-
-
ენ სექსტონი – მისი მსგავსი
-
სილვია პლათი
მიუნჰენის მანეკენები
ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა
საშინელია სრულქმნილება, ბერწია იგი,
თოვლივით ცივი სუნთქვა აქვს და დახშული საშო,რომელშიც ჰიდრას თავებივით მოქანავე ურთხელის ხეებს
ზედ ეხეთქება სიცოცხლის ხე, და სცვივა, სცვივათვეების მწიფე მთვარეები – არსად, უმიზნოდ.
სისხლის მდინარე სიყვარულის ნიაღვარია.აბსოლუტური იყოს მსხვერპლი! ხოლო ეს ნიშნავს:
არავითარი კერპი ჩემს გარდა,მხოლოდ მე და შენ! და სრულქმნილება – დედობანას
ასე თამაშობს: მთელი თავისი ხიბლით, ღიმილითმანეკენებს მიუნჰენში აწვენს ამაღამ –
პარიზსა და რომს შორის მორგში.გაშოტილან შიშვლები და მელოტები ბუმბულ-ატლასში,
ნარინჯისფერი მამალოები – ვერცხლის ჯოხებზე;ამოგლესიათ გული, გონება.
თოვლი გარეთ ყრის შავ ნაფლეთებს.ადამიანი არ ჭაჭანებს; სასტუმროებში
მოძრაობენ მხოლოდ ხელები: კარს აღებენ, თაროდან კრეფენფეხსაცმელებს, რომ ხვალ დილის
თვისპრიალა ლანჩა ამოქოლოს ბრტყელმა თითებმა;ხოლო მანამდე – ნატიფ სარკმლების მყუდროებას,
ბავშვის მაქმანებს, ყვავილებიან საშაქარლამოს –გადაწოლია გერმანელთა ფშვინვა და რული;
და ტელეფონის ყურმილებიც – კაუჭებზეშავად ბრწყინავს, დუმილს ინელებს.
თოვლი უხმოა.© “წიგნები – 24 საათი”
-
ჰაროლდ პინტერი
ღმერთმა დალოცოს ამერიკა
აი, იანკების მწკრივები
აღლუმზე დაძრულან ხელდახელ.
იარაღასხმულნი ყელამდე
მღერიან მხიარულ ბალადებს.
მსოფლიო შემოიჯირითეს,
ღმერთი ამერიკის ადიდეს,
და ვინც იანკებს არ შეეკრა,
ვინც ბანი არ მისცა წყობილად,
ვინც მათთან ერთად არ იმღერა,
ვინც ხმა დაკარგა და დადუმდა,
აღგავეს პირისგან მიწისა.
გვამებით გაავსეს თხრილები –
გვამებით, გვამებით, გვამებით.
ვინც ბანი არ მისცა მეომრებს
მოსრეს და აქციეს არარად.
მოჰქრიან შუბებით მხედრები,
ეს შენი თავია – მიწაზე,
ეს შენი თავია – ქვიშაში,
ეს შენი თავია – გუბეში,
ეს შენი თვალები – დათხრილი…
გვამების ოხშივარს იყნოსავ,
ჰაერი სავსეა სიკვდილით
და ეს ამერიკის ღმერთია
სიმყრალეს და გვამთა ხრწნილებას
თავის წიაღში რომ ინახავს.იანვარი, 2003.
© “ლიტერატურა _ 24 საათი”
-
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
სცენა “ფაუსტიდან”
გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა
აუერბახის სარდაფი ლაიპციგში
მხიარულ მოქეიფეთა სერობა.
ფროში
არ სვამთ, არ მღერით, ვის ებღვირებით!
ჩამოგიშვიათ უბრად ცხვირები.
სულ არაფერზე კბილები გიჩანთ,
დღეს რა ეშმაკმა შეგიკრათ კრიჭა!ბრანდერი
შენი ბრალია, თავს რაზე მალავ,
გამოაბრწყინე სიბრიყვის ძალა!ფროში
გნებავს? ინებე!
თავზე ღვინოს ასხამს.ბრანდერი
შე მართლა ბრიყვო!
ფროში
რას მეშარები, თხოვნისა იყო!
ზიბელი
მოჩხუბრებს – ქიშტი! მიბრძანდეთ უნდა!
მთელი ფილტვებით, ბიჭებო, რუნდა!
აბა, ჰოლა ჰო!ალტმაიერი
ავაიმე, გამისკდა თავი!
მიშველეთ, ბამბა, ყურში ბამბა! რამხელას ბღავის!ზიბელი
ბასი ვარ, ბასი! ისეთი ვჭექო,
გრგვინვა გაჰქონდეს თაღებქვეშ ექოს!ფროში
ვისაც ეწყინა – ცივი წყალი! ნებავს და – ცხელი!
ახ, ტარა ლარა!ალტმაიერი
ტარა ლარა!
ფროში
მოვმართოთ ყელი!
(მღერის)
წმინდა რომის რაიხო,
დროა, ჭირი წაიღო…ბრანდერი
ფუ, პოლიტიკურ სიმღერებზე გული მერევა!
ილოცეთ, ხალხო, წილად გვერგო ბედნიერება,
რომ წმინდა რომის ეგ რაიხი არ გვაბარია!
ან კანცლერისა რა მცოდნია, ან კაიზერის!
