• პოეზია (თარგმანი)

    ალექსანდერ ანაშევიჩი

    მისი ლექსი პირველად 1993 წელს ვთარნე. გაზეთ “რუბიკონისათვის” თანამედროვე რუსი პოტების პუბლიკაციას ვამზადებდი “Гуманитарный Фонд”-ის, – იმ პერიოდში რუსული ახალგაზდული და მარგინალური ლიტერატურული პროცესების ამსახველი ერთ-ერთი საკეთესო ლიტერატურული გაზეთის, – ნომრებიდან, და ბევრი შესაძლო ავტორიდან რამდენიმეთა შორის ალექსანდრ ანშევიჩიც მოხდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევდებოდით, დავმეგობდებოდით, ჩემვის მისი პოზია ძალიან ახლობელი გახდებოდა და მისი კვლავაც და კვლავაც თარნის სურვილიც გამიჩდებოდა. ეს დაახლობა კი თანამედროვე რუსული ხელოვნების ფესტივალის RE:АРТГРУЗ-ის წყალობით მოხდა (სხვათა შორის, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილის – სტანისლავ ლვოვკის – ერთი ლექსიც მქონდა 1993-ში “რუბიკონისათვის” გადმოქართულებული).

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

    ძა­ლი­ან ძნე­ლია დღე­ვან­დელ უკ­­დე­გა­ნო რუ­სუ­ლე­ნო­ვან პო­­ზი­ას ასე თუ ისე სრულ­ყო­ფი­ლად იც­ნობ­დე, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც მე მას ვიც­ნობ, ახ­­ლი თა­­ბის ავ­ტორ­თა შო­რის ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ხმად, ნამ­­ვილ ფე­ნო­მე­ნად მი­მაჩ­ნია.

    იგი ვო­რო­ნე­ჟე­ლია. 1971 წელს და­­ბა­და. თავს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბით ირ­ჩენს, ლექ­სე­ბის გარ­და, პი­­სებ­საც წერს, ოღ­ონდ დრა­მა­ტურ­გია რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბა თა­ვის რჩე­ნა­ში, ეს უკ­ვე აღ­არ ვი­ცი. 1999 წელს ანდ­რეი ბე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­­რე­ატ­თა შორტ-ლის­­ში მოხ­­და. შე­იძ­ლე­ბა ბევ­­მა ამ პრე­მი­ის შე­სა­ხებ არ­­ფე­რი იც­ის, არ­­და იგი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნაა აღ­­­რე­ბის რუ­სულ კულ­ტუ­რა­ში. პრე­მია საბ­ჭო­ურ პე­რი­ოდ­ში, 70-იან წლებ­ში და­წეს­და ყო­ველ­­ვა­რი ოფ­­ცი­­ზის გა­რე­შე. ჟი­­რის წევ­რე­ბი მუ­დამ ის მწერ­ლე­ბი იყვ­ნენ, არ­­ნა­­რად რომ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ საბ­ჭო­ურ კო­ნი­უნ­­ტუ­რას და ამ ჯილ­დო­თი ცდი­ლობ­­ნენ ის ავ­ტო­რე­ბი წარ­მო­­ჩი­ნათ, რომ­ლე­ბიც ახ­ალ გზებს ეძ­ებ­­ნენ რუ­სულ მწერ­ლო­ბა­ში. ამ მარ­გი­ნა­ლუ­რი პრე­მი­ის ლა­­რე­­ტებს ჯილ­დოდ ერთ ბოთლ არ­აყს, ერთ ვაშლს და მა­ნე­თი­ანს გა­დას­ცემ­­ნენ ხოლ­მე. გა­ვი­და დრო და აღ­მოჩ­­და, რომ პრე­მი­ის ბევ­რი ლა­­რე­­ტი და ლა­­რე­­ტო­ბის კან­დი­და­ტი დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის ავ­ან­გარ­­შია. ამ­­ტო­მაც რამ­დე­ნიე წე­ლია, რაც რუ­სეთ­ში და­იწყეს სე­რი­ის – “ანდ­რეი ბე­ლის პრე­მი­ის ლა­­რე­­ტე­ბი” გა­მო­ცე­მა. სხვა­თა შო­რის, ამ სე­რი­­თაა გა­მო­ცე­მუ­ლი ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩის მე­გობ­რის, ას­­ვე ვო­რო­ნე­ჟე­ლის და ას­­ვე RE:АРТГРУЗის მო­ნა­წი­ლის, ელ­­ნე ფა­ნა­­ლო­ვას კრე­ბუ­ლი.

    ალ­ბათ ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩიც მა­ლე მოხ­­დე­ბა ამ სე­რი­­ში, დღემ­დე კი მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი: “Столько ловушек” (1997); “Сигналы Сирены” (1999); “Неприятное кино” (2001). ამ პუბ­ლი­კა­ცი­­ში ბო­ლო ორი წიგ­ნი­დან ნა­თარ­­­ნი ლექ­სე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვი­საც მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა და­­ინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლია იგი საკ­მაო დო­ზით იპ­­ვოს ელ­მი­სა­მარ­­ზე: http://www.vavilon.ru/texts/anashevich/.


    მთარ­­­ნე­ლი


    თარგმნა შოთა იათაშვილმა

    ავ­ად­­­ყო­ფობ­დი, პო­­მა, პე­ტერ­ბურ­გი

    ავ­ად­­­ყო­ფობ­დი, მეხ­ვე­­და თავ­­რუ, ქუ­ჩა­ში არ შე­მეძ­ლო გას­­ლა, ჩიტ­თან მუ­სა­­ფი.

    ძლივს მე­ყო ძა­ლა ავმ­­გა­რი­ყა­ვი, მო­მე­ძებ­ნა აბ­­ბი, შპრი­ცი.

    რას ვი­ზამ ნე­ტა, თუ­კი ფე­ხე­ბი წა­მერ­­მე­ვა, ყვე­ლა სიტყ­ვა და­მა­ვიწყ­დე­ბა.

    მო­ვას­­რებ გა­ნა, შევ­­ლებ გა­ნა წე­რი­ლის მი­წე­რას ყვე­ლა ჩე­მი მა­მა­კა­ცის­­ვის.

    გა­დი­ან ქუ­ჩა­ში, ეკ­ითხე­ბი­ან გო­გოს, ფოს­ტა­ლი­ონს:

    ფოშ­ტა არაა, არაა ნუ­თუ ძვირ­ფა­სი­სა­გან წე­რი­ლი რა­მე.

    ის: არაა არაა ფოშ­ტა, შე­ხე­დე: ჩან­თა ცა­რი­­ლი, ამ­ით დავ­დი­ვარ,

    მე თვი­თონ ვე­ლი წე­რილს ქმრის­გან, ქმა­რი ომ­შია, ერ­თი წე­რი­ლი მო­­წე­რა სამ წე­ლი­წად­ში,

    სა­მი სიტყ­ვა ეწ­­რა იქ, და ის­­ნიც ვერ გა­ვარ­ჩიე,

    მე­ზო­ბელ­თან ვი­ყა­ვი, რძალ­თან, მთე­ლი სო­ფე­ლი მო­ვი­­რე,

    დღემ­დე ვა­ტა­რებ ჯი­ბე­ში ფურ­ცელს, ისე, რო­გორც ვეფხვს გა­ლი­­ში,

    შე­ხე­დე – შტამ­პი, სამ­კუთხა და ჯა­რის­კა­ცუ­რი,

    რა ფოშ­ტა­ზეა აქ ლა­პა­რა­კი, ქმრის წე­რი­ლია. აბა წე­რი­ლი?

    დავ­სუს­­დი, არ ვი­ცი, შევ­­ლებ თუ არა სარ­­მელ­თან მის­­ლას, დაყ­ვი­რე­ბას, და­სახ­მა­რებ­ლად და­ძა­ხე­ბას.

    სარ­­­ლი­დან ვხე­დავ: დგას პე­ტერ­ბურ­გი სვე­ლი, ვხე­დავ, რაა მის გულ­ში.

    ხი­დე­ბი ტყდე­ბი­ან, იპ­­ბი­ან, ვარ­ვა­რე­ბენ ნა­თუ­რე­ბი.

    ვხე­დავ ამ­ას შუ­შის მიღ­მა, სა­კუ­თა­რი ბუ­ნა­გი­დან.

    ჩე­მი ბი­ნა გა­ყი­დეს და არ იც­­ან, რომ და­ვი­მა­ლე, საბ­ნის ქვეშ ვწე­ვარ.

    ფუ­ლი წა­­ღეს შა­ვი ჩე­მოდ­ნით, შავ მი­წა­ში ღრმად ჩაფ­ლა­ვენ.

    ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სარ­კე­ში რო­ცა ვი­ყუ­რე­ბი.

    მეს­მის: ჩიტ­მა გა­იფ­რი­ნა, და­იჩხავ­ლა.

    ვხე­დავ, მეს­მის, მი­მოვ­დი­ვარ, ერ­თი კია – რომ შე­ვი­შა­ლე.

    მან და­­ძი­ნა, წე­რი­ლე­ბი ჩე­მი გახ­და

    Б კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ მად­რი­დი­დან, აქ ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ სულ სხვა მხა­რეს იბ­რუ­ნა პი­რი,

    მე აქ ღია ვარ, რო­გორც სიმ-სიმ, მე­უფ­ლე­ბა იოლ­ად ყვე­ლა,

    მაქვს ახ­­ლი ეს­პა­ნუ­რი წი­თე­ლი კა­ბა, ას­­თი თვა­ლი­თაც არ გი­ნა­ხავს,

    ფუ­ლი არ­ას­­როს გე­ყო­ფო­და სა­მა­გი­სოდ.

