პოეზია

ლელა სამნიაშვილი

კა­ბა

თი­თო­­­ლი სირ­მით, ნა­ქარ­გით,

მძი­ვით ვცდი­ლობ წარ­მო­ვიდ­გი­ნო

თუ რო­გო­რი ლა­მა­ზი იყო

ქა­ლი, რო­მელ­საც ტან­ზე ემ­­სა

ეს თეთ­რი კა­ბა – მუ­ზე­უმ­ში,

ნა­ხევ­რად სარ­დაფ­ში თუ მა­რა­დი­ულ

ბინ­­ში – ნა­ზად გა­მო­ფე­ნი­ლი.

ნაწ­ნა­ვე­ბის და თვა­ლე­ბის და

ბა­გის გა­რე­შე – თა­რო­ებს შო­რის

ბჟუ­ტავს იგი. ბჟუ­ტა­ვენ ლა­ლის

თვლე­ბი ხა­ვერ­დის ჩიხ­ტი­კო­პებ­ში,

ბეჭ­დე­ბი და ხან­­ლე­ბი და

ნამ­­­რე­ვე­ბი – ფი­­ლე­ბად შე­წე­ბე­ბუ­ლი.

და ის­ევ კა­ბა – სა­მუ­და­მოდ უარ­ყო­ფი­ლი,

რო­გორც ზედ­მე­ტად მძი­მე თუ გრძე­ლი

თუ – ზედ­მე­ტად მშვე­ნი­­რი, თვა­ლის­მომ­­რე­ლი.

ვდგა­ვარ – მის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი.

სიმ­სუ­ბუ­ქის­­ვის – სა­მო­სე­ლიც,

სხე­­ლიც დად­ნეს! მაგ­რამ ეს კა­ბა –

შო­რი­დან ისე მსუ­ბუ­ქია, ერ­თი წა­მით

შე­იძ­ლე­ბა ვი­სურ­ვო და ლექ­სად და­მაჩ­­დეს:

ჩა­ვიც­ვა, კალ­თა ჩა­მოვ­ბერ­ტყო,

ჩა­მოს­­ვივ­დეს ჩრჩი­ლის პეპ­ლე­ბი.

* * *

ფრჩხი­ლებს – ლა­ქი და

პე­რანგს – კრახ­მა­ლი;

და თქვენ­­ვის –

ეს დღეც არ­ის ახ­­ლი;

მარ­­ლა ახ­­ლიც –

სად­ღაც აქ არ­ის:

ხორ­­ლი­­ნი და გა­­ლა­ქა­ვი.

* * *

ზღვამ გა­­ტა­ცა მზის ქუ­დი –

შხე­ფე­ბით, ტალ­ღის მორ­კალ­ვით;

ვი­ღა­ცას – თევ­ზის კუ­დი­ანს –

ტალ­ღა­ში თვა­ლი მოვ­კა­რი;

და ჩემს გარ­შე­მო გაშ­ლი­ლი –

ზღვამ თან წა­­ღო ნა­დავ­ლი:

ცა – გამ­­ვირ­ვა­ლე თავ­შა­ლი,

ნა­პი­რი – ჭრე­ლი სან­და­ლი;

ანაა, თუ – მა­რი­­ნა,

თუ კი­დევ ვინ­მე – დო­ბი­ლი?! –

სიტყ­ვე­ბის ელ­ვით, მა­რი­ლით –

ტალ­ღა­ში გა­დად­ნო­ბი­ლი;

ვი­საც ზღვის ლექ­სი აქ­­ზებს –

ვარ­დის­­რად შე­ღა­მე­ბუ­ლი:

ქალ­თევ­ზად იქ­ცეს, ნა­პირ­ზე

და­ტო­ვოს – შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

დამ­­ვე­ნებ­ლე­ბი

ამ ზაფხულს – წყა­ლი ვერ იქ­ნე­ბა

მი­წის ვე­­ბა კო­ცონ­ზე თუ ფერ­­­ზე ძლი­­რი;

ვი­ცი და მა­ინც, მა­ტა­რებ­ლის სარ­­მე­ლად იქ­ცა

წუ­ხან­დე­ლი ეკ­რა­ნის შა­ვი ჩარ­ჩო; ნაც­რის­­რად

ამ­­­ბურ­ცა ზღვის ტი­ლო, მე ის

და­მალ­ბობს და და­მაბ­რუ­ნებს ის­ევ სიცხი­ანს.

ეს­­ნიც – ჩე­მი დო­ბი­ლე­ბი – წელს კი­დევ უფ­რო

მე­ტად გვა­ნან სა­კუ­თარ თა­ვებს თუ –

ოფ­­სის გო­გო­ებს თუ მზე­თუ­ნა­ხა­ვებს;

წვა­ნან ნა­პირ­ზე და ითვ­ლი­ან: ეს ცა არ­ის

პირ­ვე­ლი; სად­ღაც მე­სა­მე­ზე ბრწყი­ნა­ვენ

ჩვე­ნი საქ­­რო­­ბი; და მეცხ­რე­ზე – კა­დი­ლა­კე­ბი;

და მე­რე მა­ინც ერ­თად ვაბ­რუ­ნებთ

ქვებ­ზე ამ­ოყ­რილ მე­დუ­ზებს ზღვა­ში.