ლხინის პაპია ერთადერთი, ვინც მაგარია,
ავირჩიოთ და მისი ხმალი, ჩემი კისერი.
ვისაც ვმორჩილებ, ერთადერთი ლხინის პაპია,
მისი კურთხევით შეგვრგებია, რაც გვიყლაპია!ფროში
( მღერის)გაფრინდებოდე, ბულბულო,
საყვარელს მომიკითხავდე…ზიბელი
შორს ჩვენგან სატრფოს მოკითხვები, ფუჭი ცრემლები!
ფროშიმოკითხვას ვუთვლი! კოცნას ვუთვლი! შემოვევლები!
(მღერის.)
აწეულა რაზა – ბინდი ჩამომდგარია!
აწეული რაზა სატრფოს ღია კარია!
დაწეული რაზა დილის სისხამ-ცვარია…ზიბელი
ჰო, ჰო, უმღერეთ, ბულბულები უგზავნეთ ხშირ-ხშირ!
ჩემი სიცილის დროც დადგება, შემოგჩრით ცხვირში!
ჩემს დღეში გნახავთ, საქალეთის ერთია ნირი,
თქვენც აყვირდებით, საყვარლებო, მე როგორც ვყვირი.
კაცი მაგათთვის არამია! რად უნდათ კაცი!
კობოლდი მაგათ! ბლოკსბერგიდან მომსრბოლი ვაცი!
ისეთ მოკითხვას გავუგზავნი შეფოფინებით,
სულ ქვაფენილზე წკრიალებდეს ფანჯრის მინები!
ბრანდერი, მაგიდაზე ხელს აბრახუნებს
გთხოვთ, სმენა იყოს! დაითმინონ, ვინ რასაც შფოთავს!
უცადი არ ვარ, ცხოვრებისა მეც მესმის ცოტა,
და მათ, ვინც ახლა სიყვარულის იწვის სახმილით,
სიმღერას ვეტყვი ახალთახალს, სწორედ იმდაგვარს,
მავანთ რომ გულზე მოეთბობათ. ვუმღერ ვირთაგვას!
ხმა მომაშველეთ, ბატონებო, თქვით მოძახილი!
(მღერის)
სარდაფს იყო ვირთაგუნა,
მაძღარი და უმტერული,
ღიპი ედო ბებერ მსუნაგს
დია დოქტორლუთერული.
შეაპარეს დარიშხანი,
აუხურდა საწყალს ტანი,
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!
გუნდი, ზარ-ზეიმით
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!ბრანდერი
რბოდა შმაგი, ხლტოდა ხელი,
შემოერღვა კაბა-ჯუბა,
სათავსონი დაღრღნა მთელი,
სავსე ტბორიც ამოხრუპა.
უცებ თვალი დაეშრიტა,
მიებნიდა კაეშნითა,
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!გუნდი
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!
ბრანდერი
ბოლოს შიშით არეულმა,
თავი სამზადს შეაფარა.
ქალმა ნახა მზარეულმა,
ვინც ის შხამი შეაპარა.
თქვა: რა მწარედ დაგესლულა,
წრიპინ-წრიპინ აღესრულა,
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!
გუნდიგინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!
ზიბელი
რა უხარიათ მაგ სულელებს, ჩაბჟირდნენ ლამის!
ვიშ-ვიშ, მაღალი ხელოვნება გამოგვითარგეს,
წამალი როგორ შევაპაროთ საწყალ ვირთაგვებს.ბრანდერი
შენ რა, ვირთაგვის მხარესა ხარ? შენც შეგხვდა შხამი?
ალტმაიერი
გაგვიგულჩვილდა ჩვენი ბღენძი, გმინვა-დაგვა სჭირს!
უბალნო თავი ამოიცნო მკვდარ ვირთაგვაში!
შემოდიან ფაუსტი და მეფისტოფელი.მეფისტოფელი
ჯერ ლხინის ხალხი, სუფრის ხალხი ვნახოთ ახლოდან,
აქ ყოველი დღე სურთ იქციონ დღესასწაულად.
შევსვათ, ყვირიან რა წაიღო, ვინც ინაღვლოდა,
შევსვათ, მღერიან, მაინც სიკვდილს ვერსად წავუვალთ!
მათი ყოფა და ცეკვა-როკვა ზუსტად ეგ არი,
კნუტი რომ დახტის კუდის ირგვლივ, დაუდეგარი.
ჭკუის პატარა სიტალკვესე საკმარისია
მომლხენი გერქვას, მხოლოდ იშტა გჭირდება დიდი.
თუ თავიც არ გვტეხს და პურ-ღვინოც არის ნისიად,
ჭირს იქით ყველა საზრუნავი! ცხოვრება მიდის!ბრანდერი
უცხო სულები! მგზავრები შორი!
გზიდან მოსულნი წუთისა ორის!
კითხვაც არ უნდა! ცხადზე ცხადია!
უკვირთ, სად ვართო! ზედ ახატიათ!ფროში
ეს გაუმარჯოს ჩვენს ლაიპციგს, პატარა პარიზს!
სხვა პეწის არის ჩვენი კაცი, სხვა მოდგმის არის!ზიბელი
ვინ უნდა იყვნენ?
ფროშირას დაითვლი მომსვლელს და წამსვლელს!
