• პორტრეტი

    ფორუღ ფაროხზადი

    ­­ფრაგმენტე­ბი

    ­­­­­­­­­სპარსულიდან თარგმნა თეა ჯანაშიამ


    * * *

    ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ გას­რულ­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ზე მცი­რე, რაც 27 წლის ას­აკ­ში უნ­და მცოდ­ნო­და, უკ­ვე შე­ვი­ცა­ნი. იქ­ნებ იმ­ი­ტო­მაც, რომ ვარ­დე­ბით მო­ფენ­ლი გზით არ მივ­ლია. ამ სიყ­ვა­რულ­მა და სა­სა­ცი­ლო ქორ­წი­ნე­ბამ 16 წლის ას­აკ­ში ჩე­მი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­არ­ყია და და­ან­გ­რია. მეგ­ზუ­რი არ­ა­ვინ მყო­ლია და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემ­შია, მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ის, რაც არ მაქვს, მხო­ლოდ ის არ­ის, რაც შე­მეძ­ლო, მქო­ნო­და.

    ცხოვ­რე­ბის უაზ­რო­ბამ და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბამ უფ­რო შორს წა­მიყ­ვა­ნა.

    ჩე­მი უბ­ე­დუ­რე­ბა მხო­ლოდ მოზ­ღ­ვა­ვე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბის უნ­ა­ყო­ფო­ბა იყო.

    * * *

    ვგრძნობ, რა­ღაც და­უცხ­რო­მე­ლი, გი­ჟუ­რი ვნე­ბა არ­სე­ბობს ჩემ­ში. მსურს ყვე­ლა­ფერ­ში შე­ვაღ­წიო და მი­წის სიღ­რ­მემ­დე ჩა­ვი­დე. იქ არ­ის ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი, იქ, სა­დაც მარ­ც­ვა­ლი ღვივ­დე­ბა, ფეს­ვებს იდ­გამს და ლპო­ბა­ში თვი­თონ აგრ­ძე­ლებს არ­სე­ბო­ბას. თით­ქოს ჩე­მი სხე­უ­ლიც წარ­მა­ვა­ლი და ცვა­ლე­ბა­დია. მინ­და, მის ფეს­ვებს შე­ვე­ხო და ჩე­მი გუ­ლი, რო­გორც მწი­ფე ნა­ყო­ფი, ხის ყვე­ლა ტოტ­ზე ჩა­მოვ­კი­დო.

    * * *

    ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, იდ­უ­მა­ლი და ამ­ო­უც­ნო­ბი ვი­ყო და არ­ა­ვინ შე­იც­ნოს ჩე­მი ტკი­ვი­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა. ვცდი­ლობ, ად­ა­მი­ა­ნი გავ­ხ­დე, რად­გან ჩე­მი არ­სი ჩემ­შია… ჩვენ მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბი ფეხ­ქ­ვეშ გავ­თე­ლოთ, მაგ­რამ მას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით და ვერც და­ვე­მა­ლე­ბით.

    * * *

    არ ვი­ცი, “მიღ­წე­ვა” რა არ­ის, მაგ­რამ ასე მგო­ნია, რა­ღაც მი­ზა­ნია, რომ­ლის­კე­ნაც მთე­ლი ჩე­მი არ­სე­ბა მი­ილ­ტ­ვის. ნე­ტავ, მოვ­კ­ვ­დე და ის­ევ შე­ვიც­ნო სი­ცოცხ­ლის ძა­ლა. ვი­ხი­ლო სხვა სამ­ყა­რო, ნა­თე­ლი და კე­თი­ლი; სიმ­დაბ­ლე და სი­ბილ­წე, ად­ა­მი­ანს რომ აჩრ­დი­ლი­ვით აედ­ევ­ნა, გაქ­რეს სა­მა­რა­დი­სოდ და არ­ა­ვინ, არ­ა­ვინ აღ­მარ­თოს სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ კედ­ლე­ბი.

    * * *

    ად­ა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად ეგ­უ­ე­ბა ცხოვ­რე­ბის სა­სა­ცი­ლო ჩვე­ვებს და სიძ­ნე­ლე­ებ­სა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს ემ­ორ­ჩი­ლე­ბა.

