• პორტრეტი

    რობერტ ლოუელის შესახებ

    ­­­ზვიად რატია­ნი


    “დი­დად უც­ნა­უ­რი ჩვე­უ­ლე­ბა” – ასე გან­მარ­ტავ­და რო­ბერტ ლო­უ­ე­ლი ლექ­სის წე­რის მოთხოვ­ნი­ლე­ბას და ამ ნათ­ქ­ვამ­ში ნათ­ლად ჩანს მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ტუ­რი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა – წე­სი­ე­რე­ბა. მის­თ­ვის უც­ხო იყო მრა­ვა­ლი პო­ე­ტი­სათ­ვის ჩვე­უ­ლი მე­სი­ა­ნის­ტუ­რი ილ­უ­ზი­ე­ბი, ის არ­ა­სო­დეს აზ­ვი­ა­დებ­და სა­კუ­თა­რი პო­ე­ზი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ყო­ველ­თ­ვის თავს არ­ი­დებ­და მა­ღალ­ფარ­დო­ვან სა­უ­ბარს შთა­გო­ნე­ბა­ზე და იმ მსხვერ­პ­ლ­ზე, რო­მელ­საც შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ითხოვს. ის ლექ­სის წე­რას უც­ნა­ურ ჩვე­უ­ლე­ბას უწ­ო­დებ­და და, რო­გორც ჩანს, სწო­რედ ას­ე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მო­ი­პო­ვა ის მო­მა­ჯა­დო­ვე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე გა­მო­არ­ჩევს მის შე­მოქ­მე­დე­ბას; იმ­ა­ვე მი­ზე­ზით უნ­და იყ­ოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მი­სი პო­ე­ტუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც. ლო­უ­ე­ლის პო­ე­ტი­კა საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო და, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, უკ­უღ­მარ­თი გზით გან­ვი­თარ­და: ეს იყო გზა სირ­თუ­ლი­დან უბ­რა­ლო­ე­ბი­სა­კენ. რო­გორც წე­სი, პი­რი­ქით ხდე­ბა ხოლ­მე.

    რო­ბერტ ლო­უ­ე­ლის პო­ე­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 40-იან და 50-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ამ პე­რი­ო­დის ლექ­სებ­ში აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ტო­მას ელ­ი­ო­ტი­სა და მი­სი თა­ო­ბის პო­ე­ტე­ბის გავ­ლე­ნა, უფ­რო სწო­რად, იმ ხა­ზის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ელ­ი­ო­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში იღ­ებს სა­თა­ვეს. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხ­ე­ბა მის მე­ო­რე კრე­ბულს, “ლორდ უერ­ის ცი­ხე­სი­მაგ­რეს”, რო­მე­ლიც 1946 წელს გა­მო­ი­ცა და ავ­ტორს, აღ­ი­ა­რე­ბას­თან ერ­თად, პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მი­აც მო­უ­ტა­ნა. ეს წიგ­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ის მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზეა ამ­ოზ­რ­დი­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი კრე­ბუ­ლია ლო­უ­ე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. “ლორდ უერ­ის ცი­ხე­სი­მაგ­რის” მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ერთხ­მად აღ­ი­ა­რებ­დ­ნენ იმდ­რო­ინ­დე­ლი ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პო­ე­ზი­ის ის­ე­თი მეტ­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყვ­ნენ რო­ბერტ ფროს­ტი, ტო­მას ელ­ი­ო­ტი, უის­ტან ჰიუ ოდ­ე­ნი. მაგ­რამ უც­ნა­უ­რი მა­ინც ის იყო, რომ ამ კრე­ბულ­მა, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი აშ­კა­რა სირ­თუ­ლი­სა, უდ­ი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა არ­აპ­რო­ფე­სი­ო­ნალ მკითხ­ველ­თა შო­რის. “კვა­კერ­თა სა­საფ­ლაო ნან­ტა­კეტ­ში”, “ევ­რო­პის გვა­მე­ბი”, “დევ­ნი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა”, – ეს ის ლექ­სე­ბია, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე ქრეს­ტო­მა­თი­ულ ნი­მუ­შე­ბად იქც­ნენ.

    რო­ბერტ ლო­უ­ე­ლი ყო­ველ­თ­ვის გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც მთე­ლი სი­სავ­სი­თა და, თუ გნე­ბავთ, დრა­მა­ტუ­ლო­ბით აღ­იქ­ვამ­და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის, ტრა­დი­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. არ­ა­მარ­ტო შე­მოქ­მე­დე­ბა, მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბაც კი ტრა­დი­ცი­ის უწყ­ვე­ტო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს: XIX სა­უ­კუ­ნის უკ­ა­ნას­კ­ნელ რო­მან­ტი­კო­სად წო­დე­ბუ­ლი ჯე­იმს რა­სელ ლო­უ­ე­ლი მი­სი დიდ­პა­პა იყო, ხო­ლო ამ­ე­რი­კუ­ლი იმ­ა­ჟიზ­მის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი, ემი ლო­უ­ე­ლი, დე­ი­და. “ტრა­დი­ცია მუდ­მი­ვი ცვა­ლე­ბა­დო­ბაა და არა უძ­რა­ო­ბა, – წერ­და ლო­უ­ე­ლი, – ტრა­დი­ცია გან­ვი­თა­რე­ბის სი­ნო­ნი­მია, ოღ­ონდ აქ უნ­და და­ვა­მა­ტოთ ერ­თი დე­ტა­ლი: არა ნე­ბის­მი­ე­რი, არ­ა­მედ სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის სი­ნო­ნი­მი”.

    სწორ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ცხა­დია, ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა და პო­ე­ტის ამგ­ვა­რი პო­ზი­ცია ყვე­ლა­ზე ნათ­ლად 50-იან წლებ­ში იჩ­ენს თავს: ამ­ე­რი­კულ პო­ე­ზი­ა­ში ეს იყო ფა­სე­უ­ლო­ბა­თა გა­და­ფა­სე­ბის, ამ­ბო­ხის წლე­ბი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ამ­ბო­ხი სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­სა უფ­რო იყო, მაგ­რამ მას­ში აშ­კა­რად იგრ­ძ­ნო­ბო­და გარ­ვე­უ­ლი აგ­რე­სი­აც, რო­მე­ლიც იმ დრო­ი­სათ­ვის უკ­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლად ქცე­უ­ლი მო­დერ­ნის­ტუ­ლი პო­ე­ტი­კი­სად­მი იყო მი­მარ­თუ­ლი. ამ­ე­რი­კულ პო­ე­ზი­ა­ში გა­მოჩ­ნ­და ყვე­ლა­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­მომ­წ­ვე­ვი თა­ო­ბა – ბიტ­ნი­კე­ბი. ჩარლზ ოლ­სო­ნი, ჯეკ კე­რუ­ა­კი, კარლ შა­პი­რო, ალ­ენ გინ­ზ­ბერ­გი, – ის­ი­ნი უპ­ი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ნამ­დე შექ­მ­ნი­ლი­ყო, თვით პო­ე­ზი­ა­საც კი, რად­გან მა­საც მა­ხინ­ჯი ამ­ე­რი­კუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სის­ხ­ლ­ხორ­ცე­ულ ნა­წი­ლად თვლიდ­ნენ. და ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა რო­ბერტ ლო­უ­ე­ლი­სა და მი­სი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი პო­ე­ტის პო­ზი­ცი­ამ, რო­მელ­თა შო­რის იყვ­ნენ თე­ო­დორ როტ­კე, ჯონ ბე­რი­მა­ნი, რენ­დალ ჯა­რე­ლი; მათ ერთ­გ­ვა­რი ხი­დის ფუნ­ქ­ცია შე­ას­რუ­ლეს ომ­ამ­დელ და ომ­ის შემ­დ­გომ ამ­ე­რი­კულ პო­ე­ზი­ა­ში და გა­მო­რიცხეს ტრა­დი­ცი­ის წყვე­ტა.

    ლო­უ­ე­ლი არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და იმ პო­ეტ­თა რიცხვს, რომ­ლე­ბიც ერთხელ მიღ­წე­ულს სჯერ­დე­ბი­ან და თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არ­ა­ნა­ი­რი ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი აღ­არ შე­აქვთ. ამ­ის მა­გა­ლი­თე­ბი მრავ­ლა­დაა ამ­ე­რი­კულ პო­ე­ზი­ა­ში, ვთქვათ, ვე­ჩელ ლინ­დ­ზის, ლენ­გ­ს­ტონ ჰი­უ­ზის, ოგ­დენ ნე­შის მშვე­ნი­ე­რი, მაგ­რამ ერთ­ფე­რო­ვა­ნი ლი­რი­კა. ლო­უ­ე­ლის პო­ე­ტი­კა გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იცვ­ლე­ბო­და, წიგ­ნი­დან წიგ­ნამ­დე დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­ხეს იძ­ენ­და. ასე გან­სა­ჯეთ, მის უკ­ა­ნას­კ­ნელ წიგ­ნ­შიც კი, რო­მე­ლიც 60 წლის პო­ეტ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე გა­მოს­ცა, კრი­ტი­კო­სე­ბი სრუ­ლი­ად ახ­ა­ლი ეტ­ა­პის და­საწყისს ხე­დავ­დ­ნენ.

    პირ­ვე­ლი ძი­რე­უ­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბა რო­ბერტ ლო­უ­ე­ლის პო­ე­ზი­ა­ში 1959 წელს გა­მო­ცე­მულ “ცხოვ­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ში” შე­იმ­ჩ­ნე­ვა. პო­ე­ტი, რომ­ლის ლი­რი­კუ­ლი “მე” აქ­ამ­დე ყო­ველ­თ­ვის გუნ­დუ­რი ხა­სი­ა­თი­სა იყო, რომ­ლის ხმა ერ­თი ნიღ­ბი­დან მე­ო­რეს გა­და­ე­ცე­მო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად უკ­ი­დუ­რე­სი სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მი­სა­კენ შე­მობ­რუნ­და. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლო­ბის ის თით­ქ­მის და­მაბ­ნე­ვე­ლი დო­ზა, რო­მე­ლიც ამ წიგ­ნ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ლო­უ­ე­ლის მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. პო­ე­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და მკაც­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ლექ­სო ფორ­მე­ბით, ამ­ჯე­რად თვით­დი­ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით ალ­ა­პა­რაკ­და. მაგ­რამ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი და სპონ­ტა­ნუ­რი რიტ­მი­კა, თით­ქ­მის პრო­ზა­ულ პა­სა­ჟებ­ში ალ­აგ-ალ­აგ შემ­თხ­ვე­ვით გა­მო­რე­უ­ლი რით­მე­ბი, ლექ­სე­ბის ან­ტი-კომ­პო­ზი­ცი­უ­რო­ბა და სტი­ქი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი, რაც 20-იანი წლე­ბის “ცნო­ბი­ე­რე­ბის ნა­კად­თან” და­კავ­ში­რე­ბულ ექს­პე­რი­მენ­ტებს მოგ­ვა­გო­ნებს, მხო­ლოდ ერ­თი და, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი დე­ტა­ლია ლო­უ­ე­ლის პო­ე­ზი­ის სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბი­სა. მთა­ვა­რი მა­ინც თე­მა­ტი­კა იყო: ესაა ლექ­სე­ბი-დღი­უ­რე­ბი, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ფრაგ­მენ­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც პო­ე­ტი შე­ლა­მა­ზე­ბი­სა და ყო­ველ­გ­ვა­რი გამ­ხატ­ვ­რუ­ლო­ბის გა­რე­შე აღ­წერს ეპ­ი­ზო­დებს თა­ვი­სი წარ­სუ­ლი­დან, აწმ­ყო­დან, სა­უბ­რობს ოჯ­ა­ხის წევ­რებ­ზე, მე­გობ­რებ­ზე, და ეს ყვე­ლა­ფე­რი უკ­ი­დუ­რე­სად ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი ფორ­მე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა: პერ­სო­ნა­ჟებ­სა და ად­გი­ლებს თავ­თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლი ერქ­მე­ვა, მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ლექ­ს­ში ას­ა­ხუ­ლი მოქ­მე­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა. ტექ­ს­ტი მხო­ლოდ აღ­ად­გენს იმ­ას, რაც იყო, აღ­ად­გენს დი­ა­ლო­გებ­სა და დე­კო­რა­ცი­ებს, და არ­ცერთ ლექ­ს­ში არ შე­იმ­ჩ­ნე­ვა არ­ა­ფე­რი, რა­საც თუნ­დაც პი­რო­ბი­თად ვუ­წო­დებ­დით ფა­ბუ­ლას, ღერძს, რო­მე­ლიც სი­უ­ჟეტს კომ­პო­ზი­ცი­ურ მთლი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭებ­და. ყო­ვე­ლი ლექ­სის და­საწყი­სი და და­სას­რუ­ლი უკ­ი­დუ­რე­სად პი­რო­ბი­თია, მაგ­რამ ეს თით­ქ­მის ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დე­ბუ­ლი და ერთ­მა­ნეთ­თან და­უ­კავ­ში­რე­ბე­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი ქმნი­ან სა­ო­ცარ და სკრუ­პუ­ლო­ზურ მთლი­ა­ნო­ბას, რო­ცა მათ არა ცალ­ცალ­კე, არ­ა­მედ ერ­თად – წიგ­ნად – აღ­ვიქ­ვამთ.

    “აღ­სა­რე­ბი­თი ლი­რი­კა”, ასე მო­ნათ­ლა კრი­ტი­კამ რო­ბერტ ლო­უ­ე­ლის ეს ახ­ა­ლი და უჩ­ვე­უ­ლო სტი­ლი და ეს ტერ­მი­ნი მა­ლე გას­ც­და მხო­ლოდ ერ­თი პო­ე­ტის საზ­ღ­ვ­რებს: ორ­ი­ოდ წე­ლი­წად­ში სიტყ­ვა “აღ­სა­რე­ბი­თი” ამ­ე­რი­კუ­ლი პო­ე­ზი­ის ერთ-ერ­თი მძლავ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ეპ­ი­თე­ტად იქ­ცა, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, რომ­ლის ფუ­ძემ­დებ­ლად სწო­რედ რო­ბერტ ლო­უ­ე­ლი მო­ი­აზ­რე­ბა.

    მაგ­რამ პო­ე­ტის ეს რა­დი­კა­ლუ­რი შე­მობ­რუ­ნე­ბა არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ მან სრუ­ლი­ად გაწყ­ვი­ტა კავ­ში­რი თა­ვის ძველ პო­ე­ტი­კას­თან, უბ­რა­ლოდ, 60-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ახ­ალ­მა ხედ­ვამ შე­და­რე­ბით იმძ­ლავ­რა ძველ­ზე. “ცხოვ­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის” შემ­დეგ გა­მო­ცე­მუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნით – “კავ­ში­რი­სათ­ვის და­ხო­ცილ­ნი”, 1963, – პო­ეტ­მა კრი­ტი­კო­სებ­სა და მკითხ­ვე­ლებს და­ა­ნა­ხა, რომ ის ის­ევ ძვე­ლი ლო­უ­ე­ლი იყო, ფორ­მის დი­დოს­ტა­ტი და მას­შ­ტა­ბუ­რად მო­აზ­როვ­ნე შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ არ გა­მო­კე­ტი­ლა სა­კუ­თა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის ნა­ჭუჭ­ში.

    მომ­დევ­ნო კრე­ბუ­ლე­ბი­დან პირ­წ­მინ­დად ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მხო­ლოდ ერ­თი იყო, 1973 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი “ლი­ზის და ჰე­რი­ეტს”. ამ წიგ­ნის ხა­სი­ათ­ზე თა­ვად სა­თა­უ­რიც მეტყ­ვე­ლებს: ლი­ზი – პო­ე­ტის მე­უღ­ლის სა­ხე­ლია, ჰე­რი­ე­ტი კი – ქა­ლიშ­ვი­ლის. ლო­უ­ე­ლის და­ნარ­ჩე­ნი კრე­ბუ­ლე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­რე­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და მათ­ში თა­ნაბ­რად არ­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რი, ისე ად­რე­უ­ლი ლო­უ­ე­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ლი­რი­კის ნი­მუ­შე­ბი. ამ კრე­ბუ­ლებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ას­ე­ვე 1973 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი “ის­ტო­რია”; ეს არ­ის წიგ­ნი-გა­ლე­რეა, რო­მე­ლიც წარ­მოგ­ვიდ­გენს სხვა­დას­ხ­ვა ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბი­სა თუ თა­ნა­მედ­რო­ვე მოღ­ვა­წე­ე­ბის პორ­ტ­რე­ტებს. ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რია, თუ რა პრინ­ცი­პით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და პო­ე­ტი მა­თი შერ­ჩე­ვი­სას, – ალ­ექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლი, სერ ტო­მას მო­რი, რო­ბერტ ფროს­ტი, რემ­ბ­რან­დ­ტი, მა­რია სტი­უ­არ­ტი, ჯონ კე­ნე­დი, დან­ტე, ად­ოლფ ჰიტ­ლე­ტი, უილ­ი­ამ კარ­ლოს უილ­ი­ამ­სი, აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი, რენ­დოლ ჯა­რე­ლი, მო­ცარ­ტი… გარ­და პორ­ტ­რე­ტე­ბი­სა, “ის­ტო­რია” კი­დევ ორ და­მო­უ­კი­დე­ბელ ნა­წილს შე­ი­ცავს, ესაა ციკ­ლი “ოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბი” და პო­ე­მა “მექ­სი­კა”.

    პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ლექ­სე­ბი შე­სუ­ლია რო­ბერტ ლო­უ­ე­ლის მი­ერ 1975 წელს გა­მო­ცე­მულ კრე­ბულ­ში “დღი­თიდ­ღე”. შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ ეს არ­ის მი­სი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კრე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე სქელ­ტა­ნი­ა­ნი და ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რო­მელ­შიც წარ­მო­ჩინ­და ლო­უ­ე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტ­ა­პი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა.

    © “არილი”

  • პოეზია

    ბესიკ ხარანაული

    მკვდრე­ბის სიმ­ღე­რა

    ნი­ნო კვა­ჭან­ტი­რა­ძეს

    რო­ცა ყვე­ლა ეს კოშ­მა­რი არ­ყოფ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს,

    რო­ცა გაყ­ვა­ვილ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა და ჩვენ აღ­არ ვიქ­ნე­ბით,

    გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დ­ვი­ლად იყო!

    რო­ცა სა­მარ­თა­ლი ხელთ მახ­ვილს და­ი­ჭერს,

    რო­დე­საც ახ­ლე­ბი შუ­რის­გე­ბით გაძღე­ბი­ან

    და სახ­რ­ჩო­ბე­ლე­ბი­დან გვა­მებს ჩა­მოხ­ს­ნი­ან,

    საფ­ლა­ვებს გათხ­რი­ან, ლო­დებს გა­დაყ­რი­ან,

    ამ­ო­ა­შიშ­ვ­ლე­ბენ, ამ­ო­ა­ტიტ­ვ­ლე­ბენ

    და მკვდრებს, რო­გორც ცოცხ­ლებს, ისე გა­ლა­ხა­ვენ,

    რომ ხსენ­დეს ის დღე სა­უ­კუ­ნე­ებ­ში,

    ვით “მკვდრე­ბის გა­ლახ­ვა”…

    რო­ცა ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც იმ დღეს მოხ­დე­ბა,

    ძეგ­ლი აიგ­ე­ბა თუ სახ­ლი და­ინ­გ­რე­ვა,

    წვი­მა მო­ვა თუ მი­წის­ძ­ვ­რა იქ­ნე­ბა,

    ბატ­კა­ნი გაჩ­ნ­დე­ბა თუ

    ყრმა და­ი­ბა­დე­ბა –

    იტყ­ვი­ან და­ნა­ნე­ბით თუ თა­ვის­მარ­თ­ლე­ბით,

    “ეს იყო მკვდრე­ბის გა­ლახ­ვის დღე­საო”.

    მა­ნამ­დის კი, მა­ნამ­დის,

    ვიდ­რე მი­წა­ში ვართ,

    და ვის­ვე­ნებთ ყო­ვე­ლი­ვე ზედ­მე­ტო­ბი­სა­გან,

    რი­თაც რომ სი­ცოცხ­ლე აღ­ჭუ­რავს ად­ა­მი­ანს –

    ქა­ლი – ქა­ლო­ბის­გან,

    კა­ცი – კა­ცო­ბის­გან,

    ღა­რი­ბი – ძონ­ძ­თა­გან,

    მდი­და­რი – ფუ­ლის­გან,

    მე­ძა­ვი – სიძ­ვის­გან,

    პო­ე­ტი – ლექ­სის­გან…

    მა­ნამ­დის –

    ვიდ­რე ძა­ლა შეს­წევს ჩვენს ლან­დებს,

    გაფ­რ­თხი­ლებთ:

    არ­ა­ვინ მო­გატყუ­ოთ, არ­ა­ვის და­უ­ჯე­როთ,

    არ გა­და­ახ­ვ­ნე­ვი­ნოთ ჩვე­ნი საფ­ლა­ვე­ბი,

    გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დ­ვი­ლად იყო!

    და უფ­რო მე­ტიც…

    რომ ირწ­მუ­ნოთ ჩვე­ნი ნათ­ქ­ვა­მი

    რომ ღირ­სე­ბაც ვი­ცო­დით და თა­ვის და­ცინ­ვაც,

    რომ გვე­ქე­ი­ფა ამ­ა­ო­ე­ბა­ზე და რომ გვე­ხა­ლი­სა,

    თუმ­ცა კი ჩვენ­ში არ ერია არც ერ­თი მარ­თა­ლი,

    ბნელ­ში და შიმ­შილ­ში, შიშ­ში, მო­ნო­ბა­ში,

    ჩვენ მა­ინც ვმღე­რო­დით!…

    ეს ცხოვ­რე­ბა არაა იმ­ათ­თ­ვის, ვი­საც ეჩ­ქა­რე­ბა,

    ეს ცხოვ­რე­ბაა იმ­ათ­თ­ვის, ვი­საც აგ­ვი­ან­დე­ბა,

    ვინც შე­ი­ყო­ლია დარ­დ­მა და მწუ­ხა­რე­ბამ,

    ვინც სა­წო­ლი­დან ამდ­გარ ცოლს თვა­ლი გა­ა­ყო­ლა,

    ვინც ყოყ­მა­ნით და­იწყო დი­ლა,

    ვინც და­ბა­დე­ბით­ვე შე­ყოვ­ნე­ბუ­ლია,

    ვინც ლო­გინ­ში ოც­ნე­ბას არ­ჩევს

    წვი­რი­ან ცხოვ­რე­ბას,

    ვინც ღმერ­თის­თ­ვის ბევ­რი ილ­ო­ცა

    და უჭ­ირს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა,

    ვინც და­კარ­გუ­ლია “ჰო”-ში და “არა”-ში,

    ვინც აფ­ა­სებს წვრილ­მან რა­მე­ებს,

    რად­გან მსხვილ­მა­ნი – და­ბა­დე­ბა და სიკ­ვ­დი­ლია

    და არც ერ­თი ჩვენ არ გვე­კუთ­ვ­ნის,

    ვინც იც­ის, რომ, რა­საც აჰყ­ვე­ბი, იმ­ად იქ­ცე­ვი,

    რომ, ვინც მსუ­ბუ­ქად ეწ­ე­ვა უღ­ელს,

    ის უხ­მოდ კვდე­ბა მოხ­რე­შილ გზა­ზე,

    ვინც იც­ის, რომ, სი­ხა­რუ­ლი უბ­ო­რო­ტოდ რო­დი არ­სე­ბობს,

    იმ­ი­სი მოს­ვ­ლით მუ­დამ რა­ღაც და­ი­ვიწყე­ბა,

    ვინც იც­ის,

    რომ, ნი­ჭი­ე­რი მი­ლი­ონ­ჯერ უღ­ა­ლა­ტებს თა­ვის თავს ხოლ­მე,

    უნ­ი­ჭო კი ერთხე­ლაც არა,

    რომ, ვინც არ აფ­რენს, ის სხვა რა­მით ზღავს,

    ვინც ზიზ­ღის რუ­კას სიფ­რ­თხი­ლით ად­გენს,

    რომ სიყ­ვა­რულს არ და­ამ­თხ­ვი­ოს,

    ვინც იც­ის, რა ბო­რო­ტე­ბაა,

    რომ გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე შე­უბ­ჯი­ნო ცხოვ­რე­ბას თვა­ლი,

    ვინც იც­ის, რომ, მთა­ვა­რი სიტყ­ვე­ბი უკ­ვე წარ­მო­ით­ქ­ვა

    და ახ­ლა სა­ჭი­როა მათ­გან დრო­ზე გაც­ლა,

    ვინც იც­ის – ად­ა­მი­ანს ის­იც შთა­ა­გო­ნებს,

    რომ შე­უძ­ლია რა­ღა­ცა შე­ბილ­წოს,

    რომ, უმ­ჯო­ბე­სია ერ­თი ნაკ­ლი სრულ­ყო,

    ვიდ­რე მო­ე­დო ათ­ას სიქ­ვე­ლეს,

    რომ, ვინც და­ლია სა­წამ­ლა­ვი, თაფ­ლი უკ­ვე ვე­ღარ უშ­ვე­ლის,

    რომ, მო­ძუ­ლე­ებს ხი­დი არ­ას­დ­როს არ ჩა­უტყ­დე­ბათ,

    რომ, გაქ­ცე­ულ ცოლს მზით­ვით უკ­ან არ­ა­ვინ მის­დევს,

    რომ, სი­ლა­მა­ზე არ­სე­ბობს იმ­ი­ტომ,

    შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რომ იყ­ოს ბრმე­ბის­თ­ვის,

    რომ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია – სიყ­ვა­რუ­ლის დრო,

    რომ, ჯე­ჯი­ლი მო­სა­ვალ­ზე მე­ტი არ­ის, იმ­ე­დი – პურ­ზე,

    რომ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო­ნია

    ღვთის­მო­სა­ვე­ბი და პატ­რი­ო­ტე­ბი,

    და, მო­რა­ლის­ტის ერ­თა­დერ­თი თა­ვის­შ­ვე­ლაც – უზ­ნე­ო­ბაა,

    რომ ამ ხალ­ხ­მა მარ­ტო პირ­ჯ­ვ­რის­წე­რა ის­წავ­ლა ქრის­ტეს­გან,

    სხვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ძნე­ლია, მას შე­ა­ტო­ვეს,

    ხე­ლი კი არ და­უ­ცა­ლეს,

    რო­გორც წვი­მას ხელს უც­ლის ბავ­შ­ვი,

    რომ, სი­ძულ­ვი­ლის გრძნო­ბა ქო­ნე­ბა არაა,

    მაგ­რამ სულ უგრ­ძ­ნო­ბე­ლო­ბას მა­ინ­ცა სჯო­ბია,

    რომ, კა­ცი მა­შინ მღე­რის ცხოვ­რე­ბა­ზე,

    რო­ცა მას­ში გან­სა­ქონ­ლ­დე­ბა ეშ­მა­კი,

    რომ, რო­გორც კი ტყუ­ი­ლის თქმა მო­მინ­დე­ბა,

    ვგრძნობ, თუ რო­გორ მიბ­რუნ­დე­ბა სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი,

    რომ, სი­სუ­ლე­ლეა, ად­ა­მი­ა­ნებს შენ­ზე რომ უამ­ბობ,

    ად­ა­მი­ა­ნებს უნ­და მო­უყ­ვე მათ­ზე,

    რომ: გა­ნა იმ­ას უფ­რო მე­ტი მი­ზე­ზი ჰქონ­და,

    ვიდ­რე მე მაქვს – გა­ჯავ­რე­ბი­სა?

    მე ამ­ათ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ვარ, ის კი წა­ვი­და,

    რომ, ად­ა­მი­ა­ნი ფა­სობს ცდუ­ნე­ბე­ბით,

    რომ, “მე ვტყუი, ესე იგი – ვარ­სე­ბობ”… და ასე შემ­დეგ.

    ვინც იც­ის, რომ საპ­ნის ბუშ­ტით ვერ აფ­რინ­დე­ბი,

    იმ­ით მხო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ძირს და­ე­ნარ­ცხო,

    ქვე­მოთ­დახ­რილ ქუ­თუ­თო­თა გაკ­ვირ­ვე­ბა­ში,

    ვინც იხ­უმ­რა, რომ ორი რამ – ფუ­ლი და სუ­ლი

    არ­ა­ვის არ უნ­და გა­ან­დო,

    ვინც სიკ­ვ­დი­ლის წინ და­ი­ბა­რა –

    “მე­ძი­ეთ მე და­კარ­გულ საგ­ნებ­ში”,

    ვინც იც­ის, თუ რა­ზე იოც­ნე­ბოს:

    გან­ვი­თა­რე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი კლე­ბა

    (თით­ქოს ჭკნო­ბა ყვა­ვი­ლო­ბა­ში),

    რო­ცა სუ­ლი­ცა და სხე­უ­ლიც ერ­თად ჩა­იწ­ვე­ბა,

    ვინც იც­ის, რომ ცხოვ­რე­ბა წა­გე­ბუ­ლია

    და­ვიწყე­ბულ სი­ზარ­მა­ცე­ებ­ში,

    რომ, საქ­მე და თა­მა­ში ის ორი სარ­კეა,

    სა­დაც ად­ა­მი­ანს თა­ვის სა­ხის ხილ­ვა შე­უძ­ლია

    და, რომ გა­ნუწყ­ვე­ტელ გა­და­ნაც­ვ­ლე­ბა­ში

    ეს ორი სარ­კე ერთ­მა­ნეთს ერწყ­მის,

    ვინც იც­ის, რომ, თუ­კი გე­ლო­ლი­ა­ვე­ბი­ან,

    ესე იგი,

    რა­ღა­ცა­ზე თვალ­სა ხუ­ჭა­ვენ,

    ვინც იც­ის, რომ, თუ არ შე­ე­გუ­ე­ბი

    სიბ­რ­ძ­ნი­სათ­ვის წაყ­რუ­ე­ბას და

    სი­ლა­მა­ზის­თ­ვის თი­თებს შო­რის ცქე­რას,

    ის­ი­ნი გაგ­ს­რე­სენ,

    ვინც არ და­კარ­გა გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბა,

    რომ გა­იკ­ვირ­ვოს მე­ა­თა­სე­ჯერ –

    რა­ტომ არ­ის ეს ცხოვ­რე­ბა ყო­ველ წამ­ში ასე ახ­ა­ლი,

    რო­დე­საც ასე ძვე­ლი არ­ის და გაც­ვე­თი­ლი,

    ვინც იც­ით,

    რომ ბრძე­ნი არ­ას­დ­როს არ და­ი­ცავს თა­ვის სი­მარ­თ­ლეს,

    ბრძე­ნი ელ­ო­დე­ბა ბრმა შემ­თხ­ვე­ვას,

    რო­დე­საც მას და­უ­ჯე­რე­ბენ,

    ვინც იც­ის, რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

    გი­ჟიც კი არ არ­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლი,

    რომ ჯვა­რი, რო­მელ­საც მი­ა­ყუ­დებ,

    არ არ­ის ჯვა­რი,

    ჯვა­რი ის არ­ის, სულ რო­მე­ლიც უნ­და ატ­ა­რო.

    და ასე შემ­დეგ…

    ეს ცხოვ­რე­ბა არაა იმ­ათ­თ­ვის, ვი­საც ეჩ­ქა­რე­ბა,

    ვინც ცოლს გა­უღ­რი­ნა,

    – ჩა­იც­ვი, წა­ვი­დეთ!..

    ეს ცხოვ­რე­ბაა იმ­ათ­თ­ვის ვინც მრა­ვალ­წ­ლის ფიქ­რით შე­იგ­ნო,

    რომ, ად­ა­მი­ა­ნი ფა­სობს ცდუ­ნე­ბე­ბით

    რომ, სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი მი­წა­ში წვა­ნან

    ასე ვიცხოვ­რეთ ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში,

    ხან ჯო­ჯო­ხე­თად რომ ვსა­ხავ­დით

    და ხან ლურჯ ქე­დე­ბად

    და თუმ­ცა საჯ­დო­მე­ბით სკა­მებ­ზე ვე­მაგ­რეთ,

    აზ­რე­ბი მა­ინც მი­მოგ­ვ­დი­ო­და

    და წვერს ვი­პარ­სავ­დით რა­დი­ო­ჰან­გებ­ზე,

    სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რა კი საფ­ლავ­ში მიგ­ვ­ქონ­და.

    და

    რო­ცა ყვე­ლა ეს კოშ­მა­რი არ­ყოფ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს,

    რო­ცა გაყ­ვა­ვილ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა და ჩვენ აღ­არ ვიქ­ნე­ბით,

    გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დ­ვი­ლად იყო!

    © ”არილი”

  • პროზა (თარგმანი)

    სი­ბი­ლე ბერ­გი

    ნორას შია

    გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ

    ყო­ველ დი­ლით ვი­წო­ნე­ბი.

