• რეპორტაჟი

    ქართული ლიტერატურა მსოფლიო ბაზარზე

    ფრანკფურტიდან ჩამოტანილი იმედები

    კოკა ჯიქია

    ახალი არ არის, რომ ლიტერატურისა და ზოგადად, საგამომცემლო ინდუსტრიის საყურადღებო მოვლენებს შორის წიგნის ბაზრობებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის გამომცემლების, ავტორების, ჟურნალისტებისა თუ მკითხველებისათვის ყველაზე დიდი და ფართო სივრცეა, ყოველ წელს დათქმული დანიშნულების ადგილია, სადაც 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, სიახლეების, სამომავლო გეგმების, პრეზენტაციებისა და საავტორო უფლებების გაცვლა-გამოცვლა, გაზიარებაა შესაძლებელი. ბაზრობა, როგორც წესი, ოქტომბერში იმართება, წელს 15-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლა ფრანკფურტმა ათასობით სტუმარს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, გამონაკლისი არც 2008 ყოფილა – საერთო რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას 299 112 სტუმარი ჰყავდა. საყურადღებოა ისიც, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის წელს საიუბილეო თარიღი იყო – 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გერმანული საგამომცემლო ინდუსტრიის გაერთიანებულმა ორგანიზაციამ წიგნის ყოველწლიური ბაზრობის დაარსებას შეუწყო ხელი. წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები და ტრადიციები მკვიდრდებოდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს კი – საპატიო სტუმრის მოწვევას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული ბენეფისის სახით, 1976 წელს ჩაეყარა საფუძველი. თუ შარშან ბაზრობის ეპიცენტრში კატალონიური კულტურა იყო, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი თურქეთს ერგო. დევიზით – „ფერთა მომხიბვლელობა“ – აღმოსავლური სამყაროს ქვეყანამ 100-მდე გამომცემლობა წარმოადგინა ბაზრობაზე, აღინიშნა ასევე 350-მდე თარგმნილი თურქულენოვანი წიგნი. თურქ გამომცემლებსა და ავტორებს შორის, რომლებიც საპატიო სტუმრებად იყვნენ ფრანკფურტში მიწვეული, რა თქმა უნდა, ნობელიანტი ორჰან ფამუქიც იყო და ტრადიციისამებრ ლურჯ სავარძელში (Blaue Sofa) მოკალათებულმა თავის შემოქმედებაზე, კერძოდ კი ახალ წიგნზე ( „უდანაშაულობის მუზეუმი“ ), თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და ძვრებზე ისაუბრა. ლურჯი სავარძლიდან გაესაუბრნენ აუდიტორიას ასევე გიუნტერ გრასი, ინგო შულცე და უვე ტელკამპი – წლევანდელი ბუხნერის პრემიის ლაურეატი.
    7 000-ზე მეტი გამომცემელი 100 ქვეყნიდან, 400 ათასამდე დასახელების საგამოფენო ერთეული – ამ რიცხვობრივი მონაცემებით ჩაიარა წლევანდელმა წიგნის ბაზრობამ. ისევე როგორც შარშან, სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებისა და სტენდების გვერდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული საგამომცემლო სტენდიც იყო წარმოდგენილი. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ერთიორად გაზრდილმა ინტერესმა ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისა და ლიტერატურის მიმართ სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლებისაგან კონკრეტული წინადადებებიც მოგვიტანა – თანამედროვე ქართული მწერლობის ინგლისურენოვანი კატალოგებიდან განსაკუთრებული დაინტერესება რამდენიმე ავტორის რომანმა გამოიწვია (დავით ქართველიშვილი, ლაშა ბუღაძე, ზაზა თვარაძე, დათო ტურაშვილი), რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული არაა, ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე ითარგმნოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წიგნის მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდეს. მართალია, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და არც თუ ისე მყარი გარანტიების მომცემია, მაგრამ პირველი – დაინტერესების ეტაპი – უკვე გადალახულია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ესტუმრნენ წელს ქართველი მწერლებიც – ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი, რომელთა ვიზიტიც ფრანკფურტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საზეიმო გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს, ბაზრობის დირექტორმა, იურგენ ბოსმა, პრესკონფერენცია ჩაატარა, აუდიტორიას წლევანდელი ღონისძიებების გეგმა-შინაარსი გააცნო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბეჭდური საგამომცემლო ინდუსტრიის მომავალ კონკურენტზე – ციფრულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა. თუ აქამდე CD-ფორმატით მიწოდებული ლიტერატურის პოპულარობის ზრდა შემაშფოთებელ ფაქტორად ითვლებოდა, ახლა უკვე, ბოსის თქმით, უკეთესიცაა წიგნების შინაარსის მოქცევა განსხვავებულ ფორმაში, მთავარია, რომ შინაარსი არ იცვლება და ფორმებს კი მხოლოდ საინტერესო სიახლეები, აღქმის განსხვავებული და აქამდე უცნობი ასპექტები მოაქვთ. თუმცა, ფრანკფურტის ბაზრობის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიების მომძლავრების მიუხედავად, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე ლაპარაკი, საბოლოოდ შეცვლის თუ არა ორ ყდას შორის მოქცეულ პროდუქტებს კომპიუტერულ ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაციები, ეს უბრალოდ პროცესია, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და ვიზრუნოთ, რომ საუკეთესო შედეგი იქნას მიღწეული. 19 ოქტომბერს ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში გერმანული საგამომცემლო ბიზნესის მშვიდობის პრემიის (Der Friedenspreis des Deutschen Buchhandels) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 25 ათასი ევრო ფრანკფურტის წმ. პავლეს სახელობის ეკლესიაში (Paulskirche) გერმანელ მხატვარსა და მოქანდაკეს, ანზელმ კიფერს გადაეცა. სწორედ 19 ოქტომბერს დაიხურა საგამოფენო პავილიონებიც და მაინზე გაშენებული მანჰეტენი წიგნების მოყვარულ მუდმივ, ძველ თუ ახალ სტუმრებს მომავალი წლის ოქტომბრამდე დაემშვიდობა.