    იცი, ეს რაა: ნა­ქარ­გე­ბი, სამ­­ვე­ნი­სე­ბი, აკ­­რა­ტუ­ლი ნა­ხე­ლა­ვი.

    მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ­ით დავ­დი­ვარ.

    და­ნახ­ვაც აღ­არ შე­მიძ­ლია სა­ძა­გე­ლი ჩე­მი ძონ­ძე­ბის,

    მაგ­რამ არ ვყრი სა­ნაგ­ვე­ზე, ღუ­მე­ლის­­ვის გა­მო­მად­გე­ბა.

    მა­პა­ტიე, რომ ვუ­ღა­ლა­ტე ჩვენს ლა­მაზ ქა­ლაქს, ჩვენს პე­ტერ­ბურგს, ჩვენს კუნ­ძუ­ლებს, ჩვენს მეტ­როს, ყუ­რეს.

    უღ­­ლა­ტებ, სუყ­ვე­ლა­ფერს და­­ვიწყებ, რო­ცა ყვე­ლა მხრი­დან გიხ­მო­ბენ,

    გიმ­ღე­რი­ან მან­და­რი­ნის, ქლი­­ვის და ზე­თის­ხი­ლის მწი­ფე ხე­­ბი…

    აქ ლა­ღად და ბედ­ნი­­რად ვარ მე, მცო­ნა­რე.

    დე­დოფ­ლად ვგრძნობ თავს, ვე­­ბა თევ­ზად.

    სუყ­ვე­ლა­ფე­რი მაქვს, რი­სი მო­ცე­მაც შე­ეძ­ლო ჩრდი­ლო­ეთს:

    კა­ბა­ლი­­რო ღა­მით, მა­რაო, ღრმა დე­კოლ­ტე, წვნი­­ნი ხი­ლი.

    ამ­ის სა­ნაც­­ლოდ რწმე­ნა დავ­კარ­გე.

    ყვე­ლა­ფე­რი, რაც მიყ­ვარ­და, თაყ­ვანს ვცემ­დი – და­მა­ვიწყ­და, ვერ წა­ვი­ღე გუ­ლის სიღ­­მე­ში.

    ასე ვფიქ­რობ, რომ მა­პა­ტი­ებ, რად­გან ვი­ცი: არ­ას­­როს არ­­ფერს ვა­კე­თებ­დი მე სი­ბო­რო­ტით.


    У კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ სა­ტუ­სა­ღო­დან, ბედს, რო­გორც ხე­დავ, ვერ გა­ექ­ცე­ვი.

    გახ­სოვს მარ­ჩი­­ლი, მი­სი ცა­რი­­ლი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი დღე­­ბი,

    მი­სი უმ­­ზე­ზო­ბა, ჩა­მოშ­ლი­ლი, მშთან­­­მე­ლი ცეცხ­ლის ენ­­ბი.

    მხო­ლოდ შენ გახ­სოვს ეს, მარ­ტო ვი­ყა­ვით ჩვენ მა­შინ.

    აქ ის­ჯე­ბა თა­ვის მიბ­რუ­ნე­ბაც, დე­დოფ­ლის მზე­რაც, ერ­­ტი­კუ­ლი სიზ­­რე­ბიც.

    მე მამ­­ვი­დე­ბენ: შე­სას­­ლელ­თან ქვის ლო­მე­ბი წვა­ნან.

    შენ ამ­ბობ­დი – ეს სიყ­ვა­რუ­ლის მაგ­ნი­ტე­ბია,

    შენ ამ­ბობ­დი – ის ქვის ჯავ­­ნის ქვეშ იმ­­ლე­ბა, სიღ­­მე­ში.


    М კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ მო­ნას­­რის გა­ლავ­ნით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი, შე­ვიც­ვა­ლე, შე­მო­სი­ლი სხვა­ნა­­რად ვარ.

    ამ წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნას, ალ­ბათ ვერც კი შევ­­ლებ, კა­რიბ­ჭე ხომ და­კე­ტი­ლია.

    მა­ღალ კედ­ლებს ვერ გა­და­უფ­რენ: დავ­დი­ვარ მი­წა­ზე, ფრთე­ბი არა მაქვს და ისე.

    გუ­შინ აქ ჯა­რის­კა­ცე­ბი ცდი­ლობ­­ნენ შე­მოჭ­რას.

    მინ­დო­და ბა­რა­თი ჩი­ტე­ბის ფოს­ტით გა­მო­მეგ­ზავ­ნა.

    მაგ­რამ მხო­ლოდ ყვა­ვი იყ­­რე­ბა ფან­ჯა­რა­ში, არ ელ­­დო მის­გან არც დახ­მა­რე­ბას, არც გათ­ვალ­ვას.

    მთე­ლი დღე ზის ტო­ტებ­ზე, ცე­რად მი­ყუ­რებს, კვირ­ტებს კორ­­ნის.

    შე­ვი­ნა­ხავ წე­რი­ლებს, შეხ­ვედ­რი­სას მთელ დას­ტას გად­მოგ­ცემ.

    აქ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ყვე­ლა ლოც­ვა წა­ვი­კითხე.

    რწმე­ნამ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ცი­დამ, კო­ლიბ­რი­ვით.

    მარ­­ვას ისე ვი­ცავ, თევ­­საც კი არ ვჭამ.

    მთე­ლი დღე ოთ­ახ­ში დავ­დი­ვარ, წრე­ზე.

    ვფიქ­რობ, რომ უნ­და გიყ­ვარ­დე, ახ­ლა ხომ შენ­ზე უფ­რო ახ­ლო­სა ვარ ღმერ­­თან.


    С კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ ლა­ზა­რე­თი­დან, შპრი­ცე­ბია გვერ­დით,

    ფლოს­ტე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი, მან­და­რი­ნი – სა­ინ­ზე, და

    არ­­ვინ არ მე­კა­რე­ბა, ეშ­­ნი­ათ.

    აქ ახ­ალ სიტყ­ვებს ვლა­პა­რა­კობ, სხვა სა­მო­სი მაც­ვია ტან­ზე.

    სამ­ჯერ ვცა­დე გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ

    გა­მა­ჩე­რეს, არ გა­მიშ­ვეს, მითხ­რეს: ყვე­ლა შე­ნამ­დე­ლი, – ზღვის ფსკერ­ზეა,

    მათ იმ­­დიც აღ­არ დარ­ჩათ, და ნე­ტარ­ნი არ­­ან უკ­ვე.

    გუ­შინ ქა­ლე­ბი მო­მიყ­ვა­ნეს.

    ერთს ეკ­­ვა ხელ­ში ჟენ­შე­ნი, მე­­რეს ბა­ზი პი­რის ღრუ­ში უგ­­გუ­ნებ­და,

    მე­სა­მეს ში­ნე­ლი წა­მოს­­მუ­ლი ჰქონ­და მხარ­ზე,

    მე არ გა­ვე­დი მათ­თან, გან­­რე­ვა მე­ზა­რე­ბო­და.

    ნემ­სი ამ­იტ­რიპ­ტი­ლი­ნის გა­მი­კე­თეს სა­ღა­მო­თი,

    საპ­რო­ცე­დუ­რო­ში ვი­დე­ქი, რო­გორც გან­დევ­ნი­ლი მან­დელ­­ტა­მი,

    სის­­ლი სდი­­და მედ­დას ხე­ლებ­ზე.

    შევ­ფი­ცე ექ­იმს, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას აღ­არ აღვ­წერ,

    ყვა­ვი­ლე­ბის ქო­ნი, ვთხოვ­დი, გა­მო­­წე­რა, ჩემს ძარ­­ვებს მხო­ლოდ ის მო­აძ­ლი­­რებს.

    ვამ­­ვი­დებ­დი, პი­რო­ბას ვდებ­დი, მაგ­რამ სიტყ­ვა მა­ინც გავ­ტე­ხე.

    ძვირ­ფა­სო, ირგ­­ლივ სი­ცა­რი­­ლე რომ არ­ის, აქ არ­­ვინ იც­ის.

    ძი­ლის წინ გა­რეთ გავ­დი­ვარ, ვყვი­რი:

    “ხალ­­ნო, მის­მი­ნეთ: ან­გე­ლო­ზე­ბი აკ­­კუ­ნე­ბენ, უსტ­ვე­ნენ და გვაფ­­თხი­ლე­ბენ!”

    ამ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა­თა გა­მო მომ­­ლა­ვენ, მომ­წამ­ლა­ვენ – მე მე­ში­ნია.


    Ю კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ ღა­მის სა­თე­ვი­დან, უზ­არ­მა­ზა­რი გა­ლი­­დან,

    აქ ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­როა: მორ­დო­ვე­ლე­ბი, იაკ­­ტე­ბი, მკვდრე­ბი, ევ­ენ­კე­ლე­ბი.

    თავ­ზე მად­გას გვირ­­ვი­ნი, ჯი­ბე­ში მიყ­რია ხურ­და.

    ღამ-ღა­მო­ბით აქ იკ­რი­ბე­ბი­ან ქა­ლა­ქე­ლი უს­აქ­მუ­რე­ბი და ხე­იბ­რე­ბი.

    არ იფ­იქ­რო, რომ ეს კლო­­კაა, აქ თავს იყ­რის ღვთის მთე­ლი ხრო­ვა.

    ღვთის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა ფიქ­რი, შე­ძა­ხი­ლი, წა­მოყ­ვი­რე­ბა.

    მე პი­რის ღრუ­ში მაქვს და­მა­ლუ­ლი ბრი­ლი­ან­ტე­ბი,

    მაქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სა­მიჯ­ნუ­რო ვა­რი­ან­ტე­ბი,

    ამ­ის გა­მო არ და­ხიო ეს წე­რი­ლი ოღ­ონ­დაც, მე აქ, მე­ეჭ­ვე­ბა, შევ­­ლო ღა­ლა­ტი.

