პროზა

ზუ­რაბ ლე­ჟა­ვა – კარსმომდგარი არაჰიგიენური ბედნიერება­­­­­­­­­­­­­­­

 

მი­იკ­ვ­ლევ­და ნეს­ტი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში გზას ენ­ა­და­შან­თუ­ლი, შერ­ცხ­ვე­ნი­ლი, მო­ნუს­ხუ­ლი და სულ­გა­ყი­ნუ­ლი ზარ­ღ­რა, იგ­ი­ვე ვიქ­ტორ ნაზ­რა­ძე. ნეს­ტი­ან, სუს­ხი­ან, არ­ას­ტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბას კი ჯი­უ­ტად არ სურ­და ბე­დის­წე­რი­დან ამ­ო­ვარ­დ­ნი­ლი, უად­გი­ლო, უს­ამ­შობ­ლო, უნ­ა­თე­საო, უმ­ოყ­ვა­რო და უმ­ე­გობ­რო კა­ცის თა­ვის წი­აღ­ში მი­ღე­ბა, მი­სი შე­კედ­ლე­ბა და და­ბი­ნა­ვე­ბა. აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ავი ფიქ­რი­ვით, უტ­ი­ფარ ქა­რად შე­მო­უ­ბე­რავ­და ხოლ­მე სუს­ხი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ხ­დურს, ღი­ად დარ­ჩე­ნილ მის ბა­გე­ებ­ში შეძ­რო­მას ლა­მობ­და და რო­ცა ამ­ას ახ­ერ­ხებ­და, გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი, უაზ­როთ­ვა­ლე­ბა სა­ი­ქი­ოს ბო­რო­ტი ჩი­ტი­ვით უკ­ორ­ტ­ნი­და და­შან­თულ ენ­ას. ვიქ­ტორ ნაზ­რა­ძე თა­ვი­სას ფიქ­რობ­და და არ იც­ო­და სად წა­სუ­ლი­ყო, ვის­თ­ვის მი­ე­მარ­თა, რად­გან სულ­გა­ყი­დულს აღ­არ ჰყავ­და არ­ა­ვინ და არ გა­აჩ­ნ­და ქვეყ­ნად არ­ა­ფე­რი გა­ყი­დუ­ლი სუ­ლის, გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბის და 25 მა­ნე­თის გარ­და. მი­უ­ხე­და­ვად გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ან იქ­ნებ სწო­რედ ამ­ი­ტო­მაც, ზარ­ღ­რა თავს და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობ­და და ამ­დე­ნი ხნის ნა­ნატ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურ­და მოვ­ლე­ნო­და არა ნეს­ტი­ან ქა­რად, ჩაბ­ნე­ლე­ბულ ქუ­ჩად, არა სიბ­ნე­ლე­ში მო­თა­რე­შე, ურჩ მან­ქა­ნე­ბად, ბინ­ძურ წყლის წვე­თებს რომ აფრ­ქ­ვევ­დ­ნენ გუ­ბე­ებ­ში გაშ­ლი­გი­ნე­ბი­სას, არ­ა­მედ სით­ბოდ, ჭე­რად, სას­მე­ლად, საჭ­მე­ლად და ტიტ­ველ ქა­ლად.

– მე გა­ი­ძუ­ლებ შენ შე­მე­გე­ბო სით­ბოდ და ჭე­რად, – ეუბ­ნე­ბო­და იგი მტრუ­ლად შე­მარ­თულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მუშტს უღ­ე­რებ­და მას, – სას­მე­ლად, საჭ­მე­ლად და ტიტ­ველ ქა­ლად! გა­ი­ძუ­ლებ! გა­ი­ძუ­ლებ! რა­დაც არ უნ­და და­მიჯ­დეს!!!

– ვერ მა­ი­ძუ­ლებ! ვერ მა­ი­ძუ­ლებ! – პა­სუ­ხობ­და სი­სი­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ვი­სი გა­თო­ში­ლი თი­თე­ბით გარ­ყ­ვ­ნი­ლად უწ­ე­წავ­და თმას.

– გა­ი­ძუ­ლებ, ოღ­ონდ ჯერ რე­ზი­ნის ჩა­ქუჩს ვი­ყი­დი, უკ­ი­დუ­რე­სი შემ­თხ­ვე­ვი­სათ­ვის! ჯერ ვი­ყი­დი რე­ზი­ნის ჩა­ქუჩს, შემ­დეგ კი გა­ი­ძუ­ლებ! გა­ი­ძუ­ლებ! – ჯი­უ­ტად იმ­ე­ო­რებ­და ვიქ­ტო­რი.

გზას იგი ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი­სა­კენ, ანუ ეშ­მა­კის ბუ­ნა­გის­კენ მი­ყავ­და და ზარ­ღ­რაც მიყ­ვე­ბო­და გზის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დამ­ღუპ­ველ მარ­შ­რუტს, გზაც ხომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნა­წი­ლი იყო და წე­სით არც მი­სი ნდო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ არა ზარ­ღ­რას­თ­ვის – არა, რად­გან ამ­ი­ე­რი­დან ყო­ვე­ლი მი­სი გზა ჯო­ჯო­ხე­თის­კენ, მო­უ­სავ­ლეთ­ში მი­ე­მარ­თე­ბო­და.

– ჯო­ჯო­ხეთ­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით! – სი­სი­ნებ­და ქა­რი.

– ჯო­ჯო­ხეთ­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით! – სი­სი­ნებ­დ­ნენ ხე­ე­ბი.

– ჯო­ჯო­ხეთ­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით! – სი­სი­ნებ­დ­ნენ ბუჩ­ქე­ბი.

– შევ­ხ­ვ­დე­ბით! შევ­ხ­ვ­დე­ბით! შევ­ხ­ვ­დე­ბით! – სი­სი­ნებ­და მი­და­მო.

რკი­ნიგ­ზის ვაგ­ზა­ლი და მას­თან მიმ­დე­ბა­რე ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რია ხალ­ხით იყო სავ­სე. ის­ი­ნი მწე­რე­ბი­ვით ირ­ე­ოდ­ნენ იქ და რა­ღა­ცას თა­ვი­სას ფუს­ფუ­სებ­დ­ნენ. ვიქ­ტო­რი ჯერ ბაზ­რო­ბა­ზე შე­ვი­და და რი­გებს და­უყ­ვა. მის მზე­რას უნ­ე­ბუ­რად მი­იპყ­რობ­და ხოლ­მე დახ­ლებ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი და დახ­ვა­ვე­ბუ­ლი უც­ხო სა­ქო­ნე­ლი, მაგ­რამ ის მა­ინც თა­ვი­სას ეძ­ებ­და – რე­ზი­ნის ჩა­ქუჩს. ბო­ლოს რო­გორც იქ­ნა, რკი­ნე­უ­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იპ­ო­ვა და 4 მა­ნე­თად შე­ი­ძი­ნა კარ­გი, მძი­მე, ხის­ტა­რი­ა­ნი რე­ზი­ნის ჩა­ქუ­ჩი. მან იგი ხელ­ში შე­ა­თა­მა­შა, ქა­მარ­ში გა­ირ­ჭო, პი­ჯა­კის კალ­თით სა­თუ­თად და­ფა­რა და თა­ვი­სი უთ­ავ­ბო­ლო გზა გა­აგ­რ­ძე­ლა.

