• ესე (თარგმანი)

    პოლ ვალერი – ვიიონი და ვერლე­ნი

    ­­­­

    (ნაწილი I )

    ­­­­­­­­­ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერ­მა

    თით­ქოს­და იმ­­ზე ად­ვი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი არ­­ფე­რია, ვიდ­რე გვერ­დიგ­ვერდ და­­ყე­ნო ფრან­სუა ვი­­­ნი­სა და პოლ ვერ­ლე­ნის სა­ხე­ლე­ბი. ის­ტო­რი­­ლი, ანუ წარ­მო­სახ­ვი­თი პა­რა­ლე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მკითხ­ვე­ლი იოლ­ად აღ­მო­­ჩენს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს ამ ორ ფი­გუ­რას შო­რის მსგავ­სე­ბას. ორ­­ვე სა­უცხოო პო­­ტია, ორ­­ვე – ცნო­ბი­ლი უწ­­სოა, ორ­­ვე თა­ვის ლექ­სებ­ში უაღ­რე­სად ღვთის­მო­სავ გრძნო­ბებს უხ­­მებს ფრი­ად თა­ვი­სუ­ფალ შე­ნიშ­­ნებ­სა და ხა­სი­­თებს, და ამ ერ­თი ტო­ნა­ლო­ბი­დან მე­­რე­ში უჩ­ვე­­ლო სიმ­სუ­ბუ­ქით გა­და­დის; ორ­­ვე უზ­­დოდ ფლობს ლექ­­წყო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას და თა­ვი­სი დრო­ის ენ­ას, ორ­­ვეს გა­ნათ­ლე­ბა შე­­სა­ბა­მე­ბა ცოცხალ მეტყ­ვე­ლე­ბას, ხალ­ხის ხმას; ხალ­ხი­სა, რო­მე­ლიც იგ­­ნებს, ამ­­ხინ­ჯებს, ერთ­მა­ნეთ­ში ურ­ევს სიტყ­ვებ­სა და კონ­­­რუქ­ცი­ებს ისე, რო­გორც მო­ეპ­რი­­ნე­ბა. ორ­­ვე პო­ეტ­მა საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ის ლა­თი­ნუ­რი და ჩი­ნე­ბუ­ლად – ჟარ­გო­ნუ­ლი ლექ­სი­კა; ორ­­ვე დროს ატ­­რებს, რო­გორც მო­­გუ­ნე­ბე­ბა – ეკ­ლე­სი­­ში ან ტა­ვერ­ნა­ში; ორ­­ვე, თუმ­ცა სხვა­დას­­ვა მი­ზე­ზით, პა­ტიმ­რო­ბის სიმ­წა­რე­საც გა­მოს­­დის, სა­დაც, მარ­თა­ლია, ვერ გა­მოს­წორ­­ნენ, სა­მა­გი­­როდ, სინ­დი­სის ქენ­­ნის, ში­ში­სა და სი­ნა­ნუ­ლის ლექ­სად გა­მო­სახ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა დახ­ვე­წეს. ორ­­ვე უკ­ან იხ­ევს, ნა­ნობს, კვლავ უკ­ან იხ­ევს და ფსკე­რი­დან დიდ პო­­ტად ამ­­დის, მაღ­­დე­ბა. პა­რა­ლე­ლი უნ­­ბუ­რად იბ­­დე­ბა და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბაც არ არ­ის ძნე­ლი.

    ოღ­ონდ, რად­გან ასე ნათ­ლად და ად­ვი­ლად ხერ­­დე­ბა მა­თი ერთ­მა­ნეთ­თან შე­ჯე­რე­ბა-გა­ტო­ლე­ბა, გა­მიჯ­­ნაც არ ჭირს. არ ღირს ამ მსგავ­სე­ბას დი­დი მნიშ­­ნე­ლო­ბა მი­­ნი­ჭოს. ვი­­­ნი და ვერ­ლე­ნი, ცხა­დია, ფრი­ად იღბ­ლი­ან შე­ხა­მე­ბას წარ­მო­ად­გენს ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ორ­­გი­ნა­ლუ­რი პა­ნო­რა­მის­­ვის, რო­მელ­შიც თავ­შე­საქ­ცე­ვად შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვამ­­­რი­ვოთ, წყვილ-წყვი­ლად და­ვაჯ­გუ­ფოდ ჩვე­ნი დი­დი ავ­ტო­რე­ბი, გულ­მოდ­გი­ნედ ავ­არ­ჩი­ოთ და ერთ­მა­ნეთს ამ­­ვუ­ყე­ნოთ, თუნ­დაც, ზოგ­ჯერ წარ­მო­სახ­ვი­თაც, ვთქვათ, კორ­ნე­ლი-რა­სინს, ბო­სიუ-ფე­ნე­ლონს, ჰი­­გო-ლა­მარ­ტინს. ზოგ­ჯერ, პი­რი­ქი­თაც, მსგავ­სე­ბის გა­მო, რო­გორც ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახ­ლა ვლა­პა­რა­კობთ. ყვე­ლა­ფე­რი ეს, თვალს მა­ნამ სი­­მოვ­ნებს, სა­ნამ აწ­ონ-და­წო­ნის დრო არ დად­გე­ბა და არ გა­ვარ­­ვევთ – რომ ეს დახ­ვე­წი­ლი დაწყ­ვი­ლე­ბა არც და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, არც სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ამ შე­ნიშ­­ნის სათ­­მე­ლად თავს იმ­­ტომ მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, რომ აგ­­ცი­ლოთ დე­კო­რა­ტი­ულ-რი­ტო­რი­კუ­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბის აღ­რე­ვის სა­ხი­ფა­თო ცდუ­ნე­ბას ჭეშ­მა­რიტ, კრი­ტი­კულ მე­თო­დებ­თან, რომ­ლის მეშ­ვე­­ბი­თაც რა­­მე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი დას­­­ნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა.

    და­ვუ­მა­ტებ: “ვი­­ონ-ვერ­ლე­ნის” კომ­ბი­ნა­ცია, ორი არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბის აშ­კა­რა და მაც­დუ­ნე­ბე­ლი შე­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­­ბა­რი ეძღ­­ნე­ბა, ზოგ­ჯერ ბი­ოგ­რა­ფი­­ლი ფაქ­ტი­თაც მტკიც­დე­ბა. ხო­ლო, რო­ცა მხო­ლოდ ავ­ტო­რებს კი არა, მათ ნა­წარ­მო­­ბებ­საც ვა­და­რებთ, შე­პი­რის­პი­რე­ბა ნელ-ნე­ლა სუს­­დე­ბა, თუ მთლად არ ქრე­ბა. ზუს­ტად ამ­ის ცხად­ყო­ფას ვა­პი­რებ ახ­ლა.

    შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­­ბის შე­და­რე­ბის იდეა ცალ­კე­­ლი დამ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მო წარ­მო­იშ­ვა, და მო­მი­წევს იმ მე­თოდს მივ­მარ­თო, ჩვე­­ლებ­რივ, ჩემ­ში უნ­დობ­ლო­ბას რომ იწ­ვევს. მი­ვიჩ­ნევ – ეს ჩე­მი ერთ-ერ­თი პა­რა­დოქ­სია, რომ პო­­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის ცოდ­ნა უს­არ­გებ­ლო ცოდ­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, სრუ­ლი­ად დამ­ღუპ­ვე­ლიც ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­­ბე­ბის აღქ­მი­სას, ე.ი. იმ სი­ხა­რუ­ლის აღქ­მის­­ვის, რო­მელ­საც ნა­წარ­მო­­ბის წა­კითხ­ვის დროს გან­ვიც­დით, ან იმ დას­­­ნე­ბის­­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის არ­სის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ამ ნა­წარ­მო­­ბე­ბის წა­კითხ­ვი­სას ვა­კე­თებთ. რა მე­საქ­მე­ბა რა­სი­ნის მიჯ­ნუ­რო­ბას­თან? მე “ფედ­რა” მა­ინ­ტე­რე­სებს. რას მო­ვი­გებ საწყი­სი მა­სა­ლი­დან, რო­მე­ლიც ყველ­გან თავ­ზე­საყ­რე­ლა­დაა? ნი­ჭი, ე.ი. გარ­და­სახ­ვის უნ­­რი – აი, რა მხვდე­ბა გულ­ში და ჩემ­ში შურს იწ­ვევს. სამ­ყა­როს ერ­თად აღ­­ბულ ყვე­ლა ვნე­ბას, თვით ყოვ­ლის­­თან­­­­მელ გან­­და­საც კი თა­ვის­თა­ვად არ შე­უძ­ლია კარ­გი ლექ­სის და­ბა­დე­ბა. რა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლიც უნ­და ვი­ყოთ ავ­ტო­რი­სად­მი, მას ხან­­­­ლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, გა­რე­მო­­ბა და ად­გი­ლი იმ­ის­­ვის კი არ ეძ­ლე­ვა, რომ მას­ში რა­ღაც ჩვე­­ლებ­რი­ვი და ად­­მი­­ნუ­რია, არ­­მედ იმ­ის­­ვის, რომ ოდ­ნავ აღ­­მა­ტე­ბა ჩვე­­ლებ­რივ ად­­მი­ანს. თუ ვამ­ბობთ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა შე­იძ­ლე­ბა ზი­­ნი მო­­ტა­ნოს მხო­ლოდ იმ­­ტომ, რომ ეს ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან ხში­რად გვიქ­­ნის მი­ზეზს, პი­რო­ბა­სა და სა­შუ­­ლე­ბას, დავ­შორ­დეთ თვით ლექ­სე­ბის გულ­მოდ­გი­ნე და ბუ­ნებ­რივ შეს­წავ­ლას. გვგო­ნია, რომ ლექ­სებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, თუმ­ცა, სი­ნამ­­ვი­ლე­ში, მხო­ლოდ იმ­ას ვა­კე­თებთ, რომ ამ ლექ­სებს თავს ვა­რი­დებთ და მათ­თან ყო­ველ შეხ­ვედ­რას გა­ვურ­ბი­ვართ, მა­თი ავ­ტო­რე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის, პრობ­ლე­მე­ბი­სა და საქ­მი­­ნო­ბის შეს­წავ­ლით; ამ­ით მხო­ლოდ თავს ვიტყუ­ებთ – მე­­რე­ხა­რის­ხოვ­ნის­­ვის მთა­ვარს ვი­ვიწყებთ. არ­­ფე­რი ვი­ცით ჰო­მე­როს­ზე. ეს ოდ­ნა­ვა­დაც არ აკ­ნი­ნებს “ოდ­­სე­ას” ზღვის სი­ლა­მა­ზეს… აბა, რა ვი­ცით ბიბ­ლი­ის შემ­­­ნე­ლებ­ზე, ეკ­ლე­სი­ას­ტეს ან “ქე­ბა­თა-ქე­ბის” ავ­ტო­რებ­ზე? ამ ნა­წარ­მო­­ბე­ბის სი­ლა­მა­ზეს ამ­ის გა­მო არ­­ფე­რი აკლ­დე­ბა. ბო­ლოს, აბა, რა ვი­ცით შექ­­პირ­ზე? ის­იც კი არა – “ჰამ­ლე­ტი” თუ მან და­წე­რა.

    მაგ­რამ დღე­ვან­დელ სა­­ბარ­ში ბი­ოგ­რა­ფი­ულ სა­კითხებ­ზე თა­ვის არ­­დე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. იგი და­საწყის­ში­ვე იჩ­ენს თავს და მო­მი­წევს ხე­ლი მოვ­კი­დო იმ­ას, რა­საც ახ­ლა­ხანს ვკიცხავ­დი.

