• დრამატურგია

    ლაშა ბუღაძე

    ქეთა­­თო

    (სამ სუ­რა­თად)

    ჩვე­­ლებ­რივ ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ბავ­­ვე­ბი “იზრ­დე­ბი­ან”. მაგ­რამ არ­ის კი ეს ზუს­ტი გა­მოთ­­მა? იზრ­დე­ბა კი რე­­ლუ­რად ბავ­­ვი?

    გა­ნა არ უნ­და გა­­­როს ექვ­­მა, ცხა, თორ­მეტ­მა თვე­მაც კი, სა­ნამ ბავ­­ვი “მი­წა­ზე ჩა­მო­ვი­დო­დეს”? უფ­რო სწო­რი ხომ არ იქ­ნე­ბო­და გვეთ­­ვა, რომ ბავ­­ვი იზრ­დე­ბა ქვე­ვით­კენ?

    თომას ვასი

    ­­­

    ბავვის განვითარების მიმოხილვა

    ­­­­­­­­­

    “ჭკვი­­ნუ­რად კი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ერ­თი სიტყ­ვაც ვერ გა­ვი­გე, ვე!..”

    გ.შარიქაძე

    ­­­

    ტელევიზორთან გატარებული საღამო­­­­­­­­­­­­ბი

    პირ­ველ სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ქე­თა­თო

    დე­და – იგ­­ვე მა­ნა­ნა

    მა­მა – იგ­­ვე მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბე­ბია

    მე­­რე სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ლია დე­­და – იგ­­ვე ლია მო­ნი­­ვა

    დე­და – იგ­­ვე მა­ნა­ნა

    ბე­ბია

    ქე­თა­თო

    მა­მა – იგ­­ვე მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბა­ბუა – იგ­­ვე ავ­თო

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი

    მე­სა­მე (ბო­ლო) სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ლია დე­­და – იგ­­ვე ლია მო­ნი­­ვა

    ქე­თა­თო

    ბე­ბია

    დე­და – იგ­­ვე მა­ნა­ნა

    მა­მა – იგ­­ვე მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბა­ბუა – იგ­­ვე ავ­თო

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე

    თა­ნა­შემ­წე

    ბრალ­­დე­ბე­ლი

    ბრალ­დე­ბუ­ლი – იგ­­ვე მა­მა, ანუ მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი – ენ­აბ­ლუ

    ერთ-ერ­თი დამ­­­რე – პი­­სა მთავ­­დე­ბა მი­სი სიტყ­ვე­ბით

    სუ­რა­თი პირ­ვე­ლი

    ქე­თა­თოს სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთ­­ხი.

    ქე­თა­თო სა­ბან­შია გახ­ვე­­ლი. დე­და თავ­თან უზ­ის.

    ქე­თა­თო. დე­დი­კო და მე­ლე, ბუ­ამ ალ სე­წა­მა?

    დე­და. ალა დე­და, ლა­ტო უნ­და სე­­წა­მა?! ბავ­ცე­ბი და ბუა ცე­ლიგ­­ნენ იმ­­ტომ, ლომ ძა­დო­ქალ­მა ის კე­თილ ბუ­ათ აქ­ცია… ქო აგ­ალ ცე­გე­ცინ­დე­ბა აწი ბუ­­ცი?

    ქე­თა­თო. ალა.

    დე­და. ქო­­და მა­ცინ და­­ძი­ნე, კა­ქი?!

    ქე­თა­თო. მა­მა ძელ ალ მო­ცუ­ლა?

    დე­და. ძელ ალა, მაგ­რამ მა­ლე მო­ვა, დე­დუ. და­­ძი­ნე.

    ოთ­ახ­ში ბე­ბია შე­მო­­ხე­დავს

    ბე­ბია. და­­ძი­ნა უკ­ვე ცემ­მა ცი­ცოქ­ლემ?

    ქე­თა­თო. ჯელ ალა.

    ბე­ბია. ცენ ცე­მო­გე­ლე მე-ჰ!

    დე­და. ვი­ძი­ნებთ ბე­ბი­კო და ძა­­ან გთქოვთ, ქელს ნუ გვის­ლით, ლა!

    ბე­ბია. ქე­თუ­ნი, ბე­ბა, ეთი წუ­თით დე­დი­კო ლო წა­გალ­­ვა, ალ სე­­ძე­ბა? ცულ ელ­თი წუ­თით.

    ქე­თა­თო. აა-ლა!

    დე­და. კაი დე­დუ­კე­ბო, ბე­ბია ლა­გა­ცას მეტყ­ვის და მა­ცინ­ვე ცე­მო­ვალ! ქო აგ­ალ გე­ცი­ნია უკ­ვე ბუ­­ცი?

    ქე­თა­თო. მე­ცი­ნია.

    ბე­ბია. (აღშ­ფოთ­დე­ბა) ოჰ, ბუა ალ გა­მა­გო­ნო, ბე­ბა!.. გა­­ცათ სკო­ლა­ცი მი­დი­ქალ და დაგ­ცი­ნე­ბენ ცე­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი – ამ­ქე­ლა გო­გოს კი­დევ ბუ­­სი ეს­­ნიაო?! აალა, ბე­ბა, ააალა!.. ვი­სა აქს სუ პა­ტა­ლა ფე­ქის­გუ­ლე­ბი, ა?

    ქე­თა­თო. ქი-ქი-ქი… მე­გუ­ტუ­ნე­ბა!.. ქი-ქი-ქი! (ხითხი­თებს)

    ბე­ბია. მო­გიკ­დეს ცენ ცე­ნი ბე­ბა, ცე­მო ცი­ცოც­­ლე! (თით­ქოს წა­იქ­ვი­თი­ნებს კი­დეც) შენ მო­გიკ­­დეს ბე­ბო, ცე­ენ!..

    დე­და და ბე­ბია ოთ­­ხი­დან გავ­ლენ.

    ქე­თა­თო. (ჩურ­ჩუ­ლით) ლა­ლი, ლა­ლი, ცე­მო ლა­ლი… ლაო ცე­მო მა­ნა­ნა? ეც თო­ძი­ნა დე­და­ცენ­მა ცემ­თან გა­მო­გა­ტა­ნა?.. ალა, ალა…

    მო­­ლოდ­ნე­ლად ოთ­ახ­ში ქე­თა­თოს მა­მა (იგ­­ვე, რაც მე­რა­ბი) შე­მო­ვარ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ­ყის სუ­ნი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი. დე­და კი ცდი­ლობს, მაგ­რამ მა­ინც ვერ აკ­­ვებს მას.

    დე­და. მე­რაბ!.. ბავშვს უკ­ვე ძი­ნავს, მე­რაბ!

    მა­მა. (კი­ნა­ღამ წა­იქ­ცე­ვა) ად­­ქი მა­მა!.. ად­­ქი ცე­მო ბლი­ლი­ან­ტო!.. ჩა­­ცი მა­მა და წა­მომ­კე­ვი, ცე­მო ცი­ცო­ცე!.. ხე­ლი გა­მიშ­ვი, ქა­ლო!

    ოთ­ახ­ში ას­­ვე შე­მო­ვარ­დე­ბა ბე­ბია – ცოცხით ხელ­ში. ცოცხს იგი მა­მას უთ­­ვა­ზებს.

    ბე­ბია. აქ მოთ­რე­­ლი აღ­არ გნა­ხო, მა­მა­ძაღ­ლო შე­ნა!..

    ქე­თა­თო. ლა ქდე­ბა, ლაა?!

    მა­მა. შე­ნიი…

    დე­და. …ვა­­მე!

    ბე­ბია. ვის შე­უბ­რუ­ნე შენ ხე­ლი?.. ხე­ლი ვის შე­უბ­რუ­ნე, შე არ­­კა­ცო, მარ­­ლა?!

    დე­და. აალა, ქე­თა­თო!.. ნუ ტი­ლი დე­და, ნუ!

    მა­მა. მე თქვენ გე­ხე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო? (ხელს გაჰ­­რავს ბე­ბი­ას)

    ბე­ბია. ვა­იჰ! (ძირს აღ­მოჩ­­დე­ბა) მა­ნა­ნა!.. ფე­ხი მო­ვი­ტე­ხე, მგო­ნი!.. ამ­­ყე­ნე!

    მა­მა. ქე­თა­თო, მო­დი მა­მი­კო, ჩემ­თან!

    ქე­თა­თო. (ხტის სა­წოლ­ზე) ტა­დი აქ­­დან… ტა­დი! ცენ ცუ­დი ქალ!.. ცულ მთლა­ლი მო­დი­ქალ!.. დე­დი­კოც ცემ… ბე­ბი­კოც ცემ.. ლია დე­­და­ცაც ცემ!.. ცენ ალა ქალ ცე­მი მა­მი­კო!.. ცუ­დი ქალ! ცუ­დი!.. მე გმელთს ვეტ­­ვი, ლომ მოგ­­ლაც იმ­­ტომ, ლომ სუ ცგუ­ბობ!

    მა­მა. (მთვრა­ლი კა­ცის ტი­რი­ლით)… ცენ მა­ინც ნუ მა­ლა­პა­ლა­კე­ბი აცე, მა­მა, გთქოვ?!

    ბე­ბია. მა­ნა­ნა, მომ­კი­დე ხე­ლი!

    დე­და. მე­რაბ, ამ ყვე­ლა­ფერს ბო­ლო უნ­და მო­­ღოს! არ­­ნორ­მა­ლუ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებთ!.. ბავ­­ვი მა­ინც არ გე­ცო­დე­ბა?

    ბე­ბია. …მა­ნა­ნა!

    მა­მა. ბავ­­ვით ნუ მე­ვაჭ­რე­ბი, ქა­ლოო!.. ცე­მი გო­გო­ცაა ეცა, ცე­მი სვი­ლი­ცაა…

    დე­და. დე­და წა­მო­დე­ქი, გეხ­ვე­წე­ბი!

    ქე­თა­თო. მა­მა, ტა­დი აქ­­დან!.. ცენ ცუ­დი ქალ! ძა­ან ცუ­დი ქალ! მე ცენ აგ­ალ მიკ­ვალ­ქალ!.. მე და დე­დი­კო ექა ბუ­­ზე ვლა­პა­ლა­კობ­დით და მე აქ­ლა ვქვდე­ბი… და ალ­ბათ ად­ლეც ვქვდე­ბო­დი ქვეც­ნო­ბი­­ლად, ლომ ეც ბუა ცენ იკ­­ვი, მა­მა… და ალ­­ვინ ცქვა!

    ბე­ბია. ეგ­ეც შენ, მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე!.. ხო მი­­ღე ბავ­­ვი­სა­გან?!

    ქე­თა­თო. ტა­დი მა­მა აქ­­დან, ტა­დი! (ხტის სა­წოლ­ზე)

    ოთ­ხი­ვე­ნი ტი­რი­ან

    სუ­რა­თი მე­­რე

    შუ­ად­ღე. სას­ტუმ­რო ოთ­­ხი. ლია დე­­და, ქე­თა­თოს დე­და და ბე­ბია. მა­გი­და, სკა­მე­ბი, მარ­­­ნივ კა­რი და ა.შ.

    ლია დე­­და. …ვე­ღარ ის­წავ­ლე, მა­ნა­ნი­კო, შენც ჭკუა! რამ­დენ­ჯერ უნ­და გცე­მოს შე­ენ, დე­­შე­ნი, მეე… რომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, თქვა: მორ­ჩა! ამ კაც­თან ერ­თად მე ვე­ღარ ვიცხოვ­რებ! ვშო-რდე-ბი!!!

    დე­და. ლია დე­­და, გა­შო­რე­ბუ­ლი არა ვარ ის­­დაც?! ხან­და­ხან დღე­­ბი ისე გა­დის, რომ…

    ბე­ბია. …ღამ-ღა­მო­ბით ვახ­სენ­დე­ბით ხოლ­მე ვაჟ­ბა­ტონს!

    ლია დე­­და. ავ­თო?..

    ბე­ბია. რა ქნას ამ ავ­თომ? ხომ არ მოკ­ლავს სი­ძეს? გუ­შინ, მა­გა­ლი­თად, სახ­­ში არც იყო… კა­ზი­ნო­ში წა­ვი­და, თა­ვის ბებ­რებ­თან ერ­თად.

    ლია დე­­და. ბო­დი­ში მო­­ხა­დე.. სა­მო­რი­ნე­ში!

    დე­და. …ქე­თა­თოს ბავ­­ვო­ბას – ბავ­­ვო­ბა ქვია?! აყ­ალ-მა­ყა­ლი, ცე­მა-ტყე­პა, ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა…

    ლია დე­­და. …თან ლო­გო­ლი მგლძნო­ბი­­ლეა კა­თო!

    ბე­ბია.მა­მო­ბის უფ­ლე­ბა უნ­და ჩა­მო­არ­­ვა მაგ სა­ზიზ­ღარს, მა­გას!

    ლია დე­­და. მა­ნა­ნა, მა­მო­ბის უფ­ლე­ბა იცი, რო­დის უნ­და ჩა­მო­გერ­­მია?.. ხო იცი?! იცი.

    დე­და. (ამ­­იკ­­ნე­სებს) ნუ გა­მახ­სე­ნებთ, რა?!

    ლია დე­­და. …ცოლ-შვი­ლი გა­უშ­ვა, ყმაწ­ვილ­მა, ქო­ბუ­ლეთ­ში; სი­დედრ-სი­მამ­რი სო­ლო­ლაკ­ში და თვი­თონ მო­ყა­რა ქა­ლე­ბი…

    ბე­ბია. ვი­ღაც გა­თახ­სი­რე­ბუ­ლი!.. დე­და-დე­და! რა იკ­ად­რა ეს, ა?!

    ლია დე­­და. თქვენც კაი დროს ჩა­მოხ­ვე­დით რა, მა­ნა­ნი­კო?!

    დე­და. ლია დე­­და, ბავშვს მე­­რე დღეს­ვე აუწია სიცხემ… ნაც­ნო­ბი არ­­ვინ, ხმის გამ­ცე­მი არ­­ვინ… ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი მეც თბი­ლის­ში… რა მექ­ნა?

    ბე­ბია. …თან ბავ­­ვი სიცხი­­ნი! უიმე-უიმე-უიმე.

    დე­და. ცუ­ლელ­მა, თან კი­ბე­ძე ამ­­ილ­ბი­ნა – მა­მი­კოც გა­ვა­ქა­ლე­ბო და… რა ნა­ხა ეს, რა?!

    ბე­ბია. მო­უკ­და მა­გაც ბე­ბია… მო­უკ­და! მთე­ლი ზაფ­ქუ­ლი ცა­ემ­წა­ლა ვი­გაც ცათ­ლა­ქის გა­მო!..

    და­ნარ­ჩე­ნი, რაც სცე­ნა­ზე მოხ­დე­ბა, მა­ნა­ნას მო­გო­ნე­ბას უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, ამ­­ტომ დე­კო­რა­ცი­ის შეც­­ლა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო: მა­გი­და – რის გარ­შე­მოც აქ­ამ­დე ლია, ბე­ბია და დე­და ისხ­­ნენ – სა­წო­ლად უნ­და გა­და­კეთ­დეს; დღის სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ფან­­რი­დან შე­მო­დი­­და, უნ­და შე­იც­ვა­ლოს მთვა­რის შუ­ქით, ხო­ლო დე­და, ბე­ბია და ლია დე­­და – ქე­თა­თოს მა­მი­თა და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლით, რო­მე­ლიც სა­ბან-მოხ­ვე­­ლი გაწ­ვე­ბა სა­წოლ­ზე. და­აცხ­რე­ბა, თუ არა მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალს მე­რა­ბი (უშ­არ­­ლო!), შე­მო­სას­­ლე­ლი­დან ქე­თა­თოს ხმაც გა­ის­მე­ბა: მა­მი­კუ­ნა, ცვენ ცა­მო­ვე­დი­ით! სა­და ქალ?

    მა­მა. ეს მო­მეჩ­ვე­ნა, ხო?..

    ოთ­ახ­ში ქე­თა­თო შე­მო­ვარ­დე­ბა.

    პა­­ზა

    ქე­თა­თო. უი, მა­მი­კო სტუ­მა­ლი გვკავს?

    მა­მა. მა­მი, ცა­­დან გაც­დი ცე­მი გო­გო აქა?!

    ქე­თა­თო. დე­დი­კომ ცა­მო­მი­კა­ნა… სიც­ქემ ამ­­წია…

    მა­მა. დე­დი­კო ცად­ღაა, მა­მი?

    ქე­თა­თო. ექა მო­ვა… კი­ბე­ძე ამ­­დიც.

    მა­მა. (ქალს) ჩა­იც­ვი.. ჩქა­რა!.. (ფა­ცი­ფუ­ცით იც­მე­ვენ) ქე­თა­თო, მა­მა!.. მი­დი ცენ დე­დი­კოც დაქ­­დი – ეცა ცე­მი თა­ნამ­სო­მე­ლი დე­­დაა და ცაქ­მე­ზე მო­ვი­და…

    ქე­თა­თო. (მო­­ლოდ­ნე­ლად კი­ვილს და­იწყებს) …ცე­ნი თა­ნამ­სო­მე­ლი კი ალა – ბო­ძია ეგა!.. ბო­ძი დე­­დაა!.. ლა­ტომ მატ­კუ­ებ? და­­სა­ქიც­ლე დე­დი­კოც ცქოვ­ლე­ბა!.. ფაქ­ტი­­ლად მოს­პე, ქო?.. კი­დევ ეც უნ­და ალა? ეცაა სე­ნი ელთ­გუ­ლე­ბა? ესაა ლო მე­უბ­ნე­ბო­დი, სე­ნი და დე­დი­კოც მე­ტი ალ­­ვინ მი­კალ­სო?! ლა უნ­და გა­მო­ვი­დეს ცემ­გან? დან­­ლე­­ლი ფსი­ქი­კიც მქო­ნე ალ­სე­ბა!.. სე ცუ­დო! სე სა­ძა­გე­ლო!.. ლა უთ­ქა­ლი მე იმ მგვდელს, ვინც სენ დე­და­ცემ­ზე ჯვა­ლი დაგ­წე­ლა?!

    მა­მა. აალა, მა­მა!.. ნუ მიყ­ვი­რი, მა­მა, სენ სე­მო­გე­ლე…

    ქე­თა­თო. …ბო­ძი, ლო მოგ­კავს ცემ საქ­­ცი! ბალ­დე­ლი, ლო გაქ­სე­ნი აქ!..

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი. (მოთ­მი­ნე­ბის ფი­­ლა აევ­სე­ბა) არა, გო­გო­ნი, გეშ­ლე­ბა!.. მო­მის­მი­ნე, ჩე­მო კარ­გო: რა­ტომ გვა­ყე­ნებ, დე­დი შე­­რაცხ­ყო­ფას?! სენ­ქე­ლა სი­ლი­სი­ლი მკავს მე!

    ქე­თა­თო. ეგ­ღა მაკ­ლია ექა წკუა მა­ლი­გოც ვი­გაც ბო­ძან­და­ლამ! გა­ეთ­ლი­ეთ ოლ­­ვე აქ­­დან!.. ცუ­დე­ბო თქვენ!.. ბო­­­ტე­ბო თქვენ! ცა­ძიძ­­ლე­ბო!..

    შე­მო­დის ქე­თა­თოს დე­და. ჭრე­ლი, ზღვის ჩან­თა აქვს გა­და­კი­დე­ბუ­ლი. ხე­ლით მე­­რე, უფ­რო დიდ ჩან­თას მო­ათ­რევს.

    დე­და. მე­რაბ, რა ხდე­ბა აქ?..

    ქე­თა­თო. ვი­გაც ბო­ძი მო­­კა­ნა დე­და, მე­ლაბ­მა… აი ლაც ქდე­ბა!

    დე­და. ბო­ძიი?..

    მა­მა. და­­ჯე­რე ხო ეხ­ლა ბავშვს?! ყვე­ლა­ფერს აგ­იხ­­ნი…

    ქე­თა­თო. ალ მოტ­კუვ­დე, დე­და! მთე­ლი ცქოვ­ლე­ბა ის­­დაც ტკუ­ილ­სი ქალ!..

    დე­და. მე­რაბ, გა­მა­გე­ბი­ნე, რა ხდე­ბა ჩემს სახ­­ში და ეს ქა­ლი ვი­ნაა?

    ქე­თა­თო. ქა­ლი კი ალა – ბო­ძია ეგა, ბო­ძი!!!

    მა­მა. უუხ შ…

    დე­და. ბავშვს ხე­ლი არ ახ­ლო!.. ბავშვს ხე­ლი არ ახ­ლო, შე არ­­­და­მი­­ნო!.. ნა­დი­რო შენ!..

    ქე­თა­თო. ტა­დი აქ­­დან! ტლა­კო სენ!.. ტლა­კო!

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი ოთ­­ხი­დან გარ­ბის, მა­მა სა­წოლ­ზე ჯდე­ბა, დე­და ჩუმ ტი­რილს იწ­ყებს, ქე­თა­თო ილ­ან­ძღე­ბა.

    კვლავ ლია დე­­და, ქე­თა­თოს დე­და და ბე­ბია.

    ლია დე­­და. რა აღ­არ ნა­ხა, რა აღ­არ გა­ნი­ცა­და უკ­ვე ამ ბავ­­­მა?! ცო­დოაო?.. ცო­დო კი არ – ძა­ლი­ან ცო­დოა.

    ბე­ბია. (ლი­ას მი­მარ­თავს, მა­ნა­ნას უყ­­რებს) …სახ­ლი­დან, რო გა­იქ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი თექ­­­მე­ტი წლის ას­აკ­ში, რა ეგ­­ნა, აბა?!

    დე­და. ოჰ, კარ­გი რა დე­და… ეს რა შუ­­შია?..

    ლია დე­­და. შე­ნა და, მა­ნა­ნი­კო, რო მიყ­ვე­ბო­დი ცო­ლად, მა­ში­ნაც ას­­თი იყო, თუ მე­რე და მე­რე შე­იც­ვა­ლა? გა­­გოს მა­ყუ­რე­ბელ­მა.

    ბე­ბია. თა­ვი­დან­ვე იყო ტე­ტია – ჩე­მი აზ­რი, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, – სოფ­ლე­ლი, გა­უთ­ლე­ლი პრო­ვინ­ცი­­ლი… და­ლი­ლა­სა და მა­­ლე­რის შვი­ლი მე­რა­ბი!..

    დე­და. …არ­­ნა­­რი ტე­ტია და სოფ­ლე­ლი ეგ არ ყო­ფი­ლა, დე­და! მე­რა­ბი შე­იც­ვა­ლა თბი­ლი­სის ომ­ის დროს… ეს სრო­ლე­ბი, კარ­ტის თა­მა­ში, ცხე­ნე­ბი, ნარ­დი… გა­მოშ­ტერ­და კა­ცი! მარ­ტო ეგ კი არა, მთე­ლი მი­სი სა­მე­გობ­რო თუ, რა ვი­ცი, საძ­მო… რა­საც ეძ­­ხი­ან, მოკ­ლედ… ზო­გი გა­მორ­ფი­ნის­­და კი­დეც.

    ბე­ბია. დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც მე­რაბს და­უკ­ლია ეგ სი­­მოვ­ნე­ბა!

    ლია დე­­და. გა­შორ­დი, მა­ნა­ნა! სა­სა­ცი­ლო ხარ უკ­ვე!..

    დე­და. უიმე, გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არა ვართ-მეთ­ქი, ლია დე­­და, ის­­დაც?!

    ლია დე­­და. ოფ­­ცი­­ლუ­რად!

    დე­და. გა­შო­რე­ბა – გა­შო­რე­ბაა. ოფ­­ცი­­ლუ­რი და არა-ოფ­­ცი­­ლუ­რი გა­შო­რე­ბა…

    ლია დე­­და. …მო­დი ვთქვათ – გან­ქორ­წი­ნე­ბა, კარ­გი?

    დე­და. თუ ხო… გან­ქორ­წი­ნე­ბა, არ არ­სე­ბობს!

    ბე­ბია. ჯერ კი­დევ ორი წლის წინ უნ­და გა­გეგ­დო ეგ არ­ამ­ზა­და სახ­ლი­დან – ლია, რო გაგ­ვი­ლა­ხა სა­დარ­ბა­ზო­ში!..

    ლია დე­­და. კაი ეხა, რა დროს ეგაა? აღ­არც მახ­სოვს უკ­ვე… აქ სხვა რა­მეა მთა­ვა­რი!.. სხვა რა­მე კი არა – ბავ­­ვი, ხალ­ხო… მეც მა­გა­რი ვინ­მე ვარ.. სხვა რა­მე! ქე­თა­თო… ქე­თა­თო და მხო­ლოდ ქე­თა­თო!

    დე­და. ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, ლია დე­­და. აღ­არ შე­მიძ­ლია. რა ვქნა, არ ვი­ცი. მა­მის გა­რე­შე ბავ­­ვი ცო­და, მაგ­რამ ას­ეთ მა­მას­თან ცხოვ­რე­ბაც სა­ში­ნე­ლე­ბაა!

    ლია დე­­და. და­ღუ­პეს მე­რა­ბი იმ პა­პუ­ნამ და სა­ნე­ებ­ლი­ძე­ებ­მა!.. და­ღუ­პეს!.. სა­ნამ ამ მა­წან­წა­ლებ­თან ერ­თად სუფ­რას­თან დაჯ­დე­ბო­და, ჩემ­­ვის ეკ­ითხა, რა!

    შე­მო­სას­­ლე­ლი­დან ნა­ბი­ჯე­ბის ხმა გა­ის­მე­ბა.

    დე­და. ვი­ნაა?

    ბე­ბია. (წა­მოდ­გე­ბა) მო­­ცა, გა­ვი­ხე­დავ.

    შე­მო­დი­ან ავ­თო (ბა­ბუა) და ქე­თა­თო. ქე­თა­თო ლია დე­­დას­თან მი­ირ­ბენს და აკ­­ცებს. ხელ­ში თა­­გუ­ლი უჭ­­რავს. ლია დე­­და და ბე­ბია ალ­ერ­სი­­ნად აქ­ვი­თინ­დე­ბი­ან.

    ლია დე­­და. ცე­მი სო­ცო­ცე, პა­წა­წუ­ნა!

    ბე­ბია. ცენ მო­გიკ­და ბე­ბა, ცენ!

    დე­და. ცად იკ­­ვი დე­დი­კუ­ნა ამ­დე­ნი ქა­ნი, ცად?

    ავ­თო. …მო­­კე­ვი ბა­ბუ­კა ცად ვი­კა­ვით, აცე და აცე ვქე­ნით-თქო მე და ბა­ბუ­კამ, უთ­ქა­ლი… ვა­კის პალ­­სი ვი­კა­ვით-თქო ბა­ბუ, ძა­ლის­კა­ცის საფ­ლა­ვი ვნა­ქეთ და ბევ­რი ვი­ცე­ილ­ნეთ-თქო, მო­­კე­ვი… ბი­ძია ცო­ცო სეგ­­­­და და ქა­ჭა­პულ­ზე დაგ­­პა­ტი­ჟა-თქო ბა­ბუ, უთ­ქა­ლი…

    ბე­ბია. (ქე­თა­თოს) ალ სეგ­ცივ­და, ბე­ბა? ან კა­კუ­ლე­ბი ალ მო­გინ­და? ლო მი­დი­ქალ საქ­ლი­დან და, ლო აგ­ალ ბლუნ­დე­ბი, ალა გცქვე­ნია ცე­ნა?.. დი­დი გო­გო ქალ ბე­ბა უკე? უც­ნო სე­ენ! ცუ­დო?! აგ­ალ გინ­და ალა საქ­ცი მოს­­ლა, ბე­ბა?

    ქე­თა­თო. მე და ბა­ბუ­კამ კვა­ვი­ლე­ბი დავ­­ლი­ფეთ და ვი­ცე­ილ­ნეთ ძა­ან ძა­ან ბევ­ლი და… ცულ ვი­­ლეთ აქ­ეთ-იქ­ით…

    ლია დე­­და. ლო­გოლ ტი­ტი­ნებს კა­თო უკ­ვე თა­ვი­სუფ­ლად, ჰა?! დი­დი გო­გოა, გა­­ძალ­და უკე!

    ბე­ბია. აგ­ალ უნ­და საქ­­სი მოც­­ლა, გათ­ქო­ვე­ბა უნ­და… ქმალ­თან ელ­თად უნ­და სა­წოლ­სი კოტ­ლი­­ლი!

    ქე­თა­თო. ბა­ბუ­კამ დექ­ციც მას­წავ­ლა: ილ­­მო მთა­ცა მკვი­ლა­ლო…

    ბე­ბია. სენ სე­მო­გე­ლე მე!.. სა­სა­ქე­ლო ცე­მი გო­გო – ლო გა­მოც­დე­ბა ტე­ლე­ლოზ­ცი და ბე­ბოს, ლო ას­­ქე­ლებს… ცუნ­ცუ­ლი­კო პა­ტა­ლა… ცი­ცუ­ნია ცე­მი!

