პოეზია (თარგმანი)

მარ­ცე­ლი­უს მარ­ტი­ნა­ი­ტი­სი – ლექსები

marcelijus-martinaitis

თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

მარცელიუს მარტინაიტისი (დ.1936) – ცნობილი ლიტველი პოეტი; 1964 წელს დაასრულა ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. იბეჭდება 1954 წლიდან. არის ოცამდე პოეტური კრებულის ავტორი. ლიტვურად თარგმნილი აქვს ს.ჩიქოვანის ლექსები.

* * *

გერ­მა­ნუ­ლი ქუ­ჩი­დან ვჩან­ვარ

ჩანს

მე რო­გორ გა­მოვ­დი­ვარ ში­ნი­დან

რო­გორ ვკე­ტავ კა­რებს

გა­ვივ­ლი წი­ნა­ე­ზოს და ქუ­ჩას –

უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ვარ.

მე ვჩან­ვარ

ფარ­დებს მიღ­მა, სა­ქა­რე მი­ნის მიღ­მა

ვიტ­რი­ნებს მიღ­მა,

ბავ­შ­ვის ეტ­ლი­დან, სა­სა­უზ­მე­დან –

უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ვარ.

მე ვჩან­ვარ,

მე მხე­დავს მა­წან­წა­ლა ძაღ­ლი და მტრე­დი,

ბო­შა ქა­ლი, პო­ლი­ცი­ე­ლი, ბა­კა­ლავ­რი, ღვთის გლა­ხა –

უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ვარ.

მე ვჩან­ვარ

წი­ნი­დან, გვერ­დი­დან და უკ­ა­ნი­დან:

სან­ტექ­ნი­კო­სი თა­ვახ­დი­ლი ჭი­დან

ჩე­მი ფეხ­საც­მ­ლის ლან­ჩებს ათ­ვა­ლი­ე­რებს.

ზე­მო­დან კი უღ­მერ­თო ცა­ში გა­მო­კი­დუ­ლი

ერ­თა­დერ­თი ყო­რა­ნი დამ­ც­ქე­რის. –

უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ვარ.

მე ვჩან­ვარ

სა­ღა­მო­ო­ბით, მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის გა­ნა­თე­ბუ­ლი ფან­ჯ­რი­დან

მა­ცივ­რის წინ, მუხ­ლ­მოდ­რე­კი­ლი,

თით­ქოს სა­კურ­თხე­ველ­თან ვლო­ცუ­ლობ­დე –

უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ვარ.

ჩანს

მე რო­გორ ვაქ­რობ სი­ნათ­ლეს

– მთე­ლი დღის ხსოვ­ნას

და რო­გორ ვეფ­ლო­ბი წყვდი­ად­ში –

უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ვარ.

 

ვილ­ნი­უ­სის ბაზ­რო­ბა­ზე. კა­ზი­უ­კა­სი

ვი­ყი­დი კა­ზი­უ­კას­თან

ბაზ­რო­ბა­ზე

თეთრ

შაქ­რით შე­ფიფ­ქულ სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ას,

მეძ­ველ­მა­ნის­გან შე­ვი­ძენ,

ნაც­ნობ შა­რაგ­ზას,

სუფ­თა წე­რის რვე­ულს,

ძვე­ლი ბა­ლა­ხით გა­და­ბი­ბი­ნე­ბულს.

დახ­ლ­ზე ნა­ირ­გ­ვარ ტკბი­ლე­ულ­თან ერ­თად

ჩე­მი სახ­ლიც ძევს

ახ­ლა ეს სახ­ლი კე­თილ­მო­სურ­ნეა,

ად­რე კი თრთო­და სიბ­რა­ზი­სა­გან.

ერთ ას­ეთ სახლს კალ­ნუ­ი­ას­თ­ვის ვი­ყი­დი –

შო­კო­ლა­დის ჭით და შაქ­რის წე­რო­ე­ბით

დაწყე­ბი­თი სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნა­თი დამ­შ­ვე­ნე­ბულს.

ტი­რი­ფებს, საბ­ნებს და პირ­სა­ხო­ცებს შო­რის

მოვ­ძებ­ნი სამ­ყუ­რა­თი მოქ­სო­ვილ ქოხ­მახს,

სავ­სეს მათ­რო­ბელ ფუტ­კ­რის ბზუ­ი­ლით.

ფირ­ფი­ტა­ზე აღ­ბეჭ­დილ შე­ნი ხმის ხა­ვერდს

მარ­წყ­ვის გე­მო აქვს.

მე შენ და­გაბ­რუ­ნებ ნაც­ნობ შა­რაგ­ზით

ქვა­ფე­ნილ­ზე დავ­დ­გამ სამ­ყუ­რა­თი მოქ­სო­ვილ ქოხ­მახს

ძირს, ბა­ლახ­ზე გა­ვიშ­ხ­ლარ­თე­ბით

და მო­ვის­მენთ იმ ფირ­ფი­ტას

სა­დაც სიკ­ვ­დი­ლით გან­რი­დე­ბულ­ნი

სოფ­ლე­ბი ერ­თად მღე­რი­ან წყნა­რად.