ვიქ­ტო­რი შო­რი­დან უც­ქერ­და მე­ძავ­თა ჯგუფს და მათ­ში თა­ვის­თ­ვის სა­ცო­ლეს ეძ­ებ­და. ვაგ­ზ­ლის მე­ძა­ვე­ბი ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე იაფ­ფა­სი­ა­ნე­ბად ითვ­ლე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ის­ი­ნიც ას­ა­კის, გა­რეგ­ნო­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სე­ბის თა­ნახ­მად, ცალ-ცალ­კე, პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად იყვ­ნენ და­ყო­ფილ­ნი. იყვ­ნენ მათ შო­რის ის­ე­თე­ბი, რო­მელ­თაც, ალ­ბათ არ­ა­თუ ნორ­მა­ლუ­რი ად­ა­მი­ა­ნი, არ­ა­მედ ყვე­ლა­ზე უფ­რო ხუ­რუ­ში­ა­ნი მა­ი­მუ­ნიც არ გა­ე­კა­რე­ბო­და, მაგ­რამ იყვ­ნენ საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბი­საც, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით ძვირ­ნი ღირ­დ­ნენ. ერ­თი სიტყ­ვით, ბო­ზე­ბი იყვ­ნენ და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი ძი­რი­თა­დი კა­ტე­გო­რი­სა – მეტ­ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რე­ბი, ნა­ხევ­რად ბან­ძე­ბი და ბან­ძე­ბი. ვიქ­ტო­რი ჯერ შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლურ­თა ჯგუფს მი­უ­ახ­ლოვ­და და ფა­სე­ბი იკ­ითხა:

– გა­მარ­ჯო­ბათ გო­გო­ე­ბო! – მი­ე­სალ­მა ის მე­ძა­ვებს.

– გა­გი­მარ­ჯოს! – მი­უ­გეს მათ.

– რო­მე­ლია თქვენ­ში გა­სათხო­ვა­რი?! –

– ყვე­ლა­ნი გა­სათხოვ­რე­ბი ვართ, – გას­ცა პა­სუ­ხი ერთ-ერთ­მა და ღი­მი­ლით გა­და­ხე­და და­ნარ­ჩე­ნებს.

ის­ი­ნი არ იყვ­ნენ ჩვე­ულ­ნი ამგ­ვარ მი­მარ­თ­ვას. გა­მო­ცოცხ­ლ­დ­ნენ.

– მე რო­მე­ლი გა­მომ­ყ­ვე­ბით ცო­ლად? –

გო­გო­ებ­მა ერთ­მა­ნეთს გა­და­ხე­დეს და გა­ი­ცი­ნეს.

– რო­მელ­საც შენ ხელს და­ა­დებ, – უპ­ა­სუ­ხა ერთ-ერთ­მა.

– მე­რე ცელ­ქე­ბი ხართ?! – ღი­მი­ლით­ვე გა­უს­წო­რა თვა­ლი ვიქ­ტორ­მა თა­ვის მო­სა­უბ­რეს და თან ახ­ლოს მდგომ, ცო­ტა­თი მორცხვ და ცო­ტა­თი ლა­მაზ ცუგ­რუ­მე­ლას ხე­ლი წა­ა­ტა­ნა ძუ­ძუ­ზე. ცუგ­რუ­მე­ლამ თა­ვი და­იძ­ვ­რი­ნა, უფ­რო სწო­რად კი ძუ­ძუ და­იძ­ვ­რი­ნა.

– ე-ე-ე, ჯერ და­დე, – და­იფხუ­კუ­ნა ცუგ­რუ­მე­ლამ მორ­ცხ­ვად, – ამ­ას უყ­უ­რე ერ­თი! – და ვიქ­ტორს ალ­ერ­სით უბ­იძ­გა.

არ­ი­ან ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­ან­თი ურცხ­ვი პრო­ფე­სი­ი­სა, ბუ­ნე­ბით არ­ი­ან მორ­ცხ­ვ­ნი, ის­ე­ვე, რო­გორც ზოგ­ჯერ უს­ათ­ნო­ე­სი პრო­ფე­სი­ის ად­ა­მი­ა­ნე­ბი არ­ი­ან აშ­კა­რად ურცხ­ვ­ნი. რა­ტომ ხდე­ბა ასე – ალ­ბათ იმ­ი­ტომ, რომ ბუ­ნე­ბა­ში წეს­რიგ­თან ერ­თად უწ­ეს­რი­გო­ბაც სუ­ფევს, საგ­ნე­ბი კი არ არ­ი­ან ყო­ველ­თ­ვის სა­მარ­თ­ლი­ა­ნად გან­ლა­გე­ბულ­ნი.

– რამ­დე­ნი დავ­დო ჩე­მო ცუგ­რუ­მე­ლავ? – კითხა ვიქ­ტორ­მა.

– ერ­თი სა­ა­თი ოცი მა­ნე­თი! – იყო სხარ­ტი პა­სუ­ხი.

ვიქ­ტორ­მა კი­სე­რი მო­ი­ქე­ქა – ძვი­რია!

– სუ­ლაც არა, – იყო მოხ­დე­ნი­ლი და ალ­ბათ და­ზე­პი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, რო­გორც ჩანს კლი­ენ­ტე­ბი ხში­რად ძვი­რობ­დ­ნენ ფა­სებს და ბო­ზებ­საც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მოხ­დე­ნი­ლი პა­სუ­ხი – “სუ­ლაც არა!”

– გა­და­ვიხ­დი ოცს, ოღ­ონდ მე შენ დი­ლამ­დე მჭირ­დე­ბი, – უთხ­რა ვიქ­ტორ­მა ცუგ­რუ­მე­ლას და კი­დევ ერთხელ წა­ა­ტა­ნა ნაღ­მი­ვით მკვრივ ძუ­ძუ­ზე ხე­ლი.

– ა-ა-რა შე­ნი ჭი­რი­მე! – იუარა ცუგ­რუ­მე­ლამ – დი­ლამ­დე 50 და­გიჯ­დე­ბა, – კი­დევ ერთხელ და­იძ­ვ­რი­ნა ძუ­ძუ და გვერ­დ­ზე გახ­ტა.

– მე სულ 21 მა­ნე­თი მაქვს, ოცს შენ მოგ­ცემ, მა­ნე­თი მე დამ­რ­ჩე­ბა.

