე­ბა, გა­ლაშ­ქ­რე­ბაა პი­როვ­ნე­ბის, პი­როვ­ნუ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ამ სა­ხის ბრძო­ლა ხელს აძ­ლევს ად­ა­მი­ან­თა თა­ვი­ანთ ნე­ბა­ზე მარ­თ­ვის მსურ­ველთ, ამ მარ­თ­ვის სა­და­ვე­თა მპყრო­ბე­ლებს. რაც უფ­რო მოს­წყ­დე­ბი, და­შორ­დე­ბი შენს თავს და ორ­ი­ვე ხე­ლით ჩა­ებ­მე­ბი მპყრო­ბელ­თა მი­ერ გა­ჩა­ღე­ბულ ფერ­ხულ­ში, მით უკ­ე­თე­სია მპყრო­ბე­ლო­ბი­სათ­ვის.

    ჩვენ უკ­ვე ნაკ­ლე­ბად გვჯე­რა სი­ლა­მა­ზის ძა­ლი­სა. ეს იმ­ი­ტომ, რომ ვერ ვას­წ­რებთ, ჩავ­წ­ვ­დეთ ნამ­დ­ვილ სი­ლა­მა­ზეს, ძა­ლი­ან “და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ” რა­ღაც უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­ბით.

    – წე­ღან ბრძა­ნეთ, კარ­გი მწე­რა­ლი ცხოვ­რე­ბა­ში ტან­ჯუ­ლიაო. თქვენ ხომ არ­ა­ერ­თი შე­დევ­რის ავ­ტო­რი ბრძან­დე­ბით, ნუ­თუ ეს არ არ­ის ბედ­ნი­ე­რე­ბა?!

    – ბედ­ნი­ე­რი მწე­რა­ლი… ცოცხა­ლი ბედ­ნი­ე­რი მწე­რა­ლი უკ­ვე სა­ცო­და­ო­ბაა. იგი უკ­ვე მოწყ­ვე­ტი­ლია მთა­ვარს – ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ტან­ჯ­ვით მა­ძი­ე­ბელ სულს, იგი უკ­ვე აღ­არ გა­ნიც­დის სხვა­თა მოთ­ქ­მა-გო­დე­ბას, აღ­არ გა­ნიც­დის მათ მარ­ტო­ო­ბას.

    * * *

    ზოგ­ჯერ ისე გამ­კ­ვ­რივ­დე­ბა წუ­ხი­ლის ბუ­რუ­სი, სტრი­ქო­ნებს ვე­ღარ ვხე­დავ…

    ხომ ად­ვი­ლია, – გად­მო­ი­ღე რვე­უ­ლი და ჩა­წე­რე, რა­საც ფიქ­რად გა­ივ­ლებ? ად­ვი­ლია, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ ზოგ­ჯერ დად­გე­ბა ხოლ­მე დღე­ე­ბი, თვე­ე­ბიც კი, სტრი­ქო­ნი რა არ­ის, სტრი­ქონ­საც კი ვე­ღარ ვი­წერ. ამ­ა­ოდ ვჯდე­ბი მა­გი­დას­თან ქედ­დახ­რი­ლი, ამ­ა­ოდ ვაწ­ვა­ლებ კა­ლამს… მა­შინ ქვე­ყა­ნა თით­ქოს გა­ნა­თე­ბუ­ლია ყო­ვე­ლის მხრივ, თით­ქოს და­კარ­გუ­ლი აქვთ ჩრდი­ლე­ბი საგ­ნებს, არ­ის სიმ­შ­რა­ლე, სიმ­შ­რა­ლე და არ­ა­ვინ მო­ითხოვს არ­ა­ფერს…

    მე­რე, რო­დის-რო­დის, პა­ტა­რა სა­ავ­დ­რო ღრუ­ბე­ლი­ვით გა­იკ­ვან­ძე­ბა ჩრდი­ლი, ჩა­ფიქ­რ­დე­ბა ქვე­ყა­ნა, ჩა­ფიქ­რ­დე­ბი­ან საგ­ნე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი ფო­თო­ლი რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი სურ­ვი­ლით და­იწყებს თრთოლ­ვას, ერ­თი ამ­ო­ი­ღებს ხმას და აყ­ი­ჟინ­დე­ბი­ან უამ­რავ­ნი. მა­შინ უკ­ვე – მო­ას­წა­რი და ჩა­ი­წე­რე. სწრა­ფად, სწრა­ფად, რად­გან უკ­ვე იცი, რომ ამ დღე­ებს, ად­რე თუ გვი­ან, ის­ევ მოჰ­ყ­ვე­ბა მშრა­ლი ნა­თე­ლის, მაგ­რამ მუნ­ჯი დღე­ე­ბის წყე­ბა.