ჭიქა მომეცი, მივაწოდებ, გამოვჩხრეკ წამსვე.
აზნაურები იქნებიან, თუ ჩემი გჯერა:
ამპარტავნული მიხრა-მოხრა, ამრეზით მზერა.ბრანდერი
ბაზრის ხალხია, ნაძლევს დავდებ.ალტმაიერი
ვერ გეტყვი ვერას.
ფროში
ნახეთ, რა ვუყო! მიყვარს კეხზე ბილანთა შესმა.
მეფისტოფელი
(ფაუსტს)
აბა, თუ ვინმემ სუნი იკრას, ვერ გრძნობენ ეშმას!
ერთი სული აქვთ, მიეტანონ გამოსახრავად.ფაუსტი
ჩვენი სალამი, ბატონებო!ზიბელი
სტუმრებს ვახლავართ!
(თვალს ცერად გაადევნებს მეფისტოფელს.)
ჰგავს, მიუფეხვავთ, ცალი ფეხით კოჭლობს ყმაწვილი!მეფისტოფელი
ნება გვიბოძეთ, დავიკავოთ სუფრის ნაწილი.
ცოტა რომ ღვინოც გივარგოდეთ, მდარე ღვინო გაქვთ,
რა აჯობებდა თქვენთან ერთად სმას და ლხინობას!ალტმაიერი
გეტყობათ, ბედი განებივრებთ, მოგყვებათ თანხა.ფროში
რიპახის მხრიდან გადმოხვედით? ნამგზავრნი ჩანხართ.
ის კაი კაციც შეგხვდებოდათ, ჰანს რიპახელი.
მეფისტოფელიჩვენით მოვძებნეთ, ყურში გვედგა მისი სახელი.
სწორი ბრძანდებით, რეგვენია ყოვლად ალალი.
ძმებად გახსენათ, პირზე კოცნით გიძღვნათ სალამი.
(თავს მდაბლად ხრის ფროშის წინაშე.)ალტმაიერი
( ხმადაბლა)მოგსხიპა? სეირს განახებთო, აქ ვიღაც ხურდა!
ზიბელი
შენ რომ გეგონა, სულ სხვა ჩიტია,
გაჭრა და აქეთ შემოგვიტია.ფროში
ჯერ ცოტა ხანი დამაცადეთ, ვაახლებ ხურდას!
მეფისტოფელი
ეს თქვენ მღეროდით? რა ხმა იყო, რა ჰარმონია!
თან ამ თაღებქვეშ აკუსტიკაც რიგზე გქონიათ.ფროში
მუსიკოსი ხართ? ვირტუოზი ხომ არ ბრძანდებით?
მეფისტოფელი
ჩემთვის ვცოდვილობ, არ მომეცა ნიჭი ამდენი.
ალტმაიერი
იქნებ გვიმღეროთ!
მეფისტოფელი
როგორც მეტყვით.
ზიბელი
ხელდახელ ბარემ!
ოღონდ ცინცხალი! არაფერი ძველი და მდორე!მეფისტოფელი
კი, სულ ახლახან ესპანეთი დავლაშქრეთ სწორედ,
ნაკურთხი მიწა, ღვინისა და სიმღერის მხარე.
(მღერის)
მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
გამოზრდილი სათუთად…
ფროშიჩახვდით, რა რწყილიც? მაღალზე გადის!
ზუსტად ერგება სამეფო ქათიბს!მეფისტოფელი
მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
გამოზრდილი სათუთად,
სულის ბერვით ინახავდა,
შვილს ერჩია საკუთარს.
მკერავს უხმო: აბა, ჩქარა,
ჭრა და კერვა მალ-მალი,
აბრეშუმი შური-შარა,
მძიმე დიბის შარვალი!ბრანდერი
გაფრთხილდი, თერძო, ემაგ შარვალს თან გადაჰყვები,
არ შენაოჭდეს რწყილის წელზე ერთი ნახვევიც!მეფისტოფელი
გადიდკაცდა ჩვენი რწყილი,
დიდი პოსტი რგებია,
სტავრით არის შემოსილი,
ბაფთები და ჯვრები აქვს.
თავს ამაყად აზეზავებს,
მკერდზე ვარსკვლავს ატარებს,
შორით იკრებს ნათესავებს,
რწყილებს პატარ-პატარებს.
დადის ხალხი ტანის ფხანით,
წითელ-წითელ ხალებით,
ფხანად იქცა დედოფალი
თავის სეფექალებით.
შიშით საცვალს ვერვინ ხილავს
წახდენიათ გუნება.
ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
ერთი გატკაცუნება!(გუნდი, აღტაცებით)
ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
ერთი გატკაცუნება!ფროში
ბრავო! კარგია! არ უნდოდეს, შუბლს გახსნის კაცი!ზიბელი
ჩვენს ტილ-რწყილებსაც არ აწყენდათ ეგეთი ტკაცი!ბრანდერი
ფრჩხილქვეშ და მუსრი! მთელი მათი მოდგმით და
ფესვით!ალტმაიერი
თავისუფლებას გაუმარჯოს! გთხოვთ, ყველამ შესვით!