– ა-ა-რა შენ შე­მო­გევ­ლე! –

– მა­შინ შენ წა­მო­დი, – შეს­თა­ვა­ზა ვიქ­ტორ­მა მე­ო­რეს, მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლე­ლის შე­მაღ­ლე­ბულ ზღუ­დე­ზე მჯდომ ნაც­რის­ფე­რებ­ში გა­მოწყო­ბილ, ას­ა­კით ცო­ტა­თი უფ­როსს, მგლის­თ­ვა­ლა მე­ძავს და ხე­ლი გა­იშ­ვი­რა მის­კენ, თუმ­ცა ხე­ლის ძუ­ძუ­ზე წავ­ლე­ბა ვერ შე­ბე­და. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ჩან­და – მგლის­თ­ვა­ლა.

– ჩვენ ჩვე­ნი ფა­სი გვაქვს, თუ გეძ­ვი­რე­ბა, მა­შინ სხვებ­თან მი­დი! – ურ­ჩია მგლის­თ­ვა­ლამ.

აქ ვიქ­ტორ­მა დას­ვა ცო­ტა არ­ა­მარ­თე­ბუ­ლი, რო­ყიო შე­კითხ­ვა, რომ იტყ­ვი­ან ჩა­იჭ­რა და შე­დე­გიც მა­შინ­ვე იგ­ე­მა:

– აბა, რომ­ლე­ბი არ­ი­ან იაფ­ე­ბი? –

გო­გო­ებ­მა სი­ცი­ლით და კის­კი­სით და­უწყეს მი­თი­თე­ბა ის­ე­თებ­ზე, რო­მელ­ნიც შე­საძ­ლოა არც იყვ­ნენ ალ­ბათ მე­ძა­ვე­ბი, რად­გან მათ­კენ მარ­თ­ლა არ გა­ი­ხე­დავ­და არ­ცერ­თი ხუ­რუ­ში­ა­ნი მა­ი­მუ­ნი და თუ მათ მა­ინც ვი­ღაც ეკ­ა­რე­ბო­და, ეს უკ­ვე, ალ­ბათ, იყო უტ­ყუ­ა­რი მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ამ­ბა­ვი. ხომ არ­სე­ბო­ბენ პა­თო­ლო­გი­უ­რი ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ნორ­მა­ლურ ქალ­თან სექსს, მძორ­თან სექ­სი ურ­ჩევ­ნი­ათ. ჰო­და ის მძო­რიც იდო იქ და თა­ვის კლი­ენტს ელ­ო­დე­ბო­და. გო­გო­ე­ბი არ ცხრე­ბოდ­ნენ, თი­თებს იშ­ვერ­დ­ნენ და რიგ­რი­გო­ბით სთა­ვა­ზობ­დ­ნენ ვიქ­ტორს ყვე­ლა­ზე იაფ­ი­ა­ნებს.

– აი ეს კი უფ­ა­სო­დაც მოგ­ცემს, – მი­უ­თი­თა ვიქ­ტორს ცუგ­რუ­მე­ლამ, ვიქ­ტო­რის­და­ჭი­რად შემ­თხ­ვე­ვით აქ­ვე მი­მა­ვალ ჰერ­მაფ­რო­დიტ­ზე.

– ბან­ჯ­გ­ვ­ლა­ე­თე­რო მო­დი აქ! – და­უ­ძა­ხა მან ჰერ­მაფ­რო­დიტს.

ბან­ჯ­გ­ვ­ლა­ე­თე­რო – ასე ერქ­ვა ჰერ­მაფ­რო­დიტს, მას ზურ­გ­ზე დი­დი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ტო­მა­რა ეკ­ი­და, რო­მე­ლიც პლას­ტ­მა­სის ბოთ­ლე­ბით იყო სავ­სე. ჰერ­მაფ­რო­დი­ტი ამ ბოთ­ლებს ვაგ­ზ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აგ­რო­ვებ­და, მე­რე აბ­ა­რებ­და და ამ­ით ცხოვ­რობ­და. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ მას პროს­ტი­ტუ­ცი­ი­და­ნაც ჰქონ­და მცი­რე­დი შე­მო­სა­ვა­ლი. ალ­ბათ ეთ­ე­რომ ბავ­შ­ვო­ბი­სას მე­ნინ­გი­ტი გა­და­ი­ტა­ნა, ან შე­საძ­ლოა დე­ბი­ლიზ­მის მსუ­ბუქ სტა­დი­ა­ში იყო, ან კი­დევ რა­ღაც, იმ­ი­ტომ, რომ ჩან­და, აშ­კა­რად ჩან­და მას­ში გო­ნებ­რი­ვი სიჩ­ლუნ­გის ნიშ­ნე­ბი. ეთ­ე­როს ჰქონ­და კა­ცი­სე­ბუ­რი თა­ვი ხში­რი ჭა­ღა­რა­შე­რე­უ­ლი წვერ-ულ­ვა­შით და ქა­ლი­სე­ბუ­რი ტა­ნი ძუ­ძუ­ე­ბით და თე­ძო­ე­ბით. ის იყო ძა­ლი­ან კოჭ­ლი (თან­და­ყო­ლი­ლი სი­კოჭ­ლით კოჭ­ლი), ეც­ვა კა­ცის ძვე­ლი პი­ჯა­კი და ლა­ქე­ბი­ა­ნი, გახ­ვ­რე­ტი­ლი შარ­ვა­ლი – ბინ­ძუ­რი ძონ­ძე­ბი.

გო­გო­ე­ბი ბან­ჯ­გ­ვ­ლა­ე­თე­როს უბ­ო­რო­ტოდ ეხ­უმ­რე­ბოდ­ნენ, თი­თით ვიქ­ტორ­ზე მი­უ­თი­თებ­დ­ნენ, ეკ­ითხე­ბოდ­ნენ ცო­ლად თუ გაყ­ვე­ბიო. ეთ­ე­რო იშ­მუშ­ნე­ბო­და და თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად მორ­ცხ­ვად უკ­რავ­და კვერს, თან ალ­ერ­სი­ან მზე­რას აპ­ა­რებ­და სა­სი­ძო­სა­კენ უნ­დობ­ლად. გო­გო­ებს ეს აკ­ის­კი­სებ­დათ და არც ვიქ­ტორს აბ­რა­ზებ­და სხვა­თა შო­რის.

– წა­მოხ­ვალ?! წა­მომ­ყ­ვე­ბი?! გიყ­ვარ­ვარ ეთ­ე­რი?! – ეკ­ითხე­ბო­და მას ვიქ­ტო­რი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­თა და ღი­მი­ლით.

ეთ­ე­რი პა­სუ­ხობ­და: – ჰო-ო-ო!

– მის­ცემ უფ­ა­სოდ ეთო? – კის­კი­სით ეხ­უმ­რე­ბოდ­ნენ გო­გო­ე­ბი.

