• რეცენზია (თარგმანი)

    დევიდ დემპსი – ნორმან მეილერის "შიშვლები და მკვდრები"


    დევიდ დემპსი
    პასუხი მათ, ვინც ომის მომხრეა
    ნორმან მეილერის “შიშვლები და მკვდრები”

    ვფიქრობ, ნორმან მეილერი არ უნდა დავძრახოთ იმისათვის, პირდაპირი იერიშით რომ შეეცადა იმის აღებას, რაც მასზე უკეთესად მიჩნეულმა მწერლებმა ბრძოლის სხვა ხერხებით ვერ მოიპოვეს. მისი რომანი “შიშვლები და მკვდრები” უსასრულო, სულისშემძვრელ კივილად აღიქმება, თანამედროვე ომის მთელ სისასტიკეს და დაუნდობლობას რომ ამხელს. ეს არის მართლაც ამბიციური ნაწარმოები, მაგრამ გაბედული და უკომპრომისო. მე მას თამამად მოვიხსენიებ იმ საუკეთესო წიგნების გვერდით, რაც კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაწერილა. მიუხედავად ცალკეული მოსაწყენი პასაჟებისა, სადაც ხშირად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ, მიუხედავად დაჟინებული მრავალსიტყვაობისა და ანალიტიკური მომენტების სიჭარბისა, ეს არის ცინცხალი ნიჭით დაჯილდოებული სულ ახალგაზრდა, ოცდახუთი წლის კაცის ძლიერი და შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომლის აქა-იქ მიმოფანტული “ჩავარდნები” მხოლოდ იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ავტორს მოუხელთებელის შეწვდომა უფრო განუზრახავს, ვიდრე მისი ხელთ გდება და მუჭში გამომწყვდევა.
    “შიშვლები და მკვდრები” უსაშველოდ დიდი რომანია, იმედგაცრუების მძლავრი ტალღით ნაპირზე გამორიყული! იგი ოცნების უფლებასაც კი არ გვიტოვებს და ისეთ უმოწყალო კანონადად ჩაგვესმის ყურში, რომლის დროსაც თითოეული ობიექტი თუ სამიზნე სულ ცოტა სამჯერ მაინც იწვნევს დარტყმას. გარდა ამისა, ეს არის მთავარი გმირის, გალაჰერის სექსუალურ განცდათა და ქმედებათა გუდმოდგინე რესტავრაცია. რომანის სტილი, არც მეტი არც ნაკლები, სალდაფონურია, გნებავთ ქუჩური, რაც, ალბათ, ბევრი მკითხველის სმენას შეურაცხყოფს, თუმც გაზვიადებული აქ თითქმის არაფერია: მეილერის მეომრები ხომ ადამიანებია, დათრგუნული, აგონიით განაწამები არსებები. ეს რომანი ომზე მოგვითხრობს და სისხლს გვაყურებინებს, ამიტომაც ის აისივით მეწამულია. ეს არის გაბედულ იერიშთა მთელი სერია, რომელთა დროსაც ობიექტი რატომღაც აუღებელი რჩება. ისე კი, ცოტა ჭირს იმის გარკვევა, ამ ობიექტში რა იგულისხმება.
    მისტერ მეილერს აშკარად არ მოსწონს ომი, არც მასში მონაწილე მებრძოლებითაა აღტაცებული (ამისთვის, ცხადია, ორიგინალობას ვერ დავაბრალებთ). იგი ყველანაირად ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ომის მთელი საშინელება მის მონაწილეთა ბუნებიდან მომდინარეობს, მათი ბუნება კი, თავის მხრივ, ომსა და სამხედრო ატმოსფეროს დაუმახინჯებია. არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე! მეორე მსოფლიო ომამდელი ახალგაზრდობა ისე იყო დეპრესიით მოდუნებული, რომ საყოველთაო დემოკრატიის ფხიზელ გუშაგად ვერა და ვერ გამოდგებოდა!