ღა­მის ტი­ლო კი­დევ უფ­რო მე­ტად სველ­დე­ბა:

სვე­ლი ხმე­ბი, სვე­ლი ფე­რე­ბი; აქ­­დან –

ღა­მის ბულ­ვა­რი­დან – ვე­ყუ­ჟე­ბით თი­თე­ბის თე­ატრს;

მსა­ხი­­ბე­ბი უც­ხო ღმერ­თებს გვა­ნან –

სი­ცოცხ­ლეს გრძნო­ბენ, ატ­­ვენ – ხე­ლის მტევ­ნებ­ში.

სუნ­­­ვა­შეკ­რუ­ლი ვზი­ვარ და ვცდი­ლობ

არ გა­ვინ­­რე. თით­ქოს ჰა­ერ­ში, ჩვენს თავ­­ზე­მოთ

ვი­ღაც ტივ­ტი­ვებს და იმ­­სი თი­თე­ბია – ჩე­მი ხე­ლე­ბი,

ჩე­მი ფე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მე

სვე­ლი მაქვს, გა­ოფ­ლი­ლი; კო­ღო­­ბის ნაკ­ბე­ნებს

ვით­­ლი. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამ ზღვას­თა­ნაც

და ხმე­ლე­თის შუ­­გულ­შიც – მთე­ლი ქვე­ყა­ნა

და­სიცხუ­ლია, დაკ­ბე­ნი­ლია და გა­უნ­­რევ­ლად,

სა­ზიზ­ღა­რი ნე­ტა­რე­ბით ყვე­ლა­ფერს ით­მენს.

* * *

გარ­შე­მო

ფრე­ნენ ხა­რა­ბუ­ზე­ბად –

აქ­ლე­მე­ბი თუ მხო­ლოდ კუ­ზე­ბი;

და არ ამც­დე­ბა თი­თის დაქ­ნე­ვა,

მათ­გან ერ­თიც რომ იქ­ცეს აქ­ლე­მად.

ტყვე­­ბის გაც­­ლა

ჭი­ან­­ვე­ლე­ბის დე­დოფ­ლის შა­ვი სა­შო­დან

ნე­ლა მო­­წე­ვენ ჯა­რის­კა­ცე­ბი; იყ­­ფი­ან:

ერ­თი – მარ­­­ნივ, მე­­რე – მარ­ცხ­ნივ;

სათ­ვა­ლა­ვი მე­რე­ვა; სა­ით უნ­და წა­ვი­დე?!

კო­ლო­ნია სად­ღაც ზურ­­სუ­კან გუ­გუ­ნებს და

თვა­ლე­ბის­კე­ნაც – ზუს­ტად იმ­­ვე სხე­­ლე­ბით

და ხმა­­რით ამ­ოვ­სე­ბუ­ლი შა­ვი ორ­მო –

მობ­ჯე­ნი­ლია. ომ­ის ღმერ­თე­ბო, უნ­და მა­ნიშ­ნოთ

სა­ით არ­ის ჩე­მი ქვე­ყა­ნა ან სიყ­ვა­რუ­ლი?!

სა­ხე­­ბი და­უბ­რუ­ნეთ თქვენს ჯა­რის­კა­ცებს,

რომ შე­მეძ­ლოს მტრის­გან მო­კე­თე გა­მო­ვარ­ჩიო;

თო­რემ ეს მი­წა – მდი­ნა­რის, ზღვის, ოკ­­­ნის

ორ­­ვე მხა­რეს – სას­წო­რის ორი შა­ვი თეფ­შია –

სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­­მა­რი ფეს­ვე­ბით სავ­სე

და კარ­გავს, კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას… ვიდ­რე

სი­ძულ­ვილს ამ­­ტებთ მათ­ში; ძვლებ­სა და კო­ცონს

და აი, უკ­ვე – ჯო­ჯო­ხე­თურ სიმ­სუ­ბუ­ქე­საც.

და დამ­­ვა­რი, სის­­ლებ­შემ­­მა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი,

თუ კვამ­ლი­დან გა­მო­აღ­წი­ეს, მო­ათ­რე­ვენ

ხორ­­ლის მარ­­­ლებს; არც დაჭ­რი­ლებს,

არც სამ­შობ­ლოს, არც ერთ­გუ­ლე­ბას…

და ღმერ­თე­ბო, თუ კვამ­ლი­დან გა­მო­ვაღ­წიე… –

ზურ­გით მო­ვათ­რევ, ხე­ლუხ­ლებ­ლად გიბ­რუ­ნებთ

მთელს თქვენს ძლი­­რე­ბას, მრის­ხა­ნე­ბას,

თავ­და­ვიწყე­ბას… და და­მიბ­რუ­ნეთ, და­მიბ­რუ­ნეთ

ჩე­მი სი­სუს­ტე: ხსოვ­ნის ძა­ლა, სიყ­ვა­რუ­ლის­­ვის

სი­ცოცხ­ლის და სიკ­­დი­ლის ძა­ლა.

© ”არილი”

Facebook Comments Box