– უ-უფ­ა­სოდ? არა-ა-ა! –

– მაშ რამ­დე­ნა­თა! – მის კი­ლო­კავ­ზე უქ­ცევ­და ვიქ­ტო­რი, – მაშ რამ­დე­ნა­თა!

– ხუთ მა­ნე­თა­თა! ხუთ მა­ნე­თა­თა! –

მე­რე ვიქ­ტორ­მა საჯ­დომ­ზე მო­უ­თა­თუ­ნა ბან­ჯ­გ­ვ­ლა­ე­თე­როს ხე­ლი, კარ­გი გო­გო ხა­რო უთხ­რა, თა­ვი და­უკ­რა ბო­ზებს და სხვებს, უფ­რო იაფ­ი­ა­ნებს მი­უბ­რუნ­და.

აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამ სუს­ხი­ან სა­ღა­მოს სით­ბოს, ჭე­რის, სას­მელ-საჭ­მე­ლის და ტიტ­ვე­ლა ქა­ლის ყიდ­ვა თურ­მე პრობ­ლე­მა­ტუ­რი ყო­ფი­ლა. არ ყო­ფი­ლა საკ­მა­რი­სი 21 მა­ნე­თი ამქ­ვეყ­ნი­უ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ყიდ­ლად. ბო­ზე­ბი თა­ვი­სას ით­ხოვ­დ­ნენ, ზარ­ღ­რას კი არ გა­აჩ­ნ­და ქვეყ­ნად არ­ა­ფე­რი გა­ყი­დუ­ლი სუ­ლის, გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბის, 21 მა­ნე­თის და ახ­ლად ნა­ყი­დი რე­ზი­ნის ჩა­ქუ­ჩის გარ­და.

ზარ­ღ­რა და­ფიქ­რ­და. ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმ ხა­სი­ათ­ზე დად­გა, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნი გაწ­ბი­ლე­ბას იწ­ყებს. მან პი­რი მო­მუ­წა, ქა­მარ­ში გარ­ჭო­ბილ საკ­მა­ოდ მძი­მე რე­ზი­ნის ჩა­ქუ­ჩის ხის ტარს თი­თე­ბი მო­უ­ჭი­რა და ის იყო ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის წარ­ბ­ქ­ვე­ში­დან უნ­და შე­ე­ხე­და, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მის­კენ მი­მარ­თუ­ლი დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ყუ­რად­ღე­ბა იგრ­ძ­ნო, მოტ­რი­ალ­და და გა­ოგ­ნ­და.

მის წი­ნა­შე, პირ­და­პირ შუა ქუ­ჩა­ში, დი­დი, ბრგე, თა­ვის­თავ­ში ღრმად და­ჯე­რე­ბუ­ლი, კაც­ნა­ხე­ვა­რა ეშ­მა­კი იდ­გა. სწო­რედ ის­ე­თი, რო­გორ­საც მას ხა­ტა­ვენ! ბალ­ნი­ა­ნი, ტლან­ქ­ჩ­ლი­ქი­ა­ნი, შავ­დინ­გა და რქო­სა­ნი, თა­ნაც რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი, ელ­ი­ტა­რუ­ლი, არ­ა­რი­გი­თი ეშ­მა­კი, არ­ა­მედ არ­ის­ტოკ­რა­ტი და ჯენ­ტ­ლ­მე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა. მარ­ჯ­ვე­ნა ხელ­ში მას ეპყ­რა უბ­ად­ლო ნი­მუ­ში ხე­ლოვ­ნე­ბი­სა – სამ­კ­ბი­ლა კვერ­თხი, ხო­ლო მარ­ცხე­ნა­ში მოკ­რ­ძა­ლე­ბის ღირს, იდ­უ­მა­ლე­ბით მო­ცულ, გიშ­რის უც­ხო კრი­ა­ლო­სანს ატ­რი­ა­ლებ­და.

– ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! – გა­და­ი­ხარ­ხა­რა ეშ­მაკ­მა, – მე ღორ­მე­ნი ვარ შე­ნი მოძღ­ვა­რი, ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! აბა წა­მო­დი! წა­მო! წა­მო­დი! გა­ვი­ტა­სა­ვოთ ჩათ­ლა­ხებს შო­რის!!!

ვიქ­ტო­რი მო­ნუს­ხუ­ლი­ვით აედ­ევ­ნა ღორ­მენს, მას ის მხო­ლოდ სა­ხე­ნაც­ვა­ლი ჰყავ­და ნა­ნა­ხი სუ­ლის­მ­ყიდ­ვე­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი­სა და ცი­ხის უფ­რო­სის სა­ხით და ახ­ლა, ამ­დენ ხალ­ხ­ში, ვაგ­ზ­ლის გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ მო­ე­დან­ზე ასე აშ­კა­რად აბ­სო­ლუტ­ში მის­მა ხილ­ვამ ელ­და ჰკრა და თავ­ზა­რი დას­ცა.

– ქორ­წი­ნე­ბა გა­და­გიწყ­ვე­ტია შვი­ლო ჩე­მო, ოჯ­ა­ხის შექ­მ­ნა გან­გიზ­რა­ხავს? – ღი­მი­ლით გა­უ­ყა­რა ხელ­მ­კ­ლა­ვი ღორ­მენ­მა ზარ­ღ­რას.

– დი­ახ უწ­მინ­დუ­რო მა­მაო, ოღ­ონდ ხან­მოკ­ლე, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნის. –

– ხა-ხა-ხა – გულ­ღი­ად გა­ი­ცი­ნა ღორ­მენ­მა – მე­რე­და ამ­ას აბა რა სჯობს, რაც შე­ე­ხე­ბა ქორ­წი­ნე­ბის ხან­მოკ­ლე­ო­ბას, ეს შენ შვი­ლო ჩე­მო ნუ შე­გაც­ბუ­ნებს. გა­ნა ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლი არ არ­ის ამ ქვეყ­ნად, და ან არ­ის სა­ერ­თოდ რა­ი­მე ჩვე­ნი წვა­ლე­ბის გარ­და მუდ­მი­ვი? ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია და ხან­მოკ­ლე! ცოცხა­ლი არ­სე­ბა ხომ და­ბა­დე­ბა­საც ვერ ასწ­რებს, რო­დე­საც უკ­ვე იწ­ყებს სიკ­ვ­დილს! შენ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ გაქვს გა­სარ­კ­ვე­ვი ჩე­მო ბი­ჭუ­ნი!