    რომანის ორი პერსონაჟი ებრაელია, ერთიც – ეთნიკური მექსიკელი; ამერიკელი ხალხის ოცნება მათ ჯერ ბოლომდე ვერ “გაუმშობლიურებიათ”. მაგრამ რას ვერჩით, როცა თავად ამერიკელებს ბევრი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი და საკამათო. აზრთა ასეთი სხვადასხვაობა მშვიდობის დროს, ასე თუ ისე, ასატანია, ომში კი, შეუდარებლად გამწვავებული: სამხედრო ატმოსფერო ხომ არნახული აგრესიით მუხტავს ადამიანებს, სწორედ ეს არის რომანის კვინტესენცია და მთავარ გმირსაც, გალაჰერს, მისი ცხოვრების არცთუ სახარბიელო პერიოდში მოვიხელთებთ წიგნის ფურცლებზე.
    მეილერი ამ წარმოსახვით ომს მებრძოლთა ჯგუფის, ერთი გენერლის და კიდევ ერთი მაიორის თვალით გვაყურებინებს. ესენი უკვე ადამიანები აღარ არიან; რაღაც ერთიან, საშინელებით ათრთოლებულ, გაშიშვლებულ ნერვად უფრო აღიქმებიან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს “საბრძოლო ერთეულები” სულიერი არსებანი, ცალკეული ინდივიდები იყვნენ ოდესღაც. რომანში ღრმად არის შესწავლილი მათი ხასიათები და იგი ბრწყინვალე რეტროსპექტული ჩანახატებით წარმოგვიდგება. სწორედ ეს მოქნილი ჩანახატები ადასტურებენ, რომ მეილერი ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი შემოქმედია. აი, ძირითადი სიუჟეტი კი ინერტულობით გამოირჩევა… დუნე, უსიცოცხლო თხრობის მსხვერპლს ემსგავსება. ბრძოლის ყველა დეტალის მხატვრულად “გადათარგმნა” არაფერს მატებს ტექსტს, მხოლოდ ამძიმებს. ამასთან ერთად, პერსონაჟთა წარსული და აწმყო ერთმანეთს მეტისმეტად სუსტად უკავშირდება, და მეტსაც გეტყვით: გენერალი, რომლის ხასიათის გამოძერწვაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ რომანში, ჩვეულებრივი ფაშისტის ინტელექტუალური ვერსიაა, სხვათა შორის, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული.
    მაგრამ ეს თვალშისაცემი ხარვეზები ბევრს მაინც ვერაფერს აკლებს ნაწარმოებს. აქ ხომ უამრავ ოსტატურად ნაქსოვ სიუჟეტს გადააწყდებით: თვეზე მეტია, რაც გალაჰერს შეატყობინეს, რომ მისი ცოლი გარდაიცვალა, ის კი კვლავ იღებს ქალის ბარათებს, დაწერილს იქამდე, ვიდრე ის მშობიარობას გადაჰყვებოდა; უილსონის დაღუპვის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, რაც კი ოდესმე ომის თემაზე დაწერილ წიგნებში ამომიკითხავს; ვერაფერი დამავიწყებს სერჟანტ კროფტის სადისტურ სახეს, რომელსაც სურს საკუთარი ჯარისკაცები ფრიალო კლდეებზე აძრომიალოს. რატომ, ამაზე ნუ დაფიქრდებით… უნდა და მორჩა! ყოველივე ეს “ომის გულიდან” ამოზრდილი ტრაგედიაა, ტრიუმფი სენტიმენტალობას მოკლებული რეალიზმისა. “შიშვლები და მკვდრები” უბრწყინვალეს წიგნად არ მიმაჩნია, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დანიჭიერი ამერიკელი მწერლის დაბადების საბუთად ხომ გამოდგება!