    დი­ლა­ო­ბით ოდ­ნავ ნაკ­ლებს ვი­წო­ნი ხოლ­მე.

    ნა­ხე­ვა­რი წე­ლია მხო­ლოდ კიტ­რით, ვაშ­ლი­თა და სა­ლა­თით ვიკ­ვე­ბე­ბი. ყო­ველ­გ­ვა­რი მი­სა­ყო­ლებ­ლის გა­რე­შე, რა თქმა უნ­და.

    თა­ვი­დან ცუ­დად ვხდე­ბო­დი. მუც­ლის გვრე­მა მე­მარ­თე­ბო­და. ახ­ლა საქ­მე უკ­ეთ მი­დის. საჭ­მელს დავ­ყ­ნო­სავ და მორ­ჩა, აღ­არ მშია. საჭ­მ­ლის სუ­ნი გულს მი­რევს.

    გუ­შინ 40 კი­ლო ვი­ყა­ვი. 1,75 ვარ და სი­მაღ­ლე­ში ალ­ბათ ცო­ტას კი­დევ მო­ვი­მა­ტებ. და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს: კი­დევ უნ­და და­ვიკ­ლო!

    რაც ჭა­მას თა­ვი გა­ვა­ნე­ბე, არ­ა­ვინ აღ­არ მჭირ­დე­ბა. მშობ­ლე­ბი გინდ ყო­ფი­ლან, გინდ არა. ჩემ­ზე რას ფიქ­რო­ბენ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მე ხომ ვი­ცი, რომ მა­გა­რი ვარ. ამ­ას­წინ დე­და­ჩემ­მა იტ­ი­რა. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ჩა­მო­ეთხაპ­ნა მა­კი­ა­ჟი და ოთ­ა­ხი­დან გა­მო­ვე­დი. ახ­ლა შე­ვამ­ჩ­ნიე, რამ­სის­ქე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი სულ არ აწ­უ­ხებს. მე კი, სა­ნამ სქე­ლი ვი­ყა­ვი, შეს­ვე­ნე­ბა­ზე ფეხ­სა­ლაგ­ში გავ­რ­ბო­დი, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს გავ­რი­დე­ბო­დი. ახ­ლა აღ­არ ვი­მა­ლე­ბი, უფ­რო მე­ტიც, იმ­ა­საც კი ვფიქ­რობ, ჩე­მი შურთ-მეთ­ქი.

    სი­ლა­მა­ზემ­დე კი­დევ ბევ­რი მიკ­ლია. ჯერ მა­ინც მე­ტის­მე­ტად სქე­ლი ვარ. მკლა­ვებს არ­ა­უ­შავს რა – ძვალ­ზე ტყა­ვი­ღაა გა­დაკ­რუ­ლი. ნეკ­ნე­ბიც უკ­ვე კარ­გად მეტყო­ბა, მაგ­რამ აი, ფე­ხე­ბი ჯერ კი­დევ სქე­ლი მაქვს.

    სქე­ლი რო­ცა ვი­ყა­ვი, თით­ქოს პი­როვ­ნე­ბას აღ­არ წარ­მო­ვად­გენ­დი. ახ­ლა საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა. შიგ­ნით და გა­რეთ თავს ერთ­ნა­ი­რად მტკი­ცედ ვგრძნობ. რო­ცა რა­ი­მე მი­ზა­ნი გაქვს, მარ­ტო აღ­ა­რა ხარ, რად­გან მი­ზა­ნი მუ­დამ შენ­თა­ნაა, მუ­დამ თან გახ­ლავს.

    კარ­გად მახ­სოვს ის დრო, სქე­ლი რომ ვი­ყა­ვი. ერთ წუთს თუ კარ­გად ვგრძნობ­დი თავს, მე­ო­რე წუთ­ში ავღ­რი­ალ­დე­ბო­დი და მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. ეტ­ყო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უაზ­რო­ბად მეჩ­ვე­ნე­ბო­და: ის, რომ სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ­დი, რა­ღაც პრო­ფე­სი­ას შე­ვი­ძენ­დი, მე­რე ალ­ბათ გავ­თხოვ­დე­ბო­დი და პა­ტა­რა ბი­ნა­ში ვიცხოვ­რებ­დი. პა­ტა­რა ბი­ნა­ზე გუ­ლი­სამ­რე­ვი კი აბა რა უნ­და იყ­ოს. ას­ეთ ცხოვ­რე­ბას ხომ ცხოვ­რე­ბა აღ­არ ჰქვია. ოღ­ონდ ცხოვ­რე­ბა რო­გო­რი უნ­და იყ­ოს, ჯე­რაც არ ვი­ცი. რომ გავ­ლა­მაზ­დე­ბი, აი, ალ­ბათ მა­შინ მე­ცო­დი­ნე­ბა, რა არ­ის ცხოვ­რე­ბა. მა­შინ კე­იტ მო­სი­ვით ლა­მა­ზი ვიქ­ნე­ბი და მა­სა­ვით მო­დე­ლიც გავ­ხ­დე­ბი.

    დე­და­ჩემ­მა ამ­ას­წინ ფსი­ქო­ლოგ­თან წა­მიყ­ვა­ნა. ფსი­ქო­ლო­გი ერ­თი მსუ­ქა­ნი, ბე­ბე­რი კა­ცი იყო. დე­დამ მარ­ტო დაგ­ვ­ტო­ვა და იმ ბე­ბერ­მა გაჩ­მა­ხე­ბა და­მიწყო. ოღ­ონდ ის კი ვერ მოტ­ვი­ნა, ასე იოლ­ად მე რომ ვე­რა­ვინ გა­მიჩ­მა­ხებ­და. რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი მეც წა­მი­კითხავს და მა­თი ბრიყ­ვუ­ლი ტრი­უ­კე­ბის ამ­ბა­ვიც ზე­პი­რად ვი­ცი. ამ ბე­ბერს ხომ, თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ, სიბ­რიყ­ვე სა­ხე­ზე ეწ­ე­რა.

    გა­წუ­ხებს რა­მეო, მკითხა და კი­დევ რა­ღაც სა­ზიზ­ღ­რო­ბე­ბი მო­ა­ყო­ლა. მე მხო­ლოდ მივ­ჩე­რე­ბო­დი და ხმას არ ვი­ღებ­დი. ამ ქო­ნის ტო­მა­რას პე­რან­გ­ქ­ვეშ ოფ­ლის ღა­რე­ბი ემჩ­ნე­ო­და. მის შე­კითხ­ვებ­ზე არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. გა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და, ის­ე­თი კა­ცის­თ­ვის რა­ი­მე მო­მე­ყო­ლა, სა­კუ­თა­რი თა­ვი რომ ვერ გა­უ­კონ­ტ­რო­ლე­ბია და გას­კ­დო­მამ­დე ძღე­ბა? მოკ­ლედ, წა­მო­ვე­დი და ის ფსი­ქო­ლო­გი აღ­არც გამ­ხ­სე­ნე­ბია.

    მე ჩე­მი მი­ზა­ნი მაქვს. არ­აფ­რის აღ­არ მე­ში­ნია. არც ფიქ­რის­თ­ვის ვი­წუ­ხებ თავს და ას­ეთ ყო­ფას, მე მგო­ნი, ამქ­ვეყ­ნად არ­ა­ფე­რი სჯო­ბია.

    © “არილი”

  • პოეზია

    ზვი­ად რა­ტი­ა­ნი

    ­­­­­­­­შრომაღამე. განმარტებითი ელე­გია

    კარ­გი იქ­ნე­ბო­და ამ რბილ სა­ვარ­ძელ­ში დი­ლამ­დე ჯდო­მა

    და თვლე­მა, მაგ­რამ მუხ­ლებ­ზე ვდგა­ვარ;

    შენ ბავშვს აძ­ი­ნებ გვერ­დით ოთ­ახ­ში,

    მე კი აქ­ეთ მუხ­ლებ­ზე ვდგა­ვარ

    და იატ­აკ­ზე მი­მო­ფან­ტულ სა­თა­მა­შო­ებს ყუთ­ში ვა­ლა­გებ –

    დღე უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ვიწყე­ბი

    მე. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში

    უკ­ვე თუხ­თუ­ხებს ჩა­ი­და­ნი –

    ვდუღ-დუღ-დუღ-დუღ­დე­ბი! და უკ­ვე მკერ­დ­შიც

    (სად­ღაც, და­ახ­ლო­ე­ბით მკერ­დ­ში)

    მე ვგრძნობ ვი­ღა­ცის გაღ­ვი­ძე­ბას, წა­მოდ­გო­მას. სა­ჭი­როა

    და­ვის­ხა ჩაი, ყა­ვა მგო­ნი გაგ­ვი­თავ­და; და სა­ჭი­როა

    უბ­რა­ლოდ ვწე­რო ყვე­ლა­ფე­რი,

    რა­საც არ­ა­ვინ და­მი­ჯე­რებს, რა­საც აჯ­ო­ბებ­და

    ამ რბილ სა­ვარ­ძელ­ში დი­ლამ­დე ჯდო­მა

    და თვლე­მა. მაგ­რამ მე ვიწყე­ბი

    მუხ­ლებ­ზე დგო­მით შუა ოთ­ახ­ში,

    ვგრძელ­დე­ბი სა­წერ მა­გი­დას­თან. სა­ჭი­როა უბ­რა­ლოდ ვი­ყო

    სიტყ­ვებ­თან და ტყუ­ილ-მარ­თალ წარ­სუ­ლებ­თან პი­რის­პირ მჯდო­მი

    არ­ე­ულ სა­წერ მა­გი­დას­თან, სა­დაც ყვე­ლა­ფერს –

    ყვე­ლა წიგნს და კა­ლამს და ფურ­ცელს –

    იმ­თა­ვით­ვე მი­ვუ­ჩი­ნე თა­ვი­სი ად­გი­ლი; ამ­ი­ტო­მა­ცაა მუ­დამ არ­ე­უ­ლი

    მა­გი­დაც და ფან­ჯ­რის რა­ფაც. ფან­ჯ­რის მიღ­მა კი

    ჯერ უვ­არ­ს­კ­ვ­ლა­ვო შა­ვი ცაა, მე­რე თბი­ლი­სი,

    სა­დაც იმ­დე­ნი პო­ე­ტი და ავ­ად­მ­ყო­ფია –

    კარ­გი იქ­ნე­ბა ჩა­მოფ­რინ­დ­ნენ მო­ელ­ვა­რე ან­გე­ლო­ზე­ბი

    და მა­თი ფრთი­დან ამ­ოც­ლი­ლი თუნ­დაც ერ­თი ოქ­როს ბუმ­ბუ­ლი

    სულ ად­ვი­ლად გან­კურ­ნავ­და

    ყვე­ლა ლექსს და ყვე­ლა ტკი­ვილს. ფან­ჯ­რის აქ­ეთ კი

    მე ვიწყე­ბი! და ჩემს მკერ­დ­ში ჩა­კუმ­შუ­ლი ჩე­მი­ვე ას­ლი,

    სხე­ულ­ში ჩას­მუ­ლი იგ­ი­ვე სხე­უ­ლი – და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი,

    რო­მე­ლიც ბორ­გავს და ყი­რა­ზე გა­და­დის –

    შეყ­ვა­რე­ბუ­ლია… და კარ­გი იქ­ნე­ბა

    სე­რი­ო­ზუ­ლად და­ე­ლა­პა­რა­კოს მა­საც ან­გე­ლო­ზი

    და გო­ნი­ე­რე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დოს, მე კი ვიჯ­დე რბილ სა­ვარ­ძელ­ში

    და ვთვლემ­დე. მაგ­რამ მე ვგრძელ­დე­ბი ღა­მის ქუ­ჩებ­ში,

    ღა­მე მთავ­რ­დე­ბა. მე მიყ­ვარ­და, მუ­დამ მიყ­ვარ­და

    გამ­თე­ნი­ი­სას ხე­ტი­ა­ლი: ძაღ­ლებს სძი­ნავთ, ხო­ლო ჩი­ტე­ბი

    გა­უ­ბე­და­ვად ჭიკ­ჭი­კე­ბენ. პირ­ვე­ლი სხი­ვი

    ბნე­ლია, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი, და ცი­ვია. პირ­ვე­ლი ხალ­ხი

    მი­ა­გო­რე­ბენ ურ­ი­კე­ბით ბაზ­რის­კენ ყუ­თებს,

    ურ­ი­კე­ბი ჭრი­ა­ლე­ბენ. მე­ო­რე ხალ­ხი

    უახ­ლო­ე­სი პარ­კი­სა­კენ სა­სე­ირ­ნოდ მი­ძუნ­ძუ­ლე­ბენ;

    ჩნდე­ბა პირ­ვე­ლი ავ­ტო­ბუ­სიც. მე მიყ­ვარ­და, მუ­დამ მიყ­ვარ­და

    გამ­თე­ნი­ი­სას ხე­ტი­ა­ლი, რო­ცა ფიქ­რობ, რომ ხარ ნა­ტან­ჯი,

    სის­ხ­ლებ­შემ­ხ­მა­რი, და­ძონ­ძი­ლი,

    და ბარ­ბა­ცით რომ ბრუნ­დე­ბი და­კარ­გულ სახ­ლ­ში

    შო­რე­უ­ლი, სა­ძა­გე­ლი მგზავ­რო­ბი­დან, –

    და სა­დარ­ბა­ზო შე­სას­ვ­ლელ­თან შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხო ჩე­მი­ვე თა­ვი,

    სუფ­თად ჩაც­მუ­ლი, გა­პარ­სუ­ლი,

    ნე­ტა­რე­ბით რომ აბ­ო­ლებს პირ­ველ სი­გა­რეტს

    და უც­დის – ნუ­თუ იმ­ათ უც­დის? – ლიფ­ტი იღ­ე­ბა,

    ის სი­გა­რე­ტის ნამწვს მო­ის­ვ­რის

    და გა­ბად­რუ­ლი ეგ­ე­ბე­ბა საყ­ვა­რელ ცოლ-შვილს,

    მე­რე მი­დი­ან. მე კი მივ­ს­დევ, და­ძონ­ძი­ლი, სის­ხ­ლებ­შემ­ხ­მა­რი,

    მივ­ს­დევ და ვყვი­რი: ვის მიყ­ვე­ბით, მე ხომ ეს ვარ, მე ხომ ეს­ეც ვარ…

    ­­­­­­­­­­ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგო­მა

    I

    ათ­ი­ოდ თა­ო­ბა ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის

    და ცო­ტა ნაკ­ლე­ბი – შთა­მო­მავ­ლე­ბის

    იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა ალ­ბათ სის­ხ­ლ­ში,

    მე კი არ ვი­ცი, რო­გორ ვიცხოვ­რო,

    რო­გორ ვწე­რო და რო­გორ გან­ვი­ცა­დო

    ეს ამ­სიყ­ვით­ლე შე­მოდ­გო­მა,

    რო­მელ­მაც შე­აგ­რო­ვა ნა­წილ-ნა­წილ გაბ­ნე­უ­ლი ყო­ვე­ლი ეჭ­ვი

    და თქვა: ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწ­ყე­ბა,

    რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ჭკნო­ბით.

    II

    შე­მოდ­გო­მამ­შ­ვი­დო­ბი­სა.

    მე შე­მიძ­ლია სა­ა­თო­ბით ვიჯ­დე ფან­ჯა­რას­თან

    და ვგრძნობ­დე, შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­მე­ზე წე­რა.

    შე­მოდ­გო­მამ­შ­ვი­დო­ბი­სა, ჩე­მო ცხოვ­რე­ბავ.

    ჩე­მო მო­უ­ხელ­თე­ბე­ლო, ჩე­მო მუ­დამ ცვა­ლე­ბა­დო,

    ჩე­მო თით­ქ­მის არ­ა­ჩე­მო არ­სე­ბო­ბავ,

    მე შე­მიძ­ლია სა­ა­თო­ბით ვიჯ­დე ფან­ჯა­რას­თან,

    მე შე­მიძ­ლია შე­მოდ­გო­მის დღე იყ­ოს გა­რეთ,

    მე შე­მიძ­ლია გა­რეთ თბი­ლო­დეს,

    მე შე­მიძ­ლია მო­დი­ო­დეს სა­მი გო­გო­ნა,

    გუ­ლი კი გრძნობ­დეს: მათ­გან ერთ-ერ­თი

    ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, ხო­ლო მე­ო­რე

    ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, მე­სა­მე კი

    ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა

    არ შე­მეძ­ლოს სხვაგ­ვა­რად წე­რა.

    მე შე­მიძ­ლია,

    შე­მოდ­გო­მამ­შ­ვი­დო­ბი­სა,

    არ შე­მეძ­ლოს სხვა­გა­რად წე­რა.