მეფისტოფელი
მაგ სადღეგრძელოს სავსე გულით ავუწევ ჭიქას,
მაგრამ შიგ ღვინო ისეთი გვქვს, არაფერს გვიგავს.ზიბელი
მოვრჩეთ! მაგაზე აღარ გვინდა! ვინც ლხინობს, ლხინობს!
მეფისტოფელი
ვშიშობ, მანდ პატრონს ეწყინება, თორემ ახლავე
გაგასინჯებდით ჩემს მარნებში დაწურულ ღვინოს.ზიბელი
თუ გაქვთ, ჩამოდგით! აქ ამაზე არ დაგვძრახავენ.ფროში
უნდა გამოვტყდე, მე, ბატონო, ზნე მაქვს ამგვარი:
ვერ ვაჭაშნიკებ, სულ ბოლომდე თუ არ დავკარი.ალტმაიერი
( ხმადაბლა)მივხვდი, ვინც არის! მეღვინეა რაინის მხრიდან.
მეფისტოფელი
იქნებ აქ სადმე ბურღი იყოს.
ბრანდერი
ვიშ, ბურღიც გვინდა?
ღვინის კასრები აქავე გაქვთ, კართ გიყუდიათ?
ალტმაიერი
ბურღს მანდ ვიპოვი, ხელსაწყოთა რაღაც ყუთია.მეფისტოფელი
( ართმევს ბურღს)ვის რა ღვინო გსურთ? მნებავს, იყოთ ჩემი სტუმრები.
ფროში
არჩევანიც გვაქვს? მართლა ამბობთ? არ გვეხუმრებით?
მეფისტოფელი
არჩევანიც და არადანიც! ნება ჩვენია!ალტმაიერი
( ფროშზე ათითებს)რას აჟუჟუნდა! ნახეთ, უკვე ტუჩებს ილოკავს!
ფროში
მე – რაინული! სხვა ყველაფერს ეგ მირჩევნია.
სამშობლო მიყვარს, ვერ ვეწყობი უცხო კილოკავს.
(მეფისტოფელი, იქ, სადაც ფროში ზის, მაგიდის კიდეს
ბურღავს)
საცობებისთვის ცვილიც გვინდა, ცოტა სანთელი.ალტმაიერი
ფოკუსებია! ოინბაზთა ძველი ფანდები!
მეფისტოფელი, ახლა სხვა ადგილს ბურღავს და
სანთლის საცობს არგებს
თქვენ რა მოგართვათ?ბრანდერი
ქაფიანი! შუშხუნა შხეფით!
შამპანს ვეწვევი, უცხო ქვეყნის მომნატრდა გზები!
როგორც ნამდვილი გერმანელი, ვერ ვიტან ფრანგებს,
ვერც რამე ფრანგულს, მაგრამ ღვინო სხვა საკითხია!ზიბელი
მომკლა ამ მჟავემ! მხოლოდ ტკბილი! ეგ უკეთ მარგებს.
შევყვები ჩემთვის, აი დარდი, რასაც იტყვიან!მეფისტოფელი
თუ ნებას მომცემთ, შეგირჩევთ თავად.
ტოკაიური, მე მგონი, წავა.ალტმაიერი
მომხედე, ვინც ხარ! აქ ეგენი არ გასაღდება!
რაღაცას ხლართავ! გნებავს ჩვენი მასხრად აგდება?მეფისტოფელი
რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! მაგის კაცი ვარ?
თან საღ-სალამათს ვის შერჩება თქვენი დაცინვა!
ჯობს, ეგ მიბრძანოთ, რას მიირთმევდით?
რომელი გნებავთ? თეთრი? წითელი?ალტმაიერი
ახლა მაგაზე მალაპარაკე!
იყოს რაც გინდა, ოღონდ ჩქარა ქენ!
მეფისტოფელი, უცნაური მოძრაობით
ვაზის რქა და რქანი თხისა,
ვაზი ხეზე, ტაბლა ხისა.
თვალის ჩინო, არა ჩინდე,
ხმელი ხიდან, ღვინოვ, დინდე!
სასწაულო, უცხო რამ ხარ,
ის გიხილავს, ვისაც სწამხარ.
ახლა კი გახსენით!
შეუდგით თასები!(ყველანი, მას შემდეგ, რაც საცობები ამოიღეს და ჭიქები
აივსეს)იფ, მირონია! მკვდარიც იყო, აღდგები მკვდრეთით!
მეფისტოფელი
ოღონდ გაფრთხილდით, არ დაგექცეთ არც ერთი წვეთი!
(ყველანი, მღერიან)
ვნეტარებთ მთელი ზედახორით,
როგორც ხუთასი დედაღორი!მეფისტოფელი
რას ხალისობენ!ფაუსტი
გავეცალოთ!მეფისტოფელი
ნუ ჩქარობ, დაცხრი!
თვალი ადევნე გაშიშვლებულ ცხოველურ საწყისს.ზიბელი
( ერთი წვეთი ძირს ჩამოექცევა და აალდება)მიშველეთ, ცეცხლი! ჯოჯოხეთის ამოსკდა ალი!
მეფისტოფელი
დექ, მშობლიურო სტიქიონო, შეწყვიტე დრტვინვა!
ჯერ გარესკნელის შხეფებია, მსგავსება მკრთალი.ზიბელი
ძვირად დაგისვამთ! შენ, ეტყობა, არ იცი, ვინ ვართ!