    – ბა­ტო­ნო რე­ზო, ხში­რად გსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ, რო­მა­ნებს არ წერ­სო. ერ­თი კრი­ტი­კო­სის ნა­აზ­რევს შე­გახ­სე­ნებთ: “გვხიბ­ლავს ის დი­დი სით­ბო, ად­ა­მი­ა­ნუ­რი სი­კე­თე, რაც მწე­რალ­მა სტრი­ქო­ნებს გა­ა­ყო­ლა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ჩნდე­ბა ფიქ­რი, რომ მან თა­ვის დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თით­ქოს გან­გებ შე­აკ­ვე­ცა ფრთე­ბი – უარ­ყო, რო­გორც წმინ­და ეპ­ი­კუ­რი, ისე კონ­ცეფ­ცი­უ­რი პრო­ზა – უარ­ყო გმი­რი – დი­დი ვნე­ბე­ბის, წუ­ხი­ლის, ოც­ნე­ბის ხა­ტი”…

    – ამ­ის და­წე­რი­სას კრი­ტი­კოსს წინ ედო “უფს­კ­რუ­ლი ქა­ლაქ­ში”. ეს პა­ტა­რა მოთხ­რო­ბაც კი უკ­ონ­ცეფ­ციო ყო­ფი­ლა მის­თ­ვის. უთ­უ­ოდ უკ­ონ­ცეფ­ციოა ტა­კუ­ბო­კუს ლექ­სიც: “На песчанном белом берегу островка в Восточном океане я, не стирая влажных глаз, с маленьким играю крабом”.

    პო­ე­ტე­ბი, მათ შო­რის ჩემ­ნა­ი­რი პრო­ზა­ი­კო­სი პო­ე­ტე­ბიც, ყო­ველ­დ­ღი­უ­რად იტ­ან­ჯე­ბი­ან ერ­თი რა­მის შეგ­რ­ძ­ნე­ბით: წუ­თე­ბად და წა­მე­ბად ათვ­ლილ ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში ის­ი­ნი ვერ მუ­შა­ო­ბენ სტა­ბი­ლუ­რად, გეგ­მი­ა­ნად. და­დი­ან, და­ყი­ა­ლო­ბენ და მხო­ლოდ მა­შინ მი­უს­ხ­დე­ბი­ან სა­მუ­შაო მა­გი­დას, რო­ცა მზა ლექ­სი, ან­და ნო­ვე­ლა ჩა­წე­რას­ღა მო­ითხოვს.

    სულ სხვაა რო­მა­ნის­ტი. რო­მა­ნის­ტი დი­ლით და­ნიშ­ნულ დრო­ზე დგე­ბა, მი­უჯ­დე­ბა მა­გი­დას და შე­უდ­გე­ბა თა­ნა­ზო­მი­ერ მუ­შა­ო­ბას. ყო­ველ­დ­ღი­უ­რი ნორ­მის შეს­რუ­ლე­ბა მას კარგ ხა­სი­ათ­ზე ამ­ყო­ფებს, ეპ­ო­ქის რიტ­მ­ში ზის.

    სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ე­ბიც აქვთ ქუ­ჩა­ში რო­მა­ნის­ტებს.

    თავ­გ­ზას მიბ­ნევს დი­დი მას­შ­ტა­ბის ნგრე­ვე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე შემ­დეგ­ში უნ­და აღ­მო­ცენ­დეს ახ­ა­ლი დი­დი ნა­გე­ბო­ბა­ნი. აქ­ე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, ეტ­ყო­ბა, ის მო­რი­დე­ბუ­ლო­ბაც, რო­მანს რომ არ ვე­ჭი­დე­ბი არ­ა­სო­დეს.

