როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
რას ისურვებდით?
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
რა განსხვავებაა მათ შორის?!
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
რომ ჩვენი მოქმედებები ჩვენს არსებობას ეწინააღმდეგება.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
მოხუცი („მოხუცი და ზღვიდან”)
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
სერვანტესის „დონ კიხოტი”
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
ავგიორგი;
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
მატრიცა. ვაჩოვსკები. რეალობის სიმულაციურობის თვალსაჩინო მანიფესტირების გამო.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
ფერწერაში ვერ ვერკვევი, ვერც კინემატოგრაფში.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
წვეულებას პირველი ან ბოლო ვტოვებ.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
არა
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
დილაობით
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
არასდროს არაფერი გამიტაცია;
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
ის ერთი ხმა ვიქნებოდი, აშშ-ში სახელმწიფო ენის საკითხი რომ გადაწყვიტა და გერმანულს დავუჭერდი მხარს.
დიონისე თუ აპოლონი?
დიონისე, ცხადია.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
მობი დიკი
ადამიანი, ვისიც გშურთ
რონ კარტერი.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ბესიკ ხარანაული; ზვიად რატიანი; გიორგი კეკელიძე.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
„აღნიშნული”
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
დამთხუე
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
სამხრეთული სპილო; შინ-შენ; ჯაზის ცხოვრება.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
Quintili Vare, legiones redde!
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
„ვერ დაიჭირავს სიკვდისა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი.” რადგან ყველაფერი შემთხვევითობაა.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
ვეფხი და მოყმე
რამდენ ენაზე კითხულობთ?
ორზე
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
მოლ ფრენდერსი;
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ბორხესთან, მის ფილოსოფიაზე.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
შუაღამეს გამეღვიძება და ჩაძინებას ვეღარ შევძლებ.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
– ძველ საბერძნეთში.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
ტომ სოიერის.
რომელია საუკეთესო დასასრული?
მოხუცი და ზღვის.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ენა ამბავია.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი შედეგია.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
მოუსმინე.
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
როგორ დაეცნენ ქისტები ბაკურის ციხე-ეზოს.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
მაღალი;
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
საშინელი მახსოვრობა მაქვს.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
უკვდავება;
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
სამყარო, სადაც იმედი რეალურია.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
თეზისები ფოიერბახის შესახებ
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
გვეშველება რამე?!
წინა რესპონდენტის, დავით გაბუნიას შეკითხვა: რას ნიშნავს თქვენთვის ნორმალურობა?
არაფერს.
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
რას ურჩევდით ახალგაზრდა პოეტებს?
© არილი