ზარ­ღ­რა და მი­სი მოძღ­ვა­რი პირ­და­პირ ბო­ზე­ბის “სტა­ი­ან­კა­ზე” და­ტა­სა­ობ­დ­ნენ ხელ­კავ­გაყ­რილ­ნი და დარ­ბა­ის­ლუ­რად მას­ლა­ა­თობ­დენ. ღორ­მე­ნი ამ­ჟა­მად მხო­ლოდ თა­ვი­სი მორ­ჩი­ლი­სათ­ვის იყო აბ­სო­ლუტ­ში, ხო­ლო იქმ­ყოფ­მეჩხერ­კ­ბი­ლე­ბა ბრბოს კარ­გად­მოვ­ლი­ლი ორ­მოც­და­ა­თი­ო­დე წლის, წარ­მო­სად­გე­ნი ჯენ­ტ­ლ­მე­ნის სა­ხით ევ­ლი­ნე­ბო­და – ჯენ­ტ­ლ­მე­ნი­სა, რო­მელ­საც ოდ­ნავ ეტ­ყო­ბო­და, რომ და­ლე­უ­ლი ჰქონ­და ცო­ტა­ო­დე­ნი ღვი­ნო, ის ხა­ვერ­დოვ­ნად ლა­პა­რა­კობ­და, ლა­პა­რა­კობ­და, ლა­პა­რა­კობ­და.

– მშვე­ნი­ე­რი მარ­გა­ლი­ტე­ბი, ზღვის ლო­კო­კი­ნა­თა სხე­ულ­ში რომ ყა­ლიბ­დე­ბი­ან, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ავ­ად­მ­ყო­ფო­ბაა მა­თი. ეს ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა ცდი­ლობს გა­ფარ­თოვ­დეს და მთელს ლო­კო­კი­ნას მო­ე­დოს, ლო­კო­კი­ნა კი თა­ვის მხრივ ავ­იწ­რო­ებს და ზღუ­დავს ავ­ად­მ­ყო­ფო­ბას, ამ­ი­ტომ გა­მო­დის მარ­გა­ლი­ტი ას­ე­თი მკვრი­ვი, ას­ე­თი ლა­მა­ზი, ას­ე­თი იდ­უ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, მას­ში ხომ ამ­დე­ნი გან­ც­დაა. ეს საბ­რა­ლო ლო­კო­კი­ნას ტკი­ვი­ლე­ბი და გან­ც­დე­ბია – ლო­კო­კი­ნი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის წუ­ხი­ლებს მარ­გა­ლი­ტად აქ­ცევს, ინ­ა­ხავს თა­ვის სხე­ულ­ში და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა სა­კუ­თარ თავს და­ი­მარ­ტო­ხე­ლებს, წვე­ბა ზღვის ფსკერ­ზე, ხსნის თა­ვის ნი­ჟა­რას და ტკბე­ბა მარ­გა­ლი­ტად ქცე­უ­ლი სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლე­ბის სი­ლა­მა­ზის ცქე­რით.

მხო­ლოდ ეშ­მაკ­მა უწ­ყის მარ­გა­ლი­ტად ქცე­უ­ლი, სა­თუ­თად შე­ნა­ხუ­ლი ტკი­ვი­ლის ჭეშ­მა­რი­ტი ფა­სი და ამ­ი­ტო­მაც მზაკ­ვ­რუ­ლად და მალ­ვით ტკი­ვილს უნ­ერ­გავს ის თა­ვის რჩე­ულთ, რა­თა შემ­დეგ ჯო­ჯო­ხეთ­ში მა­თი მის­ვ­ლი­სას, ბან­ჯ­გ­ვ­ლი­ა­ნი ხე­ლით უხ­ე­შად პი­რი გა­უ­ღოს და შიგ­ნე­უ­ლი­დან გუ­ლის­ფან­ც­ქა­ლით ამ­ო­უგ­ლი­ჯოს ერთ წვეთ ცრემ­ლად ქცე­უ­ლი ტან­ჯ­ვის, წვა­ლე­ბის, ბოღ­მის და უიმ­ე­დო­ბის პა­ტი­ო­სა­ნი მარ­ც­ვა­ლი. ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი მბრძა­ნე­ბელ­თათ­ვის, მბრძა­ნე­ბელ­თა მბრძა­ნე­ბელ­თათ­ვის და მბრძა­ნე­ბელ­თა მბრძა­ნე­ბელ­თა მბრძა­ნე­ბელ­თათ­ვის მუდ­მი­ვი სა­ჩუ­ქა­რი მბრძა­ნე­ბელ­თათ­ვის, რა­მე­თუ ბო­რო­ტე­ბას საზ­ღ­ვა­რი არ აქვს ამ ქვეყ­ნად, ის­ე­ვე, რო­გორც მბრძა­ნე­ბელ­თა მბრძა­ნებ­ლო­ბას უკ­უ­ნი­თი უკ­უ­ნი­სამ­დე!

ეს­ე­ნი იშ­ვი­ა­თად დაყ­ვე­ბი­ან ბი­ნა­ში კლი­ენტს, რად­გან ამ საბ­რა­ლო­ებ­მა არ იც­ი­ან, რომ მა­თი ფან­ჯ­რი­დან გად­მოგ­დე­ბა, მა­თი­ვე სახ­ლი­დან გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ად­ვი­ლია, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი სახ­ლის ფან­ჯ­რი­დან. ის­ი­ნი, რო­გორც უმ­ე­ტე­სო­ბა ამ ცოდ­ვილ მი­წა­ზე, წყე­ულ­ნი არ­ი­ან და მა­თი უბ­ად­რუ­კი, არ­აფ­რის ცხოვ­რე­ბაც არ­ა­ფერს არ აძ­ლევს მათ სი­ცოცხ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და წვა­ლე­ბის გარ­და, შე­მო­სა­ვა­ლიც თით­ქოს არა აქვთ მცი­რე­დი, მაგ­რამ ის მა­ინც თვალ­სა და ხელს შუა უქ­რე­ბათ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მი­აქვს საჭ­მელს, სას­მელს, დე­დი­ლო­ებს, და­ქა­ლებს, ალ­ფონ­სებს და ზნე­ობ­რივ პო­ლი­ცი­ას. ის­ი­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლად ყლა­პა­ვენ აბ­ებს, იკ­ე­თე­ბენ ნემ­სებს ვე­ნე­რი­უ­ლი და სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, არ უწ­ვე­ბი­ან და ზოგ­ჯერ ქვე­ში­და­ნაც გა­მო­უძ­ვ­რე­ბი­ან ხოლ­მე კლი­ენტს, ზედ­მე­ტად და­მუ­წუ­კე­ბულ სხე­უ­ლი­ანს, ან ზედ­მე­ტად მყრალს. მათ ორ­გა­ნიზმს ერთ­გ­ვა­რი იმ­უ­ნი­ტე­ტიც აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ გახ­სოვ­დეს, ზო­გი­ერთ მათ­განს, რჩე­ულთ მათ შო­რის, სად­ღაც ღრმად, უწ­მინ­დურ სიღ­რ­მე­ში აქვთ ჩა­კი­რუ­ლი, ჩაგ­ლე­სი­ლი, მო­შუ­შე­ბუ­ლი და პირ­შეკ­რუ­ლი, მკვრი­ვი ლორ­წო­ვა­ნი აპ­კით და­ცუ­ლი ნახ­ვე­ლის მსგავ­სი ლორ­წო­ვა­ნი გრო­ვა. ეს გრო­ვა მა­თი უკ­ურ­ნე­ბე­ლი სე­ნია, სე­ნი რო­მე­ლიც, რო­გორც ლო­კო­კი­ნა ებრ­ძ­ვით მათ და რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, ლო­კო­კი­ნე­ბი­ვით ებრ­ძ­ვი­ან ის­ი­ნი, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ბა­ტო­ნებ­ში – ბა­ტო­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც დრო­დად­რო წი­თელ ღუ­დუ­დე­ბად გა­მოყ­რით ხოლ­მე მათ, შემ­დეგ კი ბა­ტო­ნე­ბი ის­ევ შოშ­მინ­დე­ბი­ან. აი, ასე ყა­ლიბ­დე­ბა მათ­ში სიბ­რ­ძ­ნი­სა და სის­პე­ტა­კის პა­ტი­ო­სა­ნი მარ­ც­ვ­ლე­ბი.