    მწე­რა­ლი უნ­და წა­ა­გავ­დეს მწირს, რო­მე­ლიც ბრძო­ლის ველ­ზე და­დის და წყლუ­ლებს უხ­ვევს დაჭ­რი­ლებს. ეს მწი­რი, თვი­თონ გა­დამ­ტა­ნი ათ­ას­გ­ვა­რი ჭირ-ვა­რა­მი­სა, თა­ვი­სი სიმ­შ­ვი­დით ნუ­გეშს უნ­და უნ­ერ­გავ­დეს სუ­ლაკ­ტ­კი­ვე­ბუ­ლებს, ათ­ბობ­დეს შე­ცი­ე­ბულთ, აწყ­ნა­რებ­დეს, მი­წის­კენ ეწ­ე­ო­დეს აღ­ზე­ვე­ბულთ, აპ­არ­პა­შე­ბულთ.

    მე მა­ინც დავ­წერ. არ ვი­ცი, ვის­თ­ვის, დი­დე­ბი­სა თუ პა­ტა­რე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ მა­ინც დავ­წერ ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რა ხრი­ო­კებ­ში ტან­ჯ­ვით მცხოვ­რებ ხე­ებ­ზე, ად­ა­მი­ან­თა მი­ერ ჩარ­გულ და მუდ­მი­ვი ტან­ჯ­ვის­თ­ვის გან­წი­რულ ხე­ებ­ზე, ზედ შე­მომ­ს­ხ­დარ ჩი­ტებ­ზე, ნა­ად­რე­ვად დაც­ვე­ნილ მათ დახ­რუ­კულ ფოთ­ლებ­ზე, წყრო­მით და­მა­ვალ დიდ ჭი­ან­ჭ­ვე­ლებ­ზე.

    © “არილი”

  • ინტერვიუ

    იოს­იფ ბროდ­ს­კი

    ლო­უ­ელს ნე­ბის­მი­ერ ამ­ინ­დ­ში შე­ეძ­ლო ლექ­სე­ბის წე­რა

    ფრაგ­მენ­ტი სო­ლო­მონ ვოლ­კო­ვის წიგ­ნი­დან “სა­უბ­რე­ბი იოს­იფ ბროდ­ს­კის­თან”

    თარგმნა მიხო ხარაძემ

    – დი­დი ხა­ნია მინ­დო­და თქვენ­თ­ვის ლო­უ­ე­ლის შე­სა­ხებ მე­კითხა…

    – ჩვენ 1972 წელს გა­ვი­ცა­ნით ერთ­მა­ნე­თი “Poetry International“-ზე, სა­დაც ოდ­ენ­მა მი­მიყ­ვა­ნა. იმ სა­ღა­მოს ლო­უ­ელ­მა ჩე­მი ლექ­სე­ბის ინგ­ლი­სუ­რად წა­კითხ­ვა მო­ინ­დო­მა, რაც მი­სი მხრი­დან ძალ­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტი იყო, შემ­დეგ კი კენ­ტ­ში, თა­ვის­თან მი­მი­პა­ტი­ჟა, სა­დაც იგი იმ ზაფხულს ის­ვე­ნებ­და. წა­მი­ე­რად გაჩ­ნ­და რა­ღაც ინ­ტუ­ი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა, თუმ­ცა ჩვენს შეხ­ვედ­რას ერთ­მა ამ­ბავ­მა შე­უ­შა­ლა ხე­ლი. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ იმ დროს საკ­მა­ოდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი მთე­ლი ამ გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბით: ვე­ნა, ლონ­დო­ნი, ერ­თი ბი­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვ­ლა და ა.შ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ვა­ი­თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დეს-მეთ­ქი… მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­გო და ყვე­ლა­ფე­რი ერთ­დ­რო­უ­ლად აღ­მექ­ვა. ამ­ი­ტო­მაც ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ერ­თი­ან ვი­ნეგ­რეტ­ში აიზ­ი­ლა. მახ­სოვს, ვიქ­ტო­რი­ას სად­გურ­ზე რომ მი­ვე­დი ლო­უ­ელ­თან გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად და მა­ტა­რებ­ლე­ბის გან­რიგს ავ­ხე­დე, თავ­ბ­რუ და­მეს­ხა, და­ვი­ბე­ნი. უბ­რა­ლოდ, აზ­როვ­ნე­ბის უნ­ა­რი დავ­კარ­გე. გა­ნა იმ­ის შე­მე­შინ­და, რომ ის­ევ სად­ღაც უნ­და გავ­მ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი… არა, უბ­რა­ლოდ, თვა­ლის ბა­დუ­რა მქონ­და გა­დაღ­ლი­ლი და შე­მაძ­რ­წუ­ნა სივ­რ­ცის რო­მე­ლი­ღაც ახ­ალ ვერ­სი­ა­ზე გა­ფიქ­რე­ბამ, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­წინ უნ­და გა­დაშ­ლი­ლი­ყო. ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს სი­ტუ­ა­ცია, არა?..