    ღა­მით ვწე­ვარ ფიც­რებ­ზე, ვგრძნობ: ნე­ტა­რე­ბა გვერ­დი­თაა:

    მხო­ლოდ უნ­და გა­ვი­­რო ყრუ დე­რე­ფა­ნი, ჯო­ჯო­ხე­თი­ვით რომ სრულ­დე­ბა.

    მო­რიგ წე­რილს იქ­­დან მოგ­წერ, თუ ამ­­ზე არ მი­პა­სუ­ხებ.


    თურ­ქე­თი: სა­­თის ყიდ­ვა

    სა­­თი ვი­ყი­დე ნა­წილ-ნა­წილ სტამ­ბუ­ლის ბა­ზარ­ში.

    მფლეთ­და ძაღ­ლი უზ­არ­მა­ზა­რი, მო­ნა­დი­რე, მწე­ვა­რი იმ­­სათ­ვის,

    რომ ვი­ყი­დე ერ­თი კი­ლო ცი­ფერ­­ლა­ტი, კბი­ლა­ნე­ბი, ის­რე­ბი.

    აჯ­­ბებ­და პა­ტა­რა კა­ბა მე­ყი­და, ბარ­ბა­რა სტრე­­ზანდს რომ აქვს, ის­­თი.

    თვით ტკბილ თურ­ქეთ­შიც ხომ ბა­გე­ზე ვა­ტა­რებ­დი მის სიმ­ღე­რებს, ვერ მო­­ღო მათ სიცხემ ბო­ლო, არ მო­­კი­და ობი.

    რა დრო გა­ზო­მა ჩემ­მა სათ­მა, სა­ნამ მიმ­ქონ­და უზ­არ­მა­ზა­რი ჩან­თით.

    ყვე­ლა წუ­თი რომ შე­­ერ­თო, სა­ნამ ასი მეტ­რი გა­ვი­­რე ვაგ­­ლამ­დე, დღე-ღა­მემ გა­იფ­რი­ნა.

    ვთრთი აღგ­­ნე­ბის­გან, თით­ქოს სა­­თი კი არ მი­მაქვს, ოქ­როს ზო­დე­ბი.

    მე­ბარ­გუ­ლე­ბი გვერ­დით მომ­­ვე­ბი­ან, ჩურ­ჩუ­ლე­ბენ, თვალს უკ­რა­ვენ ერ­თი­მე­­რეს, მომ­სა­ხუ­რე­ბას მთა­ვა­ზო­ბენ

    პირ­ვე­ლად მივ­დი­­დი ას­ეთ ამ­­ლას­თან ერ­თად.

    არ­­ვის ვან­დობ ჩემს ბარგს, ხე­ლებს და­ვიწყ­ვეტ და არ­­ვის ვან­დობ.

    უკ­მა­ყო­ფი­ლო უხ­­ში თურ­ქუ­ლი გი­ნე­ბის ქვეშ

    არ­­ვის ვან­დობ, ჩემს სა­­კე­თე­სო და­ქალ­საც კი არა.

    ის მე­ლო­დე­ბა მე პე­ტერ­ბურ­­ში, ნერ­ვი­­ლობს, ტაბ­ლე­ტებს სვამს, ფან­ჯა­რას არ სცილ­დე­ბა, ტა­ბუ­რე­ტი­დან არ დგე­ბა.


    * * *

    ლი­ლი­პუ­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ კრა­კოვ­ში

    წვი­მა­ში დგა­ნან

    წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­­ღა­მი­სას

    ხი­დი­დან გა­და­ვარ­და ვა­გო­ნი პა­ტა­რა ცხე­ნე­ბით სავ­სე

    სა­ჰა­­რო ბურ­თე­ბი კოს­მოს­ში გაფ­რინ­­ნენ

    მათ თან სდევს ის­­თი პა­ტა­რა სიკ­­დი­ლი

    რომ არც კი ჩანს

    მხო­ლოდ ის­­ნი ხე­და­ვენ

    თა­ვი­ან­თი ლი­ლი­პუ­ტუ­რი თვა­ლე­ბით მას

    ჟუ­ლი­ენს მა­ჯა­ზე უზ­არ­მა­ზა­რი ბაფ­თა აქვს

    კუ­კუს ბრმა თვა­ლე­ბი

    გო­ლი­ათ ჟანს კი სა­ყუ­რე­­ბი ძუ­ძუს­თა­ვებ­ზე და

    სტკი­ვა თა­ვი

    პა­ნი ანს და პან ბანს მკვდა­რი ბავ­­ვი გა­უჩ­­დე­ბათ

    მათ წარ­მოდ­გე­ნა­ზე ანშ­ლა­გი იქ­ნე­ბა

    მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­­გებს, რომ ეს მა­თი ბო­ლო შოუ იყო

    ჭრე­ლი კა­რა­ვი შა­პი­ტო უფს­­რულ­ში ჩა­ინ­­­მე­ბა

    თი­თო­­­ლი თა­ვის მკვდარ პა­ტა­რა კვიცს მი­­ღებს და

    უფს­­რულს მიღ­მა კი­დევ ერ­თი უფს­­რუ­ლი და

    ასე უს­ას­რუ­ლო­ბამ­დე

    ბრმა კუ­კუ დგას წვი­მა­ში, მღე­რის:

    იყ­­დეთ იყ­­დეთ ბი­ლე­თე­ბი

    წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­­ღა­მი­სას.

    © “არილი”

  • პოეზია (თარგმანი)

    და­ი­ნე­ბი

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­1989-91 წლებში მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში გამოსაცემად მომზადდა ლიტვური ხალხური პოეზიის (დაინები) ანთოლოგია. სამწუხაროდ, მისი გამოცემა ვერ მოხერხდა. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს ამ ანთოლოგიი­დან.

    ბნე­ლი ჩა­მოდ­გა მა­მულ­ში

    ბნე­ლი ჩა­მოდ­გა მა­მულ­ში –

    შე­მოგ­ვე­სია თა­თა­რი.

    შე­მოგ­ვე­სია თა­თა­რი –

    ჭრე­ლი მწევ­რე­ბი აუშ­ვეს…

    ჭრე­ლი მწევ­რე­ბი აუშ­ვეს

    უც­ხო ფრი­­ლებს დრო­შა….

    მა­მავ, გა­მო­დი მა­მულ­ში

    მაშ­­რალს მი­ხე­დე ოჯ­ახს.

    მაშ­­რალს მი­ხე­დე ჯა­ლაბს,

    მკლავ­ში აღ­არ აქვთ ძა­ლა.

    აღ­არ­ვი­სა აქვს თა­ვი,

    მინ­­­რად რომ მომ­კან ჭვა­ვი…

    მა­მავ, მი­ხე­დე ჯა­ლაბს!

    სად ხარ, საყ­ვა­რე­ლო?

    გო­გო­ნე­ბი ფოცხით

    შე­სე­ვი­ან მდე­ლოს.

    აგ­­რაა ყვე­ლა –

    სად ხარ, საყ­ვა­რე­ლო?

    ნუ­თუ აღ­არ გინ­და,

    გუ­ლი გა­მი­ხა­რო,

    რომ ჩემს შავ­რას ის­ევ

    შვრია და­­ყა­რო?

    ან­და ძვე­ლე­ბუ­რად

    ას­ვა ცი­ვი წყა­რო?

    სა­ით და­მე­კარ­გე

    ჩე­მო სა­ნუკ­ვა­რო?

    თარ­­­ნა თე­დო ბე­ქიშ­ვილ­მა

    და­­ძი­ნე, ჩე­მო შვი­ლო

    და­­ძი­ნე, ჩე­მო შვი­ლო,

    კუ­დი­­ნი და­დის ში­ნა,

    ჩექ­მე­ბით და ტყა­ვის ბოღ­ჩით –

    კუ­დი­­ნი და­დის ში­ნა.

    მას არ ერ­ჩის, ვი­საც ძი­ნავს,

    ძი­ლის ჯა­დო და­გი­ფა­რავს.

    და­ძი­ნე­ბულს ვერ გი­პოვ­ნის,

    გაღ­ვი­ძე­ბულს მო­გი­პა­რავს.

    ­­­­­­­თარგმნა ზაურ მოლაშხიამ

    © “არილი”

  • პოეზია (თარგმანი)

    ტო­ნი­ნო გუ­ე­რა

    ქარ­ბორ­ბა­ლა

    ხან­გა­მოშ­ვე­ბით, წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ, სულ რომ არ ელი, მინ­დო­ბი­ლი რო­ცა ხარ ფიქ­რებს, ამ­­ვარ­დე­ბა ქარ­ბორ­ბა­ლა უს­­ზარ­ლე­სი, რო­მელ­საც ჰქვია “დი­დი მტვე­რი” და რომ­ლის მოს­­ლის მა­უწყე­ბე­ლი არ­ის მი­წის მცი­რე მი­მოძ­­რა. მი­წის­გუ­ლი­დან, სიღ­­მი­სე­ულ კრა­ტე­რე­ბი­დან ამ­­დის იგი და სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­კავს სახ­ლებს და ბი­ნა­დარ­თა უძ­რავ სა­ხე­ებს. და ვაი იმ­ას, ვინც ამ ქა­ოსს გა­და­ეყ­რე­ბა, სუყ­ვე­ლა კარ­გავს მეხ­სი­­რე­ბას: შვი­ლე­ბი მა­მებს, ცო­ლე­ბი – ქმრებს და მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ვე­ღა­რა ცნო­ბენ.

    მე­რე ჩად­გე­ბა თან­და­თან ქა­რი, შე­­წო­ვე­ბა ღრმა კრა­ტე­რებ­ში, იბ­რუ­ნებს თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს დი­დიც, პა­ტა­რაც, სახ­ლიც და კა­რიც. და აღ­არ ახ­სოვთ უკ­ვე რაც მოხ­და “დიდ­­­­რი­­ნო­ბის” ჟამს ამ მხა­რე­ში.