    საქ­მე ისაა, რომ ორ­მა­გი სი­ტუ­­ცია – ვერ­ლე­ნი-ვი­­­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­­ციაა. იგი იშ­ვი­­თი და გა­მას­­ვა­ვე­ბელ-და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. თი­თო­­­ლი მათ­გა­ნის მი­ერ და­წე­რი­ლი საკ­მა­ოდ საგ­­­ნო­ბი ნა­წი­ლი უშ­­­ლოდ მა­თი­ვე ცხოვ­რე­ბას ეხ­­ბა. მათ ნა­წარ­მო­­ბებ­ში, უდ­­ვოა, ბევ­რი რამ არ­ის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლი. ორ­­ვემ ამ­ის არც­თუ ცო­ტა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ნი დაგ­ვი­ტო­ვა. ოღ­ონდ სა­ეჭ­ვოა, რომ მა­თი აღ­­­რე­ბა ყო­ველ­­ვის გულ­­­ფე­ლია. თუ მათ ნა­წარ­მო­­ბებ­ში, მარ­­ლაც სარ­­მუ­ნო ფაქ­ტე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი, მა­შინ არა ყვე­ლა­ფე­რი და არა ყვე­ლა ფაქ­ტია სან­დო. ხე­ლო­ვა­ნი სიტყ­ვას ირ­ჩევს, მა­ში­ნაც კი, რო­ცა აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს: აქ შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ფაქ­ტებს, იქ გა­­მუ­ქებს ფე­რებს…

    უკ­ვე ვთქვი, რომ ეს სი­ტუ­­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. პო­­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე წერს, არ სიტყ­ვა­ძუნ­წობს. ლი­რი­კო­სე­ბი, სა­ერ­თო­დაც, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე წე­რენ. აბა, რა­ზე ან ვის­ზე წე­რონ. ლი­რი­კა – “მე”-ს ხმაა, ჟღე­რა­დო­ბის უკ­­დუ­რეს სი­ფა­ქი­ზემ­დე აყ­ვა­ნი­ლი და, იქ­ნებ, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნო­ტა­ზეც. ლი­რი­კო­სი პო­­ტე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­­ვე მა­ნე­რით ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორც მუ­სი­კო­სე­ბი, – თა­ვის შეგ­­­ნე­ბებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მო­­ტა­რე­ბენ და უნ­­ვერ­სა­ლუ­რი ხა­სი­­თის იდ­­მალ ცდებ­ში გა­და­ად­ნო­ბენ. მათ რომ გა­ვუ­გოთ, საკ­მა­რი­სია, თუნ­დაც ერთხელ აღვ­­­თო­ვან­დეთ დღის სი­ნათ­ლით, შე­ვიგ­­­ნოთ ბედ­ნი­­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – უბ­­დუ­რე­ბა, სურ­ვი­ლი, გა­ტა­ცე­ბა; თავ­­ზის აბ­ნე­ვა და სი­ნა­ნუ­ლი, – საკ­მა­რი­სია ყო­ვე­ლი ად­­მი­­ნის­­ვის ნაც­ნო­ბი ეს უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი მდგო­მა­რე­­ბა გა­ნი­ცა­დო, მდგო­მა­რე­­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­­ულს ქნარ­ზე სა­კუ­თა­რი სი­მი შე­­სა­ბა­მე­ბა…

    ჩვე­­ლებ­რივ, ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­­დე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ვი­­ონ­თან სულ სხვაგ­ვა­რად არ­ის. ეს დი­დი ხნის წინ შე­ამ­­ნი­ეს, ოთ­ხას­ზე მე­ტი წლის წინ. ამ­­ოდ რო­დი და­წე­რა კლე­მან მა­რომ – მსურ­ველს, “ჩას­­­დეს და შე­­ფა­სოს” ვი­­­ნის ბევ­რი ტექ­­ტი, “იმ დრო­ის პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და იმ ად­­მი­­ნე­ბის,იმ საგ­ნე­ბის ცოდ­ნა, რომ­ლებ­ზეც იგი ლა­პა­რა­კობს; რად­გან, რაც დრო გა­დის, მით უფ­რო გვშორ­დე­ბა ეს მო­გო­ნე­ბე­ბი, და უფ­რო ნაკ­ლებს ეუბ­ნე­ბა ად­­მი­­ნებს მა­თი სა­ხე­ლე­ბი. ამ­­ტო­მაც, ვი­საც თა­ვი­სი შრო­მით ხან­­­­ლი­ვი სი­ცოცხ­ლე სურს, საგ­ნებ­ზე ასე მდაბ­ლად, ასე წვრილ­მა­ნო­ბით არ უნ­და წე­როს”.

    მაშ ასე, აუც­­ლე­ბე­ლია, ფრან­სუა ვი­­­ნის ცხოვ­რე­ბა­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს მივ­მარ­თოთ, ვცა­დოთ იმ დე­ტა­ლებ­ში აღ­ვად­გი­ნოთ, რო­გორც მო­იხ­სე­ნი­ებს ან ამ­ოვ­­­ნათ მი­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ქა­რაგ­მა. ვი­­­ნი იმ ად­­მი­­ნე­ბის სა­ხე­ლებს ჩა­მოთ­­ლის, რომ­ლებ­მაც მის ოღ­რო­ჩოღ­რო ბე­დის­წე­რა­ში კარ­გი ან ცუ­დი რო­ლი ით­­მა­შეს; ერთ ნა­წილს მად­ლი­­რე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს, მე­­რეს დას­ცი­ნის ან­და წყევ­ლა-კრულ­ვას უთვ­ლის; აღ­წერს დუქ­ნებს, სა­დაც ხში­რად და­დი­­და, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით მუ­დამ ოს­ტა­ტუ­რი სი­ზუს­ტით ხა­ტავს ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის რა­კურ­სებ­სა და სცე­ნებს. ეს ლექ­სე­ბი მსგავ­სი წვრილ­მა­ნე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლია, მათ­გან გა­ნუ­შო­რე­ბე­ლია, ამ­­ტო­მაც ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი გა­­გე­ბა­რია იმ­ათ­­ვის, ვინც იმ ეპ­­ქის პა­რიზს, მის თვალ­წარ­­ტაც­სა თუ ნაღ­­ლი­ან კუთხე­ებს არ იც­ნობს. ვფიქ­რობ, “პა­რი­ზის ღვთის­­შობ­ლის ტაძ­რის” ზო­გი­ერ­თი თა­ვი გვა­რი­­ნი წი­ნა­სიტყ­ვა­­ბა იქ­ნე­ბა ვი­­­ნის ლექ­სე­ბის­­ვის. ჰი­­გომ, ჩე­მი აზ­რით, მშვე­ნივ­რად და­­ნა­ხა ან მშვე­ნივ­რად შეთხ­ზა, მის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბი­თა და სი­ზუს­ტით გად­მოს­ცა მეთხუთ­მე­ტე სა­­კუ­ნის ასე თუ ისე გა­მო­გო­ნი­ლი დე­ტა­ლე­ბი. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი პი­ერ შამ­პი­­ნის(1) მშვე­ნი­ერ შრო­მას გირ­ჩევთ წა­სა­კითხად, სა­დაც თქვენ იპ­­ვით ყვე­ლა­ფერს, რაც ცნო­ბი­ლია ვი­­­ნი­სა და მი­სი დრო­ის პა­რიზ­ზე.

    სირ­თუ­ლე­­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ­ში ვი­­­ნის ლექ­სე­ბის კითხ­ვა იწ­ვევს, მხო­ლოდ ეპ­­ქა­თა სხვა­­ბა­სა და ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის გაქ­რო­ბა­ზე არ და­იყ­ვა­ნე­ბა, იგი მა­თი ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ხა­სი­ათ­თა­ნაც არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი პა­რი­ზე­ლი – ში­შის­მომ­­­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა­ცაა. ის მარ­ტო სქო­ლა­რი ან ბურ­ჟუა არ არ­ის, რო­მე­ლიც ლექ­სებს თხზავს და ზო­მი­­რად ეშ­მა­კობს. ხი­ფა­თი, რო­მე­ლიც ემ­უქ­რე­ბა, ის­­ვე რო­გორც მის­­ვის ხელ­მი­საწ­­დო­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ის­­თი­ვეა, რო­გო­რიც მი­სი დრო­­სა და წო­დე­ბის ად­­მი­­ნე­ბის­­ვის. მეტ­რი ვი­­­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ცია, რად­გან ჩვენს ამ­ქარ­ში (თუმ­ცა ბევ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია – თე­­რი­­ლად) არც­თუ ხში­რად ხდე­ბა, რო­ცა პო­ეტს ხე­ლო­ბად ყა­ჩა­ღო­ბა აქვს, ხე­ლი­დან წა­სუ­ლი თაღ­ლი­თია, ად­­ნა­შა­­ლე­ბენ მა­წან­წა­ლო­ბა­სა და სა­ზა­რელ ბან­დებ­თან კავ­შირ­ში, რომ იგი ძარ­­ვავს, ტეხს ზან­დუ­კებ­სა და სა­ლა­რო­ებს, თუ შემ­თხ­ვე­ვა მი­­ცე­მა, ჰკლავს კი­დეც, გა­მუდ­მე­ბით ფხიზ­ლობს, გრძნობს, მის თავ­ზე ყულ­ფი ჰკი­დია, და ამ დროს, უმშ­ვე­ნი­­რე­სი ლექ­სე­ბის წე­რას არ წყვეტს. სახ­­ჩო­ბე­ლის ეს კან­დი­და­ტი (ჩვენ ხომ არ ვი­ცით, რო­გორ და­ამ­თავ­რა მან სი­ცოცხ­ლე, და სა­ფუძ­ვე­ლიც გვაქვს, ზუს­ტი ცნო­ბი­სა გვე­ში­ნო­დეს), ეს დევ­ნით გა­ტან­ჯუ­ლი პო­­ტი თა­ვის ლექ­სებ­ში უხ­ვად იყ­­ნებს იმ დრო­ის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბელ სიტყ­ვებ­სა და გა­მოთ­­მებს, იმ ბნელ და სა­­დუმ­ლო ენ­­სას, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში ლა­პა­რა­კობ­­ნენ, ცუ­დი სა­ხე­ლით რომ იყო ცნო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი მი­სი ლექ­სი ამ ენ­­ზეა და­წე­რი­ლი, და ჩვენ­­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­­გე­ბა­რია. იმ სამ­ყა­როს მცხოვ­რებ­ნი, სა­დაც ამ ენ­ას იყ­­ნებ­­ნენ, დღის ნა­თე­ლის მა­გივ­რად ბნელ ღა­მეს ირ­ჩევ­­ნენ და მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბაც ღა­მის ზღურ­­­თა­ნაა გა­წო­ლი­ლი, ძაღ­­სა და მგელს შუა, ე.ი. ჩვე­­ლებ­რივ ენ­­სა, რომ­ლის­გა­ნაც სინ­ტაქ­სი ის­ეს­ხა, და სიტყ­ვა­თა გა­მო­უც­ნობ ნაკ­რებს შუა, რო­მე­ლიც ზე­პი­რად, პი­რი­დან პირ­ზე გა­და­­ცე­მა და გა­ნუწყ­ვეტ­ლად გა­ნახ­­დე­ბა. მათ ლექ­სი­კონ­ში ბილ­წი, სა­ზიზ­­რად მჟღე­რი სიტყ­ვე­ბია, დრო­დად­რო ში­შის­მომ­­­რელ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას რომ იძ­ენს. მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ აზ­რი ზოგ­ჯერ გა­­გე­ბა­რია, სიტყ­ვე­ბის უხ­­ში ან კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი გარ­სით ვხვდე­ბით იმ ცნე­ბებს, აღ­მო­ჩე­ნებს თუ სა­ხე­ებს, მათ­ში რომ იფ­­რე­ბა.

    ეს გახ­ლავთ პრი­მი­ტი­­ლი ტი­პის ნამ­­ვი­ლი პო­­ტუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, პო­­ტურ ნა­წარ­მო­­ბებ­ში პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი ხომ ად­­მი­­ნის სიტყ­ვაა. ღა­ტაკ­თა და ქურ­­თა ჟარ­გო­ნი, მარ­თა­ლია, ზრდი­ლი სა­ზო­გა­დო­­ბის მეტყ­ვე­ლე­ბი­დან არ­ის ამ­ოზ­­დი­ლი, მა­ინც თვით­­ყო­ფა­დი წარ­მო­ნაქ­­ნია, რო­მე­ლიც უს­ას­რუ­ლოდ იცვ­ლე­ბა, სრულ­ყო­ფი­ლე­ბას აღ­წევს – ბუ­ნა­გებ­ში, ცი­ხე­ებ­ში, პა­რი­ზის ყვე­ლა­ზე ბნელ, უკ­­თურ ქუ­ჩა-ბან­დებ­ში, სა­ზო­გა­დო­­ბის ყვე­ლა­ზე გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მტრე­ბის მეშ­ვე­­ბით, იმ­­თი მეშ­ვე­­ბით, ვინც შიშს თე­სავს და იმ­­ვე დროს, თა­ვა­დაც მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა შიშ­ში, ბო­რო­ტე­ბას სჩა­დი­ან და გა­ჭირ­ვე­ბის­გან იტ­ან­ჯე­ბი­ან, და­ნა­შა­ულს ამ­ზა­დე­ბენ, გარ­­­ნილ ცხოვ­რე­ბას ეწ­­ვი­ან, ოც­ნე­ბო­ბენ შუ­რის­ძი­­ბა­ზე, თვალ­წინ კი გა­მუდ­მე­ბით წა­მე­ბა და სას­ჯე­ლი (იმ დროს ხში­რად სა­შინ­ლად მკაც­რიც) უდ­გათ; ამ­­ზე ფიქ­რიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ თან სდევთ, აძრ­წუ­ნებთ, გა­ლი­­ში ჩამ­წყ­­დე­­ლი მხე­ცე­ბი­ვით აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბი­ან და­ნა­შა­ულ­სა და სას­ჯელს შო­რის.