    – ო, რა თქმა უნ­და! ამ დროს ში­ში გე­უფ­ლე­ბა და არა ხარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იმ­ა­ში…

    – …თუ რა ხდე­ბა აგ­ერ, ყუ­რის­ძირ­ში, არა? ერ­თი სიტყ­ვით, სად­გუ­რი­დან და­ვუ­რე­კე ლო­უ­ელს და შე­ვე­ცა­დე ვერ­ჩას­ვ­ლის მი­ზე­ზე­ბი ამ­ეხ­ს­ნა, დაწ­ვ­რი­ლე­ბით მო­მეთხ­რო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ამ დროს მო­ნე­ტე­ბი და­მიმ­თავ­რ­და და ტე­ლე­ფო­ნიც გა­ი­თი­შა. ლო­უ­ე­ლი შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბო­და, თურ­მე ეგ­ო­ნა, რომ უის­ტენ­მა გა­და­მათ­ქ­მე­ვი­ნა გამ­გ­ზავ­რე­ბა, რად­გა­ნაც ლო­უ­ელ­სა და ოდ­ენს შო­რის რა­ღაც და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და. რა თქმა უნ­და, არ­ა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ ყო­ფი­ლა! უის­ტენ­მა არც იც­ო­და, რომ ლო­უ­ელ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებ­დი. მაგ­რამ ლო­უ­ე­ლის ეს რე­აქ­ცია ნა­თელს ჰფენს მთელ მის არ­სე­ბა­საც, იმ­ას, თუ რო­გო­რი ად­ა­მი­ა­ნი იყო რო­ბერ­ტი. არა, იგი და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აკლ­და. რა თქმა უნ­და, ეს წმინ­და ად­ა­მი­ა­ნურ მხა­რეს ეხ­ე­ბა, რად­გა­ნაც, რო­გორც პო­ეტ­მა, ლო­უ­ელ­მა თა­ვი­სი ფა­სი კარ­გად იც­ო­და. ამ მხრივ მას პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­და. ოდ­ენს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, მწერ­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ას­ე­თი ორ­გა­ნუ­ლი ფი­გუ­რა მე არ­ას­დ­როს შემ­ხ­ვედ­რია. ლო­უ­ელს ნე­ბის­მი­ერ ამ­ინ­დ­ში შე­ეძ­ლო ლექ­სე­ბის წე­რა. არა მგო­ნია, რო­ბერტს ჰქო­ნო­და პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა იგი…

