პროზა (თარგმანი)

ვოლფგანგ ბორჰერტი – სა­ა­თი, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ეკ­ი­და

borchert 55 wolfgang

გერმანულიდან თარგმნა ელენე ჯაფარიძემ

იგი შო­რი­დან­ვე შე­ნიშ­ნეს. მარ­თა­ლია, სა­ხე მო­ბე­რე­ბო­და, მაგ­რამ ოც წელ­ზე მე­ტის არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. გრძელ მერ­­ზე ჩა­მომ­­­რი­ვე­ბულთ გვერ­დით მი­უჯ­და და მა­შინ­ვე აჩ­ვე­ნა ის, რაც ხელ­ში ჩა­ებღუ­ჯა.

“- ეს ის სა­­თია, ჩვენს სამ­ზა­რე­­ლო­ში რომ ეკ­­და, – თქვა მან და სა­თი­თა­ოდ შე­ავ­ლო თვა­ლი მზეს მი­ფიცხე­ბულ დამ­­ვე­ნებ­ლებს. – დი­ახ, ის არ­ის, ვი­პო­ვე. ერ­თა­დერ­თია, რაც გა­დარ­ჩა”. თან თეფ­ში­ვით მრგვა­ლი, თეთ­რი სა­­თის ციფ­რებს ნა­ზად უც­­ცუ­ნებ­და ხელს.

– ახ­ლა ეს აღ­­რა­ფე­რი ღირს, აღ­არც ლა­მა­ზია. თეფ­­სა ჰგავს, თეთრ თეფშს, მაგ­რამ, ნა­ხეთ რა ლა­მა­ზად მო­ჩანს ლურ­ჯი ციფ­რე­ბი. ის­რე­ბიც გა­­ჩერ­და. გა­ფუჭ­და. გა­ნად­გურ­და. თუმ­ცა დი­დად არ შეც­­ლი­ლა, მხო­ლოდ გა­ჩერ­და. ეს სა­­თი ერ­თა­დერ­თია, რაც გა­დარ­ჩა, – ახ­ლა ის ხმა­დაბ­ლა ლუღ­ლუ­ღებ­და, ის­­ნი კი, გრძელ მერ­­ზე ჩა­მო­რი­გე­ბულ­ნი, ზე­დაც არ უყ­­რებ­­ნენ. ერ­თი მა­მა­კა­ცი გულ­დას­მით ათ­ვა­ლი­­რებ­და სა­კუ­თარ ფეხ­საც­მელს, ქა­ლი ეტლ­ში მო­კა­ლა­თე­ბულ პა­ტა­რას უღ­­მო­და. ბო­ლოს მა­ინც ჰკითხა ვი­ღა­ცამ: – თქვენ რა, ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გეთ?

– დი­ახ, – გა­მო­ცოცხ­­და ახ­ალ­გაზ­­და, – წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სულ ყვე­ლა­ფე­რი, ეს­ღა გა­დარ­ჩა. სა­­თი მაღ­ლა ას­წია და ის­ევ უჩ­ვე­ნა იქ მყოფთ.

– კი მაგ­რამ, ხომ აღ­არ მუ­შა­ობს! – წა­მო­­ძა­ხა ქალ­მა.

– არა, არ მუ­შა­ობს. ვი­ცი, რომ გა­ფუჭ­და, მაგ­რამ მა­ინც ის­­თი­ვეა, უწ­ინ რომ იყო – თეთრ-ლურ­ჯი… ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ჯერ არ მით­­ვამს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ჩერ­და! მა­ინ­­და­მა­ინც სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე! გსმე­ნი­ათ ას­­თი რამ?

– ესე იგი თქვე­ნი სახ­ლი ზუს­ტად სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე აფ­ეთ­ქე­ბუ­ლა, – დინ­ჯად წა­მო­იწყო ერთ-ერთ­მა მსმე­ნელ­მა, – გა­მი­გო­ნია, აფ­ეთ­ქე­ბი­სას გა­ჩე­ნი­ლი ჰა­­რის ტალ­ღა სა­ათს აჩ­­რებს.

ის კი სა­ათს ჩაშ­ტე­რე­ბო­და და უარ­ყო­ფის ნიშ­ნად თავს აქ­ნევ­და.

– არა, არა, ცდე­ბით. ძა­ლი­­ნაც ცდე­ბით. აფ­ეთ­ქე­ბა აქ არ­­ფერ შუ­­შია. სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე სულ სხვა რამ ხდე­ბო­და. ის, რაც თქვენ ჯერ არ იც­ით. სა­სა­ცი­ლოა, რომ მა­ინ­­და­მა­ინც ამ დროს გა­ჩერ­და და არა, ვთქვათ, ოთ­ხის თხუთ­მეტ წუთ­ზე, ან­და სუ­ლაც შვიდ­ზე. სახ­­ში მუ­დამ სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე ვბრუნ­დე­ბო­დი. ცხა­დია, ღა­მეს ვგუ­ლის­­მობ. თით­­მის ყო­ველ­­ვის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე! აი, სწო­რედ ესაა სა­სა­ცი­ლო.