ქუ­დი მო­ი­ხა­დეთ და მო­იდ­რი­კეთ ქე­დი, რო­ცა მოხ­ვ­დე­ბით მე­ძა­ვებს შო­რის ძაღ­ლიშ­ვი­ლე­ბო!!!

ამ სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ ღორ­მენ­მა იქ მყოფ უწ­მინ­დურ ბრბოს, რო­გორც მოძღ­ვარ­მა სამ­წყ­სოს, თვა­ლი მო­ავ­ლო და ბა­ტონ­კა­ცუ­რი კე­თილ­გან­წყო­ბით ზარ­ღ­რას დარ­ბა­ის­ლუ­რად ჰკითხა:

– რა, არ იძ­ლე­ვი­ან ეს ბო­ზე­ბი იაფ­ად?

– არ იძ­ლე­ვი­ან ამ­ა­თი! – გულ­დაწყ­ვე­ტით ჩა­იქ­ნია ხე­ლი ზარ­ღ­რამ.

– მოგ­ცე­მენ, შვი­ლო ჩე­მო, მოგ­ცე­მენ! – მხი­ა­რუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და ღორ­მე­ნი.

ის არ იყო ვირ­თხის­მაგ­ვა­რი კი­კი­მო­რი, არც ბო­რო­ტუ­ნი, ან ან­ცი, არ იყო ის, აგ­რეთ­ვე, მუ­ხის­თავ­კუნ­ძა ქა­ჯი, ის ელ­ი­ტა­რუ­ლი ეშ­მა და ჯენ­ტ­ლ­მე­ნი იყო ჯო­ჯო­ხე­თი­სა. ღორ­მენს უყ­ვარ­და ხუმ­რო­ბა და ამ­ით იყო სა­ში­ში. ის ხუმ­რო­ბის მეშ­ვე­ო­ბით რწყმედ­და უმ­ან­კო სუ­ლებს.

– უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ არ გა­მო­ი­ნა­ხა შე­ნი ტო­ლი და სწო­რი! ეძიე – უძიე შვი­ლო ჩე­მო შე­ნი ბე­დი, შე­საძ­ლოა ის აქ არ­ის, შენს გვერ­დით?

– ფუ­ლი არ მყოფ­ნის მა­მაო, თო­რემ ბე­დის მე­ტი რა არ­ის, – წა­ი­ბუზ­ღუ­ნა ზარ­ღ­რამ.

– მე­რე შენც ეშ­მა­კუ­რი ხრი­კი იხ­მა­რე, – ურ­ჩია ღორ­მენ­მა, – ხომ ხე­დავ სას­ტუმ­როს, ამ­ათ ან ამ სას­ტუმ­რო­ში და­ყავთ თა­ვი­ან­თი კლი­ენ­ტე­ბი, ან კი­დევ პა­ტარ-პა­ტა­რა იაფ­ი­ან აბ­ა­ნო­ებ­ში, აქ­ვე შო­რი­ახ­ლოს, სას­ტუმ­რო­ში წას­ვ­ლას არ გირ­ჩევ, იქ დე­დი­ლო ყვი­რილს ატ­ე­ხავს. აი, აბ­ა­ნო­ში კი სხვა საქ­მეა, იქ შენ ბოზ­თან ერ­თად შე­ი­კე­ტე­ბი ერ­თი სა­ა­თით, მე­რე რამ­დენ ხან­საც გინ­და, იმ­დენ ხანს დაჰ­ყოფ. მე­ა­ბა­ნო­ვე არ­ა­სო­დეს არ ატ­ე­ხავს ყვი­რილს, იმ­ის გა­მო, რომ ზნე­ობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის მოს­ვ­ლას მო­ე­რი­დე­ბა. არ კითხა­ვენ ქა­ლი და კა­ცი ერ­თად რა­ტომ შე­უშ­ვიო? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იგ­ი­ვეს დე­დი­ლო­საც კითხა­ვენ სას­ტუმ­რო­ში, მაგ­რამ დე­დი­ლო თავს გა­ი­მარ­თ­ლებს იმ­ით, რომ არ იც­ო­და რის­თ­ვის შე­დი­ოდ­ნენ. მე­ა­ბა­ნო­ვე კი ამ­ით თავს ვერ გა­ი­მარ­თ­ლებს. აქ­ე­დან ორ­ას მეტ­რ­ში პა­ტა­რა აბ­ა­ნოა, იქ მე ვმუ­შა­ობ მე­ა­ბა­ნო­ვედ და სერ­გო მქვია. უბ­რა­ლოდ, დი­დი ხა­ნია მაგ სა­ხეც­ვა­ლე­ბა­ში ვარ და აღ­არც კი მახ­სოვს, რომ ღორ­მე­ნი ვარ, თუ მოხ­ვალ და გა­მახ­სე­ნებ, კარგს იზ­ამ. შე­ნი ნაც­ნო­ბი კა­ჭი­ჭი და ჩონ­თაც მანდ მუ­შა­ო­ბენ ცეცხ­ლ­ფა­რე­შე­ბად, რა თქმა უნ­და, სა­ხეც­ვა­ლე­ბა­ში! ისე, რომ მო­დი! თუ კარგ პა­ტარ­ძალს მო­იყ­ვან, შე­იძ­ლე­ბა მეც ვიხ­მა­რო, არც ბი­ჭებს არ აწ­ყენთ. სულ უკ­ი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ იქ არ დაგ­ხ­ვ­დი, ან ვა­ი­თუ ვერ გა­ვიხ­სე­ნე, ღორ­მე­ნი რომ ვარ, ან თუ შენ ვერ გი­ცა­ნი და და­ვუშ­ვათ წყა­ლი გა­მო­გირ­თე, შენ მა­ინც იხ­ტი­ბა­რი არ გა­ი­ტე­ხო. საქ­ვა­ბე შიგ­ვეა და არ გა­ი­ყი­ნე­ბი, იქ მუ­დამ ის­ე­თი სით­ბოა, რომ თა­ვი ჯო­ჯო­ხეთ­ში გე­გო­ნე­ბა. ეს რომ უთხ­რა, ღორ­მენ­მა თა­ვის მორ­ჩილს თვა­ლი ჩა­უკ­რა.