    სტატია დაიწერა 2008 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    თამ­რი ფხა­კა­ძე – მო­ლო­დი­ნი

    სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლო­დან “ზო­ნის” N108 პა­ტი­მარს ხვე­ლე­ბა და­აწყე­ბი­ნა, ჩა­მოდ­ნა, თვა­ლე­ბი ამ­ო­უ­ღამ­და. ფიქ­რ­თა მდი­ნა­რე­ბაც შე­ეც­ვა­ლა. ად­რე სულ აქ­ე­დან გას­ვ­ლის შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­და… ახ­ლა მო­გო­ნე­ბებ­ში ჩა­ი­ძი­რა. აქ მოს­ვ­ლამ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე უფ­რო ეფ­იქ­რე­ბო­და…
    ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და…
    ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და…
    ხრი­ო­კი, მო­რუ­ხო-მოყ­ვი­თა­ლო მთე­ბი მის ავ­ად­მ­ყო­ფუ­რად მო­დუ­ნე­ბულ მზე­რას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნავ­ლე­ბულ წყურ­ვილს ურწყუ­ლებ­დ­ნენ.
    რომ ახ­ვე­ლებ­და, ეჩ­ვე­ნე­ბო­და თით­ქოს ეს ბე­ბე­რი მთე­ბი ექ­ოს გა­მოს­ცემ­დ­ნენ და თით­ქოს… თით­ქოს ის­ი­ნიც, მა­სა­ვით მო­რუ­ხო-მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი­სა­ნი, მა­სა­ვით ახ­ვე­ლებ­დ­ნენ და მა­სა­ვით წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებ­ში იძ­ი­რე­ბოდ­ნენ…
    რო­ცა ღო­ნი­ე­რი, სი­ლი­ა­ნი ქა­რი მთე­ბის ნაპ­რა­ლებ­ში და­გუ­გუ­ნობ­და, N108-ს უც­ნა­უ­რი, ვე­ლუ­რი ფო­რი­ა­ქი იპყ­რობ­და… ქა­რის აწყ­ვე­ტი­ლო­ბა გა­და­ე­დე­ბო­და და იწ­ყე­ბო­და ფიქ­რ­თა დამ­ღ­ლე­ლი, თან ლა­ღი თა­რე­ში გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში. იქ, სა­დაც ხან იებ­ის, ხან არ­ყის, ხან პუ­რის, ხან დენ­თის, ხან სის­ხ­ლის და ხან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის თმის სურ­ნე­ლი იდ­გა…
    ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და.
    ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და.
    იტ­ან­ჯე­ბო­და. მე­რე თა­ვის ტან­ჯ­ვას ახს­ნა მო­უ­ნა­ხა.
    ეს არ­ა­ქა­თის­გა­მომ­ც­ლე­ლი ხვე­ლა N108-მ ცი­ხის კედ­ლებ­ზე ბევ­რად უფ­რო ზე­ვი­თა სას­ჯე­ლად მი­ი­ღო და თა­ვი ლა­მის რჩე­უ­ლა­დაც ჩათ­ვა­ლა…
    ეს ხვე­ლა მი­სი ტყვე სი­ცოცხ­ლის, თით­ქ­მის, სი­ა­მა­ყედ იქ­ცა. იმ­ი­ტომ რომ, თით­ქოს, აი ეხ­ლა კი, ნაღდს იხ­დი­და. ნაღდ სას­ჯელს. და ვინ იც­ის, რო­დემ­დე…
    ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს ექ­ი­მებ­მა გა­სინ­ჯეს და იქ­ვე, ორ­შა­რის გა­დაღ­მა “ტუბ.ზო­ნა­ში” გა­და­იყ­ვა­ნეს.
    იქ ყვე­ლა ახ­ვე­ლებ­და. ხვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.
    N108-ემ თა­ვი ახ­ლა უბ­რა­ლოდ, სნე­უ­ლად იგრ­ძ­ნო. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ად­მ­ყო­ფად. და უდრ­ტ­ვინ­ვე­ლო­ბაც სად­ღაც გაქ­რა…
    გი­ჟურ­მა ამ­ბოხ­მა აიტ­ა­ნა. მო­უნ­და სი­ცოცხ­ლე, მო­უნ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მო­უნ­და ამ ხვე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა… გი­ჟუ­რად… გი­ჟუ­რად მო­უნ­და!
    ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და…
    ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და…
    “ჯერ ახ­ალ­გაზ­რ­და კა­ცი ვარ… გა­ნა მორ­ჩა ცხოვ­რე­ბა! რათ მორ­ჩა! ალ­მა­სი­ვით ბი­ჭი მეზ­რ­დე­ბა… ან­გე­ლო­ზი­ვით ცო­ლი მიც­დის გუ­ლის­ფან­ც­ქა­ლით წე­ლი­წა­დი­ცა და! წე­ლი­წა­დი რა­ღაა…
    დე­და­ჩე­მია უფ­რო ცო­დო… ხან­შია. ისა ეხ­ლა, უნ­და დას­ვა და სი­ბე­რის დღე­ე­ბი სიტ­კ­ბო­ში გა­ა­ლე­ი­ნო…
    გა­ვი­დე…
    ეს­ე­ნი ხო და, – ნო­და­რა მე­ნატ­რე­ბა. რო აღ­არ გა­იძ­ლე­ბა!
    რაც ეგ ჩე­მი ცო­ლის­ძ­მაა, უძ­მო­ბა აღ­არ გა­მი­გია… ბა­რე ბევ­რი ძმა ვერ გა­წევს ეგ­ეთ ძმო­ბა­სა…
    აბა, გა­ი­ო­ზას ბი­ჭებ­სა ძმე­ბი ჰქვი­ათ? და­ჭა­მეს ლა­მი­საა ერთ­მა­ნე­თი მტკა­ვე­ლა მი­წის­თ­ვი­ნა…
    ან რამ­დე­ნიც გინ­და, კა­ცო!
    ან­ი­კოს მაზ­ლიშ­ვი­ლებ­სა… ბად­რია და ბა­დუ­რა რო არ­ი­ან, ძმე­ბი ჰქვი­ათ მა­გა­თა? სად რა­სა ყბე­დო­ბენ ერთ­მა­ნეთ­ზე, სად რა­სა ჩმა­ხა­ვენ…” აუტყ­დე­ბა ხვე­ლა… უს­აშ­ვე­ლო…