ახ­ლა მას უკ­ვე თვალს არ­­დებ­­ნენ, ის კი სა­ათს ათ­­მა­შებ­და და თა­ვი­სას გა­­ძა­ხო­და:

– სწო­რედ იმ დროს მომ­შივ­დე­ბო­და ხოლ­მე. სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე შევ­დი­­დი სამ­ზა­რე­­ლო­ში და ის­იც მა­შინ­ვე შე­მომ­­ვე­ბო­და. დე­და­ჩე­მი. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვა­ღებ­დი კარს, მაგ­რამ მას მა­ინც ეს­მო­და. რო­ცა ჩაბ­ნე­ლე­ბულ სამ­ზა­რე­­ლო­ში საჭ­მელს ვე­ძებ­დი, უეც­რად და­მად­გე­ბო­და თავ­ზე – ფეხ­შიშ­ვე­ლი, შა­ლის ჟა­კეტ­ზე წი­თელ მო­სას­ხამ­მოგ­დე­ბუ­ლი და თა­ვის მი­ერ­ვე ან­თე­ბუ­ლი შუ­ქის­გან თვალ­მო­ჭუ­ტუ­ლი.

– ის­ევ და­იგ­ვი­­ნე, – ამ­ას მეტყო­და მხო­ლოდ და ვახ­­მის მზა­დე­ბას შე­უდ­გე­ბო­და. სა­ნამ შე­ვექ­ცე­­დი, ფე­ხე­ბის გათ­ბო­ბას ცდი­ლობ­და. ღა­მით არ­ას­­როს იც­ვამ­და ფეხ­საც­მელს, ჩვენ­თან კი ცი­­და. ვიდ­რე არ დავ­ნაყ­­დე­ბო­დი, გვერ­დი­დან არ მცილ­დე­ბო­და. მე­რე კი, უკ­ვე ჩემს ოთ­ახ­ში სამ­ზა­რე­­ლო­დან ჭურ­­ლის წკა­რუ­ნი მეს­მო­და. ასე მე­ორ­დე­ბო­და ყო­ველ ღა­მე. ეს ჩემ­­ვის ჩვე­­ლებ­რი­ვი რამ იყო. სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე მიმ­ზა­დებ­და ვახ­შამს, თან მხო­ლოდ ამ­ას მე­უბ­ნე­ბო­და: – ის­ევ და­იგ­ვი­­ნე. “ის­ევ და­იგ­ვი­­ნე” და მეტს არ­­ფერს. მა­შინ მე­გო­ნა, მუ­დამ ასე გაგ­­ძელ­დე­ბო­და.

წა­მით შე­ჩერ­და და ჩუ­მად იკ­ითხა: – ახ­ლა რა­ღაა?

უაზ­როდ მი­­ჩერ­და გა­სუ­სუ­ლებს. მე­რე ის­ევ სა­ათს და­ხე­და და ამ­­­ოხ­რა:

– ახ­ლა კი ვხვდე­ბი, რა იყო მა­შინ: სა­მოთხე იყო, ნამ­­ვი­ლი სა­მოთხე.

დუ­მი­ლი ქალ­მა და­არ­­ვია:

– კი მაგ­რამ… თქვე­ნი ოჯ­­ხი…

– მშობ­ლებს გუ­ლის­­მობთ? – სა­ცო­და­ვად გა­­ღი­მა ახ­ალ­გაზ­­დამ, – ის­­ნიც გაქ­­ნენ. წა­ვიდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, სუყ­ვე­ლა­ფე­რი.

სა­­თი მაღ­ლა ას­წია და ღი­მი­ლით ახ­­და. ხმას არ­­ვინ იღ­ებ­და, თვალს არ­­დებ­­ნენ.

– აი ეს, ეს­ღა გა­დარ­ჩა. თა­ნაც მა­ინ­­და­მა­ინც სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ჩერ­და, ზუს­ტად სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე.

გა­ჩუმ­და. სა­ხე მო­ბე­რე­ბო­და, მო­ტე­ხი­ლი­ყო. ის კა­ცი კი, მის გვერ­დით რომ იჯ­და, კვლავ თა­ვის ფეხ­საც­მელს ჩაშ­ტე­რე­ბო­და, ვერ კი ხე­დავ­და. სულ იმ სიტყ­ვა­ზე ფიქ­რობ­და, სულ ის სიტყ­ვა უტ­რი­­ლებ­და თავ­ში: “სა­მოთხე”.

© “არილი”

Facebook Comments Box