    ავ­თო. (ქე­თა­თოს მუხ­ლებ­ზე და­ის­ვამს) ლექ­ცე­ბიც ვთქვით, ვი­ცა­უბ­ლეთ კი­დეც… ვიმ­გე­ლეთ კი­დეც!

    ქე­თა­თო. გმელ­­ზეც ვი­ლა­პა­ლა­კეთ… კოც­მოც­ზეც… ცა­ზო­გა­დო­­ბის პლობ­ლე­მებ­საც სე­ვე­ქეთ… ბა­ბუ­კამ მით­­ლა – ად­ლე ატ­­იც­ტი და უგ­მელ­თო ვი­კა­ვი იმ­­ტო ლო წკო­ბა იკო აც­­თიო – ცაბ­წო­თა კავ­სი­ლი იგ­­ლის­­მა, ლა თქმა უნ­და, – ექ­და კი ეწ­ვი აგ­ალ მე­პა­ლე­ბა, ლომ იმ ქვეკ­ნა­დაც ალ­სე­ბობს ლა­მეო…

    ლია დე­­და. ორი კვი­რის წინ ვნა­ხე ბო­ლოს და რო­გორ ალ­­პა­რა­კე­ბუ­ლა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­ნა­ნა, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვარ… კი­დე ლაო, დე­დუ­კი­ნო, ბა­ბუმ, ლა?!

    ქე­თა­თო. მოთ­მი­ნე­ბი­თა ცე­ნი­თა მო­­პო­ვე ცა­ცუ­ფე­ვე­ლი ცე­ნიო – ეც­ეც მით­­ლა… ვი­ნაც აგ­­გოს მაქ­ვი­ლი მაქ­ვი­ლი­თა­ვე სე­­მუს­ლო­სო!

    ლია დე­­და. ავ­თო, ბავ­­ვის­­ვის ად­რე არ არ­ის?

    ავ­თო. იც­­დეს, იც­­დეს… არ­­ფე­რი და­აკ­­დე­ბა.

    ქე­თა­თო. ელთ ლა­მე­საც მივ­­­დი – ცოდ­ნიც გა­ლე­ცე ამ ქვეკ­ნად ვე­ლა­ფელს მი­აგ­წევ! ლის­­ვის მო­ვე­დი? ლა მინ­და? კო­ფი­­ლე­ბის ცა­­დუმ­ლოც ცეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­ლი ამ­ოქ­­ნა – აი ლა უნ­და იკ­ოს თი­თო­­­ლი ად­­მი­­ნიც, თი­თო­­­ლი ცვენ­თა­გა­ნიც ვა­ლი… ან თუ სე­­ძე­ბა აცე ითქ­ვაც – ამ­­ცა­ნა…

    ლია დე­­და. შენ შე­მო­გევ­ლოს, ლია დე­­და…

    ქე­თა­თო. ჭკი­­ნი ცქვის სეც­დო­მებ­ძე სწავ­ლობს წკუ­ას – ცუ­ლე­ლი კი ცა­კუ­თალ­ძე!

    ბე­ბია. ეს­ეც შენ უთ­ხა­რი, ავ­თო?

    ქე­თა­თო. ჰო­მო ჰო­მი­ნი ლუ­პუც ეცტ!

    ბე­ბია. ალ მოგ­სივ­და ბე­ბი­კო, ამ­დენც ლო ტი­ტი­ნებ?.. ან წა­მა ალ გინ­და? ან კა­კუ­ლი­კე­ბი?..

    ქე­თა­თო. სე­­ცან თა­ვი ცე­ნი, ბე­ბა!

    ბე­ბია. მო­გე­წო­ნა ბე­ბი­კო უც­ნო­ბი ძა­ლის­კა­ცის საფ­ლა­ვი?

    ქე­თა­თო. ბა­ბუ­კამ აქ­ლოც ალ მი­მი­კა­ნა – იქო ცეც­­ლიაო და მე­ცი­ნია, სიგ ალ ამ­­ვიწ­ვათ ძო­ძო­ქე­თიც მას­ხა­ლე­ბი­ვი­თო…

    ლია დე­­და. ეს რამ გათ­­მე­ვი­ნა, ავ­თო?

    ავ­თო. იგ­­ნებს, კა­ცო! და­­ჯე­რე შენც.

    ლია დე­­და. ცა­­დან იცი გო­გო ამ­დე­ნი ლა­მე? აც­­თი ჭკი­­ნი ცა­­დან ქალ?

    ბე­ბია. ბე­ბუ­კა, ელ­თი ქა­ჭა­პუ­ლი ალ გა­გაძ­გობ­და ცენ! ან ალ გსია, ან ალ გწკუ­ლია?

    ქე­თა­თო. მე იცი ლა ვის­წავ­ლე, სა­ბავ­სო ბაგ­ცი? ტოლ­ტი ლო­გოლ უნ­და გა­ვა­კე­თო ცო­კო­ლა­დიც… ფან­ტაც­ტი­­ლი გე­მო აქვ­ცო, მით­­ლეც.. ეცე იგი – სა­მი კველ­­ქი, ჭი­ქა-ნა­ხე­ვა­ლი ცა­ქა­ლი, ცე­დე­დე­ბუ­ლი ლძე…

    ბე­ბია. შენ გე­ნაც­ვა­ლოს ბე­ბი­­შე­ნი…

    ქე­თა­თო. …კა­ლა­ქი ოლ­­სი გლა­მი, ელ­თი წი­ქა მა­წო­ნი, ნა­ქე­ვა­ლი ცა­ის კოვ­ძი სო­და, ოლი სუფ­ლის კოვ­ძი კა­კაო და კა­ვა…

    ლია დე­­და. (იც­­ნის) შენ შე­მო­გევ­ლე მაგ “კა­ვა­ში”! ყ-ს ვერ ამ­ბობ, ხო?! ყ ალ სე­გიძ­ლია, ქო?!

    ავ­თო. ვერ ამ­ბობს და ისა კი­დე… თქვი, ბა­ბუ – ყა­ვა.

    ქე­თა­თო. კა­ვა!

    ავ­თო. (ლია დე­­დას) ეგ­ეც შენ! (ლია დე­­დას გა­­ჯავ­რებს) ვერ ამ­ბობს…

    ქე­თა­თო. აც­­ებც ლა მნის­­ნე­ლო­ბა აქვც? მთა­ვა­ლია ციტ­­ვე­ბი!.. ციტ­­ვე­ბი, ციტ­­ვე­ბი, ციტ­­ვე­ბი – დი­დე­ბუ­ლი ინგ­ლი­ცე­ლი პო­­ტი­ცა და დლა­მა­ტულ­გი სექ­­პი­ლის თქმის ალ იკ­ოს!

    ბე­ბია. ლია დე­­და, სენ ქო ალ იცი, ლო­გოლ ვი­დალ­დეთ ცვე­ნი მე­ძო­ბე­ლი, ლო გა­და­იც­ვა­ლა წი­ნა კვი­ლას?! ლო­გოლ ვტი­ლო­დით, ლო­გოლ გვე­ცო­დე­ბო­და…

    ქე­თა­თო. (ხე­ლებს ლო­ყებ­ზე აიფ­­რებს) ვა­­მე-ვა­­მე-ვა­­მე! ალ გა­მაქ­სე­ნოთ ეც… ალა! ლა ად­­მი­­ნი დავ­კალ­გეთ, ლო­გო­ლი პა­ტი­­ცა­ნი?! დაგ­ვა­ობ­ლა მთე­ლი ცა­ძო­გა­დო­­ბა, წეს­მა­ლი­ტად.. მალ­ტო დაგ­­ტო­ვა… უნ­­გე­სო წი­ლი­სუფ­ლე­ბად გვაქ­ცია, მა­ლად­ჟამ!

    შე­მოს­­ლე­ლი­დან კა­კუ­ნის ხმა გა­ის­მე­ბა – თავ­ხე­დუ­რი კა­კუ­ნის, თით­­მის ბრა­ხუ­ნის ანუ.

    ლია დე­­და. რა ხდე­ბა? ვი­ნაა?

    დე­და. (ხმა­ში ოჯ­­ხუ­რი კეკ­ლუ­ცო­ბა შე­­პა­რე­ბა) …ეხ­ლა­ვეე!

    ბე­ბია. გა­­ხე­დე ჯერ, ისე ნუ გა­­ღებ.

    დე­და. კაი რა, დე!.. (გა­დის)

    კა­კუ­ნი ძლი­ერ­დე­ბა – თუმ­ცა, კა­კუ­ნი აღ­არც ქვია ამ­ას.

    ქე­თა­თო. ტყე­ჩი გა­­ძალ­და ეც ქალ­ქი? ლა ალი, ნუ ლა?!

    ქე­თა­თოს დე­და ოთ­ახ­ში შე­მობ­რუნ­დე­ბა.

    დე­და. მე­რა­ბია!.. სა­ცაა კარს შე­მო­ამ­­­რევს… ის­­თი მთვრა­ლია – გონ­ზე არ არ­ის…

    ქე­თა­თო. ლა-ა? მთვლა­ლია?

    დე­და. ქო, დე­და… ქო!

    ბე­ბია. ვა­­მე-ჰ!.. ლია გა­და­მა­ლეთ!

    ლია დე­­და. შე­მო­ვი­დეს ერ­თი!… შე­მო­ვი­დეს და ვნა­ხოთ მე­რე – ვინ-ვის… ვინ ვი­ნაა დღეს სა­ქარ­­ვე­ლო­ში?! მაგ უბ­­დურს შარ­შან­დე­ლი ლია ხომ არ ვგო­ნი­ვარ?!

    ქე­თა­თო. ვი­ცო­დი, ლო ალ ცე­მელ­გე­ბო­და ეც ვა­კის პალ­კი!

    ავ­თო. დე­დას ვუ­ტი­რებ! მა­ნა­ნა, გა­­ღე კა­რი!.. (გულ­წა­სუ­ლი იატ­აკ­ზე გა­იშ­­ლარ­თე­ბა)

    ბე­ბია. ავ­თო!.. ავ­თო მო­მიკ­ლა ამ დამ­პალ­მა!

    ლია დე­­და. (ფან­­რი­დან აპ­­რებს გა­დახ­ტო­მას) დე­და, რამ­სი­მაღ­ლეა ეს ოხ­­რი, ჰა?..

    ბე­ბია. ავ­თო!

    სულ ცო­ტაც და მე­რა­ბი კარს შე­მო­ამ­­­რევს,

    უკ­ვე საკ­მა­ოდ გარ­­ვე­ვით ის­მის მი­სი გი­ნე­ბაც.

    ქე­თა­თო. უჰ!.. ცვენ­ზეა ლა ნათ­­ვა­მი – კა­ცი ბწობ­და და გმელ­თი იც­­ნო­დაო… მა­ინც ლამ­ხე­ლა სიბ­­­ნეც იტ­ევს თა­ვის თავ­სი ცვე­ნი ფოლ­­ლო­ლი?!

    შე­მო­დის სა­ხე-ალ­­წი­ლი მე­რა­ბი, რო­მელ­საც არ­ყის სუ­ნი უდ­ის.

    მა­მა. ალ მე­ლო­დით დე­დუ­კე­ბო?..

    ქე­თა­თო. (შე­ში­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ გუ­ლა­დი­ცაა ამ­ავ დროს) ალა!

    სუ­რა­თი მე­სა­მე

    გა­ვი­და ორი თვე…

    სა­სა­მარ­­ლოს დარ­ბა­ზი.

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე, ბრალ­­დე­ბე­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, დამ­­­რე სა­ზო­გა­დო­­ბა – მათ შო­რის: ქე­თა­თო, რო­მე­ლიც სულ ბო­ლო რიგ­ში ზის ბა­ბუ­ას­თან ერ­თად; დე­და, ბე­ბია და მა­მა – ოღ­ონდ გა­ლი­­ში, გან­სას­ჯელ­თა სკამ­ზე.

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ვი­ცით! მო­ვის­მი­ნეთ… კი­დევ ბევ­­ჯერ მო­ვის­მენთ, რომ მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძემ შე­ამ­­­რია კა­რი, ხალ­ხო… ცეცხ­ლი წა­­კი­და ფარ­დას და გა­­­პა­ტი­­რა მო­ქა­ლა­ქე ლია მო­ნი­­ვა!.. ყა­ჩა­ღო­ბაო? ბან­დი­ტიზ­მიო?.. არა! უარ­­სი! უფ­რო მე­ტი ჰქვია ამ­ას!.. რა, ოღ­ონდ?.. რა?! რა ვუ­წო­დო ას­ეთ სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულს? ოჯ­­ხის მე­გო­ბარს – თით­­მის შუ­ახ­ნის ქალს, რომ შე­ნი შვი­ლის, ცო­ლის, სი­დედ­რი­სა და გულ­წა­სუ­ლი სი­მამ­რის – მე­­რე სა­მა­მუ­ლო ომ­ის ვე­ტე­რა­ნის თვალ­წინ გა­­­პა­ტი­­რებ – ვი­ნა ხარ?.. მხე­ცი? ნა­დი­რი? უც­ხო ფრინ­ვე­ლი ჩხა­ვი­ლით მო­სუ­ლი ქვეყ­ნა­და?!

    მა­მა, მე­რა­ბი ანუ. (თა­ვის­­ვის) მორ­ჩით, რა!.. გე­ყოთ.

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ოცი წე­ლი! ვითხოვ ორ ათ­­ულ წე­ლი­წადს, – მა­მო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­­მე­ვით, სა­ზო­გა­დო­­ბის ზურ­­შექ­ცე­ვით, მი­სი ცო­ლის – ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას და­­ყოვ­ნებ­ლივ გათხო­ვე­ბით და მა­მი­ნაც­­ლი­სა და პა­ტა­რა ქე­თა­თოს სას­­რა­ფო და­მე­გობ­რე­ბით!

    მარ­თა­ლია ორ­მა თვემ გან­­ლო, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­­რაცხ­ყო­ფის კვა­ლი ჯე­რაც არ გამ­­რა­ლა ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ას სხე­­ლი­დან!

    დაგ­ვე­ნა­ხეთ, ქალ­ბა­ტო­ნო ლია! დაგ­ვე­ნა­ხეთ, შე­­რაცხ­ყო­ფი­ლო მდედ­რო!

    ლია დე­­და კოჭ­ლო­ბი­თა და კვნე­სა-კვნე­სით

    შე­მო­ვა დარ­ბაზ­ში – გა­ივლ-გა­მო­ივ­ლის, თუმ­ცა

    გავ­ლა-გა­მოვ­ლა აღ­არც ჰქვია ამ­ას.

    ერთ-ერ­თი დამ­­­რე. (თა­ვის­­ვის) აუჰ, საწყა­ლი ქა­ლი?! ეს რა უქ­ნია ამ მხეცს, ა?..

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ვე­ლუ­რი ჟი­ნი, და­­­კე­ბე­ლი ვნე­ბა, ავი გო­ნი და მავ­ნე ჩვე­­ლე­ბა­ნი – აი, შე­დე­გი: ქალ­ბა­ტო­ნი ლია მო­ნი­­ვა…

    სად­მე, თუ გი­ნა­ხავთ ასე თავ­ხე­დუ­რად გა­­პა­ტი­­რე­ბუ­ლი ქა­ლი?

    ლია დე­­და. ვა­­მე!.. ვაი… (თით­ქოს ძვლებ­ში ტე­ხავს – სახ­­რე­ბი ტკი­ვა) ვა­­მე-ვა­­მე-ვა­­მე!.. ვა­­მე, დე­და!.. ვა­იჰ, ვა-იჰ!..

    ბრალ­­დე­ბე­ლი. დაბ­­ძან­დით, ქალ­ბა­ტო­ნო ლია, საკ­მა­რი­სია. გმად­ლობთ.

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. (თვი­თონ ქე­თა­თო არ ჩანს) სა­ძიძ­გა­ლი ეგ! ლია დე­­დაც კი ალა – სა­ელ­თოდ, სა­ძო­გა­დოდ ქა­ლებც მი­­კე­ნა სე­­ლაწ­კო­ფა!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ვინ ყვი­რის, კა­ცო?.. სი­ჩუ­მე დარ­ბაზ­ში!

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ეხ­ლა გა­ცი­ნოთ! მთლად აბ­სურ­დი: მეო, ეს ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს… ძვირ­ფა­სი, რა თქმა უნ­და, ბრჭყა­ლებ­ში, – იმ ავ­ბე­დით სა­ღა­მოს გა­ტი­­ლე­ბუ­ლი მთვრა­ლი ვი­ყა­ვი და ჩე­მი ცო­ლი, ქალ­ბა­ტონ ლი­­ში ამ­­რიაო… და რა­კი­ღა ლია მო­ნი­­ვა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე მე­გო­ნა – გა­­პა­ტი­­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, ჩე­მი აზ­რით, ზედ­მე­ტი უნ­და იყ­­სო… გეს­მით, ხალ­ხო?! არ ჩაბ­ჟირ­დით?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. მე პრო… პრო… პრო­ტე-ტე-ტე…

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ნუ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ას­ეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­­ბა!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. პრო­ტეს­ტი არ არ­ის მი­ღე­ბუ­ლი.

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. უ-უ… ჰუ-უ… უ!

    ბრალ­­დე­ბე­ლი. …ეგო, ამ­ბობს, ჩე­მი ცო­ლი მე­გო­ნაო, ხალ­ხო!.. არ გე­ცი­ნე­ბათ? არ არ­ის ეს სა­სა­ცი­ლო?.. (მი­მარ­თავს ბრალ­დე­ბულს) აჰაა, ესე იგი, რა­ღაც ფო­კუს­თან გვაქვს საქ­მე… ფო­კუს-მო­კუს!.. შე­ნი გო­ნე­ბის რო­მე­ლი­ღაც უც­ნა­ურ უჯ­რედ­თან, პა­წა­წი­ნა კუ­ბიკ-რუ­ბიკ­თან!.. შენ ით­ხოვ ჩვენ­გან ფსი­ქო­თე­რა­პი­ას, მკურ­ნა­ლო­ბას (კი­ვი­ლით) …იქ­ნებ მღვდელ­საც? ვერ მო­ეს­­რე­ბი! შენ ხარ რი­გი­თი, სრუ­ლი­ად ჩვე­­ლებ­რი­ვი… ჩვე­­ლებ­რივ­ზე ჩვე­­ლებ­რი­ვი ლო­თი და შფო­თი… და, ალ­ბათ (კვლავ კი­ვი­ლით) პე­დე­რას­ტიც?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. პრო… პრო… ტე-ტე…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. პრო­ტეს­ტი მი­ღე­ბუ­ლია.

    ბრალ­­დე­ბე­ლი. (ჯდე­ბა თა­ვის ად­გილ­ზე) ორი ათ­­­ლი წე­ლი­წა­დი, ოცი გა­ზაფხუ­ლი, ზაფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი გი­სო­სებს-მიღ­მა, დი­ლეგ­ში, სა­ტუ­სა­ღო­ში!!!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ბრალ­დე­ბუ­ლო, შე­გიძ­ლი­ათ თუ არა რა­­მე თქვათ თა­ვის გა­სა­მარ­­ლებ­ლად?

    მა­მა. (დათ­­გუ­ნუ­ლი, მხრებ­ში მოხ­რი­ლი და გა­­პარ­სა­ვია) სი­მარ­­ლე?.. რაი არს, რო სი­მარ­­ლე?.. თა­ვის მარ­­ლე­ბა? ვის­თან?.. სა­კუ­თარ თავ­თან?! სა­კუ­თარ თავ­თან ხომ და­ბა­დე­ბი­დან წა­გე­ბუ­ლი ვარ… წა­გე­ბუ­ლი ვარ ჩემს შვილ­თა­ნაც… მხე­ვა­ლი ღვთი­საი ქე­თა­თო დავ­ლი­­ნი­ძე… მე მრცხვე­ნია მი­სი, მარ­­ლა მრცხვე­ნია…

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. ექა კაი დლო­სია – ქე­თა­თო! მა­სინ, ლა­ტო ალ შეგ­­­­ვა ცემ თვალ­წინ ლია დე­­და, ლო იხ­მა­ლე?!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ბავშვს რა უნ­და აქ?.. სი­ჩუ­მე!

    მა­მა. …მაგ­რამ აი, სად მოტყუვ­დით! აი, სად შე­გე­შა­ლათ! აი, ვით გა­დე­ფა­რა ბინ­დი თვალ­თა თქვენ­თა!.. გგო­ნი­ათ, მარ­ტო მე ვარ არა დამ­ნა­შა­ვე?! დამ­ნა­შა­ვე – ის ახ­­ლი წე­ლია – ათ­ას ცხრა­ას ოთხ­მოც­და­თორ­მე­ტი, რო მო­­ტა­ნა… დამ­ნა­შა­ვე ის ოთხ­მოც­და­ცა­მე­ტი წლის ახ­­ლი წე­ლია მე, რო ხელ­ში იარ­­ღი ამ­­ღე­ბი­ნა… იყო კი… წა­მა­ლიც იყო, სის­­ლიც იყო… ქე­­ფიც იყო, ქა­ლე­ბიც… დე­დაც!

    …დე­და­ჩე­მიც იყო! დი­­ცი სწო­რი ან­გე­ლოზ­თა და სა­და­რი მზი­სა!..

    მთე­ლი ეს წლე­ბი სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი…

    მგო­ნი, დღეს ვი­პო­ვე… (დაჯ­დე­ბა, ხე­ლე­ბი უკ­ან­კა­ლებს, მკერ­­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ხის ჯვარს აკ­­ცებს)

    ხან­­­­ლი­ვი სი­ჩუ­მეა

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. (ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატს) თქვე­ნი აზ­რი? სხდო­მა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, თქვენ კი ჯერ ერ­თი სიტყ­ვაც არ გით­­ვამთ?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. მე… ებ… ის, რომ… ბე-ბე… ოც… ოცი წე-წე… იმ­­ტო, რო… ე-ეე…

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. სე­იძ­ლე­ბა ლა­გაც ვთქვა, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­ცა­მალ­­ლევ? (წინ გა­მორ­ბის, კი­ნა­ღამ და­­ცე­მა)

    ავ­თო. ფრთხი­ლად, ბა­ბუ!..

    ქე­თა­თო. ჰა? სე­იძ­ლე­ბა?

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ეს ბავ­­ვი ვი­ნაა?

    თა­ნა­შემ­წე. ბრალ­დე­ბუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან ჭკვი­­ნი და ენ­აკ­ვი­მა­ტი ბავ­­ვი.

    ქე­თა­თო. …მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, ლომ ლა­გაც ვთქვა! ეს ცე­მი ვა­ლია! თან ცე­მი ქვეკ­ნის კონ­­ტი­ტუ­ცია მა­ძევს ამ­ის უფ­­ბას… იქ­­ლეთ მე­­ლე თა­ვის ოც­და­მე­ოთ­ქე მუქ­ლის პილ­ვე­ლი პუნ­­ტი: კო­ველ ად­­მი­ანც აქვს უფ­­ბა თა­ვი­ცუფ­ლად მი­­გოს და გა­ავ­ცე­ლოს ინ­ფოლ­მა­ცია, გა­მოთ­­ვაც და გა­ავ­ცე­ლოს თა­ვი­ცი აზ­ლი ძე­პი­ლად, წე­ლი­ლო­ბით ან სხვაგ­ვა­ლი სა­სუ­­ლე­ბით! ცენ­ზუ­ლა და­­შე­ბე­ლია!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. (თა­ნა­შემ­წეს) რა ვქნა?

    თა­ნა­შემ­წე. მი­­ცით სიტყ­ვა. თუ ვინ­მეს შე­არ­ცხ­ვენს, ის­ევ სა­კუ­თარ თავს.

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ხოო?.. კე­თი­ლი. (ქე­თა­თოს) აბა, გო­გო­ნი, მით­ქა­ლი ლა გქვია?

    ქე­თა­თო. მე ამ კა­ცის სი­ლი ვალ!

    თა­ნა­შემ­წე. ალა, სა­ქე­ლიო… სა­ქე­ლი მით­ქა­ლიო.

    ქე­თა­თო. ქე­თა­თო!

    ბრალ­­დე­ბე­ლი. სენ სე­მო­გე­ლე მე. უკ­­ლე ამ­ას?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. (თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად იტყ­ვის წი­ნა­და­დე­ბას ბლუ­კუ­ნის გა­რე­შე) დი­დი ჩათ­ლა­ხი ბავ­­ვი უნ­და იყ­ოს ესა…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ლამ­დე­ნი წლი­ცა ქალ, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. (თი­თე­ბით უჩ­ვე­ნებს) აი ამ­დე­ნიც!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ო, დი­დი გო­გო კო­ფილ­ქალ უკ­ვე!

    ქე­თა­თო. …სკო­ლაც ექს­ტელ­ნათ და­ვამ­თავ­ლებ!

    ლია დე­­და. (სკამ­ზე ძლივს ზის, კვნე­სა-კვნე­სით და მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლით) ვა­იჰ… შენ გე­ნა… ცვა­ლოს ლია დეი… და…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ლის თქმას აპ­­ლებ? აც­­თი ლა უნ­და გვით­­ლა, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. კონ­­ლე­ტუ­ლად ალ­აფ­ლის. ცე­მი მოკ­ლე სიტ­­ვა ძო­გა­დი იქ­ნე­ბა!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. აბა, გის­მენთ.

    ქე­თა­თო. გა­გი­გო­ნი­ათ, ალ­ბათ ეს ლექ­ცი: ცუ­ლო ობ­­ლო… თით­ქოც ცემ­ზე უნ­და იკ­ოს და­წე­ლი­ლი, იც­­თი სთა­ბეწ­დი­ლე­ბა მცე­ბა… დი­აქ! მეც ობ­­ლი ვალ… თუმ­ცა დე­დაც მკავს და მა­მაც!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ეს ლექ­ცი ვინ გას­წავ­ლა, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. ბე­ბამ!

    ბე­ბია. (ზის მე­ოთხე რიგ­ში, სა­ოც­რად თავ­­და­ბა­ლი და ამ­­ყია ამ­წუ­თას) კი, ბე­ბა, კი… მე გას­წავ­ლე. დი­დი მად­ლო­ბა, ბე­ბი­კო.

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ძა­ლი­ან კარ­გი. მე­ლე?!

    ქე­თა­თო. უჰუ-უჰუ! (ჩა­ახ­ვე­ლებს) მე ცგდო­მის გა­მა­ლო­ბა­სი სუ მა­მა­ცემს ვუ­კუ­ლებ­დი, ვუ­კუ­ლებ­დი და ვცდი­ლობ­დი, ლომ ლაც სე­­ძე­ბა კა­ქათ და­მე­მაქ­სოვ­ლე­ბი­ნა მი­სი ნაკ­თე­ბი… ოცი წლის მე­ლე, ლო გა­მო­ვა – თუ­კი თქვენ მას ოც წე­ლი­წადს მი­უს­ძით მე­ქუ­თე თა­ვიც ოთხ­მოც­და­მე­­ლე მუქ­ლის პილ­ვე­ლი პუნ­­ტიც მი­ქედ­ვით – მეც შეც­­ლი­ლი ვი­ქე­ბი და იც­იც!.. მალ­თა­ლია, ის დამ­ნა­სა­ვეა, მაგ­ლამ ის მა­ინც მა­მაა ცე­მი!.. უმ­­მოდ გაზ­დი­ლი გო­გო კი, მო­გექ­სე­ნე­ბათ, თუ ლა სა­ცო­და­ვი­ცაა?.. ხალ­ხიც მტლის ში­ლი… მაქ­სენ­დე­ბა სტა­ლი­ნუ­ლი ლეპ­ლე­სი­­ბის დლოს დახ­­ლე­ტილ მა­მა­თა ში­ლე­ბი, ლო­მელ­თაც ალც უმ­აგ­ლეს­ში ცა­ბა­ლე­ბის უფ­ლე­ბა ქონ­დათ და ალც ტლამ­ვა­ით მგზავ­ლო­ბიც!.. ლა უნ­და გა­მო­ვი­დეს ცემ­გან? ამ კითხ­ვაც ხში­ლად ვუ­მე­­ლებ­დი მა­მა­ცემ­საც და აქ­ლა თქვენც გი­სამთ: დან­გე­­ლი ფსი­ქი­კი­ცა და ნევ­ლე­ბიც მქო­ნე ად­­მი­­ნი… და­ჭე­ლი­ლი მა­მა, მალ­ტო დალ­ჩე­ნი­ლი, გა­­ბე­დუ­ლე­ბუ­ლი დე­და და მა­ლად ხე­იბ­ლად გცე­­ლი ლია დე­­და…

    თა­ნა­შემ­წე. (თა­ვის­­ვის ჩა­­ლა­პა­რა­კებს) ას­­თი რა უქ­ნა ამ მარ­­ლა მხეც­მა ქალ­ბა­ტონ ლია მო­ნი­­ვას, რომ სა­მუ­და­მო ინ­ვა­ლი­დად აქ­ცია იგი?!

