Uncategorized

დევიდ ბოუი – პრუსტის კითხვარი

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

კითხვა.

რა არის თქვენი ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი?

გაცხარებულ საუბრებში ჩაბმა.

რა მიგაჩნიათ თქვენს უდიდეს მიღწევად?

დილის აღმოჩენა.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

კილომეტრების მილებში გადაყვანა.

რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს ყველაზე მეტად?

სანტა კლაუსთან.

რომელ ცოცხალ ადამიანს აღმერთებთ?

ელვისს.

ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

მომხმარებელი.

საკუთარ თავში რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ნიუ-იორკში ყოფნისას – შემწყნარებლობა. ნიუ-იორკის გარეთ – შეუწყნარებლობა.

სხვა ადამიანებში რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ნიჭი.

თქვენი საყვარელი მოგზაურობა რომელია?

ხელოვანის აღმოჩენების გზა.

რომელ ღირსებებს ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას?

თანაგრძნობასა და ორიგინალურობას.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

რომ არასოდეს ჩამიცვამს ფართოტოტებიანი შარვალი.[1]

ახლა როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა?

ორსული.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ოჯახში, რას შეცვლიდით?

ჩემს შიშს მათ მიმართ (ცოლისა და ვაჟის გარდა).

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

ლიტლ რიჩარდის ფოტო, რომელიც 1958 წელს შევიძინე და წებოვანი ლენტი აქვს გადაკრული და გამომშრალი და დაპრესილი ქრიზანთემა, რომელიც კიოტოდან ჩამოვიტანე, სადაც თაფლობის თვე მქონდა.

რა მიგაჩნიათ უბედურების უკიდურეს ფსკერად?

შიშში ცხოვრება.

სად იცხოვრებდით?

ჩრდილო-აღმოსავლეთ ბალიში ან სამხრეთ იავაში.

თქვენი საყვარელი საქმიანობა?

ტილოზე უაზროდ ხატვა.

რომელი თვისება მოგწონთ კაცებში ყველაზე მეტად?

წიგნებს უკან რომ აბრუნებენ.

ქალებში რომელი თვისება მოგწონთ?

განზრახ დაბოყინების უნარი.

რა არის თქვენი დევიზი?

„რა“ არის ჩემი დევიზი.


[1] bell-bottoms  (მთარგმნ. შენიშვნა)

© არილი

Facebook Comments Box