    ფრან­სუა ვი­­­ნის ბი­ოგ­რა­ფი­­ში, ის­­ვე რო­გორც მის­სა­ვე პო­­ზი­­ში, ბევ­რი ბნე­ლით მო­ცუ­ლი ად­გი­ლია; მის ცხოვ­რე­ბა­შიც, ლექ­სებ­შიც ბევ­რი რამ არ­ის წყვდი­­დით და­ფა­რუ­ლი, ის­­ვე, რო­გორც თვით სა­ხე პო­­ტი­სა.

    იქ­­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მას­ზე ვი­ცით, მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხე ფრი­ად უბ­ად­რუ­კად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა: ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ ან მი­სი­ვე ლექ­სე­ბი­და­ნაა ამ­ოკ­რე­ბი­ლი ან მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც რა­­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­სახ­ვედრ ვა­რი­ანტს არ იძ­ლე­ვა და უფ­ლე­ბას გვი­ტო­ვებს შევ­­­ნათ შუ­რის­მა­ძი­­ბე­ლი, სა­ძა­გე­ლი ად­­მი­­ნის პორ­­რე­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მდა­ბა­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლია, ოღ­ონდ, ეგ არ­ის, დრო­დად­რო, მო­­ლოდ­ნე­ლად, მის სა­ხე­ში ღვთის­მო­სა­­ბა და სი­ნა­ზე გა­მო­ჟო­ნავს, აკ­­აფ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­გორც იმ ცნო­ბილ და უმშ­ვე­ნი­­რეს ლექ­­ში (“ბა­ლა­და – ლოც­ვე­ბი ღვის­­შო­ბელს”), რო­მე­ლიც ლოც­ვა­სა­ვით შექ­­ნა სა­კუ­თა­რი დე­დის­­ვის, სა­ცო­და­ვი ქა­ლის­­ვის, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­­ბით 1435 წელს თა­ვი­სი ვა­ჟი, ფრან­სუა დე მონ­კორ­ბი­ედ წო­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც მე­რე მძი­მე ხვედ­რი, დი­დე­ბა, საპყ­რო­ბი­ლე­თა ჯაჭ­ვი და პო­­ზია ერ­გე­ბა წი­ლად, აღ­საზ­­დე­ლად გი­­ომ დე ვი­­ონს მი­­ბა­რა, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და იოან­ეს სამ­ლოც­ვე­ლოს კა­პე­ლანს.

    ეს ბა­ლა­და, ერთ-ერ­თი სა­­კე­თე­სოა ფრან­გულ პო­­ზი­­ში.

    თუ ყუ­რად­ღე­ბას არ მი­აქ­ცევთ ოდ­ნავ უკ­ვე გა­ფერ­­­­თა­ლე­ბულ სიტყ­ვებს, ენა თა­ნა­მედ­რო­ვეს ჰგავს; ეს ლექ­სი თით­­მის ხუ­თი ას­­­ლი წლის წინ და­­წე­რა, მაგ­რამ დღემ­დე გვა­ხა­რებს და გვა­ღელ­ვებს. აღგ­ვაფ­­თო­ვა­ნებს პო­­ტის ოს­ტა­ტო­ბა, ფორ­მა­თა სრულ­ყო­ფი­ლე­ბა, დახ­ვე­წი­ლი სტრო­ფე­ბის უზ­­დო მუ­სი­კა­ლუ­რი წყო­ბა, რო­მელ­შიც სინ­ტაქ­სის სიმ­დიდ­რე და მუხ­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, კონ­­­რუქ­ცი­­ბის ად­ვი­ლად შე­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­­ლე­ბას იძ­ლე­ვა – ათი ხა­ზი, ათი მარ­­ვა­ლი, ოთ­ხი რით­მა. აღფ­­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ რით­მე­ბის უკვ­და­ვო­ბით, ლუ­დო­ვი­კო XI დროს რომ აღ­მო­ცენ­და. ამ­­ში ვხე­დავ ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­­ვიდ­რე­­ბის ნამ­­ვილ სა­ბუთ­სა და ფრან­გუ­ლი ენ­ის უცვ­ლელ არსს მრა­ვა­ლი სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ევ­რო­პა­ში ას­­თი მემ­­ვიდ­რე­­ბით მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­სა და ინგ­ლისს შე­უძ­ლია იამ­­ყოს; ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში მეთხუთ­მე­ტე სა­­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თა­­ბე­ბის ცვლის ფონ­ზე, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი მთხზვე­ლე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბე­ბის შექ­­ნა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

    სა­ერ­თოდ კი, იმ­ის მი­­ხე­და­ვად, ვი­­­ნი ჩა­მო­ახ­­­ვეს თუ არა, სი­ცოცხ­ლეს გა­ნაგ­­ძობს იმ ავ­ტორ­თა თა­ნაბ­რად, დღეს რომ მოღ­ვა­წე­­ბენ. იგი სი­ცოცხ­ლეს აგრ­ძე­ლებს, რად­გან მი­სი ლექ­სე­ბი ჩვენ­­ვის გა­სა­გე­ბია, გულ­­რილს არ გვტო­ვე­ბენ, და რაც მთა­ვა­რია, – იმ­­ტომ, რომ ის­­ნი უძ­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და სრულ­ყო­ფილ ნა­წარ­მო­­ბებ­თან შე­ჯიბრს, რომ­ლე­ბიც უდ­­დეს­მა ავ­ტო­რებ­მა შექ­­ნეს, მას აქ­ეთ მი­ლე­ულ ოთ­ხი სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი ლექ­სე­ბის ფორ­მა ფას­და­­დე­ბე­ლია.

    ტექ­­ტე­ბის ბედ­ზე ლა­პა­რა­კი­დან ის­ევ მა­თი ავ­ტო­რე­ბის ბედ­ზე სა­­ბარს და­ვუბ­რუნ­დე­ბი. უკ­ვე ვთქვი, რომ იგი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არ­ის-მეთ­ქი ჩვენ­­ვის ცნო­ბი­ლი. რო­გორც რემ­­რან­­თან – დი­დი ნა­წი­ლი ჩრდილ­ში რჩე­ბა, სა­­და­ნაც ცალ­კე­­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი და დე­ტა­ლე­ბი სა­ოც­რად ნათ­ლად, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მკა­ფი­­­ბით გა­მო­დის.

    გი­ამ­ბობთ რო­გორ აღ­მოჩ­­და ეს დე­ტა­ლე­ბი: ის­­ნი სა­მარ­თალ­წარ­მო­­ბის მა­სა­ლე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი. ამ მა­სა­ლებს, რომ­ლებ­შიც პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი­ად სან­დო ინ­ფორ­მა­ციაა ვი­­­ნის შე­სა­ხებ, სამ თუ ოთხ მა­ძი­­ბელს, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ერ­­დიტს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ. ახ­ლა ზუს­ტად ის დროა, სა­კად­რი­სი პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ ლო­ნონს(2), მარ­სელ შვობს და პი­ერ შამ­პი­ონს, რომ­ლე­ბამ­დეც მხო­ლოდ ნაკ­ლე­ბად სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­­ბი გვქონ­და პო­ეტ­ზე. მათ მო­­ძი­ეს ერ­ოვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის პა­რი­ზის სა­სა­მარ­­ლოს სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ბუ­თე­ბი.

    მე არ ვიც­ნობ­დი ოგ­­უსტ ლო­ნონს, სა­მა­გი­­როდ, კარ­გად ვიც­ნობ­დი მარ­სელ შვობს, მღელ­ვა­რე­ბით ვიხ­სე­ნებ ჩვენს ხან­­­­ლივ სა­უბ­რებს მწუხ­რი­სას, რო­ცა ეს უჩ­ვე­­ლო გო­ნე­ბი­თა და შორ­­­­­რე­ტე­ლო­ბით და­ჯილ­დო­­ბუ­ლი ად­­მი­­ნის თა­ვის ძი­­ბებს, წი­ნათ­­­­ნო­ბებ­სა და იმ აღ­მო­ჩე­ნებ­ზე მი­ამ­ბობ­და, რომ­ლე­ბიც მას მი­ზანს აახ­ლო­ვებ­და – სან­დო ცნო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვი­­­ნის საქ­მე­ზე. იგი ფლობ­და ედ­გარ პოს ინ­დუქ­ცი­­რი წარ­მო­სახ­ვის უნ­არს, ფი­ლო­ლო­გის და­ჟი­ნე­ბულ გამ­­რი­­ხო­ბას, ტექ­­ტის ან­­ლი­ზის თა­ვი­სე­ბურ ნიჭს, გარ­და ამ­­სა, მას ჰქონ­და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სად­მი და მა­თი უჩ­ვე­­ლო ბე­დი­სად­მი, რაც და­ეხ­მა­რა პირ­ველს ჩა­­ხე­და ბევრ სა­უცხოო წიგ­­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მოვ­ლე­ნე­ბად რომ იქ­ცა.

    ლო­ნო­ნის მა­გა­ლი­თით (და პო­ლი­ცი­­სა, რო­მე­ლიც თა­ვის მუ­შა­­ბა­ში ამ­­ვე მე­თოდს იყ­­ნებს) გა­დაწყ­ვი­ტა გა­მოთ­­ლის მე­თო­დით ემ­­შა­ვა – ვი­­ონს დას­წე­­და, მი­­მარ­თა “ტო­ტა­ლუ­რი ალ­ყის­­ვის”. ამ­ის­­ვის სა­ჭი­რო იყო დამ­ნა­შა­ვის ყვე­ლა პო­ტენ­ცი­­რი გა­რე­მოც­ვის­­ვის, რო­მელ­თა ხელ­ში ჩაგ­დე­ბაც უნ­დო­და, მა­ხე და­­გო, – და­­კა­ვე­ბი­ნა, ე.ი. “გა­მო­­აშ­კა­რა­ვე­ბი­ნა” ყვე­ლა მი­სი თა­ნამ­­რახ­ვე­ლი. მას უნ­დო­და შე­­მოწ­მე­ბი­ნა და შე­­ფა­სე­ბი­ნა ის გულ­მოდ­გი­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მა­შინ სის­­ლის სა­მარ­­ლის საქ­მე­ებს იძ­­ებ­­ნენ. ერთხელ იმ დამ­ნა­შა­ვე­თა ბან­დის ავ­­ზა­კურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზეც მი­ამ­ბო, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვე­ნი ვი­­­ნი იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შვობ­მა დამ­ნა­შა­ვე­­ბი დი­ჟონ­ში აღ­მო­­ჩი­ნა, სა­დაც ბევ­რი და­ნა­შა­­ლი ჩა­­დი­ნეს; მძარ­­ვე­ლე­ბი ის-ის იყო უნ­და და­­ჭი­რათ, რომ ქა­ლა­ქი მო­­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვეს და სხვა­დას­­ვა მხა­რეს გა­­ფან­­ნენ. დი­ჟო­ნის სა­სა­მარ­­ლოს პრო­კუ­რორს თვალ­თა­გან არ და­­კარ­გავს ის­­ნი; ერთ თა­ვის კო­ლე­გას პა­ტაკს უგ­ზავ­ნის და გაქ­ცე­­ლებ­ზე ზუსტ ცნო­ბებს აწვ­დის. ნა­ძარ­­ვით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მი მათ­გა­ნი ტყე­ში გა­­ჩი­ნარ­და. თურ­მე ორ­მა ერთ­მა­ნეთ­ში მო­­ლა­პა­რა­კა, მე­სა­მე ხან­­ლით მოკ­ლა, მი­სი წი­ლი გა­­ნა­წი­ლა და ერთ­მა­ნეთს და­შორ­და. ერ­თი იმ­ათ­გა­ნი, რო­გორც ეტ­ყო­ბა, ორ­ლე­ან­ში ჩა­მოჰ­კი­დეს, მე­­რე მონ­ტარ­­ში ყალ­ბი ფუ­ლის მოჭ­რის­­ვის ცოცხ­ლად მო­ხარ­შეს. ეტ­ყო­ბა, მა­შინ­დე­ლი მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბა, რო­მელ­საც არც ტე­ლე­ფო­ნი, არც ტე­ლეგ­რა­ფი, არც ფო­ტოგ­რა­ფია, არც თი­თე­ბის ან­­ბეჭ­დი ან ანთ­რო­პო­მეტ­რუ­ლი აღ­წე­რე­ბი არ გა­აჩ­­და, კარ­გად მუ­შა­­ბას მა­ინც ახ­ერ­ხებ­და.