    The New York Times Book Review
    1948, 9 მაისი

    ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია (თარგმანი)

    პი­ერ პა­ო­ლო პა­ზო­ლი­ნი

    “ამ­არ­კორ­დი”, გუ­­რა­სა და ფე­ლი­ნის მოთხ­რო­ბა

    თარგმნა მეგი ლორიამ

    ტო­ნი­ნო გუ­­რამ მი­სი და ფე­ლი­ნის ბავ­­ვო­ბი­სა და ყმაწ­ვი­ლო­ბის­­რო­ინ­დელ სა­ერ­თო მო­გო­ნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია გად­მო­­ტა­ნა ფურ­ცელ­ზე. გუ­­რამ თა­ვის თავ­ზე რე­დაქ­ტო­რის მო­ვა­ლე­­ბა იკ­ის­რა და გა­დაწყ­ვი­ტა, რომ უფ­რო სა­მარ­­ლი­­ნი იქ­ნე­ბო­და, თუ­კი არ გა­და­უხ­ვევ­და მა­ტი­­ნეს ტრა­დი­ცი­ას და არ მი­იჩ­ნევ­და, რომ მე­მუ­­რის წამ­კითხ­ვე­ლი აუც­­ლებ­ლად ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბით ტკბო­ბას მო­­სურ­ვებ­და; პი­რი­ქით, მან მკითხ­ვე­ლი უბ­რა­ლო და ლა­მის გა­­ნათ­ლე­ბელ ად­­მი­­ნად ჩათ­ვა­ლა, ჩვე­­ლებ­რივ კი­ნო­მა­ყუ­რებ­ლად. სწო­რედ აქ­­დან გაჩ­­და ეს სა­ხა­ლი­სო მოთხ­რო­ბა, მე­მუ­­რე­ბის­­ვის ტი­პი­­რი ნა­წარ­მო­­ბი, რო­მე­ლიც არც “მე”-ა და არც “იგი”, არ­­მედ უფ­რო “ჩვენ”; ეს სრუ­ლი­ად უც­ხო რა­მაა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ის­­ვის. სა­­ბა­რია – თუ­კი სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა ამ სა­კითხის და­ყე­ნე­ბა – მრავ­ლო­ბით რიცხ­­ზე, ერთ­­ვარ “ჩვენ”-ზე, რი­სი მეშ­ვე­­ბი­თაც ავ­ტო­რე­ბი (ტო­ნი­ნო გუ­­რა და ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნი) თა­ვი­ან­თი ჯა­დოქ­რო­ბის დე­მონ­­­რი­რე­ბას ახ­დე­ნენ და ხიბ­ლა­ვენ მკითხ­ველს; და აი, ჩვენ მოწ­მე­ნი ვხდე­ბით იმ­­სა, თუ რო­გორ იბ­­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა ჩვენს თვალ­წინ ის­ტო­რია; რო­გორც ჩანს, იგი ჩვე­ნი ყუ­რად­ღე­ბი­დან და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი­დან იბ­­დე­ბა, შე­საძ­ლოა ჩვე­ნი მეხ­სი­­რე­ბი­და­ნაც. იქმ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბავ­­ვო­ბა და სიყ­მაწ­ვი­ლე ყვე­ლამ გუ­­რა­სა და ფე­ლი­ნის “ქა­ლაქ­ში” გა­ვა­ტა­რეთ.

    გუ­­რა და ფე­ლი­ნი გა­ნა­­­რა­ღე­ბენ მკითხ­ველს და აიძ­­ლე­ბენ, პი­რი­ქით, აუც­­ლე­ბე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი და სა­ყო­ველ­თაო-უნ­­ვერ­სა­ლუ­რი ხედ­ვით აღ­­ჭურ­ვოს და ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი ვერ­სია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი (ყვე­ლა მკითხ­ვე­ლი ხომ უბ­­წოა და გა­მო­უც­დე­ლი) მყის­ვე ყლა­პავს სატყუ­­რას და თა­ვი ისე მო­აქვს, თით­ქოს იც­ნობს ამ შე­სა­ნიშ­ნავ ად­­მი­­ნებს და მათ­ზე იმ­­ვე აზ­რი­საა, რა­საც თა­ვად ეს გმი­რე­ბი ფიქ­რო­ბენ თა­ვის შე­სა­ხებ.