    “შე­ჭა­მა გუ­ლი… გუ­ლი შე­ჭა­მა ამ ხვე­ლე­ბა­მა! მა­რა არ შე­ვეჭ­მე­ი­ნე­ბი! დე­დას ვუ­ტი­რებ.
    გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა…
    ნო­და­რა­ზე არა ვფიქ­რობ­დი? ნო­და­რა­ზე ვფიქ­რობ­დი, ჰო…
    აი, ხო მიყ­ვარს ჩე­მი ლა­ლი არაა, და იმ­ის ძმო­ბი­თა კი­დე, ათ­მა­გათ მიყ­ვარს.
    ეხ­ლა რო, ნო­და­რა ჩემ აეს­ეთ ხვე­ლე­ბას შეს­წ­რე­ბო­და არაა, ლა­მის თა­ვის ჯი­გარს ამ­ო­ი­ღებ­და და მე ჩა­მიდ­გამ­და, ის­ე­თია. ის­ე­თი გუ­ლი­საა…
    რო აქ წა­მო­მიყ­ვა­ნეს და, აეგ­რე და­მარ­ტყა ხე­ლი ბეჭ­ზე და რო­გო­რა თქვა? ძმაოო, მე შე­ნი მსა­ჯუ­ლი არა ვარ. ჩემ­თ­ვინ, რა ძმაც იყ­ა­ვი, ის ძმა დარ­ჩე­ბი ციმ­ბირს იქ­ი­თაც რო გა­გიშ­ვა­ნო. შე­ნი ოჯ­ა­ხო­ბის დარ­დი არა გქონ­დეს, აქა ვა­არ მეო და კა­ცო­ბის ამ­ბა­ვი იყო, ალ­ბათ და კა­ცო­ბის ამ­ბავ­ში შე­ნი მჯე­რაო. ალ­ბათ, ეგ­რე იყო სა­ჭი­როო და შენ ად­გილ­ზე არაა, იქ­ნე­ბა მე უარ­ე­სიც მექ­ნაო…
    ეგ­ეთს რო გა­გა­გო­ნებს და ზურგს კი რო არ შე­მო­გაქ­ცევს ჭი­რი­ა­ნი­ვი­თა, ეგა პა­ტა­რა ამ­ბა­ვია?
    გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა…
    აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
    და­ვიღ­რ­ჩე, ლა­მი­საა… ამ­ის…
    გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა…
    რო და­ვი­ჭერთ მე და ნო­და­რა ბა­დე­ებ­სა და წა­ვალთ მტკვარ­ზე… წა­ვიყ­ვანთ ბიჭ­სა.
    სა­ღა­მო­ზე, დავ­ხარ­შავთ მა­რილ­წყალ­ში ნა­ბა­დუ­რევ­სა. გა­მო­ა­ლა­გებს ჩე­მი ლა­ლი ჭი­ქა-სა­ი­ნებს… ცხელ-ცხელ პუ­რებს, მწვა­ნილს… ღვი­ნოს…
    მი­ვი­ჯენ ჩემ მო­ხუ­ცე­ბულ დე­და­სა გვერ­დით და…
    ნო­და­რა რო იმ­ღე­რებს!
    ნო­და­რა რო მღე­რის, კა­ცო, უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს. ჯე­რა, მგო­ნია რო მთე­ლი სა­დარ­დე­ლი შე­მო­მე­სია თქო… მე­რეა და, უც­ებ, მგო­ნია რო, პი­რი­ქით… რაც სა­დარ­დე­ლი იყო, თა­ვი და­მა­ნე­ბა-თქო. რო უს­მენ ნო­და­რას სიმ­ღე­რა­სა არაა, ვერ გა­მი­გია, ვდარ­დობ თუ პი­რი­ქით, აღ­ა­რა ვდარ­დობ… აბა უც­ნა­უ­რო­ბა არაა? აღდ­გო­მას აქ­ე­თია…
    აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
    – აღდ­გო­მას აქ­ე­თია, აღ­არ ამ­ო­სუ­ლა…
    აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
    მომ­კა­ლი ბა­რემ და და­მას­ვე­ნე შე ოხ­ე­რო! და­მეგ­ლი­ჯა გუ­ლი! ამ­დე­ნი ხვე­ლე­ბა აღ­არ გა­მი­გია, კა­ცო…
    ჩემ ბიჭს რო­გორ უყ­ვარს?! ნო­და­რა ძია და ნო­და­რა ძია…
    ნო­და­რა ძია და ნო­და­რა ძია…
    ღმერ­თო, მა­ღირ­სე აქ­ე­დან გას­ვ­ლა…
    ღმერ­თო გა­და­მახ­დე­ვი­ნე ამ­ო­დე­ნა სი­კე­თე და ძმო­ბა…
    ნუ მომ­კ­ლავ აქა…
    აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
    ვერ მო­მე­რე­ვი, შე­ნი! ვე­რა! იმ­დე­ნი რა­მე გა­და­მარ­ჩენს როო…
    ჯერ მარ­ტო, რო, გა­ვალ აქ­ე­და­ნა და რო ჩა­ვი­სუნ­თ­ქავ!..
    აქა, ჰა­ე­რიც პა­ტი­მა­რია. არ გერ­გე­ბა, ჯან­ში არ მი­დის…
    აი, რო გავ­წ­ვე­ბი მტკვრის პირ­ზე… რო ავ­ხე­დავ ლურჯ ცა­სა… ჩე­მი რო იქ­ნე­ბა… ჩე­მი რო იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი… მტკვა­რიც… ცა­ცა და…
    რო მო­ვი­ჯენ გვერ­დ­ზე ჩემ ბიჭ­სა.
    – მა­მი, ის რა­თაა ისე?
    – მა­მი, ეს რა­თაა ასე?..
    ეგ­რე იქ­ნე­ბა? ეგ­რე იქ­ნე­ბა, ნე­ტა? მო­მეჩ­ვე­ვა? ცი­ხის კარ­ზე რა მა­მაშ­ვი­ლო­ბის გე­მო ვნა­ხეთ ან მე და ან იმ­ა­ნა! ისე გა­ი­ზარ­და, გვერ­დ­ში არა ვყო­ლი­ვარ. მეცხ­რე წელ­შია. ცო­ტაა? მა­გის­თ­ვინ კი ცო­ტაა მა­რა, ჩემ­თ­ვინ?
    ნო­და­რა რო არა ჰყო­ლო­და!
    ნო­და­რას რო არა…
    აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
    ღმერ­თო! ხო არ გამ­წი­რავ? ხო არ მო­მი­ღებ ამ ოხ­რით ბო­ლო­სა? რო­გო­რაც მა­შინ მიშ­ვე­ლე, ი ოხ­ე­რი გო­დერ­ძა რო გა­და­არ­ჩი­ნე, ცოცხა­ლი და­ტო­ვე, – და კა­ცის­მ­კ­ვ­ლე­ლი რო არ გამ­ხა­დე, ახ­ლაც მიშ­ვე­ლე ღმერ­თო…
    ცხვარს და­გიკ­ლავ ჯვარ­ზე!
    ნუ მომ­კ­ლავ აქა!.. ტყუ­ი­ლად ხო არ და­ა­ლო­დი­ნე ამ­დენ ხანს ჩე­მი საწყა­ლი ოჯ­ა­ხო­ბა?
    თუ მომ­კ­ლავ და, შე­ნი ნე­ბაა, ღმერ­თო!
    ჩე­მი ჯვა­რიც ეგა ყო­ფი­ლა…
    მა­შინ, არაა, მა­შინ მინ­და ჩე­მო ნო­და­რა, შე­ნი ძმო­ბა და კა­ცო­ბა, ძმაო…
    ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და…
    ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და…
    მეტს და მეტს ოც­ნე­ბობ­და…
    მე­ტად და მე­ტად ეხ­ვე­წე­ბო­და ღმერთს…
    პა­ტი­მა­რი N108