    სე­რი­­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს ვი­ვა­რა­­დოთ, რომ ვი­­­ნი ამ ბან­დის წევ­რი იყო, რომ­ლის სა­ხე­ლიც “ნი­ჟა­რა­თა ძმო­ბა” ანუ “ნი­ჟარ­­ვა” საკ­მა­ოდ სა­ხელ­გა­ვარ­­ნი­ლი გახ­­დათ. მი­სი ცხოვ­რე­ბა, ერთ­­რო­­ლად, უბ­­დუ­რიც იყო და ბედ­ნი­­რიც, რო­გორც ჩანს, ხან­მოკ­ლეც – ძალ­ზე სა­ეჭ­ვოა, ორ­მოც წლამ­დე ეც­ოცხ­ლა. მოკ­ლედ მო­გითხ­რობთ მის ის­ტო­რი­ას, უფ­რო სწო­რად იმ­ას, რაც იმ მკვლე­ვა­რებ­მა შეძ­ლეს და გა­არ­­ვი­ეს, უკ­ვე რომ და­ვა­სა­ხე­ლე და რო­მელ­თა შრო­მე­ბის წა­კითხ­ვაც ნამ­­ვი­ლად ღირს, არა იმ­­სათ­ვის, დი­დი პო­­ტის ლექ­სე­ბი გა­ვი­გოთ, არ­­მედ იმ­­ტომ, ამ სა­მე­­ლის მი­ერ წარ­სუ­ლის აღ­სად­გე­ნად გა­წე­­ლი შრო­მის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ და გა­ვი­გოთ, აღ­მო­ჩე­ნის უნ­­რის გვერ­დით კი­დევ არ­სე­ბობს უნ­­რი ძი­­ბი­სა, ხო­ლო მწერ­ლის ტა­ლან­ტის თა­ნაბ­რად არ­ის კი­დევ ტა­ლან­ტი მკითხ­ვე­ლი­სა.

    ვი­­­ნი 1431 წელს და­­ბა­და პა­რიზ­ში, ნამ­­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია ფრან­სუა დე მონ­კორ­ბიე. დე­და­მი­სი ღა­ტა­კი ქა­ლი ყო­ფი­ლა; შვი­ლის აღზ­­და ვერ შეძ­ლო თურ­მე და აღ­საზ­­დე­ლად მი­­ბა­რა წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს თე­მის პა­ტივ­ცე­მულ კა­ნო­ნიკ გი­­ომ დე ვი­­ონს, რო­მე­ლიც იქ­ვე, ეკ­ლე­სი­ას­თან ცხოვ­რობ­და. მის სახ­­ში აღ­­ზარ­და ფრან­სუა ვი­­­ნი და დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­­ღია. მა­მო­ბი­ლი, ეტ­ყო­ბა, კარ­გად ექ­ცე­­და, ერთ­­ვა­რი სი­ნა­ზი­თაც კი. თვრა­მე­ტი წლის ჭა­ბუკ­მა ბა­კა­ლავ­რის გა­მოც­დაც გა­­­რა. ოც­და­ერ­თი წლი­სამ, – 1452 წლის ზაფხულ­ში, – ლი­ცენ­ცი­­ტის(3) ხა­რის­ხიც მი­­ღო. რა გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და? ალ­ბათ, თით­­მის ის­­თი­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­­მა რომ უნ­და მი­­ღოს: ლა­თი­ნუ­რის გრა­მა­ტი­კა, ფორ­მა­ლუ­რი ლო­გი­კა, რი­ტო­რი­კა (ამ ორ სა­განს არ­ის­ტო­ტე­ლეს მი­ხედ­ვით ას­წავ­ლიდ­ნენ, მი­სი შრო­მე­ბის მა­შინ­დე­ლი გა­გე­ბის თა­ნახ­მად); პროგ­რა­მა­ში ცო­ტა­­დე­ნი მე­ტა­ფი­ზი­კაც შე­დი­­და, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ზუს­ტი მეც­ნი­­რე­ბის მი­მო­ხილ­ვაც.

    ოღ­ონდ, ფრან­გულ სიტყ­ვას, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ცი­­ტის ხა­რისხს აღ­ნიშ­ნავს, ორ­ნა­­რი მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვს! ვი­­ონ­მა ხა­რის­ხი მი­­ღო და თა­ვიც აიშ­ვა, სა­ხი­ფა­თო გახ­და მი­სი ქცე­ვა, კლი­რიკ­თა სა­ზო­გა­დო­­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ღვთის­­სა­ხუ­რის წო­დე­ბა იმ ად­­მი­ან­თა ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევ­და, რომ­ლებ­საც ეშ­­ნო­დათ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­­­გე­ბოდ­ნენ. კლი­რიკს შე­ეძ­ლო ჩვე­­ლებ­რი­ვი სა­სა­მარ­­ლოს­­ვის თა­ვის არ­­დე­ბის მიზ­ნით საქ­მის სა­სუ­ლი­­რო სა­სა­მარ­­ლოს­­ვის გა­და­ცე­მა მო­ეთხო­ვა. ჩვე­­ლებ­რივ, სა­სა­მარ­­ლო­ებ­ში გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი პრო­ცე­სე­ბი იმ­არ­თე­ბო­და. ეს ღვთის­­სა­ხუ­რე­ბი ხში­რად მო­რა­ლურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი ად­­მი­­ნე­ბი იყვ­ნენ. ბევრ ვი­გინ­და­რას შე­ეძ­ლო კლი­რი­კე­ბის წრეს გა­რე­­და. ის­ეც მომ­­და­რა, რომ ღვთის­­სა­ხუ­რად თა­ვის გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით დამ­ნა­შა­ვეს ლა­თი­ნუ­რის იმპ­რო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უგ­დია ხელ­ში, რა­თა ამ გზით შე­ეც­ვა­ლა მო­სა­მარ­­ლე.

    ვი­­ონ­მა ამ სხვა­დას­­ვა ჯუ­რის ხალ­ხის ყვე­ლა­ზე ცუდ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­­ბა ნაც­ნო­ბო­ბა. რო­გორც ჩანს, ამ წრე­ში ქა­ლე­ბიც ერ­ივ­ნენ და არც­თუ მოკ­ლე­ბულ­ნი მომ­ხიბ­­ლე­ლო­ბას. ის­­ნი, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მნიშ­­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­­ნენ პო­­ტის ზრახ­ვებ­სა და თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. მაგ­რამ, ალ­ბათ, არც ერთ ქალს აზ­რა­დაც არ მოს­­ლია, რომ ამ ბი­ჭის წყა­ლო­ბით, სა­­კუ­ნე­­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ოცხ­ლებ­და. მე­წა­ღე ბლან­ში, სქე­ლუა მარ­გო, მშვე­ნი­­რი მეშ­ლი­­პე ჟა­ნე­ტი, მე­კა­ლა­თე კატ­რი­ნა; მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რად­ღე­ბა ამ ქა­ლე­ბის მეტ­სა­ხე­ლებს… შე­იძ­ლე­ბა ის­იც კი ვი­ფიქ­როთ, რომ ყვე­ლა ხე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­­წიაო პო­­ტის მუ­ზის­­ვის ცო­ლის დათ­მო­ბა, თით­ქო­სო სა­შუ­­ლო სა­­კუ­ნე­ში ხე­ლო­სან­თა წო­დე­ბის წევ­რო­ბა უც­­ლობ­ლად წარ­მო­შობ­და ცოლ-ქმრულ პრობ­ლე­მებს.

    და აი, დროს­ტა­რე­ბით, გარ­­­ნი­ლე­ბით და­იწყო და ძა­ლა­დო­ბამ­დე მი­დის. 1455 წელს ვი­­­ნი კლავს ად­­მი­ანს. ეს ამ­ბა­ვი “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი­დან” საკ­მა­ოდ კარ­გად არ­ის ცნო­ბი­ლი. “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი” კი მე­ფე შარლ VII-სგან მი­­ღო: “მეტრ ფრან­სუა დე ლო­ჟი, იგ­­ვე დე ვი­­­ნი, ოც­და­ექ­­სი წლი­სა ან და­ახ­ლო­­ბით ამ­დე­ნი­სა, რო­მე­ლიც უფ­ლის სხე­­ლის გარ­და­მოხ­­ნის დღე­სას­წა­­ლის დროს, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტის ეკ­ლე­სი­ის სა­­თის კოშ­კის ქვეშ იჯ­და ქვა­ზე, ქა­ლაქ პა­რი­ზის სენ-ჟორ­ჟის დიდ ქუ­ჩა­ზე, და მას­თან იყო ერ­თი მღვდე­ლი, სა­ხე­ლად ჟი­ლი და ვინ­მე ქა­ლი, სა­ხე­ლად იზ­­ბო. ყვე­ლა­ფე­რი ცხრა სა­ათ­ზე ან ოდ­ნავ გვი­ან მოხ­და”.

    უც­ბად გა­მოჩ­­დე­ბა ვინ­მე ფი­ლიპ სერ­მუ­­ზი თუ შერ­მუა, მღვდე­ლი, მეტრ ჟან ლე სარ­დის თან­­ლე­ბით. სი­გე­ლის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ვი­­­ნის სიტყ­ვე­ბი­დან არ­ის შედ­გე­ნი­ლი და ამ ვერ­სი­ის სი­მარ­­ლე ეჭვს არ იწ­ვევს, მღვდე­ლი სერ­მუ­­ზი ჩხუბს იწ­ყებს, პო­­ტი საქ­მის მო­წეს­რი­გე­ბას ცდი­ლობს, დგე­ბა და ად­გილს უთ­მობს… მაგ­რამ სერ­მუ­­ზი არ ჩერ­დე­ბა, ან­­ფო­რის ქვე­ში­დან ხან­ჯალს და­აძ­რობს და ვი­­ონს სა­ხე­ში ურტყამს, რის გა­მოც “სის­­ლი ბლო­მად დაღ­ვა­რა”. ვი­­ონს ლა­ბა­და ეც­ვა, სა­ღა­მოს თუ აც­ივ­დე­ბო­და იმ შემ­თხ­ვე­ვის­­ვის და ლა­ბა­დის ქვე­შაც ხან­ჯა­ლი ეკ­­და”; ის­იც და­აძ­რობს ხან­ჯალს და სერ­მუ­აზს სა­ზარ­დულ­ში გა­უყ­რის, “თა­ვა­დაც ვერ მიხ­­და, ეს რო­გორ მოხ­და”. (თა­ვის მარ­­ლე­ბა მა­ინ­­და­მა­ინც სი­მარ­­ლეს არ ჰგავს). სერ­მუ­­ზის თან­­­ლე­ბი შუ­რის­ძი­­ბის მიზ­ნით, ვი­­ონს და­­დევ­ნე­ბა. მას ქვა მოხ­­დე­ბა სა­ხე­ში. ყვე­ლა მოწ­მე გარ­ბის.

    ვი­­­ნი ჭრი­ლო­ბის შე­სახ­ვე­ვად და­ლაქ­თან მი­დის. და­ლაქ­მა მომ­­და­რის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი უნ­და შე­ად­გი­ნოს და ვი­­ონს სა­ხელს ეკ­ითხე­ბა. ვი­­­ნი გა­მო­გო­ნილ სა­ხელს ეუბ­ნე­ბა – მი­შელ მუ­ტო­ნიო. სერ­მუ­­ზი ჯერ მო­ნას­ტერ­ში მიჰ­ყავთ, მე­რე ქა­ლა­ქის სა­­ვად­­ყო­ფო­ში, სა­დაც ორი დღის შემ­დეგ კვდე­ბა “არ­ას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­მო”. მკვლე­ლი წინ­და­ხე­დუ­ლად იმ­­ლე­ბა.

    რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი “შეწყა­ლე­ბის სი­გელს” იღ­ებს, სა­­და­ნაც უკ­ვე მო­ვიყ­ვა­ნეთ რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ შეწყა­ლე­ბის ოპ­­რა­ტი­­ლი აქ­ტის­­ვის თვით მეტრ ვი­­­ნის მტკი­ცე­ბე­ბი და თა­ვის მარ­­ლე­ბა აღ­მოჩ­­და საკ­მა­რი­სი. არ­­ნა­­რი გა­მო­ძი­­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თავ­დაც­ვის აუც­­ლებ­ლო­ბის გა­მო თა­ვის მარ­­ლე­ბას ეჭ­ვის ქვეშ არ­­ვინ აყ­­ნებ­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მტკი­ცე­ბა ამ უს­­­მოვ­ნო შემ­თხ­ვე­ვის გა­მო მარ­თე­ბუ­ლი იყო და მი­სა­ღე­ბი. თუმ­ცა მი­სი მო­ნა­ყო­ლი მთლად სი­მარ­­ლეს არ ჰგავს: აუხს­ნე­ლია მღვდელ სერ­მუ­­ზის თავ­დას­­მის მი­ზე­ზი, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ვი­­ონ­მა და­ლაქ ფუ­კეს უთხ­რა, შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­დან ვი­­­ნის გაქ­რო­ბა, მოწ­მე­­ბის არ არ­სე­ბო­ბა, – მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში ბევ­რი სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლია. სახ­­ჩო­ბე­ლა­ზე ბევ­რი გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­­ზე ნაკ­ლე­ბი სამ­ხი­ლით, მაგ­რამ ვი­­­ნი­სად­მი უფ­რო მკაც­რი ნუ ვიქ­ნე­ბით, ვიდ­რე თვით მე­ფე იყო, რო­მე­ლიც “ლმო­ბი­­რე­ბას უფ­რო მეტ უპ­­რა­ტე­სო­ბას ან­­ჭებ­და, ვიდ­რე სი­სას­ტი­კეს”, შე­იწყა­ლეს, მი­­ტე­ვეს და “ამ მო­მენ­ტი­დან, – რო­გორც ტექ­­ტი იუწ­ყე­ბა, – პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბით სა­მუ­და­მოდ და­­ხუ­რე­ბა ეს საქ­მე”. მაგ­რამ მა­ლე საქ­მეს­თან დაბ­რუ­ნე­ბა მა­ინც მო­­წევთ.

    © “არილი”

  • ესე (თარგმანი)

    პოლ ვალერი

    ­­­­ვიიონი და ვერლე­ნი

    ანდ­რეი ბი­ტო­ვი

    ­­­­­­­­­­­ნახევარი საუკუნე პლატონოვის გარეშე

    თარ­­­ნა ეთ­ერ ვიბ­ლი­ან­მა

    გე­ნი­­ლუ­რი წყვი­ლი – ნა­ბო­კო­ვი და პლა­ტო­ნო­ვი მე-19 სა­­კუ­ნის უკ­­ნას­­ნელ წე­ლი­წადს მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. იმ­­ვე 1899 წლის შვი­ლე­ბი არ­­ან ლე­­ნიდ ლე­­ნო­ვი, კონ­­ტან­ტინ ვა­გი­ნო­ვი, იური ოლ­­შა, ნა­დეჟ­და მან­დელ­­ტა­მი…

    შემ­ზა­რა­ვია ამ სრუ­ლი­ად გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი ად­­მი­­ნე­ბის ხვედ­რი, ძნე­ლია, მა­თი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გზას გა­­დევ­ნო თვა­ლი. ბევრს რო­დი არ­გუ­ნა ბედ­მა კუთ­­ნი­ლი და სა­მარ­­ლი­­ნი ყუ­რად­ღე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ეს პლა­ტო­ნოვ­ზე ითქ­მის, რო­მე­ლიც ამ სა­­­ბი­ლეო წელს პუშ­კი­ნის და ნა­ბო­კო­ვის ჩრდილ­­ვეშ მო­ექ­ცა (რა­შიც არც ერ­თია დამ­ნა­შა­ვე და არც მე­­რე). პლა­ტო­ნოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვის ქვეშ დად­გა ჩვენს შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­­ვიდ­რე­ბუ­ლი აზ­რიც – “მათ მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ”-ო.

    პლა­ტო­ნო­ვი მოს­კოვ­ში, სომ­ხურ სა­საფ­ლა­­ზეა დაკ­­ძა­ლუ­ლი. მი­სი ნი­ჭის თაყ­ვა­ნის­­ცემ­ლებს სა­შუ­­ლე­ბა აქვთ, მუხ­ლი მო­­ყა­რონ მის სა­მა­რეს­თან, თუნ­დაც წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხუთ იან­ვარს…

    პლა­ტო­ნო­ვის ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტე­ბი ცნო­ბი­ლია მკითხ­ვე­ლის­­ვის. იგი ვო­რო­ნეჟ­ში და­­ბა­და. პრო­ლე­ტა­რის ოჯ­ახ­მა ახ­ალ­გაზ­­და კა­ცი რე­ვო­ლუ­ცი­­სა და გარ­დაქ­­ნე­ბის­­ვის შე­ამ­ზა­და. პირ­ვე­ლი სუს­ტი ლექ­სე­ბის შემ­დეგ მო­­ლოდ­ნე­ლად იფ­ეთ­ქა გე­ნი­ამ, რო­მე­ლიც ყო­ველ­­ვის შე­უც­ნო­ბე­ლია და ამ­­ვე დროს, თვალ­ში­სა­ცე­მიც. გა­სა­ოც­რად გე­ნი­­ლუ­რი კრი­ტი­კო­სი იყო ჩვე­ნი დი­დი ბე­ლა­დი და მას­წავ­ლე­ბე­ლი იოს­ებ სტა­ლი­ნი. არც ერ­თი გე­ნი­­სის გა­მო­ჩე­ნა არ გა­მოჰ­პარ­ვია მის მახ­ვილ მზე­რას. ცხა­დია, არც პლა­ტო­ნო­ვი დარ­ჩე­ნი­ლა ბე­ლა­დის ყუ­რად­ღე­ბის მიღ­მა, მის ნა­წე­რებს ხას­ხა­სა წი­თე­ლი ფე­რით წა­­წე­რა გარ­დი-გარ­­მო “არ­ამ­ზა­და”. მან­დელ­­ტა­მის მას­­ტა­ბებ­ში რომ გარ­­ვე­­ლი­ყო, ამ­­სათ­ვის პას­ტერ­ნაკს და­­ლა­პა­რა­კა. შე­საძ­ლოა, კვა­ლი­ფი­ცი­­რი მრჩევ­ლე­ბიც ჰყავ­და ვი­თა­რე­ბა­ში ზედ­მი­წევ­ნით გა­სარ­­ვე­ვად. ერ­თი რამ ცხა­დია, თი­თო­­­ლი მათ­გა­ნის მი­მართ ის­ეთ­სა­ვე ყუ­რად­ღე­ბას იჩ­ენ­და, რო­გორ­საც ცნო­ბილ დნეპ­­ჰეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.

    პლა­ტო­ნო­ვი არ­ას­­როს მჯდა­რა სა­ტუ­სა­ღო­ში. ბა­ნა­კე­ბი მის­მა შვილ­მა მო­­­რა და შინ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი მო­­ყო­ლა. სწო­რედ შვი­ლის­გან გა­და­დე­ბუ­ლი ამ სე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა (თუ და­­ღუ­პა?) იგი. პლა­ტო­ნოვ­მა ზუს­ტად ნა­ხე­ვა­რი სა­­კუ­ნე იც­ხოვ­რა. მე­­ცე სა­­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი. იმ­­ვე სა­­კუ­ნის მე­­რე ნა­ხე­ვა­რი მის გა­რე­შე ჩა­თავ­და. პირ­ვე­ლი 50-წლი­­ნი მო­ნაკ­ვე­თი კი სწო­რედ პლა­ტო­ნო­ვის არ­სე­ბო­ბით არ­ის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი. მი­სი ნა­წე­რე­ბის აზ­რი და სუ­ლი იმ­დე­ნად უსწ­რებ­და წინ თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბას, რომ ცენ­ზუ­რულ და იდ­­­ლო­გი­ურ აკრ­ძალ­ვებ­თან ერ­თად ამ­­ნაც გა­აძ­ნე­ლა მკითხ­ვე­ლის ცნო­ბი­­რე­ბამ­დე ამ პრო­ზის მიღ­წე­ვა. დღეს, 21-ე სა­­კუ­ნის და­საწყის­ში, პლა­ტო­ნო­ვის წა­კითხ­ვი­სას სწო­რედ ის აკრ­ძა­ლუ­ლი, შე­ფა­რუ­ლი ნა­წი­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­­ლი. მა­ინც რა­ტო­მაა ძნე­ლად­სა­კითხა­ვი ზედ­მი­წევ­ნით უბ­რა­ლო ად­­მი­­ნე­ბის შე­სა­ხებ, ზედ­მი­წევ­ნით ცხა­დი და ნა­თე­ლი სი­ტუ­­ცი­­ბის შე­სა­ხებ უკ­­დუ­რე­სად მარ­ტი­ვი ენ­­თა და ლექ­სი­კით და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­­ბე­ბი? თუ­კი ყვე­ლა­ფე­რი ასე ცხა­დი და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, რა­ში მდგო­მა­რე­ობს მი­სი სირ­თუ­ლე? რო­გორც ჩანს, ას­­კის ბრა­ლია, მაგ­რამ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მე პი­რა­დად, პლა­ტო­ნოვს უწ­ინ უფ­რო იოლ­ად ვკითხუ­ლობ­დი. იგი ჩე­მი თა­­ბის ცხოვ­რე­ბა­ში “დათ­ბო­ბის” პე­რი­ოდ­ში, თუ არ ვცდე­ბი, 1958 წელს შე­მო­ვი­და ფოლ­­ნერ­თან ერ­თად. ეს ორი პა­ტა­რა წიგ­ნი – “შვი­დი მოთხ­რო­ბა” და “მშვე­ნი­ერ და ნა­თელ სამ­ყა­რო­ში” – დღემ­დე გა­ნუყ­რე­ლია ჩემს ცნო­ბი­­რე­ბა­ში. საქ­მის­­ცოდ­ნე ად­­მი­­ნებს ამ თი­თის­სის­ქე წიგ­ნებ­ში ჩა­­ტე­ვი­ათ შე­საძ­ლებ­ლის მაქ­სი­მუ­მი, ყვე­ლა­ფე­რი ის, რი­სი და­ბეჭ­­ვაც მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და…

    სულ­მო­უთ­­მე­ლად და­ვე­წა­ფეთ პლა­ტო­ნოვს. და­იწყო პლა­ტო­ნო­ვით, უფ­რო კი მი­სი სტი­ლით თრო­ბა, რად­გან წიგ­ნი იდ­­­რი ში­ნა­არ­სის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­­დათ. იქ იყო მხო­ლოდ სი­ნა­ზე, სიყ­ვა­რუ­ლი და ბავ­­ვე­ბი. და იყო სრუ­ლი­ად ახ­­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა. ეს სა­ბავ­­ვო გა­მო­ცე­მა სრუ­ლად შე­ერ­წყა ჩვენს ბავ­­ვურ ცნო­ბი­­რე­ბას. ახ­ლის­მა­ძი­­ბე­ლი, დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბი პლა­ტო­ნო­ვის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე გა­მო­­ყე­ნე­ბე­ლი სრუ­ლი­ად ახ­­ლი სტი­ლით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­­ნენ წყურ­ვილს.