    კე­დელ­ზე მი­ნაჯღაბ­ნი

    ამ კე­დელს კი­დევ შერ­ჩე­ნია ჩე­მი ნაჯღაბ­ნი,

    ცარ­ცი მე­ჭი­რა ცალ ხელ­ში და წე­რას ვსწავ­ლობ­დი,

    ვა­ხუ­ჭუ­ჭებ­დი ცა­ლი ხე­ლით ფარ­თო ხვე­­ლებს.

    ამ კე­დელს კი­დევ შერ­ჩე­ნია ჩე­მი ნაჯღაბ­ნი.

    კვი­რად­ღე

    კვი­რად­ღე­­ბით, რო­დე­საც შინ არ­­ვი­ნაა,

    და მი­წუ­რუ­ლი არ­ის ივ­ლი­სის,

    გავ­დი­ვარ ხოლ­მე ტე­რა­სა­ზე დრო­გა­მოშ­ვე­ბით

    ვდგა­ვარ და ვუს­მენ ამ კედ­ლებს მიღ­მა,

    ქა­ლა­ქის შიგ­ნით დაგ­რო­ვილ დუ­მილს.

    ხა­რე­ბი

    რა დრომ გვი­წია!

    ნი­შა ხა­რებს ზურ­გი ვაქ­ცი­ეთ.

    მათ ნაჩ­ლი­ქა­რებს ვე­ღარ ვნა­ხავთ მი­წის მტკა­ველ­ზე,

    უნ­და შევ­წუხ­დეთ, რა­­დე­ნი გას­წი­ეს ჯა­ფა

    ახ­ლა კი დგა­ნან სოფ­ლის ბო­ლოს თავ­ჩა­ქინ­­რულ­ნი

    ყას­ბის ბა­წა­რი აბ­­ათ ყელ­ზე.

    * * *

    პი­დიო იყო მე­წა­ღე და მას უც­­ბე­დად

    შაშ­ვი გა­ექ­ცა გა­ლი­­დან, ჩვენ კი ვე­ლო­დით

    ფრინ­ვე­ლის უკ­ან დაბ­რუ­ნე­ბას სულ­წა­სუ­ლე­ბი,

    და რო­ცა ჩრდი­ლი ფარ­თო ეზ­ოს გა­და­სე­რავ­და

    თვალს ვა­ყო­ლებ­დით მო­უთ­მენ­ლად და…

    და­ნა­ნე­ბით.

    ერთ სა­ღა­მოს კი მოშ­რი­­ლე ლერ­­მის ღო­ბე­ზე

    რა­ღა­ცა შა­ვი აქ­­ნავ­და და ალ­მა­ცე­რად

    არ­აფ­რის­­­­მე­ლად ჩვენ­­კენ უხ­მოდ გად­მო­­ხე­და,

    თვა­ლე­ბი ჰქონ­და მობ­­ჭყ­ვი­­ლე და­ნის წვე­ტი­ვით.

    ჰო­და, ფან­ჯა­რას გან­ვე­შო­რეთ ან­აზ­დე­­ლად,

    თით­ქოს ოთ­ახ­ში ვუ­ნაც­­ლებ­დით ად­გილ­სამ­ყო­ფელს

    სკა­მებს და…

    ასე ბინ­­ში ჩუ­მად ვბო­რი­­ლობ­დით.

    * * *

    ამ ფუტ­კარს თურ­მე მა­მა­მი­სის სა­ხე­ლი ჰქვია,

    მა­მას კი ერქ­ვა, ვი­ცი, ბა­ბუ­ის.

    მათ ჯიშს და ჯი­ლაგს დღეგ­­ძე­ლო­ბა და­ბე­დე­ბია,

    თაფლს აგ­რო­ვე­ბენ წვე­თიწ­ვეთ და

    აზ­­ვე­ბენ პიტ­ნის გე­მო­თი.

    ერ­თი სახ­ლი დგას სოფ­ლის გა­რეთ, ვე­ლე­ბის მიღ­მა,

    იქ ის­მის მა­თი მჭა­ხე ზუ­ზუ­ნი.

    გა­ზაფხულ­ზე კი მა­ტა­რებ­ლე­ბი ამ­­რი­კა­ში

    გა­დიქ­რო­ლე­ბენ ატ­მე­ბის და ვაშ­ლე­ბის ბა­ღებს

    და გა­და­აქვთ ფუტ­­რე­ბის სკე­ბი.

    მა­ტა­რებ­ლე­ბი მა­ჭან­­ლებს ჰგვა­ნან

    ყვა­ვი­ლებს შო­რის თა­ვა­ღე­რი­ლებს.

    გა­ზაფ­ზუ­ლო­ბით ფუტ­­რე­ბი სკებს

    სო­ფელ-სო­ფელ და­­ტა­რე­ბენ,

    რომ ყვა­ვი­ლე­ბი და­­ორ­სუ­ლონ

    და არ­აფ­რი­დან ჩნდე­ბა ხი­ლი:

    ვაშ­ლი, ატ­­მი ოქ­რო­რე­­ლი.

    ერ­თი ყლუ­პი წყა­ლი

    ყო­ველ­­ვის რო­ცა ავ­ტო­ბუ­სით პე­ნა­ბი­ლი­დან

    სან­ტარ­ქან­ჯე­ლოს ნაც­ნო­ბი გზით მი­ვემ­­ზავ­რე­ბი

    პი­ეტ­რა­კუ­ტას შემ­დეგ მხვდე­ბა ვიწ­რო სად­გუ­რი

    გა­მოფხა­ვე­ბულ ჯი­ბე­სა­ვით მი­ტო­ვე­ბუ­ლი

    ორ­მოც­და­­თი წე­ლი­წა­დი სრულ­დე­ბა უკ­ვე

    რაც ლი­ან­და­გი აყ­რი­ლია ამ ხრი­ოკ გზა­ზე.

    ად­რე კი, ად­რე აქ დაქ­როდ­ნენ მა­ტა­რებ­ლე­ბი,

    ჯერ რი­მი­ნი­დან მო­აფ­­­ვევ­­ნენ თევ­ზის სიმ­­რა­ლეს

    მე­რე კი უკ­ან­მობ­რუ­ნე­ბულთ, ღა­მე­გა­მოვ­ლილთ,

    მოჰ­ქონ­დათ ყვე­ლას მძაფ­რი სუ­ნი და ოხ­ში­ვა­რი.

    ჰო, მა­მა­ჩე­მიც ამ მთებს შო­რის ეხ­­ტე­ბო­და

    ჯერ ცხე­ნით, მე­რე იმ სატ­ვირ­თო მძი­მე მან­ქა­ნით,

    რო­მე­ლიც ღრმუ­ლებს გვერდს უქ­ცევ­და და დგან­­გა­რებ­და.

    მა­მა წვი­მა­ში მა­ტა­რე­ბელს ელ­­დე­ბო­და,

    შინ­ჩა­სულს უკ­ვე სად­გურ­ზე­ვე ეგ­­ბე­ბოდ­ნენ.

    მე კი ვმგზავ­რობ­დი ავ­ტო­ბუ­სით და ფან­­რე­ბი­დან

    ვხე­დავ­დი სად­გურს და სად­გურ­თან სა­პირ­ფა­რე­შოს,

    რომ­ლის კედ­ლებ­საც გარს ეხ­ვია ვა­ზის ფო­თო­ლი,

    იქ­ვე მგზავ­რე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ ყლუ­პი წყლი­სათ­ვის.

    და ერთხელ თურ­მე ნა­შუ­ად­ღევს,

    ჰო, ნა­შუ­ად­ღევს,

    მო­­ლოდ­ნე­ლად ყრუ ბა­ქან­ზე ჩა­მოხ­ტა კა­ცი,

    შავ­­­რე­მა­ნი და თავ­შიშ­ვე­ლი, დინ­ჯი და მშვი­დი,

    და საქ­მი­­ნად ეს­­უბ­რა სად­გუ­რის უფ­როსს!

    მე­რე გა­ირ­­ვა, რომ ის კა­ცი პო­­ტი იყო

    გვა­რად პა­უნ­დი და იმ დი­ლას გა­რინ­დე­ბუ­ლი

    სან­ტა მა­რია დან­ტი­კო­ში, ეკ­ლე­სი­­ში

    გან­მარ­ტო­­ბით იდ­გა დიდ­ხანს თა­ვაშ­ვე­რი­ლი

    და შეს­­ქე­რო­და ლუ­კა დე­ლა რო­ბი­ას მარ­ტო…

    და ქან­და­კე­ბაც იდ­გა მდუ­მა­რედ.

    ოქ­ტომ­ბე­რი

    ის რომ პირ­ვე­ლად ვნა­ხე დიდ­რონ მსხლებს აბ­რუ­ნებ­და,

    ამ­ზე­­რებ­და სხვა და­სეტყ­ვილ ხილ­საც ფუს­ფუ­სით,

    მე­რე კი გოგ­რის თეთ­რი თეს­ლი გა­შა­ლა ფარ­თედ

    ჟან­გი­ან თუ­ნუქს მო­­ფი­ნა სვე­ლი მარ­­­ლე­ბი.

    მკვა­ხე ვაშ­ლე­ბი გა­ახ­ვია თი­ვის ზვი­ნულ­ში,

    აკ­­დო­­ბი წა­­გავ­და სა­ფან­ტის გრო­ვებს,

    ნი­­დაგს მაგ­რად ჩა­სო­ბო­და თა­ვი კომ­ბოს­ტო

    რო­მელ­საც იგი თავ­თხელ ნა­ცარს კოვ­ზით აყ­რი­და.