    ჩე­მი უბ­ე­დუ­რე­ბა, მწუ­ხა­რე­ბის მო­რევ­ში რომ მით­რევს, იმ­დე­ნად სა­ო­ცა­რია, ის­იც შე­უძ­ლია, ფა­რი­სევ­ლო­ბის მაც­დუ­ნე­ბე­ლი მა­ხი­სა­გან და­მიხ­ს­ნას.

    არ მინ­და, უბ­რა­ლოდ კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყო. მსურს, ჩე­მი ძა­ლა და ენ­ერ­გია შე­ვიც­ნო…

    ჩე­მი უბ­ე­დუ­რე­ბა უძ­ლუ­რე­ბი­სა და სირ­ცხ­ვი­ლის გარ­და, არ­ა­ფე­რია, ჩე­მი სი­კე­თე თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი კე­დე­ლია. კე­დე­ლი და მზის შუ­ქით მო­ნუს­ხ­ვა, დრო­ის სიმ­ცი­რე, სუ­ლის შემ­ხუ­თა­ვი ნაღ­ვე­ლი და ზიზ­ღია.

    * * *

    გუ­შინ ჰოს­პი­ტალ­ში, ჩემს გვერ­დით ნო­მერ­ში ქალ­მა თა­ვი მო­იკ­ლა. გამ­თე­ნი­ი­სას რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი კვნე­სის თუ ტი­რი­ლის ხმა მო­მეს­მა. მე­გო­ნა, ძაღ­ლი წკავ­წ­კა­ვებ­და და გა­რეთ გა­ვე­დი. გა­ვიტ­რუ­ნე. მე­რე სხვე­ბიც მო­ვიდ­ნენ და კა­რი შე­ამ­ტ­ვ­რი­ეს. ტახ­ტ­ზე უგ­ო­ნოდ ეგ­დო ტან­და­ბა­ლი, ფერ­მ­კ­რ­თა­ლი, უს­ა­ხო ქა­ლი. მას ფე­ხებ­ში ჩას­ჭი­დეს ხე­ლი და გვა­მი ქვე­ვით ჩა­მო­ათ­რი­ეს. ქალს სი­ცოცხ­ლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტ­ყო­ბო­და. თვალ­ში მომ­ხ­ვ­და მი­სი სა­სა­ცი­ლო, უც­ნა­უ­რი ტან­საც­მე­ლი: გულ­საბ­ნე­ვი, ჭუჭყი­ა­ნი საც­ვა­ლი, დაფ­ლე­თი­ლი წინ­დე­ბი, ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბი და ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბის­გან სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­მოჭ­რი­ლი თო­ჯი­ნე­ბი, ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი, სხვა­დას­ხ­ვა აბ­ე­ბი, იესო ქრის­ტეს ხა­ტი და ავ­გა­რო­ზი.

    არ ვი­ცი, მაგ­რამ ამ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ იმ­დე­ნად შემ­ძ­რა, მინ­დო­და, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ ხალ­ხი ისე უკ­მე­ხად ლა­პა­რა­კობ­და უც­ნობ ქალ­ზე, ვერ გავ­ბე­დე, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა გა­მო­მე­ხა­ტა. ჩემს ოთ­ახ­ში შე­ვე­დი და ავ­ტირ­დი.

    * * *

    ნუ­თუ სა­სა­ცი­ლოა, ად­ა­მი­ა­ნი თა­ვის სა­ხელს ხე­ზე რომ ამ­ოტ­ვიფ­რავს და თა­ვი ბედ­ნი­ე­რი ჰგო­ნია. ის იმ­დე­ნად ეგ­ო­ის­ტი მა­ინც არ არ­ის, რომ იმ “ღირ­სე­ულ” და “პა­ტივ­სა­ცემ” ად­ა­მი­ა­ნებს და­ემ­ს­გავ­სოს, რომ­ლე­ბიც ღრმა სი­ბე­რემ­დე ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე თმის ერ­თი ღე­რი შერ­ჩე­ბათ.

    * * *

    თუ “სიყ­ვა­რუ­ლი” სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა ფუჭ სიტყ­ვებს არ ექ­ნე­ბათ აზ­რი.

    ლონ­დო­ნის ერ­ოვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ლე­ო­ნარ­დოს ერთ სუ­რათს წა­ვაწყ­დი, რო­მე­ლიც ად­რე არ მე­ნა­ხა. გან­ს­ჯის დღეს ას­ა­ხავს. ნა­ხა­ტი ცის­ფერ ფერ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. ად­ა­მი­ა­ნი­ვით მეტყ­ვე­ლია და გან­თი­ა­დი­ვით ნა­თე­ლი. მინ­დო­და მუხ­ლი მო­მე­ყა­რა და მე­ლო­ცა. სა­ო­ცა­რია, მხო­ლოდ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის გან­ც­დის წუ­თებ­ში ვხდე­ბი რე­ლი­გი­უ­რი.