    ქე­თა­თო. …თუ­კი დე­და გათ­ქოვ­დე­ბა – ცემ­­ვის ცუ­დი იქ­ნე­ბა თა­ვის­თა­ვად: მა­მი­ნა­ცა­ლი, მას­თან სე­გუ­­ბა, ცე­მი კომ­­ლექ­ცე­ბი… პლო­ტეს­ტე­ბი, ლომ­ლე­ბიც გალ­და­ტე­ქის ას­აკ­თან ელ­თად მო­ვა… და უამ­ლა­ვი, უამ­ლა­ვი ცუ­დი ლა­მე!.. მაგ­ლამ გა­უთ­ქო­ვა­ლი დე­დაც – ძელ სლუ­ლი­ად აქ­ალ­გაზ­და ქა­ლი – ლა თქმა უნ­და, აც­­ვე ცო­დო იქ­ნე­ბა: ნა­ად­ლე­ვი კლი­მაქ­ცი, ცი­­ბა, ცქე­ლე­ბა, ჰოლ­მო­ნა­ლუ­ლი ლღვე­ვა… მოკ­ლედ, ლო­გოლც გელ­მა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ქოლ­მე: ალ­ეს ისთ ზელ, ზელ სლეხთ!..

    ავ­თო. ცხვი­რი­დან თი­თი, ბა­ბუ!..

    ქე­თა­თო. ამ დლოს, მო­მავ­ლის ლო­გო­ლი იმ­­დით მო­ვაგ­წიე ამ ას­­კამ­დე?! ლამ­დე­ნი სა­ოც­ლე­ბა იქს­ნე­ბო­და ცე­მი და ცე­მი თა­­ბის წი­ნა­სე?.. ინ­ტეგ­ლა­ცია, ევ­ლო­კავ­ში­ლი, სენ­გე­ნის ვი­ზა… ევ­ლო­პას აღ­ალ სჭილ­დე­ბა საზ­­ვა­ლი, ცვენ კი ცვენს ნა­წუწ­სი ვი­ქუ­თე­ბით… ცე­მი ნე­ბა, ლო იკ­ოს სლუ­ლი­ად სევ­­ლი­დი ცე­მი ქვეკ­ნის კონ­­ტი­ტუ­ცი­ას… სის­­ლიც სა­მარ­­თიც კო­დექ­სიც ით­ქოვც გალ­­ვე­ულ კო­რექ­ცი­აც… თუმ­ცა აქ ალც ად­გი­ლია ამ­იც და ალც დლო გვაქ სა­­მი­ცო!..

    ავ­თო. ცხვი­რი­დან თი­თი, ბა­ბუ…

    ქე­თა­თო. გგო­ნი­ათ ტკუ­­ლი თქვა მა­მამ, ლო­დე­საც თა­ვის თავ­თან ელ­თად დლოც და­­და­ნა­სა­­ლა?.. ამ დლომ ქალ­­ველ მა­მა­კა­ცებც სი­ცოც­­ლე წა­ალ­­ვა და ალ­სე­ბო­ბა­ღა და­­ტო­ვა მხო­დოდ… სი­ცოც­­ლე და ალ­სე­ბო­ბა კი, მო­გექ­სე­ნე­ბათ, სქვა და სქვა ცენ­ტენ­ცი­­ბია!.. და აი, მე გთქოვთ – მა­მა­ცე­მის სა­ქით, სე­ძე­ბის­დაგ­ვა­ლად, სე­ღა­ვა­თი გა­­წი­ოც ალა მქო­ლოდ დამ­ნა­სა­ვეთ, ალ­­მედ ცვენს დლო­საც!.. გან­­ლილ წებ­საც!… ვა­პა­ტი­ოთ ამ ხალქს, და­ვი­ვი­წოთ კვე­ლა ტი­ვი­ლი, მივ­ცეთ ამ ად­­მი­­ნებც – მა­მა­ცემ­საც ვგუ­ლის­­მობ მათ­სი, თუმ­ცა კი კვე­ლა­ძე ბევ­ლი ტი­ვი­ლი მან სწო­ლედ მე მო­მა­კე­ნა – სან­სი, სუ პა­ტა­ლა სან­სი, ლომ ნუ­ლი­დან და­იწ­კონ კვე­ლა­ფე­ლი… ავ­­შე­ნოთ აქ­­ლი დე­მოკ­ლა­ტი­­ლი სა­ქელ­­ზი­ფო, ცა­დაც ად­­მი­­ნე­ბი – მო­ქუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი, გო­ნებ­ლი­ვად გა­ვი­თა­ლე­ბუ­ლი ბავ­ცე­ბი…

    ბე­ბია. (თა­ვის­­ვის) შენ­ნა­­რი ბავ­­ვე­ბი, ბე­ბა, შენ­ნა­­რი!..

    ქე­თა­თო. …თა­ვიც უფ­­ბებს და­­ცა­ვენ! მო­ით­ქო­ვენ, იმ­­სა­ვე­ბენ, დატ­­ბე­ბი­ან ცოვ­ლე­ბით… უნ­და დამ­­თავ­დეც კო­ლუმ­პი­ლე­ბულ ბულ­ზუ­­თა, ფე­­დალ­თა და გაქ­ცუ­­ბულ მექ­­თა­მე­თა თა­ლე­სი ცვენს მი­წა­ძე… (ცქმუ­ტავს) სე­­ძე­ბა, მე თე­მაც გა­და­ვუქ­ვიე, მაგ­ლამ ასე ალ ალ­ის: გა­ლი­­სი გა­მომ­­­დე­­ლი მა­მა, სწო­ლედ ამ­ნა­ილ აზ­ლებს უნ­და აგძ­ლავ­დეს სილ­სი!.. (ად­გილ­ზე ვერ ის­ვე­ნებს) პა­ტი­­ბი­სა და სიკ­ვა­ლუ­ლის გა­ლე­შე ბო­ლო­ტე­ბა გა­­ძე­ძი­ლებც… მში­­ლი ბავ­სე­ბი, მათ­ქო­ვა­ლი მო­ქუ­ცე­ბი, გა­უთ­ქო­ვა­ლი გო­გო­­ბი…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ღმერ­­მა ნუ გაგ­ვი­თე­ნოს, ქე­თა­თო, ას­­თი შა­ვი ხვა­ლინ­დე­ლი დღე!.. თუმ­ცა, მე მეს­მის შე­ნი… სე­ნი ას­­კი­სათ­ვიც და­მა­ქა­სი­­თე­ბე­ლია აც­­თი აძ­ლოვ­ნე­ბა… მაგ­რამ, და­მი­ჯე­რე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა… ხვალ მო­ხუ­ცე­ბი აღ­არ იმ­ათხოვ­რე­ბენ… შენ გე­ყო­ლე­ბა გა­და­სა­რე­ვი, ლა­მა­ზი… ჭკვი­­ნი ქმა­რი…

    ქე­თა­თო. ფუუ! ველ ვი­ტან ბი­წებს! კა­ით, ლა?! მე ვით­ქოვ მქო­ლოდ პა­ტი­­ბაც, დლო­იც, ცა­­კუ­ნიც… ეპ­­ქიც პა­ტი­­ბაც! (ცქმუ­ტავს)

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. (კი­დევ ერ­თი გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რა თქმა უნ­და, თა­ვის­­ვის თქმუ­ლი) არ ჩა­ეფ­სას, ამ შო­ბელ­ძაღლს!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ქე­თა­თო, შენ უკ­ვე დი­დი გო­გო­ნა ხარ და საკ­მა­რი­სად ჭკვი­­ნი­ცა ხარ იმ­­სათ­ვის, რომ გეს­მო­დეს: მა­მა­შე­ნი – დამ­ნა­შა­ვეა. რა შუ­­შია აქ დრო, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი?! ჰა, მი­პა­ცუ­ქე, ლა ცუ­­ცია? მან ჩა­­დი­ნა სე­რი­­ზუ­ლი და­ნა­შა­­ლი… შენ კი, რო­გორც შე­გატყ­ვე, კარ­გად იც­ნობ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­­ტი­ტუ­ცი­ას… ხო­და, ჩე­მი გო­გო, დას­­­ნაც გა­მო­­ტა­ნე: მა­მამ კა­ნო­ნი და­არ­­ვია. კითხ­ვა: რი­სი ღირ­სია? პა­სუ­ხი…

    ქე­თა­თო. იც­ით, ლას გეტ­­ვით?.. ჯა­კოს ხიძ­ნე­ბი ალა გაქვთ წა­კით­ქუ­ლი – იქ, ლო ჯა­კო მალ­გოც გა­­­პა­ტი­­ლებს?! პილ­ვე­ლად მალ­გოს ალ ეს­­­მოვ­ნე­ბა, მაგ­ლამ მე­ლე, იც­ოც­­ლეთ, გე­მოს ცა­­ტანს… ოლ­გაზ­მი – ოლ­გაზ­მია!.. უნ­და გე­ნა­ხათ, ლო­გო­ლი ბედ­ნი­­ლი სა­ხე ქონ­და ამ ცვენ ლია დე­­დაც?.. ვინ ვინ და მე კი ვი­ცი ძუც­ტად… იქ­ვე ვი­დე­ქი…

    ლია დე­­და. (კვნე­სა-კვნე­სით) ქე­თა­თო, დე­და, მარ­გოს ვგა­ვარ ეხ­ლა მეე?.. ვა­­მე-ვა­­მე!..

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. პა­სუ­ხი, ქე­თა­თო: მი­სი საქ­ცი­­ლის გა­მარ­­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ჭი­როა დრო, რა­თა მან გა­­აზ­როს ყვე­ლა­ფე­რი, მო­­ნა­ნი­ოს, აწ­ონ-და­წო­ნოს…

    ქე­თა­თო. ალა!.. მე მის გა­მალ­­ლე­ბას ალც გთქოვთ!.. ნუ­თუ, ლაც მე ვთქვი, აც­­თი გა­­გე­ბა­ლია თქვენ­­ვიც?.. მე აქ ალა კონ­­ლე­ტუ­ლი ად­­მი­­ნიც, ალ­­მედ ძო­გა­დად – სა­­კუ­ნიც პა­ტი­­ბაც გთქოვთ… ლე­ლი­გი­­ლი სენ­დო­ბა, ოგ­ონდ სა­კა­ცობ­ლიო კონ­ტექ­­­სი!.. (კვლავ ცქმუ­ტავს) იმ­­ტომ კი ალ გთქოვთ ამ­ას, ლომ პი­ლა­დი ინ­ტე­ლე­სი მა­მოძ­ლა­ვებს… (ხმა აუკ­ან­კალ­დე­ბა, ტი­რილს აპ­­რებს)

    ბე­ბია. აალა, ბე­ბა!

    ქე­თა­თო. …სა­ელ­თოთ პილ­ვე­ლი მე ვა­ძევ­დი მა­მაც სე­ნის­ნას! (გამ­ყი­ვა­ნი ხმით აბ­ღავ­­დე­ბა)

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. ჩა… ჩა-ჩა… ეეე…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. (თა­ნა­შემ­წეს) თქვე­ნი ბრა­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­­ვის­­ვის სიტყ­ვის მი­ცე­მა?!

    ბე­ბია. (ქე­თა­თოს ხელ­ში აიყ­ვანს, ქოთ­ქო­თით მი­დის გა­სას­­ლე­ლი­სა­კენ) სა­ნამ არ ჩა­აფ­­მე­ვი­ნა, მა­ნამ­დე არ მო­ეშ­ვა, რა!.. მყავს ეგ­ეც – მო­სა­მარ­­ლე!… ააალა, ბე­ბა, ალა! თუ­დი ეგ, თუ­დი!..

    დარ­ბაზ­ში აყ­ალ-მა­ყა­ლია, სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე სა­ზო­გა­დო­­ბას წეს­რი­გი­სა­კენ მო­­წო­დებს, ქე­თა­თოს მა­მა, უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ, კოც­ნის თა­ვის ხის ჯვარს. ქე­თა­თო გამ­კი­ვა­ნი ხმით ტი­რის.

    ერთ-ერ­თი დამ­­­რე. დაგ­ვაჯ­ვა რა, ამ ბავ­­­მა თავ­ზე…

    ფარ­და

    © “არილი”

  • პროზა (თარგმანი)

    ტო­მა­ზო ლან­დოლ­ფი

    ხე­ლე­ბი

    ფე­დე­რი­კო შინ ბრუნ­დე­ბო­და. ეზ­­ში შე­სულს მო­ზე­­მედ შე­ახ­ტა სახლის სა­და­რა­ჯოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ბე­ბე­რი მე­ძე­ბა­რი ძუკ­ნა. სა­მი მხრი­დან დახ­შუ­ლი ეზო ბოს­ტანს ეს­აზ­­­რე­ბო­და, მის მიღ­მა კი, და­ბა­ლი სახ­ლე­ბის იქ­ით ვიწ­რო ვა­კე გადაჭ­­მუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც დამ­რე­ცად უერთ­დე­ბო­და ჰორ­­ზონ­­ზე აღ­მარ­თულ მომ­­­ვა­ლებული ბორ­­ვე­ბის­გან შემ­­გარ ქედს. ღრუბ­ლე­ბით და­ფა­რუ­ლი მთვა­რე მას მქრქა­ლი და ბინ­დი­­ნი შუ­ქით ან­­თებ­და.

    ფე­დე­რი­კო სრუ­ლი­ად მარ­ტო ცხოვ­რობ­და თა­ვის დიდ­სა და უკ­აც­რი­ელ სახ­­ში. საქმის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად იგი შინ გვერ­დი­თი კა­რი­დან შე­დი­­და ხოლ­მე, სა­­და­ნაც ორი უბ­ად­რუ­კი სა­თავ­სო­სა და ერ­თი სა­კუჭ­ნა­ოს გავ­ლით ბო­ლოს­და­ბო­ლოს აღ­წევ­და სამზარ­­­ლომ­დე, რო­მე­ლიც ელ­ექ­­რო­ნა­თუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი პირ­ვე­ლი სა­თავ­სო იყო. ფე­დერიკ­ომ მძი­მე კლი­ტე მო­არ­გო სა­კეტს ოხვ­რი­თა და წუ­წუ­ნით სოფ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დაუძლე­ვე­ლი მოწყე­ნი­ლო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც გვი­­ნი ვახ­­მის მა­უწყე­ბე­ლი კედ­ლის საათ­ის გუ­ლის­წამ­ღე­ბი რეკ­ვით ცა­რი­ელ­სა და მარ­ტო­­ბით სავ­სე სა­ღა­მოს პირ­დე­ბოდა.

    ძუკ­ნა­საც უნ­დო­და შინ შეს­­ლა, ამ­­ტო­მაც გა­ღე­ბა არ აც­­ლა, ლოდ­სატყორ­­ნი­დან გა­მოს­რო­ლი­ლი ქვის სის­­რა­ფით მი­ვარ­და კარს და წი­ნა თა­თე­ბი და­­ში­ნა. მაგ­რამ იქ ფე­ხებ­ში გა­ებ­ლან­და პატ­რონს და მის­გან და­ტუქ­სულ­მა უეც­რად გა­იხ­სე­ნა სად­ღაც გა­და­მა­ლუ­ლი გა­მომ­­რა­ლი და ლაპ­ლა­პა ძვა­ლი, უკ­ან გა­მო­იქ­ცა, სა­მა­ლა­ვი­დან გამოჩხ­რი­კა თა­ვი­სი გან­ძი და ხმა­­რი­­ნად და­ატ­რი­­ლა ყბებ­ში.

    პირ­ვე­ლი სა­თავ­სოს გავ­ლი­სას ფე­დე­რი­კოს ყუ­რად­ღე­ბა ჩუმ­მა ჭრა­ჭუნ­მა მი­იპყრო. თაგ­ვიაო, გა­­ფიქ­რა, რად­გან იქ­­­რო­ბას არ აკლ­­ნენ. მარ­­ლაც, რო­ცა ას­ან­თი აანთო, ერთ მსუ­ქან ვირ­თაგ­ვას მოჰკრა თვა­ლი, რო­მე­ლიც აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და და კედლის გას­­­რივ მი­იჩ­ქა­რო­და ძველ­სა და ხმა­რე­ბი­დან გა­მო­სულ ავზ­ში და­სა­მა­ლა­ვად. ფე­დე­რი­კომ გა­იხ­სე­ნა, რო­გორ სძულ­და ძაღლს ვირ­თხე­ბი (ჯერ კი­დევ ბავ­­ვო­ბა­ში ხომ თვი­თონ და­ათ­რევ­და მას სხვენ­ში თაგ­ვე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად და ძაღ­ლიც, პატ­რონის სა­­მებ­ლად, ზო­მა­ზე მე­ტად გა­მო­­ჩენ­და ხოლ­მე თავს) და გა­დაწყ­ვი­ტა თა­ვი შეექ­ცია ამ ღა­მე­­ლი ნა­დი­რო­ბით. ძაღლს მო­უხ­მო, მაგ­რამ გა­რეთ მი­სი ღრღნის ხმა­ური კად­ნი­­რად არღ­ვევ­და ღა­მის დუ­მილს. ფე­დე­რი­კომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს მო­­ხერ­ხა თავისი ხმა საკ­მა­რი­სად და­ეტ­ვირ­თა მომ­თხოვ­ნე­ლო­ბით, თა­ნაც იმ­დე­ნი სა­სი­­მოვ­ნო დაპ­­რე­ბაც გა­­რია მო­წო­დე­ბა­ში, რომ ძუკ­ნა იძ­­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­ეწყ­ვი­ტა თა­ვი­სი საქ­მი­­ნო­ბა და ერთ­თა­ვად აგზ­ნე­ბუ­ლი გა­მოქ­ცე­­ლი­ყო. ფე­დე­რი­კომ მი­­თი­თა იმ ადგი­ლი­სა­კენ, სა­დაც ვირ­თაგ­ვა ეგ­­ლე­ბო­და და საქ­მის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად რამ­დენ­ჯერმე ძლი­­რად დაჰკრა ხე­ლი ავ­ზის თავ­სა­ხურს. შე­ში­ნე­ბულ­მა ვირ­თაგ­ვამ სას­­რაფოდ მი­­ტო­ვა თა­ვი­სი სა­მა­ლა­ვი. პა­ტა­რა ბრჭყა­ლე­ბის მღელ­ვა­რე ჩქამ­მა მო­ნიშ­ნა მისი ტრა­ექ­ტო­რია იატ­აკ­ზე ძაღ­ლის თა­თებს შო­რის, რო­მელ­მაც ვერ შეძ­ლო მი­სი ჩავლება და თვალ­თა­ხედ­ვის არ­­და­ნაც და­კარ­გა ვირ­თხა. და თუმ­ცა ად­­მი­­ნის ყნოს­ვა ვერ­­ფე­რია ძაღ­ლის გეშ­თან შე­და­რე­ბით, კა­ცის თვა­ლი ძაღ­ლის თვალ­ზე ბევ­რად მახვილია: ფე­დე­რი­კოს ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და ევ­­რა­­და, რომ ვირ­თაგ­ვა (არ­­ვინ იცის, რა­ტომ სხვა მხა­რეს არ გაქ­ცე­­ლა) იმ რკი­ნის სკივრს ქვეშ შე­­ყუ­ჟა, რო­მე­ლიც უშუ­­ლოდ იატ­აკ­ზე კი არ იდ­გა, არ­­მედ აბ­­ნოს ძვე­ლი კედ­ლი­დან შე­მორ­ჩე­ნილ ხის ძელ­ებ­ზე. ძაღ­ლი ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა და ბე­ბერ­მა ძუკ­ნა­მაც იმ­ის მა­გი­ერ, რომ სკივ­რის გარ­შე­მო ფხა­კუ­რი და­ეწყო, სულ მთლად და­ძა­ბუ­ლი გა­­რინ­და სკივ­რი­დან მო­შო­რებით სწო­რედ იმ გზა­ზე, რო­მელ­საც ქვე­ში­დან გა­მოქ­ცე­­ლი ვირ­თაგ­ვა უნ­და დად­გო­მოდა. ფე­დე­რი­კომ წიხ­ლე­ბი და­­ში­ნა სკივრს და ხის ძე­ლე­ბიც შე­არ­ყია, მაგ­რამ სუ­ლიერი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ფე­დე­რი­კომ იფ­იქ­რა, შევ­­დიო, და გარ­თო­ბით უკ­ვე საკ­მა­ოდ გაბეზ­რე­ბუ­ლი სა­თავ­სოს სიღ­­მე­ში გა­­შუ­რა. იქ­­დან გა­­გო­ნა, რო­გორ ფხა­კუ­რობ­და და წკმუ­ტუ­ნებ­და ძაღ­ლი იმ­ის უტ­ყუ­არ ნიშ­ნად, რომ სკივ­რის ქვეშ მარ­­ლაც იმ­­ლე­ბოდა ვირ­თაგ­ვა. ძაღლს აქ­ამ­დე პატ­რო­ნი­სათ­ვის მი­ენ­დო თა­ვი­სი მო­ვა­ლე­­ბა, ამ­­ტო­მაც დუმ­და და მის­გან ელ­­და მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ რო­გორც კი და­­ნა­ხა, რომ ფე­დე­რიკო უომ­რად სტო­ვებ­და ბრძო­ლის ველს, მო­უს­ვენ­რო­ბა გა­მო­ამ­­ღავ­ნა. საქ­მის ამგ­ვარმა შე­მობ­რუ­ნე­ბამ ფე­დე­რი­კოს კვლავ გა­უღ­ვი­ძა საბ­­ძო­ლო ჟი­ნი და უკ­ვე ად­­მისდრო­ინ­დე­ლი შან­­ლით შე­­­რა­ღე­ბუ­ლი და­აბ­რუ­ნა ძველ გზა­ზე.

    შან­და­ლი მი­წა­ზე დად­გა და ერ­თი მხრი­დან წა­მოს­წია სკივ­რი: ეშ­მა­კი ცხო­ვე­ლი მართ­ლაც ქვეშ იყო მომ­წყ­­დე­­ლი და მის გარ­შე­მო ატ­­ხი­ლი ხმა­­რის მი­­ხე­და­ვად სიც­ოცხ­ლის ნი­შან­წყალს არ ამჟ­ღავ­ნებ­და. სა­აშ­კა­რა­­ზე გა­მოყ­ვა­ნილ­მა უც­ებ ვერ შეძ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა და გი­ჟუ­რად აწყ­დე­ბო­და აქ­ეთ-იქ­ით ხის ძე­ლებს შორის: ასე მტრის თა­თე­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვას მა­ინც შეძ­ლებ­და, რად­გა­ნაც ძაღლს სა­მოქ­მე­დო არ­ის შეზ­ღუ­დუ­ლო­ბა ხელს უშ­ლი­და, სა­ბო­ლო­ოდ და­პატ­რო­ნე­ბო­და თა­ვის მსხვერპლს.

    ორ ცხო­ველს შო­რის ცხა­რე ბრძო­ლა გა­­მარ­თა, ვირ­თაგ­ვას გამ­ყი­ვა­ნი წრი­პი­ნის თან­­ლე­ბით. ეს მის ვე­­ბერ­თე­ლა მტერ­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და, რად­გა­ნაც იგი უფრ­თხილ­დე­ბო­და თა­ვი­სი ლა­შე­ბის სველ და­უც­ვე­ლო­ბას და ვერ ბე­დავ­და მსხვერპლისთ­ვის პი­რის დავ­ლე­ბას, არ­­მედ დრო­დად­რო მრის­ხა­ნედ და­უღ­­ჭი­­ლებ­და კბი­ლებს ცხვირ­წინ, მე­რე კი მსწრაფლ უკ­­იქ­ცე­­და. ამ­რი­გად, ხის ძე­ლებს შო­რის მომწყვდეული და ამ ძე­ლე­ბით და­ცუ­ლი ვირ­თაგ­ვა, რომ­ლის ყვე­ლა­ზე მოწყ­­ლა­დი ად­გი­ლე­ბი ძაღლის­­ვის მი­უწ­­დო­მე­ლი იყო, მხო­ლოდ უშ­ვე­ლე­ბელ დრუნჩს ებრ­ძო­და. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, რო­ცა მდგო­მა­რე­­ბა სრუ­ლი­ად აუტ­­ნე­ლი გახ­და, ვირ­თაგ­ვამ მარ­­ვე ილ­­თით მო­ატყუა ძუკ­ნა და ეზ­ოს­კენ გა­ვარ­და.

    ძაღ­­მა წამ­ში დას­­ლია მარ­ცხით გა­მოწ­ვე­­ლი გა­ოგ­ნე­ბა, ელ­ვის უსწ­რა­ფე­სად გამ­­უდ­გა უკ­ან და მის­მა ნახ­ტომ­მა სან­­ლის ალი ჩა­აქ­რო. ძაღ­ლის თა­თე­ბის ორი დარტყმა ვირ­თაგ­ვას მრა­ვა­ლი ნა­ბი­ჯის ტო­ლი იყო, ამ­­ტო­მაც ეზ­­ში დევ­ნა დიდ­ხანს არ გაგ­­ძე­ლე­ბუ­ლა.

    ფე­დე­რი­კო, მომ­­და­რის უბ­რა­ლო მოწ­მე, გა­რეთ გა­მო­ვი­და. ძუკ­ნას სხე­­ლის შუა ნაწილ­ში და­ევ­ლო პი­რი ვირ­თაგ­ვი­სათ­ვის და ძლი­­რად აქ­ნევ­და მას ჰაერ­ში, ერ­თი მხრივ, მო­სახ­­ჩო­ბად, მე­­რე მხრივ კი, რა­თა თვით მოძ­რა­­ბის ძა­ლით შე­­შა­ლა ვირ­თაგვის­­ვის დრუნ­ჩის ნაზ კან­ზე კბე­ნა. ცო­ტა ხნის შემ­დეგ მი­წა­ზე აგ­დებ­და ვირ­თაგვას, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის შე­დეგ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. სულ მთლად დამ­­­რე­­ლი და დაჟე­ჟი­ლი ვირ­თაგ­ვა წა­მი­­რი უძ­რა­­ბის შემ­დეგ ცდი­ლობ­და გვერ­­ზე გა­ხო­ხე­ბას და ძაღ­ლიც კვლავ კბი­ლებ­ში იმწყ­­დევ­და. მაგ­რამ ეს ძუკ­ნას ცინ­ცხა­ლი მგრძნო­ბე­ლობის­­ვის ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტე­ბი იყო, რად­გან ვირ­თაგ­ვა თა­ვის სი­ცოცხ­ლეს ძვირ­ად უფ­­სებ­და და პი­რაღ­მა დაგ­დე­ბუ­ლი — რაც მი­სი საბ­­ძო­ლო პო­ზი­ციაა — შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იც­ავ­და თავს ხე­ლე­ბით (ვირ­თაგ­ვას თა­თე­ბი ხომ მარ­­ლაც მომ­­ვა­რულ ხე­ლებს ჰგავს) და კბი­ლე­ბით. გა­მო­რიცხუ­ლი არც ის არ­ის, რომ რა­ღაც ზიზ­ღის მაგ­ვა­რი აბრ­კო­ლებ­და ძაღ­ლის გა­დამ­წყ­ვეტ მოქ­მე­დე­ბას, ან სუ­ლაც ნერ­ვებს უშ­ლი­და ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა, ხე­შე­ში ბეწ­ვე­ბით შე­­­რა­ღე­ბუ­ლი დინ­გი.

    აქ ფე­დე­რი­კომ შე­ნიშ­ნა, რომ ვირ­თაგ­ვა გაქ­ცე­ვი­სა და ბრძო­ლის მცდე­ლო­ბი­სას უკან რა­ღაც გრძე­ლი და მქრქა­ლად მო­ლაპ­ლა­პე ჭიპ­ლა­რის მაგ­ვარს მი­ათ­რევ­და, რო­მელიც ხან სხე­­ლის გარ­შე­მო ეხ­ვე­­და, ქვე­ვით, ხა­ნაც ეზ­ოს მტვერ­ში იგ­ან­­ლე­ბო­და, ასე რომ ცო­ტა ხან­ში სრუ­ლი­ად და­კარ­გა თა­ვი­სი მწი­რი ელ­ვა­რე­ბა. ფე­დე­რი­კო და­­ხარა და მთვა­რის სუსტ ნა­თელ­ში და­აკ­ვირ­და სა­განს. აღ­მო­­ჩი­ნა, რომ ეს ნაწ­ლა­ვი იყო და გა­­­ცა მი­სი სიგ­­ძე და სიწ­­რი­ლე. ში­შით მო­ცუ­ლი გა­იქ­ცა უკ­ან, რა­თა ეზ­­ში შუქი აენ­თო: ნამ­­ვი­ლად ნაწ­ლა­ვი იყო, თუმ­ცა უკ­ვე ძნე­ლად საც­ნო­ბი და მტვრი­­ნი. ცხო­ვე­ლის სხე­ულს არ სწყდე­ბო­და და სწო­რედ რომ ჭიპ­ლა­რის მსგავ­სად გა­მო­დი­­და მისი მუც­ლი­დან. ახ­ლა, გაქ­ცე­ვის ერთ-ერ­თი მცდე­ლო­ბი­სას გა­მოშ­ვე­რილ ქვას მო­­დო და ორ­ად გაწყ­და, თუმ­ცა­ღა უგრ­ძე­სი ნა­წი­ლი კვლა­ვაც დას­­რევ­და სხე­ულს და იმ­­ორებ­და ყო­ველ მის კრუნ­ჩხ­ვას.