ფროში
ახია ჩვენზე! არა, ნახე, რა გააკეთა?
ალტმაიერი
სანამ მრთელი ხარ, აიხვეტე! მოსხლტი აქედან!
ზიბელი
წესიერ სიტყვას გეუბნება, გზა ნახე, გვეხსენ!
ეგ შენი ჰოკუს-ფოკუსები მოსინჯე სხვებზე.მეფისტოფელი
ჩუმად, ბებერო ღვინის რუმბო!
ზიბელი
შე ცოცხის ტარო!არა, ამ თავხედს დამიხედე, თვითონვე ცხარობს!
ფროში
გონზე მოგიყვანთ! მოგითვლით მაგრებს!
ისე მოგაქცევთ, ვეღარვინ აგკრეფს!ბრანდერი
( საცობს აძრობს და უეცრად ცეცხლი შიგ
სახეში შეეფრქვევა)ვიწვი!
ზიბელი
გრძნება და ჯადო-მადო! გვეთამაშება!
ფუშეთ, ბიჭებო, არ იქნება მაგის გაშვება!(დანებს დააძრობენ და მეფისტოფელზე მიიწევენ.)
მეფისტოფელი
უმზო-მზერით, უსმო-სმენით,
უსვლელითა სვლითა თქვენით
სად არა ხართ, იქ იყვენით!(ყველანი გაოცებული დგანან და ერთმანეთს შესცქერიან.)
ალტმაიერი
რა ადგილია, სად მოვსულვართ?
ფროში
დიდი ზვრებია!ზიბელი
სავსე მტევნები მზით გავსილან, ხელთ გვეწვდებიან!ბრანდერი
ფანჩატურებად გაფოთლილა ვაზთა გრეხილი!
ვკრიფოთ მტევნები, მძიმე-მძიმედ ჩამოზნექილი!(ზიბელის ცხვირს წასწვდება. ყველანი ერთმანეთის
ცხვირებს წაეტანებიან და დანებს შემართავენ.)მეფისტოფელი
განიხიბლენით! თვალთა ცთომავ, განვედ თვალთაგან!
ეშმაკი მხოლოდ გაგეხუმრათ, ხილვა დამთავრდა!(გადის ფაუსტთან ერთად.)
ზიბელი
რა იყო? არა, ეს რა იყო?ალტმაიერი
ვერც მითქვამს ენით!
ფროში
ხელთ შენი ცხვირი მიბღუჯია?
ბრანდერი
მე კიდევ – შენი?
ალტმაიერიკეფაში დამკრა! დავბანცალებ ხელის ცეცებით…
ვიღაცამ სკამი მომაშველეთ, ჩავიკეცები!ფროში
რა მოხდა? არა, ამიხსენით, ხალხი არა ხართ?
ზიბელი
მიწაში ჩავდებ! სად წავიდა? ცოცხლად დავმარხავ!
ალტმაიერი
თორემ ერთბაშად არ იპოვო! გაქრა ჩვენება!
კასრზე ამხედრდა, დაოთხებულს მიაჭენებდა.
ფეხს ვეღარ ვადგამ, გეგონება, ლოდები მბმოდეს!(თვალი მაგიდისკენ გაექცევა.)
გემუდარებით, იქ ის ღვინო ჯერ ისევ მოდენს?
ზიბელი
ხიბლი იყო და თვალს ნაცარი! მოდენს კი არა…
ფროში
მაშ, რას ვყლურწავდი, რაზე გემომ არ გამიარა?
ბრანდერი
მშვიდობით, ზვრებო! ზმანებანო ფერად-ფერადო!
ალტმაიერი
კიდევ იტყვიან, სასწაულის ნუღარ გჯერათო!
© ”ჩვენი მწერლობა”
-
თომას ვულფი – ლექსები
-
გოლუეი კინელი – კოშკების დამხობა
-
პაულ ცელანი – ლექსები
-
ალექსანდერ ანაშევიჩი
მისი ლექსი პირველად 1993 წელს ვთარგმნე. გაზეთ “რუბიკონისათვის” თანამედროვე რუსი პოეტების პუბლიკაციას ვამზადებდი “Гуманитарный Фонд”-ის, – იმ პერიოდში რუსული ახალგაზრდული და მარგინალური ლიტერატურული პროცესების ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული გაზეთის, – ნომრებიდან, და ბევრი შესაძლო ავტორიდან რამდენიმეთა შორის ალექსანდრ ანაშევიჩიც მოხვდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, დავმეგობრდებოდით, ჩემთვის მისი პოეზია ძალიან ახლობელი გახდებოდა და მისი კვლავაც და კვლავაც თარგმნის სურვილიც გამიჩნდებოდა. ეს დაახლოება კი თანამედროვე რუსული ხელოვნების ფესტივალის RE:АРТГРУЗ-ის წყალობით მოხდა (სხვათა შორის, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილის – სტანისლავ ლვოვსკის – ერთი ლექსიც მქონდა 1993-ში “რუბიკონისათვის” გადმოქართულებული).
ძალიან ძნელია დღევანდელ უკიდეგანო რუსულენოვან პოეზიას ასე თუ ისე სრულყოფილად იცნობდე, მაგრამ რამდენადაც მე მას ვიცნობ, ახალი თაობის ავტორთა შორის ალექსანდრ ანაშევიჩი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმად, ნამდვილ ფენომენად მიმაჩნია.