    * * *

    მარ­ტო­ხე­ლა ბავ­შ­ვი­ვით ვარ. ვფიქ­რობ მზე­სუმ­ზი­რას ყვა­ვი­ლებ­ზე, ასე ლა­მა­ზად რომ აუყ­რი­ათ ტა­ნი. აყ­ვა­ვილ­დ­ნენ და თით­ქოს მე­ვედ­რე­ბი­ან: “ჩემ­თ­ვის და­წე­რე”. ზღვა ვნა­ხე სიზ­მ­რად. ზღვის ზე­და­პირ­ზე ნა­ვე­ბი მი­ა­პო­ბენ ტალ­ღებს. არ­ა­ვინ იც­ის, ზღვის და­სას­რუ­ლი სად არ­ის. რომ შე­მეძ­ლოს, ამ უს­ას­რუ­ლო­ბის ნა­წი­ლი გავ­ხ­დე, მა­შინ შევ­ძ­ლებ­დი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში ვი­ყო, უს­აზ­ღ­ვ­რო და უნ­ა­პი­რო გავ­ხ­დე. მი­წი­დან ამ­ო­დის ის ძა­ლა მე რომ მი­ზი­დავს და მიპყ­რობს და ერ­თი სუ­ლი აქვს მის სიღ­რ­მე­ში ჩა­მი­ტა­ნოს.

    ჩემ­თ­ვის წინ­ს­ვ­ლა და აღ­მას­ვ­ლა არ­ა­ფე­რია, მხო­ლოდ ღრმად მინ­და შე­ვაღ­წიო ყვე­ლა­ფერ­ში, რაც მიყ­ვარს. მინ­და ვინ­მემ სიყ­ვა­რულ­ში თა­ნა­მიგ­რ­ძ­ნოს და თუნ­დაც ერთ ყვა­ვილ­ში შე­უც­ვ­ლე­ლად გან­ვ­ზავ­დე. ასე მგო­ნია, სწო­რედ ეს არ­ის გზა უკ­ვა­ლოდ გაქ­რო­ბის, გარ­და­სახ­ვი­სა და არ­ა­რა­ო­ბად ქცე­ვი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად.

    * * *

    ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჭა­ღა­რა შე­მო­მე­პა­რა და შუბ­ლი და­ი­ღა­რა. წარ­ბებს შუა ორი დი­დი ნა­ო­ჭი გა­მიჩ­ნ­და. აღ­ა­რა ვარ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მე­ოც­ნე­ბე. კარ­ზე მო­მად­გე­ბა 32 წე­ლი და თით­ქოს ჩე­მი თა­ვი ამ­ოვ­წუ­რე. გას­რულ­და ჩე­მი სი­ცოცხ­ლე, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვი კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

    P.S. ფო­რუღ ფა­როხ­ზა­დი ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა­ში და­ი­ღუ­პა 1967 წლის 13 თე­ბერ­ვალს, 32 წლის ას­აკ­ში.


  • პორტრეტი

    გრა­ცია დე­ლე­და

    გრა­ცია დე­ლე­და, რო­მელ­საც ხში­რად მი­ა­კუთ­ვ­ნე­ბენ ვე­რის­ტი მწერ­ლე­ბის უმც­როს თაობ­ას, 1871 წელს და­ი­ბა­და სარ­დი­ნი­ის ქა­ლაქ ნუ­ო­რო­ში, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბულ ოჯ­ახ­ში. მისი სამ­წერ­ლო დე­ბი­უ­ტი 17 წლის ას­აკ­ში შედ­გა, რო­დე­საც მან ერთ მო­დურ ჟურ­ნალ­ში გამ­ო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი მოთხ­რო­ბე­ბი. კულ­ტუ­რუ­ლად ჩა­კე­ტი­ლი და ეკ­ო­ნო­მი­კუ­რად ჩამორ­ჩე­ნი­ლი კუნ­ძუ­ლის გა­რე­მო ბევრს ვე­რა­ფერს შეს­თა­ვა­ზებ­და ახ­ალ­გაზ­რ­და ქალს, ამ­ი­ტომ თვით­ნას­წავ­ლი დე­ლე­დას საწყი­სი გა­ნათ­ლე­ბა ერ­თობ შეზ­ღუ­დუ­ლი და ზე­დაპი­რუ­ლი იყო. და მა­ინც, მწე­რალ­მა მო­ნა­ხა თა­ვის თავ­ში ძა­ლე­ბი, ბრმად კი არ შეს­ძულე­ბო­და სამ­შობ­ლოს შეზ­ღუ­დუ­ლო­ბა, არ­ა­მედ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და ნა­ყო­ფი­ე­რად გამოეყ­ე­ნე­ბი­ნა ეს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. იგი წერ­და: “სარ­დი­ნია დუ­მი­ლი­სა და ვნების მი­წაა. უნ­და ჩას­წ­ვ­დე მას, რომ შე­იყ­ვა­რო”.