    ვირ­თაგ­ვა უკ­ვე სრუ­ლი­ად და­მარ­ცხე­ბუ­ლი იყო და უც­ნა­ურ პო­ზა­ში იწ­ვა, უკ­­ნა მხარ­ეს მუ­ცელს იყო დაყ­­­ნო­ბი­ლი, წი­ნა მხრით კი გვერ­­ზე გა­წო­ლი­ლი­ყო, ისე რომ წინა ხე­ლე­ბი მი­წის ზე­და­პი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ეშ­ვი­რა, უკ­­ნე­ბი კი სა­სო­წარ­­ვეთით გა­­ფარ­ჩხა. მთე­ლი სხე­­ლი აგ­­ნი­ის კრუნ­ჩხ­ვებს მო­ეც­ვა, პი­რი კი გამ­წა­რე­ბით ყლა­პავ­და ჰაერს. ფე­დე­რი­კომ ვერ გა­უძ­ლო ამგ­ვარ სა­ნა­ხა­­ბას და ძაღ­ლი შე­­გუ­ლიანა ვირ­თაგ­ვას მო­საკ­ლა­ვად. ოღ­ონ­დაც უკ­ვე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბულ­მა ძუკ­ნამ ვე­რა­ფერი გა­­გო: მას შემ­დეგ რაც მტე­რი და­მარ­ცხე­ბუ­ლია რა აზ­რი აქვს, კი­დევ ერთხელ ჩააგ­დო საფ­­თხე­ში სა­კუ­თა­რი ყე­ლის სირ­ბი­ლე? ფე­დე­რი­კო ას­ტა­მის მო­სა­ძებ­ნად გაეშუ­რა, რომ ასე მო­ეკ­ლა თაგ­ვი. თა­ვის გა­ჩეჩ­­ვა არ ის­ურ­ვა, რად­გან სის­­ლის შხე­ფების შე­­შინ­და, სხვა­გან კი გრძნობ­და, რომ ვირ­თაგ­ვას მსუ­ქა­ნი და რბი­ლი ხორ­ცი ადვი­ლად იჩ­­ტე­ბო­და დარ­ტყ­მის ქვეშ: ვირ­თაგ­ვას თით­ქოს­და სულ არ ჰქონ­და ძვლე­ბი. იგი გა­ნაგ­­ძობ­და კრუნ­ჩხ­ვას, რო­მე­ლიც თით­ქოს­და უკ­ვე ცნო­ბი­­რი იყო, და დრო­დადრო ხე­ლით მი­წას ფხაჭ­ნი­და. მი­სი ოდ­ნავ გად­მო­კარ­­ლუ­ლი, შა­ვი და პირ­ქუ­ში თვალები ყო­ველ­­ვა­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე იყ­­რე­ბოდ­ნენ. გვერ­­ზე გა­წო­ლი­ლი ისე ჩან­და, თით­ქოს­და რა­ღაც უგრ­­ნო­ბელ­სა და სის­­ლი­ან უძ­ლუ­რე­ბა­ში იყო ჩა­ვარდნილი. და მა­ინც, მი­სი სხე­­ლის უკ­­ნა ნა­წი­ლი გა­საქ­ცე­ვად მზად­ყოფ­ნას გა­ნა­სა­ხიერებ­და. ფე­დე­რი­კო ამ სხე­­ლი სრულ­მა უმ­ან­კო­­ბამ გა­ნაც­ვიფ­რა. მას­თან ბრძო­ლას გან­აგ­­ძობ­და და დახ­­ჩო­ბა მო­უნ­დო­მა. ამ­­ტო­მაც შე­მო­ატ­რი­­ლა ას­ტა­მი და ყელ­ზე დააჭ­­რა. უშ­­დე­გოდ: ყე­ლი ის­­ვე ნებ­დე­ბო­და ძა­ლას და ის­­ვე იჩ­­ტე­ბო­და, რო­გორც დან­არ­ჩე­ნი სხე­­ლი. რბი­ლი ხორ­ცის სქე­ლი ფე­ნის ქვეშ არც ხერ­ხემ­ლის სი­მაგ­რე იგრძნო­ბო­და. მხო­ლოდ კა­ნი იჭ­­მე­ბო­და და აშ­იშ­­ლებ­და უკ­ვე ჩა­მო­კი­დე­ბულ ულ­ვა­შებს შო­რის პა­წა­წი­ნა კბი­ლებს, რად­გა­ნაც და­ჭე­რი­სას თა­ვი უკ­ან იწ­ევ­და და პა­ტა­რა პირი სამ­კუთხად იღ­­ბო­და რა­ღაც­ნა­­რი გა­მო­უთ­­მე­ლი მხი­­რუ­ლე­ბის ნიშ­ნად. ვირ­თაგვა ახ­ლა ჩვილ ბავშვს ჰგავ­და, სა­ტირ­ლად რომ ემ­ზა­დე­ბა, ოღ­ონ­დაც მწუ­ხა­რე­ბის გარ­­შე. ფე­დე­რი­კოს ის­­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვა ნე­ბივ­რობ­და. იმედ­და­კარ­გულ­მა კვლავ ძაღლს მო­უხ­მო, რო­მე­ლიც ბო­ლოს­და­ბო­ლოს მი­უხ­­და სურ­ვილს: ამ­აზ­­ზენ­მა ტკა­ცუნ­მა დე­და­მი­წა­ზე ჩვე­ნი ვირ­თაგ­ვის სტუმ­რო­ბას ბო­ლო მო­­ღო, ძაღ­­მა მას თა­ვის ქა­ლა ჩა­უმ­­­რია.

    ბრძო­ლა სრუ­ლი­ად უს­ის­­ლო იყო. მარ­­ლაც, სის­­ლის არც ერ­თი წვე­თი არ ჩან­და არც მი­წა­ზე, არც ვირ­თაგ­ვას ბეწ­­ზე, არც მი­სი პი­რი­დან მო­­დი­ნე­ბო­და. ფე­დე­რი­კომ კუდ­ით ას­წია იგი. კუ­დის წვე­რი ბრძო­ლი­სას გა­იც­რი­ცა და ბალ­ნი­­ნი რგო­ლე­ბის მიღმა ხერ­ხე­მა­ლი გა­შიშ­­ლე­ბო­და. ფე­დე­რი­კო შუქ­ზე და­აკ­ვირ­და ვირ­თაგ­ვას: მუ­ცელ­ზე ძაღ­ლის ეშ­ვით და­ტო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­ხე­ვი­დან რა­ღაც ხმე­ლი, და­ნა­­ჭე­ბუ­ლი სო­კოს მსგავსი იყო გა­მოშ­ვე­რი­ლი და ნაწ­ლა­ვის ნარ­ჩე­ნი. სის­­ლის კვა­ლი არც აქ ჩან­და.

    ფე­დე­რი­კომ ცხო­ვე­ლი ეზ­ოს შუ­­გულ­ში და­ას­ვე­ნა, ისე რომ დი­ლას მო­სულ მო­ახ­ლეს და­­ნა­ხა და, იქ­ნებ, შე­ში­ნე­ბო­და. მე­რე ძაღლს და­­ძა­ხა სტვე­ნით და შინ შე­ვი­და.

    მას შემ­დეგ რაც სა­ლა­თი შეკ­მა­ზა, წყა­ლი მო­­ტა­ნა, ყვე­ლა ზედ­მე­ტი შუ­ქი ჩა­აქ­რო და კი­დევ ათ­ას­ნა­­რად შე­­წუ­ხა თა­ვი, ბო­ლოს­და­ბო­ლოს სა­ვახ­­მოდ მი­უჯ­და სუფ­რას. ერ­თი რამ დაგ­ვა­ვიწყ­და — წიგ­ნი. ამ მარ­ტო­სუ­ლი ვახ­­მის თა­ვა­პირ­ვე­ლი პირობა იყო ფრან­გუ­ლი მას­ლა­­თი წარ­მოდ­გე­ნილ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს­თან. ახ­ლაც, რო­გორც კი კარ­ტო­ფი­ლის პირ­ვე ნა­ჭერს დას­­­და ჩან­­ლით, ფე­დე­რი­კომ წა­მო­იწყო: ah, oui, Monsieur, je vous l’assure, c’est un spectacle dont vous devriez vous régaler… ას­­ვე გა­ნაგ­­ძობ­და გა­მო­ტე­ნი­ლი პი­რით, თან მა­გი­დის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ის­რო­და მზე­რას. ოღ­ონ­დაც ვირ­თაგ­ვა­ზე მო­­ლოდ­ნელ­მა აზრმა გამ­­­ვა­ლა მი­სი გო­ნე­ბა, აზრ­მა კი არა, ში­ნა­გან­მა მი­წის­­ვე­შა გრძნო­ბამ, რაღა­ცამ, რაც უეც­რად და უც­ნა­­რად და­­კა­კუ­ნა შიგ­ნი­დან, მი­­ნიშ­ნა, რომ ჩას­ძი­­ბოდა, და ას­­ვე სწრა­ფად გან­ქარ­­და. ფე­დე­რი­კომ გა­ნაგ­­ძო ლა­პა­რა­კი, ში­ნა­გა­ნი ხილვა რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და, თა­ნაც სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და: შე­საძ­ლოა დიდ დროს გა­ევ­ლო, სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წამ­ში ფე­დე­რი­კო უკ­ვე მის კარის სი­ახ­ლო­ვეს დას­ვე­ნე­ბუ­ლი ვირ­თაგ­ვას თით­­მის ფი­ზი­კურ­მა აღქ­მამ მო­იც­ვა. და თუმ­ცა მა­დი­­ნად ჭა­მა არ შე­უწყ­ვე­ტია, მა­ინც მო­­ძა­ლა სევ­და, სიბ­რა­ლუ­ლი და განსა­კუთ­რე­ბით კი — ყო­ველ­­ვარ ხი­ლულ მი­ზეზს მოკ­ლე­ბუ­ლი წუ­ხი­ლი. მა­გი­დის ძირს ძაღ­ლი მო­ად­გა და საჭ­მე­ლი სთხო­ვა. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოპყ­რო­ბის იმედი ჰქონ­და თა­ვი­სი წე­ღან­დე­ლი სი­ყო­ჩა­ღის წყა­ლო­ბით, და მარ­­ლაც, სხვა გზა არ იყო ფე­დე­რი­კოს აუც­­ლებ­ლად უნ­და და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა იგი. პატ­რონ­მა რამ­დე­ნი­მე ნუგ­ბა­რი ლუკ­მა და­­დო და თა­ნაც ალ­ერ­სიც არ და­­შუ­რა, რა­თა პი­რუტყ­ვის სამ­სა­ხური და­­ფა­სე­ბი­ნა.

    ვახ­­მის შემ­დეგ, ჩვე­­ლე­ბი­სა­მებრ, კითხ­ვას შე­უდ­გა. იმ­ხა­ნად ერ­თი თა­ვი­სი სეხნი­ის თავ­გა­და­სა­ვალს კითხუ­ლობ­და, სა­თა­­რად “სან­ტი­მენ­ტა­ლუ­რი აღზ­­და”, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და წი­ნა­ღა­მემ­დე. ახ­ლა კი ერ­თობ მტკნა­რი ეჩ­ვე­ნა ყვე­ლა­ფე­რი, თა­ნაც კითხ­ვის­გან მხო­ლოდ გუ­ლის­რე­ვის გრძნო­ბა გა­მოჰქონდა და მო­უს­ვენ­რო­ბაც უზ­­მოდ იზრ­დე­ბო­და. წიგ­­ში ეძ­ებ­და თა­ვი­სი წი­ნან­დე­ლი მწველი შეგ­­­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას და, რო­გორც ეჩ­ვე­ნე­ბო­და, მხო­ლოდ რა­ღაც უს­ას­რულოდ მსუ­ბუქ­სა და სუსტს პო­­ლობ­და. მო­ითხოვ­და, რომ მწე­რალს გა­მო­ეყ­ვა­ნა იგი უფსკრუ­ლი­დან, მაგ­რამ მწე­რალს სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ­­საყ­ვა­ნად ძლივს ყოფ­ნი­და და სად­ღაც თა­ვის­­ვის ფხა­კუ­რობ­და.

    არ­­ფე­რი იძ­ლე­ვა სის­­ლი­სა და ხორ­ცის უფ­რო ძლი­ერ შეგ­­­ნე­ბას, ვიდ­რე შიგ­ნეულო­ბა და მი­სი თბი­ლი სიმ­­რა­ლე. ფე­დე­რი­კო გრძნობ­და, რო­გორ ახრ­ჩობ­და ვირ­თაგ­ვას ნაწ­ლა­ვი, რო­გორ ყელ­ში ამ­ოს­დი­­და მი­სი ხორ­ცი. ამ ქო­ნი­­ნი ხორ­ცის გე­მო და სუ­ნი მი­სი არ­სე­ბის პი­რო­ბად ქცე­­ლი­ყო და ფე­დე­რი­კოც მას პირ­და­პირ და უშ­­­ლოდ სისხლით იგ­­მოვ­ნებ­და. და­სა­ძი­ნებ­ლად წას­­ლა იფ­იქ­რა, მაგ­რამ რო­გორ და­­ძი­ნებ­და, როცა კა­რებ­თან მოკ­ლუ­ლის გვა­მი იდო? ის კი არა, მო­ეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვას სუ­ლი მის გარ­შე­მო და­ფარ­ფა­ტებ­და, თით­­მის ხი­ლუ­ლი და ხელ­შე­სა­ხე­ბი, ოდ­ნავ სა­ში­შა­რი და ოდ­ნა­ვაც მოწყა­ლე, თა­ნაც მის სა­კუ­თარ სულს ებ­მო­და ღრმა და და­ურ­­ვე­ვე­ლი კავში­რით.

    ამ მკვლე­ლო­ბის გა­მოს­ყიდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ასე უპ­­ტი­­ბე­ლი და უზ­ღა­ვი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­მა­რა­დი­სოდ.

    ცუ­დად ეძ­­ნა. სიზ­­რა­დაც ზუჩ-მუ­ზა­რა­დი­­ნი ვირ­თაგ­ვე­ბის ერ­თი გრძე­ლი მწყობრი იხ­­ლა, ხე­ლით რომ შავ თოკს ეჭ­­დე­ბოდ­ნენ, წინ უვ­ლიდ­ნენ და მოხ­დე­ნი­ლად თავს უკ­რავ­­ნენ. ერთ­მა სა­შუ­­ლო ზო­მის ვირ­თაგ­ვამ წინ გა­დად­გა ნა­ბი­წი და მთე­ლი მწყობ­რი გა­­ჩე­რა, ნაღ­­ლი­­ნად შე­ხე­და ფე­დე­რი­კოს და მძი­მე ად­­მი­­ნუ­რი ხმით უთხრა: კე­თი­ლი, შე­გინ­დობ. ამ­ის შემ­დეგ ყო­ვე­ლი­ვე დას­რულ­და ყუ­რის­წამ­ღე­ბი წრი­პი­ნითა და რა­ღაც­ნა­­რი ფერ­ხუ­ლით, რო­მე­ლიც ღა­მე­ულ სივ­­ცე­ში იკ­არ­გე­ბო­და. “ვიპოვ­ნი! აუც­­ლებ­ლად ვი­პოვ­ნი მას!” — თა­ვის თავს ეუბ­ნე­ბო­და ფე­დე­რიკო და გა­ხა­რე­ბულ­მა იმ­ით, რომ ხელთ გზამ­­­ლე­ვი ეჭ­­რა, შორს ჰაერ­ში გა­დატყორცნა წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი (სწო­რედ ეს იყო შა­ვი თო­კი, რო­მელ­საც ეჭ­­დე­ბოდ­ნენ ვირ­თაგ­ვები), პირ­ქუ­ში ჰორ­­ზონ­ტის­კენ. მაგ­რამ ნაწ­ლავს ბო­ლო არ უჩ­ან­და და ფე­დე­რი­კო­საც, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი სა­­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბნე­ლი ხე­­ბე­ბის თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და, ბოლ­ოს­და­ბო­ლოს სუნ­­­ვა შე­ეკ­რა და გა­მო­ეღ­ვი­ძა.

    ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა გვამს რიჟ­რა­ჟი დაჰნა­თო­და. ამ ნა­თე­ბას მქრქა­ლად ირ­ეკ­ლავდა მი­სი პა­ტა­რა, გად­მო­კარ­­ლუ­ლი და უკ­ვე ჩამ­­რა­ლი თვა­ლე­ბი. კე­თილ­სინ­დი­სი­ერი მო­ხე­ლე­­ბის იერ­­თა და იმგ­ვა­რი და­სი­­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში რომ შეგხ­­დე­ბა ზამ­­რის დი­ლას, მის გარ­შე­მო მრა­ვა­ლი საქ­მი­­ნი ჭი­ან­­ვე­ლა ირ­­­და. ეზო­ში მდგა­რი აკ­­ცი­­ბი მა­თი დღის და­საწყის­ში თით­ქოს­და ყე­ლის ჩაწ­მენ­დას ცდილობ­­ნენ. ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით თით­­მის გა­მომ­­რა­ლი ეგ­დო ნაწ­ლა­ვის ნაგ­ლე­ჯი. თხრილში ჩა­წო­ლი­ლი ძაღ­ლი დი­ლის ნი­ავ­ზე თრთო­და.

    ფე­დე­რი­კო ღა­მის პე­რან­­ში გა­მო­ვი­და ეზ­­ში, მი­წი­დან აიღო ვირ­თაგ­ვა, ჩა­მო­აფერთხა ჭი­ან­­ვე­ლე­ბი და ხე­ლახ­ლა შე­ათ­ვა­ლი­­რა: ამ­ოგ­ლე­ჯი­ლი ში­გა­ნი სულ დამ­­ვერი­ლი იყო, საბ­რა­ლო ცოცხა­ლი ხორ­ცი. ფე­დე­რი­კომ ულ­ვა­შე­ბი გა­უს­წო­რა, ზურ­გით მკერდზე მი­­ხუ­ტა და ბავ­­ვი­ვით და­უწყო რწე­ვა. თან ლო­ყა მი­­დო და ბეწ­­ზე ეფ­­რე­ბოდა. ძაღ­ლის ნაკ­ბი­ლა­რი შე­ნიშ­ნა, უბ­ეწ­ვო ად­გი­ლი პა­წა­წი­ნა მხარ­ზე. ზედ სა­ლო­კი თითი გა­და­უს­ვა, თით­ქოს­და ტკი­ვი­ლის და­სა­­მებ­ლად. “ჩე­მო თა­გუ­ნავ! ჩე­მო პატ­­რა საბ­რა­ლო თა­გუ­ნავ!” — კვნე­სო­და და კვნე­სით ჩა­დი­­და ბოს­­ნისკენ მი­მა­ვალ კი­ბე­ებ­ზე ჩა­დი­­და ვირ­თაგ­ვას გვამს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი. ბოს­ტან­ში უცნაური სა­გა­ლო­ბე­ლი აღ­ავ­ლი­ნა და საქ­მეს შე­უდ­გა, რო­გორც პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის თო­ჯი­ნას ას­აფ­ლა­ვებს. და­­ჩო­ქა, პა­ტა­რა ორ­მო ამ­ოთხა­რა, იქ სა­თუ­თად ჩა­ასვე­ნა ვირ­თაგ­ვა და მი­წა მი­­ყა­რა. “მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ჩე­მო საბ­რა­ლო თაგუ­ნავ!” — გა­­მე­­რა და დიდ­ხანს დარ­ჩა და­ჩო­ქი­ლი და მი­წის პა­ტა­რა გორ­აკს დაშ­ტე­რე­ბუ­ლი. მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის ფან­­რი­დან მას ვი­ღაც გლე­ხის ქა­ლი უყუ­რებ­და სა­­ცა­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­­ბით. წა­მოდ­გა და თა­ვის გრძელ ღა­მის პე­რანგში ღირ­სე­­ლი ნა­ბი­ჯით გა­­მარ­თა ში­ნი­სა­კენ, თან მა­ღა­ლი ხმით გა­ლობ­და სა­ეკ­ლესიო ხმა­ზე, რო­გორც სტი­ქა­როს­ნო­ბის დრო­­დან იყო მიჩ­ვე­­ლი.

    ეს სრუ­ლი­ად არ ნიშ­ნავს, რომ ფე­დე­რი­კო გა­გიჟ­და. ვგო­ნებ, მის­გან პრო­ვინ­ცი­ის სა­­კე­თე­სო ად­ვო­კატ­თა­გა­ნი დად­გა და თა­ვის ძაღ­­თა­ნაც ბო­ლომ­დე შე­­ნარ­ჩუ­ნა მეგ­ობ­რო­ბა. მაგ­რამ ერ­თი სი­სუს­ტე კი და­­მარ­თა: ხან­და­ხან, მა­ში­ნაც, რო­ცა თმე­ბი უკვე შე­­ვერ­ცხ­ლა, და­ხე­ტი­­ლობ­და თა­ვი­სი სახ­ლის უკ­აც­რი­ელ ოთ­­ხებ­ში, სა­კუჭ­ნაოებ­ში, სა­თავ­სო­ებ­ში და იძ­ახ­და: მო­დით, პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბო, მო­დით, გულ­ში ჩა­გი­ხუ­ტოთ!.. პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბიც, რო­ცა მათ­თან შეხ­ვედ­რის ბე­დი გა­­ღი­მებ­და, ინ­ტე­რე­სი­თა და ოდ­ნა­ვი ში­შით უყ­­რებ­­ნენ მას თა­ვი­ან­თი მრგვა­ლი მო­ლაპ­ლა­პე თვა­ლე­ბით და მის წინ იწ­ყებ­­ნენ შლი­გინს შო­რე­­ლი მე­ხის მაგ­ვა­რი მსუ­ბუ­ქი გუ­გუ­ნით.

    © “არილი”

  • პროზა

    თამრი ფხაკაძე

    ­­­­ვენერა და ბოტიჩე­ლი

    სა­ღა­მო­ხანს ქა­რი ამ­­იჭ­რა, მო­ყა­რა ღრუ­ბე­ლი და მა­ლე კო­კის­პი­რულ­მა წვი­მა­მაც და­უშ­ვა. ვერ იტყ­ვის კა­ცი, პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში პრეს­ტი­ჟუ­ლად წვიმ­და და არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში – არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლა­დო.

    ორ­­ვე­გან ერთ­ნა­­რად უთ­ქა­ფუ­ნებ­და. ერთ­ნა­­რად რეცხავ­და თქე­ში აქ­ეთ ელ­­ტა­რუ­ლი რეს­ტორ­ნის, იქ­ით კი მა­მა-პა­პუ­რი სა­ხინ­­ლის მი­ნებს. ერთ­ნა­­რად უშ­ხა­პუ­ნებ­და სა­ხუ­რა­ვებს, რა­ფებს, კი­ბე­ებს, ას­ფალტს… ერთ­ნა­­რად ლუმ­პავ­და ჭად­რებ­სა და ბზის ბუჩ­ქებს.

    პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი სო­ლი­დურ სა­ვარ­ძელ­ში ჩაფ­ლუ­ლი­ყო და ამ უეც­არ, ნაჩ­ქა­რევ თქეშ­ზე ფიქ­რობ­და. ფიქ­რობ­და და სა­გან­გე­ბო სე­სი­ას ამს­გავ­სებ­და. ქა­რის და­ბერ­ვა… ღრუბ­ლე­ბის უც­ებ შეყ­რა… თქე­ში… კენ­ჭის­­რა… კონ­­ტი­ტუ­ცია… მუხ­ლე­ბი…

    ახ­ლა სხვა მუხ­ლებ­ზე წა­მო­­ფიქ­რა. წა­ცურ­და ოც­ნე­ბებ­ში ბრა­სით… ბა­ტერ­­ლა­ით… ბა­ყა­ყუ­რით. მე­რე სუ­ლაც, ძა­ლი­ან ღრმად ჩაყ­ვინ­თა… ჩა­­ძი­რა…

    ტე­ლე­ფონს სატ­­ფოს ხე­ლი­ვით ნა­ზად დას­­­და და პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნი­დან არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში ზარ­მა გა­იწ­­რი­­ლა.

    – ალო!

    – ირ­მა… მე ვარ, სი­ცოცხ­ლე…

    – დი­ახ. კი.

    – წვიმს მან­დაც?

    – კი… დი­ახ.

    – არ მო­გე­ნატ­რე? არ შევ­­­დეთ?

    – რა­ტო ჩურ­ჩუ­ლებთ?

    – კარ­გი, კარ­გი პა­­ტა. შე­გეხ­მი­­ნე­ბი ცო­ტა ხან­ში. სპა­სი­ბა, ძმაო.

    წვიმ­და კო­კის­პი­რუ­ლად. პირ­და­პირ და მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე.

    ცო­ტა ხან­ში:

    – ალო. ირ­მა, მე ვარ ის­ევ…

    – რას ამ­ბობ­დით, რა პა­­ტაო?..

    – რა ბავ­­ვი ხარ, ვგიჟ­დე­ბი! ჩე­მი ცო­ლი შე­მო­ვი­და.

    – აა. მე­რე რა?

    – ჰმ. მე­რე რაო… შე­ნი ნახ­ვა მინ­და, ირ­მუშ­კი. გინ­და რეს­ტო­რან­ში დაგ­პა­ტი­ჟო?

    – რეს­ტო­რან­ში?

    – ჰო. იცი, ამ წვი­მა­ში რა კარ­გი იქ­ნე­ბა?

    – რა ვი­ცი.

    – წა­ვი­დეთ?

    – რა ვი­ცი. ნამ­ცხ­ვარს ვაცხობ ეხ­ლა და…

    – მაგ ნამ­ცხ­­რე­ბის ცხო­ბა-გა­ყიდ­ვა შე­ნი საქ­მე არაა, ჩე­მო სი­ცოცხ­ლე..

    – აბა?

    – აბა და კარგ რეს­ტო­რან­ში უნ­და იჯ­დე და იქ­ით უნ­და უკ­ვე­თავ­დე ნა­ირ-ნა­ირ ნამ­ცხ­ვარს. გა­მოპ­რან­ჭუ­ლი. ფე­ხი-ფეხ­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი. ფე­ხი გაკ­ლია, თუ…

    – ხე­ლი!! გაგ­ლა­ხავ იც­­დე!

    – რაო?

    – ჩემ ძმას ვე­უბ­ნე­ბი… თქვენ არა. კრემს ჭამ­და და…

    – თქვე­ნო­ბით რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ირ­მა, გულს მტკენ… და­­კოც გყავს, პა­ტა­რა, ხო?

    – კი, ეთ­­ნა.

    – მოკ­ლედ, ჩა­იც­ვი ახ­ლა და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მანდ ვარ.

    – ვერ დავ­ტო­ვებ…

    – ნამ­ცხ­ვარს?

    – ბავ­­ვებს. ნამ­ცხ­ვარს კი მოვ­­ჩე­ბი უკ­ვე…

    – მმმ… და­­ტო­ვე ვინ­მეს… მე­ზო­ბელს…

    – არ დარ­ჩე­ბი­ან ეს­­ნი სხვას­თან. ჩემ­ზე არ­­ან მო­წე­პე­ბუ­ლი.

    – მა­გას არც მე და­ვი­წუ­ნებ­დი…

    – გცემ, იც­­დე, შა­კო! მა­ცა­დე ლა­პა­რა­კი! მო­შორ­დი მა­გას!

    – ალო!

    – ალო. დი­ახ.

    – მოკ­ლედ, უთ­ხა­რი შა­კოს, წა­ვალ ახ­ლა და მა­გარ კომ­პი­­ტერს მო­გი­ტან-თქო…

    – არ უყ­ვარს ამ­ას მა­გი…

    – არა? შენც, რაც უყ­ვარს, იმ­ას და­პირ­დი. ორ­­ვეს. ბიჭ­საც და გო­გო­საც.

    – მარ­­ლა?

    – აბა?! რა უყ­ვართ, მითხა­რი…

    – ეთ­­ნას უყ­ვარს…

    – ჰო. თქვი, ნუ გე­რი­დე­ბა.

    – თბი­ლი პალ­ტო…

    – ჰო­და, შე­ვი­­როთ და… შა­კოს რა უყ­ვარს?

    – შა­კოს… თბი­ლი ბა­თინ­კი…

    – თქვი, მე­რე ჩე­მო სი­ცოცხ­ლე! შენ თქვი და! ჩე­მი ტყუ­­ლი კაცს არ უნ­­ხავს ჯერ! მე რომ კაცს დავ­პირ­დე­ბი… მით უფ­რო, – ქალს…

    წვიმ­და. უტ­ყუ­­რად, ალ­ალ­მარ­­ლად უშ­ხა­პუ­ნებ­და…

    სწო­რედ ამ დროს არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლი­ვე უბ­ნის ერ­თი სა­ხინ­­ლი­დან ახ­ალ­გაზ­­და გა­მო­ვი­და. პილ­პილ­მოყ­რი­ლი ხინ­­ლით რის­კი­­ნად და­ნაყ­რე­ბუ­ლი, შე­ხუ­რე­ბუ­ლი და ჯი­ბე­და­ცა­რი­­ლე­ბუ­ლი. მე­რე რა! აგ­ერ, მი­სი შინ­დის­ფე­რი, 80-იანი წლე­ბის “ჟი­გუ­ლი”, ზედ ტაქ­სის ნიშ­ნით. წა­ვა. გა­უყ­ვე­ბა ნელ-ნე­ლა გა­ლუმ­პულ ქუ­ჩებს. ტაქ­სია რა! ჩაჯ­დე­ბა ვინ­მე. ძმაო, ერ­თი იქ­ით წა­მიყ­ვა­ნე… და გაჩ­­დე­ბა ორი კა­პი­კი! იქ­ნე­ბა რა, რა­მე იქ­ნე­ბა!