    პლა­ტო­ნოვს მრა­ვა­ლი მიმ­ბაძ­ვე­ლი გა­მო­უჩ­­და, მაგ­რამ ეს იყო მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი მი­ბაძ­ვა. იმ პლე­­დის მწერ­ლებ­მა, მა­თი ძა­ლი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­­ლებ­ში, პლა­ტო­ნო­ვის წე­რის სტი­ლი აით­ვი­სეს და და­­ვიწყეს. ახ­ლა ეს სტი­ლის­ტი­კა გა­ზა­ვე­ბუ­ლი, გა­სა­შუ­­ლე­ბუ­ლი სა­ხით წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა. შემ­დეგ, “პე­რეს­­რო­­კის” პე­რი­ოდ­ში, კვლავ დად­გა ახ­­ლი, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლის­გან გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით მეტყ­ვე­ლე­ბის აუც­­ლებ­ლო­ბა. მა­შინ ახ­ალ­გაზ­­და მწერ­ლე­ბის­­ვის მო­სა­წო­ნი და მი­სა­ბა­ძი ლ.დო­ბი­ჩი­ნი აღ­მოჩ­­და. რო­გორც ჩანს, ის მი­ვიწყე­ბუ­ლი სტი­ლი ისეა შეთ­ვი­სე­ბუ­ლი და გა­ზა­ვე­ბუ­ლი დო­ბი­ჩი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, რომ იგი თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი, და­მო­­კი­დე­ბე­ლი ენ­ით მეტყ­ვე­ლებს (ბო­ლოს და ბო­ლოს, ვინც იამ­ბებს წერს, პუშ­კი­ნის მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბას ხომ არ აბ­რა­ლე­ბენ). უკ­­ნას­­ნე­ლი რუ­სი პო­­ტი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი, გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი პო­­ტი­კის შექ­­ნა და ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო, იოს­იფ ბროდ­­კი გახ­­დათ. მას დღემ­დე ჰყავს უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი და მიმ­ბაძ­ვე­ლი. გარ­­ვე­­ლი დრო­ის შემ­დეგ აღ­მოჩ­­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცის მსგავ­სად წე­რა მხო­ლოდ “ტექ­ნი­კაა” და სხვა არ­­ფე­რი. ფა­სე­­ლია სხვა, უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი რამ – ვინ წერს და რას წერს. თუ მი­ვიჩ­ნევთ, რომ პუშ­კი­ნის თუ გო­გო­ლის, პლა­ტო­ნო­ვის თუ დო­ბი­ჩი­ნის, ზა­ბო­ლოც­კის თუ ბროდ­­კის სტი­ლის გავ­ლე­ნა უკ­ვე ჩავ­ლი­ლი პე­რი­­დია, მა­შინ ის­ღა დაგ­­­ჩე­ნია, მა­თი ნა­წე­რე­ბი ვი­კითხოთ.

    სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ცდი­ლობ გა­გე­ბას, რა და­წე­რა (და არა რო­გორ და­წე­რა) პლა­ტო­ნოვ­მა, იჩ­ენს თავს მი­სი კითხ­ვის სირ­თუ­ლე. თით­ქოს რა­ღაც ინგ­რე­ვა და ნაპ­რალ­თან რჩე­ბი ტკბო­ბა­სა და ტან­­ვას შო­რის. არ მე­გუ­ლე­ბა არც ერ­თი დრო­­სა და ეპ­­ქის სხვა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ას­­თი ძა­ლით გან­გაც­დე­ვი­ნებს სუ­ლი­­რი არ­სე­ბი­სად­მი თა­ნაგ­­­ნო­ბას, სიბ­რა­ლულს და სიყ­ვა­რულს. ეს სიბ­რა­ლუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად ძლი­­რია, რომ თით­­მის სიკ­­დილს უტ­ოლ­დე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­სახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამ­­შია მი­სი უმ­თავ­რე­სი არ­სი. პლა­ტო­ნო­ვის ნა­წე­რებ­ში ტან­­ვი­სა და სიკ­­დი­ლის­­ვის გან­წი­რუ­ლი ად­­მი­­ნი­სა თუ სხვა სუ­ლი­­რი არ­სე­ბი­სად­მი სიბ­რა­ლუ­ლი და თა­ნაგ­­­ნო­ბა ისე სუ­ლის­შემ­­­რე­ლა­დაა და­ხა­ტუ­ლი, რომ მკითხ­ვე­ლიც პერ­სო­ნა­ჟებ­თან იტ­ან­ჯე­ბა და კვდე­ბა.

    ეს ემ­­ცი­­რი ძა­ლა ნე­ბის­მი­­რი კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვით მი­ღე­ბულ გან­­დას აღ­­მა­ტე­ბა, იგი ბევ­რად მე­ტია და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზღვარს სცილ­დე­ბა.

    გა­მო­დის, რომ პლა­ტო­ნო­ვის ნე­ბის­მი­­რი გვერ­დის წა­კითხ­ვა დი­დი დატ­ვირ­­ვა და ვარ­ჯი­შია სუ­ლის­­ვის. ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სუ­ლი ტკი­ვილს იწ­ყებს არა მხო­ლოდ წიგ­­ში წა­კითხუ­ლის გა­მო, არ­­მედ სა­კუ­თა­რი გა­­ხე­შე­ბუ­ლი, გა­მო­ფი­ტუ­ლი და გა­მო­­ყე­ნე­ბე­ლი არ­სო­ბის გა­მოც. ამგ­ვა­რად, ჩვენ­ში აღძ­რუ­ლი თა­ნაგ­­­ნო­ბა და სიბ­რა­ლუ­ლი არა მხო­ლოდ სხვის მი­მართ თა­ნაგ­­­ნო­ბაა, არ­­მედ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიბ­რა­ლუ­ლი. მთე­ლი ძა­ლის­­მე­ვით ვცდი­ლობთ სხვის თა­ნაგ­­­ნო­ბას, მაგ­რამ ჩვე­ნი­ვე სუ­ლის უმ­წიფ­რო­ბი­სა და გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბის გა­მო, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უიმ­­დო მდგო­მა­რე­­ბის გა­მო­ხატ­ვას ვა­ხერ­ხებთ.

    მაშ, რა სა­ჭი­როა ამგ­ვა­რი ნა­წარ­მო­­ბე­ბი, რას მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ ის­­ნი? ამ­­ზე ფიქ­რიც კი მზა­რავს და იქ­ნებ არ­ცაა სა­ჭი­რო 21-ე სა­­კუ­ნის პერ­­პექ­ტი­ვებ­ზე სა­­ბა­რი, რად­გან იგი უც­­ლობ­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა ეს­ქა­ტო­ლო­გი­ას, ქვეყ­ნი­­რე­ბის და­სას­რულს. რაც შე­­ხე­ბა მე-20 სა­­კუ­ნეს, მი­სი მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა ისაა, რომ ად­­მი­ანს კუთ­­ნი­ლი ად­გი­ლი მი­­ჩი­ნა სამ­ყა­რო­ში და სა­თა­ვე და­­დო ეკ­­ლო­გი­ურ აზ­როვ­ნე­ბას. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­რე­მომ­­ვე­ლი ცოცხა­ლი სამ­ყა­როს გა­ნად­გუ­რე­ბის ფა­სად იქ­ნა მო­პო­ვე­ბუ­ლი. ხო­ლო ახ­ალ, 21-ე ათწ­ლე­ულ­ში ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე სი­ცოცხ­ლე იმ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნა­დაც გა­აც­ნო­ბი­­რებს კა­ცობ­რი­­ბა ად­­მი­ან­თა მოდ­­მის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნილ სი­სას­ტი­კეს, სი­ხარ­ბეს, მტა­ცებ­ლო­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბად შეს­თა­ვა­ზებს მო­მა­ვალს. პლა­ტო­ნო­ვი ად­რე­ვე, ზედ­მი­წევ­ნით ნათ­ლად გრძნობ­და ამ პრობ­ლე­მის გარ­დუ­ვა­ლო­ბას და კა­ცობ­რი­­ბის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ აზრს ად­­მი­­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­­­ნო­ბით გა­მო­ხა­ტავ­და. ამ­­ტო­მაც გვევ­ლი­ნე­ბა იგი დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­­ლურ მწერ­ლად. თუ ად­­მი­­ნის გა­დარ­ჩე­ნის უფ­რო რთულ პერ­­პექ­ტი­ვებს ჩა­ვუღ­­მავ­დე­ბით, გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა, რა­ტომ წერ­და პლა­ტო­ნო­ვი უმ­არ­ტი­ვე­სი ენ­ით. იგი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის­­რო­ინ­დელ ქრის­ტი­­ნო­ბას მოგ­ვა­გო­ნებს, წი­ნა­რექ­რის­ტი­­ნულს, პლა­ტო­ნურს. არ ვი­ცი, პლა­ტო­ნო­ვი იც­ნობ­და თუ არა პლა­ტო­ნის მოძღ­­რე­ბას, მაგ­რამ მი­სი გა­მო­ძა­ხი­ლი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და ვი­ვა­რა­­დოთ.

    გა­ვი­და ნა­ხე­ვა­რი სა­­კუ­ნე და პლა­ტო­ნოვს, 21-ე სა­­კუ­ნის მწე­რალს, მო­მავ­ლის მწე­რალს უწ­­დე­ბენ. გე­ნი­­სის ეს დაგ­ვი­­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აღ­­­რე­ბა არ მა­ხა­რებს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც წუ­ხი­ლი მიპყ­რობს იმ მო­მავ­ლის გა­მო, რო­დე­საც პლა­ტო­ნო­ვი ყვე­ლას­­ვის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა. აი, მა­შინ პლა­ტო­ნო­ვი ჰა­­რი­ვით აუც­­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვენ­­ვის.

    არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლი­მე იდ­­ას ხორ­ცი შე­ეს­ხა ცხოვ­რე­ბა­ში. უბ­რა­ლოდ, რო­ცა რა­­მე ახ­­ლი აღ­მო­ცენ­დე­ბო­და, ახ­სენ­დე­ბო­დათ, რომ ამ­ის შე­სა­ხებ იდეა მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და. ასე იყო ქრის­ტი­­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ქრის­ტეს და­ბა­დე­ბის ორი ათ­­სი წლის იუბ­­ლეს დი­დი ზარ-ზე­­მით აღვ­ნიშ­ნავთ ამ გა­და­რე­­ლი და უგ­­ნუ­რი სა­­კუ­ნე­­ბის მიჯ­ნა­ზე, მაგ­რამ ქრის­ტი­­ნო­ბა ქრის­ტეს და­ბა­დე­ბამ­დე ბევ­რად ად­რე არ­სე­ბობ­და კა­ცობ­რი­­ბის ცნო­ბი­­რე­ბა­ში. პლა­ტო­ნოვ­მა მო­­ხერ­ხა თა­ვი­სი ნა­წარ­მო­­ბე­ბი იმ წი­ნა­რექ­რის­ტი­­ნუ­ლი, ახ­ლა­დაღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ცნო­ბი­­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ენ­ით და­­წე­რა. იგი ის­ეთ სიღ­­მე­ებ­ში ახ­ერ­ხებს შეღ­წე­ვას, სა­დაც ცნო­ბი­­რე­ბა ჯერ კი­დევ ჩა­ნა­სა­ხო­ვან მდგო­მა­რე­­ბა­შია და არ­­ფე­რია ნათ­­ვა­მი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯობ­დეს, რომ პლა­ტო­ნო­ვი ბავ­­ვებს ვუ­კითხოთ. იქ­ნებ, მათ უფ­რო იოლ­ად გა­­გონ და დრო­­ლა­დაც.

    2000 წ.

    © “არილი”

  • ესე (თარგმანი)

    პე­ტერ ჰან­დ­კე

    ­­­­მე სპილოს ძვლის კოშკის ბინადა­რი ვარ

    თარგმნა მათე კრავეიშვილმა

    ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩემ­­ვის უკ­ვე დი­დი ხა­ნია იქ­ცა თვით­შე­მეც­ნე­ბის თუ არა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში გარ­­ვე­ვის, რა­ღა­ცის ცხად­ყო­ფის სა­შუ­­ლე­ბად მა­ინც. ლი­ტე­რა­ტუ­რის სი­ნამ­­ვი­ლემ ყუ­რად­ღე­ბი­­ნი და კრი­ტი­კუ­ლი გამ­ხა­და ჭეშ­მა­რი­ტი სი­ნამ­­ვი­ლის მი­მართ. მას­წავ­ლა ის, თუ ვინ ვარ და რა ხდე­ბა ჩემ­ში.