    1892 წელს გა­მო­ვი­და მი­სი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი “სარ­დი­ნი­ის ყვა­ვი­ლი”. ეს მან­ძო­ნისა და ვალ­ტერ სკო­ტის შე­ზა­ვე­ბა იყო ჯო­ვა­ნი ვერ­გა­სა და ლუ­ი­ჯი კა­პუ­ა­ნას სა­უ­კეთესო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. 1892 წელს გა­მო­სულ­მა მე­ო­რე ნა­წარ­მო­ებ­მა “ბო­რო­ტე­ბის გზე­ბი”, რო­მელ­შიც და­ზუს­ტ­და მი­სი სამ­წერ­ლო სტი­ლი და ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ლუ­ი­ჯი კა­პუ­ა­ნას და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზია და­იმ­სა­ხუ­რა.

    მწერ­ლის მხატ­ვ­რუ­ლი სიმ­წი­ფე ახ­ა­ლი ძა­ლით გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და 1895 წელს რო­მან­ში “პატ­ი­ო­სა­ნი სუ­ლე­ბი”. აქ მო­ცე­მუ­ლია პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ოჯ­ა­ხის ის­ტო­რია. პერ­სო­ნაჟე­ბი, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ სა­უ­კუ­ნო ტრა­დი­ცი­ებ­ზე, სას­ტი­კად მარ­ცხ­დე­ბი­ან სინ­ამ­დ­ვი­ლეს­თან ბრძო­ლა­ში. მი­უ­ხე­და­ვად აშ­კა­რა სამ­წერ­ლო და­ოს­ტა­ტე­ბი­სა, რო­მანის ში­ნა­არ­სი ჯერ კი­დევ მთლი­ა­ნად სარ­დი­ნი­უ­ლი ყო­ფი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

    1899 წელს ცო­ლად გაჰ­ყ­ვა პალ­მი­რო მა­დე­სა­ნის და რომ­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. სამშობ­ლო­სა­გან და­შო­რე­ბამ და­დე­ბი­თად იმ­ოქ­მე­და მწე­რალ­ზე, შე­არ­ბი­ლა და ერთ­გ­ვარი ზღაპ­რუ­ლი იერი შეს­ძი­ნა მის აქ­ამ­დე თვალ­ში­სა­ცემ კუთხუ­რო­ბას. დე­ლე­დას თვალსაზ­რი­სით სარ­დი­ნი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი თვი­სე­ბა ის არ­ის, რომ ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლო მყოფ ად­ა­მი­ან­ში ინ­ტუ­ი­ცია და ინს­ტინ­ქ­ტი ლო­გი­კურ აზ­როვ­ნება­ზე მე­ტა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ იდ­ე­ა­ზეა აგ­ე­ბუ­ლი დე­ლე­დას ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი “ფერ­ფ­ლი” (1903). აშ­კა­რა ხდე­ბა მო­რა­ლის, რო­გორც ას­ე­თის, ორ­აზ­როვ­ნე­ბა და არ­ა­სა­ი­მე­დო­ო­ბა: ან­ა­ნია ატ­ონ­ცუ სარ­დი­ნი­ი­დან რომს მი­ემ­გ­ზავრე­ბა და იქ დი­დი ქა­ლა­ქის ეგ­ო­იზ­მ­სა და გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა­ში ეფ­ლო­ბა. შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იგი გა­რე­მო­ე­ბა­თა გა­მო უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის წი­ნან­დელ ზნე­ობ­რივ შე­ხე­დულე­ბებს, რომ­ლე­ბიც ეგ­ო­იზ­მი­სა და სი­სას­ტი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ ვერ შვე­ლი­ან.