    წა­მო­­წია ქურ­თუ­კის სა­ყე­ლო, მი­ირ­ბი­ნა მან­ქა­ნას­თან, ჩაჯ­და და გა­უყ­ვა და­ნი­აღ­­რე­ბულ ას­ფალტს.

    ო, რას წვიმ­და!

    პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი ცოლს სო­ლი­დუ­რად და­ეთხო­ვა, პა­­ტას ვი­თომ­გა­მო­­სო­ბით და არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლის­კენ გა­ას­რი­­ლა ვერ­ცხ­ლის­ფე­რი “მერ­სე­დე­სი”. იქ­ით, სა­დაც გო­გომ წინ­სა­ფა­რი ლურ­­მანს მი­­კი­და, გა­და­იც­ვა რაც უკ­­თე­სი ებ­­და, აიკ­რა თმა და ფან­ჯა­რას­თან დად­გა.

    – მარ­­ლა მო­მი­ტან თბილ პალ­ტოს?

    – მარ­­ლა, ჰო.

    – მეც? მარ­­ლა მო­მი­ტან ბა­ტინ­კებს?

    – ჰო. ჰო. ესე თქვა და…

    – ვინ?

    – ვინც. არაა შე­ნი საქ­მე.

    – კამ­ფე­ტიც უთ­ხა­რი.

    – და ბარ­ბი!

    – ცო­ლად მო­გიყ­ვანს? – ეკ­ითხე­ბა შა­კო.

    – ხო, აბა?! კა­რი არ­­ვის გა­­ღოთ.

    – აუ, რა ბედ­ნი­­რი ხა­არ!.. – ლო­ყას ხე­ლის­გულ­ზე ჩა­მო­დებს ბი­ჭი.

    – რა­ტო, ვი­თომ?

    – მან­ქა­ნით რო იკ­­ტა­ვებ…

    წვიმ­და…

    წვიმ­და…

    სიგ­ნა­ლის შემ­პა­რა­ვი ხმა გა­ის­მა.

    გო­გო კი­ბე­ზე ჩარ­ბო­და. თან რა­ღაც არ სი­­მოვ­ნებ­და. ეუც­ხო­ვე­ბო­და რა­ღაც.

    – კამ­ფე­ტე­ბი უთ­ხა­რი!

    – ხო, კარ­გი, კარ­გი. ჩა­კე­ტეთ კა­რი.

    – და ბარ­ბი!!

    – ნამ­ცხ­ვა­რი არ შე­ჭა­მოთ! ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლია დი­ლით…

    – არ შევ­ჭამთ…

    წვიმს.

    წვიმს.

    შინ­დის­ფე­რი ტაქ­სი ელ­­ტა­რულ რეს­ტო­რან­თან შე­ჩერ­და. რა იცი, რა ხდე­ბა ას­ეთ თქეშ­ში… ვინ სად მი­დის… ვის რა უნ­და. მდი­და­რი ხალ­ხია. ფუ­ლი არ ენ­­ნე­ბა.

    ცხე­ლი სა­ხინ­­ლის სი­­მეს ჯერ არ გა­ევ­ლო. აღ­არ ცი­­და. ახ­ლა რა­მე ლა­მაზ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე ოც­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და…

    გვერ­დით ვერ­ცხ­ლის­ფე­რი მერ­სე­დე­სი შე­მო­უს­რი­ალ­და. წვი­მით ჩა­მო­ნა­რეცხ მი­ნებს იქ­ით გო­გო და­­ნა­ხა. იქ­ით – ფრი­ად სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი. სა­უბ­რო­ბენ. “ნე­ტა რა­ზე?.. პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა…”

    წვიმ­და.

    წვიმ­და.

    ვერ­ცხ­ლის­ფერ მერ­სე­დეს­ში:

    – ამ რეს­ტო­რან­ში მივ­დი­ვართ? – გო­გო ოდ­ნავ აბ­­ზუ­ლი, ოდ­ნავ შე­ში­ნე­ბუ­ლი გას­­ქე­რის აბრ­ჭყ­ვი­­ლე­ბულ მი­ნებს.

    – არა. აქ არა. აქ ეხ­ლა, მე უნ­და ავ­­დე ცო­ტა ხნით. ალ­­ბი­სათ­ვის.

    – რის­­ვის?

    – ა-ლი-ბი-სთვის. აქ ეხ­ლა პა­­ტა ქე­­ფობს. ჩე­მი ძმა­კა­ცი. ავ­ალ ცო­ტა ხნით. გა­მი­გე? გა­მი­გე სი­ცოცხ­ლე? ალ­­ბი იცი რა არ­ის? არ იცი. შენ იცი ის… ნა­პა­ლე­­ნი… ჩი­ტის რძე…

    – მა­ლე მოხ­ვალთ?.. მოხ­ვალ?

    – სულ მა­ლე. რა­მე რო იყ­ოს, პა­­ტა იტყ­ვის, ჩემ­თან იყოო, რა!

    – მე­რე რა?

    – მოკ­ლედ, აი შენ, მაგ­ნი­ტო­ფონს ჩა­გირ­თავ. აჰა, შენ ჟურ­ნა­ლე­ბი… გა­მო­ვალ და წა­ვალთ. ამ­­ზე უკ­­თეს რეს­ტო­რან­ში.

    – პალ­ტო და ბათ… – წა­მოც­და გო­გოს. გა­წით­­და.

    – რა­ზეა ლა­პა­რა­კი! ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა…

    წვიმ­და…

    წვიმ­და…

    რეცხავ­და ტყუ­ილს და მარ­თალს…

    ხინ­­ლის სი­­მე ნელ-ნე­ლა ქრე­ბო­და. არც ლა­მა­ზი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ჩან­და.

    ტაქ­სის­ტი, – იგ­­ვე სან­­რო, – იგ­­ვე ერთ დროს მხატ­ვა­რი, – სა­ზურ­გეს გა­და­აწ­ვა და სი­გა­რე­ტი გა­­ბო­ლა.

    წინ რეს­ტო­რა­ნი ბრჭყვი­­ლებ­და, რო­გორც ხო­მალ­დი ღა­მე­ულ ზღვა­ში.

    – “თით­ქოს მი­ცუ­რავს” – გა­­ფიქ­რა…

    ამ დროს მან­ქა­ნის კა­რის რბი­ლი ჯა­ხუ­ნი მო­ეს­მა. მო­­ხე­და. ვერ­ცხ­ლის­ფერ “მერ­სე­დეს­ში” გო­გო მარ­ტო დარ­ჩა. კა­ცი რეს­ტო­რან­ში შე­ვი­და. სო­ლი­დუ­რად.

    გო­გოს ლა­მა­ზი პრო­ფი­ლი და აკ­­ცი­ლი ბუ­ლუ­ლა თმა აკ­ვა­რე­ლის გა­და­რეცხი­ლი ნა­ხა­ტი­ვით მო­ჩან­და წვი­მი­ან მი­ნებს იქ­ით.

    წვიმ­და.

    იქ, გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ რეს­ტო­რან­ში კი:

    – ვააა, ვინც მო­სუ­ლა, გა­­მარ­ჯოს! ვერ მო­ვა­ლო, და…

    – მე და, ჩემს პა­­ტას­თან ვერ მი­ვი­დე?!

    – აგ­­შე­ნა ღმერ­­მა! ბა­ტო­ნე­ბო, ბა­ტო­ნი მალ­ხა­ზი შე­მოგ­ვი­ერ­­და და…

    – ცო­ტა ხნით, პა­­ტას ვე­ნაც­ვა­ლე… ცო­ტა ხნით, სამ­წუ­ხა­როდ გა­და­­დე­ბე­ლი საქ­მე მაქვს. მე­ლო­დე­ბი­ან.

    ეგ­­თებ­ში გა­მოც­დი­ლი პა­­ტა და­ბალ ხმა­ზე ეუბ­ნე­ბა:

    – ვინ გე­ლო­დე­ბა, შე გოთ­ვე­რა­ნო…

    – ერ­თია…

    – რა­ტო მე­რე? ორი ყო­ფი­ლი­ყო შე კა­ცო. გე­ფიქ­რა, ძმაო ძმა­კაც­ზე. გა­გე­კე­თე­ბი­ნა პრე­ზენ­ტი! კარ­გი, და­ჯე, და­ჯე, მო­იც­დის ვი­ღა­ცა. აბა, ბა­ტო­ნე­ბო… და ა.შ.

    წვიმ­და…

    “ერ­თი სა­­თი მა­ინც იქ­ნე­ბა, რაც მარ­ტო ზის ეს ჭუ­კი…” – ფიქ­რობ­და მხატ­ვარ­ყო­ფი­ლი ტაქ­სის­ტი 80-იანი წლე­ბის “ჟი­გულ­ში”.

    “ცო­დოა ეს კაი გო­გო. ძა­­ნაც აზრ­ზე ვარ ეხ­ლა, მანდ რა პონ­ტი­ცაა…”

    “პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა, ტო…”

    “ჰმ! რო­გორ ზის?.. გა­მომ­წყ­­დე­­ლი ჩი­ტი­ვით”.

    “ეეე. გაფ­რინ­დი, ჩი­ტო, სა­ნამ ლა­მა­ზი ხარ. შენ ამ­­თი გა­ლი­ის არა ხარ”.

    “რას ვა­ხუ­რებ, ეხ­ლა. პრინ­ციპ­ში, მე რა! იც­ის რაა ბი­ძამ, რა და რო­გორ…”

    “აუ, რას წვიმს?”

    “ისე, ბი­ძამ კი იც­ის თა­ვი­სი საქ­მე, მაგ­რამ ამ­ან?! ნა­ხე, ნა­ხე, რო­გორ ზის… ნე­ტა რა ფიქ­რე­ბი მო­­დის ეხ­ლა იმ ჩურ­ჩუ­ტა თავ­ში?..”

    “ჯერ, ეტ­ყო­ბა, არ­­ფე­რია… არ­­ფე­რი არა აქვთ ჯერ. რა­მე რო იყ­ოს, გა­მოზ­მა­ნავ­და უკ­ვე. ჯერ ვერ უყ­­დია ბი­ძას…”

    “აუ, და­­ხუ­თა, რა­ღაც…”

    მი­ნა ჩა­მოს­წია. ერთ­მაგ მი­ნა­ში უკ­ეთ და­­ნა­ხა გო­გო. მერ­სე­დეს­ში მორ­ჩი­ლად, უთ­ავ­მოყ­ვა­რე­ოდ მომ­ლო­დი­ნე.

    “შაჭყა­ლი!.. ეხ­ლა ავდ­გე­ბი და… გა­ვუ­ღი­მებ, რო­ცა მო­­ხე­დავს”…

    და გა­­ღი­მა. გო­გო და­იბ­ნა და იქ­ით მი­­ხე­და.

    “ჰმ! შერ­ჩხ­ვა!.. ისე, გე­მოვ­ნე­ბა კარ­გი გქო­ნია, ბი­ძა­ჩე­მო. ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და და­ით­რიო? ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და იყ­­დო, ჯი­გა­რო? მაგ­რამ, ეგ რო შე­­ფა­სე­ბე­ლია, ჩე­მი ძმა? რო არ იყ­­დე­ბა?..

    სა­­დან­ღაც, ცე­ლო­ფან­წა­ფა­რე­ბუ­ლი დე­და­კა­ცი გაჩ­­და.

    – და­მეხ­მა­რე, შვი­ლო…

    რას და­ეხ­მა­რე­ბო­და. სა­ხინ­­ლე­ში ამ­­იტ­რი­­ლა ჯი­ბე.

    დე­და­კა­ცი ახ­ლა მერ­სე­დესს მი­ად­გა. მი­­კა­კუ­ნა.

    – და­მეხ­მა­რე, გე­ნაც­ვა­ლე…

    გო­გომ რის ვა­­ვაგ­ლა­ხით მი­აგ­ნო და მი­ნა ჩა­მოს­წია. დე­და­კაცს ხე­ლის­გულ­ზე ხურ­და და­­დო. ის­იც ბურ­ტყუნ-ბურ­ტყუ­ნით წაფ­რა­ტუნ­და.

    ახ­ლა მხო­ლოდ წვი­მა­ღა ედ­გათ შუ­­ში. ორ­­ვე მი­ნა ჩა­მო­წე­­ლი იყო.

    ად­გა და, ის­ევ გა­­ღი­მა გო­გოს.

    – მე თქვენ არ გიც­ნობთ… – მო­ეს­მა წვი­მის იქ­­დან.

    – იმ­ას ხო იც­ნობ, იმ­ას… – თა­ვი რეს­ტორ­ნის­კენ აუქ­ნია ვაჟ­მა.

    “უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო… ვე­ნე­რა – ბო­ტი­ჩე­ლის. მერ­სე­დე­სი – ბი­ძას. მა­გის…”

    გო­გო ამ­დე­ნი ლო­დი­ნის­გან საკ­მა­ოდ დაღ­ლი­ლი ჩან­და.

    – ტაქ­სი ხომ არ გჭირ­დე­ბა? – გას­ძა­ხა ვაჟ­მა შინ­დის­ფე­რი “ჟი­გუ­ლი­დან”.

    – მე?! – გა­უკ­ვირ­და გო­გოს.

    – შენ, შენ! შენ გჭირ­დე­ბა, თუ გჭირ­დე­ბა! სახ­­ში წას­­ლა არ გინ­და?

    – სახ­­ში?! – გო­გოს სა­ხე გა­მო­­ცოცხ­­და. ამ თა­მა­შის ენა თით­ქოს, უც­ებ გა­­გო.

    – მინ­და! მინ­და სახ­­ში!

    – მე­რე? აგ­ერ, ბა­ტო­ნო, ტაქ­სი!

    “უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო… ეგ­რე არაა, ბი­ძა­ჩე­მო, ვე­ნე­რე­ბი ეგ­რე და­­­­ფოთ… სიყ­ვა­რუ­ლის ქალ­­მერ­თია ეგ… ბო­ზო­ბის და ახვ­რო­ბის კი არა…”

    გო­გო აწ­რი­ალ­და. აფ­­რი­აქ­და. გა­საფ­რე­ნად მზად იყო.

    შინ! თა­ვის სუფ­თა, მყუდ­რო ბუ­დის­კენ… მაგ­რამ ოდ­ნავ ფეხს ით­რევ­და.

    “მან­ქა­ნის ფიქ­რი აქვს” – მიხ­­და ვა­ჟი.

    – გად­მო­დი და ეგ­რე და­ტო­ვე! მი­ხე­და­ვენ, შენ ნუ გე­ში­ნია.

    – მარ­­ლა?

    – მარ­­ლა, მარ­­ლა! ჰა, დრო­ზე ეხ­ლა! მო­ხიე მან­დე­დან!

    და გო­გო­მაც “მო­ხია”. გად­მოფ­­თხი­ალ­და ვერ­ცხ­ლის­­რად მო­ელ­ვა­რე გა­ლი­­დან და…

    რამ­დე­ნი­მე წამ­ში მდი­ნა­რედ ქცე­ულ ქუ­ჩა­ზე მიშ­­რი­­ლებ­­ნენ…

    – შენ… თქვენ…

    – მე ვარ სან­­რო ბო­ტი­ჩე­ლი.

    – ბო­ტი… ვინ?

    – ვაჟს გა­­ცი­ნა.

    – არა, სან­­რო კი ვარ, მაგ­რამ ბო­ტი­ჩე­ლი არა, რათ­­მა­უნ­და, შენ რა ყვე­ლა­ფე­რი გჯე­რა, ტო…

    – რა­ტო…

    – შე­ნი სა­ხე­ლი შე­გიძ­ლია არ მითხ­რა. ის­­დაც ვი­ცი. ვე­ნე­რა გქვია.

    – ვე­ნე­რა?.. არა. ვე­ნე­რა დე­და­ჩემს ერქ­ვა… მე ირ­მა მქვია…

    – ირ­მა არა, ის… ვე­ნე­რა ხარ შენ, გა­­გე? ვე-ნე-რა…

    წვიმ­და…

    წვიმ­და…

    – აქ გა­­ჩე­რე, – თქვა გო­გომ.

    მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის ხმა­ზე ფან­ჯა­რას ბავ­­ვე­ბი მო­აწყ­­ნენ.

    – ეგე, ჩე­მი და და ძმა!.. მე მე­ლო­დე­ბი­ან.

    – გინ­და, მან­ქა­ნით ვაგ­რი­­ლოთ?

    – მართ… მარ­­ლა?!!

    – მარ­­ლა, ჰო… ადი, ჩა­მო­იყ­ვა­ნე. ბენ­ზი­ნი ბლო­მად მის­ხია…

    გო­გო კი­ბე­ზე არ­ბო­და. ფრთა­შეს­­მუ­ლი.

    “არ მინ­და იმ­­სი არ­­ფე­რი…

    არც პალ­ტო… არც ბა­თინ­კი…”

    წვიმ­და და არ­ცერ­თი წვე­თი არ ერია ტყუ­­ლი.

    ნაღ­დად წვიმ­და… ძა­ლი­ან ნამ­­ვი­ლად…

    © ”არილი”

  • პოეზია

    ლელა სამნიაშვილი

    კა­ბა

    თი­თო­­­ლი სირ­მით, ნა­ქარ­გით,

    მძი­ვით ვცდი­ლობ წარ­მო­ვიდ­გი­ნო

    თუ რო­გო­რი ლა­მა­ზი იყო

    ქა­ლი, რო­მელ­საც ტან­ზე ემ­­სა

    ეს თეთ­რი კა­ბა – მუ­ზე­უმ­ში,

    ნა­ხევ­რად სარ­დაფ­ში თუ მა­რა­დი­ულ

    ბინ­­ში – ნა­ზად გა­მო­ფე­ნი­ლი.

    ნაწ­ნა­ვე­ბის და თვა­ლე­ბის და

    ბა­გის გა­რე­შე – თა­რო­ებს შო­რის

    ბჟუ­ტავს იგი. ბჟუ­ტა­ვენ ლა­ლის

    თვლე­ბი ხა­ვერ­დის ჩიხ­ტი­კო­პებ­ში,

    ბეჭ­დე­ბი და ხან­­ლე­ბი და

    ნამ­­­რე­ვე­ბი – ფი­­ლე­ბად შე­წე­ბე­ბუ­ლი.

    და ის­ევ კა­ბა – სა­მუ­და­მოდ უარ­ყო­ფი­ლი,

    რო­გორც ზედ­მე­ტად მძი­მე თუ გრძე­ლი

    თუ – ზედ­მე­ტად მშვე­ნი­­რი, თვა­ლის­მომ­­რე­ლი.

    ვდგა­ვარ – მის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი.

    სიმ­სუ­ბუ­ქის­­ვის – სა­მო­სე­ლიც,

    სხე­­ლიც დად­ნეს! მაგ­რამ ეს კა­ბა –

    შო­რი­დან ისე მსუ­ბუ­ქია, ერ­თი წა­მით

    შე­იძ­ლე­ბა ვი­სურ­ვო და ლექ­სად და­მაჩ­­დეს:

    ჩა­ვიც­ვა, კალ­თა ჩა­მოვ­ბერ­ტყო,

    ჩა­მოს­­ვივ­დეს ჩრჩი­ლის პეპ­ლე­ბი.

    * * *

    ფრჩხი­ლებს – ლა­ქი და

    პე­რანგს – კრახ­მა­ლი;

    და თქვენ­­ვის –

    ეს დღეც არ­ის ახ­­ლი;

    მარ­­ლა ახ­­ლიც –

    სად­ღაც აქ არ­ის:

    ხორ­­ლი­­ნი და გა­­ლა­ქა­ვი.

    * * *

    ზღვამ გა­­ტა­ცა მზის ქუ­დი –

    შხე­ფე­ბით, ტალ­ღის მორ­კალ­ვით;

    ვი­ღა­ცას – თევ­ზის კუ­დი­ანს –

    ტალ­ღა­ში თვა­ლი მოვ­კა­რი;

    და ჩემს გარ­შე­მო გაშ­ლი­ლი –

    ზღვამ თან წა­­ღო ნა­დავ­ლი:

    ცა – გამ­­ვირ­ვა­ლე თავ­შა­ლი,

    ნა­პი­რი – ჭრე­ლი სან­და­ლი;

    ანაა, თუ – მა­რი­­ნა,

    თუ კი­დევ ვინ­მე – დო­ბი­ლი?! –

    სიტყ­ვე­ბის ელ­ვით, მა­რი­ლით –

    ტალ­ღა­ში გა­დად­ნო­ბი­ლი;

    ვი­საც ზღვის ლექ­სი აქ­­ზებს –

    ვარ­დის­­რად შე­ღა­მე­ბუ­ლი:

    ქალ­თევ­ზად იქ­ცეს, ნა­პირ­ზე

    და­ტო­ვოს – შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

    დამ­­ვე­ნებ­ლე­ბი

    ამ ზაფხულს – წყა­ლი ვერ იქ­ნე­ბა

    მი­წის ვე­­ბა კო­ცონ­ზე თუ ფერ­­­ზე ძლი­­რი;

    ვი­ცი და მა­ინც, მა­ტა­რებ­ლის სარ­­მე­ლად იქ­ცა

    წუ­ხან­დე­ლი ეკ­რა­ნის შა­ვი ჩარ­ჩო; ნაც­რის­­რად

    ამ­­­ბურ­ცა ზღვის ტი­ლო, მე ის

    და­მალ­ბობს და და­მაბ­რუ­ნებს ის­ევ სიცხი­ანს.

    ეს­­ნიც – ჩე­მი დო­ბი­ლე­ბი – წელს კი­დევ უფ­რო

    მე­ტად გვა­ნან სა­კუ­თარ თა­ვებს თუ –

    ოფ­­სის გო­გო­ებს თუ მზე­თუ­ნა­ხა­ვებს;

    წვა­ნან ნა­პირ­ზე და ითვ­ლი­ან: ეს ცა არ­ის

    პირ­ვე­ლი; სად­ღაც მე­სა­მე­ზე ბრწყი­ნა­ვენ

    ჩვე­ნი საქ­­რო­­ბი; და მეცხ­რე­ზე – კა­დი­ლა­კე­ბი;

    და მე­რე მა­ინც ერ­თად ვაბ­რუ­ნებთ

    ქვებ­ზე ამ­ოყ­რილ მე­დუ­ზებს ზღვა­ში.

    ღა­მის ტი­ლო კი­დევ უფ­რო მე­ტად სველ­დე­ბა:

    სვე­ლი ხმე­ბი, სვე­ლი ფე­რე­ბი; აქ­­დან –

    ღა­მის ბულ­ვა­რი­დან – ვე­ყუ­ჟე­ბით თი­თე­ბის თე­ატრს;

    მსა­ხი­­ბე­ბი უც­ხო ღმერ­თებს გვა­ნან –

    სი­ცოცხ­ლეს გრძნო­ბენ, ატ­­ვენ – ხე­ლის მტევ­ნებ­ში.

    სუნ­­­ვა­შეკ­რუ­ლი ვზი­ვარ და ვცდი­ლობ

    არ გა­ვინ­­რე. თით­ქოს ჰა­ერ­ში, ჩვენს თავ­­ზე­მოთ

    ვი­ღაც ტივ­ტი­ვებს და იმ­­სი თი­თე­ბია – ჩე­მი ხე­ლე­ბი,

    ჩე­მი ფე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მე

    სვე­ლი მაქვს, გა­ოფ­ლი­ლი; კო­ღო­­ბის ნაკ­ბე­ნებს

    ვით­­ლი. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამ ზღვას­თა­ნაც

    და ხმე­ლე­თის შუ­­გულ­შიც – მთე­ლი ქვე­ყა­ნა

    და­სიცხუ­ლია, დაკ­ბე­ნი­ლია და გა­უნ­­რევ­ლად,

    სა­ზიზ­ღა­რი ნე­ტა­რე­ბით ყვე­ლა­ფერს ით­მენს.

    * * *

    გარ­შე­მო

    ფრე­ნენ ხა­რა­ბუ­ზე­ბად –

    აქ­ლე­მე­ბი თუ მხო­ლოდ კუ­ზე­ბი;

    და არ ამც­დე­ბა თი­თის დაქ­ნე­ვა,

    მათ­გან ერ­თიც რომ იქ­ცეს აქ­ლე­მად.

    ტყვე­­ბის გაც­­ლა

    ჭი­ან­­ვე­ლე­ბის დე­დოფ­ლის შა­ვი სა­შო­დან

    ნე­ლა მო­­წე­ვენ ჯა­რის­კა­ცე­ბი; იყ­­ფი­ან:

    ერ­თი – მარ­­­ნივ, მე­­რე – მარ­ცხ­ნივ;

    სათ­ვა­ლა­ვი მე­რე­ვა; სა­ით უნ­და წა­ვი­დე?!

    კო­ლო­ნია სად­ღაც ზურ­­სუ­კან გუ­გუ­ნებს და

    თვა­ლე­ბის­კე­ნაც – ზუს­ტად იმ­­ვე სხე­­ლე­ბით

    და ხმა­­რით ამ­ოვ­სე­ბუ­ლი შა­ვი ორ­მო –

    მობ­ჯე­ნი­ლია. ომ­ის ღმერ­თე­ბო, უნ­და მა­ნიშ­ნოთ

    სა­ით არ­ის ჩე­მი ქვე­ყა­ნა ან სიყ­ვა­რუ­ლი?!

    სა­ხე­­ბი და­უბ­რუ­ნეთ თქვენს ჯა­რის­კა­ცებს,

    რომ შე­მეძ­ლოს მტრის­გან მო­კე­თე გა­მო­ვარ­ჩიო;

    თო­რემ ეს მი­წა – მდი­ნა­რის, ზღვის, ოკ­­­ნის

    ორ­­ვე მხა­რეს – სას­წო­რის ორი შა­ვი თეფ­შია –

    სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­­მა­რი ფეს­ვე­ბით სავ­სე

    და კარ­გავს, კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას… ვიდ­რე

    სი­ძულ­ვილს ამ­­ტებთ მათ­ში; ძვლებ­სა და კო­ცონს

    და აი, უკ­ვე – ჯო­ჯო­ხე­თურ სიმ­სუ­ბუ­ქე­საც.

    და დამ­­ვა­რი, სის­­ლებ­შემ­­მა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი,

    თუ კვამ­ლი­დან გა­მო­აღ­წი­ეს, მო­ათ­რე­ვენ

    ხორ­­ლის მარ­­­ლებს; არც დაჭ­რი­ლებს,

    არც სამ­შობ­ლოს, არც ერთ­გუ­ლე­ბას…

    და ღმერ­თე­ბო, თუ კვამ­ლი­დან გა­მო­ვაღ­წიე… –

    ზურ­გით მო­ვათ­რევ, ხე­ლუხ­ლებ­ლად გიბ­რუ­ნებთ

    მთელს თქვენს ძლი­­რე­ბას, მრის­ხა­ნე­ბას,

    თავ­და­ვიწყე­ბას… და და­მიბ­რუ­ნეთ, და­მიბ­რუ­ნეთ

    ჩე­მი სი­სუს­ტე: ხსოვ­ნის ძა­ლა, სიყ­ვა­რუ­ლის­­ვის

    სი­ცოცხ­ლის და სიკ­­დი­ლის ძა­ლა.