    * * *
    – ბა­ბო, რით ვე­ღარ მი­ვე­დით…
    -რა ვი, ბა­ბო, კაკ­ლი­მუხ­ლუ­ხო­სა­ვით მი­ღო­ღავს ე ავ­ტო­ბუ­სი და რას მი­ვი­დო­დით… და­ი­ღა­ლე, ბა­ბოს მზეო?
    – არა… ისე ვთქვი.
    – ცო­ტა­ცა, ბა­ბო და მი­ვალთ.
    – ბა­ბო, და­ხე, რა­მო­დე­ნა აკ­ი­დო­ებ­სა ჰყი­დი­ან! რა­მო­დე­ნე­ბია, ქა­ლო!..
    – ეგა სუ თურ­ქუ­ლე­ბია, ბა­ბო… სათ­ვა­ლო­ე­ბი… გე­მო­ზე გა­ნა ჩვენ­სას სჯო­ბია…
    სი­ჩუ­მე…
    – ტა­რო­ე­ბი ხო არ დაგ­რ­ჩა?
    – არა, ბა­ბო. ქვა­ბით­ვე ჩავ­დე, ცხელ-ცხე­ლე­ბი…
    სი­ჩუ­მე…
    – ლო­ბი­ა­ნე­ბი ხო არ დაგ­რ­ჩა!
    – არა, ბა­ბო ჩავ­დე ყვე­ლა­ფე­რი, ჩე­მო მალ­ხა­ზო.
    სი­ჩუ­მე…
    – რათ მო­იწყი­ნე, ბა­ბოს ბი­ჭო?
    – ისე…
    – რათ ისე, ბა­ბო?..
    – შენ რა­ღათ ტი­რი.
    – არა ვტი­რი, მზემ და­მაჭყი­ტა თვა­ლებ­ზე და…
    – ტი­რი!
    – აჰა. აღ­ა­რა ვტი­რი, ჩე­მო სი­ცოცხ­ლე.
    – იტ­ი­რებ და, ცხვირ-პი­რი და­გი­წით­ლ­დე­ბა… შე­გატყობს მა­მა­ჩე­მი.
    – უი, არა ბა­ბო. აგე, აღ­ა­რა ვტი­რი… აბა შე­მომ­ხე­დე!
    სი­ჩუ­მე…
    – აგე, გა­მოჩ­ნ­და! აგე, აგე! აქ­ით ცი­ხე, იქ­ით – სა­ა­ვად­მ­ყო­ფო! ხე­დავ?
    – ხო, ბა­ბოს ბი­ჭო… ვხე­დავ, მაშ!
    სი­ჩუ­მე…
    – მე არ შე­მო­ვალ შიგ­ნი­თა…
    – უი, რა­თა ბი­ჭო?
    – რომ მკითხოს ნო­და­რა ძი­ა­ზე რა­მე…
    – გკითხავს, მაშ არ გკითხავს?! ხო და­გა­რი­გეთ ში­ნა, ჩე­მო მალ­ხა­ზო. ვაჟ­კა­ცო­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნო. ყო­ჩა­ღად უნ­და დად­გე. არ­ა­ფე­რი არ შე­გატყოს, ბა­ბოო…
    – შე­მატყობს.
    – არა, ბა­ბო! ვერ უნ­და შე­გატყოს, ავ­ა­თაა, ბა­ბო, ცო­დოა. იმ­ან რო ნო­და­რა ძი­ას სიკ­ვ­დი­ლი გა­ი­გოს, იმ­ან რო ეგ გა­ი­გოს… შვი­ლოო…
    – ნუ ტი­რი. თვა­ლე­ბი და­გი­წით­ლ­დე­ბა…
    სი­ჩუ­მე…
    – რო მკითხოს, ნო­და­რა ძი­ამ ჩემ­თან რა და­გა­ბა­რაო?..
    – ვაჟ­კა­ცო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნე, ბა­ბო… კა­ცი ხა­არ უკ­ვე. უთ­ხა­რი, – და­მა­ბა­რა, ცო­ტაც გა­უ­ძელ-თქო… ოჯ­ა­ხო­ბის დარ­დი არ გქონ­დეს-თქო.
    – ნუ ტი­რი!
    სი­ჩუ­მე…
    – ბა­ბო, შე­მო­ვალ შიგ­ნი­თა. ვერ შე­მატყობს.
    – ეგ­რე, გე­ნაც­ვა­ლე, ეგ­რე, აბა შენ იცი…
    სი­ჩუ­მე…
    – ბა­ბო…
    – ჰო, ბა­ბოს მზეო…
    – იცი, რო­გორ მიყ­ვარ­და ნო­და­რა ძია?..
    – ვი­ცი, შვი­ლო…
    – მა­მა­ჩე­მიც მიყ­ვარს…