    მას შემ­დეგ, რაც მე – რო­გორც მკითხ­ვე­ლი და მწე­რა­ლი – მივ­­­დი ლი­ტე­რა­ტუ­რის მნიშ­­ნე­ლო­ბას, მის მი­მარ­თაც ყუ­რად­ღე­ბი­­ნი და კრი­ტი­კუ­ლი შე­ვი­ქე­ნი; ეს ლი­ტე­რა­ტუ­რა კი თა­ვის მხრივ სი­ნამ­­ვი­ლის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბის­გან ჩემ­­ვის რა­ღაც ახ­ალს ვე­ლი, რაც მცი­რე­დით მა­ინც შემ­­­ლის; მო­­ლოდ­ნელს, იმ­ას, რა­საც აქ­ამ­დე ვერც კი მი­ვიჩ­ნევ­დი არ­სე­ბო­ბის ცნო­ბი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბად, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხედ­ვის, სიტყ­ვის, ფიქ­რი­სა და ყოფ­ნის ამ ახ­ალ სა­შუ­­ლე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მივ­­­დი, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის წყა­ლო­ბით თა­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და შევ­­­ლი­ლი­ყა­ვი, უფ­რო მე­ტი იმ­­დი გა­მიჩ­­და იმ­ის, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა ახ­ალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მომ­ცემ­და ჩე­მი ნაკ­ლო­ვა­ნი არ­სე­ბო­ბის სრულ­ყო­ფი­სათ­ვის. ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან სამ­ყა­როს შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ბო­ლოო, დას­რუ­ლე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სის უარ­ყო­ფას მო­ვე­ლი და რად­გან იმ­­საც მივ­­­დი, რომ ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად ცნო­ბი­­რი არ­სე­ბო­ბის ახ­­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბიც იშ­ლე­ბო­და ჩემს თვალ­წინ, ერთ რა­მე­ში დავ­­­მუნ­დი, კერ­ძოდ კი იმ­­ში, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­­ბით სხვე­ბის შეც­­ლაც იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ჩე­მი წარ­მოდ­გე­ნა ხომ ბევ­რი რა­მით შეც­ვა­ლა კლა­ის­­მა, ფლო­ბერ­მა, დოს­ტო­ევ­­კიმ, კაფ­კამ, ფოლ­­ნერ­მა, რობ-გრი­ემ.

    ახ­ლა კი მე – რო­გორც მწე­რალ­სა და მკითხ­ველს – აღ­არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს სამ­ყა­როს ას­ახ­ვის არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ნე­ბის­მი­­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მე მგო­ნი, მხო­ლოდ ერთხელ ამ­არ­­ლებს. მი­სი მი­ბაძ­ვა უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. მე­­რე­ჯერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ას­ახ­ვის მო­დე­ლი ახ­ალს არ­­ფერს გვძენს და სა­­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში ვა­რი­­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. გა­მო­სახ­ვის ესა თუ ის მო­დე­ლი პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­საძ­ლოა რე­­ლის­ტუ­რი იყ­ოს, სხვა დროს კი იგი მა­ნი­­რის­ტუ­ლი და არ­­რე­­ლის­ტუ­რი მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა, თუნ­დაც ის­ევ რე­­ლის­ტუ­რად იწ­­დე­ბო­დეს.

    ას­­თი მა­ნი­­რის­ტუ­ლი რე­­ლიზ­მია გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი დღეს გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ყო­ველ­­ვის ავ­იწყ­დე­ბათ, რომ სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის ერთხელ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­თო­დი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გავს თა­ვის მნიშ­­ნე­ლო­ბას. ამ მე­თოდს ახ­ლი­დან ვერ გა­მო­­გო­ნებ, ამ­­ტო­მაც მას გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად იყ­­ნე­ბენ. ერ­თი სიტყ­ვით, მე­თოდს ბუ­ნე­ბას­თან აიგ­­ვე­ბენ. რე­­ლიზ­მის ერთ-ერ­თი ხერ­ხი, მა­გა­ლი­თად აღ­წე­რა, ერ­თა­დერთ ბუ­ნებ­რივ ხერ­ხად მი­აჩ­ნი­ათ. ას­ეთ ლი­ტე­რა­ტუ­რას “სა­დას”, “ბუ­ნებ­რივს”, “უბ­რა­ლო­სა” და “საქ­მი­ანს” უწ­­დე­ბენ. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ამ ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რა იმ­დე­ნად­ვეა არ­­ბუ­ნებ­რი­ვი, რო­გორც ნე­ბის­მი­­რი მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა: ეს მე­თო­დი მხო­ლოდ მწერ­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის­­ვი­საა ნაც­ნო­ბი, ასე რომ, ის­­ნი ვერც კი გრძნო­ბენ, რომ ამგ­ვა­რი აღ­წე­რე­ბი ბუ­ნე­ბა კი არა, მე­თო­დია, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­­კა­ფა გზა და დამ­­ვიდ­­და. იგი აღ­­რაა კრი­ტი­კუ­ლი სი­ნამ­­ვი­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ­­მედ სა­ზო­გა­დო­­ბის მოხ­მა­რე­ბის საგ­ნად იქ­ცა. ეს მე­თო­დი არ­­ნა­ირ წი­ნა­აღ­­დე­გო­ბას არ უწ­ევს მკითხ­ველს, ვერც კი გრძნობს მას, ვერ ამჩ­ნევს, ანუ იგი სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­და, შაბ­ლო­ნად იქ­ცა. ამ­ან თა­ნა­მედ­რო­ვე, ტრი­ვი­­ლურ რე­­ლიზ­მამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა.

    ყველ­გან ხე­დავ, რომ ესა თუ ის მხატ­­რუ­ლი მე­თო­დი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფ­რო ეშ­ვე­ბა და ბო­ლოს სრუ­ლი ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის დო­ნეს აღ­წევს – ტრი­ვი­­ლურ, გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, რეკ­ლა­მა­ში და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბებ­ში. ბულ­ვა­რულ რო­მან­ში ძალ­ზე ხში­რად შეხ­­დე­ბით ში­ნა­გან მო­ნო­ლოგს; მი­ლი­­ნო­ბით ავ­ტო­რი მუ­შა­ობს მონ­ტა­ჟის ტექ­ნი­კით. იგ­­ვე “ტენ­დენ­ცი­­ბი” შე­­ნიშ­ნე­ბა კო­მიქ­სებ­შიც, კონ­­რე­ტუ­ლი პო­­ზი­ის ცალ­კე­­ლი მიგ­ნე­ბე­ბი კი რეკ­ლა­მამ გა­­თა­ვი­სა. მე­­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნის ხაზ­გას­მის ხერ­ხი – პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნის მიჩ­­მალ­ვის მიზ­ნით – ახ­ლა ფარ­თოდ გა­მო­­ყე­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­­ში. ახ­­ლი ამ­ბე­ბის მი­მომ­ხილ­ვე­ლი რო­მე­ლი­მე ავ­ტო­რი ან სვე­ტის წამ­­ვა­ნი “შპი­გე­ლი­დან” უფ­რო უშ­­­ლო და ოს­ტა­ტუ­რი სიტყ­ვე­ბის თა­მაშს გვთა­ვა­ზობს, ვიდ­რე ამ­­ში გა­წა­ფუ­ლი პო­­ტი. რო­ცა ხერ­ხი იმ­დე­ნად ცვდე­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მი­სი აღქ­მა, მას ყვე­ლა­ზე და­ბალ დო­ნე­ზე იყ­­ნე­ბენ, მა­ნე­რად იქ­ცე­ვა. ცოცხალ­მა მე­თოდ­მა ყი­რა­ზე უნ­და და­­ყე­ნოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქ­ამ­დე იყო ცნო­ბი­ლი, უნ­და გვაჩ­ვე­ნოს, რომ სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის კი­დევ ერ­თი სა­შუ­­ლე­ბა არ­სე­ბობს, უფ­რო სწო­რად, არ­სე­ბობ­და, რად­გან ერთხელ გამ­­ღავ­ნე­ბულ­მა მან უკ­ვე ამ­­წუ­რა თა­ვი. სა­­ბა­რი იმ­­ზეა, რომ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას კი არ უნ­და მივ­ბა­ძოთ, არ­­მედ მას­თან გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე სხვა­ნა­­რად უნ­და იც­ხოვ­რო – თუ­კი მკითხ­ვე­ლი ხარ და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეძიო – თუ­კი მწე­რა­ლი ხარ. ასე მა­გა­ლი­თად, ჩემ­­ვის ახ­­ლი მე­თო­დის ძი­­ბა უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ნედ­ლი მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა ცხოვ­რე­ბი­დან, ყვე­ლა­ნა­­რი მე­თო­დის გა­რე­შე. ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, თა­ვად ყვე­ლა­ზე კარ­გად ქმნის ის­ტო­რი­ებს, ერ­თია, მან წე­რა არ იც­ის.

    გარ­­ვე­­ლი დრო­­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც დღეს იქმ­ნე­ბა, ჩემ­­ვის მი­­ღე­ბე­ლი გახ­და. რო­გორც ჩანს, საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იგი მხო­ლოდ ნაც­ნო­ბი აზ­რე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ მა­უწყებს ნაც­ნო­ბი ხერ­ხე­ბით, ანუ აზ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი მხო­ლოდ ამგ­ვა­რი ხერ­ხე­ბის წყა­ლო­ბი­თაა ჩემ­­ვის ნაც­ნო­ბი. მე ვე­ღარ ვი­ტან ის­ტო­რი­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­გო­რი ფან­ტას­ტი­­რი და ოს­ტა­ტუ­რიც არ უნ­და იყ­ოს იგი. მე მირ­ჩევ­ნია ის­ტო­რი­­ბი ტრამ­ვა­­ში, კა­ფე­ში და ბუ­ხარ­თან მო­ვის­მი­ნო. იმ ის­ტო­რი­ებ­ზეც არ მიმ­დის გუ­ლი, სა­დაც თით­ქოს არ­­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რი­ის ფიქ­ცია ხომ მა­ინც არ­სე­ბობს, გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად, უკ­ონ­­რო­ლოდ. ეს “ვე­ღარ ვი­ტან ის­ტო­რი­ებს”, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ემ­­ცი­­რი მოვ­ლე­ნაა, ახ­ლა უბ­რა­ლოდ მა­ღი­ზი­­ნებს ნე­ბის­მი­­რი სა­ხის გა­მო­ნა­გო­ნი. მაგ­რამ შე­ვამ­­ნიე, რომ ჩემ­­ვის გა­მო­ნა­გო­ნი, ფან­ტა­ზია სუ­ლაც არაა უმ­თავ­რე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ფან­ტა­ზია მე თვით­ნე­ბურ, უკ­ონ­­რო­ლო და კერ­ძო საქ­მი­­ნო­ბად მი­მაჩ­ნია. იგი მოგ­ვაც­დენს ხოლ­მე, უკ­­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში გვარ­თობს, მაგ­რამ თუ­კი ფან­ტა­ზია მხო­ლოდ გარ­თო­ბის სა­შუ­­ლე­ბად იქ­ცე­ვა, მე უარს ვიტყ­ვი ას­ეთ სე­­რებ­ზე. ნე­ბის­მი­­რი ის­ტო­რია ჩემ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას მა­ვიწყებს ხოლ­მე, გა­მო­ნა­გო­ნის მეშ­ვე­­ბით მა­­ძუ­ლებს წა­ვუყ­რუო ყვე­ლა­ფერს, რაც ჩემ­ში ხდე­ბა, ყუ­რად­ღე­ბა არ მი­ვაქ­ციო სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­­ბას, სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ. თუ­კი ის­ტო­რი­ით რა­ღაც ახ­ლის თქმა ხდე­ბა სა­ჭი­რო, მი­სი ამ მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ უფ­რო გა­მო­­სა­დე­გარ, მოძ­ვე­ლე­ბულ მე­თო­დად მე­სა­ხე­ბა. გა­მო­ნა­გო­ნი, რო­გორც სამ­ყა­როს შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ის საშ­ლე­ლი აღ­არ მჭირ­დე­ბა, ხელს მიშ­ლის. და სა­ერ­თო­დაც, ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რე­სი, მე მგო­ნი, ზედ­მეტ გა­მო­ნა­გონ­ზე უარ­ის თქმა­ში მდგო­მა­რე­ობს, ჩვენ თან­და­თან უნ­და დავ­შორ­დეთ ფუჭ ფან­ტა­ზი­ებს. სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბია ამგ­ვა­რი სა­შუ­­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის აუც­­ლებ­ლო­ბა, ის­ტო­რია, რო­გორც გა­მო­ნა­გო­ნი, ზედ­მე­ტი ხდე­ბა, მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბის ას­ახ­ვაა – ენ­ობ­რი­ვი თუ არ­­­ნობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა – და ამ­ის­­ვის უკ­ვე არ­აფ­რის გა­მო­გო­ნე­ბა აღ­არ გვჭირ­დე­ბა. ერ­თი შე­ხედ­ვით ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ­ის გა­მო კარ­გავს თა­ვის ხიბლს, რად­გა­ნაც ავ­ტო­რი უკ­ვე აღ­არ აჩ­­ჩებს მკითხ­ველს შპარ­გალ­კას, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ, რად­გან რო­გორც მკითხ­ველს, არ­­ნა­­რი შპარ­გალ­კა არ მჭირ­დე­ბა. არც ე.წ. “საქ­მის ყურ­ში ჩად­გო­მა” მა­ინ­ტე­რე­სებს და არც გა­დაც­მუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი. ყო­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა თა­ვი­სი და­სა­ბა­მი­­რი არ­სე­ბით უნ­და წარ­მოგ­ვიდ­გეს.

