ინტერვიუ

მარსელ პრუსტი – პრუსტის კითხვარი

თქვენი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი?

ლტოლვა იმისკენ, რომ ვუყვარდეთ ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გაღმერთების ნაცვლად რომ მანებივრებდნენ და მეალერსებოდნენ.

კაცებში ყველაზე მეტად რომელი მახასიათებელი მოგწონთ?

ფემინური მომხიბვლელობა.

ქალებში რომელი მახასიათებელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

მამაკაცის ღირსებები, პირდაპირობა მეგობრობისას.

მეგობრებში რას აფასებთ ყველაზე მეტად?

სინაზეს – იმ შემთხვევაში თუ მას ფიზიკური შარმიც ახლავს. ფიზიკური შარმი სინაზეს ღირებულ თვისებად აქცევს.

საკუთარ თავში რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ის, რომ მიჭირს, გავუგო. სუსტი ნება.

თქვენი საყვარელი საქმიანობა?

სიყვარული.

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

ვშიშობ, რომ ამაღლებული არა. სინამდვილეში, გამბედაობა არ მაქვს, რომ ვთქვა. იქნებ დავანგრიო იმ უბრალო ფაქტით, რომ სიტყვებად ვაქცევ.

რა მიგაჩნიათ უკიდურეს უბედურებად?

არასოდეს გამეცნო დედაჩემი ან ბებიაჩემი.

თქვენი საყვარელი მწერლები ვინ არიან?

ამჟამად ანატოლ ფრანსი და პიერ ლოტი.

საყვარელი პოეტები?

ბოდლერი და ალფრედ დე ვინი.

ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ჰამლეტი.

საყვარელი ქალი პერსონაჟი?
ბერენისი.

ვინ არიან თქვენი საყვარელი კომპოზიტორები?

ბეთჰოვენი, ვაგნერი, შუმანი.

ვინ არიან თქვენი საყვარელი მხატვრები?

და ვინჩი, რემბრანდტი.

თქვენი საყვარელი სახელები?

მე მხოლოდ ერთი მაქვს.

რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

საკუთარი ცუდი თვისებები.

რომელი ნიჭი გსურთ, რომ გქონდეთ?

ნებისყოფა და დაუძლეველი შარმი.

როგორ გსურთ სიკვდილი?

უკეთეს კაცად, ვიდრე ვარ და უფრო შეყვარებულად.

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

გაღიზიანებული ვარ, რადგან ამ კითხვაზე საპასუხოდ საკუთარ თავზე დაფიქრება მომიწია.

რა არის თქვენი დევიზი?

მირჩევნია, არ ვთქვა. შიშის გამო, რომ უიღბლობას მომიტანს.

© არილი

Facebook Comments Box