    – …იშ­რი­ტე­ბო­და…

    – ჰო. შე­საძ­ლოა მა­საც უჭ­ირ­და დრო და დრო, რო­გორც ყვე­ლა პო­ეტს, მაგ­რამ ეს არ ტან­ჯავ­და ლო­უ­ელს, მის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან – დი­ლან ტო­მა­სის­გან, ჯონ ბე­რი­მა­ნის­გან, სილ­ვია პლა­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით. ჩე­მი აზ­რით, სწო­რედ ამ ტან­ჯ­ვამ მი­იყ­ვა­ნა ბე­რი­მა­ნი და პლა­თი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე და არა ალ­კო­ჰო­ლიზ­მ­მა ან დეპ­რე­სი­ამ. ლო­უ­ე­ლი ძალ­ზე გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი ად­ა­მი­ა­ნი იყო და ამ­ა­ვე დროს, ერთ-ეთი სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­მო­სა­უბ­რე, რო­მელ­საც კი ვიც­ნობ­დი. ოდ­ე­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ნო­ლო­გუ­რი იყო. რო­ცა ლო­უ­ელ­ზე ვფიქ­რობ, ყო­ველ­თ­ვის მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე თა­ნა­მო­სა­უბ­რის მი­მართ მი­სი არ­ა­თუ გუ­ლის­ყუ­რი, არ­ა­მედ უზ­არ­მა­ზა­რი ყუ­რად­ღე­ბა. სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბაც მუ­დამ კე­თი­ლი ჰქონ­და. და შენც გეს­მო­და, რომ კე­დელს არ ეს­ა­უბ­რე­ბო­დი, არ ეხ­ლე­ბო­დი რა­ღაც იდ­ი­ო­სინ­კ­რა­ზებს, არ­ა­მედ ელ­ა­პა­რა­კე­ბო­დი ად­ა­მი­ანს, რო­მე­ლიც გის­მენ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, 1972 წელს, ჩვენ 1975 წლამ­დე არ გვი­ნა­ხავს ერთ­მა­ნე­თი. გვქონ­და მე­გობ­რუ­ლი მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც უფ­რო ზო­გად ხა­სი­ათს ატ­ა­რებ­და. 1975 წელს სმიტ­კო­ლეჯ­ში ვას­წავ­ლი­დი, უეც­რად ბოს­ტო­ნი­დან და­მი­რე­კა ლო­უ­ელ­მა და თა­ვის­თან მი­მიწ­ვია, თა­ნაც იქ­ვე, ტე­ლე­ფო­ნით ათ­ა­სი კომ­პ­ლი­მენ­ტის თქმა მო­ას­წ­რო (ალ­ბათ, პირ­ვე­ლად აიღო ხელ­ში ჩე­მი წიგ­ნი). კო­მი­კურ ეპ­ი­ზოდს ვერც ამ­ჯე­რად გა­და­ვურ­ჩით, რად­გან ლო­უ­ელ­თან შე­თან­ხ­მე­ბულ­ზე ერ­თი კვი­რით ად­რე თუ გვი­ან ჩა­ვე­დი – ზუს­ტად აღ­არ მახ­სოვს. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გად მახ­სოვს ჩვე­ნი სა­უბ­რე­ბი, ეს ნამ­დ­ვი­ლი სა­ოც­რე­ბა იყო! ანა ანდ­რე­ევ­ნას შემ­დეგ, 1975 წლამ­დე (ანუ ლო­უ­ელ­თან შეხ­ვედ­რამ­დე) დან­ტეს შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად, არ­ა­ვის­თან მი­სა­უბ­რია. “ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია” ისე იც­ო­და, რო­გორც ჩვენ “ევ­გე­ნი ონ­ე­გი­ნი”. მის­თ­ვის ეს ის­ე­თი­ვე წიგ­ნი იყო, რო­გორც ბიბ­ლია. ან ვთქვათ, “მა­ინ კამ­პ­ფი”, სხვა­თა შო­რის.