    დე­ლე­და პა­ტა­რა მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლებ­თან ერ­თად თით­ქ­მის ყო­ველ წელს ახ­ალ რომანს სთა­ვა­ზობ­და მკითხ­ველს. შემ­დე­გი საპ­როგ­რა­მო რო­მა­ნია “ელ­ი­ას პორ­ტო­ლუ” (1903). ეს მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხე­ლი და გვა­რია, რო­მელ­საც თა­ვი­სი რძა­ლი, ძმის ცოლი შე­უყ­ვარ­დე­ბა. პერ­სო­ნა­ჟის სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლა სარ­დი­ნი­ე­ლი მწყემ­სე­ბის ნა­ხევრად წარ­მარ­თულ მენ­ტა­ლო­ბა­სა და კა­თო­ლი­კურ მო­რალს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს. უმ­ანკო მსხვერ­პ­ლი, მაზ­ლი­სა და რძლის მკვდა­რი შვი­ლი, რომ­ლის საფ­ლავ­თა­ნაც ელ­ი­ა­სი შინ­ა­გან სიმ­შ­ვი­დეს პო­უ­ლობს ან­ა­თე­სა­ვებს რო­მანს იტ­ა­ლი­უ­რი დე­კა­დენ­ტიზ­მის ტრად­ი­ცი­ებ­თან.

    სარ­დი­ნია არ კარ­გავს თა­ვის მწვა­ვე რე­ა­ლურ სა­ხეს, მაგ­რამ, ამ­ა­ვე დროს, მწერ­ლის მი­ერ გა­მო­გო­ნილ სამ­ყა­როდ იქ­ცე­ვა. ამ სამ­ყა­რო­ში უძ­ვე­ლე­სი ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და შე­ძე­ნი­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი თით­ქ­მის უპ­ი­როვ­ნო ძა­ლე­ბის თვი­სე­ბებს იძ­ენს. ამგვარი ნა­ხევ­რად მი­თი­უ­რი და ნა­წი­ლობ­რივ სიზ­მ­რი­სე­უ­ლი გან­წყო­ბი­თაა გამ­ს­ჭ­ვა­ლული დე­ლე­დას ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი “ლერ­წა­მი ქარ­ში” (1913).

    სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში კი­დევ უფ­რო იჩ­ენს თავს იტ­ა­ლი­უ­რი დეკ­ა­დენ­ტიზ­მის გა­რეგ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი: რო­მა­ნე­ბი უფ­რო მოკ­ლე ხდე­ბა და მოქ­მედ პირ­თა რიცხ­ვი ორ-სამ პერ­სო­ნა­ჟამ­დე მცირ­დე­ბა. ას­ე­ვე ორ ან სამ დღემ­დე მცირ­დება დრო­ი­თი ინ­ტერ­ვა­ლი, რო­მელ­საც მო­ი­ცავს ნა­წარ­მო­ე­ბი. ას­ე­თი რო­მა­ნე­ბია “მარტო­ხე­ლა კა­ცის სა­ი­დუმ­ლო” (1921), “ყელ­სა­ბა­მის ცეკ­ვა” (1924). 1936 წელს დე­ლე­დამ მიატო­ვა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის “კო­ზი­მას” წე­რა და შექ­მ­ნა თა­ვი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი რო­მა­ნი “მარ­ტო­ო­ბის ეკ­ლე­სია”.

    1926 წელს მი­ე­ნი­ჭა ნო­ბე­ლის პრე­მია ლიტ­ე­რა­ტუ­რა­ში, გარ­და­იც­ვა­ლა რომ­ში 1936 წელს, დაკ­რ­ძა­ლუ­ლია მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ნუ­ო­როში. გრა­ცია დე­ლე­დას მი­კუთ­ვ­ნე­ბა ვე­რის­ტე­ბის ან დე­კა­დენ­ტე­ბის მეტ-ნაკ­ლე­ბად მკვეთ­რად გა­ფორ­მე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­თან, ის­ე­ვე პი­რო­ბი­თო­ბად შეიძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­გორც მის პრო­ზა­ში აღ­წე­რი­ლი სარ­დი­ნი­უ­ლი რე­ა­ლო­ბა.

    © ”არილი”