 

სა­მე­ბა

ირგ­ვ­ლივ ღია სივ­რ­ცეა.

მზე იმ­ზი­რე­ბა სა­შუ­ად­ღე­ო­დან.

ღმერ­თი უძ­რა­ვია.

დღის სი­ნათ­ლეა მხო­ლოდ

და… სა­საფ­ლაო!

სა­საფ­ლა­ო­ზე დღეა!

ოდ­ნავ რეკს ზა­რი –

მინ­დ­ვ­რე­ბი და მდე­ლო­ე­ბი

ქრის­ტი­ა­ნო­ბად გა­დაქ­ცე­უ­ლან.

 

სა­საფ­ლაო და ლაჟ­ვარ­დი ლურ­ჯი,

პირ­ნა­თე­ლია და თან…

უძ­რა­ვი.

მო­ვე­ლი თრთოლ­ვას,

და უძ­ლუ­რი ვარ მკვდრე­ბის წი­ნა­შე!

არ შე­მიძ­ლია კვლა­ვაც ქვად­ქ­ცე­ვა.

 

კე­თილ­სა­ი­მე­დო­ო­ბის შე­სა­ხებ

დედ-მა­მის ხელ­შეწყო­ბით

1936 წელს მო­ვევ­ლი­ნე ქვეყ­ნი­ე­რე­ბას.

მას აქ­ეთ არ ვწყვეტ მჭიდ­რო კავ­შირს

სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან.

გან­სა­კუთ­რე­ბით მის იდ­უ­მალ კუთხე-კუნ­ჭულ­თან,

რო­მელ­საც მხო­ლოდ პო­ე­ზია თუ მო­ი­ხი­ლავს.

 

იდ­უ­მალ­წე­რის მეშ­ვე­ო­ბით მე ვატყ­ვე­ვებ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს,

მათ ყო­ველ ნა­ბიჯს მზე­რით ვნუს­ხავ­დი.

ვნუს­ხავ­დი მათ კანს, ხმის ტემ­ბ­რ­სა და კა­ნის ნა­კე­ცებს.

 

მე მო­ვი­პო­ვე ნდო­ბა მას აქ­ეთ,

რაც ქვე­ტექ­ს­ტი ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნე.

ნამ­დ­ვილ მიზ­ნებს ხომ სა­ფარ­ვე­ლი გა­და­ვა­ფა­რე

მე ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით შთა­გო­ნე­ბულ­მა.

ყო­ვე­ლი­ვე ეს ხდე­ბო­და მუდ­მი­ვი შფო­თის

იჭ­ვი­სა და ფა­რი­სევ­ლო­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

 

პას­პორ­ტის ნო­მერ­ში ჩე­მი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დი ფიქ­სირ­დე­ბა.

ამ ნიშ­ნით უმ­ალ თუ შე­მიც­ნობს უზ­ე­ნა­ე­სი.

გე­ნე­ტი­კუ­რი ჩე­მი კო­დი წი­ნა­პარ­თა საფ­ლავ­თა ში­ნა

გა­და­ნა­ხუ­ლა.

ლიტ­ვა, რა­სე­ი­ნის რა­ი­ო­ნი…

აქ ძევს, გა­სა­ღე­ბი ყვე­ლაფ­რი­სა.

 

მკვდრე­ბის სუ­ლე­ბი შე­მე­წე­ვი­ან

მფარ­ვე­ლე­ბი ქა­ლე­ბის და მა­წან­წა­ლე­ბის.

მათ და­ნა­შიფრს ლექ­სებ­ში და სუ­რა­თებ­ში

ხში­რად ვე­ძებ­დი.

 

მე მაქვს კონ­ტაქ­ტე­ბი სტოკ­ჰოლ­მ­თან, ოს­ლოს­თან

ტა­ლინ­თან და მოს­კოვ­თან.

(სიტყ­ვა “კუ­კუ­ტი­სი” – ტი­პი­უ­რი ჯა­შუ­შუ­რი შიფ­რია)

სა­სა­მარ­თ­ლოს ვატყო­ბი­ნებ უტ­ყუ­არ მი­სა­მარ­თებს

და გვა­რებს.

 

რო­გორც თქვენ იც­ით,

მე სა­ი­დუმ­ლო კონ­ტაქ­ტი მქონ­და ცხო­ვე­ლებ­თან –

ამ გზით ვხვეწ­დი ად­ა­მი­ა­ნებს.

მე ვაწ­ვ­დი­დი მცე­ნა­რე­ებს ცნო­ბებს

და­ბა­დე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, ზრდის შე­სა­ხებ.

 

უკ­ვე გა­მორ­კ­ვე­უ­ლია – იატ­აკ­ქ­ვე­შეთ­ში კარ­ტო­ფილს ვმა­ლავ­დი

ყო­ველ გა­ზაფხულს ვი­ნა­ხავ სხვა მცე­ნა­რე­ებ­საც,

რომ­ლე­ბიც მთვა­რის შუქს მი­ელ­ტ­ვი­ან

მათ მემ­ბ­რა­ნებ­ზე მკვდრე­ბის ხმე­ბი აღ­ი­ბეჭ­დე­ბა.