    – უც­ნა­უ­რი შე­ხა­მე­ბაა…

    – ო, ეს რთუ­ლი ის­ტო­რიაა. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ რო­ცა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ის დროს ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, ლო­უ­ელ­მა უარი თქვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე. იგი ურ­ყე­ვი პა­ცი­ფის­ტი იყო. და ამ­ის გა­მო ლო­უ­ელ­მა რა­ღაც ნო­მი­ნა­ლუ­რი სას­ჯე­ლიც კი მო­ი­ხა­და, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იჯ­და, მაგ­რამ რო­ცა ომი დამ­თავ­რ­და, გა­მო­ირ­კ­ვა (პა­ცი­ფის­ტუ­რი მრწამ­სის მი­უ­ხე­და­ვად), რომ ფა­შიზ­მი სწო­რედ ის ბო­რო­ტე­ბა ყო­ფი­ლა, რო­მელ­თა­ნაც უნ­და გებ­რ­ძო­ლა. რო­გორც ჩანს, ლო­უ­ელს, მთე­ლი თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და ეს აზ­რი და ამ­ის გა­მო, მე მგო­ნი ფა­შიზ­მის უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით შეს­წავ­ლა გა­ნიზ­რა­ხა, გა­დაწყ­ვი­ტა პირ­ვე­ლი ხე­ლი­დან მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია. ასე წა­ი­კითხა მან “მა­ინ კამ­პ­ფი”. მე მგო­ნი, სწო­რედ ჰიტ­ლე­რის ცნო­ბი­ე­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ვულ­გა­რუ­ლო­ბამ მო­ახ­დი­ნა ლო­უ­ელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ეს ვულ­გა­რუ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი პო­ე­ტი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამ­ის შე­სა­ხებ არ­ა­ერ­თხელ მი­ფიქ­რია. საქ­მე ისაა, რომ ნე­ბის­მი­ერ უხ­ამ­სო­ბა­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ელ­ე­მენ­ტია; კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი სწო­რედ ეს გახ­ლავთ. თა­ნაც ამ­ას და­უ­მა­ტეთ ოდ­ე­ნის გან­ცხა­დე­ბა (რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 35-36 წლებ­ში ითქ­ვა) იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ჰილ­ტე­რი არ­ა­ფერ შუ­ა­შია, რომ უბ­რა­ლოდ ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­ში ცხოვ­რობს ეს ჰიტ­ლე­რი. “მა­ინ კამ­პ­ფის” შეს­წავ­ლა ლო­უ­ელ­თან დეპ­რე­სი­ას ერწყ­მო­და. იგი მა­ნი­ა­კა­ლურ-დეპ­რე­სი­უ­ლი ფსი­ქო­ზით იყო შეპყ­რო­ბი­ლი, რო­მელ­საც, მარ­თა­ლია არ­ას­დ­როს მი­უ­ღია კოშ­მა­რუ­ლი ფორ­მე­ბი, მაგ­რამ შე­ტე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად მე­ორ­დე­ბო­და. მი­ნი­მუმ წე­ლი­წად­ში ერთხელ იგი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ხვდე­ბო­და ხოლ­მე. და ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა ლო­უ­ელს ეწ­ყე­ბო­და ეს მა­ნი­ა­კა­ლუ­რი პე­რი­ო­დე­ბი, იგი ნაც­ნო­ბებს “მა­ინ კამპფს” აჩ­ვე­ნებ­და ხოლ­მე, რო­გორც თა­ვის საყ­ვა­რელ წიგნს. ეს იყო სიგ­ნა­ლი, რომ ლო­უ­ე­ლი “ვერ იყო”. მე მგო­ნი, ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში იგი – გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად – ჰიტ­ლერ­თან აიგ­ი­ვებ­და თავს. ამ­ას ძალ­ზე უბ­რა­ლო სარ­ჩუ­ლი ჰქონ­და: აზ­რი იმ­ის შე­სა­ხებ, რომ მე ცუ­დი ად­ა­მი­ა­ნი ვარ, ბო­რო­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არა? სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ას­ე­თი მა­ნია გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მი­სა­ღე­ბია, ვიდ­რე ის, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნი ქრის­ტეს­თან ან ნა­პო­ლე­ონ­თან აიგ­ი­ვებს თავს. ჰიტ­ლე­რის მა­გა­ლი­თი, მე მგო­ნი, უფ­რო ახ­ლოს დგას სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან.

    – ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს გარ­კ­ვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და შე­საძ­ლოა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს?

    – შე­საძ­ლოა ას­ეც იყ­ოს. ლო­უ­ე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცი­ით იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა – რო­ცა ყუ­რად­ღე­ბას აღ­არ აქ­ცევ დე­ტა­ლებს და გან­ზო­გა­დე­ბის­კენ ისწ­რა­ფი – გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ყვე­ლა იმ ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან რა­ი­მე აქვს სა­ერ­თო. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს კაზ­მულ სიტყ­ვი­ე­რე­ბას ეხ­ე­ბა. ლო­უ­ელს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი ჰქონ­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად მას­ში ის მომ­წონ­და, რომ ასპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ამ­ე­რი­კე­ლი იყო. მა­ღი­ზი­ა­ნებს არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის ეს კომ­პ­ლექ­სი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბულ ამ­ე­რი­კე­ლებს ახ­ა­სი­ა­თებთ ევ­რო­პე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეზ­რა პა­უნ­დი ან ვინ­მე სხვა, გარ­ბის ევ­რო­პა­ში და იქ­ი­დან გაჰ­ყ­ვი­რის, რომ ამ­ე­რი­კე­ლე­ბი ღო­რე­ბი არ­ი­ან და ა.შ. ჩემ­ზე ეს ის­ე­ვე ცუდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რო­გორც ვულ­გა­რუ­ლი მე­და­სავ­ლე­თე­ო­ბა რუ­სეთ­ში. ლო­უ­ელ­ში ას­ე­თი რა­ღაც სა­ერ­თოდ არ იყო.

    © “არილი”