იგი ვორონეჟელია. 1971 წელს დაიბადა. თავს ჟურნალისტობით ირჩენს, ლექსების გარდა, პიესებსაც წერს, ოღონდ დრამატურგია რამდენად ეხმარება თავის რჩენაში, ეს უკვე აღარ ვიცი. 1999 წელს ანდრეი ბელის სახელობის პრემიის ლაურეატთა შორტ-ლისტში მოხვდა. შეიძლება ბევრმა ამ პრემიის შესახებ არაფერი იცის, არადა იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა აღიარების რუსულ კულტურაში. პრემია საბჭოურ პერიოდში, 70-იან წლებში დაწესდა ყოველგვარი ოფიციოზის გარეშე. ჟიურის წევრები მუდამ ის მწერლები იყვნენ, არანაირად რომ არ ექვემდებარებოდნენ საბჭოურ კონიუნქტურას და ამ ჯილდოთი ცდილობდნენ ის ავტორები წარმოეჩინათ, რომლებიც ახალ გზებს ეძებდნენ რუსულ მწერლობაში. ამ მარგინალური პრემიის ლაურეატებს ჯილდოდ ერთ ბოთლ არაყს, ერთ ვაშლს და მანეთიანს გადასცემდნენ ხოლმე. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ პრემიის ბევრი ლაურეატი და ლაურეატობის კანდიდატი დღეს თანამედროვე რუსული კულტურის ავანგარდშია. ამიტომაც რამდენიე წელია, რაც რუსეთში დაიწყეს სერიის – “ანდრეი ბელის პრემიის ლაურეატები” გამოცემა. სხვათა შორის, ამ სერიითაა გამოცემული ალექსანდრ ანაშევიჩის მეგობრის, ასევე ვორონეჟელის და ასევე RE:АРТГРУЗ–ის მონაწილის, ელენე ფანაილოვას კრებული.
ალბათ ალექსანდრ ანაშევიჩიც მალე მოხვდება ამ სერიაში, დღემდე კი მას გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი: “Столько ловушек” (1997); “Сигналы Сирены” (1999); “Неприятное кино” (2001). ამ პუბლიკაციაში ბოლო ორი წიგნიდან ნათარგმნი ლექსებია წარმოდგენილი. ვისაც მისი შემოქმედება დააინტერესებს, შეუძლია იგი საკმაო დოზით იპოვოს ელმისამართზე: http://www.vavilon.ru/texts/anashevich/.
მთარგმნელი
თარგმნა შოთა იათაშვილმა
ავადვმყოფობდი, პოემა, პეტერბურგი
ავადვმყოფობდი, მეხვეოდა თავბრუ, ქუჩაში არ შემეძლო გასვლა, ჩიტთან მუსაიფი.
ძლივს მეყო ძალა ავმდგარიყავი, მომეძებნა აბები, შპრიცი.
რას ვიზამ ნეტა, თუკი ფეხები წამერთმევა, ყველა სიტყვა დამავიწყდება.
მოვასწრებ განა, შევძლებ განა წერილის მიწერას ყველა ჩემი მამაკაცისთვის.
გადიან ქუჩაში, ეკითხებიან გოგოს, ფოსტალიონს:
ფოშტა არაა, არაა ნუთუ ძვირფასისაგან წერილი რამე.
ის: არაა არაა ფოშტა, შეხედე: ჩანთა ცარიელი, ამით დავდივარ,
მე თვითონ ველი წერილს ქმრისგან, ქმარი ომშია, ერთი წერილი მოიწერა სამ წელიწადში,
სამი სიტყვა ეწერა იქ, და ისინიც ვერ გავარჩიე,
მეზობელთან ვიყავი, რძალთან, მთელი სოფელი მოვიარე,
დღემდე ვატარებ ჯიბეში ფურცელს, ისე, როგორც ვეფხვს გალიაში,
შეხედე – შტამპი, სამკუთხა და ჯარისკაცური,
რა ფოშტაზეა აქ ლაპარაკი, ქმრის წერილია. აბა წერილი?
დავსუსტდი, არ ვიცი, შევძლებ თუ არა სარკმელთან მისვლას, დაყვირებას, დასახმარებლად დაძახებას.
სარკმლიდან ვხედავ: დგას პეტერბურგი სველი, ვხედავ, რაა მის გულში.
ხიდები ტყდებიან, იპობიან, ვარვარებენ ნათურები.
ვხედავ ამას შუშის მიღმა, საკუთარი ბუნაგიდან.
ჩემი ბინა გაყიდეს და არ იციან, რომ დავიმალე, საბნის ქვეშ ვწევარ.
ფული წაიღეს შავი ჩემოდნით, შავ მიწაში ღრმად ჩაფლავენ.
ყველაფერს ვხედავ, განსაკუთრებით, სარკეში როცა ვიყურები.
მესმის: ჩიტმა გაიფრინა, დაიჩხავლა.
ვხედავ, მესმის, მიმოვდივარ, ერთი კია – რომ შევიშალე.