 

აი, ამგ­ვა­რად, ბა­ტო­ნე­ბო

და თუ­კი სხვა წვრილ­მა­ნე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ

მა­ღა­ლი ღმერ­თი შე­ა­წუ­ხეთ,

უტ­ყუ­ა­რი ცნო­ბე­ბი ხომ მას გა­აჩ­ნია.

 

ნან­გ­რე­ვებ­ში ნა­პოვ­ნი სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მი

სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­სუ­რა­თი.

სუ­რა­თი ბავ­შ­ვ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი.

პირ­ვე­ლი კბი­ლის ამ­ოს­ვ­ლა.

ნა­ტი­ფი გო­გო­ნა.

გა­ივ­ლის მცი­რე დრო.

მი­სი კა­ბა იატ­აკს სწვდე­ბა.

ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი. ზი­ა­რე­ბა. ეკ­ლე­სია.

ის უკ­ვე მო­ზარ­დია, შე­უ­ხე­და­ვი,

ენ­ა­ჭარ­ტა­ლა.

ფორ­ტე­პი­ა­ნოს გაკ­ვე­თი­ლე­ბი. სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა.

ვი­ო­ლი­ნო. ინს­ტ­რუ­მენტს მიბ­ჯე­ნი­ლი ნი­კა­პი.

ჩა­ვარ­დ­ნი­ლი მკერ­დი.

ნა­ზი ყე­ლი. ქა­ლიშ­ვი­ლუ­რი სიმ­წი­ფე.

გამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი მზე­რა,

თვა­ლე­ბი!? ოდ­ნა­ვი ნელ­საცხე­ბე­ლი.

მა­მა­კა­ცი. მა­გა­რი სა­ყე­ლო.

სა­კურ­თხე­ველ­თან დგა­ნან.

ფა­ტა ამშ­ვე­ნებს.

იგ­ი­ვე ქა­ლი.

უკ­ვე ორ­ნი არ­ი­ან ბავ­შ­ვის თან­ხ­ლე­ბით.

გვერ­დი ალ­ბომ­ში ამ­ოგ­ლე­ჯი­ლია.

სხვა სუ­რათ­ში ქა­ლი ას­აკ­მოყ­რი­ლია.

ბიჭ­თან და გო­გოს­თან ერ­თა­დაა.

მო­წა­ფუ­რი ვი­ნი­ეტ­კა.

პო­ლო­ნე­ლებ­თან ერ­თად ტრი­ბუ­ნას­თან.

ამ­ოგ­ლე­ჯი­ლია.

მა­მა­კა­ცი გარ­მო­ნით ხელ­ში.

დევ­ნა. ვიწ­რო ოთ­ა­ხი. ქორ­წი­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი იცვ­ლე­ბა.

ჩრდი­ლო­უ­რი ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ცა, ბა­რა­კე­ბი.

იგ­ი­ვე ქა­ლი. სხვა მა­მა­კა­ცი.

ტყე­ში გაჭ­რი­ლი გზა. მო­რე­ბი.

ვა­გო­ნი ქა­ლე­ბის გუნ­დი.

ბნე­ლი, უხ­ე­ი­როდ გამ­ჟ­ღავ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

ვა­ჟიშ­ვი­ლი ახ­ალ ფორ­მა­ში გა­მოწყო­ბი­ლი.

ჯა­რის­კა­ცე­ბის რი­გი. ახ­ალ­გათხ­რილ საფ­ლავ­თან.

ამ­ოგ­ლე­ჯი­ლია. ქა­ლე­ბის ჯგუ­ფი.

იგ­ი­ვე ქა­ლი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად.

სხვა მა­მა­კა­ცი. ბავ­შ­ვე­ბი ნაძ­ვის­ხის ირგ­ვ­ლივ.

დი­უ­ნებ­ში. ავ­ტო­მო­ბი­ლის გვერ­დით.

სხვა მა­მა­კა­ცია. ამ­ო­ხე­უ­ლია.

პირ­ვე­ლი ფე­რა­დი ფო­ტო­ე­ბი.

ორი ბე­რი­კა­ცი. მათ თავ­ზე

კედ­ლის სა­ა­თი, კა­ლენ­და­რი.

ფო­ტოგ­რა­ფია ჩარ­ჩო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ამ­ო­ხე­უ­ლია.

მო­ხუ­ცი ქა­ლი მუქ ტან­საც­მელ­შია გა­მოწყო­ბი­ლი

მარ­ტოდ­მარ­ტოა. იქ­ვე ფან­ჯა­რაა.

ამ­ო­ხე­უ­ლია.

ბო­ლო­ში კი ცა­რი­ე­ლი ფურ­ც­ლე­ბის წყე­ბაა.

© “არილი”

Facebook Comments Box