    Ex–voto

    წე­რე, რა­საც არ­ა­ვინ და­გი­ჯე­რებს.

    ვი­თომც არ­ა­ფე­რი, წე­რე

    მოჩ­ვე­ნე­ბებ­ზე, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბას

    ვერც შენ ირწ­მუ­ნებ­დი, მაგ­რამ.

    წე­რე, რა­საც არ­ა­ვინ გა­პა­ტი­ებს.

    მანდ არა, ქვე­მოთ, ფურ­ცელ­ზე წე­რე,

    რომ შენ თვი­თონ ხარ სა­კუ­თა­რი თა­ვის სამ­შობ­ლო

    და რომ წმინ­დაა შე­ნი გუ­ლი.

    წე­რე, რის გა­მოც დაგ­ცი­ნე­ბენ.

    ნუ და­უც­დი შთა­გო­ნე­ბას, თა­მა­მად წე­რე

    ყო­ველ­დ­ღი­ურ უს­ა­მარ­თ­ლო დამ­ცი­რე­ბებ­ზე

    და პირ­ჯ­ვა­რაყ­რილ შენს რწმე­ნა­ზე.

    კი­დევ რა? წე­რე სიყ­ვა­რულ­ზეც

    და თქვი, რომ ჩაწ­ვ­დი სა­ი­დუმ­ლოს –

    რომ ლექ­სე­ბი იწ­ე­რე­ბა სიყ­ვა­რუ­ლამ­დე

    და სიყ­ვა­რუ­ლის შემ­დეგ იკ­ითხე­ბა.

    © “არილი”

  • პროზა (თარგმანი)

    გაბ­რი­ე­ლე დ’ან­უნ­ციო

    ღამისთევა

    (კრე­ბუ­ლი­დან “პეს­კა­რას ნო­ვე­ლე­ბი”)


    იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ

    სოფ­ლის მე­რის, ბი­ა­ჯო მი­ლას ცხე­და­რი, უკ­ვე სრუ­ლი­ად შე­მო­სი­ლი და ძმრი­ან წყალში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ჩვრით სა­ხე­და­ფა­რუ­ლი, ლო­გინ­ზე ეს­ვე­ნა, თით­ქ­მის ოთ­ა­ხის შუ­ა­გულში, ოთხ სან­თელს შუა. ოთ­ახ­ში მიც­ვა­ლე­ბულს ორი მხრი­დან უსხ­დ­ნენ და ღა­მეს უთ­ევდნენ ქვრი­ვი და ძმა.

    რო­ზა მი­ლა, ასე, ოც­და­ხუ­თი წლის იქ­ნე­ბო­და. აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლი იყო, თეთ­რი, ოდ­ნავ დაბ­ა­ლი შუბ­ლით, გრძლად მომ­შ­ვილ­დუ­ლი წარ­ბე­ბი­თა და დი­დი ჭრო­ღა თვა­ლე­ბით, რო­მელთა გუ­გებ­ზე გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მარ­მა­რი­ლოს­ნა­ი­რი ძარ­ღ­ვე­ბი ეტ­ყო­ბო­და. თმე­ბის სიუხვის გა­მო, კე­ფა­სა და სა­ფეთ­ქ­ლებ­ზე ყო­ველ­თ­ვის მრავ­ლად ეყ­ა­რა ურ­ჩი კუ­ლუ­ლე­ბი, ხან­და­ხან თვა­ლებ­ზეც რომ ჩა­მო­ეშ­ლე­ბო­და ხოლ­მე. მთე­ლი მი­სი არ­სე­ბი­დან გა­მოსჭვი­ო­და ჯან­მ­რ­თე­ლი სი­ნორ­ჩე და მის ქორ­ფა კან­საც უძ­ვირ­ფა­სე­სი ხი­ლის სურ­ნე­ლი ასდი­ო­და.

    ემ­ი­დიო მი­ლა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, და­ახ­ლო­ე­ბით იგ­ი­ვე ას­ა­კი­სა იყო. ხმელ-ხმე­ლი იყო და კა­ნის ფე­რი ბრინ­ჯა­ოს უგ­ავ­და, რო­გორც ყვე­ლას, ვინც სო­ფელ­ში მზის გულ­ზე ცხოვრობს. რბი­ლი წი­თუ­რი ღინ­ღ­ლი უფ­ა­რავ­და ლო­ყებს, თეთ­რი და ძლი­ე­რი კბი­ლე­ბი მის ღიმ­ილს მა­მა­კა­ცურ სი­ლა­მა­ზეს ან­ი­ჭებ­და და მი­სი მოყ­ვი­თა­ლო თვა­ლე­ბიც ახ­ალ­მოჭრი­ლი ოქ­როს ფუ­ლე­ბი­ვით უბ­ზი­ნავ­და.

    ორ­ი­ვე სდუმ­და: ქა­ლი თი­თე­ბით შუ­შის კრი­ა­ლო­სანს ათ­ა­მა­შებ­და, ვა­ჟი კი თვალს აყოლ­ებ­და კრი­ა­ლო­სა­ნის თა­მაშს. ორ­ი­ვეს ეტ­ყო­ბო­და ის გულ­გ­რი­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ჩვენი სოფ­ლის ხალ­ხი სიკ­ვ­დი­ლის იდ­უ­მა­ლე­ბას ხვდე­ბა.

    ემ­ი­დი­ომ ღრმად ამ­ო­ი­სუნ­თ­ქა:

    — დაცხე­ბა ამ­ა­ღამ.

    რო­ზამ მზე­რა ას­წია თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად.

    და­ბალ­ჭე­რი­ან ოთ­ახ­ში შუ­ქი სან­თ­ლის ალ­ის კვალ­დაკ­ვალ თრთო­და. ცვა­ლე­ბა­დი და მოკან­კა­ლე ჩრდი­ლე­ბი ხან კუთხე­ში იყ­რი­და თავს, ხა­ნაც კე­დელ­ზე. ფან­ჯ­რე­ბი ღია იყო, მაგ­რამ და­რა­ბე­ბი და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბო­და. თეთ­რი მუს­ლი­ნის ფარ­დე­ბი დრო­დად­რო ისე ირ­ხე­ო­და, თით­ქოს სუნ­თ­ქა­ვე­ნო. ბი­ა­ჯოს სხე­უ­ლი სა­წო­ლის სი­თეთ­რე­ზე მძი­ნა­რეს ჰგავ­და.

    ემ­ი­დი­ოს სიტყ­ვე­ბი დუ­მილ­ში და­იკ­რ­გა. ქალ­მა ის­ევ და­უქ­ნია თა­ვი და კვლავ მი­უბრუნ­და კრი­ა­ლო­სა­ნის ნელ თა­მაშს. ოფ­ლის იშ­ვი­ა­თი წვე­თე­ბი მარ­გა­ლი­ტე­ბად უჩ­ან­და შუბ­ლ­ზე, მძი­მედ სუნ­თ­ქავ­და.

    ცო­ტა ხნის შემ­დეგ ემ­ი­დი­ომ იკ­ითხა:

    — ხვალ რო­მელ სა­ათ­ზე მოვ­ლენ გა­სას­ვე­ნებ­ლად?

    ქალ­მა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ხმით უპ­ა­სუ­ხა:

    — ათ­ზე, საკ­რა­მენ­ტის კონ­გ­რე­გა­ცი­ი­დან მოვ­ლენ.

    ამ­ის შემ­დეგ კვლავ და­დუმ­დ­ნენ. გა­რე­დან ბა­ყა­ყე­ბის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ყი­ყი­ნი ისმოდა, ში­გა­და­შიგ ბა­ლა­ხის სურ­ნე­ლიც შე­მო­დი­ო­და. სრულ სიმ­შ­ვი­დე­ში რო­ზას ყურს გვამ­ი­დან გა­მო­მა­ვა­ლი თით­ქოს­და ყრუ ბუყ­ბუ­ყი მის­წ­ვ­და. შე­ში­ნე­ბუ­ლი წა­მოხ­ტა სკამი­დან და უკ­ან გა­ი­წია.

    — ნუ გე­ში­ნი­ათ, რო­ზა. ეს გა­ზე­ბია, — თქვა მაზ­ლ­მა და ხე­ლი გა­უ­წო­და და­სამ­შ­ვი­დებლად.

    რო­ზამ ხე­ლი უნ­ე­ბუ­რად გა­მო­არ­თ­ვა და ფეხ­ზე მდგომ­მა და­ი­ჭი­რა. აყ­უ­რა­დებ­და, მაგრამ სად­ღაც სხვა­გან იყ­უ­რე­ბო­და. მკვდრის მუ­ცელ­ში ბუყ­ბუ­ყი გრძელ­დე­ბო­და და თითქოს­და პი­რი­სა­კენ მი­ი­წევ­და.

    — არ­ა­ფე­რია, რო­ზა. დაწყ­ნარ­დით, — ის­ევ თქვა მაზ­ლ­მა და ან­იშ­ნა, სამ­ზით­ვო სკივრზე დამ­ჯ­და­რი­ყო, რო­მელ­ზე­დაც ყვა­ვი­ლე­ბა­მო­ქარ­გუ­ლი გრძე­ლი ბა­ლი­ში ეფ­ი­ნა.

    ქა­ლი დაჯ­და მაზ­ლის გვერ­დით. შეშ­ფო­თე­ბულს ჯერ კი­დევ ეჭ­ი­რა მი­სი ხე­ლი. და რადგან­აც სკივ­რი არც თუ ისე დი­დი იყო, მას­ზე მჯდომ­თა იდ­აყ­ვე­ბი ერთ­მა­ნეთს ეხ­ე­ბოდა.

    კვლავ სი­ჩუ­მე დამ­ყარ­და. მლე­წავ­თა სიმ­ღე­რამ შო­რი­დან შე­მო­აღ­წია ოთ­ახ­ში.

    — ღა­მით ლე­წა­ვენ, მთვა­რის შუქ­ზე, — თქვა ქალ­მა, ში­ში­სა და დაღ­ლი­ლო­ბის მო­სატყუ­ებ­ლად.

    ემ­ი­დი­ოს ხმა არ და­უძ­რავს. ქალ­მაც ხე­ლი წა­არ­თ­ვა, რად­გან ეს შე­ხე­ბა უკ­ვე მსუ­ბუქ შფოთ­ვას ჰგვრი­და.

    ორ­ი­ვეს ახ­ლა ერ­თი და იგ­ი­ვე აზ­რი გა­უჯ­და გო­ნე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ორ­ი­ვეს ერ­თი და იგ­ი­ვე გახ­სე­ნე­ბა და­ე­პატ­რო­ნა, გახ­სე­ნე­ბა ად­რე­ულ სიყ­მაწ­ვი­ლე­ში ვე­ლად აღმოც­ე­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა.

    იმ­ხა­ნად ორ­ი­ვე­ნი კალ­დო­რეს უბ­ან­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, მარ­ტო­ხე­ლად აღ­მარ­თუ­ლი გორაკ­ის თავ­ზე, სა­დაც ოთ­ხი გზა იკ­ვე­თე­ბა. ჭვა­ვის ყა­ნის საზ­ღ­ვარ­ზე მა­ღა­ლი კე­დელი აღ­მარ­თუ­ლი­ყო, ქვი­თა და თი­ხო­ვა­ნი მი­წით აგ­ე­ბუ­ლი. სამ­ხ­რე­თის მხრი­დან, რო­მელსაც რო­ზას ნა­თე­სა­ვე­ბი ფლობ­დ­ნენ, მსხმო­ი­ა­რე ხე­თა კო­რო­მი ხა­რობ­და, რად­გა­ნაც იქ მზის სით­ბო უფ­რო უხ­ვი და ტკბი­ლი იყო. გა­ზაფხუ­ლო­ბით ერ­თობ­ლი­ვი სი­ხა­რუ­ლის მოზ­ი­ა­რე ხე­ე­ბი ყვა­ოდ­ნენ, ცის ფონ­ზეც ვერ­ცხ­ლის­ფე­რი, მო­ვარ­დის­ფ­რო ან მო­ი­ის­ფ­რო გუმ­ბა­თე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და. ის­ი­ნი გვირ­გ­ვი­ნად ადგ­ნენ კე­დელს, ნე­ლი რხე­ვით მი­ი­წევდნენ მაღ­ლა და ერ­თად ჩუმ ზუ­ზუნს გა­მოს­ცემ­დ­ნენ ფუტ­კ­რე­ბის მსგავ­სად.

    იმ დროს რო­ზას კედ­ლის უკ­ან, ხე­ებს შო­რის მი­მალ­ვა და იქ სიმ­ღე­რა დას­ჩემ­და.

    წკრი­ა­ლა და ნორ­ჩი ხმა შად­რევ­ნის ჭავ­ლი­ვით მო­ე­დი­ნე­ბო­და აყ­ვა­ვე­ბულ გვირ­გ­ვინთა შო­რის.

    მა­შინ ემ­ი­დიო ნელ-ნე­ლა სულს იბ­რუ­ნებ­და ავ­ად­მ­ყო­ფო­ბის შემ­დეგ და ის­მენ­და ამ სიმ­ღე­რას. სუს­ტი იყო და მუ­დამ მო­ში­ე­ბუ­ლი. დი­ე­ტი­სა­გან თა­ვის და­საძ­ვ­რე­ნად მა­ლულად იპ­ა­რე­ბო­და ში­ნი­დან და უბ­ე­შიც პუ­რის დი­დი ნა­ტე­ხი ედო. კედ­ლის ძირს ჩა­უყვებ­ო­და, ყა­ნის ბო­ლო ხნუ­ლის გას­წ­ვ­რივ, სა­ნამ თა­ვი­სი ნე­ტა­რე­ბის ალ­აგს არ მი­აღწევ­და.

    იქ ჯდე­ბო­და, ზურ­გით გამ­თ­ბარ ქვებს ეყრ­დ­ნო­ბო­და და ჭა­მას იწ­ყებ­და. ჩაკ­ბეჩ­და პურს და ქორ­ფა თავ­თავს შე­არ­ჩევ­და: ყო­ველ მარ­ც­ვალ­ში ერ­თი წვე­თი რძის­ფე­რი წვენი იყო და­მა­ლუ­ლი, რო­მელ­საც ფქვი­ლის ცინ­ცხა­ლი გე­მო დაჰ­კ­რავ­და. გე­მოვ­ნე­ბი­სა და სმე­ნის გუ­ლის­თ­ქ­მა ერთ­მა­ნეთს ერ­ე­ო­და და ნა­ა­ვად­მ­ყო­ფა­რის არ­სე­ბა­ში თით­ქ­მის ერ­თი­ან უს­ას­რუ­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბას ქმნი­და. ამგ­ვა­რად, იმ ტკბილ მო­ცალეობ­ა­ში, იმ სით­ბო­სა და სურ­ნელ­ში, რო­მე­ლიც ჰა­ერს ლა­მის ღვი­ნის გუ­ლის­ხ­მი­ერ გემოს ან­ი­ჭებ­და, ქა­ლის ხმაც მის­თ­ვის ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბის ბუ­ნებ­რივ საკ­ვე­ბად იქცე­ო­და, ნივ­თი­ერ საზ­რ­დოდ, პირ­და­პირ ძარ­ღ­ვებ­ში რომ ად­ნე­ბო­და.

    ამგ­ვა­რად, რო­ზას სიმ­ღე­რა მის­თ­ვის გან­კურ­ნე­ბის მი­ზე­ზი იყო. და რო­დე­საც გან­კურნე­ბა აღს­რულ­და, რო­ზას ხმა გრძნო­ბი­ერ სიმ­დიდ­რედ რჩე­ბო­და გან­კურ­ნე­ბუ­ლისთვის.

    ამ­ის შემ­დეგ, რად­გან ორი ოჯ­ა­ხი დი­დად და­უ­ახ­ლოვ­და ერთ­მა­ნეთს, ემ­ი­დი­ოს გულ­ში ის მდუ­მა­რე, მორ­ცხ­ვი და მარ­ტო­სულ სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­ი­სა­ხა, ასე რომ სპობს და ან­ადგურ­ებს სიყ­მაწ­ვი­ლის ძა­ლებს.

    სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ნამ ემ­ი­დიო სე­მი­ნა­რი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე­ბო­და, ერთ ნა­შუ­ად­ღევს ორ­ი­ვე ოჯ­ა­ხი სა­სამ­ხ­როდ მდი­ნა­რის პი­რას ჭა­ლა­ში გა­ე­შუ­რა.

    დღე რბი­ლი იყო და ხა­რებ­შებ­მუ­ლი სა­მი ურ­ე­მი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ლერ­წ­მე­ბის ტევ­რ­ში იკვლევ­და გზას.