    რა იმ­­ლე­ბა “ამ­არ­კორ­დის” ან­ეკ­დო­ტებ­სა თუ სოფ­ლურ-პრო­ვინ­ცი­ულ კა­რი­კა­ტუ­რებ­ში? აქ არაა ის­ტო­რი­­ბი, აქ სი­ცა­რი­­ლეა. გა­მო­ცა­ნა – რომ­ლის წი­ნა­შეც უკ­ან იხ­­ვენ ის­ტო­რი­­ლი, მო­რა­ლუ­რი და სო­ცი­­ლუ­რი გან­­ჯე­ბი – რე­ლი­გი­­რო­ბის უხ­­ში, წარ­მარ­თუ­ლი ჰი­პოს­ტა­სია. ტრა­გი­კულ­ში, რო­მე­ლიც თით­­მის ყო­ველ­­ვის რე­ლი­გი­ურ ფე­ნო­მენს წარ­მო­ად­გენს, ძალ­ზე ბევ­რია “სოფ­ლუ­რი” და “გა­უთ­ლე­ლი” სუბ­­ტან­ცია. მი­სი “გრძნო­ბა­თა აღზ­­და” ამ მკითხ­ველ­ში გრძნო­ბე­ბის­ვე შიშს აღძ­რავს, შიშს მა­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის წი­ნა­შე. მაშ ასე, თუ­კი ამ ად­­მი­­ნის მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბა არაა დამ­ყა­რე­ბუ­ლი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე ყო­ფი­­რე­ბის სა­­დუმ­ლო­ზე, მა­შინ ფე­ლი­ნიმ, სო­ცი­­ლუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო, უნ­და და­მა­ლოს თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი, ანუ მის­ტი­ფი­კა­ცი­ებს უნ­და მიჰ­ყოს ხე­ლი. ამგ­ვა­რად, ამ გრძნო­ბას გა­მომ­­ღავ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ლაგ­მა­ვენ. მა­ინც რი­თი? სი­ცი­ლით. სწო­რედ რომ სი­ცი­ლით და არა იუმ­­რით. ფე­ლი­ნი კო­მი­კუ­რის­კენ ილტ­ვის (და გუ­­რა იძ­­ლე­ბუ­ლია და­ეხ­მა­როს მას), მაგ­რამ აქ კონ­ვულ­სი­­რი ხარ­ხა­რი უნ­და ვი­გუ­ლის­­მოთ. ესაა ნერ­ვუ­ლი, მე­ძა­ვი ქა­ლე­ბი­სა და მა­ზო­ხის­ტე­ბის სი­ცი­ლი; ყოვ­ლის გან­­ძარ­­ვე­ლი, და­მან­­რე­ვე­ლი ხარ­ხა­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან შლის გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას, მაგ­რამ შემ­დეგ კი ის­ევ აღ­ად­გენს მას. ესაა პა­თე­ტი­კუ­რი თავ­დაც­ვის, ყი­ნუ­ლო­ვა­ნი სი­ცი­ლი.

    ამგ­ვა­რად, სი­ცი­ლის არ­­ნორ­მა­ლუ­რი შე­ტე­ვე­ბით შე­ზა­ვე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც სი­ცა­რი­­ლის მიღ­მა იმ­­ლე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად კო­რექ­ტუ­ლად გა­მო­­ყუ­რე­ბა და თა­ვის მხრივ, თა­ვად ამ სი­ცი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ნა­ძა­ლა­დე­ვო­ბას აქ­არ­წყ­ლებს; ეს მე­­რე კო­რექ­ცია იუმ­­რის ჩა­რე­ვით მი­იღ­წე­ვა. ბალ­თა შეკ­რუ­ლია: ან­ეკ­დოტ­სა და კა­რი­კა­ტუ­რას (სხვა­თა შო­რის, ყალბს) სი­ხა­რუ­ლით შევ­­ქე­რით (ას­­ვე ყალ­ბი სი­ხა­რუ­ლით), ის­­ვე, რო­გორც ეს ტრა­დი­ცი­­სა და კე­თილ­გო­ნი­­რე­ბას შე­­ფე­რე­ბა: სწო­რედ ეს გრძნო­ბა უნ­დო­დათ გა­მო­ეწ­ვი­ათ ავ­ტო­რებს.

    სა­ბო­ლო­ოდ ფე­ლი­ნი პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი რჩე­ბა: თა­ვი­სი ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბით (გა­ზაფხუ­ლი­დან გა­ზაფხუ­ლამ­დე), წვრი­ლი ბურ­ჟუ­­ზი­­დან გა­მო­სუ­ლი წვრილ-წვრი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, თა­ვი­სი ცე­რო­დე­ნა ად­­მი­­ნე­ბით. პი­რა­დად მე (პრო­დი­­სე­რი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი) ამ მოთხ­რო­ბის მი­ხედ­ვით სა­ერ­თოდ არ გა­და­ვა­ღე­ბი­ნებ­დი ფილმს. მე შე­მე­შინ­დე­ბო­და გა­მე­ცოცხ­ლე­ბი­ნა, აჩრ­დილ­თა სამ­ყა­რო­დან გა­მო­მეხ­მო ნე­­რე­­ლის­ტუ­რი ან­აქ­რო­ნიზ­მი, რო­მელ­შიც მუ­დამ ძა­ვა­ტი­ნის დე­ვი­ზის მი­ხედ­ვით უნ­და გვეცხოვ­რა: ეს იქ­ნე­ბო­და “ღა­ტა­კი შე­რე­კი­ლე­ბი” თა­ნა­მედ­რო­ვე იპ­ოს­ტას­ში, სა­ხე­ლად “შეშ­ლი­ლი წვრი­ლი ბურ­ჟუ­­ზია”.