    ამ­­ტო­მაც, რე­­ლის­ტუ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც დღეს­­ღე­­ბით ის­ევ დო­მი­ნი­რებს, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მგო­ნია… მე, რო­გორც მწე­რალს, სრუ­ლი­ად არ მა­ინ­ტე­რე­სებს სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის ან ათ­ვი­სე­ბის ამ­­ცა­ნა, ჩემ­­ვის მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი სი­ნამ­­ვი­ლე ვაჩ­ვე­ნო (თუნ­დაც აუთ­ვი­სებ­ლად). სი­ნამ­­ვი­ლის კვლე­ვა და ათ­ვი­სე­ბა (არც კი ვი­ცი, რას ნიშ­ნავს ეს) მეც­ნი­­რე­ბის­­ვის მი­მინ­­ვია, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი მო­ნა­ცე­მე­ბი­თა და მე­თო­დი­კით (სო­ცი­­ლო­გი­­რი, სა­მე­დი­ცი­ნო, ფსი­ქო­ლო­გი­­რი, იურ­­დი­­ლი და ა.შ.) შე­უძ­ლი­ათ მა­სა­ლა მო­მა­წო­დონ ჩე­მი სი­ნამ­­ვი­ლის შე­სა­ხებ. არ­აფ­რად მი­მაჩ­ნია ის­­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თით­ქოს ლექ­სი სი­ნამ­­ვი­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტს მოგ­ვითხ­რობ­დეს, ვიდ­რე “რო­მე­ლი­მე სქელ­ტა­ნი­­ნი სა­მეც­ნი­­რო წიგ­ნი”. გე­ორგ თრაკ­ლის ლექ­სი­დან კას­პარ ჰა­­ზე­რის შე­სა­ხებ, არ­­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ გა­მი­გია, იურ­ისტ ან­სელმ ფონ ფო­­ერ­ბა­ხის სიტყ­ვე­ბი­დან კი ძა­ლი­ან დი­დი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, არ­ამ­ხო­ლოდ ობ­­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არ­­მედ ჩე­მი სი­ნამ­­ვი­ლის­­ვი­საც. რაც შე­­ხე­ბა იმ სი­ტუ­­ცი­ას, რო­მელ­შიც მე ვცხოვ­რობ: სუ­ლაც არ მინ­და, რომ მას­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­დე­ბუ­ლი იყ­ოს, უბ­რა­ლოდ მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფერ­მა ფიქ­რის წნეხ­ში გა­­­როს. ჩე­მი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს ჩე­მი სი­ნამ­­ვი­ლე ჩემს მი­ერ­ვე გა­მო­ყე­ნე­ბულ მე­თოდ­ში ამ­­იც­ნოს მკიხ­ველ­მა. ამ­­ტო­მაც არ მიყ­ვარს გა­მო­ნა­გო­ნი, ის­ტო­რი­­ბი (მათ შო­რის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და ერთ­მა­ნეთ­ში არ­­­ლი ამ­ბე­ბი) და რომ ფან­ტა­ზი­ის მე­თო­დი სუ­ლაც ძა­ლი­ან მყუდ­როს ნიშ­ნავს, მო­წეს­რი­გე­ბულ­სა და უხ­ამ­სად იდ­­ლი­ურს. ას­­თი მე­თო­დი ჩემ­­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ რო­გორც რეფ­ლექ­ტო­რუ­ლი თვი­თუ­არ­ყო­ფა: ის­ტო­რია, რო­გორც ის­ტო­რი­ის და­ცინ­ვა.

    თუმ­ცა ნორ­მა­ტი­­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­­ცოდ­ნე­­ბა მათ, ვინც უარს ამ­ბობს ის­ტო­რი­­ბის თხრო­ბა­ზე და ვინც სამ­ყა­როს ას­ახ­ვის ახ­ალ მე­თო­დებს ეძ­­ებს, “სპი­ლოს ძვლის კოშ­კის ბი­ნად­რებს”, “ფორ­მა­ლის­ტებს”, “ეს­თე­ტებს” უწ­­დებს. ამ აზ­რით მე თავს მარ­­ლაც სპი­ლოს ძვლის კოშ­კის ბი­ნად­რად მი­ვიჩ­ნევ, რად­გა­ნაც ვფიქ­რობ, რომ იმ მე­თო­დებ­სა და სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის იმ მო­დე­ლებს ვე­ძი­ებ, რო­მელ­თაც უკ­ვე ხვალ (ან ზეგ) რე­­ლის­ტურს უწ­­დე­ბენ, სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ის­­ნი აღ­არ იქ­ნე­ბი­ან ას­­თე­ბი, რო­ცა მა­ნე­რად, არ­­ბუ­ნებ­რივ მო­დე­ლე­ბად იქ­ცე­ვი­ან; ის­­ვე რო­გორც ახ­ლა: გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია ხომ ჯერ კი­დევ სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის ბუ­ნებ­რივ სა­შუ­­ლე­ბად მი­აჩ­ნი­ათ.

    მაგ­რამ მე ახ­ლა აბს­­რაქ­ცი­ებ­ში გა­და­ვეშ­ვი და და­მა­ვიწყ­და და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა მე­თო­დე­ბი, რომ­ლი­თაც თა­ვად ვმუ­შა­ობ. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის უნ­და აღვ­ნიშ­ნო, რომ თე­მე­ბი არა მაქვს, თე­მე­ბი, რის შე­სა­ხე­ბაც უნ­და ვწე­რო… მე მხო­ლოდ ერთ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ: სა­კუ­თარ თავ­ზე. ვცდი­ლობ თა­ვი შე­ვი­მეც­ნო, გა­ვერ­­ვე, რაც შე­იძ­ლე­ბა ღრმად ჩავ­­­დე სა­კუ­თარ თავს – ან არ ჩავ­­­დე – გა­ვი­გო, რას ვა­კე­თებ არ­ას­წო­რად; ან იქ­ნებ სულ ტყუ­­ლად ვფიქ­რობ, რომ სხვე­ბიც “და­­ფიქ­რებ­ლად ფიქ­რო­ბენ”, მოქ­მე­დე­ბენ და ლა­პა­რა­კო­ბენ; ვცდი­ლობ თა­ვა­დაც ყუ­რად­ღე­ბით ვი­ყო და სხვე­ბიც ას­­თე­ბად ვაქ­ციო, ანუ უფ­რო მგრძნო­ბი­­რე­ნი გავ­ხა­დო; სხვა სიტყ­ვე­ბით, მინ­და სხვებ­მაც და მეც უფ­რო ზუს­ტად და სენ­სი­ბი­ლუ­რად ვი­არ­სე­ბოთ, რა­თა ად­ვი­ლად ვი­პო­ვო სა­ერ­თო ენა მათ­თან და უკ­ეთ გა­ვუ­გოთ ერთ­მა­ნეთს. არ შე­მიძ­ლია ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ვი­ყო, რად­გა­ნაც არ ვი­ცი, რა არ­ის არ­სე­ბუ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა (ნუ­თუ ან­არ­ქიზ­მი?!). არ ვი­ცი, რაა სა­ჭი­რო. ვი­ცი მხო­ლოდ, რომ კონ­­რე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბის ჩას­წო­რე­ბაა სა­ჭი­რო და რა­ღაც სხვას, აბს­­რაქ­ტულს, მე ვერც და­გი­სა­ხე­ლებთ. სი­მარ­­ლე გითხ­რათ, რო­გორც მწე­რალს, მე ეს არც მა­დარ­დებს.

    ჩე­მი პირ­ვე­ლი პი­­სის მე­თო­დი ყვე­ლა აქ­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი მე­თო­დის უარ­ყო­ფა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. მომ­დევ­ნო პი­­სის მე­თო­დი რეფ­ლექ­სი­რე­ბა იქ­ნე­ბა, სა­­და­ნაც იმ­ას ავ­არ­ჩევ, რაც ჯერ კი­დევ გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა თე­ატ­რი­სათ­ვის. ის შაბ­ლო­ნი, რომ სცე­ნა სამ­ყა­როს ას­­ხავს, ახ­ალ პი­­სა­ში “მსოფ­ლიო თე­ატ­რის” ყა­­და­ზე იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე შე­ვამ­­ნიე, რომ თე­ატ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ ამ­­წუ­რუ­ლა, რომ ყო­ველ­­ვის მო­­ძებ­ნე­ბა კი­დევ ერ­თი ახ­­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

    ად­რე არც რო­მა­ნი წარ­მო­მედ­გი­ნა გა­მო­ნა­გო­ნის გა­რე­შე. ახ­ლა უკ­ვე აღ­არ ვუ­ჩი­ვი ამ გაქ­ვა­ვე­ბულ წარ­მოდ­გე­ნებს. რო­მა­ნის­­ვის, რო­მელ­ზეც ახ­ლა ვმუ­შა­ობ, გა­მო­ნა­გო­ნის გავ­­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი სქე­მა ავ­ირ­ჩიე. ის­ტო­რია კი არ გა­მო­ვი­გო­ნე, არ­­მედ ვი­პო­ვე იგი. ვი­პო­ვე მოქ­მე­დე­ბის გა­რე­გა­ნი კარ­კა­სი, უკ­ვე მზა, დე­ტექ­ტი­ურ­თან მი­ახ­ლო­­ბუ­ლი სქე­მა მთე­ლი თა­ვი­სი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი კლი­შე­­ბით: მკვლე­ლო­ბა, სიკ­­დი­ლი, ში­ში, დევ­ნა, წა­მე­ბა. ამ სქე­მა­ში მო­ვაქ­ციე სა­კუ­თა­რი გან­­ჯე­ბი, არ­სე­ბო­ბის წე­სი, ქცე­ვე­ბი და ჩვე­­ლე­ბე­ბი. მივ­­­დი, რომ გა­მო­ხატ­ვის ეს ავ­ტო­მა­ტიზ­მე­ბი ოდ­ეს­ღაც სი­ნამ­­ვი­ლი­დან იშვ­ნენ, რე­­ლის­ტურ­ნი იყვ­ნენ. თუ­კი მი­ვაღ­წევ იმ­ას, რომ სიკ­­დი­ლის, ში­შის, ტან­­ვის ეს სქე­მა ჩემ­ში, ჩემს ცნო­ბი­­რე­ბა­ში გა­ვა­ცოცხ­ლო, მა­შინ ას­ეთ, რეფ­ლექ­სი­­ში გა­მოხ­დი­ლი სქე­მე­ბით ნამ­­ვი­ლი ში­ში­სა და ნამ­­ვი­ლი ტან­­ვის ჩვე­ნე­ბა­საც შევ­­ლებ. ეს პრო­ცე­სი მე კლა­ის­ტის დე­ბუ­ლე­ბებ­თან დაბ­რუ­ნე­ბად მი­მაჩ­ნია, რო­მე­ლიც მან მა­რი­­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის შე­სა­ხებ და­წე­რილ სტა­ტი­­ში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა: ამგ­ვა­რად, მე შე­ვე­ცა­დე უპ­­როვ­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სქე­მა ამ­ერ­ჩია და იგი არ­­ლი­ტე­რა­ტუ­რულ და პი­როვ­ნულ …. ნა­წარ­მო­­ბად მექ­ცია. საქ­მე კლი­შე­­ბის “გან­ძარ­­ვა­ში” კი არაა (ამ­ას ყვე­ლა დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი მიხ­­დე­ბა), არ­­მედ იმ­­ში, რომ კლი­შეს დახ­მა­რე­ბით ახ­ალ შე­დე­გებს მი­ვაღ­წიო სი­ნამ­­ვი­ლის (და ჩემ) შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნებ­ში: ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ავ­ტო­მა­ტუ­რად რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა­დი მე­თო­დი კვლავ პრო­დუქ­ტი­­ლი გა­ხა­დო.

    მომ­დევ­ნო ნა­წარ­მო­ებ­ში, ალ­ბათ სულ სხვა მე­თო­დი გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

    © “არილი”