– შე­იძ­ლე­ბა გკითხოთ მა­მაო ღორ­მენ? – მო­წი­წე­ბი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით მი­მარ­თა ვიქ­ტორ­მა მოძღ­ვარს.

– ბრძა­ნე შვი­ლო ჩე­მო! – უპ­ა­სუ­ხა ღორ­მენ­მა ზარ­ღ­რას.

– მა­მაო ღორ­მენ, თქვენ ეს წუ­თია ბრძა­ნეთ, რომ აბ­ა­ნო­ში­აც მუ­შა­ობთ პა­რა­ლე­ლუ­რად და აბა რა­ღა გახ­სოვთ, თუ სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბა არა?! –

ღორ­მენ­მა ხე­ლი მოხ­ვია ვიქ­ტორს მხარ­ზე, გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­მო­იც­ვა­ლა და თქვა:

– ეჰ, ზარ­ღ­რა, ზარ­ღ­რა, ჩვენ ჩვე­ნი უს­ას­რუ­ლო ტან­ჯ­ვის პრო­ცეს­ში ზოგ­ჯერ გვა­ვიწყ­დე­ბა სა­კუ­თა­რი მეც. – მე­რე იქ შეკ­რე­ბილ მეჩხერ­კ­ბი­ლე­ბა ბრბოს გა­და­ხე­და და გა­ნაგ­რ­ძო, – აბა შე­ხე­დე ამ­ათ, ნუ­თუ შენ ფიქ­რობ, რომ ამ­ათ ახ­სოვთ თუ ვინ იყვ­ნენ ის­ი­ნი ად­რე, ან თუ გგო­ნია, რომ მათ იც­ი­ან, ვინ არ­ი­ან ის­ი­ნი დღეს!

ზარ­ღ­რამ მო­წი­წე­ბით და­ხა­რა თა­ვი.

– ახ­ლა კი უნ­და წა­ვი­დე ზარ­ღ­რა, – ის­ევ მხნედ და ის­ევ ხა­ლი­სი­ა­ნად წარ­მოთ­ქ­ვა ღორ­მენ­მა, – წას­ვ­ლის წინ კი ერ­თი მითხა­რი – შენ ჩემს ნათ­ქ­ვამ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მო­გე­წო­ნა?!

ზარ­ღ­რამ ჰა­ე­რი ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა, ხე­ლე­ბი ორ­ა­ტო­რუ­ლად გა­შა­ლა ფარ­თოდ, გულ­ღი­ად გა­ი­ღი­მა და და­ი­ძა­ხა ომ­ა­ხი­ა­ნად:

– გა­ვი­ტა­სა­ვოთ ჩათ­ლა­ხებს შო­რის!!! –

კმა­ყო­ფი­ლე­ბის ღრუ­ტუ­ნი აღ­მოხ­და ღორ­მენს. არ მო­ე­ლო­და ის ამგ­ვარ ქცე­ვას მორ­ჩი­ლი­სა­გან. დარ­ბა­ის­ლუ­რად გა­შა­ლა სამ­კა­პი­სა და კრი­ა­ლოს­ნის მპყრო­ბე­ლი ხე­ლე­ბი ფარ­თოდ და ზარ­ღ­რა შვი­ლი­ვით ჩა­იკ­რა გულ­ში. უნ­და ითქ­ვას, რომ ზარ­ღ­რამ თა­ვი­სი ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლით, იქმ­ყოფ­თა შო­რის კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მოძღ­ვარ­მა და მორ­ჩილ­მა ერთხელ კი­დევ გა­ი­ტა­სა­ვეს ხელ­კავ­გაყ­რი­ლებ­მა ჩათ­ლა­ხებს შო­რის. კლი­ენ­ტე­ბიც და ბო­ზე­ბიც მო­წი­წე­ბით უთ­მობ­დ­ნენ მათ გზას, რად­გა­ნაც გრძნობ­დ­ნენ ღორ­მე­ნის უხ­ი­ლავ ძა­ლას. მორ­ჩი­ლი და მი­სი მოძღ­ვა­რი კი­დევ ერთხელ გა­და­ეხ­ვივ­ნენ გან­შო­რე­ბი­სას ერთ­მა­ნეთს. ღორ­მე­ნი წა­ვი­და, წას­ვ­ლის წინ, კარგ ხა­სი­ათ­ზე მყოფ­მა თავს კი­დევ ერ­თი პა­ტა­რა ან­ცო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა: მან იქ­ვე მი­მა­ვალ უც­ნობ ქა­ლიშ­ვილს, არ­ა­მე­ძავს, არ­ა­მედ უბ­რა­ლოდ გამ­ვ­ლელს ქვე­ში­დან ამ­ოჰ­კ­რა კურ­ტუ­მო­ში ხე­ლი, იმგ­ვა­რად, რომ ჰა­ერ­შიც კი შე­ახ­ტუ­ნა და თან ისე ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რა კა­უ­ჩუ­კის გა­ვა­ზე, რომ საწყალ გო­გო­ნას კი­ნა­ღამ მო­აგ­ლი­ჯა ტრა­კი, რი­თაც აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა იქმ­ყო­ფი მეჩხერ­კ­ბი­ლე­ბა ბრბო.

ზარ­ღ­რას ღორ­მე­ნის რჩე­ვა ჭკუ­ა­ში და­უჯ­და. ის გამ­ხ­ნევ­და, გამ­ხი­ა­რულ­და და შე­უდ­გა სა­ქორ­წი­ნო სამ­ზა­დისს. ჩა­ვი­და სა­ღა­მოს ბა­ზარ­ში, იყ­ი­და 4 ცა­ლი პრე­ზერ­ვა­ტი­ვი, საჭ­მელ-სას­მე­ლი იაფ­ად, ოცი მა­ნე­თი­სა, ერ­თი ქე­ცი­ა­ნი მა­ნე­თი­ა­ნი ჯი­ბე­ში ჩა­ი­ტო­ვა სა­ჯი­შედ და ასე სა­ნო­ვა­გით დატ­ვირ­თუ­ლი მი­ად­გა ბო­ზე­ბის “სტა­ი­ან­კას”. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­თობ­და ზარ­ღ­რას, არ­თობ­და და აც­ი­ნებ­და, იწ­ვევ­და მას­ში სხვე­ბი­სათ­ვის უხ­ი­ლავ ხარ­ხარს. დამ­ცი­ნა­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც კი შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი იყო მომ­ხ­დუ­რის გა­უ­გო­ნა­რი საქ­ცი­ე­ლით, რად­გან ის მას პი­რი­ქით დას­ცი­ნო­და, და თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ევ­ლი­ნე­ბო­და ვიქ­ტორს არ­ა­სა­სურ­ვე­ლი ფორ­მით, ის უარ­ე­სად ამ­ა­ხინ­ჯებ­და მას. მან­ჭი­ა­ო­ბის მოყ­ვა­რულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ის კი­დევ უფ­რო ამ­ა­ხინ­ჯებ­და.

