Uncategorized

მხარდაჭერა არილს

arili 467747

ძვირფასო მეგობრებო, 

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს მცირე განცხადება. 

არილის ბეჭდური გამოცემა კვლავ საფრთხის ქვეშაა. ჟურნალის სტამბის ხარჯები ისევ მოსაძიებელია. გარდა ამისა, გვაქვს წინა რამდენიმე ნომრის დავალიანებაც (მარტივად რომ ვთქვათ, სტამბის ვალი). ერთხელ უკვე ვისარგებლეთ თქვენი მეგობრული დახმარებით, როდესაც 3–4 დღეში შევაგროვეთ არილის სტამბის ხარჯებისთვის აუცილებელი თანხა. არ გვინდა სულ ასე გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და იმედი გვაქვს, მომავალი წლისთვის ყველა საკითხს მოვაგვარებთ, მანამდე კი წლის ბოლომდე კიდევ 5 ნომერი გვაქვს გამოსაცემი და ამ ნომრების ბეჭდვისთვის საჭირო თანხები კი ისევ არა ჩანს (შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ წლის ბოლომდე დააფინანსა „არილის“ გამოცემის საჰონორარო ხარჯები, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, ბეჭდვის ხარჯები „არილმა“ ან თანადამფინანსებელმა ორგანიზაციამ უნდა გაიღოს).

მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, მოგმართავთ ბანკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა კომპანიებს, ყველას, ვისაც შეგიძლიათ თუნდაც ერთთვიანი რეკლამა ჩადოთ არილში და ამით დაეხმაროთ ჩვენს ჟურნალს. შეგახსენებთ, მთელი თვის ბეჭდური ხარჯები დაახლოებით 2000 ლარია.

დაეხმარეთ არილს, დაულინკეთ ეს წერილი წარმატებულ ბიზნესმენებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, რომლებთანაც შეხება გაქვთ და რომლებისთვისაც ძვირფასია თანამედროვე ქართული თუ მსოფლიო მწერლობა, ხელოვნება, ახალი იდეები, ქვეყნის მომავალი. მიაწვდინეთ ხმა ყველა ქველმოქმედ ბიზნესმენსა და მეწარმეს, რათა არ შეჩერდეს ძლივს გამოცოცხლებული ლიტერატურული პროცესი და ავტორებმა არ დაკარგონ მკითხველთან მისასვლელი საუკეთესო საშუალება ჟურნალ „არილის“ სახით.

პატივისცემით,
არილის რედაქცია

გთხოვთ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: kharbedia@yahoo.com

შემოწირვის მსურველებისთვის ვუთითებთ ჩვენს ანგარიშს:

საბანკო კოდი – TBCBGE22

ააიპ ლიტერატურულ–საზოგადოებრივი ასოციაცია „არილი“

ანგარიშის ნომერი – GE79TB7696236060100001

დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ, „შემოწირულობა“ და შემომწირველი პირის ვინაობა ან ორგანიზაციის დასახელება.

Facebook Comments Box