    მაგ­რამ, რო­ცა იცი, რომ ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ფე­ლი­ნი იქ­ნე­ბა, აუც­­ლებ­ლად წარ­მო­იდ­გენ ნა­წარ­მო­ებს, რო­მე­ლიც ამ მოთხ­რო­ბი­დან თუ რო­მა­ნი­დან გა­მო­ვა. ფე­ლი­ნი უკ­­დუ­რეს ექს­­რე­მიზ­­საც კი არ მო­­რი­დე­ბა, თა­ვის პა­ტა­რა ად­­მი­­ნებს ვულ­გა­რულ მხე­ცე­ბად გა­და­აქ­ცევს, სას­ტიკ და გუ­ლი­სამ­რევ, ინ­ტე­ლექ­ტის­გან დაც­ლილ, და­უნ­დო­ბელ არ­სე­ბე­ბად.

    ად­­მი­­ნო­ბის – რო­მე­ლიც სრუ­ლად ატ­რო­ფი­რე­ბუ­ლია – ტო­ტა­ლურ დე­ფი­ციტს უხ­­შად შე­თითხ­ნი­ლი მოთხ­რო­ბა ტრა­გი­კუ­ლი საწყი­სე­ბის­კენ მიჰ­ყავს. ტრა­გი­კუ­ლის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა კი მარ­თა­ლია ირ­­ბად, მაგ­რამ მა­ინც მოგ­­ცემს სა­შუ­­ლე­ბას, ჩვე­ნი ჩახ­შო­ბი­ლი გრძნო­ბე­ბი ყო­ფი­­რე­ბის კონ­­რე­ტი­კას მი­ვაპყ­როთ.

    ის­ღა გვრჩე­ბა ვი­კითხოთ: რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ძა­ლუძს პა­ტა­რა პას­ტო­რა­ლუ­რი სამ­ყა­რო ფა­შის­ტურ ყო­ფი­­რე­ბად გა­და­აქ­ცი­ოს? ამ­­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არაა ძნე­ლი: ფე­ლი­ნიმ იც­ის ფორ­მუ­ლა: რე­­ლო­ბა უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და აღ­­წე­რე­ლი; ვი­პო­ვოთ მას­ში ნა­წი­ლი, ელ­­მენ­ტი, ფორ­მა, ას­პექ­ტი; ისე ვქნათ, რომ რე­­ლო­ბის ეს “წარ­მო­მად­გე­ნე­ლი” მაქ­სი­მა­ლუ­რად და­­ახ­ლოვ­დეს ზო­გად კონ­ცეფ­ცი­ას – სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, და შე­სა­ბა­მი­სად, პი­რო­ბით კონ­ცეფ­ცი­ას; ყო­ფი­­რე­ბის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე, რო­მე­ლიც შეზ­ღუ­დუ­ლი და ას­­ვე პი­რო­ბი­თია, სე­მან­ტი­კუ­რი გა­ფარ­თო­­ბა უნ­და მო­ვახ­დი­ნოთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ტე­ბის, ზღვარ­გა­და­სუ­ლო­ბი­სა და უს­აზ­­­რო­ბის ხერ­ხე­ბით უნ­და გა­ფორ­­დეს, წარ­მო­უდ­გეს მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც:

    ა) აღ­ელ­ვე­ბუ­ლია, გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბი­თი ხერ­ხე­ბის ას­­თი უს­აზ­­­რო­­ბის შემ­ყუ­რე და ბ) აღ­­­რებს მათ სა­ყო­ველ­­ღეო ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

    © “არილი”