    * * *
    პა­ტი­მა­რი N108 გი­სო­სებს იქ­ით მტვრი­ან შა­რას გას­ც­ქე­რო­და და შორს… შორს უკ­ვე ხე­დავ­და კი­დეც ყვი­თელ ავ­ტო­ბუსს.
    ელ­ო­და და ახ­ვე­ლებ­და.
    ახ­ვე­ლებ­და და ელ­ო­და.
    აგ­ვის­ტოს ცხე­ლი, მტვრი­ა­ნი ქა­რი ხრი­ოკ მთებ­ში და­თა­რე­შობ­და…
    თით­ქოს ღო­ნი­ე­რი, ნამ­დ­ვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბო­და.

    2001 წ.

  • პორტრეტი

    მო­გო­ნე­ბე­ბი რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვილ­ზე

    მე­რი ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი

    * * *

    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი “დი­ლის” რე­დაქ­ტო­რია. მე მას კარ­დე­ნა­ხე­ლი პო­ე­ტი ქა­ლის, მე­რი ბი­წა­ძის ლექ­სე­ბი მი­ვუ­ტა­ნე. მითხ­რა, შე­ნი სა­ბავ­შ­ვო ლექ­სე­ბიც მო­ი­ტა­ნე, და­გი­ბეჭ­და­ვო. მე ვე­უბ­ნე­ბი, სა­ბავ­შ­ვო ლექ­სებს არ ვწერ-მეთ­ქი. რას ამ­ბობ კა­ცო, რო­გორ თუ არ წერ, გა­ზაფხულ­ზე ლექ­სი არ და­გი­წე­რიაო? მე მივ­ხ­ვ­დი, მის­თ­ვის რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო მწერ­ლის­გან ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლით სამ­ყა­როს აღქ­მის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ღაც აკლ­და ყვე­ლას, ვი­საც არ შე­ეძ­ლო ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლით შე­ე­ხე­და ბუ­ნე­ბის­თ­ვის, ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, მცე­ნა­რე­თა და ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს­თ­ვის. ის ბუ­ნე­ბის დი­დი შვი­ლი იყო და ეს რა გა­საკ­ვი­რია, მი­სი “კა­ცე­ბის”, “ბი­ბოს”, შიო პა­პა­სა და უშ­ი­შა პა­პას შემ­დეგ.
    ად­ა­მი­ა­ნის სმე­ნა­საც, მხედ­ვე­ლო­ბა­საც აქვს თა­ვი­სი საზ­ღ­ვ­რე­ბი, რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვილს კი მემ­გო­ნი ეს არ ეხ­ე­ბო­და, ის ყო­ველ­გ­ვა­რი ინს­ტ­რუ­მენ­ტა­რი­ე­ბის გა­რე­შე ახ­ერ­ხებ­და ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და სამ­ყა­როს ყო­ველ­გ­ვარ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში წვდო­მას. იგი რა­ღაც ზეგ­რ­ძ­ნო­ბა­დი გამ­ტა­რი იყო სამ­ყა­რო­სი და შე­ეძ­ლო გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო ყვე­ლა ას­ა­კის ად­ა­მი­ა­ნად და ყვე­ლა­ნა­ირ სუ­ლი­ერ და უს­უ­ლო არ­სე­ბად.

    * * *

    ზოგ­ჯერ, ამა თუ იმ მწერ­ლის წა­კითხ­ვი­სას, ვფიქ­რობ, რა ტყუ­ი­ლი გარ­ჯაა მწერ­ლო­ბა, რა გა­მოს­წორ­და გე­ნი­ო­სე­ბის არ­სე­ბო­ბით. ძალ­მომ­რე­ო­ბა, ომი, ჩაგ­ვ­რა და ყო­ველ­გ­ვა­რი ად­ა­მი­ა­ნუ­რი მან­კი­ე­რე­ბა ის­ევ არ­სე­ბობს-მეთ­ქი.
    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილ­თან ეს არ­ა­სო­დეს მომ­ს­ვ­ლია თავ­ში. რა­ტომ? გა­ნა ის კი გა­მო­ას­წო­რებს და აღგ­ვის პი­რი­სა­გან მი­წი­სა ყო­ველ­გ­ვარ მან­კი­ე­რე­ბას? რო­გორც ვერ იტყ­ვი, რა სა­ჭი­როა წელს მარ­ტი ან აპ­რი­ლი რომ მო­ვი­დაო, ასე არ გეთ­ქ­მე­ბა – რა სა­ჭი­როა მი­სი ესა თუ ის მოთხ­რო­ბაო. ეს მოთხ­რო­ბე­ბი ბუ­ნე­ბის ქმნი­ლე­ბებს გავს და შენ­თან ერ­თად, შენს გვერ­დით მი­ე­დი­ნე­ბა ბუ­ნე­ბის შე­უ­ჩე­რე­ბელ ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა­ში.

    * * *

    დი­დი ხელ­მოკ­ლე­ო­ბის ჟამს, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, რო­დე­საც ავ­ად მყავ­და და, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის კა­რებ­თან ჩემს ფიქ­რებ­სა და მწუ­ხა­რე­ბას მი­ცე­მუ­ლი გა­მო­მაფხიზ­ლა ძა­ლი­ან ყუ­რად­ღე­ბი­ან­მა შე­მო­ხედ­ვამ, არა ის­ეთ­მა, შე­უ­რაცხ­ყო­ფად რომ მი­ვი­ღებ­დი, ეს იყო შე­მო­ხედ­ვა ად­ა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც იც­ის ტკი­ვი­ლის ფა­სი და აკრ­თობს სხვი­სი მწუ­ხა­რე­ბა.
    ეს ად­ა­მი­ა­ნი რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი იყო.

    * * *

    1992 წლის 1 იან­ვარს სიღ­ნა­ღის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­რი­გე­ო­ბის დროს გა­ვი­გე რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ეს იყო მძი­მე, ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბლო­კა­დის პე­რი­ო­დი, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, შიმ­ში­ლი, გა­თი­შუ­ლი ქვე­ყა­ნა, უტ­რან­ს­პორ­ტო­ბა. ამ სა­ყო­ველ­თაო უბ­ე­დუ­რე­ბის ჟამს, კი­დევ ერ­თი შა­ვი დღე ჩა­მოდ­გა. რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლის სიკ­ვ­დი­ლი იქ­ნებ იმ­ი­ტომ და­ამ­თხ­ვია გან­გე­ბამ იმ დიდ სა­ერ­თო გლო­ვას, რომ შე­და­რე­ბით ჩუ­მად გა­დაგ­ვე­ტა­ნა ზა­რი, მის სიკ­ვ­დილს სხვა დროს რომ მოყ­ვე­ბო­და, რა­თა ჩუ­მად, ცალ-ცალ­კე, სახ­ლებ­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე გა­მო­კე­ტი­ლებს გვეგ­ლო­ვა და ისე, მის პი­როვ­ნე­ბას რომ შე­ე­ფე­რე­ბო­და.
    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი მთელ სამ­ყა­როს მო­უკ­ვ­და. არა მგო­ნია მი­სი სიკ­ვ­დი­ლი არ ეგრ­ძ­ნოთ მცე­ნა­რე­ებს, ფრინ­ვე­ლებს, ჯერ კი­დევ გონ­ში ჩა­უგ­დებ ბავ­შ­ვებს. იგი თით­ქოს სულ არ­სე­ბობ­და და სულ უნ­და ეარ­სე­ბა მთელ ცოცხალ სამ­ყა­როს­თან ერ­თად. მას­ში იყო რა­ღაც ის­ე­თი, ბუ­ნე­ბი­სა­გან კე­თი­ლად ბო­ძე­ბუ­ლი, რაც ამს­გავ­სებ­და ტყე­ებს, ვე­ლებს, მინ­დ­ვ­რებს, მზე­სა და მთვა­რეს: მას­ზე ად­რე­ვე უნ­და დაგ­ვეწყო წე­რა; მაგ­რამ იგი ჩემ­თ­ვის უკ­ი­დე­გა­ნო რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი იყო და და­კონ­კ­რე­ტე­ბა არ­ას­დ­როს მომ­ნ­დო­მე­ბია. თუმ­ცა ის თა­ვი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბი­თაც მთელ სამ­ყა­როს მო­ი­ცავ­და.

    * * *

    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი მე სკო­ლი­დან ვი­ცო­დი, რო­ცა ის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო. იმდ­რო­ინ­დე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მას­ზე ბევრს ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. ჩვენს სო­ფელ­ში მოჰ­ქონ­დათ მი­სი ამ­ბა­ვი. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ერ­თი პე­რი­ო­დი სამ­გორ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და ნი­კო კეცხო­ველს, ძა­ლი­ან აფ­ა­სებ­დ­ნენ ამ­ხა­ნა­გე­ბი. წერ­და ძა­ლი­ან კარ­გად. აკი არ­ჩილ სუ­ლა­კა­ურ­მაც თქვა, რომ უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის პე­რი­ოდ­ში რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლის მეტ­მა წე­რა არ­ა­ვინ ვი­ცო­დი­თო. და აი უკ­ვე, რო­ცა თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ­დი, მახ­სოვს მის წიგ­ნებს – “მე­გობ­რი­სად­მი მი­ნა­წე­რი წე­რი­ლე­ბი­დან” და შემ­დეგ “წვე­თე­ბი ფოთ­ლებ­ზე”, რო­გორ იტ­ა­ცებ­და ხალ­ხი.
    რ. ინ­ა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შია შე­ტა­ნი­ლი. “იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა?”, “თი­ნას ლე­კუ­რის”, “მაგ­და­ნას ლურ­ჯას”, “ღვი­ნია გა­და­ი­ჩე­ხას”, “ყა­ყი­ტას ქურ­დის”, “შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბის”, “მთის წყა­როს”, “ქუ­ჩის”, “ხმე­ლი წი­ფე­ლის” გვერ­დით უს­ა­თუ­ოდ უნ­და ის­წავ­ლონ ქარ­თ­ველ­მა ბავ­შ­ვებ­მა “კა­ცე­ბი”, “ბი­ბო”, შიო პა­პა­სა და უშ­ი­შა პა­პას ამ­ბე­ბი, “ლა­მა­ზი ცრემ­ლე­ბი”, “ხე­ლის­გუ­ლე­ბით ნა­ლე­სი ქო­ხი” და სხვა.
    ეს მოთხ­რო­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბე­ბის ნე­ბის­მი­ერ ან­თო­ლო­გი­ას და­ამ­შ­ვე­ნებ­და. რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილს სურს, რომ სტრი­ქო­ნე­ბი, რო­მე­ლიც ყრუ, გამ­წ­მენდ ტკი­ვი­ლე­ბად შე­დის მას­ში, ელ­ექ­ტ­რო­დე­ნი­ვით გა­დას­ცეს სხვა­საც, რა­თა ამ­ით ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მო­ვი­ხა­დოთ სას­ჯე­ლი, დი­დი ად­ა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბუ­ლი სუ­ლე­ბის წი­ნა­შე.

    * * *

    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილს პირ­ვე­ლად 1955 წლის აგ­ვის­ტო­ში შევ­ხ­ვ­დი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა “ნა­კა­დუ­ლის” ერთ-ერთ ოთ­ახ­ში იჯ­და, კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი სიღ­ნა­ღის დი­დი ფო­ტოს წინ. რო­ცა იქ მყოფ­მა ლიტ­მუ­შა­კებ­მა მკითხეს, აბა შენ სად ცხოვ­რო­ბო, მე ფო­ტო­ზე მი­ვუ­თი­თე, აი, აქა-მეთ­ქი. რე­ზომ მკითხა: შენ მე­რი ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი ხა­რო? (მა­შინ ახ­ა­ლი და­ბეჭ­დი­ლი ვი­ყა­ვი “ცის­კარ­ში”).
    1973 წელს სიღ­ნაღ­ში დავ­პა­ტი­ჟეთ. მოხ­სე­ნე­ბის და­წე­რი­სას სულ მა­წუ­ხებ­და ფიქ­რი, რა უნ­და მეთ­ქ­ვა რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილ­ზე ის­ე­თი, რა­საც ის ამ­ბობს თა­ვი­სი მოთხ­რო­ბე­ბით. მაგ­რამ ეტ­ყო­ბა რა­ღა­ცა მა­ინც უნ­და ვთქვათ.
    ერ­თი წლის მე­რე რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი 6-7 დღე ცხოვ­რობ­და სიღ­ნა­ღის სას­ტუმ­რო­ში. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სახ­ლ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ და ჩემს 5-6 მე­გო­ბარ­თან ერ­თად შევ­ხ­ვ­დით მას. იგი გა­ტა­ცე­ბით ლა­პა­რა­კობ­და პა­ტა­რა რუ­სუ­დან ფეტ­ვი­აშ­ვილ­ზე, მხატ­ვ­რო­ბა­ზე სა­ერ­თოდ; თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილ­ზე, სალ­ვა­დორ და­ლი­ზე, მოყ­ვა სოლ­ჟე­ნი­ცინ­ზე. ძა­ლი­ან მო­წონ­და ა. ახ­მა­ტო­ვას მი­ერ წა­კითხუ­ლი “კლე­ო­პატ­რა”. რო­ცა მწერ­ლებს ად­ა­რებ­დ­ნენ ერ­თი­მე­ო­რეს, რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვილ­მა ბრძა­ნა, გან­გე­ბამ ყვე­ლა ად­ა­მი­ანს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რიტ­მი უბ­ო­ძა და მა­თი ერთ­მა­ნეთ­თან პირ­და­პი­რი შე­და­რე­ბა არ გა­მოდ­გე­ბაო. რამ­დე­ნი მწე­რა­ლი­ცაა, იმ­დე­ნი­ვე შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ძა­ლი­ან დი­დი მწე­რა­ლი, მთა­ვა­რი ნი­ჭი­ე­რე­ბააო.

    © “არილი”