    ბოს­ტა­ნი იყო ლა­ზა­რე­თი, ის კი ექ­­მი

    და რუ­სე­თი­დან ქარ­ბორ­ბა­ლა შე­მო­იგ­რაგ­ნა

    გა­­პო ცა და შეშ­ლი­ლი­ვით ფან­­რებს მი­ას­­და

    წა­შა­ლა ფოთ­ლის ქსო­ვი­ლე­ბი, ფრინ­ველ­თა ფრთე­ბი…

    მას ელ­­სეო ერქ­ვა, იყო ოთხ­მოც­ზე მე­ტის

    რან­კო­ში დარ­ჩა საცხოვ­რებ­ლად სულ მარ­ტოდ­მარ­ტო,

    იქ ოქ­ტომ­ბერ­ში რო­ცა ქა­რი წა­მო­­ბე­რავს

    ზედ კრა­მი­ტებ­ზე რა­კა­რუ­კით ცვი­ვა კაკ­ლე­ბი

    და კრა­ზა­ნე­ბი ოთ­­ხებ­ში დატყ­ვე­ვე­ბულ­ნი

    სამ­ზე­­სა­კენ გზას წვა­ლე­ბით ვე­ღარ იგ­ნებ­ნენ.

    * * *

    ოქ­ტომ­­რის ერთ დღეს სე­ირ­ნობ­­ნენ ის­­ნი მშვი­დად

    მდი­ნა­რის გას­­­რივ ქვი­შის ბი­ლიკ­ზე.

    მათ ეს­­უბ­რა ზღვის შე­სა­ხებ ვა­ჭა­რი ქა­ლი –

    თევ­ზით ვაჭ­რობ­და, და­დი­­და ვე­ლო­სი­პე­დით,

    მე­რე სამ­­ვა­ლა გა­­კე­თა, ამ სამ­­ვა­ლა­თი

    ყუ­თებს ზი­დავ­და თევ­ზი­თა და ყი­ნუ­ლით სავ­სეს.

    და თან ჰყვე­ბო­და არ­ხე­­ნად ზღვის ახ­ალ ამ­ბებს

    ხორ­ცის მთე­ბი დგას ქვი­შა­ზეო, იმ­­­რებ­და,

    და ვე­შა­პებ­საც არ ასც­დე­ბათ გან­საც­დე­ლიო.

    მათ კი, რი­კო­სა და ზა­­რას, ერ­თად მო­­რულთ,

    ზღვა არ ენ­­ხათ, ზღვის დგა­ფუ­ნი არ გა­­გო­ნათ

    და ახ­ლა, რო­ცა მო­­ყარ­ნენ ოთხ­მო­ცი წლი­სა,

    რა გა­დაწყ­ვი­ტეს რომ იც­­დეთ? სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­­რო­ბა.

    პეტ­რე­ლა გვი­დის მი­და­მო­ში სახ­ლობ­­ნენ მა­შინ,

    იქ, სა­დაც ხში­რად უკ­ვე ნა­ცად მე­ჯი­ნი­ბე­ებს

    ცხე­ნე­ბი სად­ღაც გა­ურ­ბოდ­ნენ გა­აფ­­რე­ბულ­ნი –

    მი­წას ტო­რავ­­ნენ, ფრუ­ტუ­ნებ­­ნენ და ჭიხ­ვი­ნებ­­ნენ,

    ღა­მით კი იდ­გა ახ­ლად­ნაცხობ პუ­რის სურ­ნე­ლი,

    და გა­აფ­­რე­ბით ვარ­ვა­რებ­და მძლავ­რი ღუ­მე­ლი.

    რი­კო და­ლა­ქად მუ­შა­ობ­და, ვის აღ­არ კრეჭ­და

    – კა­ცებს და ქა­ლებს, ცხვრებს და ვი­რებს და მათ­ნა­­რებს

    ზა­­რა სახ­­ში ირ­ჯე­ბო­და წყლით სავ­სე ჯა­მით,

    ას­უფ­თა­ვებ­და ეზო-კა­რის კუთხეს და კუნ­ჭულს.

    © “არილი”

  • პოეზია (თარგმანი)

    იორგოს სეფერისი

    ­­­­­­თარგმნა ბიძინა ანთა­ძემ

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­იორგოს სეფერისია 1900 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი გვარია სეფერიადისი. სწავლობდა სამართალს ათენში და პარიზში. 1926 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას მიჰყო ხელი – ჯერ კონსულად, შემდეგ კი ელჩად მუშაობდა ინგლისში, ალბანეთში, თურქეთში, ლიბანში. 1941-45 წლებში სეფერისი ემიგრაციაშია, ცხოვრობს ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში. 1963 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. გარდაიცვალა 1971 წელს.

    ზამ­­რის სხივ­ში

    1.

    ტვინ­ში შრი­­ლე­ბენ

    ჟან­გი­­ნი თუ­ნუ­ქის ფოთ­ლე­ბი.

    მბჟუტ­ვა­რე ტვინ­ში

    ტრი­­ლებს ქარ­ბუ­ქი,

    მძვინ­ვა­რე თო­ლი­ებს

    ფოთ­ლე­ბი მის­დე­ვენ ფეხ­და­ფეხ.

    და გაქ­ვა­ვე­ბულ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს

    ჰგვა­ნან ხე­­ბი.

    ტყე გა­ნი­ძარ­­ვა და გა­­რინ­და.

    2.

    თეთ­რი წყალ­­ცე­ნა­რე

    ცეცხ­­ში ან­თია.

    თეთ­რი როკ­ვით

    აივ­სო მი­და­მო.

    გაქ­ვავ­­ნენ ენ­­ბი ცეცხ­ლის.

    თოვ­­მა და­ფა­რა დე­და­მი­წა.

    3.

    თა­ნამ­­ზავ­რებ­მა გზა ამ­­რი­ეს

    სექ­ტან­ტე­ბით და ტე­ლეს­კო­პე­ბით.

    სად მიგ­ვიძღ­ვი­ან ნე­ტავ ეს გზე­ბი,

    მობ­­­­ვი­­ლე დღე

    ჯერ არ ჩამ­­რა­ლა –

    გა­მოქ­ვა­ბულ­ში ვარ­დი­ვით ბრწყი­ნავს.

    და ზღვა ხმა­­რობს უმ­სუ­ბუ­ქე­სი,

    ღმერ­თის კალ­თებ­­ვეშ.

    4.

    შენ აქ წარ­მოთ­­ვი

    ერ­თი წლის წი­ნათ,

    ჩე­მი არ­სი სი­ნათ­ლე­ში ძევ­სო.

    ახ­ლა კი რო­ცა

    თვლე­მა გე­რე­ვა

    და თან შე­ნი გზა

    ფსკერ­ზე ემ­ხო­ბა.

    ხე­ლებს აც­­ცებ

    კუთხე-კუნ­ჭულ­ში,

    რომ მო­­ძიო შუ­ბი,

    რო­მელ­მაც

    ეგ შე­ნი გუ­ლი უნ­და გაჰ­­ვე­თოს

    დღის სი­ნათ­ლე­ზე.

    5.

    ეს რა მდი­ნა­რემ გაგ­ვი­ტა­ცა.

    რა ამღ­­რე­ულ­მა წყალ­მა წაგ­ვი­ღო?

    ფსკერ­ზე ვართ უკ­ვე,

    თავ­ზე თალ­ხი ჩქე­რი გა­დაგ­­დის,

    ლერ­წა­მი ოდ­ნავ მი­მო­ირ­ხე­ვა.

    წაბ­ლის ხის ქვეშ

    ჩქა­მე­ბი იქ­ცა მცი­რე კენ­ჭე­ბად.

    და ბავ­­ვე­ბი, ეს ონ­ავ­რე­ბი,

    ერთ­მა­ნეთს კენ­ჭებს ესვ­რი­ან და

    ეს­იტყ­ვე­ბი­ან.

    6.

    ოდ­ნა­ვი ქროლ­ვა, და აღ­ტა­ცე­ბა

    მა­შინ, რო­დე­საც წიგნს გა­და­ის­­რი,

    და თან ამ­­ხევ წარ­სუ­ლის ფურ­­ლებს

    ან წარ­მო­იდ­გენ გაშ­ლილ მინ­დორ­ზე

    კენ­ტავ­­თა ხტო­მას და შეჩ­­ვი­ფე­ბას.

    ამ­ორ­ძა­ლე­ბი ქა­რი­ვით ქრი­ან,

    აძ­რულ­ნი ვნე­ბით და სი­ხა­რუ­ლით.

    ნი­­ვი ტო­კავს გამ­თე­ნი­­სას

    და შენ ფიქ­რობ რომ მზე ამ­­ვი­და.

    7.

    ცეცხ­ლი ცეცხ­ლის­გან გა­ნი­კურ­ნე­ბა.

    არა თან­და­თან და წვეთ­­ვე­თო­ბით,

    არ­­მედ, უც­ბად, ან­აზ­დე­­ლად,

    თით­ქოს და ვნე­ბა ვნე­ბას შე­ერ­წყა

    აღ­ინ­თო მგზნე­ბა­რე სხი­ვით,

    მე­რე კი გალ­­ვა და მი­­ძი­ნა.

    უმ­ოძ­რაოა.

    ეს ამ­­ოხ­­რა აღს­რუ­ლე­ბა არ გე­გო­ნოთ, –

    ჭე­ქაა, გრგვინ­ვა.

    სცე­ნა­ზე

    1.

    მზეო, შენც ჩემ­თან ერ­თად ტრი­­ლებ,

    მაგ­რამ ეს მა­ინც არ არ­ის ცეკ­ვა:

    ეს სი­შიშ­­ლეა,

    და სის­­ლის წვეთ­ვა,

    რო­მე­ლი­ღა­ცა ბო­რო­ტი ტყის­­ვის;

    და აი –

    2.