მან დაიძინა, წერილები ჩემი გახდა
Б კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ მადრიდიდან, აქ ჩემმა ცხოვრებამ სულ სხვა მხარეს იბრუნა პირი,
მე აქ ღია ვარ, როგორც სიმ-სიმ, მეუფლება იოლად ყველა,
მაქვს ახალი ესპანური წითელი კაბა, ასეთი თვალითაც არ გინახავს,
ფული არასდროს გეყოფოდა სამაგისოდ.
იცი, ეს რაა: ნაქარგები, სამშვენისები, აკურატული ნახელავი.
მხოლოდ და მხოლოდ ამით დავდივარ.
დანახვაც აღარ შემიძლია საძაგელი ჩემი ძონძების,
მაგრამ არ ვყრი სანაგვეზე, ღუმელისთვის გამომადგება.
მაპატიე, რომ ვუღალატე ჩვენს ლამაზ ქალაქს, ჩვენს პეტერბურგს, ჩვენს კუნძულებს, ჩვენს მეტროს, ყურეს.
უღალატებ, სუყველაფერს დაივიწყებ, როცა ყველა მხრიდან გიხმობენ,
გიმღერიან მანდარინის, ქლიავის და ზეთისხილის მწიფე ხეები…
აქ ლაღად და ბედნიერად ვარ მე, მცონარე.
დედოფლად ვგრძნობ თავს, ვეება თევზად.
სუყველაფერი მაქვს, რისი მოცემაც შეეძლო ჩრდილოეთს:
კაბალიერო ღამით, მარაო, ღრმა დეკოლტე, წვნიანი ხილი.
ამის სანაცვლოდ რწმენა დავკარგე.
ყველაფერი, რაც მიყვარდა, თაყვანს ვცემდი – დამავიწყდა, ვერ წავიღე გულის სიღრმეში.
ასე ვფიქრობ, რომ მაპატიებ, რადგან ვიცი: არასდროს არაფერს ვაკეთებდი მე სიბოროტით.
У კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ სატუსაღოდან, ბედს, როგორც ხედავ, ვერ გაექცევი.
გახსოვს მარჩიელი, მისი ცარიელი, გაჩერებული დღეები,
მისი უმიზეზობა, ჩამოშლილი, მშთანთქმელი ცეცხლის ენები.
მხოლოდ შენ გახსოვს ეს, მარტო ვიყავით ჩვენ მაშინ.
აქ ისჯება თავის მიბრუნებაც, დედოფლის მზერაც, ეროტიკული სიზმრებიც.
მე მამშვიდებენ: შესასვლელთან ქვის ლომები წვანან.
შენ ამბობდი – ეს სიყვარულის მაგნიტებია,
შენ ამბობდი – ის ქვის ჯავშნის ქვეშ იმალება, სიღრმეში.
М კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ მონასტრის გალავნით გარშემორტყმული, შევიცვალე, შემოსილი სხვანაირად ვარ.
ამ წერილის გამოგზავნას, ალბათ ვერც კი შევძლებ, კარიბჭე ხომ დაკეტილია.
მაღალ კედლებს ვერ გადაუფრენ: დავდივარ მიწაზე, ფრთები არა მაქვს და ისე.
გუშინ აქ ჯარისკაცები ცდილობდნენ შემოჭრას.
მინდოდა ბარათი ჩიტების ფოსტით გამომეგზავნა.
მაგრამ მხოლოდ ყვავი იყურება ფანჯარაში, არ ელოდო მისგან არც დახმარებას, არც გათვალვას.
მთელი დღე ზის ტოტებზე, ცერად მიყურებს, კვირტებს კორტნის.
შევინახავ წერილებს, შეხვედრისას მთელ დასტას გადმოგცემ.
აქ ბევრი რამ ვისწავლე, ყველა ლოცვა წავიკითხე.
რწმენამ გაიღვიძა ჩემში, თუმცა, ჯერჯერობით ციდამ, კოლიბრივით.
მარხვას ისე ვიცავ, თევზსაც კი არ ვჭამ.
მთელი დღე ოთახში დავდივარ, წრეზე.
ვფიქრობ, რომ უნდა გიყვარდე, ახლა ხომ შენზე უფრო ახლოსა ვარ ღმერთთან.
С კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ ლაზარეთიდან, შპრიცებია გვერდით,
ფლოსტები, ქალწულები, მანდარინი – საინზე, და
არავინ არ მეკარება, ეშინიათ.
აქ ახალ სიტყვებს ვლაპარაკობ, სხვა სამოსი მაცვია ტანზე.
სამჯერ ვცადე გაქცევა, მაგრამ
გამაჩერეს, არ გამიშვეს, მითხრეს: ყველა შენამდელი, – ზღვის ფსკერზეა,
მათ იმედიც აღარ დარჩათ, და ნეტარნი არიან უკვე.
გუშინ ქალები მომიყვანეს.
ერთს ეკავა ხელში ჟენშენი, მეორეს ბაზი პირის ღრუში უგუგუნებდა,
მესამეს შინელი წამოსხმული ჰქონდა მხარზე,
მე არ გავედი მათთან, განძრევა მეზარებოდა.
ნემსი ამიტრიპტილინის გამიკეთეს საღამოთი,
საპროცედუროში ვიდექი, როგორც განდევნილი მანდელშტამი,
სისხლი სდიოდა მედდას ხელებზე.