    ჭა­ლა­ში პირ­და­პირ ბა­ლახ­ზე ის­ამ­ხ­რეს, ერთ წრი­უ­ლი ფორ­მის ახ­ო­ზე, რო­მელ­საც ვე­ება ალ­ვის­ხე­ე­ბი შე­მოს­ჯა­როდ­ნენ ირგ­ვ­ლივ. და­ბალ ბა­ლახ­ში ხში­რად ხა­რობ­დ­ნენ წვრილი იის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი, რო­მელ­თაც ნა­ტი­ფი სურ­ნე­ლი უდ­ი­ო­და. აქა-იქ ფოთ­ლებს შორის მზის სხი­ვე­ბი ეშ­ვე­ბო­და ფარ­თო ზო­ლე­ბად. ქვე­მოთ გა­ჭი­მუ­ლი მდი­ნა­რის ნა­პირი უძ­რა­ვი იყო, სრულ სიმ­შ­ვი­დე­სა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე­ბა­ში ეძ­ი­ნათ წყლის მცე­ნა­რე­ებს.

    სამ­ხ­რის შემ­დეგ ზო­გი ნა­პირს მო­ე­დო, სხვე­ბი პი­რაღ­მა გა­წო­ლილ­ნი დარ­ჩ­ნენ ბა­ლახზე.

    რო­ზა და ემ­ი­დიო ერ­თად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ხე­ლი ჩას­ჭი­დეს ერთ­მა­ნეთს და ბუჩ­ქებს შო­რის გა­მა­ვალ ბი­ლიკს გა­უყ­ვ­ნენ.

    რო­ზა სულ მთლად ემ­ი­დი­ოს დაყ­რ­დ­ნო­ბო­და, იც­ი­ნო­და, გზად გაშ­ვე­რილ რტო­ებს ფოთ­ლებს აწყ­ვეტ­და, მომ­წა­რო ღე­რო­ებს წიწ­კ­ნი­და კბი­ლე­ბით, უკ­ან იხ­ე­დე­ბო­და და აფ­რე­ნილ ჩხიკ­ვებს აყ­ო­ლებ­და თვალს. ამ­ა­სო­ბა­ში კუს ბაკ­ნის­გან გათ­ლი­ლი სა­ვარ­ცხე­ლი ჩამო­უს­რი­ალ­და თა­ვი­დან და თმე­ბიც გა­სა­ო­ცა­რი სი­უხ­ვით და­ე­ფი­ნა მხრებ­ზე.

    ემ­ი­დიო რო­ზას­თან ერ­თად და­ი­ხა­რა სა­ვარ­ცხ­ლის ას­ა­ღე­ბად. ორი თა­ვი მსუ­ბუ­ქად მიეჯ­ა­ხა ერთ­მა­ნეთს. რო­ზა შუბ­ლ­ზე ხელს იდ­ებ­და და სი­ცი­ლით ყვი­რო­და:

    — ვაი! ვაი!

    ყმაწ­ვი­ლი უჭვ­რეტ­და მას და გრძნობ­და, რო­გორ აღ­წევ­და ჟრუ­ან­ტე­ლი ძვლის ტვი­ნამდე. თა­ვის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბი­სა ეშ­ი­ნო­და. რო­ზამ ხის ტანს ფრჩხი­ლე­ბით მო­ა­ცი­ლა სუროს გრძე­ლი ყლორ­ტი და სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით თავს ირგ­ვ­ლივ ნაწ­ნა­ვებ­ზე შე­მო­იხ­ვია, თმის ამ­ბო­ხი კე­ფა­ზე და­აცხ­რო სა­ვარ­ცხ­ლის კბი­ლე­ბით. მწვა­ნე და ზო­გან მო­წითალო, ყლორ­ტ­ზე სუს­ტად და­მაგ­რე­ბუ­ლი ფოთ­ლე­ბი აქ­ეთ-იქ­ით უწ­ეს­რი­გოდ იყო გა­მოშ­ვერი­ლი. რო­ზამ იკ­ითხა:

    — მოგ­წონ­ვართ ასე?

    ემ­ი­დი­ომ პი­რის გა­ღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. არ იც­ო­და, რა ეპ­ა­სუ­ხა.

    — ასე არ ვარ­გა! მუნ­ჯი ხომ არა ხართ?

    ემ­ი­დი­ოს მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქე­ბის სურ­ვი­ლი ჰკლავ­და. მაგ­რამ რო­ზა­სა­ვით უკ­მა­ყო­ფილო სი­ცი­ლით ახ­შობ­და მას, თუმ­ცა გრძნობ­და რო­გორ უხ­უ­თავს ყელ­სა და უწ­ვავს თვალებს ტი­რი­ლი ბოღ­მი­სა­გან, რომ ვერც ერ­თი სიტყ­ვა ვერ იპ­ო­ვა.

    გზა გა­ნაგ­რ­ძეს. ერთ ად­გი­ლას წაქ­ცე­უ­ლი ნორ­ჩი ხე უღ­ო­ბავ­და გა­სას­ვ­ლელს. ემ­ი­დიომ ორ­ი­ვე ხე­ლით წა­მოს­წია ხის ტა­ნი და რო­ზამ ტო­ტე­ბის ქვეშ გა­ი­ა­რა, რო­მელ­თა სიმწვა­ნე წა­მით გვირ­გ­ვი­ნად და­ედ­გა თავ­ზე.

    უფ­რო იქ­ით ერთ ჭას მი­ად­გ­ნენ, რომ­ლის მახ­ლობ­ლად ქვის ორი მარ­თ­კუთხა ავ­ზი იდგა. ხში­რი ტყე ჭის თავ­ზე მწვა­ნე ჩარ­და­ხად ეფ­ა­რე­ბო­და. აქ ჩრდი­ლი ღრმა იყო, თითქმის ნეს­ტი­ა­ნი. მცე­ნა­რე­უ­ლი თა­ღი აგ­უ­რის კედ­ლე­ბის შუ­ამ­დე მოღ­წე­უ­ლი წყლის ზე­დაპირ­ზე ირ­ეკ­ლე­ბო­და.

    რო­ზამ ხე­ლე­ბი გა­შა­ლა და წა­მო­ი­ძა­ხა:

    — რა კარ­გია აქ!

    მე­რე ნა­ტი­ფი მოძ­რა­ო­ბით პეშ­ვი წყა­ლი აიღო და მოს­ვა. წვე­თე­ბი თი­თებს შო­რის ჟონავ­და და მარ­გა­ლი­ტე­ბით ამ­კობ­და მის კა­ბას.

    რო­ცა წყურ­ვი­ლი მო­იკ­ლა, ორ­ი­ვე ხე­ლით კვლავ შე­აგ­რო­ვა წყა­ლი და მაც­დუ­რად მი­ა­წოდა მე­გო­ბარს:

    — და­ლი­ეთ!

    — არ მწყუ­რია, — და­ი­ბურ­ტყუ­ნა გა­ო­ცე­ბულ­მა ემ­ი­დი­ომ.

    რო­ზამ სა­ხე­ში შე­ას­ხა წყა­ლი, ქვე­და ტუ­ჩი ლა­მის ზიზ­ღის ნიშ­ნად და­მან­ჭა. მე­რე ერთ-ერთ გა­მომ­შ­რალ ავზ­ში ჩაწ­ვა, რო­გორც აკ­ვან­ში, ფე­ხე­ბი კი­დე­ზე შე­მო­აწყო და მოუს­ვენ­რად იწ­ყო ქუს­ლე­ბის ბა­კუ­ნი. უეც­რად წა­მოხ­ტა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზე­რით მიაჩ­ერ­და ემ­ი­დი­ოს:

    — მა­შა­სა­და­მე? წა­ვე­დით.

    გა­ნაგ­რ­ძეს სე­ირ­ნო­ბა. შეკ­რე­ბის ად­გი­ლას დაბ­რუნ­დ­ნენ მდუ­მა­რე­ნი. მათ თავს ზემოთ შაშ­ვე­ბი გა­ლობ­დ­ნენ, მზის სხი­ვე­ბის გა­ნი­ვი კო­ნე­ბი კვეთ­და მათ სა­ვალს. ირგვლივ კი ტყის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებ­და.

    რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ემ­ი­დიო გა­ემ­გ­ზავ­რა.

    რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ემ­ი­დი­ოს ძმამ ცო­ლად შე­ირ­თო რო­ზა.

    სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის პირ­ველ წლებ­ში ყმაწ­ვილ მორ­ჩილს მრა­ვალ­გ­ზის უფ­იქ­რია ახ­ალ რძალ­ზე. გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ცა მღვდლე­ბი Epitome historiae sacrae-ს უხს­ნიდნენ, იგი მას­ზე ოც­ნე­ბობ­და. საკ­ლა­სო ოთ­ა­ხებ­ში, რო­ცა ან­ა­ლო­გი­ებს აფ­ა­რე­ბუ­ლი სემი­ნა­რი­ე­ლე­ბი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბას ეძ­ლე­ოდ­ნენ, იგი ხე­ლებ­ში რგავ­და სა­ხეს და არ­აწ­მინდა წარ­მოდ­გე­ნებ­ში იძ­ი­რე­ბო­და. ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­ცა ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლის ლი­ტანი­ე­ბი ჟღერ­და, მის­ტი­უ­რი ვარ­დის, Rosa mistica-ს ხსე­ნე­ბი­სას იგი შორს გარ­ბო­და.

    და რად­გა­ნაც სე­მი­ნა­რი­ე­ლე­ბი­სა­გან გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა ის­წავ­ლა, იმ დღეს ტყე­ში მომხდა­რი უკ­ვე სხვა ნა­თელ­ში ახ­სენ­დე­ბო­და. უც­ნა­უ­რად ღრღნი­და ეჭ­ვი, რომ ვერ გა­მოიცნო, სტან­ჯავ­და ბოღ­მა, რომ ვერ მოწყ­ვი­ტა ასე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი.

    მარ­თ­ლა ასე იყო? ნუ­თუ რო­ზას ოდ­ეს­ღაც უყ­ვარ­და იგი? ნუ­თუ ასე შე­უც­ნობ­ლად ჩა­უ­არა გვერ­დ­ზე დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას?

    ეს აზ­რი დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მწვა­ვე ხდე­ბო­და, სულ უფ­რო თან­მ­დე­ვი, აღმ­გ­ზ­ნე­ბი, სულის შემ­ხუ­თა­ვი. დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მზარ­დი სი­უხ­ვით ას­აზ­რ­დო­ებ­და ეს აზ­რი მის ტან­ჯ­ვას, სა­ნამ ბო­ლოს­და­ბო­ლოს სამ­ღ­ვ­დე­ლო ცხოვ­რე­ბის მო­ნო­ტო­ნურ მდი­ნა­რე­ბა­ში ეს აზ­რი უკ­ურ­ნე­ბელ სე­ნად არ იქ­ცა მის­თ­ვის. ამ სე­ნის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის გა­მო ემიდიო უდ­ი­დეს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, უს­აზ­ღ­ვ­რო სევ­და მო­ე­რია.

    — ესე იგი ვერ გა­მო­იც­ნო!

    ოთ­ახ­ში სან­თ­ლე­ბი იღ­ვენ­თე­ბო­და. დახ­შუ­ლი და­რა­ბე­ბის ძე­ლა­კებს შო­რის ქა­რის სულ უფ­რო ძლი­ე­რი სუნ­თ­ქ­ვა აღ­წევ­და და ფარ­დებს ბე­რავ­და.

    რო­ზას სრუ­ლი­ად მო­ე­რია ძილ­ქუ­ში და ამ­ი­ტო­მაც დრო­დად­რო ხუ­ჭავ­და თვა­ლებს. და როგორც კი თა­ვი მკერ­დ­ზე ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და, სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით კვლავ სწევ­და მას.

    — და­ი­ღა­ლეთ? — ტკბი­ლი ხმით ჰკითხა მღვდელ­მა .

    — მე არა, — მი­უ­გო ქალ­მა, ძა­ლა მო­იკ­რი­ბა და წელ­ში გა­ი­მარ­თა.

    მაგ­რამ სი­ჩუ­მე­ში კვლავ ძი­ლი და­ე­უფ­ლა მის გრძნო­ბებს. თა­ვი კე­დელს მი­აყ­რ­დ­ნო, თმე­ბი ყელს უფ­ა­რავ­და, ოდ­ნავ და­ღე­ბუ­ლი პი­რი­დან ნე­ლი და ნე­ბი­ე­რი სუნ­თ­ქ­ვა ამ­ოსდი­ო­და. ასე იგი ლა­მა­ზი იყო და არ­ა­ფე­რი იყო მას­ში მკერ­დის რიტ­მ­სა და მსუ­ბუ­ქი კაბ­ის ქვეშ გა­მოკ­ვე­თილ მუხ­ლებ­ზე მე­ტად სა­სურ­ვე­ლი. ქა­რის უეც­არ­მა მო­ბერ­ვამ ფარ­და ააფ­რი­ა­ლა და ფან­ჯა­რას­თან ახ­ლო მდგა­რი ორი სან­თე­ლი ჩა­აქ­რო.

    “რომ ვა­კო­ცო?” — გა­ი­ფიქ­რა ემ­ი­დი­ომ, ხორ­ცის მო­უ­ლოდ­ნე­ლი კარ­ნა­ხით მო­ცულმა და მთვლე­მა­რეს გა­ხე­და.

    კაც­თა სიმ­ღე­რა ჯერ კი­დევ ედ­ე­ბო­და ივ­ნი­სის ღა­მეს, სა­ზე­ი­მო სა­გა­ლობ­ლის მსგავსი. შო­რე­თი­დან შო­რეთ­ში ვრცელ­დე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა ტონ­ზე საკ­რა­ვი­ე­რი თან­ხ­ლების გა­რე­შე გა­მო­ცე­მუ­ლი ხმა. სავ­სე მთვა­რე მაღ­ლა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ას­უ­ლი, ამ­ი­ტომაც ოთ­ახ­ში და­სად­გუ­რე­ბუ­ლი სუს­ტი შუ­ქი ვე­ღარ ძლევ­და და­რა­ბებს მომ­წყ­დარ სი­ნათლის ნა­კადს, ხის ღრი­ჭო­ებ­ში რომ ატ­ან­და.

    ემ­ი­დიო ცხედ­რის­კენ შებ­რუნ­და. მი­სი მზე­რა გვა­მის შავ­სა და უძ­რავ მო­ხა­ზუ­ლო­ბას გაჰ­ყ­ვა და უნ­ე­ბუ­რად ხელ­ზე შე­ჩერ­და. ხე­ლი კო­ტი­ტა იყო, მოყ­ვი­თა­ლო, შე­სი­ე­ბუ­ლი, ზურ­გის მხა­რეს მო­ლურ­ჯო ძარ­ღ­ვე­ბით მო­ხა­ზუ­ლი. ემ­ი­დი­ომ მზე­რა მო­ა­შო­რა. ნელ-ნელა ძი­ლით მო­ცუ­ლი რო­ზას თავ­მა ნა­ხე­ვარ­წ­რე შე­მო­ხა­ზა და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მორ­ჩი­ლისკენ და­ეშ­ვა. ამ მშვე­ნი­ე­რი ქა­ლუ­რი თა­ვის გა­დახ­რა ას­ე­თი ნა­ზი იყო და რად­გა­ნაც მოძ­რა­ო­ბამ ოდ­ნავ და­არ­ღ­ვია ძი­ლი, წა­მით გა­პო­ბილ ქუ­თუ­თო­თა შო­რის გა­მოკ­რ­თა თვალ­ის გუ­გა­თა კი­დე­ე­ბი და მე­რე ის­ევ სი­თეთ­რე­ში და­ი­კარ­გა, რო­გორც რძე­ში ჩა­ძი­რული იის ფურ­ც­ლე­ბი.

    ემ­ი­დიო უძ­რა­ვად დარ­ჩა, მხრით აკ­ა­ვებ­და სიმ­ძი­მეს. სუნ­თ­ქ­ვას იკ­რავ­და, რომ მძინა­რე არ გა­ეღ­ვი­ძე­ბი­ნა, უდ­ი­დეს აგზ­ნე­ბას შე­ეპყ­რო იგი, გუ­ლის, მა­ჯე­ბი­სა და საფეთქ­ლე­ბის გუ­გუ­ნი თით­ქოს მთელს ოთ­ახს ავ­სებ­და. მაგ­რამ რო­ზა ძილს აგრ­ძე­ლებ­და და ემ­ი­დი­ო­მაც იგრ­ძ­ნო, რომ სუს­ტ­დე­ბა და რა­ღაც და­უძ­ლე­ვე­ლი გა­რინ­დე­ბა ერ­ე­ვა ქალის ყე­ლის ჭვრე­ტა­ში, რო­მელ­ზე­დაც ვე­ნე­რას მძი­ვე­ბი­ვით აღ­ბეჭ­დო­და ხორ­ცი­ე­ლი გულ­ის­თ­ქ­მა. ქა­ლის თბილ სუნ­თ­ქ­ვას ის­რუ­ტავ­და და მი­სი თმე­ბის სურ­ნელს.

    ღა­მის არ­ო­მა­ტით დატ­ვირ­თულ­მა ახ­ალ­მა მო­ბერ­ვამ მე­სა­მე ალი და­ხა­რა და ჩა­აქ­რო.

    მა­შინ, ყო­ველ­გ­ვა­რი ფიქ­რი­სა და ში­შის გა­რე­შე ცდუ­ნე­ბას აყ­ო­ლილ­მა ღა­მის­მ­თე­ველმა ტუ­ჩებ­ში აკ­ო­ცა ქალს.

    შე­ხე­ბი­სა­გან ქალ­მა უეც­რად გა­მო­იღ­ვი­ძა, გა­ო­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­აც­ქერ­და მაზლს თვა­ლებ­ში და გა­ფით­რ­და.

    მე­რე ნე­ლა შე­აგ­რო­ვა თმე­ბი კე­ფა­ზე და ასე დარ­ჩა, წელ­გა­მარ­თუ­ლი. წინ იმ­ზი­რე­ბოდა და უძ­რა­ვად აკ­ვირ­დე­ბო­და მო­ფუთ­ფუ­თე ჩრდი­ლებს.

    — ვინ ჩა­აქ­რო სან­თ­ლე­ბი?

    — ქარ­მა.

    სხვა არ­ა­ფე­რი უთქ­ვამთ. ორ­ი­ვე­ნი ძვე­ლე­ბუ­რად ისხ­დ­ნენ სამ­ზით­ვო სკივ­რ­ზე და იდაყ­ვე­ბით ეხ­ე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს მტან­ჯ­ვე­ლი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბით მო­ცულ­ნი. რა­ღაც­ნაირი გო­ნებ­რი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ მათ ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო მომ­ხ­და­რი და ამ­ით გა­კიცხ­ვას გა­დარ­ჩე­ნო­და. ორ­ი­ვემ თა­ვის­თა­ვად გა­და­ი­ტა­ნა ყურად­ღე­ბა გა­რე­გან მოვ­ლე­ნებ­ზე. ნელ-ნე­ლა ორ­ი­ვე უც­ნა­ურ­მა სიმ­თ­ვ­რა­ლემ და­იპყ­რო.

    ღა­მე­ში სიმ­ღე­რის ხმა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ეკ­ი­და ჰა­ერ­ში, თან­და­თა­ნო­ბით რბილ­დე­ბო­და. კა­ცე­ბი­სა და ქა­ლე­ბის ხმე­ბი თით­ქოს­და სიყ­ვა­რუ­ლით ეჯ­იბ­რე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ზოგ­ჯერ გუნ­დი­დან ერ­თი მა­ღა­ლი ხმა იკ­ვე­თე­ბო­და და ერთ ნოტ­ზე ჩერ­დე­ბო­და, მა­შინ რო­ცა სხვე­ბი აკ­ორ­დე­ბად გროვ­დე­ბოდ­ნენ მის ირგ­ვ­ლივ, რო­გორც ტალ­ღე­ბი ნა­კა­დის შუ­ა­გუ­ლის გარ­შე­მო. ზოგ­ჯე­რაც, ყო­ვე­ლი სა­გა­ლობ­ლის და­საწყის­ში კვინ­ტებ­ზე აწყობ­ი­ლი გი­ტა­რის ლი­თო­ნი­სე­ბუ­რი ბგე­რა ის­მო­და, ში­გა­და­შიგ კი — ლეწ­ვის ზო­მი­ე­რი დარ­ტყ­მე­ბი მი­წა­ზე.

    ორ­ი­ვე ის­მენ­და.

    იქ­ნებ ქა­რის ბრა­ლი იყო, რომ სურ­ნე­ლი შე­იც­ვა­ლა. იქ­ნებ ორ­ლან­დოს მაღ­ლო­ბი­დან მოდ­ი­ო­და ახ­ლა ნა­რინ­ჯის ძლი­ე­რი სუ­ნი, ან სკა­ლი­ას ბა­ღე­ბი­დან — ვარ­დე­ბის არ­ო­მატი, იმ­დე­ნად მკვრი­ვი, რომ სივ­რ­ცეს ქორ­წი­ლი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი მუ­რა­ბის გე­მოს აძ­ლევ­და. იქ­ნებ ფარ­ნი­ას ტა­ფო­ბი­დან მო­დი­ო­და სველ შრო­შან­თა სურ­ნე­ლე­ბა, რო­მელიც ის­ე­ვე აგ­რი­ლებ­და სუნ­თ­ქ­ვას, რო­გორც წყლის ყლუ­პი — სა­სას.

    ორ­ი­ვე ჯე­რაც ჩუ­მად იყო სამ­ზით­ვო სკივ­რ­ზე. უძ­რა­ვად ისხ­დ­ნენ მთვა­რი­ა­ნი ღა­მის გუ­ლის­თ­ქ­მით შეპყ­რო­ბილ­ნი. მათ წი­ნა­შე უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი სან­თ­ლის ალი ირ­ხე­ო­და მა­ლი­მალ, იხ­რე­ბო­და და ცრემლს ად­ენ­და უკ­ვე თით­ქ­მის გა­ლე­ულ ცვილს. ყო­ველ­წამს თით­ქოს­და ჩა­საქ­რო­ბად იყო მზად. ქა­ლი და კა­ცი არ იძვ­როდ­ნენ. სუნთქვა­შეკ­რუ­ლე­ბი მის­ჩე­რე­ბოდ­ნენ მო­კან­კა­ლე მო­მაკ­ვ­დავ ალს. უეც­რად მათ­რო­ბე­ლა ქარ­მა ჩა­აქ­რო იგი. მა­შინ კი ში­შის გა­რე­შე, შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი სი­ხარ­ბი­თა და ერთდროულ­ად ქა­ლი და კა­ცი ჩა­ეხ­ვივ­ნენ ერთ­მა­ნეთს, ტუ­ჩე­ბით იწ­ყეს ერთ­მა­ნე­თის ძებ­ნა, თავ­და­ვიწყე­ბით, ბრმად, ხმის გა­უ­ღებ­ლად.

    © ”არილი”

  • ლექცია

    ტომ სტოპარდი

    პრაგ­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი

    ნიუ იორ­კის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა

    ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა

    ძვირ­ფა­სო აუდ­ი­ტო­რი­ავ, თუ­კი რა­ი­მე გა­მა­ოგ­ნებ­და ამქ­ვეყ­ნად, ის­ევ ას­ე­თი სა­თა­უ­რი: “სა­ნა­ხა­ო­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ტექ­ნი­კა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია”. ნუ იფ­იქ­რებთ, ტექ­ნი­კის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მქონ­დეს რა­ი­მე, ან­და ეს ტერ­მი­ნი მა­ში­ნებ­დეს. პი­რი­ქით, სავ­სე­ბით მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა; მა­გა­ლი­თად, ალ­პი­ნიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩემ­თ­ვის და, ვი­მე­დოვ­ნებ, თქვენ­თ­ვი­საც დღე­სა­ვით ნა­თე­ლია მი­სი არ­სი. აბა, ჰკითხეთ ნე­ბის­მი­ერ მთამ­ს­ვ­ლელს ტექ­ნი­კის შე­სა­ხებ. პა­სუ­ხი, ალ­ბათ, ერ­თი იქ­ნე­ბა, უნ­და ვე­ცა­დო ისე ავ­ი­დე, რომ არ­სად გა­და­ვი­ჩე­ხო. რაც არ უნ­და გა­უკ­რი­ტი­კოთ მთამ­ს­ვ­ლელს ეს გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი, ვფიქ­რობ, სხვას ვე­რა­ფერს გი­პა­სუ­ხებთ. მთე­ლი ტექ­ნი­კაც ეგ არი. მე კი, სხვა­თა შო­რის, არა რო­გორც ლექ­ტო­რი, არ­ა­მედ თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი ერთ-ერ­თი დრა­მა­ტურ­გი, თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ, გან­ვ­საზ­ღ­ვ­რო თე­ატ­რის რა­ო­ბა. ჩე­მი რწმე­ნით, ეს არ­ის სცე­ნა­ზე გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო. მაგ­რამ მო­დით, ეს სა­კითხი ჯერ­ჯე­რო­ბით გვერ­დ­ზე გა­დავ­დოთ, მით უფ­რო, რომ თავს ვერ დავ­დებ ას­ე­თი გან­საზ­ღ­ვ­რის სი­ზუს­ტე­ზე. ერ­თი კია, ჩემს დღე­ში არ მი­მი­მარ­თავს ის­ე­თი ტექ­ნი­კი­სათ­ვის, ნა­წარ­მო­ე­ბის ტექ­ს­ტის სა­ზი­ა­ნო რომ შექ­მ­ნი­ლი­ყო.

    ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა­ზეც მსმე­ნია ზო­გი რამ: მსა­ხი­ო­ბი ახ­დენს რო­ლის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას, დამ­დ­გ­მე­ლი რე­ჟი­სო­რი – ტექ­ს­ტი­სას, მაგ­რამ, ვეჭ­ვობ მწე­რა­ლი იმ ხე­ლო­ვან­თა რიცხვს ეკ­უთ­ვ­ნო­დეს, ვი­სი გა­დამ­ღე­რე­ბაც ასე იოლი იყ­ოს.

    ამ­ას წი­ნათ სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლის ყმაწ­ვი­ლებ­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა და ას­ე­თი კითხ­ვა და­მის­ვეს: რა არ­ის თქვე­ნი უპ­ირ­ვე­ლე­სი მოთხოვ­ნა მსა­ხი­ო­ბი­სად­მი თქვენ­სა­ვე პი­ე­სა­ში? ჩემ­მა მოკ­რ­ძა­ლე­ბულ­მა პა­სუხ­მა “მკა­ფიო დიქ­ცია”, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, სი­ცი­ლი გა­მო­იწ­ვია, საკ­მა­ოდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სი­ცი­ლი, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ რა­ღა­ცას მსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ კი­დეც. მე კარ­გად ვი­ცი, რა ხდე­ბა მსა­ხი­ო­ბის გულ­სა და გო­ნე­ბა­ში, რა ძა­ლის­ხ­მე­ვას ით­ხოვს რო­ლის გა­თა­ვი­სე­ბა და ას­ეთ დროს დიქ­ცია თით­ქოს ბევრს არ­ა­ფერს უნ­და ნიშ­ნავ­დეს, მაგ­რამ, მეწ­მუ­ნეთ, არც მთლად ასეა საქ­მე! უმ­თავ­რე­სი, რა­საც ვითხოვ, სწო­რედ მკა­ფიო გა­მოთ­ქ­მაა და უმ­ე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმ­ე­დი მიც­რუვ­დე­ბა. რო­ცა სპექ­ტაკ­ლი მზა­დაა მთე­ლი თა­ვი­სი “ტექ­ნი­კი­თა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით”, გა­ნა­თე­ბით, კოს­ტი­უმ­თა დე­ტა­ლე­ბით, ბგე­რი­თი ეფ­ექ­ტე­ბით და ა.შ. ჩემ­ნა­ი­რი ახ­ი­რე­ბუ­ლი დრა­მა­ტურ­გე­ბი უმ­ორ­ჩი­ლე­სად სთხო­ვენ მსა­ხი­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბით მო­ე­კი­დონ ამა თუ იმ ხმო­ვან-თან­ხ­მოვ­ნის წარ­მოთ­ქ­მას. ასე მა­გა­ლი­თად, კავ­ში­რი “თუ” (“if“) წი­ნა­და­დე­ბის თავ­ში, რო­გორც წე­სი, სცე­ნა­ზე უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა. წარ­მოდ­გე­ნის დაწყე­ბამ­დე ზე­პი­რად ვი­ცი, რამ­დენ ას­ეთ წი­ნა­და­დე­ბას შე­ი­ცავს ტექ­ს­ტი და ერ­თი უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო: ყვე­ლა მათ­გა­ნი დი­დი რუ­დუ­ნე­ბით მაქვს შე­ტა­ნი­ლი უბ­ის წიგ­ნაკ­ში…

    ახ­ლა ცო­ტა რამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე! აი, სცე­ნა­ზე ქალ-ვა­ჟი გა­მო­დის. კა­ცი ეკ­ითხე­ბა: – რა­მეს ხომ არ და­ლევ­დი, ძვირ­ფა­სო? ქა­ლი პა­სუ­ხობს: – რა­ტო­მაც არა. სო­დი­ან ვის­კის! ეს ყოვ­ლად უინ­ტე­რე­სო “აზრ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა” სა­ინ­ტე­რე­სოც შე­იქ­ნე­ბა და დრა­მა­ტუ­ლიც იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფონ­ზე, რო­მელ­საც წი­ნას­წარ ფლობს მა­ყუ­რე­ბე­ლი. ვთქვათ, სე­ი­რი ის არ­ის, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ან­ო­ნი­მურ ალ­კო­ჰო­ლიკ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია, ან ვაჟ­ბა­ტონს ად­რე ად­ა­მი­ა­ნის მო­წამ­ვ­ლა ბრალ­დე­ბო­და, ან­და სუ­ლაც მის ჭერს დრო­ე­ბით შე­ფა­რე­ბუ­ლი ძმა­კა­ცი ამ ვის­კის ბოთლს შარ­დის ან­ა­ლი­ზის­თ­ვის იყ­ე­ნებს. რო­გორ ფიქ­რობთ, აქ ტექ­ნი­კას­თან გვაქვს საქ­მე?

    თან­და­თან, მგო­ნი, ვხვდე­ბი, რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ეს ტერ­მი­ნი. ტექ­ნი­კა გახ­ლავთ კონ­ტ­რო­ლი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა,რო­მე­ლიც სცე­ნი­დან დარ­ბა­ზი­სა­კენ მი­ე­დი­ნე­ბა – კერ­ძოდ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მარ­თ­ვა და რე­გუ­ლი­რე­ბა. გა­მო­დის, დიდ რის­კ­ზე გვიხ­დე­ბა მწერ­ლებს წას­ვ­ლა! ნუ შე­შინ­დე­ბით, არც ისე დიდ­ზე, ერ­თი შე­ხედ­ვით რომ გეჩ­ვე­ნე­ბათ!

    მახ­სენ­დე­ბა შექ­ს­პი­რის უამ­რა­ვი დად­გ­მა, სა­დაც რე­ჟი­სო­რე­ბი დი­დად არ და­გი­დე­ვენ მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას (და არ მახ­სენ­დე­ბა არც ერ­თი, სა­დაც ამ მხრივ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა). აი, თუნ­დაც ტრე­ვორ ნა­ნის პირ­ვე­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა: “შეც­დო­მე­ბის კო­მე­დია”. მოქ­მე­დე­ბა იწ­ყე­ბა ეფ­ე­სო­ში, სა­დაც იქ­ა­უ­რი ჰერ­ცო­გი ჩვენს და­სა­მოძღ­ვ­რად და ყუ­რად­სა­ღე­ბად თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს აუწ­ყებს, რომ ეფ­ე­სო ქა­ლაქ სი­რა­კუ­ზას და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რია და ნე­ბის­მი­ერ სი­რა­კუ­ზელს, რო­მე­ლიც ეფ­ე­სო­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, შა­ვი დღე უნ­და და­ად­გეს. უეც­რად ერთ-ერ­თი მსმე­ნელ­თა­გა­ნი სა­ხით მა­ყუ­რებ­ლი­სა­კენ ბრუნ­დე­ბა და ში­შით გას­ც­ქე­რის დარ­ბაზს. ჯერ ერ­თი სიტყ­ვაც კი არ უთქ­ვამს. მაგ­რამ არ­სე­ბობს ერ­თი რამ, რი­თაც უს­იტყ­ვოდ “იყ­ი­დე­ბა”. ტან­ზე მა­ი­სუ­რი აც­ვია მკა­ფიო წარ­წე­რით: სი­რა­კუ­ზა! მე­ტად თა­მა­მი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ციაა, თქვენ რას იტ­ყო­დით?!

    ისე კი, შექ­ს­პი­რის დამ­დ­გ­მე­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ მსგავს ხერხს დარ­ბა­ზის “გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად” და ამ­ის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია რი­ჩარდ ეარ­ის “ჰამ­ლე­ტი”, სა­დაც ყმაწ­ვი­ლი პრინ­ცის მა­მის აჩრ­დი­ლი ამ­ა­ვე პრინ­ცის ავ­ად­მ­ყო­ფუ­რი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფად გვევ­ლი­ნე­ბა. იგი მხო­ლოდ მის წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბობს და სხვა­გან არ­სად. ეარ­მა შეთხ­ზა აჩრ­დი­ლის სა­კუ­თა­რი სცე­ნა, სა­დაც მსა­ხი­ობს ორ ხმა­ში უწ­ევს ლა­პა­რა­კი – თა­ვი­სი და აჩრ­დი­ლი­სა. თქვენ უკ­ვე მიხ­ვ­დით, ამ სი­თა­მა­მემ გარ­კ­ვე­უ­ლი უხ­ერ­ხუ­ლო­ბა რომ გა­მო­იწ­ვია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წე­სით და რი­გით, პირ­ველ სუ­რათ­ში აჩრ­დი­ლი სა­ხე­ზეა, ჰამ­ლე­ტი კი არ ჩანს. შე­დე­გი (თუ გნე­ბავთ, გა­მო­სა­ვა­ლი) კი ის გახ­ლავთ, რომ რი­ჩარდ ეარ­მა სა­ერ­თოდ უგ­ულ­ვე­ბელ­ყო ეს სცე­ნა და წარ­მოდ­გე­ნა მშვი­დად და­იწყო მე­ო­რე სუ­რა­თით, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლი და დატ­ვირ­თუ­ლია. ნამ­დ­ვილ “ჰამ­ლეტ­ში” კი სწო­რედ პირ­ვე­ლი ნამ­დ­ვი­ლი სცე­ნა მუხ­ტავს და აღ­ან­თებს მთელ პი­ე­სას – მოკ­ლე, ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვე­ტი ფრა­ზე­ბი, ჰა­ერ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი საფ­რ­თხის სუ­ნი და ა.შ. რა არ­ის ეს? შექ­ს­პი­რის ტექ­ნი­კა? და თუ ასეა, იც­ო­და კი მან, რომ ტექ­ნი­კას ფლობ­და? ან­და აქვს ამ­ას ჩვენ­თ­ვის რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა? არც კი მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ ამ გე­ნი­ოსს საქ­მე ჰქონ­და რა­ი­მე სა­ხის ტექ­ნი­კას­თან. მო­მი­ტე­ვეთ და ეს, ცო­ტა არ იყ­ოს, აბ­სურ­დუ­ლა­დაც კი მეჩ­ვე­ნე­ბა.

    ზო­გი იმ­ა­საც ფიქ­რობს, რომ ოს­კარ უაილ­დის “რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იყო სე­რი­ო­ზუ­ლი” სა­უ­კე­თე­სო სცე­ნუ­რი კო­მე­დიაა. აბა ვნა­ხოთ! ორ­ი­გი­ნალ­ში ყო­ფი­ლა ას­ე­თი სუ­რა­თი: ტი­პი­უ­რი ინგ­ლი­სუ­რი სახ­ლი ლა­მა­ზი ბა­ღით, ბაღ­ში ყმაწ­ვი­ლე­ბი – ჯე­კი და ელ­ჯერ­ნო­ნი და ორ­იც ას­უ­ლი, სა­ხე­ლად სე­სი­ლი და გვენ­დო­ლე­ნი. ჩე­მი არ იყ­ოს, თქვენც ხომ გეც­ნოთ ეს ოთ­ხე­უ­ლი! და აი, უეც­რად, ამ­ა­ვე ბაღ­ში ჩნდე­ბა კი­დევ ერ­თი მოქ­მე­დი პი­რი, ვინ­მე გრიმ­ს­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბის ამკ­რე­ფი, სას­ტუმ­როს ვა­ლის ამ­ო­სა­ღე­ბად რომ მობ­რ­ძა­ნე­ბუ­ლა. და ამ სცე­ნას, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, 17 გა­და­ბეჭ­დი­ლი გვერ­დი უკ­ა­ვია… ერთხე­ლაც პიტ შა­ფე­რი მე­უბ­ნე­ბა: – ო, რო იც­ო­დე, რა ნა­ხა ჩემ­მა თვა­ლებ­მა ნიუ იორ­კის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. “რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია”…-ს ორ­ი­გი­ნა­ლი, მან­ქა­ნა­ზე გა­და­ბეჭ­დი­ლი ოთ­ხი­ვე მოქ­მე­დე­ბა! მე ჯერ ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა უხ­ა­რო­და, მე­რე გავ­შ­ტერ­დი: სცე­ნა­ზე პი­ე­სა სამ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნია. თა­ვის დრო­ზე ჯორჯ ალ­ექ­სან­დერს, მსა­ხი­ობ-მე­ნე­ჯერს რე­პე­ტი­ცი­ის წინ ტექ­ს­ტი შე­უკ­ვე­ცია. სხვა­თა შო­რის, არც უაილ­დი დარ­ჩე­ნია ვალ­ში: “ის სცე­ნა, შენ რომ ზედ­მე­ტად მი­გაჩ­ნია, დი­დი ტკი­ვი­ლის ფა­სად შევ­ქ­მე­ნი, მა­გან წა­ი­ღო ჩე­მი გუ­ლი, ნერ­ვე­ბი და დრო… მთე­ლი ხუ­თი წუ­თი ვცოდ­ვი­ლობ­დი!”-ო. უაილ­დი გე­ნი­ო­სი იყო, ალ­ექ­სან­დე­რი კი – ტექ­ნი­კო­სი.

    პრაგ­მა­ტიზმს თე­ატ­რ­თან არ­ა­ფე­რი უნ­და ეს­აქ­მე­ბო­დეს. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ეს სა­გან­გა­შო­დაც კი მე­სა­ხე­ბა. ჩვენ­ში უკ­ვე ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად იქ­ცა ოთხ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი ორ­ი­გი­ნა­ლის სამ­ზე დაყ­ვა­ნა. თქვენ ჩემ­ზე უკ­ეთ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა ემ­არ­თე­ბა ავ­ტო­რის ტექსტს, რო­დე­საც იგი სა­ჭი­რო­ზე მეტ ად­ა­მი­ანს უვ­არ­დე­ბა ხელ­ში შემ­დ­გო­მი “ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის­თ­ვის”. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე “ახ­ი­რე­ბულ” დრა­მა­ტურგს გა­აქვს თა­ვი­სი, არ ვი­ცი, საქ­მის სა­სი­კე­თოდ თუ სა­ზი­ა­ნოდ, მაგ­რამ თე­ატ­რის მთე­ლი პა­რა­დოქ­სი იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ პირ­მ­შო­სა­ვით ძვირ­ფა­სი და სო­ნე­ტი­ვით პი­რა­დუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი დად­გ­მის პრო­ცეს­ში ნაშ­ვი­ლებს ემს­გავ­სე­ბა. დად­გ­მის პრო­ცე­სი კი, რბი­ლად რომ ვთქვათ, სას­ტი­კად ემ­პი­რი­უ­ლია.

    რო­ცა უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი (ე.ი. რო­ცა ავ­ტო­რი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ მი­სი ტექ­ს­ტი სცე­ნა­ზე ჩრდი­ლავს ყვე­ლა და­ნარ­ჩენს), რო­ცა სპექ­ტაკ­ლ­მა უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ხი­დი უნ­და გა­დოს სცე­ნა­სა და დარ­ბაზს შო­რის, ცხა­დი ხდე­ბა, რომ მი­სი წარ­მა­ტე­ბა “ნამ­დ­ვილ” ტექ­ნი­კოს­თა უნ­არ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ თე­ატ­რ­ში არ­ა­სო­დეს გი­მუ­შა­ვი­ათ, არ და­ი­ჯე­რებთ, რამ­დე­ნი დრო მი­აქვს თი­თო­ე­ულ რეპ­ლი­კას, რამ­დე­ნი ენ­ერ­გია…

    აქ პა­რა­დოქ­სი კი­დევ იმ­ა­შია, მე­ტა­ფი­ზი­კურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნა რომ ფა­რავს. ჩვენ დავ­დი­ვართ თე­ატ­რ­ში, რა­თა ვი­ხი­ლოთ “ნა­წე­რი” და მი­სი შეს­რუ­ლე­ბა, ანუ თა­მა­ში. აი, სწო­რედ აქ იჩ­ენს თავს პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ამ მხრივ მარ­თ­ლაც­და მო­სა­წო­ნია ნა­ნის “მაკ­ბე­ტი” იან მა­კე­ლა­ნი­სა და ჯუ­დი დენ­ჩის შეს­რუ­ლე­ბით. მაგ­რამ, უმ­ე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი (და რე­ჟი­სო­რიც) და­ძა­ბუ­ლია და თუ ავ­ტო­რიც ესწ­რე­ბა სპექ­ტაკლს, გუ­ლის კან­კა­ლით ელ­ის რეპ­ლი­კას, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ა­ცამ­ტ­ვე­რებს ნა­წერ გვერდს, ან­და ლა­მა­ზად ააელ­ვა­რებს. ეს ის გვერ­დია, ცო­ტა ხნის წი­ნათ მას­თან რომ იყო, გა­რე­შე თვალ­თა­გან და­ფა­რუ­ლი და “მშობ­ლის” გუ­ლის გამ­ხა­რე­ბე­ლი.

    ასე რომ, ჩემს მი­ერ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი სიტყ­ვათ­შე­თან­ხ­მე­ბა “სას­ტი­კად ემ­პი­რი­უ­ლი” ზუს­ტად გად­მოს­ცემს მოვ­ლე­ნის არსს.

    ორ­ი­ო­დე სიტყ­ვა სცე­ნი­დან დარ­ბა­ზი­სა­კენ ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მარ­თ­ვის შე­სა­ხებ. სპექ­ტაკ­ლის დაწყე­ბამ­დე რამ­დენ მა­ყუ­რე­ბელს აქვს წარ­მოდ­გე­ნა შექ­ს­პი­რის (ან უაილ­დის, ან­და მა­ვა­ნის და მა­ვა­ნის) პი­ე­სა­ზე? თე­ატრს კი აქვს. ზო­გან თით­ქ­მის მთე­ლი დარ­ბა­ზი­სათ­ვის ჩი­ნუ­რია პი­ე­სის ტექ­ს­ტი. აი, ერ­ოვ­ნულ თე­ატ­რ­ში კი საქ­მე უკ­ე­თაა: ნა­ხე­ვარ დარ­ბაზს მა­ინ­ცა აქვს წა­კითხუ­ლი ორ­ი­გი­ნა­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დის წარ­მარ­თ­ვა გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ამაო გარ­ჯაა და სხვა არ­ა­ფე­რი.

    მსურს გა­ვიხ­სე­ნო ჩე­მი პი­ე­სა “ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვი”. რა მწვა­ვე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია დად­გ­მის­თა­ნა­ვე! გულ­და­საწყ­ვე­ტი კი ის გახ­ლ­დათ, რომ ვერც ლონ­დონ­ში და ვერც ნიუ იორკ­ში ვერ მო­ვი­ხელ­თე ვერც ერ­თი წუ­თი, რო­ცა დარ­ბა­ზი სა­თა­ნა­დოდ აღ­იქ­ვამ­და სცე­ნა­ზე მომ­ხ­დარს. მხო­ლოდ 17 წლის მე­რე, ერთ-ერ­თი რე­პე­ტი­ცი­ის დროს მივ­ხ­ვ­დი, რომ ტყუ­ი­ლად ვცხა­რობ­დი მა­შინ. ხომ არ ვი­ცო­დი, რამ­დენ კაცს ჰქონ­და წა­კითხუ­ლი ჩე­მი ნა­წარ­მო­ე­ბი. მა­ინც რამ­დენს? დარ­ბა­ზის ერთ, სამ, თუნ­დაც ცხრა მე­ა­თედს სმე­ნო­და რა­ი­მე მის შე­სა­ხებ? მაგ­რამ ას­ე­თი მა­თე­მა­ტი­კა ხომ აშ­კა­რად ირ­ე­ლე­ვან­ტუ­რია! ფაქ­ტი­უ­რად, იმ­ა­საც მივ­ხ­ვ­დი, ჩე­მი “გამ­ბი­ტიც” ას­ე­ვე ირ­ე­ლე­ვან­ტუ­რი რომ გახ­ლ­დათ. მთე­ლი იდეა სა­ტი­რი­სა, მხი­ლე­ბი­სა, 17 წლის წინ ასე სა­ხა­ლი­სოდ რომ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, ახ­ლა მო­მა­ბეზ­რებ­ლად, უინ­ტე­რე­სოდ და­მე­სა­ხა. ხომ არ აჯ­ო­ბებ­და, წი­ნას­წარ გა­მეფ­რ­თხი­ლე­ბი­ნა აუდ­ი­ტო­რია, აქა და აქ გა­ი­ცი­ნეთ და აქ კი შე­წუხ­დით-მეთ­ქი?

    ამ­ის შემ­დეგ ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ას­ე­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­ვი­ტა­ნე: სუ­ლაც არა ღირს ორ­ჯერ ნახ­ვა ის­ე­თი პი­ე­სი­სა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბაც მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ი­დუმ­ლოს) და­მალ­ვა­ზე. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც ღირ­ს­ყოფს მის ორ­ჯერ ნახ­ვას, არ უნ­და იყ­ოს მხო­ლოდ “თხრო­ბა” იმ გა­გე­ბით, რო­გო­რი­თაც მა­შინ ვხმა­რობ­დი ამ სიტყ­ვას. ეს კი უნ­და მცოდ­ნო­და დრა­მა­ტურგ კაცს.

    ერთხელ მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, თვა­ლი მე­დევ­ნე­ბი­ნა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მთხრო­ბე­ლი­სათ­ვის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში (დი­ახ, თვა­ლი მე­დევ­ნე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან ენა სპარ­სუ­ლი გახ­ლ­დათ) და ვნა­ხე, რომ ამ “შო­უ­შიც” აპ­ი­რებ­დ­ნენ იმ ამ­ბის გად­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც მათ გა­რე­შეც უწ­ყო­და მა­ყუ­რე­ბელ­მა (ჩვენ­შიც ხომ იგ­ი­ვე ხდე­ბა შექ­ს­პი­რის დად­გ­მი­სას!). მარ­თ­ლაც, არ­ის რა­ღაც თვით­შემ­ზ­ღუ­და­ვი კვან­ძის გახ­ს­ნი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა სწო­რედ სა­ბო­ლოო სცე­ნაა მთა­ვა­რი და არა თა­ვად თხრო­ბის სტრუქ­ტუ­რა. კა­ცი ათ­ჯერ გა­და­ი­კითხავს დე­ი­მონ რა­ნი­ონს და ათ­ჯერ­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ გა­ნა ბევრს და­ე­ბა­დე­ბა ო’ჰენ­რის თუნ­დაც ორ­ჯერ წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი? ნა­ხავთ მე­ო­რედ “ხა­ფანგს”? რაც შე­ე­ხე­ბა დე­ტექ­ტივს, ე.წ. იდ­უ­მალ ნა­წარ­მო­ებს, მთე­ლი გუ­ლით ვი­ზი­ა­რებ ედ­მუნდ ვილ­სო­ნის აზრს ამ ჟან­რის შე­სა­ხებ. “რა­ში მე­ნაღ­ვ­ლე­ბა, ვინ გა­ა­სა­ღა რო­ჯერ ეკ­რო­ი­დი?” კითხუ­ლობს ეს ად­ა­მი­ა­ნი. ჩემს თე­ზისს ასე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ­დი, გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ ჟან­რის პი­ე­სა, თუ დარ­ბაზს წი­ნას­წარ გა­ვაც­ნობთ მკვლელს.

    ვი­ცი, არ­აპ­რინ­ცი­პუ­ლო­ბას დამ­წა­მებთ, მაგ­რამ მა­ინც ვიტყ­ვი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა არ­ის დარ­გი, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად გვი­მა­ლავს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ისე კი, ამ სალ­ტო მორ­ტა­ლეს ლექ­სი­კო­ნის სიმ­წი­რე მა­ბედ­ვი­ნებს: ცნე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ისე აღ­ე­მა­ტე­ბა ამ ცნე­ბა­თა გა­მომ­ხატ­ველ სიტყ­ვებს, რომ ზო­გი­ერ­თი ამ უკ­ა­ნას­კ­ნელ­თა­გა­ნი (მათ შო­რის ჩემს მი­ერ პა­ტივ­დე­ბუ­ლი “ინ­ფორ­მა­ცია”) სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს წარ­მო­ა­ჩენს და რა გა­გე­ბი­თაც ვხმა­რობ მე სიტყ­ვა “ინ­ფორ­მა­ცი­ას”, მას არ­ა­ფე­რი ეს­აქ­მე­ბა თხრო­ბის ელ­ე­მენ­ტებ­თან, უფ­რო თხრო­ბის შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტ­ზე მი­უ­თი­თებს.

    ეზ­რა პა­უნდს თუ და­ვე­სეს­ხე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც არ არ­ის მი­ჯაჭ­ვუ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, არ გა­აჩ­ნია ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, “რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ეს?” ყო­ველ მო­ნათხ­რობს აქვს უნ­ა­რი, შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზოს რა­ღაც სხვა, სიღ­რ­მი­სე­უ­ლი, იმ­ის გარ­და, რა­საც უშ­უ­ა­ლოდ გა­მო­ხა­ტავს და ას­ე­თი ეფ­ექ­ტუ­რი, ქმე­დი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რია. ამ­ბა­ვი თით­ქოს უნ­და იყ­ოს მე­ტა­ფო­რა იმ იდ­ე­ი­სა, რო­მელ­საც სა­მა­ლა­ვი­დან გა­მო­ვიტყუ­ებთ და მა­ყუ­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე და­ვიყ­ვანთ. მაგ­რამ აქ­ვე ის­მის კითხ­ვა: რა იდ­ე­ი­სა? კვლავ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ზუს­ტი პა­სუ­ხის მიგ­ნე­ბა. მაქს ფრი­შის “ცეცხ­ლის წამ­კი­დებ­ლებ­ში” ვი­ღაც ჭკუ­ი­დან გა­და­სუ­ლე­ბი შე­ნო­ბებს წვა­ვენ… მოქ­მე­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ოჯ­ა­ხის ფონ­ზე. ერ­თი შავ­ბ­ნე­ლი პი­როვ­ნე­ბა იჭ­რე­ბა ამ ოჯ­ახ­ში მდგმუ­რის ნიღ­ბით და მას მა­ლე მე­ო­რე სა­ეჭ­ვო სუ­ბი­ექ­ტიც უერთ­დე­ბა. ის­ი­ნი სახ­ლის ზე­და სარ­თულს იკ­ა­ვე­ბენ, დრო და დრო სად­ღაც ორთ­ქ­ლ­დე­ბი­ან და მა­თი ყო­ვე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა ქა­ლაქ­ში რო­მე­ლი­მე შე­ნო­ბის და­ნახ­ში­რე­ბით გვირ­გ­ვინ­დე­ბა. მაგ­რამ ოჯ­ახს და, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ამ ოჯ­ა­ხის თავს, არ სურს უს­ი­ა­მოვ­ნო დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა, იმ­ის შემ­დე­გაც კი, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხ­ი­ლავს, რო­გორ იმ­ა­რა­გე­ბენ სხვენ­ში ეს შეპყ­რო­ბი­ლე­ბი ბენ­ზი­ნის კა­ნის­ტ­რებს. ბო­ლოს სა­ეჭ­ვო მდგმუ­რი ქვე­და სარ­თულ­ზე ჩა­მო­დის და ერთ კო­ლოფ ას­ანთს ით­ხოვს. ოჯ­ა­ხის მა­მა ამ­ა­ზე უარს არ ეუბ­ნე­ბა და მათ გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად ას­ეთ რა­მე­საც კი აც­ხა­დებს: ეს­ე­ნი რომ ცეცხ­ლის წამ­კი­დებ­ლე­ბი იყვ­ნენ, რა, სა­კუ­თა­რი ას­ან­თის შოვ­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ?.. მა­ლე მთე­ლი მი­სი სახ­ლი ალ­ში ეხ­ვე­ვა…

    30-იან წლებ­ში ჰიტ­ლე­რის ზე­ო­ბას ხომ არ უკ­ავ­შირ­დე­ბა ეს მე­ტა­ფო­რა? ზო­გი იმ­ა­საც მე­უბ­ნე­ბა, რა ჰიტ­ლე­რი, ავ­ტო­რი აქ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში კო­მუ­ნის­ტე­ბის მომ­ძ­ლავ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­სო. თქვენ შე­იძ­ლე­ბა სხვა რამ და­ი­ნა­ხოთ და არ არ­ის გა­მო­რიცხუ­ლი, ყვე­ლა ერ­თად რომ ვცდე­ბო­დეთ. კი ვამ­ბობ, ინ­ფორ­მა­ცია და­ფა­რუ­ლია-მეთ­ქი, მაგ­რამ იქ­ნებ აქ არც არ­სე­ბობს გად­მო­სა­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცია? უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, რომ თხრო­ბას აქვს ეს უნ­ა­რი და პი­ე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბის წინ­ს­ვ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა (იმ პი­ე­სა­თა სა­პი­რის­პი­როდ, სხვა უამ­რა­ვი ღირ­სე­ბა რომ ამ­კობთ), ზედ­მი­წევ­ნით უნ­და ფლობ­დ­ნენ ამ უნ­არს, რაც ყო­ველ­თ­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­კა­ვე­ბის გზით, ამ სიტყ­ვის სრუ­ლი და უპ­ირ­ვე­ლე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით.

    “მო­თო­კე რის­ხ­ვა”, “გო­დოს მო­ლო­დინ­ში”, “და­ბა­დე­ბის დღე”. აი, ის სა­მი პი­ე­სა, ფრი­ად რომ აგ­ვა­ღელ­ვა ჩე­მი თა­ო­ბის ახ­ალ­გაზ­რ­და დრა­მა­ტურ­გე­ბი. ის­ი­ნი ერთ­გ­ვარ “ტრი­ოდ” აღ­იქ­მე­ბო­და, მაგ­რამ არ­ა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ტრი­ლო­გი­ად. სო­მერ­სეთ მო­ე­მი შო­კი­რე­ბუ­ლი იყო ოს­ბორ­ნის პი­ე­სით (“მო­თო­კე რის­ხ­ვა”), უფ­რო სწო­რად, ერთ-ერ­თი სცე­ნუ­რი პერ­სო­ნა­ჟით და თა­ვი­სე­ბუ­რად შე­ამ­კო კი­დეც: თა­ვან­კა­რა ნა­ძი­რა­ლაა! მარ­თა­ლია, ოს­ბორ­ნის დრა­მა ახ­ა­ლი სიტყ­ვა აღ­მოჩ­ნ­და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მაგ­რამ არ წარ­მო­უ­ჩე­ნია რა­ი­მე სიღ­რ­მი­სე­უ­ლი, აქ ყვე­ლა­ფე­რი აშ­კა­რა იყო, ხე­ლის გულ­ზე გა­დაშ­ლი­ლი. სუ­ლაც არ არ­ის გა­სა­ო­ცა­რი პი­ე­სა, ძა­ლი­ან რომ მო­ი­წო­ნა ტე­რენს რე­ტინ­გ­მა (მან, სხვა­თა შო­რის, მეც აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნა). ერ­თი პი­რო­ბა მსგავ­სის წე­რა­საც შე­ვუ­დე­ქი, მაგ­რამ მა­ლე­ვე ავ­ი­ღე ხე­ლი ამ გან­ზ­რახ­ვა­ზე. რა აზ­რი ჰქონ­და? ეს ხომ უკ­ვე ნათ­ქ­ვა­მი იყო! და თა­ნაც, მე ვერ დავ­წერ­დი ას­ეთ რა­მეს (თუმ­ცა, ეს უბ­რა­ლო “ტექ­ნი­კუ­რი ფორ­მა­ლო­ბაა”). მთა­ვა­რი კი ის გახ­ლ­დათ, რომ მე გა­ვი­გე, ჩავ­წ­ვ­დი, რი­სი თქმა სურ­და ოს­ბორნს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამ იდ­ე­ის სცე­ნა­ზე გა­ცოცხ­ლე­ბა.

    სულ სხვაა “გო­დოს მო­ლო­დინ­ში” და “და­ბა­დე­ბის დღე”. გა­მიძ­ნელ­და იმ­ის დად­გე­ნა, თუ რო­გორ იყო “გა­კე­თე­ბუ­ლი” ეს ორი პი­ე­სა, უფ­რო მე­ტიც, ვერ გა­ვარ­კ­ვიე, თუ რა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. იმ­ას კი ვიტყ­ვი, რომ ორ­ი­ვე ერთ­დ­რო­უ­ლად საკ­მა­ოდ ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლიც იყო და იდ­უ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლიც, თა­ნაც მათ აშ­კა­რად გა­ა­უქ­მეს მა­ნამ­დე სცე­ნა­სა და დარ­ბაზს შო­რის და­დე­ბუ­ლი კონ­ტ­რაქ­ტი. გახ­სოვთ ალ­ბათ, იყო ას­ე­თი უს­იტყ­ვო შე­თან­ხ­მე­ბა – თუ­კი თავს შე­ი­წუ­ხებ­დი და სპექ­ტაკლს და­ეს­წ­რე­ბო­დი, იმ სპექ­ტაკლს კე­თი­ლი უნ­და ენ­ე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკ­ის­რა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნი­მუ­მის გა­ცე­მი­სა, სა­ერ­თო აზ­რის შე­საქ­მ­ნე­ლად რომ არ­ის აუც­ი­ლე­ბე­ლი. “გო­დოს მო­ლო­დინ­მა” კი ერ­თი­ა­ნად გა­და­ა­ხა­ლი­სა ეს მი­ნი­მუ­მი, სა­მა­რა­დი­სოდ თუ არა, დღე­ვან­დელ დღემ­დე მა­ინც. “და­ბა­დე­ბის დღე­მაც”, მარ­თა­ლია ცო­ტა სხვაგ­ვა­რად, მაგ­რამ მა­ინც იგ­ი­ვე გა­ა­კე­თა და მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ ორ­ი­ვე ავ­ტო­რი “ასე სას­ტი­კად მო­მექ­ცა”, მე მათ მა­ინც ვენ­დო­ბი და მშვე­ნივ­რად ვი­ცი, რა­ტომ! იმ­ი­ტომ, რომ სი­უ­რე­ა­ლიზ­მი, და­და­იზ­მი და თით­ქ­მის ყვე­ლა ამ­დაგ­ვა­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ჩემ­თ­ვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო (და არ­ის), თუმ­ცა ზოგ­ჯერ ძა­ლუძ­დათ გუ­ლის გა­ხა­ლი­სე­ბა, რო­გორც ლუდ­ხა­ნა­ში უეც­რად ატ­ე­ხილ მუშ­ტი-კრივ­სა და ჭურ­ჭ­ლის მსხვრე­ვას. ამ ორ პი­ე­სას კი არ­ა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო ად­რინ­დე­ლებ­თან. არ იყვ­ნენ ირ­ა­ცი­ო­ნა­ლურ­ნი, ორ­აზ­რო­ვან­ნი, არ ქმნიდ­ნენ ყალბ ეფ­ექტს თხრო­ბის სტრუქ­ტუ­რის, ფიქ­რის პრო­ცე­სი­სა თუ სა­გან­თა შო­რის კავ­ში­რის დარ­ღ­ვე­ვის ხარ­ჯ­ზე. ცი­უ­რიხ­სა და პა­რიზ­ში წა­მოწყე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბის ად­რე­უ­ლი მო­დერ­ნის­ტუ­ლი მცდე­ლო­ბა­ნი ამ­ათ­თან შე­და­რე­ბით ბავ­შ­ვურ თა­მა­შად მეჩ­ვე­ნე­ბა. ორ­ი­ვე პი­ე­სა სხვა გა­გე­ბით შე­ი­ცავ­და იდ­უ­მა­ლე­ბას. თხრო­ბის სტრუქ­ტუ­რა იყო წმინ­და და დახ­ვე­წი­ლი, ის­ე­თი წმინ­და, რომ ზოგ­ჯერ ვერც კი აღ­იქ­ვამ­დით, წმინ­და, რო­გორც ობ­ო­ბას ქსე­ლი, რო­ცა ფიქ­რობთ, რომ იქ აღ­არ არ­ის, გაწყ­და, მაგ­რამ მცი­რე­დი მოძ­რა­ო­ბა საკ­მა­რი­სია მის ხე­ლახ­ლა აღ­მო­სა­ჩე­ნად. მათ, ცხა­დია, არ­ა­ფე­რი აქვს შექ­ს­პირ­თან სა­ერ­თო, მაგ­რამ სწო­რედ ის დაგ­ვა­ნა­ხეს, რაც ასე და­მატყ­ვე­ვე­ბელ­სა და ახ­ლო­ბელს ხდის შექ­ს­პირს და კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნეს, თუ რო­გო­რი უნ­და იყ­ოს პო­ე­ზია: სიტყ­ვა – შე­კუმ­შუ­ლი, აზ­რი – ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი.

    ლექ­ცი­ას და­ვას­რუ­ლებ მო­ნო­ლო­გით ჯე­იმს სონ­დერ­სის პი­ე­სი­დან “სხვა დროს გიმ­ღე­რებ”. სა­ა­მი­სო მი­ზე­ზი ნამ­დ­ვი­ლა­და მაქვს: ეს გახ­ლავთ კო­რექ­ცია იმ კურ­სი­სა, რო­მელ­საც თა­ვად მივ­ყ­ვე­ბო­დი. ვფიქ­რობ, რომ ტექ­ს­ტის, თვით­კ­მა­რი ტექ­ს­ტის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს თე­ატ­რი, რო­მელ­თა­ნაც ბედ­მა და­მა­კავ­ში­რა. თე­ატ­რი მარ­თ­ლაც რომ ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნაა და იქ მხო­ლოდ სიტყ­ვა არა კმა­რა, სხვაც ბევ­რია სა­ჭი­რო, მაგ­რამ ეს “სხვაც” არ­ა­ფე­რია უს­იტყ­ვოდ და ბგე­რი­სა და სი­ნათ­ლის მარ­თე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბი­სას სწო­რედ გარ­კ­ვე­ულ სიტყ­ვა­თა გარ­კ­ვე­უ­ლი რი­გია (ხში­რად საკ­მა­ოდ იდ­უ­მა­ლი), ასე ძა­ლი­ან რომ ხვდე­ბა მა­ყუ­რებ­ლის გულს.

    სამ­მა პი­ე­სამ (“მო­თო­კე რის­ხ­ვა”, “გო­დოს მო­ლო­დინ­ში”, “და­ბა­დე­ბის დღე”) მი­ზეზ­თა სხვა­თა და სხვა­თა გა­მო გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რის შექ­მ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, 1962-სა თუ 63-ში ვნა­ხე “სხვა დროს გიმ­ღე­რებ” და წა­მო­ვი­ძა­ხე: – აი, ეს არ­ის! ახ­ლა კი ვი­ცი, რა უნ­და გა­ვა­კე­თო. მარ­თა­ლია, მსგავ­სი არ­ა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია (ვერ შევ­ძე­ლი), მაგ­რამ ცო­ტა ხომ წა­ვი­ოც­ნე­ბე, ეს­ეც დი­დი რა­მეა ამ ცხოვ­რე­ბა­ში.

    მაშ ასე, შე­პი­რე­ბუ­ლი მო­ნო­ლო­გი ამ პი­ე­სი­დან:

    “გინდ და­ი­ჯე­რე და გინ­და არა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ არ­სე­ბულს მიღ­მა მიჩ­ქ­მა­ლუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, სევ­და რომ ჰქვია. მუ­დამ იქ არ­ის, ზე­და­პირს ქვე­მოთ, ფა­სა­დის უკ­ან, ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად ახ­ლოა შენ­თან, ფორ­მის და­ლან­დ­ვაც ხელ­გე­წი­ფე­ბა, რო­გორც და­ლან­დავ მზის სი­ნათ­ლე­ზე აუზ­ში კობ­რის ბრტყელ, მუქ სი­ლუ­ეტს და უკ­ვე იცი, ის სულ იქ იყო, სად­ღაც სიღ­რ­მე­ში, ზე­და­პირს მიღ­მა, მა­ში­ნაც, რო­ცა ეფ­ე­რე­ბო­დი, საჭ­მელს უყ­რი­დი დინჯ იხ­ვებ­სა და გულ­ზ­ვი­ად გე­დებს, იქ იყო თევ­ზი, თუნდ უხ­ი­ლა­ვი. ასე იყო და ასე იქ­ნე­ბა. რო­ცა და­ლან­დავ წყლის სარ­კის მიღ­მა, არც კი შე­იმ­ჩ­ნევ, ზურგს აქ­ცევ ალ­ბათ და შენს შვი­ლებ­თან, შენს პა­ტა­რებ­თან სი­ცილ-ხარ­ხა­რით იკ­ოტ­რი­ა­ლებ მწვა­ნე მდე­ლო­ზე. აი, ეს არ­ის მდგო­მა­რე­ო­ბა, სევ­და რომ ჰქვია!”

    1999

    © “არილი”