    კვლა­ვაც ჩა­მოჰ­­რეს გაბ­მუ­ლად გონგს და

    მო­­ლოდ­ნე­ლად გაჩ­­­ნენ მორ­ბედ­ნი.

    მათ არ ვე­ლო­დი.

    მა­თი ხმე­ბი გა­და­მა­ვიწყ­და.

    ხა­ლა­სებ­სა და გუ­ლან­თე­ბუ­ლებს

    დი­დი კა­ლა­თა ეჭ­­რათ ხელ­ში,

    ნა­ყო­ფით სავ­სე დი­დი კა­ლა­თა.

    მე მაკ­ვირ­ვებ­და ჩე­მი ჩურ­ჩუ­ლი:

    მიყ­ვარს, ო, მიყ­ვარს ამ­ფი­თე­ატ­რი!

    ნი­ჟა­რა კვლა­ვაც გა­და­ივ­სო და

    სცე­ნა­ზე ჩაქ­რა კვლა­ვაც სი­ნათ­ლე,

    ეს ხომ მზა­დე­ბა არ­ის, ღმერ­­მა­ნი, –

    სა­ხე­ლო­ვა­ნი მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის.

    3.

    შენ რას და­­ძებ?

    წა­მომ­­გარ­ხარ მაგ ნო­ტიო

    ქვე­შა­გე­ბი­დან,

    გა­მო­სულ­ხარ აბ­­ნო­დან,

    რო­მელ­საც ავ­სებს შუ­რის­ძი­­ბა,

    და წვე­თე­ბი დაგ­­ვე­ნია

    სუს­ტი მხრე­ბი­დან.

    ფე­ხის­გუ­ლებ­­ვეშ გი­ფეთ­ქავს მი­წა.

    ჰე­კა­ტას სა­მი ძვირ­ფა­სი სა­ხე

    თა­ვის­კენ ის­ევ ისე გი­ზი­დავს.

    შე­ნი თვა­ლე­ბი

    ორ­ად ორი ტრა­გი­კუ­ლი ნი­ჟა­რაა,

    შე­ნი კერ­ტე­ბი მუ­ქი ალ­უბ­ლის კენ­ჭე­ბია, –

    თე­ატ­რა­ლუ­რი რეკ­ვი­ზი­ტია,

    და ბრწყი­ნავს, ბრწყი­ნავს.

    უკ­ვე იქ დგა­ნან.

    მო­ნებ­მა უკ­ვე გა­მო­­ტა­ნეს

    მჭრე­ლი და­ნე­ბი,

    შენ ას­ვე­ტილ­ხარ კვი­პა­რო­სი­ვით,

    ის­­ნი კი ქარ­ქა­ში­დან

    აძ­რო­ბენ და­ნებს,

    შენ­­კენ მო­დი­ან,

    შენ ყვი­რი­ხარ:

    “ვი­საც უნ­და ჩე­მი გან­­მირ­ვა

    მო­მი­ახ­ლოვ­დეს,

    მე ხომ ზღვა ვარ,

    ტალ­ღა­ას­­მუ­ლი.

    4.

    ზღვა რა­ნა­­რად გახ­და ას­­თი,

    წლო­ბით ვიც­დი­დი მე მა­ღალ მთებ­ში,

    ცი­ცი­ნა­თე­ლებს მოჰ­ქონ­დათ შუ­ქი,

    ახ­ლა კი ვე­ლი სა­ნა­პი­რო­ზე

    ად­­მი­ან­სა და ძე-ხორ­ცი­ელს.

    ზღვა ვინ შებღა­ლა?

    დელ­ფინ­მა გაჭ­რა მძვინ­ვა­რე ტალ­ღა,

    ზვირ­თებს კვე­თა­ვენ თო­ლი­ას ფრთე­ბი.

    აქ ვაგ­რო­ვებ­დი

    ბრჭყვი­­ლა კენ­ჭებს,

    ნი­ჟა­რე­ბის ხმას

    ვა­ყუ­რა­დებ­დი,

    დავ­ცუ­რავ­დი და ვყვინ­თავ­დი

    წყალ­ში თევ­ზი­ვით.

    მე ზღვა­­სან­მა მო­ხუც­მა მითხ­რა:

    “იქ­ნე­ბა მარ­­ლაც არ­­ფე­რი ვარ,

    მაგ­რამ შენ რაც გსურს, ის ვერ გავ­­დე­ბი”.

    5.

    ვის ყურ­თას­მე­ნას მიწ­­და ნე­ტა­ვი

    და­ნის წუ­­ლი გა­სათ­ლელ ქვა­ზე?

    ან ის მხე­და­რი რო­მე­ლი იყო,

    ჩი­რაღ­­ნით ხელ­ში აქ რომ მო­იჭ­რა?

    ხე­ლებს იბ­­ნენ, ნე­ლა ცხრე­ბი­ან,

    ვინ მოკ­ლა ბავ­­ვი, ვინ გა­მო­ფატ­რა?

    ვინ აღ­გა­ვა საცხოვ­რი­სი მი­წის­პი­რის­გან?

    არ­­ვინ არ ჩანს, მხო­ლოდ კვამ­ლია.

    ვინ გარ­ბო­და?

    ქვებ­ზე ბორ­კილ­თა ჟღე­რა მო­მეს­მა

    ამ­ოთხ­რი­ლია თვა­ლე­ბი და

    მოწ­მე კი არ ჩანს.

    6.

    რო­დის გა­­ღებ ხმას,

    რო­დის, რო­დის?

    ჩვე­ნი სიტყ­ვე­ბი მრა­ვალ მა­მა­თა

    პირ­­შო­ებს ჰგვა­ნან.

    ის­­ნი სის­­ლით იკ­ვე­ბე­ბი­ან.

    ნაძ­ვე­ბი ხომ ინ­­ხა­ვენ

    ქა­რის ხა­ტე­ბას,

    რომ ჩა­იქ­რო­ლა და მთებს იქ­ით

    გა­და­­კარ­გა,

    ას­­თი­ვეა სიტყ­ვა­თა ხვედ­რიც, –

    ის­­ნი კა­ცის სა­ხეს მა­ლა­ვენ

    ან ინ­­ხა­ვენ უღრ­მეს წი­აღ­ში.

    კა­ცი კი გაქ­რა.

    ვარ­­­­ლა­ვე­ბი სიტყ­ვებს ეძ­­ბენ

    შე­ნი სი­შიშ­­ლე რომ შე­მო­სეს,

    ზო­დი­­ქო­ებს რომ შე­­სიტყ­­ნენ,

    სად, სად იქ­ნე­ბი,

    რო­ცა თე­ატ­რი გაბ­­­­ვი­ალ­დე­ბა?

    7.

    შენ ხარ ნა­ტან­ჯი

    იქ, იმ ნა­პირ­ზე

    გა­მოქ­ვა­ბუ­ლის პირ­ქუ­ში მზე­რა

    არ გცილ­დე­ბო­და.

    იქ გა­ნი­ცა­დე:

    სიყ­ვა­რუ­ლი,

    კვლა­ვაღ­­გო­მა,

    კვლა­ვამ­ზე­ვე­ბა.

    იქ, სა­დაც წუ­თებს

    სტა­ლაგ­მი­ტე­ბი

    ითვ­ლი­ან უხ­მოდ.

    © “არილი”

  • პოეზია (თარგმანი)

    ფირ­დო­უ­სი

    შაჰნამე

    ამ­ბა­ვი სი­­­ში­სა


    სპარ­სუ­ლი­დან თარ­­­ნა ინ­გა კა­ლა­ძემ


    ირნელთა ნაცინალური ეპსი – ფირდოსის “შაჰნამე” შინაარსის გარდა, თავისი ფორმითაც უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ფაქტია. ეს გრანდიზული თხზულება ციკლური წარმოშობის ნაწილებისაგან შედგება. მისი პირველწყაროს ცალკელი დასრულებული ლეგენდები, რომლებიც სინრეტიზმის ეპქაში, სასიმღერო ჟანრის სტადიზე ჩანს ჩასახული, იმთავითვე გამიზნული უნდა ყოფილიყო ერთაქტინი შესრულებისა და მოსმენისათვის. მიხედავად იმსა, რომ პომას წინ უძღვის საკმაოდ ვრცელი თემატიკის მქონე პროლოგი (ღმერთი, გონება, შესაქმე, მოციქულის შესმა, ეპსის წყარობი, წიგნის შეთხვის მიზეზი, წიგნის დამვეთის ხოტბა, სიტყვის ღირსების განჯა), მისი თითოლი ციკლი აგრეთვე გაფორმებულია შესავლითა და დასნით (ანუ პროლოგ-ეპლოგით), რაც, ცხადია, ავტორისელი სიტყვაა, ფოლლორულ წყაროებში ისნი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ხსენებული შესავლები შეცავს მომდევნო თხრობის საგანზე მინიშნებას და ამჟღავნებს ავტორის დამოკიდებულებას ამ საგნისადმი. პროლოგ-ეპლოგი ამკვეთრებს მოცემული ციკლის ავტონომირობას და ეგებ ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმსა, რომ ირნის კულტურამ ჩვენს დრომდე შენარჩუნა “შაჰნამეს” მკითხველთა ინსტიტუტი და მსმენელთა ფართო აუდტორია.

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

    ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ “შაჰნამეს” ერთ-ერთი ყველაზე სევდინი ამბის – სიშის ციკლის პროლოგსა და პირ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ველ თავს.

    მთარგმნელი


    ჰეი, მე­სიტყ­ვევ, ოქ­რო­პი­რო

    და აზრ­ნა­თე­ლო,

    კვლავ გაგ­ვა­გო­ნე აწ ამ­ბა­ვი,

    გუ­ლის წარ­­ტა­ცი.

    როს სიტყ­ვის ძა­ლი სიბ­­­ნის სიღ­­მეს

    გა­­ტოლ­დე­ბა,

    სუ­ლი მგოს­ნი­სა მა­შინ პო­ვებს

    ჭეშ­მა­რიტ ლხე­ნას.

    ხო­ლო თუ ზრახ­ვა კაცს ავი აქვს

    და უკ­­თუ­რი,

    იმ­ავ სი­­ვით ძირ­ში­ვე სპობს

    ნა­ყოფს აზ­რი­სას.

    ბევ­­საც ეც­­დოს და ამ ცდა­ში

    ჯვარს იც­ვას თა­ვი –

    მო­ყივ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩეს მა­ინც

    ბრძენ­კა­ცის თვალ­ში.

    მაგ­რამ ვინ ხე­დავს აუგს თვის­სა,

    რო­მე­ლი კა­ცი?

    ზნე და ბუ­ნე­ბა თვი­სი უჩ­ანს

    ყვე­ლას კე­თი­ლად.

    ნაღ­ვა­წი შე­ნი წა­რუდ­გი­ნე

    კაცს გულ­მეც­ნი­ერს,

    ნუ­ღა ძევს უქ­მად იგი, რა­ცა

    გა­სა­ცე­მია.

    თუ მო­­წო­ნებს მას სწავ­ლუ­ლი

    და გიძღ­­ნის ქე­ბას,

    წყლით აივ­სე­ბა წყა­რო შე­ნი,

    მა­ცოცხ­ლე­ბე­ლით.

    აწ მსურს მო­გითხ­როთ ძველ­თაძ­ვე­ლი

    ამ­ბა­ვი ერ­თი,

    გა­მორ­ჩე­­ლი კვლავ დეჰ­ყა­ნის

    ნა­ამ­ბობ­თა­გან.(1)

    ფერ­გა­და­სულ­ნი ეს ამ­ბავ­ნი

    აწ ჩე­მის გარ­ჯით

    გა­ნახ­­დე­ბი­ან ხალ­ხი­სათ­ვის

    კე­თილ­სახ­სოვ­რად.

    თუ­კი მე­ბო­ძა მე სი­ცოცხ­ლის

    ხან­­­­ლი­ვი წლე­ბი,

    ამ ქვეყ­ნის სად­გომს დალ­ხი­ნე­ბით

    თუ შევ­­ჩი დიდ­ხანს, –

    ერთ ხეს დავ­ტო­ვებ, მსხმო­­­რეს,

    ჩემ­გან და­ნერ­გულს,

    არ და­­ლე­ვა მას ნა­ყო­ფი

    სა­წუთ­როს ბაღ­ში.

    თუმ­ცა გარ­დავ­­დი ჟამ­თა სვლა­ში

    ორ­მოც­დათ­­რა­მეტს,

    საკ­ვირ­ვე­ლე­ბა უამ­რა­ვი

    თავს გარ­დამ­­დია –

    არ დამ­­რე­ტია ჯერ სი­ცოცხ­ლის

    წა­დი­ლი, ჟი­ნი,

    სა­მის­ნო წიგ­­ში კვლავ ვე­ძი­ებ

    დღე­კე­თილს ჩემ­სას.

    სწო­რედ ამ­­ზე უთქ­ვამს მო­ბედს (2) –

    ბრძენს და გამ­­რი­ახს:

    არ გა­ნახ­­დე­ბა გაც­ვე­თი­ლი

    ერთხელ­ვე სუ­ლი.

    ვიდ­რე ხარ ქვეყ­ნად, ლექ­­თა თქმა­ში

    გან­ლიე დღე­ნი,

    აზრ­ნა­თე­ლი და ზნე­კე­თი­ლი

    იყ­­ვი მუ­დამ!

    როს მი­იც­­ლე­ბი და სამ­­ჯავ­როს

    წარ­­­გე­ბი ღვთი­სას,

    ის გა­ნი­კითხავს ავ­სა და კარგს

    შენ­თა საქ­მე­თა.

    მას­ვე მო­იმ­კი, რაც ოდ­ეს­მე

    და­გი­თე­სია,

    ერთხელ ნათ­­ვა­მი სიტყ­ვა შე­ნი

    წინ და­გიხ­­დე­ბა.

    ენ­­კე­თი­ლი კა­ცი ლან­ძღ­ვას

    არ­ვის­გან ის­მენს,

    სიტყ­ვას თუ იტყ­ვი, ღირ­სე­­ლი

    უნ­და თქვა მხო­ლოდ.

    მაგ­რამ დეჰ­ყა­ნის ნა­ამ­ბო­ბი

    გავ­სინ­ჯოთ ახ­ლა.

    ყუ­რი მი­უგ­დე, რას მოგ­ვითხ­რობს

    კა­ცი მე­სიტყ­ვე.

    ამ­ბა­ვი სი­­­შის დე­დი­სა

    ბრძა­ნებს მო­ბე­დი: ერთ დღეს თუ­სი

    გამ­თე­ნი­ის ჟამს

    მამ­ლის ყი­ვილ­ზე ზე წა­მოდ­გა

    და თან იახ­ლა

    გუ­დარ­ზი, გი­ვი, რამ­დე­ნი­მე

    კვლავ ცხე­ნო­სა­ნი,

    შე­­კაზ­­ნენ და სწრა­ფად გან­­ლეს

    ქა­ლა­ქის ბჭე­ნი.

    დიდ ველს მი­მარ­თეს და­ღუ­­სას (3)

    მათ სა­ნა­დი­როდ,

    ნე­ბას მი­უშ­ვეს ავ­­ზა­ნი

    და შე­ვარ­დენ­ნი.

    ყო­ვე­ლი კუთხით წა­მო­რე­კეს

    ნა­დირ-ფრინ­ვე­ლი,

    იმ­ათ დევ­ნა­ში მი­აღ­წი­ეს

    ნა­პირს მდი­ნა­რის.

    იმ­დე­ნი ჩან­და და­ხო­ცი­ლი

    და და­კო­დი­ლი,

    რომ იკ­მა­რებ­და ლაშ­­რის საზ­­დოდ

    ორ­მოც დლღეს სრუ­ლად.

    იმ სა­ნა­ხებ­თან ახ­ლოს იყო

    მიჯ­ნა თურ­ქე­თის,

    კა­რავთ სიმ­რავ­ლეს და­­ფა­რა

    მი­წა ერ­თი­ან.

    შო­რით მო­ჩან­და მშვე­ნი­­რი

    ქა­ლა­ქი ერ­თი,

    თუ­რის(4) მი­წა-წყლის მე­ზობ­ლად და

    საზ­­­რად მდე­ბა­რე.

    თუს­მა და გივ­მა გა­­ჭე­ნეს

    ცხე­ნე­ბი მარ­დად.

    უკ­ან ჩა­მორ­ჩა რამ­დე­ნი­მე

    მხლე­ბე­ლი ხა­სი.

    იმ მწვა­ნე ჭა­ლაკს მი­­შუ­რა

    ორ­მა მხე­დარ­მა

    და შე­იქ­ცი­ეს ნა­დი­რო­ბით

    მათ ერთხანს თა­ვი.

    უეც­რად ტყე­ში თვა­ლი ჰკი­დეს

    ერთ უც­ხო ას­ულს,

    მყის­ვე მიჰ­მარ­თეს მზე­თუ­ნა­ხავს

    პირ­მო­ცი­ნა­რეთ.

    მსგავ­სი სი­ტურ­ფით არ შო­ბი­ლა

    არ­­ვინ ქვეყ­ნად.

    ვერ უპ­­ვი­და ხინ­ჯი გზა­საც

    მშვე­ნე­ბას მი­სას.

    ნაკ­­თად სა­როს და პი­რად მთვა­რეს

    თუ ჰკი­დებ­და თვალს,

    და­აბ­­მა­ვებ­და კაცს სი­ტურ­ფე

    თვალ­შე­უდ­გა­მი.

    ჰკითხა მას თუს­მა: “პირ­­­ვა­რეო,

    მითხა­რი ერ­თი,

    ამ ჭა­ლა­კის­კენ ვინ გაჩ­ვე­ნა

    შენ გზა სა­ვა­ლი?”

    ასე მი­­გო მან პა­სუ­ხად:

    “გამ­წი­რა მა­მამ,

    გან­­შო­რე­ბი­ვარ მშო­ბელ კუთხეს,

    მის­გან ლტოლ­ვი­ლი.

    ღა­მით დაბ­რუნ­და იგი სმი­დან,

    უზ­­მოდ მთვრა­ლი.

    როს თვა­ლი მკი­და, შო­რი­დან­ვე

    ბრაზ­მო­რე­ულ­მა

    მყის­ვე იშ­იშ­­ლა შხამ­ნა­ლე­სი

    მახ­ვი­ლი ბას­რი –

    თა­ვის მოკ­ვე­თას ჩემ­სას მა­შინ

    იგი ლა­მობ­და”.

    ჩა­მო­მავ­ლო­ბა ჰკითხა ახ­ლა

    ქალს ფა­ლა­ვან­მა,

    მან გა­იხ­სე­ნა გულ­მოდ­გი­ნედ

    თა­ვი­სი გვა­რი.

    ასე მი­­გო: “თეს­­თა­გა­ნი

    ვარ გარ­სი­ვა­ზის.(5)

    აფ­რი­დუნ(6) მე­ფის თვის­ტო­მი და

    შტო მი­სი ძი­რის”.

    კვლავ ჰკითხა თუს­მა: “რი­სად დახ­ვალ

    ასე ქვე­­თად,

    ცხენს რად არ შე­ჯექ და მეგ­ზუ­რი

    რად არ იახ­ელ?”

    მი­­გო ქალ­მა: ცხე­ნი ჩე­მი

    და­ვარ­და გზა­ში,

    მეც მი­წად დამ­ცა ქროლ­ვი­სა­გან

    ქან­­გაწყ­ვე­ტილ­მა.

    და­უთ­ვა­ლა­ვი მქონ­და ოქ­რო,

    თვალ­მარ­გა­ლი­ტი,

    ოქ­რო­სი მერ­­ვა, მო­ოჭ­ვი­ლი,

    თავ­ზე გვირ­­ვი­ნი.

    მაგ­რამ შე­მემ­თხ­ვა ფა­თე­რა­კი.

    წარ­­ტა­ცეს ყვე­ლა,

    ქარ­ქა­შის დარ­ტყ­მით მო­მა­ყე­ნეს

    ტკი­ვი­ლი დი­დი.

    გა­მო­ვე­ქე­ცი იმ ყა­ჩა­ღებს

    მე შიშ­ნე­­ლი,

    მას შემ­დეგ თვალ­ზე ცრემ­ლი სის­­ლის

    არ შემ­­რო­ბია.

    ვი­ცი, რო­დე­საც მო­­გე­ბა

    გონს მა­მა­ჩე­მი,

    მდე­ვარს დაგ­ზავ­ნის უც­­ლობ­ლად

    ჩემს სა­ძებ­ნე­ლად.

    და დე­და­ჩე­მიც მო­იჭ­რე­ბა

    ფიცხ­ლად­ვე ჩემ­თან,

    ვერ გა­და­­ტანს ჩემს მოკ­ვე­თას

    მშო­ბელ კუთხი­დან”.

    ფა­ლავ­ნებს გუ­ლი აუტ­ოკ­დათ

    იმ ქა­ლის ეშ­ხით,

    თა­ვი და­კარ­გა გმირ­მა თუს­მა,

    ძე­მან ნოვ­ზა­რის.

    თქვა ნოვ­ზა­რის ძემ: “მე ვი­პო­ვე,

    იგი ჩე­მია,

    მო­ვა­გელ­ვებ­დი ჩემს ბე­და­ურს,

    ჩანს, არ ამ­­ოდ”.

    აჩ­­რებს გი­ვი: “ჰე მე­ფეო,

    ლაშ­ქართ თა­ვა­დო!

    გა­ნა ჩემს გვერ­დით არ იყ­ავ, როს

    დავ­ყა­რეთ სპა­ნი?”

    არ ცხრე­ბა თუ­სი, ნოვ­ზა­რის ძე

    კვლავ და­ობს იგი:

    “მე მო­ვა­დე­ქო ამ ად­გი­ლებს

    სწო­რედ პირ­ვე­ლად”.

    გი­ვი არ უთ­მობს: ნუ იტყ­ვიო

    მე­ტად მაგ სიტყ­ვას,

    ნა­დი­რის კვალ­მა მო­მიყ­ვა­ნა

    აქ შენ­ზე უწ­ინ.

    ნუ იკ­ად­რე­ბო მრუ­დე სიტყ­ვას

    მხე­ვა­ლის გა­მო,

    ვაჟ­კაცს არ ჰფე­რობს, ამ მი­ზე­ზით

    ატ­­ხოს შფო­თი.

    კვლავ შეჰ­­­ნენ სიტყ­ვას და გაცხარ­და

    და­ვა იმგ­ვა­რად,

    ეს­ღა და­ას­­­ნეს: მოვ­­ვე­თო­თო

    იმ მთვა­რეს თა­ვი.

    ის­ევ ცი­ლო­ბა ჩა­მო­ვარ­და

    ფა­ლა­ვანთ შო­რის,

    ბედ­ზე მი­უს­­რო შუ­­კაც­მა

    მომ­რი­გე­ბელ­მა.

    ურ­ჩია: “ქა­ლი ირ­­ნის შაჰს

    მიჰ­­ვა­რეთ კარ­ზე,

    იმ­ან გან­სა­ჯოს. აას­რუ­ლეთ

    თქვენ ნე­ბა მი­სი”.

    ეკ­­თათ რჩე­ვა. ყუ­რად იღ­ეს

    თუს­მა და გივ­მა,

    ირ­­ნის მე­ფის კა­რი­სა­კენ

    იქ­ცი­ეს პი­რი.

    მე­ფე ქა­უს­მა ქალს შე­ავ­ლო

    რა­წამ­საც თვა­ლი,

    მყის მი­სი ტრფო­ბა და სურ­ვი­ლი

    გულს ჩა­ემ­­­ვა­ლა.

    ორ გმირ ფა­ლა­ვანს მი­უბ­რუნ­და

    მა­შინ ხელ­­წი­ფე,

    “აწ დახ­­ნილ­ხარ­თო, – უბრ­ძა­ნა მათ, –

    ჭირ­სა გზი­სა­სა.

    ქურ­ცი­კია თუ მინ­­­რის შვე­ლი

    გუ­ლის­წამ­ღე­ბი,

    მო­ნა­დი­რე­ბა მი­სი ჰფე­რობს

    დი­დე­ბულს მხო­ლოდ.

    ახ­ლა მი­ამ­ბეთ – და თხრო­ბა­ში

    გან­­ლი­ოთ ეს დღე –

    თუ ავ­­ზე­ბით ნა­თე­ლი მზე

    ვით შე­იპყა­რით?”

    ქალს ჰკითხავს მე­ფე: ვი­სი ხა­რო

    გვა­რით და ტო­მით,

    სა­ხე ფე­რი­ის ჩა­მო­მა­ვალს

    გი­გავ­სო სრუ­ლად.

    მი­­გო: “დე­და ხა­თუ­ნია

    დიდ­­ვა­რო­ვა­ნი,

    მა­მა კი – თეს­ლი სა­ხე­ლო­ვან

    აფ­რი­დუ­ნი­სა.

    გმი­რი სპას­პე­ტი გარ­სი­ვა­ზი –

    პა­პაა ჩე­მი.

    იმ კუთხის მი­წა და­­ფა­რავთ

    მთლად კარ­ვებს მი­სას”.

    “მე­რე ეგ გვა­რი დი­დე­ბუ­ლი,

    ეგ სი­ლა­მა­ზე

    გინ­და და­აჭ­­ნო, მთლად უკ­ვა­ლოდ

    ქარს გა­­ტა­ნო?

    ოქ­როს სა­სახ­ლეს აგ­­შე­ნებ,

    სა­ხამ­სოს შენ­სას,

    თა­ვა­დად დაგ­­ვამ პირ­­­ვა­რე­თა,

    ვი­თარ შეგ­ფე­რის”.

    პა­სუ­ხად ჰკად­რა მე­ფეს ქალ­მა:

    “რა­ჟამს გი­ხი­ლე,

    გა­მო­გარ­ჩია გულ­მა ჩემ­მა

    ფა­ლა­ვანთ შო­რის”.

    ათი ფეხ­მარ­დი ცხე­ნი, ტახ­ტი

    და გვირ­­ვი­ნე­ბი

    მე­ფის დას­ტუ­რით გა­­ბო­ძეს

    ორ­­ვე სტუ­მარს.

    სა­წოლ­სა ბრძა­ნა შეყ­ვა­ნე­ბა

    მე­ფემ ქალ­წუ­ლის,

    ძვირ­ფას საჯ­დომ­ზე დაბ­­ძა­ნე­ბა

    მი­სი სვი­­ნად.

    ტახ­ტი და­უდ­გეს სპი­ლოს ძვლი­სა,

    უც­ხოდ ნა­კე­თი,

    თავ­­მო­ოჭ­ვი­ლი ფი­რუ­ზის ქვით

    ოქ­როს გვირ­­ვი­ნი.

    დი­ბა-ატ­ლა­სით მორ­თეს ქა­ლი,

    ყვი­თე­ლი ფე­რის,

    იაგ­უნ­დე­ბით, ფი­რუ­ზე­ბით,

    ლაჟ­ვარ­დის თვლე­ბით.

    ღვთის გან­ჩი­ნე­ბით რაც ეგ­­ბის,

    ჰგი­ებ­და ყვე­ლა,

    ბრწყი­ნავ­და წით­ლად იაგ­უნ­დი,

    ჯერ გა­უთ­ლე­ლი.(7)

    —————————————

    (1). დეჰ­ყა­ნის ნა­ამ­ბო­ბი – სი­­ჟე­ტის გა­უცხო­­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხი, რო­მე­ლიც ხში­რა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი “შაჰ­ნა­მე­ში”. დეჰ­ყა­ნი – მე­მა­მუ­ლე, სოფ­ლის გან­­გე­ბე­ლი.

    (2). მო­ბე­დი – ზო­რო­ას­­რელ­თა ქუ­რუ­მი.

    (3). და­ღუ­ის ვე­ლი – ზუს­ტი გე­ოგ­რა­ფი­­ლი მდე­ბა­რე­­ბა ცნო­ბი­ლი არ არ­ის.

    (4). თუ­რი – იგ­­ვე თუ­რა­ნი.

    (5). გარ­სე­ვარ­ზი – თუ­რა­ნე­ლი გმი­რის – აფ­რა­სი­­ბის ძმა.

    (6). აფ­რი­დუ­ნი ფე­რი­დუ­ნი – ირ­­ნის მი­თო­ლო­გი­­რი მე­ფე, ზო­ჰა­ქის ჩაგ­­რი­სა­გან ქვეყ­ნის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი და მი­სი­ვე კა­ნო­ნი­­რი ხელ­­წი­ფე. გა­მარ­­ვე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­­ლი­­ნო­ბის სიმ­ბო­ლო.

    (7). გა­უთ­ლე­ლი იაგ­უნ­დი – ქალ­წუ­ლო­ბის აღმ­ნიშ­­ნე­ლი მე­ტა­ფო­რა.

    © “არილი”