შევფიცე ექიმს, რომ ჩემს ცხოვრებას აღარ აღვწერ,
ყვავილების ქონი, ვთხოვდი, გამოეწერა, ჩემს ძარღვებს მხოლოდ ის მოაძლიერებს.
ვამშვიდებდი, პირობას ვდებდი, მაგრამ სიტყვა მაინც გავტეხე.
ძვირფასო, ირგვლივ სიცარიელე რომ არის, აქ არავინ იცის.
ძილის წინ გარეთ გავდივარ, ვყვირი:
“ხალხნო, მისმინეთ: ანგელოზები აკაკუნებენ, უსტვენენ და გვაფრთხილებენ!”
ამ წინასწარმეტყველებათა გამო მომკლავენ, მომწამლავენ – მე მეშინია.
Ю კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ ღამის სათევიდან, უზარმაზარი გალიიდან,
აქ ნახევარი სამყაროა: მორდოველები, იაკუტები, მკვდრები, ევენკელები.
თავზე მადგას გვირგვინი, ჯიბეში მიყრია ხურდა.
ღამ-ღამობით აქ იკრიბებიან ქალაქელი უსაქმურები და ხეიბრები.
არ იფიქრო, რომ ეს კლოაკაა, აქ თავს იყრის ღვთის მთელი ხროვა.
ღვთისკენაა მიმართული ყველა ფიქრი, შეძახილი, წამოყვირება.
მე პირის ღრუში მაქვს დამალული ბრილიანტები,
მაქვს პირადი ცხოვრება და სამიჯნურო ვარიანტები,
ამის გამო არ დახიო ეს წერილი ოღონდაც, მე აქ, მეეჭვება, შევძლო ღალატი.
ღამით ვწევარ ფიცრებზე, ვგრძნობ: ნეტარება გვერდითაა:
მხოლოდ უნდა გავიარო ყრუ დერეფანი, ჯოჯოხეთივით რომ სრულდება.
მორიგ წერილს იქიდან მოგწერ, თუ ამაზე არ მიპასუხებ.
თურქეთი: საათის ყიდვა
საათი ვიყიდე ნაწილ-ნაწილ სტამბულის ბაზარში.
მფლეთდა ძაღლი უზარმაზარი, მონადირე, მწევარი იმისათვის,
რომ ვიყიდე ერთი კილო ციფერბლატი, კბილანები, ისრები.
აჯობებდა პატარა კაბა მეყიდა, ბარბარა სტრეიზანდს რომ აქვს, ისეთი.
თვით ტკბილ თურქეთშიც ხომ ბაგეზე ვატარებდი მის სიმღერებს, ვერ მოუღო მათ სიცხემ ბოლო, არ მოეკიდა ობი.
რა დრო გაზომა ჩემმა სათმა, სანამ მიმქონდა უზარმაზარი ჩანთით.
ყველა წუთი რომ შეაერთო, სანამ ასი მეტრი გავიარე ვაგზლამდე, დღე-ღამემ გაიფრინა.
ვთრთი აღგზნებისგან, თითქოს საათი კი არ მიმაქვს, ოქროს ზოდები.
მებარგულები გვერდით მომყვებიან, ჩურჩულებენ, თვალს უკრავენ ერთიმეორეს, მომსახურებას მთავაზობენ
პირველად მივდიოდი ასეთ ამალასთან ერთად.
არავის ვანდობ ჩემს ბარგს, ხელებს დავიწყვეტ და არავის ვანდობ.
უკმაყოფილო უხეში თურქული გინების ქვეშ
არავის ვანდობ, ჩემს საუკეთესო დაქალსაც კი არა.
ის მელოდება მე პეტერბურგში, ნერვიულობს, ტაბლეტებს სვამს, ფანჯარას არ სცილდება, ტაბურეტიდან არ დგება.
* * *
ლილიპუტები ჩამოვიდნენ კრაკოვში
წვიმაში დგანან
წარმოდგენა დაიწყება ზუსტად შუაღამისას
ხიდიდან გადავარდა ვაგონი პატარა ცხენებით სავსე
საჰაერო ბურთები კოსმოსში გაფრინდნენ
მათ თან სდევს ისეთი პატარა სიკვდილი
რომ არც კი ჩანს
მხოლოდ ისინი ხედავენ
თავიანთი ლილიპუტური თვალებით მას
ჟულიენს მაჯაზე უზარმაზარი ბაფთა აქვს
კუკუს ბრმა თვალები
გოლიათ ჟანს კი საყურეები ძუძუსთავებზე და
სტკივა თავი
პანი ანს და პან ბანს მკვდარი ბავშვი გაუჩნდებათ
მათ წარმოდგენაზე ანშლაგი იქნება
მაყურებელი გაიგებს, რომ ეს მათი ბოლო შოუ იყო
ჭრელი კარავი შაპიტო უფსკრულში ჩაინთქმება
თითოეული თავის მკვდარ პატარა კვიცს მიიღებს და
უფსკრულს მიღმა კიდევ ერთი უფსკრული და
ასე უსასრულობამდე
ბრმა კუკუ დგას წვიმაში, მღერის:
იყიდეთ იყიდეთ ბილეთები
წარმოდგენა დაიწყება ზუსტად შუაღამისას.
© “არილი”
-
ფორუღ ფაროხზადი – ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს