Uncategorized

გარი-დიურასი – 100

kda gari duras

ეს გარითმული სათაური XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ორი გამორჩეული მწერლის ერთდროულ იუბილეს აღნიშნავს. 4 აპრილს მარგერიტ დიურასის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა, 21 მაისს კი რომენ გარის 100 წლისთავია და ჩვენი აპრილის “არილიც” სწორედ ამ ორი თანატოლის შემოქმედებას გვინდა მივუძღვნათ. მწერლებს, ვინაც თავისი უცხოობით, გაუწონასწორებელი სტილით, მისტიფიკაციებით, ეროტიზმითა და სევდით, სიცოცხლისათვის ბრძოლითა თუ სიკვდილისაკენ ლტოლვის თხრობით დათრგუნვით, წარუშლელი კვალი დაატყვეს ფრანგულ სალიტერატურო ენას და მეტყველებას, კინოს, ყოფას, ფანტაზიას, ყველაფერს, რაც ასეა გაფანტული თანამედროვე სამყაროში, და რის მოგროვებასაც ნელ-ნელა ისევ ვცდილობთ XXI საუკუნის მკითხველები.

P.S. თემატურ ნომერზე მუშაობაში გაწეული დახმარებისთვის და მონაწილეობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო – საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს და მის ხელმძღვანელს, ბატონ ჟილ კარასოს, თამარ ხოსრუაშვილს, ნანა ლალიაშვილს, მერაბ ფიფიას, გურანდა დათაშვილს, მარინა ბალავაძეს, ცისანა ბიბილეიშვილს, დალი იაშვილს, მანანა ბოსტოღანაშვილს.

მალხაზ ხარბედია

Facebook Comments Box