    © ”არილი”

  • ესე (თარგმანი)

    პოლ ვალერი – ვიიონი და ვერლე­ნი

    ­­­­

    (ნაწილი I )

    ­­­­­­­­­ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერ­მა

    თით­ქოს­და იმ­­ზე ად­ვი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი არ­­ფე­რია, ვიდ­რე გვერ­დიგ­ვერდ და­­ყე­ნო ფრან­სუა ვი­­­ნი­სა და პოლ ვერ­ლე­ნის სა­ხე­ლე­ბი. ის­ტო­რი­­ლი, ანუ წარ­მო­სახ­ვი­თი პა­რა­ლე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მკითხ­ვე­ლი იოლ­ად აღ­მო­­ჩენს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს ამ ორ ფი­გუ­რას შო­რის მსგავ­სე­ბას. ორ­­ვე სა­უცხოო პო­­ტია, ორ­­ვე – ცნო­ბი­ლი უწ­­სოა, ორ­­ვე თა­ვის ლექ­სებ­ში უაღ­რე­სად ღვთის­მო­სავ გრძნო­ბებს უხ­­მებს ფრი­ად თა­ვი­სუ­ფალ შე­ნიშ­­ნებ­სა და ხა­სი­­თებს, და ამ ერ­თი ტო­ნა­ლო­ბი­დან მე­­რე­ში უჩ­ვე­­ლო სიმ­სუ­ბუ­ქით გა­და­დის; ორ­­ვე უზ­­დოდ ფლობს ლექ­­წყო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას და თა­ვი­სი დრო­ის ენ­ას, ორ­­ვეს გა­ნათ­ლე­ბა შე­­სა­ბა­მე­ბა ცოცხალ მეტყ­ვე­ლე­ბას, ხალ­ხის ხმას; ხალ­ხი­სა, რო­მე­ლიც იგ­­ნებს, ამ­­ხინ­ჯებს, ერთ­მა­ნეთ­ში ურ­ევს სიტყ­ვებ­სა და კონ­­­რუქ­ცი­ებს ისე, რო­გორც მო­ეპ­რი­­ნე­ბა. ორ­­ვე პო­ეტ­მა საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ის ლა­თი­ნუ­რი და ჩი­ნე­ბუ­ლად – ჟარ­გო­ნუ­ლი ლექ­სი­კა; ორ­­ვე დროს ატ­­რებს, რო­გორც მო­­გუ­ნე­ბე­ბა – ეკ­ლე­სი­­ში ან ტა­ვერ­ნა­ში; ორ­­ვე, თუმ­ცა სხვა­დას­­ვა მი­ზე­ზით, პა­ტიმ­რო­ბის სიმ­წა­რე­საც გა­მოს­­დის, სა­დაც, მარ­თა­ლია, ვერ გა­მოს­წორ­­ნენ, სა­მა­გი­­როდ, სინ­დი­სის ქენ­­ნის, ში­ში­სა და სი­ნა­ნუ­ლის ლექ­სად გა­მო­სახ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა დახ­ვე­წეს. ორ­­ვე უკ­ან იხ­ევს, ნა­ნობს, კვლავ უკ­ან იხ­ევს და ფსკე­რი­დან დიდ პო­­ტად ამ­­დის, მაღ­­დე­ბა. პა­რა­ლე­ლი უნ­­ბუ­რად იბ­­დე­ბა და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბაც არ არ­ის ძნე­ლი.

    ოღ­ონდ, რად­გან ასე ნათ­ლად და ად­ვი­ლად ხერ­­დე­ბა მა­თი ერთ­მა­ნეთ­თან შე­ჯე­რე­ბა-გა­ტო­ლე­ბა, გა­მიჯ­­ნაც არ ჭირს. არ ღირს ამ მსგავ­სე­ბას დი­დი მნიშ­­ნე­ლო­ბა მი­­ნი­ჭოს. ვი­­­ნი და ვერ­ლე­ნი, ცხა­დია, ფრი­ად იღბ­ლი­ან შე­ხა­მე­ბას წარ­მო­ად­გენს ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ორ­­გი­ნა­ლუ­რი პა­ნო­რა­მის­­ვის, რო­მელ­შიც თავ­შე­საქ­ცე­ვად შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვამ­­­რი­ვოთ, წყვილ-წყვი­ლად და­ვაჯ­გუ­ფოდ ჩვე­ნი დი­დი ავ­ტო­რე­ბი, გულ­მოდ­გი­ნედ ავ­არ­ჩი­ოთ და ერთ­მა­ნეთს ამ­­ვუ­ყე­ნოთ, თუნ­დაც, ზოგ­ჯერ წარ­მო­სახ­ვი­თაც, ვთქვათ, კორ­ნე­ლი-რა­სინს, ბო­სიუ-ფე­ნე­ლონს, ჰი­­გო-ლა­მარ­ტინს. ზოგ­ჯერ, პი­რი­ქი­თაც, მსგავ­სე­ბის გა­მო, რო­გორც ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახ­ლა ვლა­პა­რა­კობთ. ყვე­ლა­ფე­რი ეს, თვალს მა­ნამ სი­­მოვ­ნებს, სა­ნამ აწ­ონ-და­წო­ნის დრო არ დად­გე­ბა და არ გა­ვარ­­ვევთ – რომ ეს დახ­ვე­წი­ლი დაწყ­ვი­ლე­ბა არც და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, არც სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ამ შე­ნიშ­­ნის სათ­­მე­ლად თავს იმ­­ტომ მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, რომ აგ­­ცი­ლოთ დე­კო­რა­ტი­ულ-რი­ტო­რი­კუ­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბის აღ­რე­ვის სა­ხი­ფა­თო ცდუ­ნე­ბას ჭეშ­მა­რიტ, კრი­ტი­კულ მე­თო­დებ­თან, რომ­ლის მეშ­ვე­­ბი­თაც რა­­მე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი დას­­­ნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა.

    და­ვუ­მა­ტებ: “ვი­­ონ-ვერ­ლე­ნის” კომ­ბი­ნა­ცია, ორი არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბის აშ­კა­რა და მაც­დუ­ნე­ბე­ლი შე­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­­ბა­რი ეძღ­­ნე­ბა, ზოგ­ჯერ ბი­ოგ­რა­ფი­­ლი ფაქ­ტი­თაც მტკიც­დე­ბა. ხო­ლო, რო­ცა მხო­ლოდ ავ­ტო­რებს კი არა, მათ ნა­წარ­მო­­ბებ­საც ვა­და­რებთ, შე­პი­რის­პი­რე­ბა ნელ-ნე­ლა სუს­­დე­ბა, თუ მთლად არ ქრე­ბა. ზუს­ტად ამ­ის ცხად­ყო­ფას ვა­პი­რებ ახ­ლა.

    შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­­ბის შე­და­რე­ბის იდეა ცალ­კე­­ლი დამ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მო წარ­მო­იშ­ვა, და მო­მი­წევს იმ მე­თოდს მივ­მარ­თო, ჩვე­­ლებ­რივ, ჩემ­ში უნ­დობ­ლო­ბას რომ იწ­ვევს. მი­ვიჩ­ნევ – ეს ჩე­მი ერთ-ერ­თი პა­რა­დოქ­სია, რომ პო­­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის ცოდ­ნა უს­არ­გებ­ლო ცოდ­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, სრუ­ლი­ად დამ­ღუპ­ვე­ლიც ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­­ბე­ბის აღქ­მი­სას, ე.ი. იმ სი­ხა­რუ­ლის აღქ­მის­­ვის, რო­მელ­საც ნა­წარ­მო­­ბის წა­კითხ­ვის დროს გან­ვიც­დით, ან იმ დას­­­ნე­ბის­­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის არ­სის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ამ ნა­წარ­მო­­ბე­ბის წა­კითხ­ვი­სას ვა­კე­თებთ. რა მე­საქ­მე­ბა რა­სი­ნის მიჯ­ნუ­რო­ბას­თან? მე “ფედ­რა” მა­ინ­ტე­რე­სებს. რას მო­ვი­გებ საწყი­სი მა­სა­ლი­დან, რო­მე­ლიც ყველ­გან თავ­ზე­საყ­რე­ლა­დაა? ნი­ჭი, ე.ი. გარ­და­სახ­ვის უნ­­რი – აი, რა მხვდე­ბა გულ­ში და ჩემ­ში შურს იწ­ვევს. სამ­ყა­როს ერ­თად აღ­­ბულ ყვე­ლა ვნე­ბას, თვით ყოვ­ლის­­თან­­­­მელ გან­­და­საც კი თა­ვის­თა­ვად არ შე­უძ­ლია კარ­გი ლექ­სის და­ბა­დე­ბა. რა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლიც უნ­და ვი­ყოთ ავ­ტო­რი­სად­მი, მას ხან­­­­ლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, გა­რე­მო­­ბა და ად­გი­ლი იმ­ის­­ვის კი არ ეძ­ლე­ვა, რომ მას­ში რა­ღაც ჩვე­­ლებ­რი­ვი და ად­­მი­­ნუ­რია, არ­­მედ იმ­ის­­ვის, რომ ოდ­ნავ აღ­­მა­ტე­ბა ჩვე­­ლებ­რივ ად­­მი­ანს. თუ ვამ­ბობთ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა შე­იძ­ლე­ბა ზი­­ნი მო­­ტა­ნოს მხო­ლოდ იმ­­ტომ, რომ ეს ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან ხში­რად გვიქ­­ნის მი­ზეზს, პი­რო­ბა­სა და სა­შუ­­ლე­ბას, დავ­შორ­დეთ თვით ლექ­სე­ბის გულ­მოდ­გი­ნე და ბუ­ნებ­რივ შეს­წავ­ლას. გვგო­ნია, რომ ლექ­სებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, თუმ­ცა, სი­ნამ­­ვი­ლე­ში, მხო­ლოდ იმ­ას ვა­კე­თებთ, რომ ამ ლექ­სებს თავს ვა­რი­დებთ და მათ­თან ყო­ველ შეხ­ვედ­რას გა­ვურ­ბი­ვართ, მა­თი ავ­ტო­რე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის, პრობ­ლე­მე­ბი­სა და საქ­მი­­ნო­ბის შეს­წავ­ლით; ამ­ით მხო­ლოდ თავს ვიტყუ­ებთ – მე­­რე­ხა­რის­ხოვ­ნის­­ვის მთა­ვარს ვი­ვიწყებთ. არ­­ფე­რი ვი­ცით ჰო­მე­როს­ზე. ეს ოდ­ნა­ვა­დაც არ აკ­ნი­ნებს “ოდ­­სე­ას” ზღვის სი­ლა­მა­ზეს… აბა, რა ვი­ცით ბიბ­ლი­ის შემ­­­ნე­ლებ­ზე, ეკ­ლე­სი­ას­ტეს ან “ქე­ბა­თა-ქე­ბის” ავ­ტო­რებ­ზე? ამ ნა­წარ­მო­­ბე­ბის სი­ლა­მა­ზეს ამ­ის გა­მო არ­­ფე­რი აკლ­დე­ბა. ბო­ლოს, აბა, რა ვი­ცით შექ­­პირ­ზე? ის­იც კი არა – “ჰამ­ლე­ტი” თუ მან და­წე­რა.

    მაგ­რამ დღე­ვან­დელ სა­­ბარ­ში ბი­ოგ­რა­ფი­ულ სა­კითხებ­ზე თა­ვის არ­­დე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. იგი და­საწყის­ში­ვე იჩ­ენს თავს და მო­მი­წევს ხე­ლი მოვ­კი­დო იმ­ას, რა­საც ახ­ლა­ხანს ვკიცხავ­დი.

    საქ­მე ისაა, რომ ორ­მა­გი სი­ტუ­­ცია – ვერ­ლე­ნი-ვი­­­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­­ციაა. იგი იშ­ვი­­თი და გა­მას­­ვა­ვე­ბელ-და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. თი­თო­­­ლი მათ­გა­ნის მი­ერ და­წე­რი­ლი საკ­მა­ოდ საგ­­­ნო­ბი ნა­წი­ლი უშ­­­ლოდ მა­თი­ვე ცხოვ­რე­ბას ეხ­­ბა. მათ ნა­წარ­მო­­ბებ­ში, უდ­­ვოა, ბევ­რი რამ არ­ის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლი. ორ­­ვემ ამ­ის არც­თუ ცო­ტა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ნი დაგ­ვი­ტო­ვა. ოღ­ონდ სა­ეჭ­ვოა, რომ მა­თი აღ­­­რე­ბა ყო­ველ­­ვის გულ­­­ფე­ლია. თუ მათ ნა­წარ­მო­­ბებ­ში, მარ­­ლაც სარ­­მუ­ნო ფაქ­ტე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი, მა­შინ არა ყვე­ლა­ფე­რი და არა ყვე­ლა ფაქ­ტია სან­დო. ხე­ლო­ვა­ნი სიტყ­ვას ირ­ჩევს, მა­ში­ნაც კი, რო­ცა აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს: აქ შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ფაქ­ტებს, იქ გა­­მუ­ქებს ფე­რებს…

    უკ­ვე ვთქვი, რომ ეს სი­ტუ­­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. პო­­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე წერს, არ სიტყ­ვა­ძუნ­წობს. ლი­რი­კო­სე­ბი, სა­ერ­თო­დაც, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე წე­რენ. აბა, რა­ზე ან ვის­ზე წე­რონ. ლი­რი­კა – “მე”-ს ხმაა, ჟღე­რა­დო­ბის უკ­­დუ­რეს სი­ფა­ქი­ზემ­დე აყ­ვა­ნი­ლი და, იქ­ნებ, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნო­ტა­ზეც. ლი­რი­კო­სი პო­­ტე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­­ვე მა­ნე­რით ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორც მუ­სი­კო­სე­ბი, – თა­ვის შეგ­­­ნე­ბებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მო­­ტა­რე­ბენ და უნ­­ვერ­სა­ლუ­რი ხა­სი­­თის იდ­­მალ ცდებ­ში გა­და­ად­ნო­ბენ. მათ რომ გა­ვუ­გოთ, საკ­მა­რი­სია, თუნ­დაც ერთხელ აღვ­­­თო­ვან­დეთ დღის სი­ნათ­ლით, შე­ვიგ­­­ნოთ ბედ­ნი­­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – უბ­­დუ­რე­ბა, სურ­ვი­ლი, გა­ტა­ცე­ბა; თავ­­ზის აბ­ნე­ვა და სი­ნა­ნუ­ლი, – საკ­მა­რი­სია ყო­ვე­ლი ად­­მი­­ნის­­ვის ნაც­ნო­ბი ეს უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი მდგო­მა­რე­­ბა გა­ნი­ცა­დო, მდგო­მა­რე­­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­­ულს ქნარ­ზე სა­კუ­თა­რი სი­მი შე­­სა­ბა­მე­ბა…

    ჩვე­­ლებ­რივ, ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­­დე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ვი­­ონ­თან სულ სხვაგ­ვა­რად არ­ის. ეს დი­დი ხნის წინ შე­ამ­­ნი­ეს, ოთ­ხას­ზე მე­ტი წლის წინ. ამ­­ოდ რო­დი და­წე­რა კლე­მან მა­რომ – მსურ­ველს, “ჩას­­­დეს და შე­­ფა­სოს” ვი­­­ნის ბევ­რი ტექ­­ტი, “იმ დრო­ის პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და იმ ად­­მი­­ნე­ბის,იმ საგ­ნე­ბის ცოდ­ნა, რომ­ლებ­ზეც იგი ლა­პა­რა­კობს; რად­გან, რაც დრო გა­დის, მით უფ­რო გვშორ­დე­ბა ეს მო­გო­ნე­ბე­ბი, და უფ­რო ნაკ­ლებს ეუბ­ნე­ბა ად­­მი­­ნებს მა­თი სა­ხე­ლე­ბი. ამ­­ტო­მაც, ვი­საც თა­ვი­სი შრო­მით ხან­­­­ლი­ვი სი­ცოცხ­ლე სურს, საგ­ნებ­ზე ასე მდაბ­ლად, ასე წვრილ­მა­ნო­ბით არ უნ­და წე­როს”.

    მაშ ასე, აუც­­ლე­ბე­ლია, ფრან­სუა ვი­­­ნის ცხოვ­რე­ბა­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს მივ­მარ­თოთ, ვცა­დოთ იმ დე­ტა­ლებ­ში აღ­ვად­გი­ნოთ, რო­გორც მო­იხ­სე­ნი­ებს ან ამ­ოვ­­­ნათ მი­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ქა­რაგ­მა. ვი­­­ნი იმ ად­­მი­­ნე­ბის სა­ხე­ლებს ჩა­მოთ­­ლის, რომ­ლებ­მაც მის ოღ­რო­ჩოღ­რო ბე­დის­წე­რა­ში კარ­გი ან ცუ­დი რო­ლი ით­­მა­შეს; ერთ ნა­წილს მად­ლი­­რე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს, მე­­რეს დას­ცი­ნის ან­და წყევ­ლა-კრულ­ვას უთვ­ლის; აღ­წერს დუქ­ნებს, სა­დაც ხში­რად და­დი­­და, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით მუ­დამ ოს­ტა­ტუ­რი სი­ზუს­ტით ხა­ტავს ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის რა­კურ­სებ­სა და სცე­ნებს. ეს ლექ­სე­ბი მსგავ­სი წვრილ­მა­ნე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლია, მათ­გან გა­ნუ­შო­რე­ბე­ლია, ამ­­ტო­მაც ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი გა­­გე­ბა­რია იმ­ათ­­ვის, ვინც იმ ეპ­­ქის პა­რიზს, მის თვალ­წარ­­ტაც­სა თუ ნაღ­­ლი­ან კუთხე­ებს არ იც­ნობს. ვფიქ­რობ, “პა­რი­ზის ღვთის­­შობ­ლის ტაძ­რის” ზო­გი­ერ­თი თა­ვი გვა­რი­­ნი წი­ნა­სიტყ­ვა­­ბა იქ­ნე­ბა ვი­­­ნის ლექ­სე­ბის­­ვის. ჰი­­გომ, ჩე­მი აზ­რით, მშვე­ნივ­რად და­­ნა­ხა ან მშვე­ნივ­რად შეთხ­ზა, მის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბი­თა და სი­ზუს­ტით გად­მოს­ცა მეთხუთ­მე­ტე სა­­კუ­ნის ასე თუ ისე გა­მო­გო­ნი­ლი დე­ტა­ლე­ბი. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი პი­ერ შამ­პი­­ნის(1) მშვე­ნი­ერ შრო­მას გირ­ჩევთ წა­სა­კითხად, სა­დაც თქვენ იპ­­ვით ყვე­ლა­ფერს, რაც ცნო­ბი­ლია ვი­­­ნი­სა და მი­სი დრო­ის პა­რიზ­ზე.

    სირ­თუ­ლე­­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ­ში ვი­­­ნის ლექ­სე­ბის კითხ­ვა იწ­ვევს, მხო­ლოდ ეპ­­ქა­თა სხვა­­ბა­სა და ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის გაქ­რო­ბა­ზე არ და­იყ­ვა­ნე­ბა, იგი მა­თი ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ხა­სი­ათ­თა­ნაც არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი პა­რი­ზე­ლი – ში­შის­მომ­­­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა­ცაა. ის მარ­ტო სქო­ლა­რი ან ბურ­ჟუა არ არ­ის, რო­მე­ლიც ლექ­სებს თხზავს და ზო­მი­­რად ეშ­მა­კობს. ხი­ფა­თი, რო­მე­ლიც ემ­უქ­რე­ბა, ის­­ვე რო­გორც მის­­ვის ხელ­მი­საწ­­დო­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ის­­თი­ვეა, რო­გო­რიც მი­სი დრო­­სა და წო­დე­ბის ად­­მი­­ნე­ბის­­ვის. მეტ­რი ვი­­­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ცია, რად­გან ჩვენს ამ­ქარ­ში (თუმ­ცა ბევ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია – თე­­რი­­ლად) არც­თუ ხში­რად ხდე­ბა, რო­ცა პო­ეტს ხე­ლო­ბად ყა­ჩა­ღო­ბა აქვს, ხე­ლი­დან წა­სუ­ლი თაღ­ლი­თია, ად­­ნა­შა­­ლე­ბენ მა­წან­წა­ლო­ბა­სა და სა­ზა­რელ ბან­დებ­თან კავ­შირ­ში, რომ იგი ძარ­­ვავს, ტეხს ზან­დუ­კებ­სა და სა­ლა­რო­ებს, თუ შემ­თხ­ვე­ვა მი­­ცე­მა, ჰკლავს კი­დეც, გა­მუდ­მე­ბით ფხიზ­ლობს, გრძნობს, მის თავ­ზე ყულ­ფი ჰკი­დია, და ამ დროს, უმშ­ვე­ნი­­რე­სი ლექ­სე­ბის წე­რას არ წყვეტს. სახ­­ჩო­ბე­ლის ეს კან­დი­და­ტი (ჩვენ ხომ არ ვი­ცით, რო­გორ და­ამ­თავ­რა მან სი­ცოცხ­ლე, და სა­ფუძ­ვე­ლიც გვაქვს, ზუს­ტი ცნო­ბი­სა გვე­ში­ნო­დეს), ეს დევ­ნით გა­ტან­ჯუ­ლი პო­­ტი თა­ვის ლექ­სებ­ში უხ­ვად იყ­­ნებს იმ დრო­ის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბელ სიტყ­ვებ­სა და გა­მოთ­­მებს, იმ ბნელ და სა­­დუმ­ლო ენ­­სას, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში ლა­პა­რა­კობ­­ნენ, ცუ­დი სა­ხე­ლით რომ იყო ცნო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი მი­სი ლექ­სი ამ ენ­­ზეა და­წე­რი­ლი, და ჩვენ­­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­­გე­ბა­რია. იმ სამ­ყა­როს მცხოვ­რებ­ნი, სა­დაც ამ ენ­ას იყ­­ნებ­­ნენ, დღის ნა­თე­ლის მა­გივ­რად ბნელ ღა­მეს ირ­ჩევ­­ნენ და მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბაც ღა­მის ზღურ­­­თა­ნაა გა­წო­ლი­ლი, ძაღ­­სა და მგელს შუა, ე.ი. ჩვე­­ლებ­რივ ენ­­სა, რომ­ლის­გა­ნაც სინ­ტაქ­სი ის­ეს­ხა, და სიტყ­ვა­თა გა­მო­უც­ნობ ნაკ­რებს შუა, რო­მე­ლიც ზე­პი­რად, პი­რი­დან პირ­ზე გა­და­­ცე­მა და გა­ნუწყ­ვეტ­ლად გა­ნახ­­დე­ბა. მათ ლექ­სი­კონ­ში ბილ­წი, სა­ზიზ­­რად მჟღე­რი სიტყ­ვე­ბია, დრო­დად­რო ში­შის­მომ­­­რელ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას რომ იძ­ენს. მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ აზ­რი ზოგ­ჯერ გა­­გე­ბა­რია, სიტყ­ვე­ბის უხ­­ში ან კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი გარ­სით ვხვდე­ბით იმ ცნე­ბებს, აღ­მო­ჩე­ნებს თუ სა­ხე­ებს, მათ­ში რომ იფ­­რე­ბა.

    ეს გახ­ლავთ პრი­მი­ტი­­ლი ტი­პის ნამ­­ვი­ლი პო­­ტუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, პო­­ტურ ნა­წარ­მო­­ბებ­ში პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი ხომ ად­­მი­­ნის სიტყ­ვაა. ღა­ტაკ­თა და ქურ­­თა ჟარ­გო­ნი, მარ­თა­ლია, ზრდი­ლი სა­ზო­გა­დო­­ბის მეტყ­ვე­ლე­ბი­დან არ­ის ამ­ოზ­­დი­ლი, მა­ინც თვით­­ყო­ფა­დი წარ­მო­ნაქ­­ნია, რო­მე­ლიც უს­ას­რუ­ლოდ იცვ­ლე­ბა, სრულ­ყო­ფი­ლე­ბას აღ­წევს – ბუ­ნა­გებ­ში, ცი­ხე­ებ­ში, პა­რი­ზის ყვე­ლა­ზე ბნელ, უკ­­თურ ქუ­ჩა-ბან­დებ­ში, სა­ზო­გა­დო­­ბის ყვე­ლა­ზე გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მტრე­ბის მეშ­ვე­­ბით, იმ­­თი მეშ­ვე­­ბით, ვინც შიშს თე­სავს და იმ­­ვე დროს, თა­ვა­დაც მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა შიშ­ში, ბო­რო­ტე­ბას სჩა­დი­ან და გა­ჭირ­ვე­ბის­გან იტ­ან­ჯე­ბი­ან, და­ნა­შა­ულს ამ­ზა­დე­ბენ, გარ­­­ნილ ცხოვ­რე­ბას ეწ­­ვი­ან, ოც­ნე­ბო­ბენ შუ­რის­ძი­­ბა­ზე, თვალ­წინ კი გა­მუდ­მე­ბით წა­მე­ბა და სას­ჯე­ლი (იმ დროს ხში­რად სა­შინ­ლად მკაც­რიც) უდ­გათ; ამ­­ზე ფიქ­რიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ თან სდევთ, აძრ­წუ­ნებთ, გა­ლი­­ში ჩამ­წყ­­დე­­ლი მხე­ცე­ბი­ვით აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბი­ან და­ნა­შა­ულ­სა და სას­ჯელს შო­რის.

    ფრან­სუა ვი­­­ნის ბი­ოგ­რა­ფი­­ში, ის­­ვე რო­გორც მის­სა­ვე პო­­ზი­­ში, ბევ­რი ბნე­ლით მო­ცუ­ლი ად­გი­ლია; მის ცხოვ­რე­ბა­შიც, ლექ­სებ­შიც ბევ­რი რამ არ­ის წყვდი­­დით და­ფა­რუ­ლი, ის­­ვე, რო­გორც თვით სა­ხე პო­­ტი­სა.

    იქ­­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მას­ზე ვი­ცით, მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხე ფრი­ად უბ­ად­რუ­კად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა: ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ ან მი­სი­ვე ლექ­სე­ბი­და­ნაა ამ­ოკ­რე­ბი­ლი ან მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც რა­­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­სახ­ვედრ ვა­რი­ანტს არ იძ­ლე­ვა და უფ­ლე­ბას გვი­ტო­ვებს შევ­­­ნათ შუ­რის­მა­ძი­­ბე­ლი, სა­ძა­გე­ლი ად­­მი­­ნის პორ­­რე­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მდა­ბა­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლია, ოღ­ონდ, ეგ არ­ის, დრო­დად­რო, მო­­ლოდ­ნე­ლად, მის სა­ხე­ში ღვთის­მო­სა­­ბა და სი­ნა­ზე გა­მო­ჟო­ნავს, აკ­­აფ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­გორც იმ ცნო­ბილ და უმშ­ვე­ნი­­რეს ლექ­­ში (“ბა­ლა­და – ლოც­ვე­ბი ღვის­­შო­ბელს”), რო­მე­ლიც ლოც­ვა­სა­ვით შექ­­ნა სა­კუ­თა­რი დე­დის­­ვის, სა­ცო­და­ვი ქა­ლის­­ვის, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­­ბით 1435 წელს თა­ვი­სი ვა­ჟი, ფრან­სუა დე მონ­კორ­ბი­ედ წო­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც მე­რე მძი­მე ხვედ­რი, დი­დე­ბა, საპყ­რო­ბი­ლე­თა ჯაჭ­ვი და პო­­ზია ერ­გე­ბა წი­ლად, აღ­საზ­­დე­ლად გი­­ომ დე ვი­­ონს მი­­ბა­რა, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და იოან­ეს სამ­ლოც­ვე­ლოს კა­პე­ლანს.

    ეს ბა­ლა­და, ერთ-ერ­თი სა­­კე­თე­სოა ფრან­გულ პო­­ზი­­ში.

    თუ ყუ­რად­ღე­ბას არ მი­აქ­ცევთ ოდ­ნავ უკ­ვე გა­ფერ­­­­თა­ლე­ბულ სიტყ­ვებს, ენა თა­ნა­მედ­რო­ვეს ჰგავს; ეს ლექ­სი თით­­მის ხუ­თი ას­­­ლი წლის წინ და­­წე­რა, მაგ­რამ დღემ­დე გვა­ხა­რებს და გვა­ღელ­ვებს. აღგ­ვაფ­­თო­ვა­ნებს პო­­ტის ოს­ტა­ტო­ბა, ფორ­მა­თა სრულ­ყო­ფი­ლე­ბა, დახ­ვე­წი­ლი სტრო­ფე­ბის უზ­­დო მუ­სი­კა­ლუ­რი წყო­ბა, რო­მელ­შიც სინ­ტაქ­სის სიმ­დიდ­რე და მუხ­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, კონ­­­რუქ­ცი­­ბის ად­ვი­ლად შე­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­­ლე­ბას იძ­ლე­ვა – ათი ხა­ზი, ათი მარ­­ვა­ლი, ოთ­ხი რით­მა. აღფ­­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ რით­მე­ბის უკვ­და­ვო­ბით, ლუ­დო­ვი­კო XI დროს რომ აღ­მო­ცენ­და. ამ­­ში ვხე­დავ ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­­ვიდ­რე­­ბის ნამ­­ვილ სა­ბუთ­სა და ფრან­გუ­ლი ენ­ის უცვ­ლელ არსს მრა­ვა­ლი სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ევ­რო­პა­ში ას­­თი მემ­­ვიდ­რე­­ბით მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­სა და ინგ­ლისს შე­უძ­ლია იამ­­ყოს; ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში მეთხუთ­მე­ტე სა­­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თა­­ბე­ბის ცვლის ფონ­ზე, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი მთხზვე­ლე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბე­ბის შექ­­ნა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

    სა­ერ­თოდ კი, იმ­ის მი­­ხე­და­ვად, ვი­­­ნი ჩა­მო­ახ­­­ვეს თუ არა, სი­ცოცხ­ლეს გა­ნაგ­­ძობს იმ ავ­ტორ­თა თა­ნაბ­რად, დღეს რომ მოღ­ვა­წე­­ბენ. იგი სი­ცოცხ­ლეს აგრ­ძე­ლებს, რად­გან მი­სი ლექ­სე­ბი ჩვენ­­ვის გა­სა­გე­ბია, გულ­­რილს არ გვტო­ვე­ბენ, და რაც მთა­ვა­რია, – იმ­­ტომ, რომ ის­­ნი უძ­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და სრულ­ყო­ფილ ნა­წარ­მო­­ბებ­თან შე­ჯიბრს, რომ­ლე­ბიც უდ­­დეს­მა ავ­ტო­რებ­მა შექ­­ნეს, მას აქ­ეთ მი­ლე­ულ ოთ­ხი სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი ლექ­სე­ბის ფორ­მა ფას­და­­დე­ბე­ლია.

    ტექ­­ტე­ბის ბედ­ზე ლა­პა­რა­კი­დან ის­ევ მა­თი ავ­ტო­რე­ბის ბედ­ზე სა­­ბარს და­ვუბ­რუნ­დე­ბი. უკ­ვე ვთქვი, რომ იგი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არ­ის-მეთ­ქი ჩვენ­­ვის ცნო­ბი­ლი. რო­გორც რემ­­რან­­თან – დი­დი ნა­წი­ლი ჩრდილ­ში რჩე­ბა, სა­­და­ნაც ცალ­კე­­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი და დე­ტა­ლე­ბი სა­ოც­რად ნათ­ლად, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მკა­ფი­­­ბით გა­მო­დის.

    გი­ამ­ბობთ რო­გორ აღ­მოჩ­­და ეს დე­ტა­ლე­ბი: ის­­ნი სა­მარ­თალ­წარ­მო­­ბის მა­სა­ლე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი. ამ მა­სა­ლებს, რომ­ლებ­შიც პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი­ად სან­დო ინ­ფორ­მა­ციაა ვი­­­ნის შე­სა­ხებ, სამ თუ ოთხ მა­ძი­­ბელს, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ერ­­დიტს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ. ახ­ლა ზუს­ტად ის დროა, სა­კად­რი­სი პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ ლო­ნონს(2), მარ­სელ შვობს და პი­ერ შამ­პი­ონს, რომ­ლე­ბამ­დეც მხო­ლოდ ნაკ­ლე­ბად სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­­ბი გვქონ­და პო­ეტ­ზე. მათ მო­­ძი­ეს ერ­ოვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის პა­რი­ზის სა­სა­მარ­­ლოს სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ბუ­თე­ბი.

    მე არ ვიც­ნობ­დი ოგ­­უსტ ლო­ნონს, სა­მა­გი­­როდ, კარ­გად ვიც­ნობ­დი მარ­სელ შვობს, მღელ­ვა­რე­ბით ვიხ­სე­ნებ ჩვენს ხან­­­­ლივ სა­უბ­რებს მწუხ­რი­სას, რო­ცა ეს უჩ­ვე­­ლო გო­ნე­ბი­თა და შორ­­­­­რე­ტე­ლო­ბით და­ჯილ­დო­­ბუ­ლი ად­­მი­­ნის თა­ვის ძი­­ბებს, წი­ნათ­­­­ნო­ბებ­სა და იმ აღ­მო­ჩე­ნებ­ზე მი­ამ­ბობ­და, რომ­ლე­ბიც მას მი­ზანს აახ­ლო­ვებ­და – სან­დო ცნო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვი­­­ნის საქ­მე­ზე. იგი ფლობ­და ედ­გარ პოს ინ­დუქ­ცი­­რი წარ­მო­სახ­ვის უნ­არს, ფი­ლო­ლო­გის და­ჟი­ნე­ბულ გამ­­რი­­ხო­ბას, ტექ­­ტის ან­­ლი­ზის თა­ვი­სე­ბურ ნიჭს, გარ­და ამ­­სა, მას ჰქონ­და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სად­მი და მა­თი უჩ­ვე­­ლო ბე­დი­სად­მი, რაც და­ეხ­მა­რა პირ­ველს ჩა­­ხე­და ბევრ სა­უცხოო წიგ­­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მოვ­ლე­ნე­ბად რომ იქ­ცა.

    ლო­ნო­ნის მა­გა­ლი­თით (და პო­ლი­ცი­­სა, რო­მე­ლიც თა­ვის მუ­შა­­ბა­ში ამ­­ვე მე­თოდს იყ­­ნებს) გა­დაწყ­ვი­ტა გა­მოთ­­ლის მე­თო­დით ემ­­შა­ვა – ვი­­ონს დას­წე­­და, მი­­მარ­თა “ტო­ტა­ლუ­რი ალ­ყის­­ვის”. ამ­ის­­ვის სა­ჭი­რო იყო დამ­ნა­შა­ვის ყვე­ლა პო­ტენ­ცი­­რი გა­რე­მოც­ვის­­ვის, რო­მელ­თა ხელ­ში ჩაგ­დე­ბაც უნ­დო­და, მა­ხე და­­გო, – და­­კა­ვე­ბი­ნა, ე.ი. “გა­მო­­აშ­კა­რა­ვე­ბი­ნა” ყვე­ლა მი­სი თა­ნამ­­რახ­ვე­ლი. მას უნ­დო­და შე­­მოწ­მე­ბი­ნა და შე­­ფა­სე­ბი­ნა ის გულ­მოდ­გი­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მა­შინ სის­­ლის სა­მარ­­ლის საქ­მე­ებს იძ­­ებ­­ნენ. ერთხელ იმ დამ­ნა­შა­ვე­თა ბან­დის ავ­­ზა­კურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზეც მი­ამ­ბო, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვე­ნი ვი­­­ნი იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შვობ­მა დამ­ნა­შა­ვე­­ბი დი­ჟონ­ში აღ­მო­­ჩი­ნა, სა­დაც ბევ­რი და­ნა­შა­­ლი ჩა­­დი­ნეს; მძარ­­ვე­ლე­ბი ის-ის იყო უნ­და და­­ჭი­რათ, რომ ქა­ლა­ქი მო­­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვეს და სხვა­დას­­ვა მხა­რეს გა­­ფან­­ნენ. დი­ჟო­ნის სა­სა­მარ­­ლოს პრო­კუ­რორს თვალ­თა­გან არ და­­კარ­გავს ის­­ნი; ერთ თა­ვის კო­ლე­გას პა­ტაკს უგ­ზავ­ნის და გაქ­ცე­­ლებ­ზე ზუსტ ცნო­ბებს აწვ­დის. ნა­ძარ­­ვით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მი მათ­გა­ნი ტყე­ში გა­­ჩი­ნარ­და. თურ­მე ორ­მა ერთ­მა­ნეთ­ში მო­­ლა­პა­რა­კა, მე­სა­მე ხან­­ლით მოკ­ლა, მი­სი წი­ლი გა­­ნა­წი­ლა და ერთ­მა­ნეთს და­შორ­და. ერ­თი იმ­ათ­გა­ნი, რო­გორც ეტ­ყო­ბა, ორ­ლე­ან­ში ჩა­მოჰ­კი­დეს, მე­­რე მონ­ტარ­­ში ყალ­ბი ფუ­ლის მოჭ­რის­­ვის ცოცხ­ლად მო­ხარ­შეს. ეტ­ყო­ბა, მა­შინ­დე­ლი მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბა, რო­მელ­საც არც ტე­ლე­ფო­ნი, არც ტე­ლეგ­რა­ფი, არც ფო­ტოგ­რა­ფია, არც თი­თე­ბის ან­­ბეჭ­დი ან ანთ­რო­პო­მეტ­რუ­ლი აღ­წე­რე­ბი არ გა­აჩ­­და, კარ­გად მუ­შა­­ბას მა­ინც ახ­ერ­ხებ­და.

    სე­რი­­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს ვი­ვა­რა­­დოთ, რომ ვი­­­ნი ამ ბან­დის წევ­რი იყო, რომ­ლის სა­ხე­ლიც “ნი­ჟა­რა­თა ძმო­ბა” ანუ “ნი­ჟარ­­ვა” საკ­მა­ოდ სა­ხელ­გა­ვარ­­ნი­ლი გახ­­დათ. მი­სი ცხოვ­რე­ბა, ერთ­­რო­­ლად, უბ­­დუ­რიც იყო და ბედ­ნი­­რიც, რო­გორც ჩანს, ხან­მოკ­ლეც – ძალ­ზე სა­ეჭ­ვოა, ორ­მოც წლამ­დე ეც­ოცხ­ლა. მოკ­ლედ მო­გითხ­რობთ მის ის­ტო­რი­ას, უფ­რო სწო­რად იმ­ას, რაც იმ მკვლე­ვა­რებ­მა შეძ­ლეს და გა­არ­­ვი­ეს, უკ­ვე რომ და­ვა­სა­ხე­ლე და რო­მელ­თა შრო­მე­ბის წა­კითხ­ვაც ნამ­­ვი­ლად ღირს, არა იმ­­სათ­ვის, დი­დი პო­­ტის ლექ­სე­ბი გა­ვი­გოთ, არ­­მედ იმ­­ტომ, ამ სა­მე­­ლის მი­ერ წარ­სუ­ლის აღ­სად­გე­ნად გა­წე­­ლი შრო­მის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ და გა­ვი­გოთ, აღ­მო­ჩე­ნის უნ­­რის გვერ­დით კი­დევ არ­სე­ბობს უნ­­რი ძი­­ბი­სა, ხო­ლო მწერ­ლის ტა­ლან­ტის თა­ნაბ­რად არ­ის კი­დევ ტა­ლან­ტი მკითხ­ვე­ლი­სა.

    ვი­­­ნი 1431 წელს და­­ბა­და პა­რიზ­ში, ნამ­­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია ფრან­სუა დე მონ­კორ­ბიე. დე­და­მი­სი ღა­ტა­კი ქა­ლი ყო­ფი­ლა; შვი­ლის აღზ­­და ვერ შეძ­ლო თურ­მე და აღ­საზ­­დე­ლად მი­­ბა­რა წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს თე­მის პა­ტივ­ცე­მულ კა­ნო­ნიკ გი­­ომ დე ვი­­ონს, რო­მე­ლიც იქ­ვე, ეკ­ლე­სი­ას­თან ცხოვ­რობ­და. მის სახ­­ში აღ­­ზარ­და ფრან­სუა ვი­­­ნი და დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­­ღია. მა­მო­ბი­ლი, ეტ­ყო­ბა, კარ­გად ექ­ცე­­და, ერთ­­ვა­რი სი­ნა­ზი­თაც კი. თვრა­მე­ტი წლის ჭა­ბუკ­მა ბა­კა­ლავ­რის გა­მოც­დაც გა­­­რა. ოც­და­ერ­თი წლი­სამ, – 1452 წლის ზაფხულ­ში, – ლი­ცენ­ცი­­ტის(3) ხა­რის­ხიც მი­­ღო. რა გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და? ალ­ბათ, თით­­მის ის­­თი­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­­მა რომ უნ­და მი­­ღოს: ლა­თი­ნუ­რის გრა­მა­ტი­კა, ფორ­მა­ლუ­რი ლო­გი­კა, რი­ტო­რი­კა (ამ ორ სა­განს არ­ის­ტო­ტე­ლეს მი­ხედ­ვით ას­წავ­ლიდ­ნენ, მი­სი შრო­მე­ბის მა­შინ­დე­ლი გა­გე­ბის თა­ნახ­მად); პროგ­რა­მა­ში ცო­ტა­­დე­ნი მე­ტა­ფი­ზი­კაც შე­დი­­და, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ზუს­ტი მეც­ნი­­რე­ბის მი­მო­ხილ­ვაც.

    ოღ­ონდ, ფრან­გულ სიტყ­ვას, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ცი­­ტის ხა­რისხს აღ­ნიშ­ნავს, ორ­ნა­­რი მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვს! ვი­­ონ­მა ხა­რის­ხი მი­­ღო და თა­ვიც აიშ­ვა, სა­ხი­ფა­თო გახ­და მი­სი ქცე­ვა, კლი­რიკ­თა სა­ზო­გა­დო­­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ღვთის­­სა­ხუ­რის წო­დე­ბა იმ ად­­მი­ან­თა ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევ­და, რომ­ლებ­საც ეშ­­ნო­დათ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­­­გე­ბოდ­ნენ. კლი­რიკს შე­ეძ­ლო ჩვე­­ლებ­რი­ვი სა­სა­მარ­­ლოს­­ვის თა­ვის არ­­დე­ბის მიზ­ნით საქ­მის სა­სუ­ლი­­რო სა­სა­მარ­­ლოს­­ვის გა­და­ცე­მა მო­ეთხო­ვა. ჩვე­­ლებ­რივ, სა­სა­მარ­­ლო­ებ­ში გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი პრო­ცე­სე­ბი იმ­არ­თე­ბო­და. ეს ღვთის­­სა­ხუ­რე­ბი ხში­რად მო­რა­ლურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი ად­­მი­­ნე­ბი იყვ­ნენ. ბევრ ვი­გინ­და­რას შე­ეძ­ლო კლი­რი­კე­ბის წრეს გა­რე­­და. ის­ეც მომ­­და­რა, რომ ღვთის­­სა­ხუ­რად თა­ვის გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით დამ­ნა­შა­ვეს ლა­თი­ნუ­რის იმპ­რო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უგ­დია ხელ­ში, რა­თა ამ გზით შე­ეც­ვა­ლა მო­სა­მარ­­ლე.

    ვი­­ონ­მა ამ სხვა­დას­­ვა ჯუ­რის ხალ­ხის ყვე­ლა­ზე ცუდ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­­ბა ნაც­ნო­ბო­ბა. რო­გორც ჩანს, ამ წრე­ში ქა­ლე­ბიც ერ­ივ­ნენ და არც­თუ მოკ­ლე­ბულ­ნი მომ­ხიბ­­ლე­ლო­ბას. ის­­ნი, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მნიშ­­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­­ნენ პო­­ტის ზრახ­ვებ­სა და თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. მაგ­რამ, ალ­ბათ, არც ერთ ქალს აზ­რა­დაც არ მოს­­ლია, რომ ამ ბი­ჭის წყა­ლო­ბით, სა­­კუ­ნე­­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ოცხ­ლებ­და. მე­წა­ღე ბლან­ში, სქე­ლუა მარ­გო, მშვე­ნი­­რი მეშ­ლი­­პე ჟა­ნე­ტი, მე­კა­ლა­თე კატ­რი­ნა; მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რად­ღე­ბა ამ ქა­ლე­ბის მეტ­სა­ხე­ლებს… შე­იძ­ლე­ბა ის­იც კი ვი­ფიქ­როთ, რომ ყვე­ლა ხე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­­წიაო პო­­ტის მუ­ზის­­ვის ცო­ლის დათ­მო­ბა, თით­ქო­სო სა­შუ­­ლო სა­­კუ­ნე­ში ხე­ლო­სან­თა წო­დე­ბის წევ­რო­ბა უც­­ლობ­ლად წარ­მო­შობ­და ცოლ-ქმრულ პრობ­ლე­მებს.

    და აი, დროს­ტა­რე­ბით, გარ­­­ნი­ლე­ბით და­იწყო და ძა­ლა­დო­ბამ­დე მი­დის. 1455 წელს ვი­­­ნი კლავს ად­­მი­ანს. ეს ამ­ბა­ვი “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი­დან” საკ­მა­ოდ კარ­გად არ­ის ცნო­ბი­ლი. “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი” კი მე­ფე შარლ VII-სგან მი­­ღო: “მეტრ ფრან­სუა დე ლო­ჟი, იგ­­ვე დე ვი­­­ნი, ოც­და­ექ­­სი წლი­სა ან და­ახ­ლო­­ბით ამ­დე­ნი­სა, რო­მე­ლიც უფ­ლის სხე­­ლის გარ­და­მოხ­­ნის დღე­სას­წა­­ლის დროს, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტის ეკ­ლე­სი­ის სა­­თის კოშ­კის ქვეშ იჯ­და ქვა­ზე, ქა­ლაქ პა­რი­ზის სენ-ჟორ­ჟის დიდ ქუ­ჩა­ზე, და მას­თან იყო ერ­თი მღვდე­ლი, სა­ხე­ლად ჟი­ლი და ვინ­მე ქა­ლი, სა­ხე­ლად იზ­­ბო. ყვე­ლა­ფე­რი ცხრა სა­ათ­ზე ან ოდ­ნავ გვი­ან მოხ­და”.

    უც­ბად გა­მოჩ­­დე­ბა ვინ­მე ფი­ლიპ სერ­მუ­­ზი თუ შერ­მუა, მღვდე­ლი, მეტრ ჟან ლე სარ­დის თან­­ლე­ბით. სი­გე­ლის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ვი­­­ნის სიტყ­ვე­ბი­დან არ­ის შედ­გე­ნი­ლი და ამ ვერ­სი­ის სი­მარ­­ლე ეჭვს არ იწ­ვევს, მღვდე­ლი სერ­მუ­­ზი ჩხუბს იწ­ყებს, პო­­ტი საქ­მის მო­წეს­რი­გე­ბას ცდი­ლობს, დგე­ბა და ად­გილს უთ­მობს… მაგ­რამ სერ­მუ­­ზი არ ჩერ­დე­ბა, ან­­ფო­რის ქვე­ში­დან ხან­ჯალს და­აძ­რობს და ვი­­ონს სა­ხე­ში ურტყამს, რის გა­მოც “სის­­ლი ბლო­მად დაღ­ვა­რა”. ვი­­ონს ლა­ბა­და ეც­ვა, სა­ღა­მოს თუ აც­ივ­დე­ბო­და იმ შემ­თხ­ვე­ვის­­ვის და ლა­ბა­დის ქვე­შაც ხან­ჯა­ლი ეკ­­და”; ის­იც და­აძ­რობს ხან­ჯალს და სერ­მუ­აზს სა­ზარ­დულ­ში გა­უყ­რის, “თა­ვა­დაც ვერ მიხ­­და, ეს რო­გორ მოხ­და”. (თა­ვის მარ­­ლე­ბა მა­ინ­­და­მა­ინც სი­მარ­­ლეს არ ჰგავს). სერ­მუ­­ზის თან­­­ლე­ბი შუ­რის­ძი­­ბის მიზ­ნით, ვი­­ონს და­­დევ­ნე­ბა. მას ქვა მოხ­­დე­ბა სა­ხე­ში. ყვე­ლა მოწ­მე გარ­ბის.

    ვი­­­ნი ჭრი­ლო­ბის შე­სახ­ვე­ვად და­ლაქ­თან მი­დის. და­ლაქ­მა მომ­­და­რის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი უნ­და შე­ად­გი­ნოს და ვი­­ონს სა­ხელს ეკ­ითხე­ბა. ვი­­­ნი გა­მო­გო­ნილ სა­ხელს ეუბ­ნე­ბა – მი­შელ მუ­ტო­ნიო. სერ­მუ­­ზი ჯერ მო­ნას­ტერ­ში მიჰ­ყავთ, მე­რე ქა­ლა­ქის სა­­ვად­­ყო­ფო­ში, სა­დაც ორი დღის შემ­დეგ კვდე­ბა “არ­ას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­მო”. მკვლე­ლი წინ­და­ხე­დუ­ლად იმ­­ლე­ბა.

    რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი “შეწყა­ლე­ბის სი­გელს” იღ­ებს, სა­­და­ნაც უკ­ვე მო­ვიყ­ვა­ნეთ რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ შეწყა­ლე­ბის ოპ­­რა­ტი­­ლი აქ­ტის­­ვის თვით მეტრ ვი­­­ნის მტკი­ცე­ბე­ბი და თა­ვის მარ­­ლე­ბა აღ­მოჩ­­და საკ­მა­რი­სი. არ­­ნა­­რი გა­მო­ძი­­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თავ­დაც­ვის აუც­­ლებ­ლო­ბის გა­მო თა­ვის მარ­­ლე­ბას ეჭ­ვის ქვეშ არ­­ვინ აყ­­ნებ­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მტკი­ცე­ბა ამ უს­­­მოვ­ნო შემ­თხ­ვე­ვის გა­მო მარ­თე­ბუ­ლი იყო და მი­სა­ღე­ბი. თუმ­ცა მი­სი მო­ნა­ყო­ლი მთლად სი­მარ­­ლეს არ ჰგავს: აუხს­ნე­ლია მღვდელ სერ­მუ­­ზის თავ­დას­­მის მი­ზე­ზი, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ვი­­ონ­მა და­ლაქ ფუ­კეს უთხ­რა, შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­დან ვი­­­ნის გაქ­რო­ბა, მოწ­მე­­ბის არ არ­სე­ბო­ბა, – მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში ბევ­რი სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლია. სახ­­ჩო­ბე­ლა­ზე ბევ­რი გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­­ზე ნაკ­ლე­ბი სამ­ხი­ლით, მაგ­რამ ვი­­­ნი­სად­მი უფ­რო მკაც­რი ნუ ვიქ­ნე­ბით, ვიდ­რე თვით მე­ფე იყო, რო­მე­ლიც “ლმო­ბი­­რე­ბას უფ­რო მეტ უპ­­რა­ტე­სო­ბას ან­­ჭებ­და, ვიდ­რე სი­სას­ტი­კეს”, შე­იწყა­ლეს, მი­­ტე­ვეს და “ამ მო­მენ­ტი­დან, – რო­გორც ტექ­­ტი იუწ­ყე­ბა, – პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბით სა­მუ­და­მოდ და­­ხუ­რე­ბა ეს საქ­მე”. მაგ­რამ მა­ლე საქ­მეს­თან დაბ­რუ­ნე­ბა მა­ინც მო­­წევთ.

    © “არილი”

  • ესე (თარგმანი)

    პოლ ვალერი

    ­­­­ვიიონი და ვერლე­ნი

  • ინტერვიუ

    გო­ლუეი კი­ნე­ლი

    ­­­­­­­“პოეზია – უსაზღვრო ხოტბაა”

    ­­­­­­­­­­­­ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილ­მა

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­გოლუეი კინელის ლექსი “კოშკების დამხობა” ჟურნალ “ნიუ იორკერში” დაიბეჭდა 2002 წლის 9 სექტემბერს. კინელს ჟურნალის პოეტური განყოფილების რედაქტორი – ელის ქუინი ესაუბრება მისი ელეგიური ლექსის წერის პროცესის, სტრუქტურისა და გავლენების შესახებ; ასევე – იმ სირთულეებზე, რაც თან ახლავს გასული სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას.

    ე.ქ. – რო­ცა ჩვენ პირ­ვე­ლად ვი­სა­უბ­რეთ ამ ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­ხებ, ვა­პი­რებ­დი თქვენ­­ვის მე­კითხა, რო­გორ მი­­გე­ნით ამ ლექ­სის და­წე­რის მე­თო­დი­კას. ეს, ჩე­მი შე­ფა­სე­ბით, წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­­ბია. თუმ­ცა თქვე­ნი ად­რე­­ლი ლექ­სე­ბის გა­და­კითხ­ვის შემ­დეგ მივ­­­დი, რომ მთე­ლი მოღ­ვა­წე­­ბის მან­ძილ­ზე ხში­რად მი­მარ­თავ­დით სხვა პო­ეტ­თა ხმებს – თქვენს კონ­­რე­ტულ სა­გან­თან მი­სა­და­გე­ბულ, შემ­თხ­ვე­ვით გა­გო­ნილ სიტყ­ვებს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ითქ­მის 1971 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი “კოშ­მა­რე­ბის წიგ­ნის” იმ ნა­წილ­ზე, რო­მელ­საც “მკვდრე­ბი უხრ­­ნე­ლად აღს­­გე­ბი­ან” ჰქვია. ამ­­ვე კრე­ბულ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­­ბა­რი გაქვთ შე­ტა­ნი­ლი. მოგ­ვი­­ნე­ბით, ლექ­­შიც “ბუ­ზე­ბი”, რო­მე­ლიც 1994 წელს გა­მოჩ­­და “ნიუ იორ­კერ­ში”, ბევ­რი პო­­ტის ცი­ტა­ტა გქონ­დათ ჩარ­თუ­ლი. ასე რომ, კო­ლა­ჟის ტექ­ნი­კა იმ­თა­ვით­ვე გქონ­დათ ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

    გ.კ. – ასეა, მაგ­რამ ამ ლექ­­ში კო­ლა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ნამ­დე არ მი­ფიქ­რია, სა­ნამ ერთხელ ვი­­­ნის ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბი არ ამ­­მი­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში. ეს მა­შინ, რო­ცა ვცდი­ლობ­დი იმ სხვა­დას­­ვა ჯუ­რის ად­­მი­ან­თა აღ­წე­რას, რომ­ლე­ბიც თავ­თა­ვი­ანთ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­­ნენ იმ დღეს სა­ვაჭ­რო ცენ­­რის შე­ნო­ბებ­ში.

    “…povres et riches,

    Sages et folz, prestres et laiz,

    Nobles, villians, larges et chiches,

    Petiz et grans et beaulx et laiz“.

    “…მდიდ­რე­ბი და ღა­რი­ბე­ბი,

    ჭკვი­­ნე­ბი თუ შეშ­ლი­ლე­ბი, მღვდლე­ბი, ერ­ის­კა­ცე­ბი,

    დი­დე­ბუ­ლე­ბი, მე­მა­მუ­ლე­ნი, ძუნ­წე­ბი და კე­თილ­შო­ბილ­ნი,

    მაღ­ლე­ბი დაბ­ლე­ბი, ლა­მა­ზე­ბი შე­­ხე­დავ­ნი“.

    იმ­­ვე ხა­ნებ­ში ერთ ნა­შუ­ად­ღევს სტენ­ლი კუ­ნიც­თან მოვ­­­დი, რო­მე­ლიც ცე­ლა­ნის სიკ­­დი­ლის ფუ­გისთარ­­მა­ნებს ათ­ვა­ლი­­რებ­და მათ­ზე უნ­და ეს­­უბ­რა ვა­შინ­­ტო­ნის ჰო­ლო­კოს­ტის მუ­ზე­უმ­ში და­გეგ­მი­ლი სე­მი­ნარ­ზე. მას­თან სა­­ბარ­მა კი­დევ და­მი­დას­ტუ­რა ის აზ­რი, რომ სიკ­­დი­ლის ფუ­გაად­­მი­­ნუ­რი სუ­ლის ერთერ­თი უდ­­დე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

    მე­რე ვი­ღა­ცამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა მი­ლო­შის პო­­ზი­ის მოწ­მისერთერ­თი თა­ვი­სი ას­ლი, სა­დაც ავ­ტორს მო­ტა­ნი­ლი აქვს ალ­ექ­სან­დერ ვა­ტის ცი­ტა­ტე­ბი: ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­­მის წი­ნას­წარ­გან­­რა­ხუ­ლად მო­მე­ცა გა­რე­მო­­ბა­თა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით და მეც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

    ასე რომ, ცე­ლა­ნი და ვი­­­ნი იმ­თა­ვით­ვე გქონ­დათ გო­ნე­ბა­ში, აღ­­რა­ფერს ვამ­ბობ კრე­ინ­სა და უიტ­მენ­ზე, რო­მელ­თა სიტყ­ვე­ბი გა­მუდ­მე­ბით თან გდევთ, თქვენ­ში ცხოვ­რობს უკ­ვე იმ­დე­ნი ხა­ნია, რომ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბის დრო­საც გახ­სენ­დე­ბათ ხოლ­მე.

    ჩე­მი აზ­რით, უიტ­მენს სურ­და, ხალ­ხის მე­სიტყ­ვე გამ­­და­რი­ყო, მაგ­რამ რო­ცა კი სცა­და ამგ­ვა­რი ლექ­სის და­წე­რა სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­­ვი­და. თუმ­ცა ის ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მან სხვა­დას­­ვა თე­მა­ზე სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გად­მო­სა­ცე­მად შექ­­ნა, ფაქ­ტი­­რად, სწო­რედ ხალ­ხის სა­ხე­ლით მეტყ­ვე­ლებს. პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ხალ­ხი არ უს­მენ­და მათ. ასე რომ, ვი­ფიქ­რე, ჩე­მი ლექ­სის შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბო­და, თუ მას­ში უიტ­მენს ვათ­­მე­ვი­ნებ­დი ერთერთ ბო­ლო სიტყ­ვას.

    მა­ინ­ტე­რე­სებს, ხომ არ ღე­ლავ­დით, ოდ­ნავ ში­შის გრძნო­ბა ხომ არ გე­უფ­ლე­ბო­დათ, რო­ცა ამ­დე­ნი ად­­მი­­ნის­­ვის ცდი­ლობ­დით ელ­­გი­ის და­წე­რას?

    მარ­­ლა არ მიგ­­­­ნია არ­­ნა­­რი სა­შიშ­რო­­ბა, ალ­ბათ იმ­­ტომ, რომ მე ის სა­ხალ­ხოლექ­სად არ მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ის­იც კი არ ვი­ცო­დი, ჩე­მი ნა­წე­რი სა­ერ­თოდ თუ იქ­ცე­­და ლექ­სად. რო­ცა შე­ვატყ­ვე, რომ რა­ღაც გა­მო­დი­­და, ერ­თა­დერ­თი, რაც მაშ­ფო­თებ­და, იყო პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბა და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლე­ბის წი­ნა­შე მა­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის, მე­უღ­ლე­­ბის, შვი­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის რე­აქ­ცია.

    მინ­დო­და, ჩე­მი პო­­ტუ­რი ან­გა­რი­ში ჩე­მი­ვე გრძნო­ბე­ბის ად­ეკ­ვა­ტუ­რი გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ იმ­­საც ვგრძნობ­დი, რომ მო­ვა­ლე ვი­ყა­ვი, ეს ოჯ­­ხე­ბი და­მეც­ვა ყო­ველ­­ვა­რი შემ­­გო­მი ტენ­დენ­ცი­ის­გან, რა­საც ჩემ­და­­ნე­ბუ­რად გა­ვუ­კე­თებ­დი პრო­ვო­ცი­რე­ბას ლექ­სის საგ­ნის უკ­­დუ­რე­სი სიმ­ძაფ­რით გად­მო­ცე­მი­სას. შეზ­ღუ­დუ­ლად არ მიგ­­­­ნია თა­ვი, უფ­რო იმ­ას ვში­შობ­დი, შორს არ შე­მე­ტო­პა. თუმ­ცა, დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლექ­სი, რო­მე­ლიც შორს შე­ტო­პავს, სწო­რედ ამ სიღ­­მის გა­მო უფ­რო მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე, ვიდ­რე ის, რო­მე­ლიც ზე­რე­ლე აღ­წე­რას ამ­ჯო­ბი­ნებს.

    მახ­სენ­დე­ბა ფროს­ტის გან­საზ­­­რე­ბა: “ყო­ველ­­ვა­რი ნა­წარ­მო­­ბი მხო­ლოდ იმ­დე­ნა­დაა კარ­გი, რამ­დე­ნა­დაც დრა­მა­ტუ­ლია“. თქვენს ლექსს გა­მოკ­ვე­თი­ლად დრა­მა­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რა აქვს, მი­სი ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი კრეშ­ჩენ­დომ­დე მაღ­­დე­ბა, რაც ერთ­­ვარ შიშ­ნა­რევ მიხ­ვედ­რას გუ­ლის­­მობს, რო­მე­ლიც რა­ღა­ცის და­დას­ტუ­რე­ბით უნ­და დაგ­ვირ­­ვინ­დეს, შემ­დეგ კი თე­მის ძი­­ბით და გაშ­ლით; გზე­ბის მო­სინ­­ვით გრძელ­დე­ბა.

    მი­ხა­რია, რომ შე­ამ­­ნი­ეთ ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, თუმ­ცა მათ არ აღ­ვიქ­ვამ, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტო­ბის შე­დეგს, აქ ჩე­მი მცდე­ლო­ბა ჩანს უფ­რო გა­სა­გე­ბი და ვი­ზუ­­ლუ­რი გა­მე­ხა­და სათ­­მე­ლი. ეს ლექ­სი შედ­გე­ბა სეგ­მენ­ტე­ბის­გან და ვცდი­ლობ­დი, ეს სეგ­მენ­ტე­ბი თუ მო­მენ­ტე­ბი ისე და­მე­ლა­გე­ბი­ნა, რომ გარ­­ვე­­ლი ნა­რა­ტი­­ლი წეს­რი­გი მი­მე­ღო. ამ­­ტომ არ მი­ვიჩ­ნიე სა­ჭი­როდ სეგ­მენ­ტე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის გა­მოკ­ვე­თა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ფი­კუ­სი­რე­ბა მთლი­­ნად ამ ძი­რი­თად მო­მენ­ტებ­ზე მო­მეხ­დი­ნა.

    კრა­კოვ­ში ..უილ­­ამ­­მა გა­იხ­სე­ნა თა­ვი­სი ად­რე­­ლი ლექ­სის – “ანა ფრან­კის დღისწე­რის პრო­ცე­სი და გა­ნაცხა­და, რომ ამ ლექ­­ზე ის­წავ­ლა, რო­გორ უნ­და ეწ­­რა. ეს მან იმ­ით ახს­ნა, რომ ლექ­სის ერთ­­რო­­ლად გა­ნუ­საზ­­­რელ­სა და სრუ­ლი­ად გარ­­ვე­ულ სა­გან­ზემუ­შა­­ბი­სას მო­უხ­და გა­მო­­ცა­და რა­ღაც­ნა­­რი სიმ­­კი­ცის შეგ­­­ნე­ბა. თქვენც ხომ არ გაგ­ჩე­ნი­ათ ამგ­ვა­რი გრძნო­ბა, რო­ცა ამ თე­მა­ზე მუ­შა­­ბის დაწყე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეთ?

    მე ვიც­ნობ იმ გრძნო­ბას, რა­ზეც ჩარ­ლი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ჩემს ლექ­­ში სხვა­ნა­­რად მოხ­და ში­ნა­გა­ნად დიდ­ხანს ვჭოჭ­მა­ნობ­დი და სიტყ­ვე­ბი სუ­ლაც არ მო­­დი­ნე­ბო­და წყა­ლი­ვით. ეს მა­ნამ­დე, სა­ნამ მუ­შა­­ბის დაწყე­ბი­დან კარ­გა ხნის მე­რე ცხა­დად გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და ლექ­სის სვლაგე­ზი და მეც შევ­წყ­ვი­ტე ბორ­ძი­კი. და­მეხ­მა­რა ერ­თი რამ გა­ვაც­ნო­ბი­­რე, რომ ეს ლექ­სი არ იყო მომ­­და­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტის აწ­ონდა­წონ­ვის­­ვის გან­კუთ­­ნი­ლი ად­გი­ლი იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ­კი ამ­ას შევ­­ლებ­დი. ჩე­მი პირ­ვან­დე­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი სავ­სე იყო ის­­თი კითხ­ვე­ბით, რო­გო­რი­ცაა: “რო­გორ მოხ­და ეს?”, “რა მოყ­ვე­ბა ამ­ას?”, “ვინ ჩა­­დი­ნა?”, “რა­ტომ მოხ­და?”, “რა წვლი­ლი მიგ­ვიძღო­და ჩვენ ის­­თი სამ­ყა­როს შექ­­ნა­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ას­­თი რამ მომ­­და­რი­ყო?” თუმ­ცა, რო­ცა კი შე­ვე­ცა­დე ეს კითხ­ვე­ბი ლექ­­ში ჩა­მეს­ვა, რა­საც პირ­ველ ხა­ნებ­ში ხში­რად ვა­კე­თებ­დი მთე­ლი ნა­წარ­მო­­ბი ერ­თი ხე­ლის მოს­მით მი­წას­თან გას­წორ­და. ბო­ლოს­და­ბო­ლოს მივ­­­დი, რომ ლექ­სი უნ­და შე­ხე­ბო­და თვით­­­რი­ნა­ვე­ბის შე­ჯა­ხე­ბას, სიკ­­დი­ლი­­ნო­ბას, ად­­მი­­ნე­ბის ტან­­ვა­სა და წუ­ხილს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და, იქ­ნე­ბო­და მას­ში გარ­­ვე­ულ­წი­ლად ნუ­გე­შის­ცე­მაც, გა­მოწ­ვე­­ლი მომ­­დარ­თან ახ­ლოს ყოფ­ნი­სა და თა­ნა­გან­­დის­გან. მას შემ­დეგ, რაც ამ­ას მივ­­­დი, ლექ­სი შე­იკ­რა.

    ლექ­სი იგ­­ბა წვრილ­მა­ნებ­სა და დე­ტა­ლებ­ზე, სა­ხეხა­ტე­ბის სა­შუ­­ლე­ბით და მას იშ­ვი­­თად აქვს საქ­მე გან­ზო­გა­დე­ბებ­თან. მი­სი თვი­სე­ბაა უს­აზ­­­რო ხოტ­ბა. შე­იძ­ლე­ბა იფ­იქ­როთ, რომ ის ხოტ­ბის შეს­ხის ხე­ლოვ­ნე­ბაა. ზო­გი­ერ­თი ლექ­სი, მარ­­ლაც ბრწყინ­ვა­ლე ლექ­სი, ძი­რის­ძი­რო­ბამ­დე ერთ­გუ­ლია თა­ვი­სი კონ­­რე­ტუ­ლი საგ­ნი­სა, მაგ­რამ მათ ამ­­ვე დროს გა­აჩ­ნი­ათ უნ­­ვერ­სა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბა, რაც მათ სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­­ნო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს თვით ყვე­ლა­ზე შე­­ფე­რე­ბელ პი­რო­ბებ­შიც კი.

    პო­­მის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც ლა­პა­რა­კია თვით­­­რი­ნა­ვის საწ­ვავ­ზე, აფ­ეთ­ქე­ბულ გრა­ნიტ­სა და შხა­მი­ან გა­მო­ნა­ბოლ­­ვებ­ზე, ანუ წვის მთელ მა­ტე­რი­­ლურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­სა და თვი­თონ კა­ტას­­რო­ფა­ზე, სტრო­ფის ბო­ლო ბწკა­რებ­ში (“Freighted air too foul to take in but we take it in,/ too gruesometo breathe but they breathe it and you breathe it“), მე შე­სამ­­ნევ ცვლი­ლე­ბას ვგრძნობ ესაა აუც­­ლე­ბელ თან­­მი­­რე­ბა­ში (თუ კე­თილ­­მო­ვა­ნე­ბა­ში) ჩა­ძირ­ვა, რაც ერ­თობ მი­მე­ტუ­რი ნი­შანთვი­სე­ბაა. ეს შე­ნაც­­ლე­ბა, ჩე­მი აზ­რით, ზო­მი­­რად და ოს­ტა­ტუ­რად გათ­­ლი­ლი სვლაა.

    – ეს ერთ-ერ­თი იმ ად­გილ­თა­გა­ნია, სა­დაც და­ღუ­პულ­თა ოჯ­­ხე­ბის გა­მო ვღე­ლავ­დი – ამ ჰა­ერ­ში არ­სე­ბობ­და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც გარ­დაც­­ლილ­თა­გან დარ­ჩა. ეს იყო სა­ხი­ფა­თო. ვფიქ­რობ, სწო­რად შე­გი­ნიშ­ნავთ – ამ ად­გი­ლას ლექ­სი მარ­­ლაც ხდე­ბა უფ­რო კონ­ფი­დენ­ცი­­ლუ­რი, რამ­დე­ნად­მე პი­რა­დუ­ლიც. სწო­რედ აქ ვცა­დე ცო­ტა სიღ­­მე­ში შე­მეღ­წია და მომ­­და­რის ში­ნა­გა­ნი მხა­რე და­მე­ნა­ხა.

    – რო­ცა ცე­ლან­მა მე­­რე მსოფ­ლიო ომ­ის შემ­დეგ თა­ვი­სი მშვე­ნი­­რი და ტკი­ვი­ლი­­ნი ლექ­სე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, კონ­­რე­ტუ­ლად “სიკ­­დი­ლის ფუ­გა” მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, ის გა­აკ­რი­ტი­კეს. ად­ორ­ნოს სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, იმ­ის გა­მო, რომ ოს­ვენ­ცი­მის შემ­დეგ პო­­ზი­ის წე­რა შე­ეძ­ლო. მოგ­ვი­­ნე­ბით, “სიკ­­დი­ლის ფუ­გა” გერ­მა­ნი­­ში გა­ნი­ხი­ლეს მსუ­ბუ­ქი ემ­­ცი­­რი ლექ­სის კრი­ტე­რი­­მით და ეს იყო ყვე­ლა­ზე შე­­რაცხ­­ყო­ფე­ლი პო­­ტი­სათ­ვის. ღე­ლავთ თუ არა, რო­გორ მი­­ღე­ბენ თქვენს ლექსს?

    – რო­ცა ამ­ბო­ბენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პო­­ზია იწ­­რე­ბო­დეს ოს­ვენ­ცი­მის შემ­დეგ (თუმ­ცა ბო­ლო დროს ეს ფრა­ზა არ­სად გა­მი­გო­ნია), ჩე­მი აზ­რით, ავ­იწყ­დე­ბათ, რომ პო­­ზია სი­ცოცხ­ლი­სა და სიკ­­დი­ლის – თვით ძალ­მომ­რე­­ბი­თი სიკ­­დი­ლის – მი­მართ ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე გულ­­­ფე­ლი რე­აქ­ცი­­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­­კე­თე­სო სა­შუ­­ლე­ბაა. 11 სექ­ტემ­­რის მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი ჩვე­ნი რე­აქ­ცი­ის ჩახ­შო­ბა მხო­ლოდ ამ მოვ­ლე­ნე­ბის და­ვიწყე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ჩემ­­ვის ცე­ლა­ნის “სიკ­­დი­ლის ფუ­გა” ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძა­ლის­მომ­ცე­მი ლექ­სია – ტან­­ვის გზის გავ­ლის გა­რე­შე, სა­ერ­თოდ, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ გა­დარ­ჩე­ნა, არ მეს­მის?! ცე­ლა­ნის ეს ლექ­სი ძალ­ზე კომ­პაქ­ტუ­რი ფორ­მით იძ­ლე­ვა უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის შე­მაძ­­წუ­ნე­ბელ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, რაც სხვა­ნა­­რად სიტყ­ვის უთქ­მე­ლად ჩა­­ლე­ქე­ბო­და ჩვენ­ში.

    – ჩე­მი ერთ-ერ­თი უს­აყ­ვარ­ლე­სი ესე 70-იან წლებ­ში ტედ ჰი­უზ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი იუგ­ოს­ლა­ვე­ლი პო­­ტის, ვას­კო პო­პას ომ­ის­შემ­­გო­მი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის წი­ნა­სიტყ­ვა­­ბად. ჰი­­ზი აღ­წერს პო­პას (ას­­ვე ჰერ­ბერ­ტის, ჰო­ლუ­ბის და მი­ლო­შის) გახ­­ნი­ლო­ბას “ყო­ვე­ლი­ვე იმ­ის მი­მართ, რაც გარ­შე­მო ხდე­ბა”, მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­­ბენ თუ არა მომ­­დარ­ში. ჰი­­ზი მი­­თი­თებს ას­­ვე მათ “მო­ზო­მილ უარ­ზე – არ­აფ­რის­დი­დე­ბით თა­ვი შორს არ და­­ჭი­რონ იმ ძა­ლის­გან, რაც მარ­თავს მნიშ­­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს”.

    – იც­ით, ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რა­მაც ამ ლექ­სის შექ­­ნა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, ანუ მი­სი მე­­რე უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი გარ­და­ტე­ხის მო­მენ­ტი იყო, რო­ცა კა­ტას­­რო­ფის ად­გილ­ზე წა­ვე­დი და “მაკ­დო­ნალ­­სის” გარ­შე­მო დავ­ბო­რი­­ლობ­დი. იქ 24-სა­­თი­­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა ჰქონ­დათ და იქ­ვე იყო მე­ხან­­რე­თა შეკ­რე­ბე­ბის მუდ­მი­ვი ად­გი­ლი. ჩე­მი პა­ტა­რა ბლოკ­ნო­ტით მი­ვე­დი და რამ­დე­ნი­მე მე­ხან­­რეს გა­ვე­სა­უბ­რე, მე­რე მათ ერთ­მა­ნეთ­ში ლა­პა­რაკ­საც მო­ვუს­მი­ნე. მე მომ­ნუს­ხა მა­თი სა­უბ­რის სწო­რედ ამ “გახ­­ნი­ლო­ბამ”, რო­ცა ყვე­ბოდ­ნენ სა­კუ­თარ და სხვა­თა მტკივ­ნე­ულ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე. მა­თი სა­უბ­რი­დან წარ­მო­იშ­ვა ჩე­მი ლექ­სის ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თის ენ­ობ­რი­ვი პლას­ტი.

    – რო­ცა ამ ლექსს ვა­­ნა­ლი­ზებ­დი, თქვე­ნი მე­­რე ლექ­სი გა­მახ­სენ­და – “მკვდრე­ბი და ცოცხ­ლე­ბი”, რო­მე­ლიც ორი წლის წინ და­­ბეჭ­და ჩვენს ჟურ­ნალ­ში. გა­მახ­სენ­და თქვე­ნე­­ლი ხედ­ვა იმ­­სა, თუ რო­გორ იქ­ცე­ვი­ან გარ­დაც­­ლი­ლე­ბი მი­წა­ში არ­­რა­­ბად და რომ “ძვე­ლი ცხოვ­რე­ბი­დან სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლის გა­დას­­ლა ახ­ალ­ში – სა­შუ­­ლე­ბაა დე­და­მი­წა­ზე მა­რა­დი­სო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად”. ამ­ის მი­ხედ­ვით, ად­­მი­­ნე­ბის­­ვის ჰა­ერ­ში აფ­ეთ­ქე­ბა იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ის­­ნი ვე­რა­სო­დეს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან დე­და­მი­წას.

    – ჰო, ამ­ას გაქ­რო­ბა ჰქვია. ეს იგ­­ვეა, რაც ვი­­ონ­მა აღ­წე­რა – “ზე­ცა­ში გა­და­სახ­ლე­ბა, რო­ცა ჯერ კი­დევ ცოცხა­ლი ხარ”. გაქ­რო­ბა­საც იგ­­ვე შე­დე­გი მოს­დევს, რაც ცეცხ­ლის და­­ჯე­რებ­ლად მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას. ხში­რად ვფიქ­რობ იმ ად­­მი­­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბე­ბი­დან გად­მოხ­­ნენ. რამ­დე­ნად სა­ზა­რე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გა­დარ­ჩე­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­­ლი გზა, რომ მი­სი ში­შით ამ­დენ­მა ად­­მი­ან­მა არ­ჩია პირ­და­პირ გად­მომ­­ტა­რი­ყო მე­ოთხე­დი მი­ლის სი­მაღ­ლი­დან?!

    – ლექ­­ში შე­მო­გაქვთ ორი ად­­მი­­ნის სა­ხე, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი გა­დახ­ტე­ბი­ან, თით­ქოს იმ­­სათ­ვის, რომ “მა­თი ვერ­ტი­კა­ლუ­რი სხე­­ლე­ბი ცის თავ­დაღ­მარ­­ზე უფ­რო მსუ­ბუ­ქად დაშ­ვე­ბუ­ლიყ­­ნენ”.

    – აქ დან­ტე­ზეა მი­ნიშ­ნე­ბა. ჯო­ჯო­ხე­თის მე­­რე კა­რიბ­ჭე­ში დან­ტე ხე­დავს, რო­გორ მი­­ცუ­რებს ქა­რი პა­­ლო­სა და ფრან­ჩეს­კას “სხე­­ლით შემ­ცო­დე­თა სამ­ყო­ფე­ლის­კენ”. ის ვირ­გი­ლი­უსს ეუბ­ნე­ბა: “პო­­ტო, სი­­მოვ­ნე­ბით გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი იმ წყვილს, რო­მე­ლიც, ჩანს, რა მსუ­ბუ­ქად მი­­ბი­ჯებს ქა­რის ტალ­ღებ­ზე”. რა თქმა უნ­და, ის ორი, რო­მე­ლიც კოშ­კი­დან ხე­ლი­ხელ­ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი გად­მოხ­ტა, ალ­ბათ უფ­რო ამ­ხა­ნა­გე­ბი იყვ­ნენ ერთ­მა­ნე­თის­­ვის, ვიდ­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, სა­ერ­თო­დაც არ იც­ნობ­­ნენ ერთ­მა­ნეთს და მი­­ხე­და­ვად ამ­­სა, მა­თი ხე­ლის ჩა­კი­დე­ბა ჩემ­­ვის სიმ­ბო­ლოა ერთ­­ვა­რი ხან­მოკ­ლე ნიშ­ნო­ბი­სა, რა­მაც ორ­­ვე სიკ­­დი­ლის წინ სიმ­­ნე­ვით აღ­ავ­სო.

    – რო­გო­რი იყო აუდ­­ტო­რი­ის რე­აქ­ცია ამ ლექ­სის მოს­მე­ნი­სას?

    – წე­რის პრო­ცეს­ში ამ ლექსს ხში­რად ვკითხუ­ლობ­დი ხმა­მაღ­ლა. პირ­ვე­ლად აუდ­­ტო­რი­ის წი­ნა­შე კი სტუ­დენ­ტურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში წარ­­დე­ქი. რა თქმა უნ­და, ლექ­­მა სა­შინ­ლად ააღ­ელ­ვა სტუ­დენ­ტე­ბი. ზო­გი ამ ახ­ალ­გაზ­­და მწერ­ლე­ბი­დან შორს, კან­ზას­სა და ვა­შინ­­ტონ­ში ცხოვ­რობს და ისე და­ემ­თხ­ვა, რომ კა­ტას­­რო­ფის დღეს მათ პირ­ვე­ლი ვორ­­შო­ფი უწ­ევ­დათ. მე­რე მა­თი ერთ-ერ­თი სუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რებ­ლის ევ­­კუ­­ცი­აც გახ­და სა­ჭი­რო. ვა­პი­რებ­დი შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, თი­თო­­ულს თა­ვი­სი იმდ­ღე­ვან­დე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­­წე­რა და იმ­ის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ ჩემ­­ვის მნიშ­­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი ან უხ­­რის­ხო გა­მო­ვი­დო­და მა­თი პირ­ვე­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი, მე თვი­თონ თა­ვი მო­ვუ­ყა­რე ნაჩ­ქა­რე­ვად ლექ­სის­მაგ­ვარ სვე­ტე­ბად შე­კო­წი­წე­ბულ ჩე­მი ლექ­სის პირ­ველ სტრი­ქო­ნებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი სულ არ უკ­ავ­შირ­დე­ბო­და ერთ­მა­ნეთს და სტუ­დენ­ტებს ასე გა­ვა­ცა­ნი ლექ­სის პირ­ვე­ლი ელ­­მენ­ტა­რუ­ლი ვერ­სია.

    ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წა­კითხ­ვის­­ვის ლექ­სის ის ვა­რი­ან­ტი მიმ­ქონ­და, რა­ზეც იმ ეტ­აპ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. რო­ცა სა­ხალ­ხოდ კითხუ­ლობ, მსმე­ნე­ლი ლექ­სის სრულ­ყო­ფილ ვა­რი­ანტს ით­ხოვს, ამ­­ტომ თვალ­ში ეჩ­ხი­რე­ბათ და ძა­ლა­­ნე­ბუ­რად აფ­იქ­სი­რე­ბენ იმ მო­მენ­ტებს, რაც გა­­მარ­თა­ვად ჟღერ­და. ამ წა­კითხ­ვე­ბის შემ­დეგ, სას­ტუმ­რო­ში, ჩემს ოთ­ახ­ში, სწო­რედ ამ გა­­მარ­თავ მო­ნაკ­ვე­თებს ვა­მუ­შა­ვებ­დი. ხში­რად, რამ­დე­ნი­მე დღის ან კვი­რის შემ­დეგ, ყო­ველ წა­კითხ­ვას ის­ევ ხე­ლა­ხა­ლი შეს­წო­რე­ბა მოს­დევ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და ათი თვის მან­ძილ­ზე. ლექ­სის სრულ­ყო­ფის ამ ხან­­­­ლი­ვი დრო­ის თი­თო­­ულ ეტ­აპ­ზე ვკითხუ­ლობ­დი ნა­მუ­შევ­რის ახ­ალ ვა­რი­ანტს და ეს ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ნა­წარ­მო­­ბის სა­ბო­ლოო სა­ხის გა­მოკ­ვე­თა­ში.

    – ჩე­მი აზ­რით, თქვენ იმ პო­ეტ­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­­კუთ­­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ეთ­აყ­ვა­ნე­ბი­ან და ამ­­ყო­ბენ თა­ვი­სი ფეს­ვე­ბით. ტყუ­პე­ბი თქვე­ნი მხედ­ვე­ლო­ბის არ­­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თით­­მის ორ ათ­­ულ წელ­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხომ ასეა?

    – დი­ახ, მე ოც­და­მერ­ვე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ და ჩე­მი ფან­­რე­ბი სამ­­რე­თის­კენ იყ­­რე­ბა. კოშ­კე­ბი ჩე­მი სახ­ლის შო­რი­ახ­ლოს იდ­გა და მარ­­ლაც ყო­ველ­­ღე ვხე­დავ­დი. ყვე­ლა­ზე კარ­გად ნიუ-იორ­კის ამ ნა­წილს ვიც­ნობ­დი. რა თქმა უნ­და, კა­ტას­­რო­ფა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში რომ მომ­­და­რი­ყო, ამ ლექსს ვერ დავ­წერ­დი.

    ნიუ-იორ­კე­ლებ­თან სა­უბ­რი­სას მე ძა­ლი­ან ბე­რი რამ შე­ვიტყ­ვე მომ­­დარ­ზე. ჩე­მი კა­რის მე­ზობ­ლე­ბი სახ­­ში იყვ­ნენ სწო­რედ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა შე­ტა­კე­ბა მოხ­და; მათ გა­­გეს თვით­­­რი­ნა­ვის ხმა, რო­მელ­მაც თურ­მე ჩვენს შე­ნო­ბას ჩა­უფ­რი­ნა და ფან­­რებს მი­აწყ­­ნენ, რომ გა­­გოთ, რა ხდე­ბო­და. ამ დროს და­­ნა­ხეს, რომ თვით­­­რი­ნა­ვი კოშკს შე­­ჯა­ხა. მე­ზობ­ლებ­მა დე­ტა­ლუ­რად მი­ამ­ბეს მთე­ლი ეს ამ­ბა­ვი. უამ­რავ­მა ად­­მი­ან­მა მო­მიყ­ვა თა­ვი­სი იმდ­ღე­ვან­დე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. მე თით­ქოს ყვე­ლა შემ­­ვედ­რი გა­მოვ­კითხე და თი­თო­­ულს რა­ღაც თა­ვი­სი ჰქონ­და სათ­­მე­ლი.

    – არ­სე­ბო­ბენ თუ არა ის­­თი პო­­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ლექ­­ში არ ჩა­ნან უშ­­­ლოდ, მაგ­რამ გარ­­ვე­­ლი გავ­ლე­ნა და შთა­გო­ნე­ბა მო­ახ­დი­ნეს თქვენ­ზე ამ ლექ­­ზე მუ­შა­­ბის პრო­ცეს­ში?

    – ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ზე ყო­ველ­­ვის დი­დი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ჰარტ კრე­ინს. ერ­თი შე­ხედ­ვით არ ჩანს, მაგ­რამ ეს ასეა. კონ­­რე­ტუ­ლად ამ ლექ­­ზე მუ­შა­­ბი­სას კი და­მეხ­მა­რა კრე­­ნის ღრმა სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­­ვის მქო­ნე ნა­წარ­მო­­ბი ნიუ-იორ­კის თე­მა­ზე.

    მე­­რე პო­­ტი, ვინც ამ ლექ­­ზე მო­ახ­დი­ნა ფა­რუ­ლი გავ­ლე­ნა, იყო ემ­­ლი დი­კინ­სო­ნი. კერ­ძოდ, მი­სი უნ­­რი – წარ­მო­სახ­ვა­ში და­­ნა­ხოს თა­ვი­სი გზა, თვი­თონ­ვე გა­ნი­ცა­დოს ის, რა­ზეც წერს და შე­ეძ­ლოს, სამ­ყა­როს სხვი­სი თვა­ლით უყ­­როს. მი­სი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ლექ­სი – “მეს­მო­და ბუ­ზის ბზუ­­ლი, რო­ცა ვკვდე­ბო­დი”, მო­მაკ­­და­ვი ად­­მი­­ნის შე­სა­ხებ არ­ის და­წე­რი­ლი. ამ ად­­მი­ანს, შე­იძ­ლე­ბა, პო­­ტი იც­ნობ­და კი­დეც და უნ­­ხავს მო­მაკ­­და­ვი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ ის თა­ვის პერ­სო­ნაჟ­ში შე­დის და მე­რე წარ­მო­სახ­ვით მას­თან ერ­თად კვდე­ბა და, რად­გან კვდე­ბა, ხე­დავს იმ­ას, რა­საც ეს ად­­მი­­ნი ხე­დავ­და, ალ­ბათ, სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წუ­თებ­ში – ოთ­­ხის ბუზს. ჩემ­­ვის ამ­­ღელ­ვე­ბე­ლია ის, რაც დი­კინ­სონს შე­უძ­ლია – სხვა ად­­მი­­ნად იქ­ცეს და მი­სი თვა­ლით უყ­­როს სამ­ყა­როს, არა მარ­ტო უყ­­როს, არ­­მედ წარ­მა­ვა­ლი რე­­ლო­ბი­დან უმ­ნიშ­­ნე­ლო ცოცხა­ლი არ­სე­ბის სა­ხით ერ­თი დე­ტა­ლი გა­მო­არ­ჩი­ოს და პო­­ტუ­რი ენ­ით ჰიმ­ნი უძღ­­ნას ამ ჩვე­­ლებ­რივ, არ­აფ­რით გა­მორ­ჩე­ულ არ­სე­ბას – ოთ­­ხის ბუზს. თა­ნაც, ჰიმ­ნი მის­­ვის გა­სა­გებ ენ­­ზე უმ­ღე­როს – “მო­ლურ­ჯო, ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვე­ტი ზუ­ზუ­ნით”.

    © ”არილი”