– აბა ვინ მო­დის აბ­ა­ნო­ში, ერ­თი სა­ა­თი 20 მა­ნე­თი – სთა­ვა­ზობ­და ვიქ­ტო­რი პი­რო­ბებს მე­ძავ­თა ჯგუ­ფებს.

ზო­გი­ერ­თე­ბი თან­ხ­მ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ გა­სამ­რ­ჯე­ლოს ით­ხოვ­დ­ნენ წი­ნას­წარ, ვი­ნა­ი­დან ვაგ­ზ­ლის ბო­ზე­ბის კლი­ენ­ტუ­რა არ იყო სა­ი­მე­დო ხალ­ხი. გარ­და ამ­ი­სა, ეჭვს ბა­დებს სა­ნო­ვა­გით სავ­სე დი­დი ცე­ლოფ­ნის პარ­კი, რო­მე­ლიც აბ­ა­ნო­ში სრუ­ლე­ბით არ იყო სა­ჭი­რო. მე­ძა­ვე­ბი გრძნობ­დ­ნენ, რომ ვიქ­ტო­რი რა­ღაც სხვას, მათ მი­ერ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელს გეგ­მავ­და და ეს ას­ეც იყო, მას ხომ ერ­თი ქე­ცი­ა­ნი მა­ნე­თი­ა­ნის მე­ტი ფუ­ლი არ ჰქონ­და.

ბო­ზე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­სულ­მა მთვრალ­მა ზნე­ობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა და­ფან­ტა დე­დის გი­ნე­ბით, პან­ღუ­რის რტყმე­ვი­თა და რე­ზი­ნის ხელ­ჯო­ხის ქნე­ვით, შემ­დეგ კი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი “სტა­ი­ან­კის” შუ­ა­გულ­ში ბარ­ბა­ცით დად­გა, კა­ბუ­რი­დან უზ­არ­მა­ზა­რი რე­ვოლ­ვე­რი ამ­ო­ი­ღო და გა­მარ­ჯ­ვე­ბის ნიშ­ნად ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლა.

– წა­დით აქ­ე­დან, წა­დით! – და­იღ­რი­ა­ლა მან.

– მორ­ჩა ხორ­ცით ვაჭ­რო­ბა, წა­დით! – ყვი­რო­და ის.

პო­ლი­ცი­ე­ლი ახ­ლა კლი­ენ­ტებს უყ­ვი­რო­და და ხელ­ში რე­ვოლ­ვერს ატ­რი­ა­ლებ­და. კლი­ენ­ტებ­მაც ნელ-ნე­ლა და­იწყეს და მა­ლე “სტა­ი­ან­კა­ზე” თით­ქ­მის აღ­ა­რა­ვინ დარ­ჩა. ვიქ­ტო­რიც მო­ე­რი­და პო­ლი­ცი­ელს, უკ­ან და­ი­ხია თა­ვი­სი პარ­კით და ზურ­გით მის უკ­ან მდგომ და გან­გე­ბის ძა­ლით მის მომ­ლო­დი­ნე ბან­ჯ­გ­ვ­ლა­ე­თე­როს მი­აწყ­და.

– აი ტიტ­ვე­ლა ქა­ლიც! – თა­ვის ფიქ­რებ­ში დას­ცი­ნა მო­ქა­ლა­ქე ვიქ­ტორ ნაზ­რა­ძემ სა­კუ­თარ თავს.

– წა­მოხ­ვალ ჩემ­თან აბ­ა­ნო­ში? – ჰკითხა მან ბან­ჯ­გ­ვ­ლა­ე­თე­როს დუ­მა­ზე ხე­ლის წავ­ლე­ბით, – შენ იქ და­ი­ბან ტანს, გა­ი­პარ­სავ, თუ სა­ჭი­როა ზო­გან დუს­ტ­საც მო­იყ­რი და მე­რე მე და შენ დი­ლამ­დე ვი­სი­ა­მოვ­ნებთ ორთ­ქ­ლ­სა და ქაფ­ში, – ეუბ­ნე­ბო­და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვიქ­ტო­რი ბან­ჯ­გ­ვ­ლა­ე­თე­როს, – მე­რე კი დი­ლით მოგ­ცემ ორ­მოც­და­ათ კა­პიკს და იყ­ა­ვი კარ­გად! ჯო­ჯო­ხეთ­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით! მო­დი­ხარ?! –

– ჰო-ო-ო!!!

ვიქ­ტორ ნაზ­რა­ძემ ბინ­ძურ კი­სერ­ში წა­ავ­ლო ბან­ჯ­გ­ვ­ლა ეთ­ე­როს უხ­ე­შად ხე­ლი და პა­ტა­რა უს­უფ­თაო ვაგ­ზ­ლის აბ­ა­ნოს­კენ გა­უ­ტია და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად. ასე კი­სერ­ში ხელ­წავ­ლე­ბუ­ლი მიჰ­ყავ­და ნე­ფეს თა­ვი­სი კოჭ­ლი, ჭა­ღა­რა, წვე­რულ­ვა­ში­ა­ნი, უს­უფ­თაო დე­დო­ფა­ლი. დე­დო­ფალს ზურ­გ­ზე ეკ­ი­და ვაგ­ზ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი პლას­ტ­მა­სის ბოთ­ლე­ბით სავ­სე ტო­მა­რა, რომ­ლის წარ­თ­მე­ვა­სა და გა­დაგ­დე­ბა­საც უშ­ე­დე­გოდ ცდი­ლობ­და ნე­ფე. ნე­ფეს, თა­ვის მხრივ, ხელ­ში ეჭ­ი­რა ცე­ლოფ­ნის დი­დი პარ­კი, რო­მელ­შიც იდო სა­ქორ­წი­ლო საჭ­მელ-სას­მე­ლი, 4 ცა­ლი პრე­ზერ­ვა­ტი­ვი და მძი­მე, ხის­ტა­რი­ა­ნი ჩა­ქუ­ჩი.

იყო სუს­ხი. ცი­ო­და.

© “არილი”

Facebook Comments Box